დინამო - დილა

Page 1


ჩვენი მეტოქე

vs

დილა გორი გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 ფოტო: დილას სოც მედია წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მიიღო. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2-0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4-1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. გორელებმა წარმატებას 2020 წელსაც მიაღწიეს. ბოლო ტურის შეხვედრაში ლოკომოტივთან მათ ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლები და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვეს. სადებიუტო გათამაშების პირველ ეტაპზე დილა სლოვაკურ (5-1, 2-1) ჟილინასთან დამარცხდა. შარშანდელი სეზონი გორელებმა ასევე მესამე ადგილზე დაასრულეს.

მწვრთნელი და დილა

2021 წლიდან გუნდს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი - ანდრი დემჩენკო ხელმძღვანელობს. გასული სეზონი უკრაინელმა მწვრთნელმა და მისმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვეს. მიმდინარე ჩემპიონატში კი 21 ტურის შემდეგ დაგროვილი 34 ქულით, მისი გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ფოტო: დილას სოც მედია

დინამო - დილა |ურთიერთშეხვედრები

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 75- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 52 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 178/46 არის. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0). ბოლოს ეს გუნდები გორში 12 მაისს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამოელებმა უსმანე კამარას ფოტო: ლაშა კუპრაშვილი გოლით 1-0 მოიგეს.


ჩვენი გუნდი

vs

დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით განაახლა

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

13 აგვისტოს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 21-ე ტური გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-1 დასრულდა. პირველ ტაიმში არერთი მცდელობის მიუხედავად გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში კი ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა 65-ე წუთზე გახსნა. ხუთიოდე წუთში საჯარიმო დარტყმის შემდეგ დინამოს საჯარიმოში არეულობით თემურ ბექაურმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 1-1. გიორგი გაბედავამ 77-ე წუთზე ძლიერი დარტყმით კიდევ ერთხელ დააწინაურა დინამო 2-1. მატჩის 82-ე წუთზე დავით სხირტლაძემ ითამაშა ტექნიკურად, ზუსტი გადაცემა და უსმანე კამარამ საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. დინამომ 21 ტურის შემდეგ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

დინამო 2-მა ვარკეთილი დაამარცხა

18 აგვისტოს ეროვნულ ლიგა 3-ში მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ვარკეთილს უმასპინძლა. შეხვედრამ საინტერესოდ და ანგარიშიდან გამომდინარე დრამატულად ჩაიარა. პირველი ტაიმი სტუმრთა უპირატესობით წარიმართა. მე-11 წუთზე ლაშა მანაგაძის დარტყმულით ვარკეთილი დაწინაურდა. 31-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა კი აღადგინა სტატუს ქვო, თუმცა ორიოდე წუთში პირველი გოლის ავტორმა ზუსტი პენალტით დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის ბოლოს, კი ზაქარია ბასილაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დინამოელები შესვენებაზე რთულ სიტუაციაში მყოფნი გავიდნენ 1-3. მეორე ტაიმში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა უმატა შეტევებს და მე-60 წუთზე ჯადული იობაშვილმა ერთი გოლი გაქვითა. მანვე რვა წუთში პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით ჰეთ თრიქი გაიფორმა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა საფინალო ანგარიში 4-3 დააფიქსირა. მატჩის 82-ე წუთზე დინამოელები მოედანზე ათნი დარჩნენ, მსაჯმა ზურაბ ერაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 36 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

დინამო პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 აგვისტოს თბილისში, მარაკანაზე, არაგვთან გამართავს.

ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს

დინამო აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს. ლუკა პარკაძე დინამოს აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული თურანის წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია. დინამო თბილისი ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

დილასთან და ლოკომოტივთან უმაყურებლოდ

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დინამო ბათუმთან XI ტურში მომხდარი ინციდენტის გამო (მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე შესული ახალგაზრდები), ჩვენი გუნდი მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას - დილასთან და ლოკომოტივთან, უმაყურებლოდ გამართავს.


პოზ

შემდეგი

შემდეგი

საბურთალო 26 აგვისტო, 21:00 თენგიზ ბურჯანაძე

ლოკომოტივი 1 სექტემბერი, 20:00 დინამო არენა

დინამო

კლუბი

+-

დინამო ბთ დინამო თბ სამგურალი დილა საბურთალო ტორპედო თელავი გაგრა სიონი ლოკომოტივი

21 21 21 21 21 21 21 21 21 21

42 21 14 5 3 -11 4 -14 -16 -48

50 41 37 34 30 27 26 22 21 3

დილა

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლუკა კუტალაძე დავით კერესელიძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ჯიმი ტაბიძე ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე ლუკა პარკაძე უსმანე კამარა დმიტრი ანტილევსკი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო

30 33 2 3 5 6 7 8 9 11 13 16 18 20 21 22 23 26 28 40

1 30 31 2 4 5 6 8 9 10 12 13 18 19 21 22 24 25 40

პაოლო ფულაძე დანილო კანევცევი დემეტრე ბულისკერია რევაზ ჩიტეიშვილი ანრი ჭიჭინაძე ალეფ სანტოსი C ცოტნე მოსიაშვილი ალვარო ტავარეში თორნიკე კაპანაძე ტიერი გეილი ამოს ნონდი ნუგზარ სპანდერაშვილი ჰაჯი დრამე ონორე გომისი იური ბატიუშინი გიორგი გაფრინდაშვილი თორნიკე ძოწენიძე ვანდერსონ სილვა ფრანსისკო მადინგა

ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.