მედია და არჩევნები 2014

Page 1

gzamkvlevi

media da arCevnebi 2014

saqarTvelos axalgazrda iuristTa asociaciis qarTuli mediis samarTlebrivi dacvis centri

Tbilisi 2014

1


სარჩევი I. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია .......................................................................... 4 1. ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც კონსტიტუციური უფლება .............................................................. 4 2. ვის ვირჩევთ? ..................................................................................... 6 3. ვინ ირჩევს? ......................................................................................... 6 II. ვადები საარჩევნო პერიოდში ................................................................ 6 4. ვადები საარჩევნო პერიოდში ......................................................... 6 III. საარჩევნო პერიოდი ................................................................................ 6 5. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი .......................................... 6 6. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ................................................... 9 7. მაუწყებელთა ზოგადი ვალდებულებები წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ....................................... 12 8. წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ვალდებულების ფარგლები .......................................................... 14 9. წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება .......... 17 10. წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობები .......................................................... 22 11. ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების ვალდებულებები საარჩევნო პერიოდში ..................................................................... 24 12. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებები ............................................................ 27 13. უწყებათაშორისი კომისია ............................................................. 28 14. მედია მონიტორინგი ...................................................................... 29

2


IV. კენჭისყრის დღე ..................................................................................... 31 15. კენჭისყრის დღის საარჩევნო პროცედურები ............................ 31 16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაცია ................................................. 31 17. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა ...... 36 18. საარჩევნო ბიულეტენის შევსება .................................................. 36 19. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება ............................................. 37 20. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი ............................................ 37 21. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენის და მისი წარდგენის წესი ...................................................................... 40 22. კენჭისყრის პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება ....................... 40 23. დაკვირვება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე .... 42 V. არჩევნების შედეგების დადგენა და არჩევნების მეორე ტური თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ........................................ 43 24. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს წევრთა არჩევნების შედეგების დადგენა ....................................................................... 43 25. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს წევრთა არჩევნების შედეგების დადგენა ....................................................................... 44 26. მერის/გამგებლის არჩევნების შედეგების დადგენა ................. 44 27. არჩევნების შედეგების დადგენის განსხვავებული წესი თბილისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჩატარებული არჩევნებისას ........................................................... 45 VI. არჩევნების საჯაროობა ......................................................................... 46

3


I ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია 1.

ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც კონსტიტუციური უფლება - ადგილობრივი თვითმმართველობა ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მათ მიერვე არჩეული ორგანოს მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად. საქართველოს კონსტიუტუციის ამავე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.

4


5

უმაღლესი

ორგანო

ის პირი

თანამდებობ

ბელი

კოლეგიური

ორგანო და

აღმასრულე

ტეტის

ლობითი

იტეტის

მუნიციპალი

წარმომადგენ

მერი

მუნიციპალ

საკრებულო

ს პირი

ებას

თანამდებობი

უმაღლესი

ორგანო და

ლებელი

ეტისაღმასრუ

მუნიციპალიტ

გამგებელი

ლების

ორგანო

ლობითი

წარმომადგენ

კოლეგიური

ტეტის

მუნიციპალი

საკრებულო

განხორციელებას

ის

უფლებამოსილებ

გამგებლის

უზრუნველყოფს

რომელიც

დაწესებულება

გამგეობა

დასახლებათა ერთობლიობა (სოფელი, დაბა, ქალაქი) რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი

თვითმმართველი თემი

განხორციელ

უფლებამოსი

ოფს მერის

უზრუნველყ

ბა რომელიც

დაწესებულე

მერია

დასახლება, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები

თვითმმართველი ქალაქი

მუნიციპალიტეტების - მეშვეობით

თვითმმართველი ერთეულების -

მოქალაქეები თვითმმართველობას განახორციელებენ


2. ვის ვირჩევთ? 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებზე ჩატარდება 71 საკრებულოს (პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ასარჩევი 2088 საკრებულოს წევრი), 12 ქალაქის მერისა და 59 მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნები.

3. ვინ ირჩევს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების დღეს იმყოფებიან საქართველოში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები.

II ვადები საარჩევნო პერიოდში 4. საარჩევნო პერიოდში ყველა ვადა, მათ შორის სასამართლოსთვის

მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით.

