მე რეპორტიორი

Page 1

me reportiori

gamomwyvdeuli bedi

#1 samoqalaqo Jurnalistikis Jurnali


4 5

6

7

mewyersaSiSi zonebi saqarTveloSi

8

Cveni Jurnalis mizani saqoqalaqo Jurnalistikis xelSewyobaa. .madlobas gixdiT gaZlierebis procesSi TanamonawileobisTvis

sarCevi


3

gamomwyvdeuli bedi

ბოლო პერიოდში საქართველოს ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შემცირდა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა 012 წლის მონაცემებით, საქართველოს დათვი ხშირად ხდება ბრაკონიერების მსხვერპლი მიუხედავად იმისა, რომ მასზე ნადირობა აკრძალულია. ტერიტორიაზე 1643 მურა დათვი ბინადრობს

2

მურა დათვს 75-195 დღე სძინავს. მისი ზამთრის ძილი 2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალ ბუნაგს. მურა სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დათვი ორ წელიწადში ერთხელ შობს 2-3, ხოლო იშვიათად 4-5 დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო ბელს. მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის დადგენილი საზღვრების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭარბტენიანი ფარგლებში, –გამოიწვევს დაჯარიმებას ა1000-დან 1300 კოდექსი იცავს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ლარამდე. ც ხო ველებ ს ნადირობ ისგან თ უ დატყვ ევებ ისგან. დატყვევებულ მურა დათვებს ვხდებით როგორც გათვალისწინებულია შესაბამისი ჯარიმებიც. მონასტრების, ასევე რესტორნების ეზოებში. გასული წლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 50-მდე დათვი მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, სხვადასხვა ადგილას უმძიმეს პირობებშია. გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო მურა დათვის დატყვევების ფაქტზე რეაგირების შემდეგ ხდება და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, ცხოველის კონფისკაცია. ამასთან, პრობლემაა გარეულ აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ ცხოველთა თავშესაფრის არქონა, რაც შეუძლებელს ხდის საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჩამორთმეული ცხოველების განთავსებას და შემდგომ ჰიბრიდიზაცია ადაპტაციას ველურ გარემოსთან. მსგავსი თავშესაფარი საქართველოს ტერიტორიაზე იყო თბილისის და ბათუმის 1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების ზოოპარკები. არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან საქართველოს წითელი წიგნი პირველად 1982 წელს გამოიცა მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ და მისი გამოცემის აუცილებლობა იმ სახეობების სხვადასხვა საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია კატეგორიებად კლასიფიკაციისათვის გახდა საჭირო, (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და რომელთა რიცხვიც ამა თუ იმ მიზეზის გამო რეგიონში ჰიბრიდიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 მცირდებოდა. ლარამდე.


4

autizmi

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივა განპირობებულია აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ადამიანს სამი ძირითადი პრობლემა აწუხებს ესენია: საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა, საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემა და საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა. ადამიანებს , რომლებსაც აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნებათ, სხეულის ენა გაუგებარია.

მათ ვერბალურ მეტყველებასთან დაკავშირებითაც აქვთ პრობლემები. ისინი სიტყვებს პირდაპირ იგებენ და ფიქრობენ, რომ ადამიანები ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ამბობენ.

აუტიზმით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ძალიან სიტყვაძუნწი იყოს. მათ ხშირად ექმნებათ პრობლემა სხვების ემოციებისა და შეგრძნებების გაგებასა და თავისი ემოციების გამოხატვაში, ვერ ააცნობიერებენ საზოგადოების დაუწერელი წესებს, ურჩევნიათ მარტო

აუტიზმი კლასიფიცირდება, როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადეკვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით.

საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი. მათ ხშირად ექმნებათ პრობლემა სხვების ემოციებისა და შეგრძნებების გაგებასა და თავისი ემოციების გამოხატვაში, ვერ ააცნობიერებენ საზოგადოების დაუწერელი წესებს, ურჩევნიათ მარტო ყოფნა. აუტიზმით დაავადებულებს უჭირთ მეგობრების შეძენა: ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს ამის სურვილი, მაგრამ არ იცოდეს, როგორ მოახერხოს ეს.

აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდეთ, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ერთი ან რამდენიმე გრძნობის ან გემოს შეგრძნების მხრივ. აუტიზმის გამომოწვევი ზუსტი მიზეზის დადგენას ჯერ კიდევ ცდილობენ. თუმცა, უკვე დადგენილია, რომ გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა ერთად შეიძლება ტვინის განვითარების ცვლილება გამოიწვიოს. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.


