Page 1


– განვლილი კარიერიდან რაიმე ცუდი მოგონება თუ გაქვთ? – გულწრფელად გითხრათ, ცუდი მოგონებები არ მაქვს, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ ფეხბურთში არის დიდებისა და ღრმა მწუხარების დროები. მახსოვს, როდესაც „რეალ სოსიედადში“ ვთამაშობდი, ლა ლიგას მოგების შანსი მქონდა, თუმცა ტურნირის დასასრულს „სელტასთან“ დავმარცხდით და შანსი ხელიდან გავუშვით. მაშინ ძალიან მძიმე წუთები გვქონდა. ბოლო წლებიდან ამგვარ მომენტად „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპებიდან გამოვარდნას დავასახელებდი. ეს ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. სწორედ ამიტომაც გვაქვს წელს მიზნად დასახული, რომ ფინალში გავიდეთ და ცუდი მოგონებები უკან მოვიტოვოთ. – ფეხბურთელების გარდა, თუ გყავთ სპორტსმენები, რომლებიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ? – მიგელ ინდურაინის (ველორბოლა), მაიკლ ჯორდანის (კალათბურთი), რაფაელ ნადალის (ჩოგბურთი) და როჯერ ფედერერის (ჩოგბურთი) დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ სპორტსმენებს განსაკუთრებული ქარიზმა აქვთ და ამას არა მათ მიერ ნაჩვენები შედეგების გამო ვამბობ, არამედ მათი ქცევიდან გამომდინარე. – თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ლიდერები არიან. როგორ ფიქრობ - ლიდერებად იბადებიან თუ ცხოვრების განმავლობაში ხდება ადამიანი ლიდერი? (გაგრძელება იხ. მე-3 გვერდზე)

2


– ჩემი აზრით, ლიდერებად იბადებიან. კი ბატონო, გამოცდილება და პრესტიჟი ნამდვილად დასაფასებელია, ეს ლიდერობას ხელს უწყობს, მაგრამ ბუნებრივად ლიდერობა უფრო ადვილია. ლიდერად დაბადებული ხალხის მჯერა და არა - მოჩვენებითი ლიდერების. – ვისთან გაქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა „რეალში“ და ესპანეთის ნაკრებში? – ალვარო არბელოას დიდი მეგობარი ვარ. მასთან ერთად კარიერის დიდი ნაწილი განვვლე: ერთად ვიყავით „ლივერპულში“ და ერთად ვართ „რეალშიც“, ასევე ორივენი ვთამაშობთ ესპანეთის ნაკრებში. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ინგლისური ფეხბურთის ეპატაჟურმა ფიგურა ჯოი ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მერსისაიდელმა ნახევარმცველმა შენიშნა რა, რომ სერ ალექსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოველ მატჩს ესწრება, მისთვის სოციალური ქსელის მეშვეობით რჩევების მიცემა გადაწყვიტა. „რა აზრი ჰქონდა ფერგიუსონის გადადგომას? ის მაინც ყოველ მატჩს ესწრება. წადი, არდადეგები მოიწყე, გოლფი ითამაშე... ოჯახთან, ან მეგობრებთან ერთად მაინც გაატარე დრო“, - წერს ბარტონი. შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის გაზაფხულზე დატოვა, თუმცა კლუბის თითქმის ყველა მატჩს ტრიბუნიდან ადევნებს თვალყურს.

3


დაახლოებით ხუთ თვეში ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, თუმცა სამხრეთ ამერიკიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება. 2013 წლის ბოლოს ქვეყანას ტურნირის მასპინძელი ყველა სტადიონი უნდა ჩაებარებინა, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოები არენათა საერთო რაოდენობის მხოლოდ ნახევარზეა დასრულებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ტურნირის მასპინძელი მხარის გაკრიტიკებას არ მოერიდა. „ბრაზილია ახლაღა მიხვდა, რა არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება. იმ დროიდან მოყოლებული, რაც მე მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოს ვხელმძღვანელობ, ფიფა საქმის ასეთი გაჯანჯლების წინაშე არასდროს დამდგარა. მათ მუშაობა გაცილებით გვიან დაიწყეს. არადა, ბრაზილია ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტურნირის მოსამზადებლად მთელი შვიდი წელიწადი მიეცა“, - შვეიცარიული გამოცემა „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ სიტყვებით გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტმა ტურნირის ორგანიზატორები. გარდა ამისა, ზეპ ბლატერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ბრაზილიის უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტმა კვლავ მოიცვას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები, როგორც ეს 2013 წელს გამართული კონფედერაციის თასის გათამაშების მიმდინარეობის დროს მოხდა. „ახალი დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების მოლოდინში ვართ, მაგრამ მე ამაზე არ ვნერვიულობ. მჯერა, რომ ბრაზილიელები ფეხბურთს თავდასხმის სამიზნედ არ აირჩევენ. ფეხბურთი მათთვის რელიგიაა“, - აღნიშნა ბლატერმა.

4


ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემაა, დაესწრება თუ არა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა რონალდუს ლეო მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას. მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოდიში არ მიიღო და არც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდუმ გადაწყვეტილება შეცვალა. „ცერემონიას დავესწრები. არ ვიცი, ვის გადასცემენ მთავარ ჯილდოს: მე, მესის თუ რიბერის. ჩემი საქმის გაკეთებას ვცდილობ, „რეალს“ გოლებითა და კარგი თამაშით ვეხმარები. თუ „ოქროს ბურთს“ დავისაკუთრებ, გამიხარდება. თუ ვერა, არც ეს იქნება პრობლემა, ჩემთვის არაფერი შეიცვლება, ცხოვრება ჩვეულ რითმში გაგრძელდება“, - რონალდუს სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 13 იანვარს, ციურიხში შედგება და ის თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

5


2014 წლის 12 იანვარი (Fanebi.Com)

ჟურნალისტი: ბექა დოგრაშვილი

6

Fanebi.com  

სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Fanebi.Com-ის ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you