არქიტექტურული პოეტიკა
არანამდვილი ადგილი ილუზია, მირაჟი
არანამდვილი, ცრუ ადგილი ილუზია და მირაჟი „მალჰოლენდ დრაივი“, რეჟ. დევიდ ლინჩი
„ ყველაფერი ილუზიაა“ - როგორც ერთერთი პერსონაჟი ამბობს „Silencio“ ბარში. ეს ფრაზა იდეალურად ხსნის მთლიანი ფილმის კონცეფციას და ერგება ჩემს მიერ არჩეულ თემას. ფილმი, რომელიც განსახილველად შევარჩიე, არის დევიდ ლინჩის „მალჰოლენდ დრაივი“. მთლიანი სიუჟეტის განმავლობაში რეჟისორი ახდენს გადათამაშებას რეალობისა და ილუზიის საზღვრებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი ერთის მხრივ, არის სურეალისტური კოშმარი, რომლის უნებლიე ნაწილიც ხდები, თუმცა ამავდროულად, არის მთავარი პერსონაჟის ამ კოშმარიდან თავის დაღწევის მცდელობა, რომელსაც იგი ეძებს ილუზიაში. ყურებისას, განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექი რამდენიმე ამოცანას ამ ფილმის განითარებაში ფერები, მულტივერსები, ილუზია და რეალობა. ფერებით რომ დავიწყოთ, მთლიანი ფილმის განმავლობაში რეჟისორი თამაშობდა კონტრასტების გამოყენებით. არამხოლოდ უშუალოდ სცენებში გამოყენებული ფერებით, არამედ მათი ერთმანეთში ტრანზაქციებით. მაგალითად, ძალიან ნათელი, მსუბუქი სცენიდან, უცაბედი
გადასვლა ბნელ და იდუმალ კადრებზე. კონტრასტის მეთოდი იყო მორგებული პერსონაჟებზეც. ორი მთავარი პერსონაჟის ერთმანეთისგან მკვეთრი განსხვავება, იქნება ეს გარეგნობა, ჩაცმის სტილი, სამსახიობო თამაში თუ ემოციები, რომლებსაც ისინი მაყურებელს სდებდნენ... ასევე ნაჩვენები იყო რამდენიმე ბრწყინვალე ფერთა კომპოზიციები მარტივი სახით: შავ შარვალზე ვარდისფერი საღებავი, 40-იანი წლების სტილის კასტინგი თუ მწვანე ოთახში გადაღებული ტელეფონის ყურმილი. პირველივე კადრებიდან ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა მულტივერსებს შორის ცვლილებებს ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ეს ცვლილებები არის მთავარი გასაღები ილუზიისა და რეალობის საზღვრებს შორის. საინტერესო რამ, რაც ფილმის ყურებისას დავაფიქსირე იყო, რომ სიუჟეტს არ აქვს „გამოღვიძების“ მომენტი. ყველაფერი სიზმარია. „ყველაფერი ილუზიაა“. ამ კონცეფციით, არქიტექტურული ელემენტის - კედლის - მეშვეობით, მინდოდა გამომეხატა ფენები, განმეორებითი და გრძივი მოძრაობა, რაც, ჩემი აზრით, წარმოადგენს სხვადასხვა, პარალელურ სამყაროს. ასევე, ჩემთვის საინტერესოა ანარეკლის იდეა. როდესაც მას უყურებ, ისე ჩანს, რომ თითქოს რეალობაში იყურები, რადგან ის (ანარეკლი)
ნამდვილად არსებობს, და ნამდვილად იქ არის, მაგრამ თუ დავუფიქრდით, ის უბრალოდ სველი ზედაპირია და მთლიანი სურათი რასაც აკვირდები, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა ანარეკლის სახით ასახული. ეს ადამიანის გონებაში ქმნის ერთგვარ მირაჟს. ამ კონცეფციაზე შექმნილი მოდელით მინდოდა გამეერთიანებინა ილუზიისა და მირაჟის იდეა. მულტივერსების წარმოსაჩენად, რამდენიმე ფენის გამოყენება გადავწყვიტე, რომელიც იდენტურია მისი მომდევნო ფენის, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა თითოეულ მათგანზე არსებობს თავისი განსხვავებული ელემენტი, რომელიც ზუსტად არ მეორდება სხვა ფენაზე (მულტივერსზე) არსებულივით. ამ ფენების გამოყენებით კი იქნმება ერთი მთლიანი ილუზია. ილუზია, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული ფორმა, ზომა და პარამეტრები. ეს მოდელი ასევე შეიძლება განიხილოს, როგორც ფილმის მთავარი პერსონაჟი ბეტი/დაიანა. ისიც განსხვავებული იყო თავისი თავისგან, არსებობდა თავის სხადასხვა „რეალობებში“ (ილუზიებში), მაგრამ ჯამში ყველა ნაწილი მხოლოდ ერთს ასახავდა - საკუთარ თავს.
ანა გობეჯიშვილი ჯგ. 65212