დინამო - თელავი

Page 1


ჩვენი მეტოქე

vs

თელავი საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ფოტო: თელავის სოც. მედია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 და 2021 წლების გათამაშება კახელებმა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

მწვრთნელი და თელავი

თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ივლისის თვიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი გუნდი 33 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 34 ქულით, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები

ფოტო: თელავის სოც. მედია

ფოტო: დინამო ბთ.ერთმანეთს სოც. მედია ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ 9-ჯერ დაუპირისპირდნენ თბილისელები და თელაველები. 5 მატჩი დინამომ მოიგო, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 14/5 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. 2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. 2022 წლის 10 აპრილს ეს გუნდები თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 25 მაისს დინამო არენაზე დედაქალაქელებმა 3-2 მოიგეს. ვაჟა ფაცაციას ავტოგოლს ორი გოლი თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ მიამატეს. 5 სექტემბერს თელავში ჩატარებული შეხვედრა დინამომ იმრან ულად ომარის და ფოტო: ვახო წაწალაშვილი თორნიკე კირკიტაძის გოლებით 2-1 მოიგო.


ჩვენი გუნდი

vs

გამარჯვება დედაქალაქურ დერბიში 6 ნოემბერს საგურამოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. თბილისური დერბი სტუმრებმა მაღალ ტემპში დაიწყეს და პირველივე წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს მასპინძელთა კართან. მასიურმა შეტევებმა შედეგი მალევე გამოიღო, მე-6 წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა ზუსტად გაისროლა და ანგარიშიც გახსნა. ამის შემდეგ დინამოელებს კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შეექმნათ, თუმცა პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევარი პირველთან შედარებით მძიმე გამოდგა. რამდენჯერმე სახიფათოდ ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ლოკომოტივმაც შეუტია, თუმცა ახალგაზრდა დინამოელმა ლაშა ოდიშარიამ, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 79-ე წუთზე სადებიუტო გოლით დერბის საფინალო ანგარიში დააფიქსირა. ლაშამ ბურთი თავად წაიღო საჯარიმომდე, გაბრიელ სიგუასთან კედელი გაითამაშა და ზუსტადაც დაარტყა. დინამომ ორი უპასუხო გოლით იმარჯვა.

ვაგნერ გონსალვეში დინამოელია

დინამო თბილისმა ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. შემტევი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს. ვაგნერ გონსალვეშის ბოლო კლუბი მაკედონიური შკენდია გახლდათ, რომელსაც იგი მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში ვაგნერმა მაკედონიაში 14 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ზოგადად მის საკლუბო კარიერას, ბრაზილიელი შემტევი ფრანგული ბასტიას აღზრდილია. ამის შემდეგ იყო თბილისის საბურთალო, ბელგიური სერკლ ბრიუგე, ბათუმის დინამო, უკრაინული კრივბასი და დნიპრო-1. ვაგნერ გონსალვეშის ბოლო ქართული კლუბი კი - გორის დილაა, სადაც მან 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე რვა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლდათ. ვაგნერ გონსალვეში თბილისის საბურთალოსთან ერთად 201819 წლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელია. ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

დინამო-2 ლიგა 2-ს უახლოვდება

5 ნოემბერს ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ზესტაფონმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა. ვლდიმერ კაკაშვილის გუნდმა მასპინძლებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა, 61 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 8 ქულით გაუსწრო. დინამოელები პირველ/მეორე ადგილს ფოთის კოლხეთთან იყოფენ. თავად შეხვედრის ბედი სტუმრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში თორნიკე მორჩილაძენმ 24-ე წუთზე გახსნა. ნიკა ცხოვრებაშვილმა 4 წუთში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 30-ე წუთზე გიორგი ჩხეტიანმა გამოიჩნია თავი. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ნიკა სიხარულაშვილმა და ჯადული იობაშვილმაგაიტანეს გოლები. ერთი გოლიც 65-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძის ანგარიშზეა. მომდევნო შეხვედრას დედაქალაქელები 11 ნოემბერს ფოტო: თამარ ჯიშკარიანი ბორჯომის წინააღმდეგ გამართავენ.


პოზ

შემდეგი

შემდეგი გაგრა 3 დეკემბერი, 13:30 დინამო არენა

სამგურალი 26 ნოემბერი, 13:30

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კლუბი

+-

დინამო თბ დინამო ბთ სამგურალი დილა ტორპედო საბურთალო თელავი გაგრა სიონი ლოკომოტივი

33 33 33 33 33 33 33 33 33 33

43 51 13 9 -2 3 -8 -18 -23 -68

75 73 53 52 50 44 34 33 30 8

დინამო თბილისი

საბურთალო

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

ლუკა კუტალაძე ანტონ ჩიჩკანი ნიკა მალი საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ჯიმი ტაბიძე ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია თორნიკე კირკიტაძე დავით კობოური ლუკა პარკაძე უსმანე კამარა გაბრიელ სიგუა ლაშა ოდიშარია

30 35 2 4 5 6 7 9 11 13 16 18 20 21 23 24 26 28 38 39

ავტორი: ირაკლი ბუხალი

1 12 2 3 4 5 6 7 8 10 11 14 15 19 20 22 23 29 30 35

ლუკა სანიკიძე ლევან თანდილაშვილი ცოტნე კაპანაძე ზურაბ გიგაშვილი ილია ბერიაშვილი C ზურაბ თევზაძე საბა ფირანაშვილი ვიქტორ ვიერა ვიტინიო სტრაჰინია პავიშიჩი ბექა ქავთარაძე ლაშა კოხრეიძე მირიან ჯიქია ლაშა ქოჩლაძე თორნიკე დუნდუა ვაჟა ფაცაცია ვაკო ბაჩიაშვილი დავით მუჯირი ელდარ პარკინაშვილი გურამ ყაველაშვილი რაფაელ ჩუკვურა

დიზაინი: დავით გელხაური


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.