ყოველთვიური
#2, მარტი, 2024 / გამოიცემა 2023 წლიდან
რატომ უნდა გაიმარჯვოს უკრაინამ?
უძველესი ქალაქი შეუსრულებელი დაპირებებით
ხელოვნური კუნძული ქალაქი ქალაქში
რატომ უნდა იყოს თელავი თვითმმართველი ქალაქი?
გვ. 2
გვ. 3
გვ. 6
გვ. 7
გამარჯვება უკრაინას!
მარიამ ნიკურაძე/OC Media
ხედვა თბილისიდან წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშ ტაბიანი ომის მესამე წელი დაიწყო, რომე ლიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მიმდინარე ობს. ამ ომმა უკვე ბევრი რამ შეცვალა და კიდევ შეცვლის როგორც ჩვენ გარშემო, ისე - მსოფლიოში, საერთაშორისო პო ლიტიკასა თუ იდეების დაპირისპირებაში. მე, როგორც ქართველს, მრავალი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, თუ რატომ უნდა გაი მარჯვოს უკრაინამ. მათგან მხოლოდ მთა ვარზე ვისაუბრებ: უკრაინამ იმიტომ უნდა გაიმარჯვოს, რომ ის ჩვენი მეგობარია: დამოუკიდებ ლობის მოპოვების შემდეგ, ეს ქვეყანა მუდ მივად იყო ჩვენი მხარდამჭერი. არ უნდა დაგვავიწყდეს პრეზიდენტი იუშჩენკო თბი ლისში, 2008 წლის ომის რთულ დღეებში. არც მათი ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა დავივიწყოთ 2006 წლის ეკონომიკური ემბარგოს დროს: მაშინ, როდესაც რუსეთის ქალაქებში ქართვე ლების ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა, უკრაინის ქუჩები სავსე იყო ქართული ღვი
ნისა თუ პროდუქტების შესყიდვის საჯარო მოწოდებებით. უკრაინაში არასოდეს დაუ ჩაგრავთ ქართველი ქართველობის გამო, რუსეთში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უკრაინას არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებ ლობა, მაშინ, როდესაც რუსეთი ამას მუდ მივად ესწრაფვის. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. ოკუპირე ბული აქვს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელო ვანი ნაწილი; მისი მიზეზით საქართველოს 400 000-მდე მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილია; რუსეთთან არ გვაქვს სამშვი დობო ხელშეკრულება და დიპლომატიური ურთიერთობა; ის არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, აგრძელებს „მცოცავ ოკუპაციას,“ რუსი სამხედროები იტაცებენ და ხოცავენ ჩვენს მოქალაქე ებს. კრემლში მიიჩნევენ, რომ საქართველოს (ისევე, როგორც უკრაინას) არა აქვს დამოუკიდებლად არსებობის უფლება, როგორც თანამედროვე პოლიტიკურ ერს და რომ ის თავის არსებობას რუსეთს უნდა უმადლოდეს.
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი ტრადიციების მტერია: რუსულ პროპაგანდასა და აგენტურას ძალიან სურს ეს ქვეყანა ერთმორწმუნე, მოძმე, ტრადიციების დამცველად გამო აჩინოს და ჯერ კიდევ ღია ჭრილობები დაგვავიწყოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთის გამო აღმოჩნდა სა ქართველო ინტელექტუალურ და სულიერ სიღარიბეში: საბჭოთა რეპრესიებმა შეი წირა ქართული სასულიერო, ინტელექტუ ალური, ბიზნეს, შემოქმედებითი და პო ლიტიკური ელიტა. თანამედროვე რუსული თვითმპყრობელობა და ექსპანსიონიზმი შეუთავსებელია ქართულ თავისუფლების სიყვარულსა და ჩვენს თვითკმარობასთან. რუსული ერთფეროვნება და დიქტატურა პრინციპულად ემიჯნება ქართული თვით მმართველობის, პარლამენტარიზმის და თანასწორობის იდეებს, რომლებიც ჯერ კიდევ თერგდალეულებიდან მოდის, ყვე ლაზე მეტად კი პირველი რესპუბლიკის დროს განვითარდა. დღესაც, საქართვე ლოს მოქალაქეები სხვაგვარ ქვეყანაზე ვოცნებობთ და სხვა ქვეყნისთვის ვიბრ-
ძვით: რომელიც შიშით კი არა - იმედებით ცხოვრობს; სადაც ადამიანები საკუთარ ოცნებებს იხდენენ; სადაც მათ ემსახურე ბათ მთავრობა და არა ისინი - მთავრობას. ჩვენ არ ვართ ერთი კაცის მორჩილი ქვე ყანა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს იმიტომ, რომ რუსეთი ქართული ოჯახური და მორალური ტრადიციების ანტიპოდია: მსო ფლიო ბანკის მონაცემებით, ის ერთ-ერთი მოწინავეა აბორტების, განქორწინებების, თვითმკვლელობების, ოჯახური ძალა დობის, ფემიციდისა და ალკოჰოლიზმის მაჩვენებლებით. საქართველო კი ოჯახურ ღირებულებებზე ორიენტირებული და და ფუძნებული საზოგადოებაა, სადაც ოჯახი საზოგადოების ხელშეუხებელი ბირთვია, რომელიც თავისუფლად წყვეტს საკუთარ ბედს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან რუსეთი ფაშისტური და ტერორისტული სახელმწიფოა. ფაშიზმი სხვა არაფე რია, თუ არა ეროვნული თანასწორობის უარყოფა, სხვა ერებისა თუ ადამიანების არსებობის უფლების უარყოფა. რუსეთი
1
(29.03)
კი სწორედ ასე უყურებს უკრაინასაც და სა ქართველოსაც. სახელმწიფო ტერორიზმი სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკოსების სა ჯარო ჩაცხრილვა ან ციხეებსა და საზღვარგარეთ მოწამვლა, საზოგადოების შიშით საზრდოობა და მართვა. კრემლისთვის მისაღებია ამ ქვეყნების მხოლოდ ფიქცი ური და მონური არსებობა და ისიც - რუსე თის ჩრდილქვეშ. ასეთი მტრის ბრძოლის ველზე დამარცხება ჩვენი და თავისუფლე ბის იდეის მონობის იდეოლოგიაზე გამარ ჯვებაც იქნება. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს მშვიდობისთვის: უკრაინის გამარჯვების შემ თხვევაში, ეს ომი გახდება ჩვენი თაობის მთავარი ომი ამ კონტინენტზე: რუსეთის დამარცხება მოიტანს დემოკრატიული ევროპის გაძლიერებას, კიდევ უფრო გა
#2, მარტი, 2024
შლის დემოკრატიისა და უსაფრთხოების სივრცეს, განაპირობებს უფრო დიდ ეკო ნომიკურ ზრდას და სტაბილურ მშვიდობას ყველასათვის. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრა ცია უფრო სწრაფად მოხდება, რაც ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების საწინდარია. რუსეთის გამარჯვება კი ახლო მომავალში ახალ და უფრო დიდ ომს მოასწავებს: ომში გამოცდილი, გამარჯვე ბული, უკვე საომარი ეკონომიკის რელ სებზე დამდგარი რუსეთი უკრაინაში აღარ გაჩერდება. სწრაფად შეეცდება შედარე ბით დაუცველი ქვეყნების - მოლდოვისა თუ საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურებას, რის შემდეგაც ნატოს წევრი, შედარებით მცირე ქვეყნების ჯერი დადგება. რუსეთისა და ნატო/ევროკავ
შირის პოტენციური კონფლიქტი ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება კონტინენ ტისთვის, ვიდრე უკრაინაში ახლანდელი ომია. უკრაინის გამარჯვებით კონტინენ ტზე მშვიდობა დაისადგურებს, რუსეთის გამარჯვება კი ომის დასასრული კი არა, ახალი, უფრო დიდი ომის დაწყების პირ ველი ნაბიჯი გახდება. მარტივია ვიცოდეთ, ვისი გამარჯვება გვირჩევნია: მეგობრის თუ მტრის. იმის, ვინც მუდმივად მხარს გვიჭერდა თუ იმის, ვინც ჩვენს განადგურებასა და დამცირებას ცდილობს? ფაშიზმის გამარჯვება სჯობს თუ დემოკრატიის? მონობის მარში გვინდა ვნახოთ წითელ მოედანზე თუ თავისუფლების ზეიმი კიევში? ვფიქრობ, ამაზე თითოეულ ქართველს ნათელი პასუხი აქვს.