III საარჩევნო პერიოდი 5. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნებისთვის1, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს

ყველა სხვა მიზნისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არის პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე ბლოკი, რომელშიც ასეთი პარტიაა გაერთიანებული. 1

6


საარჩევნო სუბიექი2, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:  დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%;  დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% ქვეყნის მასშტაბით;  გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში3, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4% და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი;  გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% ქვეყნის მაშტაბით და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტებისა, ადგილობრივი მაუწყებელი4 დამატებით ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს:  პოლიტიკური პარტია/ბლოკი, რომლის კანდიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა (გაიმარჯვეს), არჩევნების მეორე ტურში გავიდა (გავიდნენ) ან მიიღო (მიიღეს) ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 25%-სა;  პოლიტიკური პარტია/ბლოკი, რომელმაც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა. ამასთან, საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსი“ მაუწყებლებს, ასევე ადგილობრივ მაუწყებლებს, აძლევს უფლებას საარჩევნო სუბიექტი - შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი. 2

საარჩევნო ბლოკი - ცესკოს მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება. 3

ადგილობრივი მაუწყებლობა - მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-თვის. 4

7


თავად აღიარონ პოლიტკური პარტია/ბლოკი კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად:  მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.

დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

ადგილობრივი მაუწყებელი საარჩევნო სუბიექტად აღიაროს:

უფლებამოსილია

კვალიფიციურ

 პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10%-ისა;  პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ის მხარდაჭერით;  ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ის მხარდაჭერით.

8


მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინოს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების თაობაზე ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია აღიარებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

6. საზოგადოებრივი აზრის კვლევა წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეიძლება ჩატარდეს:  მაუწყებლის მიერ;  მაუწყებლის დაკვეთით;  არ არის ჩატარებული მაუწყებლის მიერ ან მაუწყებლის დაკვეთით, მაგრამ ხორციელდება მაუწყებლის ეთერით გადაცემა. ნებისმიერი ზემოაღნიშნული წესით ჩატარებული წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:  იგი უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება;  უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;  იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცდომილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცდომილებების დამაჯარებელი მეცნიერული ახსნა;  არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;  უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას.

9


საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:  ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი);  კვლევის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; თუ დამკვეთი ფიზიკური პირია: გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით) ან დამფინანსებელი;  გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო;  კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;  საველე კვლევის ჩატარების დრო;  გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;  ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;  იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;  შერჩევის ზომა;  ცდომილების ფარგლები;  ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შედეგებზე.

აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის არჩევნებთან დღის 20 საათამდე დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

10


წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქების ზემოაღნიშნული წესების დარღვევა წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ისე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას.

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

საზოგადეობრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებისას მაუწყებლებმა ასევე უნდა დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული პრინციპები და წესები. კერძოდ, წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია:  უზრუნველყოს მის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძვლიანობა და საიმედოობა;  არ მოხდეს კვლევის შედეგების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენისთვის;  კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა შეახსენოს აუდიტორიას, რომ შედეგები ასახავს მხოლოდ კვლევის ჩატარების დღეს არსებულ სურათს, რომელიც არ წარმოადგენს ხმის მიცემის დღეს მოვლენების განვითარების უტყუარ პროგნოზს.

11


წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებისას, ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით რეკომენდებულია:  მაუწყებელი დარწმუნდეს კვლევის მეთოდოლოგიის სისწორეში, შედეგების საიმედოობაში და იმ ხალხის ობიექტურობაში, რომელთაც აღნიშნული კვლევა ჩაატარეს ან დაუკვეთეს;  მაუწყებელმა უზრუნველყოს სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევით გამოვლენილ ზოგად ტენდენციებს შორის მკვეთრი სხვაობის ან ერთი კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული წინააღმდეგობრივი მონაცემების საფუძვლიანი ახსნა;  ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს;  დაუშვებელია ინტერაქტიული გამოკითხვის გამოყენება საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მისი შედეგების გაშუქება იმ პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომლის დროსაც ჩატარდა ინტერაქტიული გამოკითხვა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დარღვევებს განიხილავენ და რეაგირებას ახდენენ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმები მათივე დადგენილი წესების შესაბამისად.

