
3 minute read
სავალდებულო სამხედრო სამსახური
სახმერდო სამსახური რამდენიმე ეტაპად იყოფა, ყველაზე აქტუალური კი სავალდებულო სამხედრო სამსახურია. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. მოქალაქეთა გაწვევა ყოველწლიურად ხდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 1400-ით. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს. 2020 წლის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის ყოველთვიური წოდებრივი სარგო შეადგენს 67 ლარს.
Advertisement
გიორგი ტყემალაძე წლევანდელ გაწვეულებს შორის ერთ-ერთია, ის ნებაყოფლობით დათანხმდა გაწვევას. - გიორგი პირველ რიგში, რომ გვითხრა იყო თუ არა შენი გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი, თუ იცოდი გამოსავლის შესახებ რა შეიძლებოდა მოგემოქმედებინა რომ თავიდან აგეცილებინა სამხედრო სამსახური? - რა თქმაუნდა ვიცოდი გამოსავლის გზები,თუმცა ჩავთვალე საჭიროდ, რომ უნდა გამევლო სავალდებულო სამხედრო სამსახური, რადგან ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. გადავწყვიტე და ნებაყოფლობით წავედი. - რა ეტაპების გავლაა საჭირო ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ დაიწყო ყველაფერი პირველ დღეს? - როცა იწყებ პირველ ეტაპს, არის ათ დღიანი სავალდებულო კარანტინი, კარანტინის ფარგლებში ვსწავლობთ იარაღის გამოყენებას, რა მოვალეობები აქვს ჯარისკაცს, დაცვის ობიექტებზე როგორ უნდა ვიმოქმედოთ, პროცესები მრავალფეროვანი და დატვირთულია, ათ დღიანი კარანტინის შემდეგ უკვე გადანაწილება ხდება, მაგალითად მე დაცვის პოლიციაში მოვხვდი და სამ დღეში ერთხელ, 24 საათით გავდივარ და კონკრეტულ ობიექტს ვიცავ, ეს გააგრძელდება 1 წლის მანძილზე თუ არაფერი შეიცვლება. მე ვინაიდან ნებაყოფლობით ვარ საკონტრაქტო გამიფორმეს. - რას მოიცავს საკონტრაქტო პირობები? - ანაზღაურებადია, როცა 3 დღეში ერთხელ გავდივარ, ყოველ თვე ვიღებ 75 ლარის
ოდენობის ანაზღაურებას. თუმცა განსხვავებული პირობების გამო კვება ჩვენი ხარჯებით გვიწევს. - რა ვალდებულებები გეკისრება კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში? - კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად თუ ხუთი თვე იმსახურე ეს დრო გიუქმდება, აღარ გეთვლება და კომისარიატიდან მაინც გაგიწვევენ.
ნინო ჩიხრაძე ერთ-ერთი გამონაკლისი გოგონაა, ვინც საკუთარი გადაწყვეტილებით, სამხედრო სამსახურში, საკონტრაქტო პირობებით წასვლა გადაწყვიტა. - ნინო პირველ რიგში, რომ გვითხრა რატომ მიიღე გადაწყვეტილება, შენი ნებით წასულიყავი ჯარში? - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ჩემი გადაწყვეტილება ალბათ მიუღებელია, გოგო ჯარში სტერეოტიპების დამსხვრევად ითვლება, ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე, თუ ბიჭს შეუძლია ემსახუროს ქვეყანას მეც შევძლებ. - რა ეტაპების გავალა მოგიხდა და გაგიჭირდა თუ არა? - პირველ რიგში, უნდა შეიტანო განაცხადი, მერე გაიარო სამედიცინო შემოწმება და დაელოდო თავდაცვის სამინისტროს პასუხს ან წაგიყვანენ ან არა. როცა წავედი 3 თვე კარანტინში მომიწია ყოფნა, იქიდან საერთოდ არ შემეძლო გამოსვლა, არც ტელეფონი და არანაირი კონტაქტი ახლობლებთან. ბოლო რამდენიმე კვირა რომ დარჩება, ერთ დღეს შეეძლებათ მნახველებს მოსვლა და შაბათს ან კვირას რამდენიმე წუთით ტელეფონით სარგებლობის უფლებასაც გვაძლევენ. კარანტინში ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფოს ხარჯებით. მეორე ეტაპზე გადავნაწილდით ქვედანაყოფებში, იქიდან ერთი კვირა შეგეძლო შვებულებაში გასვლა. ყოველ დღე საათობრივადაა გაწერილი, არის ტესტირებებიც, თუ ამ ტესტირებას მეორე გადაბარებაზეც ვერ გადალახავ კურსის დატოვება გიწევს. ჩემს შემთვხვევაში სირთულეები სულაც არ ყოფილა, თუმცა იყვნენ ბიჭები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურად და წავიდნენ, 18 გოგო კი ბოლომდე დავრჩით. - ახლა რა ეტაპზე ხარ დასრულების შემდეგ? - დასრულების შემდეგ ყველა დავსაქმდით, თან საკმაოდ მოხერხებულად გადაგვანაწილეს, ვისაც სად უნდოდა საცხოვრებელი ადგილების მიხედვით და საკმაოდ სოლოდურ ანაზღაურებაზე და პოსტებზე ვმუშაობთ ყველა.
მათთვის კი ვისაც სამხედრო სამსახურის გადავადება ან თავის არიდება სურს, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დახმარებას უწევს, მღვდელმსახურის მოწმობის აღებით, რომლის ფასიც 50 ლარია. ნებისმიერ პირს შეუძლია თავი არიდოს არასასურველ მოვალეობას. ჯამში ამ მოწმობით, სავალდებულო

სამხედრო სამსახურს 30 ათასამდე პირმა აარიდა თავი. წელიწადში დაახოლოები 7-8 ათასი წვევამდელის დახმარებას ახერხებენ, მოწმობის აღება განმეორებითაცაა შესაძლებელი. ამის შესახებ ბიბლიური თავისუფლების მღვდეელთმსახურმა ლევან ჯგერნაიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა. „ამ ახალგაზრდებისთვის, ვისაც კარიერა აწყობილი აქვს ან სხვა გეგმები აქვთ სამომავლოდ, კარგავენ დროს ან ვალდებულები არიან უარი თქვან, რაც უკვე მოიპოვეს, რადგან უწევთ ჯარში წასვლა. მე 20 წლის ვარ, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, სწორედ გირჩის მოწმობის აღების წყალობით ვაგრძელებ ჩვეულ ცხოვრების ტემპს, ეს მოწმობა მოსახერხებელი და იაფი გამოსავალია“. - ამბობს გიორგი უგლავა, რომელმაც სწორედ მოწმობის მეშვეობით დააღწია ჯარს თავი.