არკადი და ბორის სტრუგაცკები „ძნელია ღმერთობა“

Page 1

არკადი და ბორის სტრუგაცკები

ძნელია ღმერთობა


arkadi da boris strugackebi Znelia RmerToba pirveli gamocema, baTumi, 2015 mTargmneli qeTevan nikoleiSvili redaqtori rusudan gorgaZe ydis dizainerebi: daviT trapaiZe, eka tabliaSvili damkabadonebeli malxaz faRava qarTuli gamocema © gamomcemloba `wignebi baTumSi~, 2015 misamarTi: memed abaSiZis quCa, 60, baTumi elfosta: booksinbatumi@gmail.com yvela ufleba daculia. am wignis arc erTi nawili aranairi formiTa da saSualebiT, iqneba es eleqtronuli Tu meqanikuri, ar SeiZleba gamoyenebul iqnas gamomcemlobis werilobiTi nebarTvis gareSe. saavtoro uflebebis darRveva isjeba kanoniT. ISBN 978-9941-9419-0-0 Аркадий и Борис Стругацкие ТРУДНО БЫТЬ БОГОМ Copyright © 1964 Аркадий и Борис Стругацкие Georgian translation published by Books in Batumi publishing, 2015 All rights reserved.


ეს იყო ჟა­მი, რო­ცა შე­ვი­ცა­ნი, რას ნიშ­ნავს ტან­ ჯვა; რას ნიშ­ნავს სირ­ცხვი­ლი; რას ნიშ­ნავს სა­სო­ წარ­კვე­თი­ლე­ბა.

პი­ერ აბ­ელ­ა­რი თქვენს სიტ­ყვას მე­ტი წო­ნა რომ ჰქონ­დეს, და­ ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას იარ­ა­ღი თან გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ გაფრ­თხი­ლებთ: არ­ავ­ით­არ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­იყ­ენ­ოთ. არ­ავ­ით­არ შემ­თხვე­ვა­ში, გეს­მით?

ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი



prologi ან­კას არ­ბა­ლე­ტის კოვ­ზი შა­ვი პლას­ტმა­სის­გან იყო გა­მო­ ჩარ­ხუ­ლი, ხო­ლო ლა­რი, უხ­მა­ურ­ოდ მოს­რი­ა­ლე ბერ­კე­ტის ერ­თი გა­ტო­კე­ბით რომ იჭ­იმ­ებ­ო­და, მოქ­რო­მი­ლი ფო­ლა­დი­სა ჰქონ­და. ან­ტო­ნი სი­ახ­ლე­ებს ვერ ეწ­ყო­ბო­და – მძი­მე საბრ­ძო­ლო მოწ­ყო­ ბი­ლო­ბა ერ­ჩივ­ნა, მარ­შალ ტო­ცის, მე­ფე პიც პირ­ვე­ლის ყა­იდ­ი­სა, შა­ვი სპი­ლენ­ძით შე­ჭე­დი­ლი და ლილ­ვაკ­ზე ხა­რის ძარ­ღვდახ­ ვე­უ­ლი. პაშ­კას კი პნევ­მა­ტუ­რი კა­რა­ბი­ნი წა­მო­ე­ღო. არ­ბა­ლეტს კა­ცობ­რი­ობ­ის სიყრ­მეს ეძ­ახ­და, რად­გან უქ­ნა­რა გახლ­დათ და დი­დად არც სა­დურ­გლო საქ­მე გა­მო­უდ­ი­ო­და ხე­ლი­დან. ნა­ვი ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­პირს მი­აყ­ენ­ეს, სა­დაც ყვი­თე­ლი ქვი­ში­ა­ნი ფლა­ტი­დან სა­ან­ძე ფიჭ­ვე­ბის და­კორ­ძი­ლი ფეს­ვე­ ბი ამ­ოჩ­რი­ლი­ყო. ან­კამ ორ­თაყ­ვი­რი მი­აგ­დო და მი­მო­იხ­ე­და. მზე თავ­ზე დას­დგო­მო­და ტყეს, ხო­ლო არ­ემ­არ­ეს ცის­ფე­რი, მწვა­ნე და ყვი­თე­ლი ფე­რი ედო: ცის­ფე­რი – ტბა­ზე გა­წო­ლილ ნისლს, მუ­ქი მწვა­ნე – ფიჭ­ვებს, ყვი­თე­ლი – გაღ­მა ნა­პირს. და ამ ყვე­ლა­ფერს ზე­მო­დან დაჰ­ყუ­რებ­და კრი­ა­ლა, მო­თეთ­ რო-მო­ლურ­ჯო ცა. – იქ არ­აფ­ერ­იც არ არ­ის, – თქვა პაშ­კამ. ისხ­დნენ და, ბორ­ტზე გა­დახ­რი­ლე­ბი, წყალ­ში იც­ქი­რე­ ბოდ­ნენ. – რო­გორ არა, ვე­ე­ბა ქა­რიყ­ლა­პი­აა, – და­ბე­ჯი­თე­ბით წარ­ მოთ­ქვა ან­ტონ­მა. -5-


– აი, ამ­ოდ­ენ­აფ­არ­ფლე­ბი­ა­ნი? – ჰკით­ხა პაშ­კამ. ან­ტონს ხმა აღ­არ ამ­ო­უღ­ია. ან­კა­მაც ჩა­იხ­ე­და წყალ­ში, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ან­არ­ეკ­ლის მე­ტი ვე­რა­ფე­რი და­ინ­ა­ხა. – იბ­ან­ავ­ებ­და კა­ცი, – თქვა პაშ­კამ, წყალ­ში იდ­აყ­ვამ­დე ჩა­ყო ხე­ლი და­ და­აყ­ო­ლა: – ცი­ვია. ან­ტონ­მა ნა­ვის ცხვირ­ზე გა­და­ინ­აც­ვლა და ნა­პირ­ზე გა­ დახ­ტა. ნა­ვი აქ­ან­ავ­და. ან­ტო­ნი ბორტს ჩა­ეჭ­ი­და და პაშ­კას მო­ლო­დი­ნით შე­ხე­და. პაშ­კაც წა­მოდ­გა, ნი­ჩა­ბი უღ­ელ­ივ­ით გა­ი­დო მხრებ­ზე, საჯ­დო­მი გა­იქნ-გა­მო­იქ­ნია და ამ­ღერ­და: – ვიც­ლი­პუც­ლი, შე ზღვის მგე­ლო, უდ­არ­დე­ლად რომ გძი­ნავ­სო, – დაბ­რა­წუ­ლი ზვი­გე­ნე­ბის ქა­რა­ვა­ნი მოფ­რი­ნავ­სო!

