Issuu on Google+

GEEP პროექტი - საავადმყოფო დაზოგავს ენერგიას ახალი შენობა-აღჭურვილობით შენობის მართვის მოწყობილობასთან ერთად ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ჯანდაცვის რევოლუციურ ინიციატივას, რომლის მიზანია სადაზღვევო კომპანიების წახალისება, რათა მათ შეიძინონ საქართველოში არსებული საავადმყოფოების შენობები რეაბილიტაციის მიზნით. პროექტი მოიცავს შენობის გაფართოებას, მის რემონტს, ასევე ენერგო ეფექტური ელექტრომექანიკური მოწყობილობების დამონტაჟებას შენობის ახალ ნაწილში. პროექტის მიზანია ენერგო დამზოგავ მოწყობილობებში შემდეგი სახის ინვესტიციების განხორციელება:  შენობის თბოიზოლაცია (თბოიზოლაცია ქვა-ბამბით და ორმაგი შემინვის ფანჯრებით)  ენერგო ეფექტური ბოილერები გათბობისა და ცხელი წყლისათვის  საავადმყოფოს შენობის ეფექტური გაგრილება-ვენტილაციის დამონტაჟება  რეგულირეაბდი სიჩქარის ძრავების დამონტაჟება ვენტილატორებზე  შენობის მართვის სისტემების შემოღება შენობის უკეთესი კონტროლისა და მართვის მონიტორინგის მიზნით ამ ღონისძიებების განხორციელებით ენერგიის (გაზი და ელექტროენერგია) წლიური მოხმარება შემცირდება 8000 მგვტ/სთ-დან 3000 მგვტ/სთ-მდე წელიწადში, რაც დაზოგავს ენერგიის 60%-ს და ასევე პაციენტებისა და სამედიცინო მომსახურეობის თანხებს.

საქართველო

კომპანია ძირითადი საქმიანობა

საავადმყოფო

რეგიონი

თბილისი, საქართველო

პროექტის მიზანი და ძირითადი ინვესტიციები პროექტის მიზნები

 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 150 ადგილიანი საავადმყოფოს შექმნა

ძირითადი ინვესტიციები

 შენობის თერმული თბოიზოლაცია და ორმაგი შემინვა  კონდენსაციული ბოილერი, ვენტილაცია სითბოს ხელახალი გამოყენებით და ჰაერის გაგრილების ენერგოეფექტური სისტემები  შენობის მართვის სისტემის შემოღება

ინვესტიციის მოცულობა

დაახლოებით 1,022,000 აშშ დოლარი

მოსალოდნელი შედეგები საექსპლოატაციო შედეგები

 ენერგიის მოხმარების შემცირება  შენობის ფუნქციონირების გაუმჯობესება  უკეთესი კომფორტის შექმნა

ინვესტიციის მომგებიანობა

 ყოველწლიური დანაზოგი დაახლოებით 145,000 აშშ დოლარი  უკუგების პერიოდი 6.9 წელი  ინვესტიციის შიდამომგებიანობის კოეფიციენტი 14%

Tu rogor SeuZlia Tqvens kompanias miiRos energo efeqturi proeqtebis dafinanseba, ewvieT veb-gverds: www.energocredit.ge, an darekeT +995 32 2 224962.

saqarTvelos energoefeqturobis programa dafuZnebulia evropis rekonstruqciisa da ganviTarebis bankis sagranto fondebidan: gaerTianebuli samefos ganaxlebadi energo-iniciativebis fondis, kanadis saerTaSoriso ganviTarebis saagentos, EBRD-is specialuri aqcionerebis fondis da gaerTianebuli qveynebis fondis mier


Case Study New Hospital