დინამო - თელავი: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე თელავი

საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ფოტო: თელავის სოც. მედია ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 წლის გათამაშება თელავმა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

მწვრთნელი და თელავი

თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაისის თვიდან გიორგი მიქაძე მუშაობს. მისი გუნდი 31 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 35 ქულით, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები

დინამო და თელავი აქამდე ამხანაგურ მატჩებში ორჯერ ფოტო: თელავის სოც. მედია შეხვედრიან ერთმანეთს. 2019 წლის 20 იანვარს დიღმის ბაზაზე 1-1 დასრულებულ მატჩში (გოლები ფრან კარბიამ და ლაშა კუკუჯანაშვილმა გაიტანეს) და 15 ნოემბერს დინამო არენაზე უგოლოდ დამთავრებულ შეხვედრაში. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, 2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი ამა წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა პირველი მოგება 1-0 ჩაიწერეს აქტივში. ფოტო: ბადრი კეთილაძე

თელავი


ფრე ბათუმში და გამარჯვება საბურთალოსთან 20 ოქტომბერს ბათუმში, ეროვნული ლიგის 30- ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დინამომ დედაქალაქურ დინამოს უმასპინძლა. თბილისელები პრინციპულ დაპირისპირებას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. გუნდს ტრავმების გამო დავით სხირტლაძე, დავით კობოური და გიორგი გაბედავა გამოაკლდა, ხოლო გიორგი პაპავას ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოეწურა. კაპიტნის სამკლაური გიორგი კუციამ მოირგო, დაცვის ხაზში კი ადგილი ახალგაზრდა სანდრო კალანდაძემ დაიკავა. თავად მატჩი ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით გახსნა. მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. მე- 18 წუთზე სწრაფ კონტრშეტევას ლევან ხარაბაძის კარგი თამაში ფოტო: თამარ ჯიშკარიანი მოჰყვა, მისი გადაცემა საჯარიმოში და ბარნს ოსეი ერთი შეხებით ხსნის ანგარიშს. ბათუმელებმა თბილისელთა დაცვის შეცდომით 38- ე წუთზე ისარგებლეს და ჯაბა ჯიღაურმა სტატუს ქვო აღადგინა. ტაიმი ფრედ 1-1 მორჩა. მეორე ნახევარიც პირველის დარად მაღალ ტემპში წარიმართა. თამაში ბოლო წუთებში საკმაოდ დაიძაბა. ორივე გუნდი ცდილობდა უშეცდომოდ თამაშს და ანგარიშც აღარ შეცვლილა 1-1. 24 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მე- 13 წუთზე საჯარიმოს მისდგომებიდან ზორან მარუშიჩმა გაისროლა, ბურთს ოთარ გოშაძემ მხოლოდ თვალი გააყოლა, მაგრამ დარტყმული მცირედით არაზუსტი გამოდგა. დინამოელებმა ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე გახსნეს. ნოდარ ქავთარაძე ზორან მარუშიჩის პასის შემდეგ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და პირდპირ კარში დაარტყა, მეკარემ უკუაგდო ბურთი, თუმცა იმავე ქავთარაძემ მახვილი კუთხიდან დამატებაზეც გაისროლა და გოლიც გაიტანა. ტაიმი დინამომ მოიგო. მატჩის მე- 60 წუთზე ზორან მარუშიჩმა მცველისგან მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მიიღო, დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. მანამდე კი მასპინძელთა შეტევაა აღსანიშნავი და ანდრეს პრიეტოს კარგი თამაში, რომელმაც გიორგი კოხრეიძის გასროლილი კუთხურზე მოიგერია. ბოლო წუთებმა დაძაბულად ჩაიარა, ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ ყულაბას სამი ქულა შემატა. აღსანიშნავია, რომ დინამომ ამ სეზონში საბურთალოს ოთხივე მატჩი მოუგო.

დინამო-2 სრული სვლით ზედა ლიგისკენ

დინამო თბილისის მეორე შემადგენლობამ 27 ოქტომბერს აკადემიის მოედანზე წალენჯიხის სქურს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ლაშა ოდიშარიამ სადებიუტო ნახევარ საათში ჰეთ თრიქი გაიფორმა და ფაქტიურად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი. მეორე ტაიმში ნიკა სიხარულაშვილმა და გიორგი ომარაშვილმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს და მატჩი დინამომ 5-0 მოიგო. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში დაგროვილი 31 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ერთი ქულა აშორებს მე- 3 ლიგის საგზურამდე. მომდევნო მატჩს თბილისელები მცხეთაში, ბორჯომის წინააღმდეგ 1 ნოემბერს გამართავენ.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

თელავი

1. დინამო ბთ

31

37

64

2. დინამო თბ

31

25

60

3. დილა

31

11

53

4. საბურთალო

31

12

50

5. ლოკომოტივი

31

-3

47

6. სამგურალი

31

-7

36

7. თელავი

31

-16

35

8. ტორპედო

31

-10

30

9. შუქურა

31

-16

26

10. სამტრედია

31

-33

20


კახა ცხადაძე

გიორგი მიქაძე

1 ანდრეს პრიეტო 13 ომარ მიგინეიშვილი 3 ალექსანდრე კალანდაძე 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 16 გიორგი ქიმაძე 18 ბარნს ოსეი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 28 გიორგი ომარაშვილი 32 ზორან მარუშიჩი 38 ნოდარ ქავთარაძე 39 საბა ხვადაგიანი

12 ლევან თანდილაშვილი 21 ლუკა სანიკიძე 2 ცოტნე კაპანაძე 3 ზურაბ თევზაძე 4 ფირუზ მარაქველიძე 5 გიგა მაისურაძე 7 მიხეილ ბაშალეიშვილი 8 გიორგი ჯანელიძე 9 ირაკლი რუხაძე 11 იმედა აშორტია 13 გიორგი ხაბულიანი 14 მირიან ჯიქია 18 თემურ ჩოგაძე 19 ნათან ჟუნიორი 20 ვაჟა ფაცაცია 22 შოთა შეყილაძე 26 რატი არდაზიშვილი 27 ლაშა შერგელაშვილი 30 ანტონ თოლორდავა 33 რაფაელ ჩუკვურა


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.