ან­ტონ­მა უს­იტ­ყვოდ მო­ქა­ჩა ნავს. – ჰეი, ჰეი! – შეჰ­ყვი­რა პაშ­კამ და ბორტს წა­ეპ­ოტ­ი­ნა. – დაბ­რა­წუ­ლი რა­ტომ? – იკ­ით­ხა ან­კამ. – აბა, მე რა ვი­ცი?! – უპ­ას­უ­ხა პაშ­კამ. ნა­ვი­დან გა­და­ვიდ­ნენ, – ისე, ხომ დი­დე­ბუ­ლი რა­მაა? დაბ­რა­წუ­ლი ზვი­გე­ნე­ბის ქა­რა­ვა­ნი... ნა­ვი ნა­პირ­ზე გა­ათ­რი­ეს. ფე­ხე­ბი ნო­ტიო, ხმე­ლი წიწ­ვე­ ბი­თა და გირ­ჩე­ბით სავ­სე ქვი­შა­ში ეფ­ლო­ბო­დათ. ნა­ვი მძი­მე იყო და სლი­პი­ნა, მაგ­რამ მა­ინც აიტ­ან­ეს. მე­რე შე­ჩერ­დნენ. მძი­მედ სუნ­თქავ­დნენ. – ფე­ხი მომ­ყვა, – თქვა პაშ­კამ და სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ ის­წო­რა წი­თე­ლი თავ­საკ­რა­ვი – კვან­ძი, გრძელ­ცხვი­რა ირ­ უკ­ან­ე­ლი მე­კობ­რე­ებ­ივ­ით, მარ­ჯვე­ნა ყურს ზე­მოთ მო­იქ­ცია. – ჰო-ჰო, რა გავმ­წარ­დი?! – გა­მო­აც­ხა­და მე­რე. ან­კა გულ­მოდ­გი­ნედ იწ­უწ­ნი­და თითს. – ხიჭ­ვი შე­გე­სო? – ჰკით­ხა ან­ტონ­მა. – არა, გა­და­ვიყ­ვლი­ფე. რო­მე­ლი­ღაც თქვენ­განს იმ­სიგრ­ძე კლან­ჭე­ბი აქვს... -6-


– აბა, მაჩ­ვე­ნე. ან­კამ აჩ­ვე­ნა. – ჰო, – თქვა ან­ტონ­მა, – გვა­რი­ან­ად და­გი­შა­ვე­ბია. აბა, რა ვქნათ? – თო­ფი – მხარ­ზე და ნა­პირს გა­ვუყ­ვეთ, – შეს­თა­ვა­ზა პაშ­კამ. – ნა­ვი­დან რა­ღა ჯან­და­ბად გად­მოვ­დი­ოდ­ით? – აბ­უზ­ ღუნ­და ან­ტო­ნი. – ნა­ვით ქა­თა­მიც გა­უყ­ვე­ბა, – აუხ­სნა პაშ­კამ, – ხმე­ლეთ­ზე კი ლე­ლი­ან­ია – ეს ერ­თი; ფლა­ტე­ებ­ია – ეს ორი; მო­რე­ვე­ბია – ეს­ეც სა­მი. ვირ­თევ­ზე­ბი­ა­ნი. ლო­ქო­ებ­იც მო­იძ­ევ­ე­ბა. – დაბ­რა­წუ­ლი ლო­ქო­ებ­ის ქა­რა­ვა­ნი, – წა­იმ­ღე­რა ან­ტონ­მა. – მო­რევ­ში ჩა­გიყ­ვინ­თავს? – ჩა­მიყ­ვინ­თავს. მე­რე, რა? – მე რომ არ მი­ნა­ხავს? ბე­დი უნ­და ყვე­ლა­ფერს. – შენ ბევ­რი რა­მე არ გი­ნა­ხავს. ან­კამ ბი­ჭებს ზურ­გი აქ­ცია, არ­ბა­ლე­ტი აი­ღო და ოც­ი­ო­ დე ნა­ბიჯ­ზე მდგარ ფიჭვს ეს­რო­ლა. წვი­მა­სა­ვით წა­მო­ვი­და ქერ­ქი. – ყო­ჩაღ, – შე­ა­ქო პაშ­კამ და მა­შინ­ვე გა­ის­რო­ლა კა­რა­ბი­ნი. ან­კას ის­არს უმ­იზ­ნებ­და, მაგ­რამ ააც­ი­ლა და თა­ვი იმ­არ­თლა, – სუნ­თქვა არ შე­ვი­კა­ვე. – და რომ შე­გე­კა­ვე­ბი­ნა, ვი­თომ რას იზ­ამ­დი? – ჰკით­ხა ან­ტონ­მა. ის ან­კას უყ­ურ­ებ­და. ან­კამ ღო­ნივ­რად მო­ზი­და ლა­რი. დი­დე­ბუ­ლი კუნ­თე­ბი ჰქონ­და. ან­ტო­ნი სი­ამ­ოვ­ნე­ბით უყ­ურ­ებ­და, რო­გორ და­გო­ რავ­და მის გა­რუ­ჯულ კან­ქვეშ ბი­ცეფ­სის მკვრი­ვი ბურ­თი. ან­კამ სა­გულ­და­გუ­ლოდ და­უმ­იზ­ნა და კი­დევ ერ­თხელ ის­რო­ ლა. მე­ო­რე ის­ა­რი ტკა­ცა­ნით ჩა­ერ­ჭო პირ­ვე­ლის ოდ­ნავ ქვე­მოთ. – არ შე­იძ­ლე­ბა ასე, – თქვა ან­კამ და არ­ბა­ლე­ტი და­უშ­ვა. -7-


– რო­გორ? – რო­გორ და ასე – ხე­ებს რომ ვა­ფუ­ჭებთ. გუ­შინ ერ­თი ლა­წი­რა­კი მშვილდ-ის­არს ეს­რო­და. სულ კბი­ლე­ბით და­ვაძ­ რო­ბი­ნე ის­რე­ბი. – პაშ­კა, – მი­უბ­რუნ­და ან­ტო­ნი პაშ­კას, – გა­ვარ­დი, შენ მა­გა­რი კბი­ლე­ბი გაქვს. – ჩლი­ფი­ნა კბი­ლე­ბი მაქვს მე1, – მი­უ­გო პაშ­კამ. – კარ­გი. ვქნათ, რა, რა­მე, – თე­მა შეც­ვა­ლა ან­კამ. – სულ არ მე­ხა­ლი­სე­ბა ფლა­ტე­ებ­ზე ფორ­თხვა, – თქვა ან­ტონ­მა. – არც მე. პირ­და­პირ წა­ვი­დეთ. – სა­ით? – იკ­ით­ხა პაშ­კამ. – სა­ით­აც გუ­ლი გაგ­ვი­წევს. – ჰა, რა ვქნათ? – იკ­ით­ხა ან­ტონ­მა. – სა­ივ­ა­ზე რას იტ­ყვით? – შესთავაზა პაშ­კამ, – ტოშ­კა, მი­ვიწ­ყე­ბუ­ლი შა­რაგ­ზის­კენ გავ­წი­ოთ. გახ­სოვს? – მა­გას რა და­მა­ვიწ­ყებს. – ან­ეჩ­კა, იცი... – და­იწ­ყო პაშ­კამ. – ვინ არ­ის შე­ნი ან­ეჩ­კა! – უკ­მე­ხად შე­აწ­ყვე­ტი­ნა ან­კამ. ვერ იტ­ან­და, ან­კას გარ­და სხვა რა­მეს რომ ეძ­ახ­დნენ. ან­ტონ­მა ეს კარ­გად და­იხ­სო­მა და სას­წრა­ფოდ გა­აგრ­ძე­ლა: – მი­ვიწ­ყე­ბუ­ლი შა­რაგ­ზაა, იქ არ­ავ­ინ და­დის. არც რუ­კა­ ზეა... და სა­ით მი­დის, კაც­მა არ იც­ის. – ყო­ფილ­ხართ? – ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ შეს­წავ­ლა ვერ მო­ვას­წა­რით. – არ­სა­იდ­ან არ­სა­ით მი­მა­ვა­ლი გზაა, – და­ას­რუ­ლა გონს მო­სულ­მა პაშ­კამ. – მა­გა­რია! – თქვა ან­კამ და თვა­ლე­ბი შავ ნაპ­რა­ლე­ბად ექ­ცა, – წა­ვე­დით. სა­ღა­მომ­დე მი­ვაღ­წევთ? 1

პე­რიფ­რა­ზი გო­გო­ლის ნა­წარ­მო­ებ­იდ­ან „რე­ვი­ზო­რი“.

