♦ კინალოკო | გამოცემა 1 | ზაფხული 2013 ♦

Page 19

ვასწავლოთ ბავშვებს დამარცხება! უ დააკვირდებით, პატარებთან თამაშის ან „გაჯიბრების“ დროს უფროსი, უმეტესწილად, ისე წარმართავს პროცესს, რომ წაგებული თავად დარჩეს, მოგების სიხარულით ტკბობა კი პატარა „მოწინააღმდეგეს“ დაუთმოს. მაგრამ, გიფიქრიათ, როგორ რეაგირებს ბავშვი გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე სხვა დროს, უცნობებთან მიმართებით? გარდა ამისა, შემთხვევით მოპოვებული გამარჯვება ან შრომის და დამსახურების გარეშე მიღწეული წარმატება ხომ დიდი ვერაფერი მონაპოვარია. აი, წარუმატებლობის და დამარცხების მედგრად და ღირსეულად გადალახვა და ასევე ღირსეული გამარჯვებისკენ სწრაფვა კი მართლა მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარია ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახად. ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირია ერთმანეთთან გაჯიბრების, საკუთარი შესაძლებლობების თანატოლების შესაძლებლობებთან შედარების სურვილი. ბაღში თუ სკოლაში, შინ თუ ეზოში – ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, ვინ პირველი მოასწრებს თასმების შეკვრას, ვინ დაასრულებს სადილს სხვაზე ადრე, ვინ გაიმარჯვებს საგნობრივ ოლიმპიადაში თუ სასკოლო ვიქტორინაში, ვინ დარბის ყველაზე სწრაფად და ასე დაუსრულებლად. ასეთ დროს ჩარევა ან შედეგების წინასწარ მოდელირება, ცხადია, უფროსების ძალებს აღემატება და ისე ხდება, რომ ბავშვი, მოლოდინის მიუხედავად, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ფაქტია, რომ მუდმივად გამარჯვებული ან ნებისმიერ სიტუაციაში ერთმნიშვნელოვნად მოგებული ადამიანი არ არსებობს. გამარჯვება და წარმატება პირობითი და წარმავალი ცნებებია, ისევე, როგორც დამარცხება და წარუმატებლობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვობიდან ჩამოგვიყალიბდეს სწორი წარმოდგენა – როგორც მოგებაზე, ისე წაგებაზე. ნებისმიერმა მშობელმა კი საკუთარ შვილთან ურთიერთობის შედეგად იცის, როგორია ბავშვის რეაქცია ორივე მათგანზე.

17 კინალოკო ზაფხული/2013


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.