ონლაინრევოლუციები და სოციალური ქსელის გავლენა პოლიტიკაზე

Page 1

ონლაინრევოლუციები და სოციალური ქსელის გავლენა პოლიტიკაზე

ინტერნეტს რომ დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და განვითარებაზე ამაზე უკვე აღარავინ დავობს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ მისი მეშვეობით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაც კი შესაძლებელია. ამის პირველი პრეცედენტი 2004 წელს ნარიჯისფერი (აწ უკვე ფერჩამორეცხილი) რევოლუცია იყო. მაშინ რევოლუციის ორგანიზება და ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა ციფრულმა ტექონოლოგებმა არატრადიციულმა მედია საშუალებებმა და მობილურმა ტელეფონებმა ითავეს. 6 წლის წინ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით უკრაინელი „ნარიჯისფერები“ აქტივისტების მობილიზაციასა და ციფრულ პოლიტისტორიაში ჩაწერას ცდილობდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ინტერნეტისა და საზოგადოების კვლევის ბერკმანის ცენტრის დასკვნით ნარინჯისფერი რევოლუცია პირველი კიბერრევოლუცია იყო. უკრაინის კიბერრევოლუციის შემდეგ ონლაინორგანიზებულმა მოვლენებმა ბევრ ქვეყანაში იჩინა თავი. რევოლუციები, გადატრიალებები, აქციები საქართველოს მსგავსად ბევრგან იქცა ყოველწლიურად აღსასრულებელ რიტუალად. რევოლუცია სხვა არაფერია, თუ არა არსებული რეჟიმის სტრუქტურული სისუსტე და ოპოზიციის წარმატებული ტაქტიკა. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ამ ტაქტიკის


წარმატებულად განხორციელება გაცილებით მარტივია. რაც დროს გადის მით უფრო რწმუნდება ადამიანი, რომ რევოლუციის ორგანიზიება ციფრული სამყაროს დახმარებით ყველას შეუძლია. ავტორიტარული რეჟიმი პირდაპირ უბიძგებს დამოუკიდებელ ციფრულ მედიას განვითარებისა და პოპულარობისკენ. ასეთ პირობებში კი ხელისუფლების ავტორიტარი მმართველები თავისუფალი აზრის ზეწოლას წარმატებულად ვეღარ ახორციელებენ და მათი მცდელობა კონტრპროდუქტიულიც კი არის. ასე მოხდა კუჩმას რეჟიმის დროსაც - მედიაზე განხორციელებულმა პრესმა ალტერნატიული მედიასაშუალებების განვითარებას შეუწყო ხელი და სიტუაცია რევოლუციისთვის მოამწიფა. ოლიგარქებისგან მასობრივად კონტროლირებად მასმედიას ოპოზიციის მიერ მწირე დაფინანსებით არსებული რამდენიმე არხი და არატრადიციული მედია დაუპირისპირდა. საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი მთავარი ინსტიტუტი რევოლუციის დროს ინტერნეტი და მობილური საშუალება იყო, სწორედ, მათი მეშვეობით ხდებოდა რევოლუციისთვის აქტივისტების მობილიზაცია. კუჩმას რეჟიმმა მედიაზე ზეწოლით სოცილაური მედიის განვითარებას შეუწყო ხელი და ამით თვითხარაკირი გაიკეთა. ციფრულ რევოლუციას სასწაულებლივად გადარუჩა არანაკლები ავტორიტარი აჰმადინეჯადი 2009 წლის ზაფხულში. მან საკმარისად იწვნია ციფრული ტექნოლოგიების დემოკრატიის გემო. ირანისთვის ტრადიციულ დარბევებს, დაპატიმრებებს და მედია საშუალებებზე მასობრივ ზეწოლას, ხელი არ შეუშლია ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის გადაეღოთ ცემის და დარბევის ფაქტები, გაევრცელებინათ „ტვიტერითა“ და „ბლოგებით“ მასალები და ეჩვენებინათ მთელი მსოფლიოსთვის ქვეყანაში არსებული რეჟიმის ნამდვილი სახე. სოციალურმა მედიამ დიდი საფრთხე შეუქმნა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, აჰამადინეჯადი გრძნობდა რა მოახლოებულ საშიშროებას, ერთი ხელით ოპოზიციას ებრძოდა და მეორით თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესს. მსგავსი ვითარებაა აზერბაიჯანშიც. 2009 წელს აზერბაიჯანში პოპულარულ ბლოგერები დააპატიმრეს კიდეც. ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ადნან ჰაჯიზადე და 30 წლის ემინ მილი ხულიგნობაში ბრალდების საფუძველზე გაასამართლეს - ივლისში ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო. თავად ბლოგერები კი ირწმუნებოდნენ, რომ რესტორანში მათ თავს მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო დაესხნენ. ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია იყო, რომელიც დამკვეთებმა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერების მიმართ გამოიყენეს. რესტორნის ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ჰაჯიზადესა და მილის ინტერნეტში გამოქვეყნებული


ჰქონდათ ვიდეომასალები, რომლებიც მთავრობაში არსებულ კორუფციას ეხებოდა. აზერბაიჯანის მთავრობას აშინებს ადგილობრივ ახალგაზრდებში ბლოგებისა და სოციალური საინტერნეტო ქსელების პოპულარობა და ყველანაირად ცდილობს არ დაუშვას, რომ ინტერნეტით საზოგადოებრივი აზრის კონტროლი ოპოზიციამ შეძლოს. ასეა თუ ისე პირველი რევოლუცია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უკვე მომხდარია. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ კიდევ რამდენი ერთპიროვნული მმართველი გაებმება ახალ ტექნოლოგიურ აბდაუბდაში, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. www.newalliance.info


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.