საინფორმაციო ბიულტენი თებერვალი

Page 1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა

2016 წლის, თებერვალი საინფორმაციო ბიულეტენი

უკვე 2 წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს თქვენს ორგანიზაციასთან, გასულ წელს თქვენმა იურისტებმა ლაშა ჩალაძემ და ქეთევან ქაჩლიშვილმა შეუდგინეს ჩემს მეუღლეს, მარინე ჯანგველაძეს სარჩელი დაგირავებული ბინის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს სასარგებლოდ, იმდენად გამართულად და სამართლებრივად სწორედ იყო დოკუმენტი შედგენილი. ამა წლის ოქტომბერში ისევ მოვმართე საიას დახმარებისთვის. შევხვდით დავით ლომთაძეს, ის უმოკლეს ვადაში გაეცნო საქმის მასალებს და შეგვიდგინა სარჩელი, დავითი ნამდვილად თავისი საქმის კარგად მცოდნე ახალგაზრდაა. გულდასმით მოგვისმინა და კეთილსინდისიერად, მთელი გულისყურით მოეკიდა ჩვენს პრობლემას. მის მიერ შედგენილი სარჩელის საფუველზე მოვახერხეთ ჩვენი კუთვნილი ქონების სარგებლობის უფლება კვლავ მიგვეღო. მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ორგანიზაცას ასეთი თანამშრომლებისთვის და მოქალაქეების გასაჭირის გაზიარებისა და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის. მადლობა საიას!

ღონისძიებები

საიამ პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

i “

კვლევის პრეზენტაცია იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი?! 2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პროექტის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი“.საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმეზე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ) ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულირება, რომელიც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენის გარეშე, თვითმმართველი ერთეულის არჩეული თანამდებობის პირი განუსაზღვრელი ვადით გადაეყენებინა თანამდებობიდან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა და პრობლემური საკითხი წამოჭრა.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

საიას კვლევა „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 11 თებერვალს კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების შესწავლა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით საჯარო მოხელის შეფასებისათვის დადგენილი ძირითადი მიმართულებების ანალიზი. ვრცლად...

საიამ დოკუმენტური ფილმის “2014” ჩვნება-დისკუსია გორსა და თელავში გამართა საიას დოკუმენტური ფილმის „2014“ ჩვენება-დისკუსია გორსა და თელავში გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმი გადაღებულია პროექტის - “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” ფარგლებში. ფილმი გადაიღო „StudioMobile Accent on Action“-მა („სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ფოტოგალერეა გორი

ფოტოგალერეა

ფოტოგალერეა თელავი


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

22 თებერვალს, პროექტ ,,მოქალაქეთა ჩართულობა - ეფექტური თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეების საერთო მიზანს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით: • ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა და რეფორმების მიმდინარეობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა; • მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; • რეგიონისა და ადგილობრივ დონეზე, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის გააქტიურება; • მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი ცნობიერების ამაღლება; • მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირება და თანამონაწილეობის გაზრდა თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში.

ვრცლად...

04 თებერვალს, საიას ზუგდიდის ოფისის საკვირაო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მოსწავლეებს შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციები და უფლებამოვალეობები.

ზუგდიდის ოფისის საკვირაო სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან.

ვრცლად...

წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ე.წ. ,,რეიდების“ დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა

საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით დასაქმებულმა, რომელსაც ანაზღაურების გარეშე უწევდა დაკისრებული მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება მიიღო

საიას თბილისის ოფისი იცავდა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების, ე.წ. ,,რეიდების” დროს თბილისში, 2016 წლის 19 თებერვალს დაკავებულ ერთ პირს. მისი დაკავება იმ დროს განხორციელდა, როდესაც იგი ცდილობდა მიმდინარე სპეციალური საპოლიციო ღონისძიების პროცესის ვიდეო გადაღებას. მისი კლინიკური ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იგი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მიუხედავად ამისა, პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმი მაინც შეადგინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. ვრცლად...

ვრცლად...


განცხადებები

საიას განცხადება მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციას მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ანგარიშის შინაარსი, ტერმინოლოგია და ხასიათი, ისევე როგორც მასში მოყვანილი კონკრეტული მტკიცებულებების დეტალურად გამოქვეყნება, არსებითად ზღუდავს და აზარალებს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას; აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს სისხლის სამართლის საქმის შემდგომ მიმდინარეობაზეც.

ვრცლად...

საია საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა

26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული, დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა წამებასთან ბრძოლის მიმართულებით, საიას განცხადებით წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება არასრული და არაეფექტურია.

ვრცლად...

სტრატეგიული სამართალწარმოება საია ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნის სამი არასრულწლოვანი დისშვილის სახელით დავობდა, რომ მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), ვინაიდან ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართული სამართალწარმოებაში, ეროვნულმა სასამართლოებმა და სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და არ მიიღეს მხედველობაში მათი სურვილი, ეცხოვრათ დეიდის ოჯახთან ერთად.მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მთლიანად გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტაციები და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა.

საიას საჩივრის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევა დაადგინა

ვრცლად...

კოალიციური აქტივობა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს გამოვხატავთ შეშფოთებას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. საკითხი ეხებოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტურ ნაწილში ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულ უმაღლეს შეფასებას და იმავე გამოცდაში მონაწილე, სხვა პირის მიერ წერილობით გამოცდაში გაცემული პასუხის პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით იდენტურობას კაზუსის ავტორის მიერ წინასწარ მომზადებულ პასუხის ფრაზებსა და აზრის მიმდევრობასთან. აღნიშნულის დამადასტურებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგამოცდო პროგრამიდან ამობეჭდილი მასალაც გადასცა.

ვრცლად...

საზოგადოებრივი ინიციატივა - შეაჩერე!

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის პეტიცია :ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები, მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.ასევე, მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად.

ვიდეოგალერეა


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.