-8-


– რას ამ­ბობ! თორ­მე­ტამ­დეც. ფლა­ტე­ზე აძ­ვრნენ. ცი­ცა­ბოს პი­რას პაშ­კა შე­მობ­რუნ­და. ქვე­მოთ მო­ჩან­და ლურ­ჯი ტბა, ალ­აგ-ალ­აგ ქე­ცი­ვით რომ აჩნ­ და მოყ­ვი­თა­ლო თავ­თხე­ლე­ბი, და ქვიშ­რობ­ზე ამ­ოთ­რე­უ­ლი ნა­ვი. ნა­პი­რის სი­ახ­ლო­ვეს, – ეტ­ყო­ბა, სწო­რედ იმ ქა­რიყ­ლა­ პი­ამ გა­ის­ხმარ­ტა­ლა, – წყლის წყნარ, ლაპ­ლა­პა ზე­და­პირ­ზე, ვე­ე­ბა წრე­ე­ბი იშ­ლე­ბო­და. და პაშ­კა, ჩვე­ულ­ებ­ის­ამ­ებრ, გა­ურ­კვე­ველ­მა აღ­ტა­ცე­ბამ აიტ­ა­ნა. რო­გორც ყო­ველ­თვის, რო­ცა ტოშ­კას­თან ერ­თად ინ­ტერ­ნა­ტი­დან გარ­ბო­და და წინ ედო უკ­იდ­ეგ­ა­ნო თა­ვი­სუფ­ ლე­ბის მთე­ლი დღე, აუთ­ვი­სე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბით, მარ­წყვით, უკ­აც­რი­ე­ლი ვარ­ვა­რა მდე­ლო­ებ­ით, ნაც­რის­ფე­რი ხვლი­კე­ბით და მო­ულ­ოდ­ნე­ლად ნა­პოვ­ნი ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ნა­კა­დუ­ლე­ბით სავ­სე, ახ­ლაც მო­უნ­და, ეყ­ვი­რა და ჰა­ერ­ში შემ­ხტა­რი­ყო. ას­ეც მო­იქ­ცა. ან­ტონ­მა სი­ცი­ლით შე­ხე­და და პაშ­კამ მის თვა­ლებ­ში და­ინ­ა­ხა, რომ მე­გო­ბარს ეს­მო­და მი­სი. ან­კამ კი პირ­ში ორი თი­თი ჩა­ი­ყო და ყო­ჩა­ღად და­უს­ტვი­ნა. ტყე­ში შე­ვიდ­ნენ. ტყე იყო ფიჭ­ვნა­რი და მეჩ­ხე­რი. ფე­ხი ჩა­მოც­ვე­ნილ წიწ­ ვებ­ზე სრი­ალ­ებ­და. ხის სწორ ზრო­ებს შო­რის მზის ალ­მა­ცე­რი სხი­ვე­ბი ეც­ემ­ო­და და მი­წა ოქ­როს ლა­ქე­ბით მო­ფე­ნი­ლი­ყო. იდ­გა ფი­სის, ტბი­სა და მარ­წყვის სურ­ნე­ლი. სად­ღაც მაღ­ლა უჩ­ინ­ა­რი ჩი­ტუ­ნე­ბი წი­ოდ­ნენ. ან­კა წინ მი­დი­ო­და, არ­ბა­ლე­ტი იღ­ლი­ა­ში ამ­ო­ეჩ­ა­რა და დრო­ დად­რო სის­ხლის­ფე­რი, თით­ქოს­და ლაქ­წას­მუ­ლი მარ­წყვის მო­ საკ­რე­ფად იხ­რე­ბო­და. ან­ტო­ნი ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­და. მარ­შალ ტო­ცის ზორ­ბა იარ­ა­ღი მხარ­ზე გა­ე­დო. ას­ეთ­ი­ვე ზორ­ბა ის­რე­ ბით სავ­სე კა­პარ­ჭი მძი­მედ ეხ­ლე­ბო­და გა­ვა­ზე. მიჰ­ყვე­ბო­და და ან­კას გა­რუ­ჯუ­ლი, თით­ქმის შა­ვი, მა­ლე­ბა­მოჩ­რი­ლი კის­რის­კენ გა­ურ­ბო­და თვა­ლი. ხან უკ­ან მი­იხ­ედ­ავ­და, თვა­ლე­ბით ეძ­ებ­და -9-


პაშ­კას, მაგ­რამ პაშ­კა არ­სად ჩან­და. მხო­ლოდ დრო­დად­რო, ხან მარ­ჯვნივ, ხან მარ­ცხნივ, მზე­ზე გა­ი­ელ­ვებ­და ხოლ­მე მი­სი წი­თე­ლი თავ­საკ­რა­ვი. ან­ტონ­მა წარ­მო­იდ­გი­ნა, რო­გორ მი­იპ­ არ­ებ­ო­და პაშ­კა ფიჭ­ვნარ­ში ჩახ­მახ­ზე შე­ყე­ნე­ბუ­ლი კა­რა­ბი­ნით ხელ­ში, წინ გაშ­ვე­რი­ლი ონ­ავ­ა­რი, ცხვირ­გა­დაყ­ვლე­ფი­ლი გამ­ ხდა­რი სა­ხით. ეს უკ­ვე სა­ი­ვა იყო, სა­ივ­ას კი ხუმ­რო­ბა არ უყ­ ვარს. სა­ი­ვა, ძმაო, გკით­ხავს – და პა­სუ­ხი არ უნ­და და­უგ­ვი­ა­ნო, გა­იფ­იქ­რა ან­ტონ­მა და კი­ნა­ღამ წელ­ში მო­იხ­ა­რა, მაგ­რამ წინ ან­კა მი­დი­ო­და – ვა­ი­თუ მო­ეხ­ე­და? სუ­ლე­ლუ­რად გა­მო­ვი­დო­და. ან­კამ მარ­თლა მო­იხ­ე­და და ჰკით­ხა: – უხ­მა­ურ­ოდ გა­მო­იპ­არ­ეთ? ან­ტონ­მა მხრე­ბი აიჩ­ე­ჩა: – ხმა­ურ­ი­ან­ად ვინ იპ­არ­ე­ბა? – მგო­ნი, მე ავ­ტე­ხე ხმა­უ­რი, – თქვა შე­ფიქ­რი­ან­ებ­ულ­მა ან­კამ, – თა­სი და­მი­ვარ­და და, ერ­თიც ვნა­ხოთ, დე­რე­ფან­ში ვი­ღაც არ მო­აბ­იჯ­ებს? ქალ­წუ­ლი კა­ტია იქ­ნე­ბო­და – დღეს ის მო­რი­გე­ობს. ყვა­ვილ­ნარ­ში ჩახ­ტო­მა მო­მი­წია. რო­გორ გგო­ნია, ტოშ­კა, რა ჯი­ში­საა ის ყვა­ვი­ლე­ბი? ან­ტონ­მა შუბ­ლი შე­იჭ­მუხ­ნა. – შე­ნი ფან­ჯრის ქვეშ რომ ხა­რობს? აბა, რა ვი­ცი. რა­ტომ მე­კით­ხე­ბი? – ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი ყვა­ვი­ლე­ბია. „ვერც ქა­რი დრეკს, ვერც გრი­გა­ლი აქ­ცევს“. რამ­დე­ნი წე­ლია, თავ­ზე ახ­ტე­ბი­ან და ვი­ თომც არ­აფ­ე­რი. – სა­ინ­ტე­რე­სოა, – ღრმა­აზ­როვ­ნად თქვა ან­ტონ­მა. მო­ აგ­ონ­და, რომ მი­სი ფან­ჯრის ქვე­შაც ხა­რობ­და ყვა­ვილ­ნა­რი, რო­მელ­საც „ვერც ქა­რი დრეკ­და, ვერც გრი­გა­ლი აქ­ცევ­და“, მაგ­რამ ამ­ის­თვის ყუ­რად­ღე­ბა არ­ას­ოდ­ეს მი­უქ­ცე­ვია. ან­კა შე­ჩერ­და, და­ელ­ო­და და პეშ­ვით მარ­წყვი გა­უწ­ო­და. ან­ტონ­მა ფრთხი­ლად აი­ღო სა­მი ცა­ლი. - 10 -