უკრაინის გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მალევე უკეთესობისკენ შეიც ვლება და უზრუნველი ცხოვრება გვექნება. სულაც არა. მაგრამ უკრაინის გამარჯვება მოგვცემს მეტ შანსს, საბოლოოდ გავარ ღვიოთ ის მოჯადოებული წრე, რაშიც საბ ჭოთა კავშირმა მოგვაქცია და გავხდეთ ის, რასაც ვიმსახურებთ: წარმატებული, ბედნიერი და თანამედროვე სახელმწიფო, რომლის ყოველდღიურობას უკეთესი მო მავლის ხედვა ასაზრდოებს და არა რომე ლიმე ბატონის შიში. ამისათვის ღირს ჩვენი ბრძოლა სა ქართველოში. ამისათვის ღვრის დღეს სისხლს გმირი უკრაინელი ერი. სწორედ ამიტომ იმსახურებენ ისინი ბრწყინვალე გამარჯვებას. ლევან ცუცქირიძე
რატომ უნდა გაიმარჯვოს უკრაინამ? ხედვა ბრიუსელიდან 2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, The Economist-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რატომ უნდა გაიმარჯვოს უკრაინამ?“ ორი წლის შემდეგ, 2024 წლის თებერვალს კი იმავე გაზეთმა დაბეჭდა ახალი სტატია სათაურით: „აგებს თუ არა უკრაინა ომს რუსეთთან?“ ორწლიანი შუალედით გამოქვეყნე ბული ეს ორი პუბლიკაცია ნათლად გამო ხატავს უკრაინის ომთან დაკავშირებულ განწყობათა ცვლილებას ყველა საერ თაშორისო არენაზე. ამ ცვალებად კო ნტექსტში რთულად მოიძებნება ერი, ვისაც ქართველებზე უკეთ ესმის უკრაინელების: 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში. თა ვისუფალი ქართველი ხალხისთვის ნაც ნობია უკრაინელთა თავგანწირვა, რადგან ჩვენც არაერთხელ გაგვიწირავს თავი
უთანასწორო ბრძოლებში რუსეთთან, მაგრამ არ დაგვითმია მთავარი - თავი სუფლება. ცვალებად განწყობათა ანალიზი, რომე ლიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადა წყვეტილებების დაგვიანებაშიც ვლინდება, სულ მცირე, ოთხ მიზეზს გამოკვეთს - რა ტომ უნდა გაიმარჯვოს ამ არაპროვოცირე ბულ ომში უკრაინამ. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს საკუთარი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების თვის. ვლადიმირ პუტინი არ მალავს თავის საბოლოო მიზანს: უკრაინელების, როგორც ერის კულტურულ განადგურებას. ამ ხედვის თანახმად, უკრაინელებს შეეძლებათ დღე სასწაულებზე ტრადიციული კოსტიუმების ჩაცმა, ხალხური სიმღერების შესრულება, მაგრამ მხოლოდ რუსეთის სრული სუვერე ნიტეტის აღიარების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, უკრაინას ბოლომდე ბრძო ლის გარდა სხვა გზა არა აქვს. ამ ომის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრ დება, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრა
ინა იბრძვის მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის - მთლიანად ევროპის უსაფრ თხოებისათვისაც. ეს უნდა იყოს ფინალური ბრძოლა იმპერიალისტურ რუსეთთან და პუ ტინისეული პოლიტიკური მოდელის დამყა რების შეუპოვარ მცდელობასთან. უკრაინის გამარჯვება დიდწილად განსაზღვრავს გლო ბალური დემოკრატიის კურსს მომავალში. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ევროპისა და ამერიკისთვის. ბოლო ორი წელია უკრაინა ფიზიკურად იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ, ევროპის საზღვრებსაც. რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ერთ ომს ყოველთვის მოსდევს მეორე, მა გრამ 2008 წლის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ ომისგან განსხვავებით, უკრა ინაში მიმდინარე მოვლენები თანდათანო ბით ცვლის დასავლეთს და ამ ცვლილებებმა საბოლოო მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევრო კავშირის შექმნას ერთი უმთავრესი მიზანი ჰქონდა - კიდევ ერთი შეიარაღებული და პირისპირების თავიდან აცილება. ევროკა
კრისტინა პიტალსკაია 2
ვშირი ალბათ ყველაზე პაციფისტური პრო ექტია, რაც აქამდე შექმნილა, რადგან მისი არსებობის მანძილზე, არც ერთ წევრ სა ხელმწიფოს ერთმანეთთან არ უბრძოლია. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბი ანმა ომმა გვაჩვენა, რომ მშვიდობის რელ სებზე გადასული ევროკავშირი ინდივიდუა ლურ და კოლექტიურ დონეზე პოტენციური საფრთხეების მიმართ ნაკლებად მომზადე ბული და ფხიზელი აღმოჩნდა. შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის ომმა არა მხოლოდ დაგვანახა, რომ მშვიდობიანი ევროკავში რის მიღმა შეიარაღებული კონფლიქტები არ გამქრალა, არამედ, მთლიანი პარა დიგმა შეცვალა და ევროკავშირი ე.წ. ომის ეკონომიკის რეჟიმში გადაიყვანა. შედეგად, ევროკავშირისთვის საბოლოო მიზანი სა კუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და მისი, როგორც პროექტის რეფორმაცაა ევროპული პროექტის რელევანტურობის შესანარჩუნებლად. უკრაინამ ტრანსატლანტიკური ურთი ერთობების მნიშვნელობაც შეგვახსენა და შეერთებულ შტატებს სშუალება მისცა, საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობა აღედ გინა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის იმიჯი მსოფლიოში ძალზე დაზარალდა. 