7. მაუწყებელთა ზოგადი ვალდებულებები წინასაარჩევნო კამპანიის5 გაშუქებისას

საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების, გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს ყველა მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპები. მიუკერძოებლობის პრინციპი გულისხმობს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენას რომელიმე ჯგუფის თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე. წინასააარჩევნო კამპანია - საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწინეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. 5

12


ეთიკის წესები, მიუკერძოებლობის პრინციპის დასაცავად, მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:  დაუშვებელია ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა;  ინფორმაცია არ უნდა გაშუქდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე;  პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა. თუ ბალანსის დაცვა დაგეგმილია გადაცემათა ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ მაყურებელს უნდა ეცნობოს გადაცემის ეთერში გასვლის პირველივე დღეს;  ფაქტი და კომენტარი მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. თავიდან უნდა იქნას აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია;  სადავო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრება უნდა გაშუქდეს დროის ისეთ მონაკვეთში, როდესაც საკითხი აქტუალურია;  პირდაპირი ეთერის დროს, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა მიუკერძოებლობის პრინციპის დასაცავად და დროულად აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევა. სამართლიანობის პრინციპი გულისხმობს ფაქტების ზუსტ და სამართლიან გაშუქებას, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნას და აზრის ავტორის იდენტიფიცირებას. ეთიკის წესები, სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:  ფაქტების გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომა და დარწმუნდეს რომ ფაქტები არ არის გადმოცემული იმ შინაარსით და ფორმით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პირისა თუ ორგანიზაციის უსამართლო მოპყრობად და ყველას, ვისი გამოტოვებაც უსამართლო იქნებოდა, მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება;  მაუწყებელმა სამართლიანად უნდა წარმოაჩინოს იმ პირთა მოსაზრებები, რომლებმაც თავი შეიკავეს კომენტარისაგან ან პროგრამაში მონაწილეობისაგან;  მაუწყებელი, როგორც წესი, ღიად უნდა მოქმედებდეს, გარდა იმ

13


შემთხვევისა, როცა საკითხი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და შეუძლებელია ინფორმაციის სხვაგვარად მოპოვება;  თუ რესპოდენტი მოითხოვს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ კითხვებზე პასუხის გაცემას და სხვა შეზღუდვებს, მაუწყებელმა უნდა აცნობოს აუდიტორიას, თუ რა პირობით იქნა ინტერვიუ ჩაწერილი.

8. წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ვალდებულების ფარგლები ყველა საერთო მაუწყებელი ვალდებულია - არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს; საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია - საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას - აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები.

მაუწყებელს ეკრძალება წინასაარჩევნო დებატების პროგრამის რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა , რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია . იმ შემთხვევაში კი თუ წინასაარჩევნო დებატების პროგრამის ხანგრძლივობა 15 წუთზე მეტია წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ და არაუმეტეს 300 წამით.

წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე ვრცელდება მაუწყებელთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი წესები და რეკომენდაციები:  საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებელობას გააკეთონ კომენტარი;

14


 მაუწყებელს ეკრძალება პოლიტიკოსს მისცეს დაპირება გაშუქების შინაარსთან დაკავშირებით;  საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამაში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანინდიდატურის რეკლამირება;  არჩევნების დღეს კენჭისყრის დასრულებამდე, არჩევნების გაშუქება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გაშუქებით, რათა საარჩევნო უბნების დახურვამდე ეთერში გასულმა ინფორმაციამ ზეგავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მაუწყებელი ვალდებულია აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია და კომენტარი ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე;  არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება;  ყოველკვირეული პროგრამები ან ყოველკვირეულ პროგრამათა სერია, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს რომელიმე ერთ პარტიაზე, უნდა იძლეოდეს მომდევნო და გასული პროგრამების მოკლე ანოტაციას, რათა აუდიტორიისთვის აშკარა გახდეს, რომ ბალანსი მიიღწევა გარკვეული დროის მანძილზე. ასეთ პროგრამებში ბალანსი მიღწეულ უნდა იქნეს მთელი კამპანიის მანძილზე;  კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში;  მაუწყებელი უნდა შეეცადოს კანიდადატების ან პოლიტიკური პარტიების შეხედულებები გააშუქოს მათი საკუთარი სიტყვებით და არა მესამე პირთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;  წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა გააშუქოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და