– კი­დევ აი­ღე, – შეს­თა­ვა­ზა ან­კამ. – გმად­ლობ, – უთ­ხრა ან­ტონ­მა, – თი­თო-თი­თოს კრე­ფა მიყ­ვარს. ისე, ქალ­წულ კა­ტი­ას არა უშ­ავს რა, არა? – ვის­თვის რო­გორ, – მხრე­ბი აიჩ­ე­ჩა ან­კამ, – რო­ცა ყო­ველ სა­ღა­მოს გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ფე­ხე­ბი ტა­ლა­ხი­ა­ნი ან მტვრი­ა­ნი გაქვ­სო... ან­კა გა­ჩუმ­და. სა­ოც­რად კარ­გი იყო ასე, მის მხარ­დამ­ხარ ტყე­ში სი­არ­უ­ლი, შიშ­ვე­ლი იდ­აყ­ვით შე­ხე­ბა და მი­სი სი­ლა­მა­ზით, მოქ­ნი­ლო­ბი­თა და კე­თილ­გან­წყო­ბით, მი­სი შავ­წამ­წა­მებ­შე­მო­ ჯა­რუ­ლი ვე­ე­ბა ნაც­რის­ფე­რი თვა­ლე­ბით მა­ლუ­ლად ტკბო­ბა. – ჰო, – თქვა ან­ტონ­მა და ხე­ლი გა­იწ­ო­და, რომ მზის შუქ­ზე აბრ­ჭყვი­ალ­ებ­უ­ლი აბ­ლა­ბუ­და მო­ეძ­რო, – იმ­ას ნამ­დვი­ლად არ ექ­ნე­ბა ფე­ხე­ბი მტვრი­ა­ნი. გუ­ბე­ებ­ზე თუ ხელ­ში ატ­ატ­ებ­ულს გა­და­გიყ­ვა­ნენ, რა დაგ­სვრის... – და ვის გა­დაჰ­ყავს? – ჰენ­რიხს, მე­ტე­ოს­ად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მელს. ხომ იცი, რო­მე­ლი­ცაა – ზორ­ბა, თეთრ­თმი­ა­ნი... – მარ­თლა? – მე­რე, რა მოხ­და?! მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იც­ის, რომ ერ­თმა­ ნე­თი უყ­ვართ. ის­ევ და­დუმ­დნენ. ან­ტონ­მა ან­კას შე­ხე­და, რო­მელ­საც თვა­ლე­ბი ის­ევ მუქ ნაპ­რა­ლებს მი­უგ­ავ­და. – რო­დის მოხ­და? – და­ინ­ტე­რეს­და ის. – მოხ­და ერთ მთვა­რი­ან ღა­მეს, – უწ­ად­ინ­ოდ მი­უ­გო ან­ ტონ­მა, – ოღ­ონდ იც­ო­დე, ენ­ის ჭარ­ტალს არ მოჰ­ყვე. ან­კამ ჩა­იც­ი­ნა. – ენ­ა­ზე არ­ავ­ინ გე­ქა­ჩე­ბო­და, ტოშ­კა, – უთ­ხრა და ის­ევ მარ­წყვი გა­უწ­ო­და: – გინ­და? ან­ტონ­მა ან­გა­რიშ­მი­უც­ემ­ლად მოხ­ვე­ტა კენ­კრა გო­გო­ნას მოთ­ხუპ­ნი­ლი ხე­ლის­გუ­ლი­დან და პირ­ში ჩა­იტ­ე­ნა. არ მიყ­ვარს - 11 -


ენ­აჭ­არ­ტა­ლა ხალ­ხი, გა­იფ­იქ­რა, ვერ ვი­ტან მკვე­ხა­რებს. და უც­ებ არ­გუ­მენ­ტი იპ­ო­ვა: – ოდ­ეს­მე შენც გა­ტა­რე­ბენ ხელ­ში ატ­ატ­ებ­ულს. მო­გე­წო­ ნე­ბა, ენ­ის ჭარ­ტა­ლი რომ და­იწ­ყონ? – სა­იდ­ან მო­იტ­ა­ნე, რომ ენ­ის ჭარ­ტალს ვა­პი­რებ? – დაბ­ ნე­ულ­ად ჰკით­ხა ან­კამ, – გუ­ლი მე­რე­ვა ჭო­რი­კა­ნებ­ზე. – აბა, ერ­თი შე­მომ­ხე­დე! რა ჩა­იფ­იქ­რე? – ის­ე­თი არ­აფ­ე­რი, – ან­კამ მხრე­ბი აიჩ­ე­ჩა, ერ­თხანს დუმ­ და, მე­რე სა­იდ­უმ­ლო­სა­ვით გა­ან­დო: – იცი, ყელ­ში ამ­ომ­ივ­ი­და ყო­ველ სა­ღა­მოს ფე­ხე­ბის ორ-ორ­ჯერ ბა­ნა. საწ­ყა­ლი ქალ­წუ­ლი კა­ტია, გა­იფ­იქ­რა ან­ტონ­მა. ჰო, ეს ნამ­ დვი­ლად არ არ­ის სა­ი­ვა. ბი­ლიკ­ზე გა­ვიდ­ნენ. ბი­ლი­კი ქვე­მოთ ეშ­ვე­ბო­და. ტყე უფ­ რო და უფ­რო უს­ი­ე­რი ხდე­ბო­და. გარ­შე­მო გვიმ­რა­სა და ნედლ ბა­ლახს აეყ­ა­რა ტა­ნი. ფიჭ­ვებს ხავ­სი და ლი­ქე­ნის თეთ­რი ქა­ფი მოს­დე­ბო­და. მაგ­რამ სა­ივ­ას ხუმ­რო­ბა არ უყ­ვარს. ჩახ­ ლე­ჩილ­მა ხმამ, რო­მელ­საც ად­ამ­ი­ან­ურ­ობ­ი­სა არ­აფ­ე­რი ეც­ხო, მო­ულ­ოდ­ნე­ლად და­იღ­რი­ა­ლა: – სდექ! და­ყა­რე იარ­ა­ღი, კე­თილ­შო­ბი­ლო დო­ნო, და შენც, დო­ნა! რო­ცა სა­ი­ვა გე­კით­ხე­ბა, პა­სუ­ხი არ უნ­და და­უგ­ვი­ა­ნო. ან­ ტონ­მა ზუს­ტი მოძ­რა­ობ­ით გვიმ­რებ­ში ხელ­მარ­ცხნივ მო­ის­ რო­ლა ან­კა, თვი­თონ კი მარ­ჯვნივ ის­კუ­პა და დამ­პალ კუნძს ამ­ო­ეფ­ა­რა. ხრინ­წი­ა­ნი ექო ჯერ კი­დევ ეხ­ლე­ბო­და ფიჭ­ვებს, ბი­ლიკ­ზე კი უკ­ვე აღ­არ­ავ­ინ იყო. სი­ჩუ­მე ჩა­მოდ­გა. გვერ­დზე გა­და­წო­ლი­ლი ან­ტო­ნი ლილ­ვაკს ატ­რი­ალ­ებ­და და ლარს ჭი­მავ­და. გა­ის­მა ბათ­ქა­ნი და ან­ტონს თავ­ზე ნა­გა­ვი და­აც­ვივ­და. ჩახ­ლე­ჩილ­მა, არ­ა­ად­ამ­ი­ან­ურ­მა ხმამ ამ­ცნო: - 12 -


