საიას საინფორმაციო ბიულეტენი #1

Page 1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა

2015 წლის, მაისი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია 20 წელია ემსახურება დემოკრატიული პროცესების განვითრებას საქართველოში. ჩვენს 4 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს: ადამიანის უფლებების დაცვა; საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა; იურიდიული განათლების ხელშეწყობა; კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საია არის ორგანიზაცია, რომლის მანდატისა და საქმიანობის შესახებაც მოსახლეობის 67 % არის ინფორმირებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რესპონდენტების მხოლოდ 4%-ს არასდროს სმენია ჩვენ შესახებ. ვრცლად...

ღონისძიებები

კონფერენცია „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“ კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. კვლავ რჩება კითხვის ნიშნები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების ეფექტურობისთან დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყებიდან 7 წლის თავზე კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ მომხდარა 2008 წლის ომის დანაშაულში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება, დღემდე არ არის შეფასებული საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზარალის ოდენობა და საზოგადოებისთვის უცნობია რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება აღნიშნული დანაშაულების გამოძიების კუთხით.

ვრცლად...

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა პროექტი პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა და განხორციელდა თბილისისა ქუთაისის მასშტაბით. საერთო ჯამში 80 სკოლის, 82 სამოქალაქო განათლების პედაგოგი დატრენინგდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში სამოქალქო და სამართლებრივი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და ინტენსიური ტრენინგების გზით სამართლებრივი განათლების მიწოდება.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

დებატების შიდა შესარჩევი ტურნირი საქართველოს მასშტაბით საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) საპარლამენტო დებატების შიდა შესარჩევი ტურნირები მოაწყო. დებატებში მონაწილეობდნენ ფონდის სტუდენტები და რეგიონების დებატ-კლუბების წევრები. თბილისში 29 გუნდიდან ფინალში გადავიდა 8 გუნდი, ხოლო რეგიონებიდან თითო-თითო გუნდი. გამარჯვებული გუნდები 7 ივნისს დებატების ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ფოტოგალერეა

საია მსოფლიო კამპანიას ,,Wings for life'' შეურთდა. კამპანიის მიზანია მთელი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან ზურგის ტვინის დაავადების დასამარცხებლად მოქალაქეების ჩართულობა.

ფოტოგალერეა


განცხადებები

მშრომელთა საერთაშორისო დღეს საია მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია დღეისათვის შრომითი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2014 -2015 წლების განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საიას არაერთმა მოქალაქემ მომართა. მომართვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა სამსახურიდან გათავისუფლების, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, კომპენსაციის გაცემის, იძულებითი განაცდურის საკითხებს. პრობლემურ საკითხად რჩება დისკრიმინაცია, მათ შორის გენდერული ნიშნით, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე სახელშეკრულებო პერიოდში ვრცლად...

საია მოქალაქეების მიმართ ნარკოტიკების და იარაღის ჩადების ფაქტებზე საუბრობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მოქალაქეები პერიოდულად მომართავენ საიას სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკის და ასევე იარაღის ჩადების ფაქტებზე. საიას თავმჯდომარის განცხადებით, “მართალია ასეთი ფაქტები არ არის მასშტაბური (საუბარია ათეულ საქმეზე), თუმცა თუ არ იქნა სწორი და სწრაფი რეაგირება თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით, ძალიან დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ გაზრდილი პრობლემა, რომელიც გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიება იყოს სწრაფი და ეფექტური. სამწუხაროდ, ამ ნაწილში ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რეაგირება ყოველთვის არის ისეთი, როგორსაც მოითხოვს შესაბამისი უწყებებისგან კანონი.” აღნიშნულ პრობლემებზე საიას მოქალაქეები წინა წლებშიც მიმართავდნენ, 2014 წლის ფაქტებთან დაკავშირებით საიამ შემაჯამაებელი პრეს-კონფერენცია 2015 წლის მარტის თვეში გამართა ვიდეოგალერეა

მომავალი თვის ღონისძიებები 16 ივნისი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია;

17 ივნისი - ფორუმი მართლმსაჯულების კოალიციის ფარგლებში: წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირების პოლიტიკა;

22 ივნისი - თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის N7 ანგარიშის პრეზენტაცია;

26 ივნისი - ორი კვლევის პრეზენტაცია - სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოსა და ხორვატიაში;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება;

სამართლებრივი დასკვნები

საიას მოსაზრებები შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით ნაცვლად ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებებისა, აუცილებელია შემუშავებულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ერთიანი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსენსუსურ ხედვას სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგის რეჟიმში და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს რეფორმის ყველა ეტაპზე.