15


არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მოვლენების და პოლიტიკური პარტიების ან მათი კანდიდატების განცხადებების გაშუქებით;  თუ ერთი კვალიფიციური სუბიექტი ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ გამოთქვამს ბრალდებას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მეორე მხარის შეპასუხება;  საარჩევნო კამპანიის დროს, თუ პროგრამაში შუქდება ერთი რომელიმე საარჩევნო ოლქის შესახებ ინფორმაცია, უნდა დასახელდეს ამ ოლქში რეგისტრირებული ყველა კანდიდატი, მათი სახელი, გვარი და პარტია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს მისი დამოუკიდებლობა. დასახელება შეიძლება განხორციელდეს ხმით ან ვიზუალურად. თუ არ მოხდება კანდიდატთა სრული სიის წარმოდგენა, აუდიტორიას უნდა ეცნობოს იმ ვებგვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელია სრული მონაცემების ნახვა;  არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამის მონაწილის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ თანაბარი სტატუსი შესაბამის პოლიტიკურ პარტიებში. მაუწყებელები კანდიდატებს უნდა მოეპყრონ თანასწორად და დაუთმონ თანაბარი საეთერო დრო. იმ პირის შერჩევა, რომელიც პოლიტიკური პარტიას წამოადგენს, შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის შედეგად უნდა გაცხადდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მაუწყებელი;  საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპი და უზრუნველყოს ბალანსი. მაუწყებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის რომ მკაფიოდ განასხვაოს მისი როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა;  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის განცხადების გაშუქებისა, რომელიც შეეხება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ან წინასაარჩევნო სადებატო საკითხებს, პარტიულ ჭრილში

16


წარმოაჩენს ხელისუფლების პოლიტიკას ან გადაწყვეტილებას, შეიცავს პარტიულ ლოზუნგებს, აკრიტიკებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს, მაუწყებელი ვალდებულია აგრეთვე გააშუქოს სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ იმავე თემაზე გაკეთებული კომენტარი.

საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო დებატების, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივპოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის შეტანა ხდება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში.

საჩივართან დაკავშირებით მაუწყებელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჩივრის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, ეს უკანასკნელი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.

9. წინასაარჩევნო რეკლამის 6 განთავსების ვალდებულება საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია - ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი საარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის;

წინასაარჩევნო რეკლამა - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს. 6

17


საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია - საერთო არჩევნებისას7 საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის. ყველა სხვა მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განათავსებს იმ საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად დამატებით დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ მაუწყებლებმა უფასო წინასაარჩევნო რეკლამა უნდა განათავსონ არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად დროის გამოყოფა შემდეგნაირად უნდა მოხდეს:  იმ საარჩევნო სუბიექტისათვის, რომელიც ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად დამატებით დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა გადანაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს;  იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიზნებისათვის მიჩნეულნი არიან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად - დრო რომელიც ტოლია იმ სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის განაყოფისა ამავე სუბიექტთა რაოდენობაზე, რომლებიც ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს დრო თანაბრად უნდა განაწილდეს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს;  ყველა სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - მათ მიერ შეძენილ ფასიან სარეკლამო დროზე ორჯერ მეტი დრო, რომელიც მათ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს იმ პირობით, რომ ერთი საერთო არჩევნები - მორიგი და რიგგარეშე არჩევნები. აქ არ შედის შუალედური და ხელახალი არჩევნები. 7

18


სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს; აქ ჩამოთვილ ყველა შემთხვევაში უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესი შემდეგია: თუ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდა საუკეთესო დროს, უფასო რეკლამაც დროის ამ შუალედში უნდა განთავსდეს იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით - სხვა დღეს. ყველა სხვა შემთხვევაში - ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით - სხვა დღეს.

არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის.  საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დამატებით იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვალდებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების 15% გამოიყენონ სულ ცოტა 7 ადგილობრივ მაუწყებელში რეკლამის განსათავსებლად;  მაუწყებლებმა, როლმებსაც სურთ ასეთი ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ, რომელიც 1 დღის ვადაში განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;  მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათასვებს ოფიციალურ ვებგვერდზე;

19


 უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას განსათავსებლად.

კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

თუ პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას, კერძოდ პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებამდე გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო წინასაარჩევნო კამპანიის დარჩენილი დროის ყოველდღიურად პროპორციულად განმავლობაში გამოაკლდება საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას.