– დო­ნი ქუსლ­ში და­იჭ­რა! ან­ტონ­მა ამ­ო­იკ­ვნე­სა და ფე­ხი შე­იკ­ე­ცა. – მა­გა­ში არა, მე­ორ­ე­ში, – შე­უს­წო­რა ხმამ. ეს­მო­და, რო­გორ ხით­ხი­თებ­და პაშ­კა. ან­ტონ­მა ფრთხი­ლად ამ­ო­ყო თა­ვი კუნ­ძის უკ­ნი­დან, მაგ­რამ მწვა­ნე ფა­ფა­სა­ვით ბინ­დბუნ­დში ვე­რა­ფე­რი და­ინ­ა­ხა. სწო­რედ ამ დროს, თით­ქოს ხე წა­იქ­ცაო, რა­ღა­ცამ გა­მაყ­ რუ­ებ­ლად და­უს­ტვი­ნა და და­იბ­რა­გუ­ნა. – აა-ჰჰ, – ყრუდ აბ­ღავლ­და პაშ­კა, – შე­მიბ­რა­ლეთ! შე­მიბ­ რა­ლეთ! ნუ მომ­კლავთ! ან­ტო­ნი ფეხ­ზე წა­მო­იჭ­რა. გვიმ­რე­ბი­დან მის ცხვირ­წინ უკ­უს­ვლით გა­მოძ­ვრა ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი პაშ­კა. – ტოშ­კა, ხე­დავ? – იკ­ით­ხა ან­კას ხმამ. – ხე­ლის­გუ­ლი­ვით, – გა­ეპ­ას­უ­ხა კმა­ყო­ფი­ლი ან­ტო­ნი, – შე­მობ­რუ­ნე­ბა არ გა­ბე­დო! – და­უყ­ვი­რა პაშ­კას, – ხე­ლე­ბი – კე­ფა­ზე! პაშ­კამ მორ­ჩი­ლად და­იწ­ყო ხე­ლე­ბი კე­ფა­ზე და გა­ნაც­ხა­და: – სიტ­ყვა­საც ვერ მათ­ქმე­ვი­ნებთ. – ახ­ლა რა უნ­და ვუ­ყოთ ამ­ას, ტოშ­კა? – იკ­ით­ხა ან­კამ. – ახ­ლა­ვე გა­იგ­ებ, – თქვა ან­ტონ­მა, კუნ­ძზე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­კა­ლათ­და და არ­ბა­ლე­ტი მუხ­ლებ­ზე და­ი­დო. – სა­ხე­ლი! – და­იღ­რი­ა­ლა გექ­სა ირ­უკ­ან­ელ­ის ხმით. პაშ­კამ ზურ­გით ზიზ­ღი და და­უმ­ორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა. ან­ტონ­მა გა­ის­რო­ლა. ის­ა­რი პაშ­კას თავს ზე­მოთ ტკა­ცა­ ნით ჩა­ე­სო ტოტ­ში. – ოჰო! – გა­ი­ო­ცა ან­კას ხმამ. – ბონ უდ­აბ­ნოს კა­ლი­ას მე­ძა­ხი­ან, – უხ­ალ­ის­ოდ გა­მოტყ­და პაშ­კა, – „და აქ, რო­გორც ჩანს, ცრუ­ობ­და იგი – ერ­თი მათ­ გა­ნი, ვინც თან ახლ­და მას“.

- 13 -


– ცნო­ბი­ლი მო­ძა­ლა­დე და მკვლე­ლია, – გან­მარ­ტა ან­ტონ­ მა ან­კას გა­სა­გო­ნად, – მაგ­რამ მუქ­თად არ­ას­ოდ­ეს არ­აფ­ერს აკ­ეთ­ებს. ვინ გა­მოგ­გზავ­ნა? – დონ სა­ტა­რი­ნა ულ­მო­ბელ­მა, – იც­რუა პაშ­კამ. – ორი წლის წინ, მძი­მე მახ­ვილ­თა მიჯ­ნა­ზე, აი, ამ ხელ­მა გა­მო­ას­ალ­მა აქ­ოთ­ებ­ულ სი­ცოც­ხლეს დონ სა­ტა­რი­ნა, – ზიზ­ ღით თქვა ან­ტონ­მა. – მო­დი, ის­არს და­ვარ­ჭობ, იქ­ნებ გო­ნე­ბა გა­ეხ­სნას, – შეს­ თა­ვა­ზა ან­კამ. – სულ ამ­ერ­ია, – საჩ­ქა­როდ და­ამ­ა­ტა პაშ­კამ, – სი­ნამ­დვი­ ლე­ში არ­ა­ტა ლა­მაზ­მა გა­მომ­გზავ­ნა. ას ოქ­როს დამ­პირ­და თქვე­ნი თა­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ან­ტონ­მა ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იტ­ყა­პუ­ნა და შეჰ­ყვი­რა: – დი­დი ცრუ­პენ­ტე­ლა ვინ­მე ხარ! ეგ­ღა აკ­ლია არ­ატ­ას, შე­ნის­თა­ნა არ­ამ­ზა­დას­თან და­ჭი­როს საქ­მე! – იქ­ნებ მა­ინც და­ვარ­ჭო ის­ა­რი? – სისხლს მოწ­ყუ­რე­ბუ­ლი ხმით იკ­ით­ხა ან­კამ. ან­ტონ­მა ეშ­მა­სა­ვით გა­და­იხ­არ­ხა­რა. – სხვა­თა შო­რის, – მშვი­დად უთ­ხრა პაშ­კამ, – მარ­ჯვე­ნა ქუსლ­ში ხარ დაჭ­რი­ლი, დროა, სის­ხლის­გან და­იც­ა­ლო. – ვერ მო­გარ­თვი, – შე­ეპ­ას­უ­ხა ან­ტო­ნი, – ჯერ ერ­თი, გა­ ნუწ­ყვეტ­ლივ ვღე­ჭავ თეთ­რი ხის ქერქს, მე­ორ­ეც, ორ­მა ტურ­ ფა ბარ­ბა­როს­მა ჭრი­ლო­ბა უკ­ვე შე­მიხ­ვია. გვიმ­რა შე­ირ­ხა და ბი­ლიკ­ზე ან­კა გა­მო­ვი­და. ლო­ყა­ზე ნა­კაწ­ რი აჩნ­და, მუხ­ლე­ბი მი­წი­თა და ბა­ლა­ხით ჰქონ­და მოს­ვრი­ლი. – დროა, ჭა­ობ­ში ჩა­ვაგ­დოთ, – გა­მო­აც­ხა­და მან, – რო­ცა მტე­რი არ ნებ­დე­ბა, ან­ად­გუ­რე­ბენ. პაშ­კამ ხე­ლე­ბი ჩა­მო­უშ­ვა. – თუ სი­მარ­თლე გინ­და, სულ არ იც­ავ თა­მა­შის წე­სებს, – უთ­ ხრა ან­ტონს, – გექ­სა ყო­ველ­თვის კარგ ად­ამ­ი­ან­ად გა­მოგ­ყავს. - 14 -