2021 წელს ავღანეთიდან ამე რიკული ჯარების ევაკუაციის შემდეგ, უკვე ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას, აშშ-ის საე რთაშორისო იმიჯმა კიდევ უფრო იზარალა. ბოლო ორი წელიწადი, როდესაც ამერიკე ლები უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას ხელმძღვანელობენ, შესუსტებული ნდობის გამყარებას ნამდვილად დაეხმარა. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. იზოლაციონისტები აშშ-ში ყოველთვის წარმოადგენენ ძლიერ ძალას. შესაბამისად, ამერიკელების ევრო პაში ჩართვაც არ არის უსასრულოდ გა რანტირებული. ამ მიზეზით, ევროკავშირი კიდევ უფრო ნათლად აცნობიერებს ინვეს ტიციის მნიშვნელობას საკუთარი თავდა ცვისუნარიანობის გაზრდაში. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს… რუსეთისთვის. 21-ე საუკუნეში, როდესაც ომები თითქოს წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შუაგულ ევროპაში ღია კოლონიალურ და გენოცი დურ ომს აწარმოებს. რუსეთი პირდაპირი
#2, მარტი, 2024
საფრთხეა არა მხოლოდ ნატოსა და ევროკა ვშირის არაწევრი სახელმწიფოების, (უკრა ინა, საქართველო, მოლდოვა), არამედ, წევ რებისთვისაც (ბალტიისპირეთი). მხოლოდ ამ ომში რუსეთის მტკივნეულ და დემონ სტრაციულ დამარცხებას შეუძლია მოქალა ქეთა ნაწილს დაანახოს, რომ მათი იმპერია ლისტური მიზნები განწირულია. მანამდე კი, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურად და ომის წი ნააღმდეგ განწყობილმა რუსებმა ღიად დაუ ჭირონ მხარი უკრაინას და დასავლეთისგან უკრაინის სრული მხარდაჭერა მოითხოვონ. უკრაინის გამარჯვება შანსს მისცემს (ან ვერ) რუსეთს და მის მეზობელ ბელორუსს, თუმცა ამას დრო და მოვლენები დაგვანახებს. უკრაინის გამარჯვება კი ნელი ნაბიჯებით მოდის ომის მიმდინარეობის მესამე წელსაც. ევროპასა და ამერიკაში ისევ ნდობის კრი ზისს ვხედავთ. ახლაც, როდესაც ამ ტექსტს ვწერ, 2024 წლის 6 მარტს, რუსეთის მიერ დაიბომბა ოდესა - ქალაქში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზი დენტის საქმიანი ვიზიტის მიმდინარეობისას. ამ მოქმედებით რუსეთი დასავლეთის რე აქციას ამოწმებს. მოსკოვის პოლიტიკური სტრატეგია ეხმიანება მეორე მსოფლიო ომა მდე ნაცისტურ გერმანიისას - „ვიაროთ, სა დამდეც დასაშვებია“ (go as far as allowed). ესკალაციისა და მშვიდობის მომხრე დასავლეთის შედარებითი სისუსტისა და გაურკვევლობის ფონზე, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ აგრესიას. ამ კონტექსტში დასავლეთმა უნდა გადაწყვი ტოს, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება. სჯერა თუ არა, რომ რუსეთის დამარცხება
(29.03)
კრისტინა პიტალსკაია შესაძლებელია? ქართველებმა და უკრაი ნელებმა ნამდვილად ვიცით: თავისუფალ მსოფლიოს არა აქვს უფლება, შიშის გამო დააყოვნოს უკრაინის დახმარება. შესაბამი სად, მისი გამარჯვებაც. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეფერხება რუსეთს აძლევს ძალების აღდგენის დროსა და საშუალებას. უკრაინის გამარჯვება ღია გზავნილი იქნება ყველა სხვა ავტოკრატიული მმარ
თველისთვის მსოფლიოში - ჩინეთის ჩათ ვლით, რომელიც „დაუმორჩილებელი მე ზობლის“ დაპყრობას გადაწყვეტს. დამოუკიდებელმა უკრაინამ უნდა გაი მარჯვოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორია. არამედ იმიტომაც, რომ ჩვენც, საქართველოში, ასე გვარგია. რუსეთის ნებისმიერი სახით გამარჯვება ამ ომში დამ ღუპველი იქნება ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ჩვენ კი ევროპაში
ვხედავთ საკუთარ თავს. ამიტომაც მნიშ ვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გა აზრებულად მხარი დავუჭიროთ უკრაინას და თუნდაც მცირე წვლილით მონაწილეობა მივიღოთ მის, ანუ ჩვენს გამარჯვებაში. ევროპულ მთავრობებს კი ერთად შევა ხსენოთ, რომ არა აქვთ არანაირი საბაბი, არ გააცნობიერონ, რა დევს სასწორზე. კრისტინა პიტალსკაია Promote Georgia
უძველესი ქალაქი შეუსრულებელი დაპირებებით რეგიონის ხმა: ქუთაისი
ქუთაისი მდიდარი წარსულის მქონე ქალაქია, რაც მის არქიტექტურაშიც კარგად ჩანს. უძველესი დროიდან აქ თითქმის არაფერი შემოგვრჩა, თუმცა, შედარებით გვიანდელი პერიოდის შენობები მრავლადაა. განსაკუთრებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის, როდესაც ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებამ საფუძველი ახალ მშენებლობებს ჩაუყარა.
