დინამო - დილა: მატჩის პროგრამა

Page 1


დილა გორი გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან. მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და გორის გუნდი ევროთასებზე გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის. დინამო - დილა ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 62- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს. 44 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 5 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 158/35 არის. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ხუთჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). 2018 წლის 5 ივლისს დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეასრულეს, ერთი გოლიც ლაშა თოთაძემ გაიტანა. ბოლოს ეს გუნდები გორში 2018 წლის 30 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 მორჩა.

დილა გორი


მეორე ადგილი 30- ე ჩემპიონატში დედაქალაქელებმა ბოლო ორი ტური შედეგიანად ჩაატარეს და საიუბილეო, 30- ე ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვერცხლის მედლები გაინაღდეს. დინამომ 30 ნოემბერს თავის სტადიონზე ბოლნისის სიონი მიიღო და 5:2 დაჯაბნა მეტოქე. ბუდუ ზივზივაძემ აღნიშნულ შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატის პირველი პოკერი შეასულა. ერთი გოლიც ბოლნისელებს აკაკი შულაიამ გაუტანა. 4 დეკემბერს კი დინამო ფოთს ესტუმრა და პარკი არენაზე კოლხეთი 2:0 დაამარცხა. ლევან შენგელიამ გახსნა ანგარიში, ბუდუ ზივზივაძემ კი ეროვნულ ლიგაში 22- ე გოლი გაიტანა და გათამაშების ბოლო ტურის წინ 2 გოლით უსწრებს უახლოეს მდევრებს.

15 და 17 წლამდელთა ტრიუმფი ოქროს ლიგაში დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდე გუნდებმა ოქროს ლიგის გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და მოქმედი ჩემპიონის სტატუსი მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით გაიხანგრძლივეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ოქროს მედლები გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. საბოლოოდ 15 წლამდელებმა ოქროს ლიგაში 18 თამაშიდან 48 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარს სფფ- ს აკადემიას 7 ქულით აჯობეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა კი საპირველადგილოდ საკმარისი ქულები ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა და საბოლოოდ ტურნირი 18 თამაშიდან დაგროვილი 45 ქულით დაასრულა. 17 წლამდელებმა 10 ქულით აჯობეს მეორეადგილოსან საბურთალოს.

დილა გორი

1. საბურთალო

35

32

76

2. დინამო თბ

35

36

69

3. ტორპედო

35

37

66

4. ჩიხურა

35

20

61

5. დილა

35

19

60

6. ლოკომიტივი

35

-13

41

7. რუსთავი

35

-10

37

8. სიონი

35

-25

31

9. სამტრედია

35

-50

21

10. კოლხეთი 1913 35

-46

14


ზაურ სვანაძე

გიორგი შაშიაშვილი

13. დემეტრე ბულისკერია 88. სტეპან სიკაჩი 2. გუჯა რუხაია 3. ლაშა თოთაძე 4. ლუკა ლოჩოშვილი 5. დავით კობოური 6. ბაქარ ქარდავა 7. გიორგი ზარია 8. გიორგი კუცია 9. ბუდუ ზივზივაძე 11. აკაკი შულაია 17 მიხეილ ერგემლიძე 18. დმიტრო ივანისენია 19. ლევან ხარაბაძე 21. გიორგი ივანიშვილი 27. ლევან შენგელია 32. ნიკა ნინუა 44. თორნიკე ძოწენიძე

21. გიორგი ბეგაშვილი 66. ლუკა გუგეშაშვილი 3. გიორგი გადრანი 4. გია ჩადუნელი 6. ამოს ნონდი 7. ლუკა რაზმაძე 8. ნოდარ ქავთარაძე 9. გოგიტა გოგუა 10. დავით რაჟამაშვილი 11. ლევან ნონიკაშვილი 15. გიორგი კორიფაძე 22. მიკოლა კოვტალიუკი 23. ისუფუ ლემპტი 31. ერიკს სანტოსი 33. თორნიკე გრიგალაშვილი 70. ლეანდრუ რიბეირუ 77. ანზორ სუხიაშვილი 99. გაირა ჯუფი


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.