5

msoflios kerZo koleqciebSi

ფერმწერ გოჩა ზირაქიშვილის ნიჭი 12 წლის ასაკში მამამ აღმოაჩნა. იგი ყველაზე ხშირად ვაჟა-ფშაველას პორტრეტებს ხატავს და ყველაზე მეტად სურს მამის პორტრეტის შექმნა, რომელიც შვიდი წლის წინ გარდაიცვალა. მ ისთვის მთავარია ისეთი სამუშაო გარემოა, სადაც სუფევს სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე.

–როგორ ემზადებით სახატავად? ისევე როგორც მსახიობი სცენაზე გასვლის წინ, ჯერ ვსწავლობ თემას ანუ როლს ვითვისებ და შემდეგ გავდივარ სცენაზე.

– რა თვისებებს აფასებთ ხელოვანში? – ბავშვივით გულწრფელობას, კეთილშობილურობას და პროფესიონალიზმს. – როგორია ძველი თბილისური აურა თანამედროვე დროში? – ჩემი სურათები „გაზაფხული თბილისში’’ ვერცხლისფერის და ჩალისფერის ტონალობითაა გაჟღენთილი. ძველი თბილისის აურა თანამედროვე დროში არის ძალიან ნოსტალგიური. – ვის კერძო კოლექციებში ინახება თქვენი ტილოები? – ესენი არიან დიპლომატები, ხელოვნების მოღვაწეები, კოლექციონერები. ჩემი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ინახება: საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ირანის, თურქეთის, ჩინეთის და ა.შ.შ-ს კერძო კოლექციებში. – ფერის მოძიების პროცესს როგორ ავითარდებთ? – უშუალოდ ნატურიდან მუშაობის პროცესში ხდება ფერის მოძრაობა, ეს არის პროცესი როცა ფერი სათანადო სიმაღლეზე უნდა აიყვანო. კომპოზიცია, ნატურა თვითონ გვკარნახობს სათნადო ფერის ფორმულას. მხოლოდ თავად უნდა იპოვო და დაადო სათანადო ადგილას.


5

“madonas aqvs ufleba iyos mZRoli“

რეჟისორ ნინო გოგუას სადებიუტო ნამუშევარი „მადონა“, ნიონის და ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე წარადგინეს. ფილმი , საქართველოში ავტობუსის ერთადერთი მძღოლი ქალის, 58 წლის მადონას ამბავს გვიამბობს. მადონა ნაროუშვილი უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც ყვითელი ავტობუსის მძღოლად მუშაობს.

– ნინო, როგორ აღმოაჩინეთ ქალბატონი მადონა?

“მადონას აქვს უფლება იყოს მძღოლი.

- ჟურნალ “ლიბერლისთვის“ ვამზადებდი თემას და ვეძებდი

მისთვის ეს პროფესია არც კაცურია და არც

ტრამვაის დეპოს, სადაც ცხოვრობს ქალბატონი მადონა, სწორედ ქალური იქ გავიცანი სრულიად შემთხვევით. ეს ისტორია და პერსონაჟი კი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ მოხოლოდ სტატიის

– რამდენი ხანი გრძელდებოდა გადაღებები?

დაწერა არ იყო საკმარისი, ამიტომ მოვამზადეთ პროექტი და

-ფილმის გადაღება გაგრძელდა 1 წელი, რადგან

გადავწყვიტეთ ფილმის გადაღება.

საჭირო იყო სხვადასხვა სეზონი და მოვლენების განვითარება. ჯამში, რაც შევაგროვეთ 60 საათს

– გაგიჭირდათ თუ არა ქალბატონი მადონას დათანხმება და

აღემატებოდა.

მასთან მუშაობა? - თავიდან , მადონას ფილმის იდეა სერიოზულად არ მიუღია,

- თქვენი აზრით, რა კვალს დატოვებს ეს ფილმი

ჩვეულებრივი რეპორტაჟი ეგონა, ფიქრობდა — მოვლენ ერთი

ადამიანების აზრზე პატრიარქატთან

დღე, ორი დღე და გადაიღებენო. მეორეს მხრივ დადებითი

დაკავშირებით?

გავლენა იქონია ფაქტმა, რომ ტრამვაის ვატმანობის 15 წლის

– ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ძალიან

განმავლობაში, მადონას როგორც ქალის ვატმანობა იყო

მკაცრად უნდა იყოს საზოგადოებაში

მხარდაჭერილი საბჭოთა სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით.

გამოყოფილი ქალისა და კაცის როლი, ნახავენ

ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იბეჭდებოდნენ გაზეთებში

სხვა რეალობას და ამ ყველაფერს იხილავენ სხვა

როგორც გმირები და ჯილდოვდებოდნენ მედლებით ანუ მედია კუთხით. მადონას მიმართ არის აგრესია, მუდმივად ყურადღბას აქცევდა მათ. საბჭოთა კავშირის შემდეგ

მართალია მას არ ურტყამენ და არ სცემენ,

კი ეს ყველაფერი გაქრა და მგონია რომ ჩვენს შემთხვევაში ეს

მაგრამ მგზავრები ეუბნებიან – “ბარემ კაცად

დაგვეხმარა რადგან ამ ფილმის საშუალებით გარკეულწილად

დაბადებულიყავი”.