ქალაქის განვითარებას და მის საგუ ბერნიო ცენტრად გადაქცევას უცხოელ მეწარმეთა დაინტერესებაც მოჰყვა. ქუ თაისში დღესაც დგას მათი სახლები, რო მელთა ასაშენებლად არქიტექტორები ევროპიდან ჩამოჰყავდათ. ამ დროიდან იწყება ხის სახლების ქვის ნაგებობებით ჩანაცვლების პროცესი, რისთვისაც ძირი თადად ეკლარის ქვას იყენებდნენ. კომუნისტური ეპოქის გავლენა ქალა ქის არქიტექტურაზეც აისახა. მართალია, ამ პერიოდში ბევრი საინტერესო შენობა გაჩნდა, მაგ. მესხიშვილის თეატრი თუ სხვა, მაგრამ ძირითადად უსახურ, მრა
ხვიჩა ვაშაყმაძე 3
(29.03)
#2, მარტი, 2024
ხვიჩა ვაშაყმაძე ვალსართულიან კორპუსებს აშენებდნენ, რომელთა ნაწილი ისტორიულ ცენტრშიც აიგო და ქალაქის სახე არცთუ სასიკეთოდ შეცვალა. ტურისტული თვალსაზრისით ქუთაისი მნახველს ყოველთვის იზიდავდა. 2012 წელს, საერთაშორისო აეროპორტის გა ხსნის შემდეგ, ვიზიტორთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ქართველ და უცხოელ სტუმრებს ძველ ტაძრებთან ერთად, რი ონის ორივე ნაპირზე არსებული კოლო რიტული უბნების მონახულება ხიბლავს, რაც ქალაქის იერსახის ძირითადი გან მსაზღვრელია. სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს კოლორიტი ახლო მომავალში დაიკარგოს. მიზეზი - ქაოსური მშენებლობებია, რომე ლიც ისტორიულ ნაწილშიც მიმდინარეობს. დაპირების მიუხედავად, ხელისუფლება არ იწყებს დაანონსებულ პროექტებს,
ხვიჩა ვაშაყმაძე 4
რომლებზეც მაღალჩინოსნები ტრადიციულად არჩევნების წინ ხმამაღლა საუბრობენ, შემდეგ კი - ავიწყდებათ. ძველი ქუთაისი ძირითად რიონის პი რას შენდებოდა. ხის შუშაბანდიანი სახ ლები, რომელთა ეზოებიც ასევე მდინარეს გადაჰყურებდა, ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ამ განაშენიანების აღდგე ნის შესახებ პირველი დაპირება 2019 წლის არჩევნების წინ გაიცა. იდეის განხორცი ელებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადა იდგა. გამოცხადდა კონკურსი და გამარ ჯვებული პროექტიც შეირჩა, თუმცა მოგვი ანებით ხელისუფლებამ მიდგომა შეცვალა, პროექტის ავტორთან ურთიერთობა გაწყვიტა და დავა სასამართლოში გაა გრძელა. ამ ეტაპზე უცნობია, სამუშაოები გაურკვეველი დროით გადაიდო თუ საერთოდ ჩაიშალა. ტურიზმის სფეროში და
საქმებულები ამბობენ, რომ მე-19 საუკუნის რიონისპირა განაშენიანების აღდგენით ქალაქი მიმზიდველ ადგილს მიიღებდა, რომელიც გარდა იმისა, რომ მომგებიანი იქნებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლე ბისთვის, ქალაქის ბიუჯეტსაც შეავსებდა. დღეისათვის დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე შემორჩენილი რამდენიმე ათეული ავარიული სახლი ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია. დავით კაკაბაძის სახელობის სამხატ ვრო გალერეის შენობა, რომელშიც ცნო ბილი ქართველი მხატვრების ნამუშევრე ბია დაცული, 1890-ია წლებშია აგებული. თავის დროზე მისი რეკონსტრუქცია და საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა არქი ტექტორების: გივი თოდაძისა და სულიკო გაგუას პროექტით განხორციელდა. შე ნობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს
მინიჭებული, ავარიულ მდგომარეობაშია. ამ ტიპის სხვა შენობებთან ერთად, მის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე წლებია საუბრობენ. მომცრო საგამოფენო სივრ ცის და დაზიანებული კედლების გამო, აქ დაცულ უნიკალურ ნამუშევრებს საფ რთხე ემუქრება. დამთვალიერებელს მათი ნახვა არ შეუძლია. ცნობისათვის, გალერეაში დაცულია ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ქეთევან მაღალაშვი ლის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდია შვილისა და სხვათა ტილოები. ქუთაისის უბნებს შორის განსაკუთრე ბით თვალშისაცემია გელათის, ნიუპო რტის, გაპონოვის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია. ებრაული უბანი - ასე იცნობ დნენ დასახლებას არა მარტო ადგილო ბრივები, არამედ ქალაქის სტუმრებიც. მის მასშტაბურობასა და ებრაული თემის მრავალრიცხოვნობაზე აქ არსებული 3 სი ნაგოგაც მეტყველებს, სადაც რელიგიური მსახურება დღეს იშვიათად სრულდება. საყურადღებოა შემორჩენილი სახლებიც, რომელთა ფასადებიც უხვადაა მორთული ორნამენტებით. თვალშისაცემია ქუთაი სური სახლებისთვის დამახასიათებელი აივნებიც. სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო, დიდი ნაწილი ინგრევა და მათზე შემორჩენილი უნიკალური ბარელიეფე ბის კვალიც იშლება. თითქმის აღარაა ხის ოსტატების მიერ შექმნილი კარები, რაც ყველა შენობის უმთავრესი დეტალი იყო. გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია, რო მელიც სახლების აღდგენა-რესტავრა ციასაც გულისხმობდა, ასევე 2019 წელს დაანონსდა და დღემდე ამ ეტაპზეა. სამა გიეროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო პროექტს, რომელიც დიდი სინაგოგის წინ არსებულ სკვერში მრავალფუნქციური შენობის აგებას ით ვალისწინებს. გარდა იმისა, რომ ძეგლის სტატუსის მქონე სალოცავის არეალში მო ექცევა, ის მთლიანად დაფარავს ისედაც
#2, მარტი, 2024
(29.03)
ხვიჩა ვაშაყმაძე უსახური ნაგებობებით გარშემორტყმულ სააპელაციო სასამართლოს შენობასაც. ადგილობრივთა პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებამ არც პროექტის შეჩერებას დაუჭირა მხარი და არც მის გადახედვას გეგმავს. ბოლო წლებში თვალშისაცემია ქალა ქის ხელისუფლებისა და კულტურული მემ კვიდრეობის დაცვის სააგენტოს შერჩევითი მიდგომა. კანონი, რომელიც ძეგლის სტა ტუსის მქონე ნაგებობაზე რაიმე სახის ჩარე ვას ან მის სიახლოვეს მშენებლობას კრძა ლავს, ხშირად პრივილეგირებულ პირთათვის არ მუშაობს. ამის მაგალითები უხვადაა. შესაბამისმა უწყებებმა უყურად ღებოდ დატოვეს ნიუპორტისა და ვარლა მიშვილის ქუჩების კვეთაზე ქვის ორსარ თულიანი შენობის პირველი სართულის მწვანედ გადაღებილი ფასადი; მოსახლე ობის პროტესტის მიუხედავად, ცენტრა ლურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის სიახლოვეს, გაჩნდა „მაკდონალდსის“ უსახური შენობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ არის გააზრებული ორსართუ ლიანი განაშენიანების შენარჩუნების აუ ცილებლობა, რომელიც ქალაქს განსაკუთ რებულ ხიბლს სძენს. ამაზე მეტყველებს საფიჩხიის ტერიტორიაზე მრავალსართუ ლიანი კორპუსების მშენებლობისთვის გა ცემული ნებართვები, რომელთა რაოდე ნობა შემაშფოთებელია. სიძველეებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების ნათელი მაგალითია „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციის პრო ცესი, რომელიც ასევე საზოგადოების პრო ტესტის მიზეზი გახდა. სახლი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და აქ არსებული სამეფო კომპლექსის ნაწილი იყო, მე-17 საუკუნეში აშენდა და დღეისათ ვის ქუთაისში ერთადერთი ყველაზე ძველი საერო შენობაა. სპეციალისტთა აზრით, ხელისუფლებამ რესტავრაცია წინასწარი სახელოვნებათმცოდნეო შესწავლისა და