– შენ რა გეს­მის? – შე­უტ­ია ან­ტონ­მა და თა­ვა­დაც ბი­ლიკ­ზე გა­ვი­და, – სა­ივ­ას ხუმ­რო­ბა არ უყ­ვარს, ბინ­ძუ­რო ას­ას­ი­ნო! ან­კამ კა­რა­ბი­ნი და­უბ­რუ­ნა პაშ­კას და შუ­რით იკ­ით­ხა: – თქვენ რა, სულ ასე ეს­ვრით ერ­თმა­ნეთს? – აბა, რა, – გა­ი­ო­ცა პაშ­კამ, – „ბახ-ბუხს“ და „ჩახ-ჩუხს“ ხომ არ ვი­ძა­ხებთ? თა­მაშ­ში ხი­ფა­თიც უნ­და ერ­ი­ოს. – მა­გა­ლი­თად, ვილ­ჰელ­მტე­ლო­ბა­ნას ვთა­მა­შობთ ხოლ­მე, – და­უდ­ევ­რად თქვა ან­ტონ­მა. – რიგ­რი­გო­ბით, – აიტ­ა­ცა პაშ­კამ. – ერთ დღეს მე მა­დევს ვაშ­ლი თავ­ზე, მე­ო­რე დღეს – ამ­ას. ან­კამ ორ­ივ­ეს ახ­ედ-და­ხე­და და ჩა­ილ­აპ­არ­ა­კა: – უყ­უ­რე შენ! სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი კი იქ­ნე­ბო­და. – სი­ამ­ოვ­ნე­ბით გაჩ­ვე­ნებ­დით, – იქ­ედ­ნუ­რად ჩა­იც­ი­ნა ან­ ტონ­მა, – მაგ­რამ ვაშ­ლი რომ არ გვაქვს? პაშ­კა ფარ­თოდ იღ­იმ­ებ­ო­და. ან­კამ მე­კობ­რის თავ­საკ­რა­ვი მო­აგ­ლი­ჯა და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მო­ახ­ვია მის­გან წო­ წო­ლა ტომ­სი­კა. – ვაშ­ლი პი­რო­ბი­თო­ბაა, – გა­იღ­ი­მა მან, – ეს­ეც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მიზ­ნე იქ­ნე­ბა. მი­დით, ივ­ილ­ჰელ­მტე­ლეთ. ან­ტონ­მა წი­თე­ლი ტომ­სი­კა აი­ღო და ყუ­რად­ღე­ბით და­ათ­ვა­ ლი­ე­რა. მე­რე ან­კას შე­ხე­და – გო­გო­ნას თვა­ლე­ბი ნაპ­რა­ლე­ბად ჰქცე­ო­და. პაშ­კა კი მხი­არ­ულ­ობ­და. მშვე­ნი­ერ გუ­ნე­ბა­ზე იყო. ან­ტონ­მა ტომ­სი­კა გა­უწ­ო­და. „ოც­და­ათ ნა­ბიჯ­ზე ბან­ქოს ქა­ღალდს არ ავ­აც­ილ­ებ, – მშვი­დად წარ­მოთ­ქვა მან, – რა თქმა უნ­და, ნაც­ნო­ბი პის­ტო­ ლე­ტი­დან“. „მარ­თლა? – გა­ოც­და ან­კა და პაშ­კას მი­უბ­რუნ­და, – შენ, ჩე­მო მე­გო­ბა­რო? მო­არ­ტყამ ბან­ქოს ოც­და­ა­თი ნა­ბი­ჯი­დან?“ პაშ­კა ტომ­სი­კას ის­წო­რებ­და თავ­ზე.

- 15 -


„ერ­თხე­ლაც იქ­ნე­ბა, ვცდით, – თქვა და გა­იკ­რი­ჭა, – თა­ვის დრო­ზე ურ­ი­გო მსრო­ლე­ლი რო­დი გახლ­დით“2. ან­ტო­ნი მიბ­რუნ­და და ბი­ლიკს გა­უყ­ვა. თან ხმა­მაღ­ლა ით­ვლი­და ნა­ბი­ჯებს: – თხუთ­მე­ტი... თექვ­სმე­ტი... ჩვიდ­მე­ტი... პაშ­კამ რა­ღაც თქვა – ან­ტონ­მა სიტ­ყვე­ბი ვერ გა­არ­ჩია – და ან­კამ ხმა­მაღ­ლა გა­იც­ი­ნა; რო­გორ­ღაც მე­ტის­მე­ტად ხმა­მაღ­ლა. – ოც­და­ა­თი, – თქვა ან­ტონ­მა და შე­მოტ­რი­ალ­და. ოც­და­ათ ნა­ბიჯ­ზე პაშ­კა სულ ერ­თი ცი­და ჩან­და. წი­თე­ლი სამ­კუთ­ხე­დი მას­ხა­რას ჩა­ჩი­ვით აბ­ზე­კო­და თავ­ზე. პაშ­კა იღ­ იმ­ებ­ო­და. ის ჯერ კი­დევ თა­მა­შობ­და. ან­ტონ­მა თა­ვი და­ხა­რა და აუჩ­ქა­რებ­ლად მო­ზი­და ლა­რი. – და­მი­ლოც­ნი­ხარ, მა­მაო ჩე­მო ვილ­ჰელმ, – შეჰ­ყვი­რა პაშ­ კამ, – და მად­ლო­ბას გწი­რავ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც უნ­და იყ­ოს. ან­ტონ­მა ის­ა­რი ღარ­ში ჩა­დო და გა­იმ­არ­თა. პაშ­კა და ან­კა მის­კენ იყ­ურ­ებ­ოდ­ნენ. გვერ­დიგ­ვერდ იდ­გნენ. ბი­ლი­კი ბნელ და ნეს­ტი­ან დე­რე­ფანს ჰგავ­და, მა­ღალ, მწვა­ნე კედ­ლებს შო­ რის მი­მა­ვალს. ან­ტონ­მა არ­ბა­ლე­ტი ას­წია. მარ­შალ ტო­ცის ყა­იდ­ის იარ­ა­ღი უჩ­ვე­ულ­ოდ დამ­ძი­მე­ბუ­ლი­ყო. ხე­ლე­ბი მი­კან­ კა­ლებს, გა­იფ­იქ­რა ან­ტონ­მა. ცუ­დია. და­სა­ნა­ნია. მო­აგ­ონ­და, ზამ­თარ­ში მთელ სა­ათს რო­გორ ეს­როდ­ნენ გუნ­დებს ის და პაშ­კა გა­ლავ­ნის ბოძ­ზე მი­მაგ­რე­ბულ თუ­ჯის გირ­ჩას. ჯერ ოცი ნა­ბი­ჯი­დან, მე­რე – თხუთ­მე­ტი­დან, მე­რე – ათ­იდ­ან, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მო­ახ­ვედ­რეს. მე­რე კი, გუნ­და­ო­ბა რომ მო­ბეზრ­დათ და წას­ვლა და­აპ­ირ­ეს, პაშ­კამ უკ­ან­მო­უხ­ედ­ ავ­ად ის­რო­ლა უკ­ან­ას­კნე­ლი გუნ­და და მო­არ­ტყა. ან­ტონ­მა მთე­ლი ძა­ლით მი­იჭ­ი­რა კონ­და­ხი მხარ­ზე. ან­კა მე­ტის­მე­ტად ახ­ლოს დგას, გა­იფ­იქ­რა. კი­ნა­ღამ და­უძ­ა­ხა, გა­ იწ­ი­ეო, მაგ­რამ მიხვ­და, რომ სი­სუ­ლე­ლეს ჩა­იდ­ენ­და. მაღ­ლა. 2

დიალოგი ა. პუშკინის მოთხრობიდან „გასროლა“.