20


საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობა; საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დრო მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობის მიხედვით არ ჯამდება და უტოლდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისათვის გამოყოფილი სარეკლამო დროის ხალგრძლივობას.

თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს უფლება აქვთ, ეს დრო თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა, ხოლო რადიომაუწყებელმა განთავსებისას რეკლამის წინასაარჩევნო რეკლამის დასაწყისში უნდა გააჟღეროს: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა, ხოლო რადიომაუწყებელმა წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისას რეკლამის დასაწყისში უნდა გააჟღეროს: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

21


წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს ელექტრონული მედიის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს ელექტრონული მედიის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ საჩივრდება.

მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე. მასზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი.

10. წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების და წინასაარჩევნო კამპანიის

გაშუქების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, სამაუწყებლო ლიცენზიის სხვა მფლობელები, რომლებიც გამოყოფენ საეთერო დროს წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის, ვალდებულნი არიან კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე დაიცვან შემდეგი პირობები:  საჯაროდ გამოაცხადონ და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული

22


მომსახურება;მომდევნო კვირის ორშაბათიდან ორშაბათამდე ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლმისათვის გამოყოფილი საეთერო დრო;ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;საეთერო დროის ტარიფი; წინა კვირის პარასკევიდან პარასკევამდე განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია; წინა კვირის პარასკევიდან პარასკევამდე სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით;  პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;  ფასიან და უფასო პოლიტიკურ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი. პოლიტიკური რეკლამის სურდოთარგმანის უზრუნველყოფა რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა;  მაუწყებელი ვალდებულია არ დაუშვას წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი მაუწყებლობის საერთო დღიური მოცულობის 15 პროცენტს.არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი.

ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) უნდა იყოს ერთნაირი.

23


იმ პირის მიერ, რომელიც არ არის საარჩევნო სუბუექტი, მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისა და წინასაარჩევნო აგიტაციის განთავსება ხორცელდება საერთო წესის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო რეკლამისა და აგიტაციისათვის გამოყოფილი საეთერო დროის ფარგლებში და დადგენილი ტარიფებით. საეთერო დროის გამოყოფის ან გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მაუწყებელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოუკიდებლად იღებს.

მაუწყებელმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ეთერში გაშვების პირობები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

11. ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების ვალდებულებები წინასააჩევნო პერიოდში

ცენტრალური ან ადგილობრივი ბოიჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი ვალდებულია აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში, იმავე გაზეთში ყოველკვიურეულად გამოაქვეყნოს და ყოველი კვირის პარასკევ დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონულ ფოსტაზე მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:  რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი;  გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე;  უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში - მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

24


არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მქონე გაზეთმა, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში, იმავე გაზეთში ყოველკვირეულად უნდა გამოაქვეყნოს და ყოველი კვირის პარასკევ დღეს საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონულ ფოსტაზე უნდა მიაწოდოს შენდეგი ინფორმაცია:  მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თრიღი) ორშაბათამდე (თარიღი), ერთი კვირის პერიოდისათვის გამოყოფილი გაზეთის ფართობი;  გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე;  გასული კვირის მანძილზე (პარასკევიდან პარასკევამდე) გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;  რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი;  უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში - მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე;  ფართობის ტარიფი და გაწეული მომსახურება.

თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი გაზეთის ფართობი, გაზეთს უფლება აქვს, ეს ფართობი თანაბრად გადაუნაწილოს დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

წერილისა სააგიტაციო და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

არცერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი.

25


ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა გაზეთი ვალდებულია არჩევნების იყოს ერთნაირი. გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდში არ გამოაქვეყნოს პოლიტიკური რეკლამა კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს ბეჭვდითი მედიის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს ბეჭვდითი მედიის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ საჩივრდება.

გაზეთი, რომელიც არ ფინანსდება ცენტრალური, ან ადგილობრივი უფლებით, ბიუჯეტიდან სარგებლობს წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.

26


12. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებები

არჩევნების თარიღის დანიშვნიდან არჩევნების დღემდე (არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისას − მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე) პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია:  მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს უკვე მოხსენიებული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება;  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, არჩევნების თარიღის დანიშვნის დღიდან, არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლობის ტრანზიტი;  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა აღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულოს არჩევნების თარიღის დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.

