საინფორმაციო ბიულეტენი #5

Page 1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა

2015 წლის, სექტემბერი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #5

ღონისძიებები

გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საიამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა 2015 წლის 17 სექტემებრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებაზე იურიდიული განმარტებები გააკეთა. საია მიიჩნევს რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე შეეძლო გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ გულისხმობს. საიას აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, არ გულისხმობს იმას, რომ გიგი უგულავა გუშინვე სასჯელარსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო. ვრცლად... ფოტოგალერეა

i

საის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა 29 სექტემბერს #საია - მ გამართა პრესკონფერენცია თემაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

ვიდეოგალერეა

საია ,,მაესტროს“ ჟურნალისტის მიმართ მუქარას და ,,ნაციონალური მოძრაობის წევრების“ დაკავებას გამოეხმაურა საიამ ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის ფაქტი უკიდურესად უარყოფითად შეაფასა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული გადაცემების ფორმატის შეცვლის და „თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტის“ შექმნის სურვილით ახსნა, რომელსაც, მათივე განმარტებით, მაუწყებელი მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებს. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის გამოძიება. ვინაიდან საქმე შეეხება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხზე, აღნიშნული საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მისი გამოძიება უნდა განხორციელდეს პრიორიტეტულად, სწრაფი და ეფექტური გამოძიების სტანდარტების დაცვით. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საია ყურადღებით მიადევნებს თვალს ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და მოახსენებს საზოგადოებას აღნიშნული რეაგირების ეფექტურობის თაობაზე.

ვრცლად...


საიას ზუგდიდის ოფისმა ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

საიას ზუგდიდის ოფისში, მოეწყო საიას ზუგდიდის ოფისის 1 წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია. კერძოდ კი წარმოდგენილ იქნა ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.საიას ზუგდიდის ოფისმა ერთი წლის განმავლობაში უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია 1876 მოქალაქეს. გასცა 9642 სამართლებრივი კონსულტაცია. ბენეფიციარებისათვის მომზადებულ იქნა 239 სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი (სარჩელი, საჩივარი, განცხადება, შესაგებელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები). საანგარიშო პერიოდში საიას ზუგდიდის ოფისმა განახორციელა 26 გასვლითი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან.

საიას ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით პროექტ "ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში" ფარგლებში საჯარო შეხვედრა გაიმართა საიას ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით პროექტ "ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში" ფარგლებში გაიმართა საჯარო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, აქტიური მოქალაქეების, სტუდენტებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები. კერძოდ: სკოლამდელი დაწესებულებები-ბაღები, შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების პრობლემა, დასუფთავების პრობლემა, საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა.

ვრცლად... ვრცლად... ფოტოგალერეა ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები თელავში

ქალაქ თელავში #საიას ადგილობრივი ოფისის ორგანიზებით სოფელ კურდღელაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ე.წ „უსახელო ხევის“ პრობლემებზე იყო საუბარი, მოსახლეობა ხევის გაწმენდას და კალაპოტში მოქცევას ითხოვს. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე და ქალაქ თელავის მერიც ესწრებოდა. შეხვდრაზე გადაწყდა რომ, წლის ბოლომდე თვითმმართველი ორგანო სამუშაობის პროექტს შეიძენს, ხოლო პროექტის დაფინანსება მომავალი წლიდან იგეგმება. პროექტის განხორცილებას მონიტორინგს #საიას თელავის ოფისი გაუწევს.

ვრცლად...

კოალიციური აქტივობა

„ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაციასაზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთან დაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ვრცლად...

სკოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის საზოგადოებრივ მაუწყებელს არხზე ინტერესთა კონფლიქტის საკითხების განმარტება მოსთხოვა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის წერილით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებისა და ქცევის კოდექსის გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე. წერილი შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს „პირველი სტუდია“ წამყვანის პოზიციიდან განთავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების შერჩევით გამოყენების შესახებ.

ვრცლად...


კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის პარლამენტის მიერ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა 2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება პროკურატურის სისტემის რეფორმას უწოდებს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ პროცესს და საჯაროდ წარადგინადასკვნები კანონპროექტზე. კოალიცია აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის და მისი განთავისუფლების ახალი წესის დადგენა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის რეფორმირებისათვის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესს ვერ ვუწოდებთ პროკურატურის სისტემის რეფორმას.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საკოსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში და მისი პოზიციის მიუხედავად მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სასამართლომ საქმის განხილვის პროცესი იმგვარად დაგეგმოს, რომ უზრუნველყოს მოსამართლის მიერ ამ ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. უგულავას საჩივრის განხილვის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა, ვინაიდან ერთის მხრივ მოსამართლემ დამაჯერებლად ვერ განმარტა საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები.

ვრცლად... ფოტოგალერეა

ვრცლად...

21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებითG ეორგიან Uლტრას, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის.ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორიეპიზოდი. ვიდეოს ახლავს აღწერა: "ბერგმანი ზანგებისწინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობსმსგავს ''გაწმენდით სამუშაოებს''. თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევეთურქების და არაბების მიმართ."

"არა ფობიას!" რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტები დაგმო

ვრცლად...

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

კოალიციის განცხადება სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე ვრცლად...


ვეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებგვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც სიძულვილის ენას და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავს.კერძოდ, ანგარიშში სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პ რეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული.

სამოქალაქო პლატფორმამ „არა ფობიას!“ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება დაგმო

ვრცლად...

წარმატებული საქმეები

საია თბილისის ოფისისა და ქუთაისის ფილიალის ადვოკატები იცავდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს, რომლის სასარგებლოდაც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლებთან ყოველგვარი ურთიერთობა.

საიას დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებები იქნა დაცული

ვრცლად...

ვიდეოგალერეა

საიას ზუგდიდის ოფისის ადვოკატი იცავდა მ.ე.-ს ინტერესებს, რომელმაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, თუმცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მოქალაქის აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და სასამრთლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით მოქალაქემ საკუთრების უფლების ვრცლად...


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.