- 16 -


უფ­რო მაღ­ლა. უფ­რო... და უც­ებ ირ­წმუ­ნა, რომ თუნ­დაც ზურ­ გი ექ­ცია მათ­თვის, გირ­ვან­ქი­ა­ნი ის­ა­რი პაშ­კას ზედ ცხვი­რის ფუ­ძე­ზე, მხი­არ­ულ მწვა­ნე თვა­ლებს შო­რის და­ერ­ჭო­ბო­და. თვა­ლე­ბი გა­ახ­ი­ლა და პაშ­კას შე­ხე­და. ის აღ­არ იღ­იმ­ებ­ო­ და, ან­კა კი ნე­ლა, ძა­ლი­ან ნე­ლა სწევ­და მაღ­ლა გა­ფარ­ჩხულ ხელს. და­ძა­ბუ­ლი და მე­ტის­მე­ტად ზრდას­რუ­ლი გა­მო­მეტ­ ყვე­ლე­ბა ჰქონ­და. ან­ტონ­მა არ­ბა­ლე­ტი უფ­რო მაღ­ლა ას­წია და სას­ხლეტს და­აჭ­ი­რა. სა­ით გაფ­რინ­და ის­ა­რი, არ და­უნ­ახ­ავს. – ავ­აც­ი­ლე, – თქვა უფ­რო ხმა­მაღ­ლა, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო და გა­ხე­ვე­ბუ­ლი ფე­ხე­ბით გა­უყ­ვა ბი­ლიკს. პაშ­კამ წი­თე­ლი ტომ­სი­კით სა­ხე შე­იმ­შრა­ლა, მე­რე გა­შა­ლა და თავ­ზე წა­იკ­რა. ან­კა და­იხ­ა­რა და არ­ბა­ლე­ტი აი­ღო. ახ­ლა ამ რა­ღა­ცას თავ­ში რომ ჩამ­ცხებ­დეს, გა­იფ­იქ­რა ან­ტონ­მა, მად­ლო­ბას ვეტ­ყო­დი. მაგ­რამ ან­კას მის­თვის ზე­დაც არ შე­უხ­ედ­ავს. პაშ­კას მი­უბ­ რუნ­და და ჰკით­ხა: – წა­ვე­დით? – ახ­ლა­ვე, – მი­უ­გო პაშ­კამ. მან ან­ტონს შე­ხე­და და თი­თი უს­იტ­ყვოდ მი­იკ­აკ­უ­ნა შუბ­ლ­ზე. – უკ­ვე წახ­დი, არა, ში­შის­გან, – ხუმ­რო­ბა სცა­და ან­ტონ­მა. პაშ­კამ ერ­თხელ კი­დევ მი­იკ­აკ­უ­ნა შუბლ­ზე თი­თი და ან­ კას გაჰ­ყვა. ან­ტო­ნი მათ უკ­ან მი­ჩან­ჩა­ლებ­და და ცდი­ლობ­და, ეჭვს არ აჰ­ყო­ლო­და. ვი­თომ რა ჩა­ვი­დი­ნე ას­ე­თი? უხ­ალ­ის­ოდ გა­იფ­იქ­რა მან, რას გა­იფ­ხორ­ნენ? პაშ­კა კი­დევ ჰო, დაფრ­თხა. თუმ­ცა ეგ­ეც სა­კით­ხა­ვია, ვის უფ­რო ეშ­ინ­ო­და – ვილ­ჰელმ-მა­მას თუ ვა­ჟიშ­ ვილ-ტელს. ან­კას რა­ღა ბზიკ­მა უკ­ბი­ნა? ალ­ბათ პაშ­კას გა­მო შე­შინ­და. კი მაგ­რამ, რა უნ­და მექ­ნა? ან რას დავ­ყვე­ბი კუდ­ში - 17 -


ძი­ძა­სა­ვით? ავ­იღ­ებ და უკ­ან გავ­ბრუნ­დე­ბი. აი, მარ­ცხნივ წა­ვალ, მშვე­ნი­ე­რი ჭა­ობ­ია იმ მხა­რეს, იქ­ნებ ბუც და­ვი­ჭი­რო. მაგ­რამ ნა­ბი­ჯიც არ შე­უნ­ელ­ებ­ია. ესე იგი სა­მუ­და­მო­ა, და­ას­ კვნა. წა­ეკ­ით­ხა, რომ ხში­რად ხდე­ბო­და ასე. მი­ვიწ­ყე­ბულ შა­რაგ­ზა­ზე უფ­რო ად­რე გა­ვიდ­ნენ, ვიდ­რე ეგ­ონ­ათ. მზე გვა­რი­ან­ად შე­მაღ­ლე­ბუ­ლი­ყო. ცხე­ლო­და. გუ­ ლის­პირ­ში ჩაც­ვე­ნი­ლი წიწ­ვე­ბი ნემ­სე­ბი­ვით იჩ­ხვლი­ტე­ბო­და. გზა­ზე ორ რი­გად ეგო და­ხეთ­ქი­ლი, მო­რუ­ხო-მო­წი­თა­ლო ბე­ ტო­ნის ფი­ლე­ბი. ფი­ლებს შო­რის ხში­რი ბა­ლა­ხი ამ­ოს­ულ­ი­ყო და ხმე­ბო­და. შა­რაგ­ზის თავ­ზე ხო­ჭო­ე­ბი და­ზუ­ზუ­ნებ­დნენ. ერ­თი მათ­გა­ნი უტ­იფ­რად შუბლ­ზე და­ეტ­ა­კა ან­ტონს. არ­ემ­ა­რე იყო მდუ­მა­რე და მო­თენ­თი­ლი. – შე­ხე­დეთ! – ან­იშ­ნა მე­გობ­რებს პაშ­კამ. გზის შუ­აწ­ელ­ზე, გარ­დი­გარ­დმო გა­ჭი­მულ ჟან­გი­ან მავ­ თულ­ზე, სა­ღე­ბა­ვა­ქერ­ცლი­ლი მრგვა­ლი თუ­ნუ­ქის ფირ­ფი­ტა ეკ­ი­და. ის, რაც ჯერ კი­დევ გა­ირ­ჩე­ო­და, წი­თელ ფონ­ზე გა­მო­ სა­ხულ ყვი­თელ მარ­თკუთ­ხედს ჰგავ­და. – ეს რა არ­ის? – გულ­გრი­ლად იკ­ით­ხა ან­კამ. – საგ­ზაო ნი­შა­ნია, – აუხ­სნა პაშ­კამ, – „შეს­ვლა აკრ­ძა­ ლუ­ლია“. – აგ­უ­რი, – და­ამ­ა­ტა ან­ტონ­მა. – და რას ნიშ­ნავს? – იკ­ით­ხა ან­კამ. – იმ­ას, რომ გზის გაგრ­ძე­ლე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა. – მა­შინ რა­ღა სა­ჭი­როა გზა? პაშ­კამ მხრე­ბი აიჩ­ე­ჩა: – ეს ხომ ძვე­ლის­ძვე­ლი შა­რაგ­ზაა! – ან­იზ­ოტ­რო­პუ­ლი გზატ­კე­ცი­ლი, – გა­ნაც­ხა­და ან­ტონ­მა. ან­კა მის­კენ ზურ­გშექ­ცე­ვით იდ­გა, – აქ ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ ობ­აა. - 18 -


