♦ კინალოკო | გამოცემა 1 | ზაფხული 2013 ♦

Page 35

საკმაოდ მოქნილი ბავშვი ვიყავი და ადვილად ვითვისებდი ყველაფერ ახალს, რაც ფიზიკურ დატვირთვასთან იყო დაკავშირებული. ცეკვის პარალელურად ვთამაშობდი ფეხბურთსაც. საბოლოოდ ისევ ხელოვნებამ გაიმარჯვა და მეც დიდ სცენაზე დავდექი. საიდან გაჩნდა იდეა, დაგეარსებინათ ანსამბლი? ცეკვის პარალელურად დავიწყე პროფესიის ძიებაც, რაზეც ბევრი არ მიფიქრია და ქორეოგრაფიული განყოფილება დავამთავრე. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მოცეკვავეთა ანსამბლი დამეარსებინა. ასე შეიქმნა 1993 წელს „კავკასიონი“. მე გავზარდე თაობები, რომლებმაც ასახელეს საქართველო და ანსამბლის სახელი. რა ასაკის ბავშვები ცეკვავენ თქვენს ანსამბლში და საერთოდ, რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშის ცეკვაზე მიყვანა? ანსამბლ „კავკასიონში“ ძირითადად 6 წლის ბავშვები მოდიან და თითოეულ მათგანს, როგორც წესი, 16 წლამდე ვზრდით პროფესიონალ მოცეკვავეებად. გოგონა ან ბიჭი ქართულ ტრადიციულ ცეკვას სასურველია, დაეუფლოს 6 წლის ასაკიდან მაინც. საინტერესოა, რა დამსახურებები აქვს თქვენს ანსამბლს? „კავკასიონს“ უამრავი მსოფლიო დამსახურება აქვს მიღებული, 1993 წლიდან დღემდე. გრანპრი და დიპლომები სწორედ ჩვენი ანსამბლის ბავშვებმა მოიპოვეს. რომელ ქვეყანაშიც წავედით, ყველასგან მოწონება დავიმსახურეთ. ვიყავით ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: რუმინეთში, იტალიაში და ა.შ. განსაკუთრებით აოცებთ უცხოელებს ჩვენი ტრადიციული ფარიკაობა და ხანჯლური. ბოლოს ანსამბლი ვლადიკავკაზში გამართულ კონკურსზე იმყოფებოდა. საქართველოდან ჩვენი ანსამბლი ოლიმპიურმა კომიტეტმა კერძოდ კი

33 კინალოკო ზაფხული/2013


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.