არქეოლოგიური კვლევის გარეშე დაიწყო. კრიტიკის მიზეზია შენობაზე პარაპეტის და მატება და გადახურვის შეცვლა, რომელიც მერიის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ძეგლის პომპეზურობისთვის კეთდება. სამ წუხაროდ, ქუთაისის მერიისთვის ამ პრო ცესის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმო ჩნდა ასეულობით ხელმომწერის პეტიცია და კომპეტენტური ორგანიზაციებისა თუ სპეციალისტთა მოსაზრებები, რომელთაც ანალოგიურ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ქალაქის ისტორიულ ნაწილში უხეში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია „მონპ ლეზირის“ თაღსა და პირველ სკოლას შორის ე.წ. თაღებიან შენობაზე რამდენიმე სართულის დამატება, რამაც არსებული სივრცე ჩაკეტა და სიმაღლით სკოლის შე ნობას გადააჭარბა. შეკითხვაზე: მიიღებდა
თუ არა კონკრეტული ბიზნესმენის მიერ წარმოდგენილი პროექტი ნებართვას ხე ლისუფლებასთან კავშირების გარეშე, პასუხი უარყოფითია. ქუთაისელთა უკმაყოფილებას იწვევს ცენტრალური ხელისუფლების ზედაპი რული მიდგომაც. საკამათო არ არის, რომ ქალაქის განვითარების შენელება და მის მიმართ ინტერესის დაკარგვა კონსტიტუ ციაში შეტანილმა ცვლილებამ და ქუთაისი სათვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორ თმევამაც განაპირობა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სტატუსს ინვესტორთა მზარდი ინტერესი, ინფრას ტრუქტურის მოწესრიგება და ისტორიული ნაწილისადმი მეტი ყურადღება მოჰყვე ბოდა. საბედნიეროდ, ქუთაისი ჯერჯერობით ინარჩუნებს ძველ ისტორიულ განაშენია
ნებას, მაგრამ აშკარაა, რომ გარკვეული უბნების იერსახე, გაუაზრებლად თუ ხელი სუფლებისადმი ლოიალობით გაცემული სამშენებლო ნებართვების გამო, თანდა თან იცვლება. ადგილობრივები შიშობენ, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითა რების შემთხვევაში, იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც ბათუმსა და თბილისშია. ქუთაისში ჩამოსული ტურისტები ძველი უბნების ხიბლს აღნიშნავენ, თუმცა შეუმჩნეველი არც ქალაქის ისტორიულ ნაწილში უყურადღებოდ დარჩენილი ულამაზესი სახლები და ქუჩები რჩებათ, რომელთა შენარჩუნება და გააზრებული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ქალაქს მძლავრ ტურისტულ ცენტრად გადაქცევის შესაძლებლობას მისცემდა. ხვიჩა ვაშაყმაძე
ხვიჩა ვაშაყმაძე 5
(29.03)
#2, მარტი, 2024
ამბასადორი ბათუმი აილენდი
ხელოვნური კუნძული - ქალაქი ქალაქში რეგიონის ხმა: ბათუმი
100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ზღვაში და სანაპირო ზოლის თითქმის კილომეტრიანი მონაკვეთი პორტის მიმდებარედ, ბათუმის შემოსასვლელში, სახელმწიფომ 1 ლარად გადასცა კომპანია „ამბასადორი ჯგუფს“, რომელიც აქ ხელოვნური კუნძულის გაშენებას გეგმავს. ამ კომპანიამ უკვე მიაყენა ზიანი ბათუმს, როცა მასშტაბური აქციების ფონზე და სპეციალისტების უარყოფითი დასკვნების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში - ბათუმის ბულვარში, 3-ის ნაცვლად - 16-სართულიანი შენობა ააშენა.
თავიდან ხელოვნური კუნძულის შესა ხებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2021 წლის თვითმმარ თველობის არჩევნების წინ დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანია „ამბასა დორი ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემო რანდუმსაც მოაწერეს ხელი და ერთი წლის თავზე საძირკველში მშენებლობისადმი მიძღვნილი კაფსულაც ჩააგდეს, საზოგა დოებას ეს ფაქტი სერიოზულად მაინც არ მიუღია. მოგვიანებით სპეციალურად შექ მნილმა კომპანია - „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ისე, რომ ნებართვის პროცე დურები გავლილი და პროექტის გარემოზე ზემოქმედების საკითხი შესწავლილიც არ იყო, ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ჯები რის მშენებლობა დაიწყო. რეალურად ის კუნძულის ნაწილია, თუმცა პროექტის და წყებას გაცილებით რთული ეტაპები სჭირ დება. ამიტომ კომპანიამ პირველ ჯერზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ნებართვა მიიღო და მშენებლობას შეუდგა. ამ პრო ცესმა გარკვეულწილად დააზიანა ბარცხა ნის პლაჟი და მისი გარკვეული მონაკვეთი გააქრო კიდეც.
6
ნებართვაზე ზრუნვას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ წარმომადგენლები ჯე ბირის მშენებლობის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, 2023 წლის ივნისში შეუდგნენ, როცა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კვლევა დაუკვეთეს კერძო კომპანიას. შედეგების საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში წინასაახალწლო დღეებში ჩატარდა. შეხვედრა ვერ აკმაყოფილებდა საჯაროობის პრინციპს. ამასთან, დაინტე რესებულ მხარეებს სათანადო ინფორმაცია არ ჰქონიათ. თარიღიც არცთუ მოსახერხე ბელ დროს შეარჩიეს, რამაც მოქალაქეთა ნაკლები ჩართულობა გამოიწვია. შედეგად, განხილვა ფორმალური და სრულიად უშე დეგო იყო, რაც მყარი არგუმენტია გზშ-ზე ხელახალი საჯარო მსჯელობის ჩასატარებ ლად. მით უფრო, როცა საქმე ასეთ მასშტა ბურ პროექტს შეეხება. პროექტის განხილვისა და გზშ-ს დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა ის საფრთხეები და გამოწვევები, რაც მისი განხორციელების შემთხვევაში ქალაქს დაუდგება. „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წევრები საჯარო განხილვას ესწრებოდ ნენ და საკითხის უფრო ღრმად შესწავლა გადაწყვიტეს, რისთვისაც შეხვდნენ სპე ციალისტებს, აქტივისტებს, ექსპერტებს, რომელთა ავტორობითაც მომზადდა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაე გზავნა მოსაზრებები და შენიშვნები ხე ლოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპ ლუატაციის პროექტის გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით (წარმოების პროცედურის მიხედვით, გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებულია გზშ-ს დოკუმენტის დამტკიცე ბამდე მოქალაქეებისა თუ სპეციალისტების გაგზავნილი მოსაზრებები და შენიშვნებიც
განიხილოს და ისე იმსჯელოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე). სპეციალისტების დასაბუთებით, გზშ-ს დოკუმენტი ბევრ შეკითხვას ვერ სცემს პასუხს, ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარე ბული კვლევის შედეგებს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს და არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს. მსგავსი მი დგომა კიდევ უფრო ზრდის რისკებს ეკო ლოგიური, ურბანული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით.