მადონას საშუალება მიეცა საკუთარი თავი წარმოეჩინა.

ავტორები: ნათია ცომაია, სალომე ლაგვილავა


6

bredberis winaswarmetyveleba

რეიმონდ დაგლას ბრედბერი (1920-2012 ) — ამერიკელი მწერალი იყო , რომელიც მოღვაწეობდა სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი ორი შესანიშნავი ნაწარმოებით , ესენია ანტიუტოპიური ჟანრის რომანი „451º ფარენჰეიტით“ და ჩვენთის ფრიად საინტერესო „მარსის ქრონიკებით“ , რომელიც 1950 წელს გამოქვეყნდა.

ბრედბერის ფანტაზია უსაზღვროა . იგი, მარსზე მცხოვრებ ადამიანებზე წერს. ამ რომანში საყურადღებოა ის გარემოება , როცა ავტორი აღწერს იმ ქაოსს ,რომლის ფარგლებშიც დედამიწელები მარსზე გადასახლების პროცესში არიან. ეს არის ეტაპი, როდესაც ადმიანები ცდილობენ გაექცნენ წარსულს, არსებულ ყოფას, და იმედოვნებენ , რომ იქ, შორსს მარსზე უკეთესი შესაძლებლობები დახვდებათ. ბრედბერი მარსის ეპიდემიით იყო შეპყრობილი. მას სჯეროდა, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობდა , ამის ნათელი მაგალითია მისი შემდგომი მოთხრობებია: „კალეიდოსკოპი“ , სანაპირო მზის ჩასვლისას“ სიკვდილი და ქალწული“ სახეცვალება“ და ა.შ. ავტორი ამ ნაწარმოებებში დეტალურად აღწერს, როგორ დაიწყებენ ადამიენები ნივთების ჩალაგებას და მარსზე გადასვლას. მართალია, მისი წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ეჭვის ქვეშ დგას და დროის საკითხია, მაგრამ ის რომ მარსზე წყალი არსებობს , რაც სიცოცხლის საწინდარია, უკვე დადასტურდა. პროექტი 2004 წელს დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2,5 მლრდ დოლარს მიაღწია. “ცნობისმოყვარეობა” მომცრო ავტომობილისხელაა, მისი წონა 899 კგ-ია. Curiosity-ზე 75 კგ. საერთო მასის სამეცნიერო ინსტრუმენტებია განლაგებული. 2015 წლის 28 სექტემბერს, NASA-ს პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა მარსზე მლაშე წყალი აღმოაჩინეს. მარსზე წყალი კრატერის კედლებსა და კანიონებში მიედინება. ტემპერატურის დაქვეითებისას კი სითხე იყინება. სპეციელისტებმა ყველაზე დიდი ყურადღბა მარსული ღორღის ნიმუშებზე შეაჩერეს, რომელიც მარსმავალმა გადააბრუნა და მოგვიანებით გადატეხა კიდეც. ნიმუში შიგნიდან თეთრი ფერის აღმოჩნდა, რაც მიუთითებს ჰიდრატირებული მინერალების არსებობაზე. ღორღისგან ფორმირებული ქანის ზომები იმდენად დიდი იყო, რომ მისი ქარისმიერი წარმოქმნა და ზედაპირზე გადატანა თავიდანვე გამოირიცხა.

”ცნობისმოყვარეობამ” კალციუმის სულფატით მდიდარი

ქანებიც აღმოაჩინა, რომელიც გამდინარე წყალს უნდა დაეტოვებინა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტის ზედაპირის საფარის 2% წყალია.

“მარსის წყალი გაცილებით მარილიანია, ვიდრე სიცოცხლით სავსე ოკეანეები დედამიწაზე”–, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალფრედ მაკევენი. აღმოჩენა მარსზე სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის. შესაბამისად მარსზე მისი არსებობა მიუთითებს იმას, რომ ამ პლანეტაზე უფრო მეტად საცხოვრებლად ვარგისი გარემოა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. და ბოლოს, არის კი ეს ბრედბერის ერთგვარი წინასწარმეტყველების რეალობად გარდაქმნის წინაპირობა ? ავტორი: გვანცა კირკიტაძე


7

ჟურნალი გამოიცემა თვეში ერთხელ ჟურნალი ვრცელდება უფასოდ გამომცემლობა “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი ” www.cjc.org.ge გვიპოვეთ: Facebook.com/citizenJournalisClub


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.