ვრცლად... ვიდეოგალერეა

საიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა საიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 - 2016 წწ. პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტზე სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა . წერილში ხაზგასმულია ის ძირითადი საკითხები, რასაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის გავრცელებისას. ვრცლად...


მონიტორინგი

საია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკის #64 ოლქსა და ზუგდიდის #67 ოლქში დააკვირდა. არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული სახის პროცედურული დარღვევები. ვრცლად...

საია ამზადებს კვლევას და დოკუმენტურ ფილმს პროექტის „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით“ ფარგლებში. ფილმის გადაღებები მაისის თვიდან დაიწყო. პროექტის მიზანია სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას შორის ცნობიერების ამაღლება ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) პრობლემის სიღრმისეული გააზრება და აღმოფხვრის ხელშეწყობა. საიას 2014 წლის განცხადება ფემიციდის პრობლემაზე ვრცლად...

ვიდეოგალერეა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 16 მაისს ბოლნისში, დაბა კაზრეთში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ადგილზე დათვალიერება მოხდა. არქეოლოგიურ ობიექტზე იმყოფებოდნენ საქმის განმხილველი მოსამართლე, მხარეები, მოწმეები და მოწვეული სპეციალისტები. საიას მიერ პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და მოწმის ახსნა-განმარტების შედეგად სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით საჭიროდ მიიჩნია საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ადგილზე დათვალიერება. მოსარჩელეების ინტერესებს საია იცავს. უახლოეს მომავალში საია საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შესახებ კვლევას საზოგადოებას გააცნობს. ფოტოგალერეა

საია სასამართლოში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეების ინტერესებს იცავს

ვიდეოგალერეა საიას პირველი კვლევა საყდრისი ყაჩაღიანის შესახებ

ადვოკატირება

არასამათავრობო ორგანიზაციები სასჯელარსრულების დაწესებულებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია და შეაფასოს, რამდენად დაცულია პატიმრის უფლებები. ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით მთავრობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებაა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაეხმარონ სახელმწიფოს, შექმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებების დამოუკიდებელი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი. ვინაიდან არ არსებობს ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი, საია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ადვოკატირებას უწევს აღნიშნული მექანიზმის შექმნას.

ვიდეოგალერეა


სტრატეგიული სამართალწარმოება საიას საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას საკონსტიტუციო სამართალწარმოება წარმოადგენს. მაისის თვეში საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართა. ორგანიზაცია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს. ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას. ამ კატეგორიის პირებზე ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური მომსახურების პაკეტი.

კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

ვრცლად... ვიდეოგალერეა

წარმატებული საქმეები 2015 წლის 25 მაისს, უზენაესმა სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა საიას დაცვის ქვეშ მყოფი ლ.მ. რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იყო დამნაშავედ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში (საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით) და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ვრცლად...

უზენაესმა სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა პირი, რომლის ინტერესებსაც საიას ოზურგეთის ოფისის ადვოკატი იცავდა. აღნიშნულ პირს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ჯგუფურად თანხის გამოძალვაში. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, დადგენილად მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დადასტურებისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. ვრცლად...

საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით კიდევ ერთი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

კოალიციური აქტივობა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს,,ქართული ოცნების’’ მმართველობის ორი წელი 28 მაისს საქართველოში მოქმედმა 15 - მა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშში საია-მ იმუშავა შემდეგ სფეროებზე: სამართალდამცავი სისტემა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სასამართლო, კულტურული მემკვიდრეობა და დევნილთა უფლებები. ვრცლად... ფოტოგალერეა

სოლიდარობის აქცია 17 მაისს IDAHO Day 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მრგვალ ბაღში გამართულ სოლიდარობის აქციას შეურთდა. საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განცხადებით ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში უმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს უმცირესობის გაჩუმების შესაძლებლობა და ყველა ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული''. ვიდეოგალერეა


პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით კოალიციამ მოამზადა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

მიმართვა საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე 2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს. ვრცლად...

ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს. საიას თავმჯდომარემ ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და წარმოადგინა პროკურატურის რეფორმის თაობაზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების წარმოდგენა ასევე დაგეგმილია თბილისში, მიმდინარე წლის 16 ივნისს.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.