l
l
l
l
l
პროექტის არეალი ნავთობით ისტორი ული დაბინძურების ადგილია, რაც გრუნ ტებიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვის რისკს აჩენს. გზშ-ს ანგარიში არ მოიცავს ამ მიმართულებით დეტალურ კვლევას (რუკებს, სქემებს, ქიმიურ შემადგენლობას და სხვა). არადა, სპეციალისტების მოსაზრებით, ნავ თობპროდუქტების მცირედით გაჟონვაც კი, მთელი სანაპირო ზოლისთვის დამღუპველია. ასევე, რიგი საკითხების უგულებელ ყოფა - მაგალითად, ზღვის მიკროფლორის სათანადო შესწავლა, წყლის ფეკალური
გასათვალისწინებელია ურბანული და ეკონომიკური საფრთხეებიც: პროექტის გავლენის საზღვრები სცდება საპროექტო საზღვრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ანგარიში მოიცავდეს კვლევებს იმის შესახებ, რა გავლენას მოახდენს მთლიანად ქალაქზე, ადგილობრივ ეკონომიკურ სექტორებზე და მისი სარგებლიანობა ამ კუთხით განიხილოს. დოკუმენტში მოხსენიებული სხვა ქვეყნების მაგალითები ძირითადად საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას შეეხება, ხელოვნური კუნძულის პროექტმა კი შეიძლება ამ პროცესს ხელიც შეუშალოს. ამიტომ მნიშვნელოვანია პროექტის შედარება და დაპირისპირება პორტის გაფართოების პერსპექტივასთან. ქალაქი 2020 წლიდან ამუშავებს გენერალურ გეგმას, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დამტკიცდეს. ამ პერიოდში ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება სრულიად შეცვლის მისი განვითარების კონცეფციას და გენერალური გეგმის ეფექტიანობას გააბათილებს. ეს მაშინ, როდესაც დოკუმენტის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბათუმი მონოფუნქციური ქალაქია და დამოკიდებულია ტურიზმზე. პანდემიამ განსაკუთრებით კარგად დაგვანახა მისი დაბალი მედეგობა ეკონომიკური დარტყმებისადმი. სწორედ ამიტომ, გენერალური გეგმის მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაცია იყო. ჩატარებულმა კვლევებმა გამოკვეთა კიდეც ალტერნატიული ეკონომიკური სექტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი დოვლათის წარმოქმნას. არსებული კუნძულის პროექტს კი ბათუმი ისევ მონოფუნქციურ განვითარებისკენ მიჰყავს. რისკების ანალიზისას მნიშვნელოვანია, კომპანიამ წარმოადგინოს - როგორ დააზღვევს პროექტს წარუმატებლობისგან და ქალაქის შესასვლელში არ გააჩენს „მკვდარ უბანს“. ამასთანავე, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ აგებს პასუხს ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე და ვინ გაიღებს ხარჯებს.
#2, მარტი, 2024
(29.03)
მასებით დაბინძურების ანალიზი, იქვე ჩა მდინარე მდინარეების ფაქტორი და სხვა, პრობლემებს გამოიწვევს როგორც პრო ექტის არეალში, მთლიანად ბათუმის უბე შიც; იმოქმედებს პლაჟების მოწყობასა და ზღვის წყლის ხარისხზე, სხვადასხვა სახეობის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმ ნის. გარდა ამისა, ამ მასშტაბის პროექტის ქვა-ღორღით მომარაგება აჭარის მაღალ მთიანი ტერიტორიიდან, ქედიდან და ქობუ ლეთიდან, შემაშფოთებელია და ეკოლო გიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის. ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გარდა, საჯაროობის პრობლემაც თვალ შისაცემია. პროექტის შეფასების დოკუმე ნტებიდან ჩანს, რომ არ ჩატარებულა საინ ფორმაციო კამპანია მოსახლეობასთან და
არც კვალიფიციური კვლევა მათი დამოკი დებულებების, განწყობების, მოლოდინე ბის შესასწავლად და გასაანალიზებლად. ამ მასშტაბის პროექტის შეფასების ანგა რიში მსგავს კომპონენტს აუცილებლად უნდა მოიცავდეს. ბათუმში ხელოვნური კუნძულის მო წყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ავტორი „ამბასადორი ჯგუფია“, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის. ქებურია რუს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული ბიზ ნესმენია, რომელიც ევროპელმა პარტნი ორებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს, რაც ავტომატურად უნდა გულისხმობდეს მისთვის ყველა ტრანზაქციის შეჩერებას საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.
პროექტით ბათუმის ხელოვნური კუნ ძული ახალ, მასშტაბურ, ტურისტული დანიშნულების ადგილად მოიაზრება, რომელიც 15 წელიწადში უნდა აშენდეს. პროექტის დასრულებული ვერსია ასეთი იქნება: 5.5 ათასი ბინა, 105 ვილისათვის გათვლილი მიწის ნაკვეთი, 19 ათასი სე რვის აპარტამენტი, 2 ათასი სასტუმროს ნომერი და სხვა. ამ ციფრებს მიღმაა მა რინა კლუბი, ცენტრალური პარკი, ტყუპი ცათამბჯენები, დახურული საცხოვრებელი ზონა - პრემიუმ კლასის ვილებით, აპარტ სასტუმროები, სავაჭრო ერთეულები, სპორტული მოედნები, განათლებისა და ჯანდაცვის ცენტრები - პრაქტიკულად ყვე ლაფერი, რაც დამოუკიდებელ ქალაქს ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
მსგავსი უბანი გარეუბანში, ნაკლებად განვითარებულ ნაწილში რომ გაშენე ბულიყო, როგორც ბათუმის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი უწევს რეკომენ დაციას, წინააღმდეგი არავინ იქნებოდა და შეიძლება მართლა ქალაქის განვითა რებაზე ზრუნვად აღგვექვა. თუმცა როცა ზღვის სტრატეგიული ნაწილის მითვისებას ცდილობ, ქმნი ეკოლოგიურ, ურბანულ, უსაფრთხოების თუ სხვა ტიპის პრობლე მებს, ქალაქში ელიტურ უბანს აარსებ, რომლის მოვლა-პატრონობაც ადგილო ბრივი თვითმმართველობის ფუნქციებს დაემატება, ჩნდება შეკითხვა: ვის ინტე რესებშია ეს ყველაფერი? რამდენად არის ზრუნვა ქალაქსა და მის განვითარებაზე? თამარ მამეიშვილი
რატომ უნდა იყოს თელავი თვითმმართველი ქალაქი? რეგიონის ხმა: თელავი
„ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ“ ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“ ამა თუ იმ საკითხის გასაანალიზებლად ცოცხალი მაგალითები ყველაზე დამაჯერებელია, ამიტომ სტატიას საკუთარი გამოცდილებით დავიწყებ.