– ბრძე­ნი ხალ­ხი იყო ძვე­ლე­ბი, – ფიქ­რი­ან­ად თქვა პაშ­ კამ, – მი­დი­ხარ, მი­დი­ხარ, გა­ივ­ლი ასე ორ­ას კი­ლო­მეტრს, უც­ებ – ბაც! – და აგ­უ­რი. ვე­ღარც გზას გა­აგრ­ძე­ლებ, ვერც ვე­რა­ვის ჰკით­ხავ... – სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უნ­და იყ­ოს ამ ნი­შანს იქ­ით, – ინ­ტე­ რე­სით იკ­ით­ხა ან­კამ და მი­იხ­ედ-მო­იხ­ე­და. გარ­შე­მო, მრა­ვალ კი­ლო­მეტრ­ზე, უს­ი­ე­რი ტყე გა­და­ჭი­მუ­ლი­ყო და ვე­რა­ვის ჰკით­ ხავ­დი, რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ნი­შანს იქ­ით, – იქ­ნებ სუ­ლაც არ არ­ის აგ­უ­რი? – ივ­არ­ა­უ­და მან, – სა­ღე­ბა­ვი ხომ თით­ქმის აღ­არ აჩ­ნია. ამ­ის გა­გო­ნე­ბა­ზე ან­ტონ­მა გულ­მოდ­გი­ნედ და­უმ­იზ­ნა ნი­ შანს და ეს­რო­ლა. რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ის­არს მავ­თუ­ლი გა­ეწ­ყვი­ტა და ნი­შა­ნი ზედ ან­კას ფეხ­თით და­ნარ­ცხე­ბუ­ლი­ყო! მაგ­რამ ის­ა­რი ნი­შანს მოხვ­და, ჟან­გი­ა­ნი თუ­ნუ­ქი გახ­ვრი­ტა და მხო­ლოდ გამ­ხმა­რი სა­ღე­ბა­ვი დაც­ვივ­და ძირს. – სუ­ლე­ლო, – უკ­ან­მო­უხ­ედ­ავ­ად თქვა ან­კამ. ეს იყო პირ­ვე­ლი სიტ­ყვა, რო­მე­ლიც ვილ­ჰელ­მტე­ლო­ბა­ნას თა­მა­შის შემ­დეგ ან­ტო­ნის­თვის გა­იმ­ე­ტა. ან­ტონ­მა ცალ­ყბად გა­იღ­ი­მა. – „გა­ბე­დუ­ლო­ბას მო­საზ­რე­ბა უს­უს­ტებს შუქ­სა – თქვა მან, – და სა­სა­ხე­ლო ძლი­ერ საქ­მეთ, დი­დად გან­ზრა­ხულთ, წინ ეღ­ობ­ე­ბა“.3 – ბავ­შვე­ბო, აქ მან­ქა­ნას ჩა­უვ­ლია! ნაწ­ვი­მარ­ზე! – წა­მო­ იძ­ა­ხა უც­ებ პაშ­კამ, – შე­ხე­დეთ, ბა­ლა­ხია გა­თე­ლი­ლი! აი, აქ... ბე­დი მაქვ­სო, პაშ­კამ უნ­და თქვას, გა­იფ­იქ­რა ან­ტონ­მა და ნაკ­ვა­ლევს და­აკ­ვირ­და. თვი­თო­ნაც და­ინ­ა­ხა გა­თე­ლი­ლი ბა­ლა­ ხი და ბე­ტონ­ზე, ორ­მოს­თან და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას სა­ბუ­რა­ვე­ბის გავ­ლე­ბუ­ლი შა­ვი ზო­ლი. 3

ცი­ტა­ტა შექს­პი­რის პიესიდან „ჰამ­ლე­ტი“.

- 19 -


– აჰა, – თქვა პაშ­კამ, – ნიშ­ნის იქ­იდ­ან გა­მო­ვარ­დნი­ლა. ეს დღე­სა­ვით ნა­თე­ლი იყო, მაგ­რამ ან­ტო­ნი მა­ინც შე­ეკ­ ამ­ა­თა: – რო­გორ გე­კად­რე­ბა?! აი, იმ მხრი­დან მო­სუ­ლა. პაშ­კამ გან­ცვიფ­რე­ბით ახ­ე­და: – შენ რა, დაბრ­მავ­დი? – იქ­იდ­ან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის კვა­ლია, – ჯი­უტ­ად გა­იმ­ე­ო­რა ან­ტონ­მა, – თუ გინ­და, ნაკ­ვა­ლევს გავ­ყვეთ. – რას ბო­დავ! – აღ­შფოთ­და პაშ­კა, – ჯერ ერ­თი, არც ერ­თი წე­სი­ე­რი მძღო­ლი არ წა­ვა აგ­ურ­ის იქ­ით; მე­ორ­ეც, შე­ხე­დე: აი, ორ­მო, აი, მუხ­რუ­ჭე­ბის კვა­ლი... ჰო­და, თქვი, აბა, სა­იდ­ან მო­სუ­ლა? – ფე­ხებ­ზე მკი­დია ყვე­ლა წე­სი­ე­რი მძღო­ლი! არც წე­სი­ერ­ ებ­ას და­გი­დევ და ნიშ­ნის იქ­ით­აც წა­ვალ. პაშ­კა გა­ცეცხლ­და. – ჯან­და­ბამ­დე გზა გქო­ნია, – თქვა ენ­ის ბორ­ძი­კით, – ჭკუ­ ათ­ხე­ლო! სულ გა­მო­გა­თაყ­ვა­ნა ამ სიც­ხემ. ან­ტო­ნი მიბ­რუნ­და და, თვალ­გაშ­ტე­რე­ბულ­მა, ნიშ­ნის­კენ აი­ღო გე­ზი. მხო­ლოდ ის უნ­დო­და, აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი ხი­დი დახ­ ვედ­რო­და წინ და მე­ო­რე მხა­რეს გა­დას­ვლა გას­ჭირ­ვე­ბო­და. წე­სი­ერ­ებ­თან რა ხე­ლი მაქვს, ფიქ­რობ­და ის, მიბრ­ძან­დნენ, სა­დაც ენ­ებ­ოთ... არ­სად და­ეკ­არ­გოს თა­ვი­სი პა­შენ­კა. მო­აგ­ონ­და, რო­გორ გა­აწ­ყვე­ტი­ნა ან­კამ სიტ­ყვა პა­ველს, რო­ცა მან ან­ეჩ­კა და­უძ­ა­ხა და შვე­ბა იგრ­ძნო. მე­რე უკ­ან მი­ იხ­ე­და. პაშ­კა მა­შინ­ვე და­ინ­ა­ხა. ოთ­ხად მო­კე­ცი­ლი ბონ უდ­აბ­ნოს კა­ ლია იდ­უმ­ალ მან­ქა­ნას ჩას­დგო­მო­და კვალ­ში. ჟან­გი­ა­ნი დის­კო ნე­ლა ქა­ნა­ობ­და შა­რაგ­ზის თავ­ზე და მის ნატ­ყვი­არ­ში კრთო­და ლურ­ჯი ცა. გზის პი­რას კი ან­კა იჯ­და, იდ­აყ­ვე­ბით შიშ­ველ მუხ­ლებს დაყრ­დნო­ბი­ლი და მუშ­ტებ­ზე ნი­კაპ­ჩა­მო­დე­ბუ­ლი. - 20 -


...უკ­ან შე­ბინ­დე­ბულ­ზე დაბ­რუნ­დნენ. ბი­ჭე­ბი ნიჩ­ბებს უს­ვამ­დნენ, ან­კა კი მე­სა­ჭე­ობ­და. შა­ვი ტყის თავ­ზე წი­თე­ლი მთვა­რე ამ­ოდ­ი­ო­და. გან­წი­რუ­ლი ხმით გო­დებ­დნენ ბა­ყა­ყე­ბი. – არ­ა­და ყვე­ლა­ფე­რი რა კარ­გად გვქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, – თქვა ან­კამ, – თქვენ რა გით­ხა­რით... ბი­ჭებს ხმა არ ამ­ო­უღ­ი­ათ. მე­რე პაშ­კამ ხმა­დაბ­ლა იკ­ით­ხა: – ტოშ­კა, რა დაგხვ­და ნიშ­ნის იქ­ით? – აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი ხი­დი, – უპ­ას­უ­ხა ან­ტონ­მა, – და ტყვი­ამ­ ფრქვევ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ფა­შის­ტის ჩონ­ჩხი, – და­ფიქრ­და და დას­ძი­ნა: – ტყვი­ამ­ფრქვე­ვი სულ მთლად მი­წა­ში იყო ჩა­სუ­ლი... – ჰოო, – თქვა პაშ­კამ, – ხდე­ბა. მე კი­დევ ერთს მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე.

- 21 -


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.