27


მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან შეუსრულებლობა განმეორებით ამ ვალდებულების გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.

აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენიდან ან ამ მაუწყებლის შესაბამისი განცხადების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება გაასაჩივროს შესაბამისმა პირმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 48 საათში თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანიდან 48 საათში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

13. უწყებათაშორისი კომისია საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, 2014 წლის 3 აპრილს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების და მთავარი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები.

28


უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციაა ხელი შეუწყოს დიალოგს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

14. მედია მონიტორინგი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში მაუწყებლის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას მათ დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია:  შეისყიდოს მედიამონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება ან,  უშუალოდ განახორციელოს მედიამონიტორინგი ან/და,  გამოყენოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და სამოქალაქო სექტორის სუბიექტების მიერ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ჩატარებული და ამ წესების რელევანტური, საჯაროდ ხელმისაწვდომი მედია მონიტორინგის შედეგები. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესების დაცვაზე უშუალო მონიტორინგის განხორციელებისას კომისია იყენებს გეგმიური და მოულოდნელი შემოწმების წესს.

29


საზოგადოებრივი მონიტორინგს ექვემდებარებიან: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის მაუწყებელი; ტელევიზია და რადიო, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი; საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი; საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი; სპეციალიზირებული მაუწყებლობის განმახორციელებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული პირი, რომელიც საკუთარ ეთერში რეკლამას; გაზეთები, განათავსებს წინასაარჩევნო რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მონიტორინგს ექვემდებარება:  ახალი ამბები;  საუკეთესო დროს (19.00 საათიდან 24.00 საათამდე) გადაცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები;  წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო რეკლამა. მაუწყებელს გეგმიური შემოწმება უტარდება შემდეგი პერიოდულობით:  საარჩევნო კამპანიის პირველ ნახევარში - 2 კვირაში ერთხელ;  საარჩევნო კამპანიის მეორე ნახევარში - ყოველკვირეულად. მაუწყებლის მოულოდნელი შემოწმება ტარდება კომისიის ინიციატივით, კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე;

გაზეთის მონიტორინგი ტარდება დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე, გაზეთის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების გზით; ამ დროს, კომისია უფლებამოსილია გაზეთისაგან გამოითხოვოს მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია.

30


IV კენჭისყრის დღე 15. კენჭისყრის დღის საარჩევნო პროცედურები სამ ეტაპად იყოფა:  დილის 7 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდი - უბნის გახსნა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილება წილისყრით, უბნის მომზადება ამომრჩეველთა მისაღებად;  დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე - ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის პეიოდი. კენჭისყრა წყდება და საარჩევნო უბანი იხურება კენჭისყრის დღეს, საღამოს 8 საათზე თუმცა, შესაბამისი პირობების არსებობისას მოხდება ამ დროისათვის ხმის მისაცემად რიგში მდგომი ამომრჩევლების აღრიცხვა, მათ მიეცემათ კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობის საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხურება უბანი;  საღამოს 8 საათიდან (ან კენჭისყრის პროცედურის ფაქტობრივად დასრულებიდან) შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე - კენჭისყრის დღეს, საღამოს 8 საათიდან იწყება საარჩევნო ყუთების გახსნის, ბიულეტენების დათვლის და შესაბამის უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა. საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცედურა სრულდება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემის მომენტიდან. კენჭისყრის დღის საარჩევნო პრცედურების სხვადასხვა ეტაპზე მედიის უფლებები განსხვავებულია, რაც ქვემოთ არის განმარტებული.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაცია

საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

31


კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები.

მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას (რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს).

აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს ). აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო

32


სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლებს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ; • საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს; • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში; • დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;  ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტისარაუმეტეს 1 წარმომადგენელს);  რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთიდა იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);  რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავესაერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (დამატებით შესაძლოა ახლდესთარჯიმანი);  მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (პრესისა და მასობრივი ინფორმაციის ერთი დაიმავე საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს);

33


კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი.

მედია საშუალების წარმომადგენელმა, რომელიც შედის საარჩევნო უბანში რეგისტრაცია უნდა გაიაროს საარჩევნო უბნის მდივანთან, მდივარი აღნიშვნას აკეთებს ჩანაწერთა წიგნში.

კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დასრულებამდე, არჩევნების გაშუქება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გაშუქებით, რათა საარჩევნო უბნების დახურვამდე ეთერში გასულმა ინფორმაციამ ზეგავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მაუწყებელი ვალდებულია აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია და კომენტარი ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე.

მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:  თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი. შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:  დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;  კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;  შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის

34


ხელისშეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელისშეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.

მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება: 1. ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; 2. გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; 3. აგიტაცია8გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; 4. ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; 5. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდნენ სამკერდე ნიშნის გარეშე; 6. დაარღვიონ ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული მე-2, მე-3 და მე-4 მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩვენო აგიტაცია

წინასაარჩევნო აგიტაცია - ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაშ/ჩატარებაში მონაწილეობა, წინასაარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა. სააგიტაციო მასალა - პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი. 8

35


17. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა. კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში კენჭისყრის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია. დამრღვევის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე და წევრები. გაძევების აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრისჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

18. საარჩევნო ბიულეტენის შევსება საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:  საარჩევნო კომისიის წევრისა;  კანდიდატისა;  საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;  დამკვირვებლისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, უფლება აქვთ, ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის

36


ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

19. გადასატანი საარჩვენო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, მათ შორის, მედიის წარმომადგენელი, უფლებამოსილია დააკვირდეს გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს. ამისათვის მედიის წარმომადგენელი უფლებამოსილია თან ახლდეს გადასატან საარჩევნო ყუთს მისი ამომრჩეველთა ადგილსამყოფელის მიხედვით კენჭისყრის პროცედურების ჩატარებისას და გადასატანი საარჩევნო ყუთის მოძრაობის მთელი პერიოდის განმავლობაში. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისთვის. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირებს შეუძლიათ თავად უზრუნველყონ ამ პროცედურაში თავიანთი მონაწილეობა.

20. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენის და მისი წარდგენის წესი

მედიის წარმომადგენელი უფლებამოსილია გაასაჩივროს საარჩევნო პეორცესის მხოლოდ ის დარღვევა, რომელიც ზღუდავს ან ართმევს მედიას საარჩევნო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული რომელიმე უფლების განხორციელების საშუალებას. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში (სადაც დარღვევა მოხდა). ამ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში. საუბნო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრებისას განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/ მომჩივანს გადასცემს ცნობას თავისი ხელმოწერით, რომელშიც

37


აღინიშნება განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის ან მისი ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში საჩივრდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია საჩივარზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/ საქალაქო სასამართლოში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომისიის მდივანი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრან არსებული დარღვევა. თუ არ ან ვერ მოხდა დარღვევის აღმოფხვრა ან განმცხადებელს/ მომჩივანს უარი ეთქვა რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად. თუ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო საარჩევნო კომისია, ჩანაწერთა წიგნში აღინიშნება „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო. მედიის წარმომადგენელი უფლებამოსილია დარღვევის ადგილზე აღმოფხვრის შემთხვევაში არ გამოიყენოს კომისიისთვის საჩივრით მიმართვის უფლება და დარღვევის ფაქტისა და მისი აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში პრეტენზიის ან შენიშვნის სახით.

38


არავის არა აქვს უფლება ხელი შეუშალოს პირს ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

შეშლის

საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/სარჩელის/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

არაუფლებამოსილი პირის მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.

21. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი, პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნი არის ზონარგაყრილი და დალუქული დოკუმენტი, რომელიც ასახვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესებს. მედიის წარმომადგენელი უფლებამოსილია თავისი პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. არავის არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

39


22. კენჭისყრის პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე და საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან, გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან არანაკლებ 3 მეტრის მანძილის დაშორებით, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.

თუ კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში:

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება კენჭისყრის პროცესის ხელისშეშლის გარეშე კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტო-ვიდეოგადამღები აპარატები გატანილ უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.