ყველას კარგად გვახსოვს კოვიდ-19-ის პანდემია, რომელმაც დედამიწის მოსა ხლეობის დიდი ნაწილი იმსხვერპლა და რიგ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. კარანტინისა და სამსახურე ბის შეჩერების ფონზე, საქართველოში განსაკუთრებულად მწვავედ დადგა უმუ შევრობისა და ეკონომიკური შეჭირვების პრობლემა. ადამიანები ლუკმა-პურის გა რეშე დარჩნენ. იმ პერიოდში შევეცადე, თანაქალაქელების მდგომარეობა ოდნავ მაინც გამეუმჯობესებინა და სოციალური კამპანია წამოვიწყე: თელავში არსებულ ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტ - „ჯიბეს“ ად მინისტრაციასთან შეთანხმებით, მარკეტში განვათავსეთ საქველმოქმედო კალათები, სადაც თელაველები მოაგროვებდნენ პროდუქტებსა და სხვა საჭირო ნივთებს უმუშევრად დარჩენილი, ავადმყოფი და სოციალურად შეჭირვებული თანაქალა ქელებისთვის. როდესაც კალათები აივ სებოდა (ტემპმა მოსალოდნელს გადაა ჭარბა), მივდიოდი მარკეტში, პროდუქტს დიდ პარკებში ვახარისხებდი და ჩემივე მანქანით ყველასთან სახლში მიმქონდა. ეს ინფორმაცია ინტერნეტშიც გავავ რცელე და საზღვარგარეთ წასული უამრავი თელაველი (და არა მხოლოდ თელაველი) გამომეხმაურა. ისინი აგზავნიდნენ თანხას, მე იმავე სუპერმარკეტში ვყიდულობდი საჭირო პროდუქტს და ვარიგებდი. უნდა გენახათ, რა სიხარულით მეხმარებოდნენ მარკეტის სალაროს ოპერატორები პრო დუქტის გადანაწილებასა და მანქანამდე ტრანსპორტირებაში. სოციალურ ქსელში
Utskhography/უცხოგრაფი მეხმიანებოდნენ გაჭირვებული ადამია ნები, მათი მეგობრები, მეზობლები, ნაც ნობები... ქალაქში თანადგომის მყარი ჯაჭვი გაიბა; ეს იყო ამაღელვებელი ურთი ერთსიყვარულისა და სიკეთის დიდებული გამოვლინება. ამბავი დეტალურად იმის გამო მოვყევი, რომ კარგად პასუხობს შეკითხვას: რატომ უნდა იყოს თელავი თვითმმართველი ქა
ლაქი? იმიტომ, რომ, როგორც კონკრე ტული მაგალითიდან ჩანს, თელაველებს შეგვიძლია დასახული მიზნის წარმატებით განხორციელება, რაც ჩვენივე რესურსების მობილიზებასა და თვითორგანიზებას გუ ლისხმობს. პირველ რიგში, სხვა ქალაქების მსგა ვსად, თელავშიც არსებობს ცალკეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთე
ულებისთვის ორგანული მიკროკულტურა, სპეციფიკური მახასიათებლებითა და გა მოვლინებებით. როდესაც ნებისმიერი სა ხის სოციალური ან ინდივიდუალური პრო ბლემა იდენტიფიცირდება, ადგილობრი ვთათვის მისი გადაჭრა გაცილებით იოლია. უნდა ითქვას, რომ ასეთ პატარა ქა ლაქებში, დიდი ერთეულებისგან გან სხვავებით, სოციალური კავშირები უფრო
7
(29.03)
#2, მარტი, 2024
მყარია. თელავში მცხოვრებ ადამიანებს, მასშტაბის სიმცირის გამო, ხშირად გვიხ დება ურთიერთობა; აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, რადგან განსხვავებული სამსა ხურებისა და ცხოვრების სტილის მიუხედა ვად, ერთ სივრცეში გვიწევს მოძრაობა და, შესაბამისად, გადაკვეთის წერტილებიც მეტია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა და ანგარიშის გაწევის სურვილი იზრდება. შესაბამისად - ჯანსაღი, ავთენტური ადამიანური ურთი ერთობაც. რადგან თვითმმართველობა მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთე ულის საქმეთა დამოუკიდებელ განხო რციელებას კი არ მოიაზრებს, არამედ, ამ განმახორციელებელთა არჩევის დამოუ კიდებელ უფლებებსა და მექანიზმებს, მო ქალაქეთა ცნობიერებაში შემოდის პასუ ხისმგებლობის კიდევ ერთი ფორმა - ერთი კაცის პასუხისმგებლობა. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც მე ვირჩევ ინდივიდებს, რომლებმაც უნდა განკარგონ ჩემი და ჩემი ქალაქის ცხოვრება, უკმაყოფილების შემთხვევაში, პრეტენზია ისევ საკუთარ თავთან მექნება და არა მიუწვდომელ ცენ ტრალიზებულ ორგანოებთან. როგორც დიმიტრი უზნაძე სკოლებში თვითმმა რთველობის დივიდენდებზე საუბრისას აღნიშნავდა, „თვითმმართველობის შემო ღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება“. იგივე პრინციპი შეგვიძლია გადმოვიტანოთ მოქალაქეებთან მიმართებაშიც: თვითმმართველობა ავითარებს საზოგადოებ
რივი აზროვნების კულტურასა და ჩვევას მოქალაქეებში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო თავისი მრავალფეროვანი და ულამაზესი ლანდშაფტით, კუთხეებისა და ქალაქების განსხვავებული სპეციფიკით გამოირჩევა. ეს მრავალგვარობა როგორც დიალექტური სიჭრელით, ასევე, შესაბა მისი კულტურული ნიშნებითა და საქმი ანობით ხასიათდება. თელავი, როგორც ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტი საქართველოში, არა მხოლოდ კა ხეთის რეგიონის ან თელავის რაიონული ერთეულის ცენტრალური ქალაქი და შე მადგენელი ნაწილია, არამედ, ინდივიდუ ალური თვალსაზრისით, ბევრი ექსკლუზი ური კულტურული მარკერით გამოირჩევა; მათ შორისაა აბრეშუმის გზის მითი თუ სინამდვილე, სატახტო ქალაქისა და დიდი მეფის ისტორიული ფაქტები, თელავის თე ატრის ისტორია, თელავის უნივერსიტეტის ისტორია, ქალაქის მრავალფეროვანი სო ციალური დაჯგუფებები - ინტელექტუალე ბიდან დაწყებული, ხელოსანთა ამქრების ჩათვლით; თელავის სასულიერო სასწა ვლებელი და მისი საამაყო ისტორია, თე ლავის უნიკალური „გიტარა“, რომელიც, ზოგადად, ქალაქური ცხოვრების კულ ტურული მარკერია და საქართველოში ერთ-ერთია თბილისურ და ქუთაისურ „გი ტარებთან“ ერთად; ასევე, აღსანიშნავია თელავის მრავალეროვნული და განსხვა ვებული აღმსარებლობის მოსახლეობა (აქ აუცილებლად გავიხსენებ თელაველ ებრაელთა განსაკუთრებულ ღვაწლსა და
კროსვორდი 1.
2.
3.
4.
5.
6.
რომელი საუღელტეხილო ავტომაგის ტრალი უნდა დასრულებულიყო 2017 წელს, თუმცა 2024 წელსაც კი დაუს რულებელია? რა შეკერა საქართველოს მთავრო ბამ 317,000 ლარად, რომელიც ქარმა რამდენიმე დღეში წაიღო? რომელი მეტროსადგურის მშენებლო ბაში დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი, თუმცა წლებია ვერ სრულდება? ქართველი ქალი პოლიტიკოსის სა ხელი პრორუსული პარტიიდან, რომე ლიც „ხატზე“ გამოსახეს. „კეთილგანყობილი“ მეზობელი, რო მელმაც წაგვართვა ტერიტორიის 20%-ზე მეტი, 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში და 3 დღის განმა ვლობაში სიცოცხლე მოუსპო 400 ქართველს, დღემდე სისტემატურად იტაცებს მშვიდობიან მოსახლეობას და ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას. ქართველი მომღერლის მეტსახელი, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედ ლიშვილმა, ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკული საშუალების შეძე ნა-შენახვის ბრალდების მიუხედავად სასამართლოდან გირაოთი გაათავი სუფლა. ადვოკატის თქმით, მუსიკოსს ახალი წლის კონცერტზე უნდა ემღერა.
7. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელმაც კარიერა ყალბი დიპლომით აიწყო. 8. მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართვე ლოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, რო მელიც ცნობილია ისტორიული ციხესიმაგრით (თავდაპირველი სახელწო დება „ლომსია“) და ასევე მერიის თა ნამშრომლების მიერ სამსახურებრივ ავტომობილებში იმაზე მეტი საწვავის ჩასხმით, ვიდრე ავზი იტევს. 9. მოსამართლის გვარი, რომელიც ამე რიკის შეერთებულმა შტატებმა თა ნამდებობის ბოროტად გამოყენების გამო დაასანქცირა. 10. ევროპის რომელ ქალაქში წავიდა კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრი გადა სახადების გადამხდელთა ფულით? 11. რომელი ქართული პოლიტიკური პა რტია მიიჩნევდა ევროკავშირის კა ნდიდატის სტატუსს ფორმალობად, თავად ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევას აბრალებდა, ევრო პარლამენტარებს კორუმპირებულს და „გლობალური ომის პარტიის“ წევრე ბად მოიხსენიებდა, მაგრამ ამავდრო ულად კანდიდატის სტატუსის მიღებას კონცერტებით აღნიშნავს და საკუთარ დამსახურებად გვასაღებს.
ერთგულებას ქალაქის წინაშე). რომივით 7 ბორცვზე გაშენებული ეს პატარა ქალაქი, რომლის ჩანასახებიც ჯერ კიდევ გვიან ანტიკურ ხანაში ყალიბდება, ქალაქისთვის დამახასიათებელი ტოლერანტობის მენტა ლიტეტით ცხოვრობს. მისი უნიკალური, რომაული ტიპის დაცულ ძეგლებად ქცეული სახლები, ქუჩებისა და მოედნების ჰარმო ნიული წყობა კი უძველეს არქიტექტორთა პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიე რებაზე მიუთითებს. ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ან მოქალაქეთა ინიციატივების განსახორციელებლად თელავს საკუთარი ბიუჯეტი და მისი განკარგვის უფლება უნდა ჰქონდეს. ბიუჯეტს უნდა განკარგავდნენ თელავის მკვიდრნი - დემოკრატიული პრინციპების სა ფუძველზე თელაველების მიერვე შერჩე ული პასუხისმგებელი პირები; ადგილო ბრივებზე უკეთ არავინ იცის, ქალაქს რა უჭირს და ულხინს. აქ, ყველა ჰიპოთეზურ დარგსა და მიმართულებაში, თავისუფლად შეგვიძლია შევარჩიოთ პროფესიონალთა გუნდები, რომლებიც დაკისრებული მოვა ლეობას კომპეტენტურად შეასრულებენ. თვითმმართველობის ინსტიტუტი დე მოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონა პოვარია და ყველაზე კარგად აგრძნობი ნებს მოქალაქეს, რამდენად მნიშვნელოვა ნია მისი ჩართულობა საზოგადო საქმეში. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია საზო გადოებისთვის თავად ეს მოქალაქეც. ჩვენ და ჩვენი ხელისუფლება ვთანხმდებით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშე
1
ნებთ და სოციალური აქტივობის ვექტორი ხალხის მმართველობისკენაა მიმართული. თუმცა, ის ფაქტი, რომ თელავს, ისევე, რო გორც საქართველოს ბევრ სხვა ქალაქს, თვითმმართველის სტატუსი ჩამოერთვა, საპირისპიროზე მეტყველებს. „ოთხმოცი წლის წინ ვუდრო უილსონის საუკუნის ამოცანა იყო, მსოფლიო გაეხადა უფრო უსაფრთხო დემოკრატიისთვის. ახლა, როდესაც მომდევნო საუკუნეს ვუა ხლოვდებით, ჩვენი ამოცანაა, დემოკრატია გავხადოთ უსაფრთხო მსოფლიოსთვის“, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი და პო ლიტიკური ანალიტიკოსი ფარიდ ზაქარია 1997 წელს. მოცემული ფრაზა, 2024 წლის საქართველოსთან მიმართებაში სრულიად რელევანტური იქნება, თუ დეცენტრალიზა ციის მოშლასა და ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის დაკარგვის პრობლემაზე ვისაუბრებთ. და ბოლოს, მოგახსენებთ, რომ ამ სტა ტიის დაწერის სურვილი გამიჩნდა იმ რეა ლურ პრობლემებთან ინტენსიური შეხების გამო, რომლებიც თელავის სინამდვილეში არსებობს. სწორედ ამიტომ გავიხსენე ჟურნალისტის ძველი პროფესია და გადა ვწყვიტე, ჩემი, როგორც ძირძველი თელა ველის, მოქალაქის, მშობლის და ლექტო რის პოზიცია დამეფიქსირებინა: რადგან ეს ქალაქი ჩვენია, ჩვენთვის ყველა სხვაზე უკე თესია; რადგან ყველაზე მეტად გვიყვარს და გვაქვს შესაბამისი კომპეტენცია და უნა რები, უნდა გვქონდეს უფლებაც, საკუთარი ადამიანური რესურსებით ვმართოთ ის. ნინო გოგიაშვილი
2
9
5
3
4
11
6
8
7
10
გაზეთის წინა ნომრის კროსვორდის პასუხები: 1. რუსთავი; 2.სუსი; 3. სასამართლო; 4. აუზი; 5. ფულს; 6.ალტ-ინფო; 7. ფარცხალაძე; 8. ბაკურიანი; 9. გელათი; 10. ბიძინა; 11. ჯალათი.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ლ.შარაშიძის ქ. #7, თბილისი 0179. ტელ: 2 915650/2915651
8