40


ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ერთხელ არაუმეტეს 10 წუთისა საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება აწარმოოს ნებისმიერი ადგილიდან. მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ფოტოვიდეოგადაღება აწარმოონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილ ადგილზე განთავსებული სტაციონალური გადამღები აპარატის მეშვეობით. ფოტო-ვიდეო სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

აკრძალულია: •

კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეოგადაღება (რადგან არ მოხდეს ამომრჩევლის არჩევანის გამჟღავნება);

ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიისა და სხვა ისეთი ინფორმაციის თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა: • ინტერვიუს ჩაწერა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ;

41


ინტერვიუს მიცემა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მათთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

მედიის წარმომადგენლის საარჩევნო კოდექსით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

23. დაკვირვება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე საარჩევნო უბანი იქმნება ტერიტორიულობის პრინციპით, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. გამონაკლის შემთხვევები, როცა შესაძლებელია შეიქმნას საარჩევნო უბანი ამ წესის დაუცველად შემდეგია:  სამხედრო ნაწილი, რომელშიც არის 50-ზე მეტი ამომრჩეველი (სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირი);  საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც არის 50-ზე მეტი ამომრჩეველი;  შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას ისეთ სამხედრო ნაწილში (შენაერთში), რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება. საავადმყოფო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება), სამხედრო ნაწილი (შენაერთი), რომელშიც ამომრჩეველთა (ავადმყოფთა, სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება, მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს და ეს ამომრჩევლები ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.

42


გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით. შესაბამისად, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე ყოფნა და დაკვირვება უნდა განხორციელდეს ამ თავში მოცემული წესების შესაბამისად.

ხმები დაითვლება და შემაჯამებელი ოქმი შედგება იმ ძირითად საარჩევნო უბანზე, რომელზეც არის მიმაგრებული გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი.

V არჩევნების შედეგების დადგენა და არჩევნების მეორე ტური თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში 24. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს წევრთა არჩევნების შედეგების დადგენა:

 პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ს მიიღებს. პარტიებს შორის საკრებულოს მანდატების განაწილების წესს ადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსი.  თუ ვერცერთმა პარტიულმა სიამ (პარტიამ) ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის შესაბამის იმ სუიექტებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები,

43


რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.  თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქiდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება განხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

25. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს წევრთა არჩევნების შედეგების დადგენა:

 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, როემლიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.  თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

26. მერის/გამგებლის არჩევნების შედეგების დადგენა  თუ მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ინიშნება მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტური.  მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ერთზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.  მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტური ინიშნება შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში, თუ შემაჯამებელი ოქმი არ გასაჩივრდა. ხოლო, შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

44


 მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობაც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.  თუ არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია, ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე ტარდება ხელახალი არჩევნები. არჩევნების თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასეთიუ ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.

არჩევნების მეორე ტური იმართება იმ შემთხვევაში თუ, მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებით ვერ გამოვლინდა არჩევნებში გამარჯვებული. ყველა სხვა შემთხვევისთვის ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი არჩევნებში კანდიდატის/პარტიის გამარჯვებულად მიჩნევის წესს.

27. არჩევნების

შედეგების დადგენის განსხვავებული წესი თბილისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჩატარებული არჩევნებისას

 თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.  თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ თბილისის საკრებულოს არჩევნებში ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 25 სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

45


მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მეორე ტურის დანიშვნიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე, შესაბამის ზონაში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებზე და მაუწყებლებზე ვრცელდება სავალდებულო ტრანზიტის წესები (იხ. გზამკვლევის მე-12 პუნქტი) მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესები მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურზე ვრცელდება მედიის მიერ საარჩევნო პერიოდის გაშუქებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და შესაბამისი ეთიკის სტანდარტები.

VI არჩევნების საჯაროობა საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:  ზემდგომი კომისიის წევრებს და კომისიის წარმომადგენლებს;  შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს;  შესაბამის კომისიაში აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს;  საარჩევნო სუბიექტების კომისიაში;

თითო

წარმომადგენელს

შესაბამის

 შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

46


 ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. მხარდამჭერთა სეიბის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცესკოს წევრებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში აგრეთვე სასამართლოს. მხარდაჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანოს ვადის ამოწურვიდან 10 დღეში. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საოლქო საარჩევნო კომისია ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხემისაწვდომობას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილი არის ამომრჩევლის გვარი, სახელი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი, მისამართი, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული ფოტოსურათებიანი ვერსია, მხოლოდ ელექტრონული სახით შეიძლება გადაეცეს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და დამკვირვებელ ორგანიზაციას. ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ მონაცემებს. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისთვის პასუხიმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების

47


დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა - დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყონებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

48


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.