♦ EGO MAG | Issue 1(11) | December/January, 2012/13 ♦

Page 144

GALLERY

P

ainters… Hmm, an interesting beginning. I’m asking you, what should a person – a journalist do being told that they have to interview five Georgian painters and a photograph? Isn’t it a little too much for a single evening?! I’ve got a part of answers: for example that this person should prepare well, because just asking questions is not enough in this case, most of them will be abolished as it is. If a journalist was raised among painters, it would be clear that according to a widespread opinion, there are two types of people – painters and mortals. I’m not joking, this is not a draft, this is not sediment from different movies, where Picasso, Modigliani, Utrillo and Rivera are a members of a bohemian circle full of wonderful surprises – we can shoot good or bad movies and the image of a mad artist covered in paint could be exaggerated, funny or even unreal, but as a rule, painters mostly respond to our questions from micro-spaces more sacred than the second part of our classification – the mortals. I used to think and I still do that “art” equals nose-bleeds, vomit, yelling – everything that means emptying, that can equal to a painful eruption, resulting in pleasure. There’s a chance we won’t find an appropriate definition looking through research and definitions accumulated for centuries. I don’t know what caused the separate division of artists and non-artists – it could have been stereotypical sayings established after years of observation, it could be so, it probably is enough for us to just enjoy the results. My premonitions came true – the only thing I knew for sure was that I had to ask 21 questions to six people. I also knew for sure that the answers would not be the same. If you allow me to do so, I will make one interesting phrase that I remembered and became a product for perseverance a title. Misha Shengelia told me…along with many other interesting things, which is a wonderful mixture of irony and truth: We’re not Gods - we’re “Artists”

ხატვრები... ჰმ, საოცარი დასაწყისია. აი, მე თქვენ გეკითხებით, რა უნდა ქნას ადამიანმა - ჟურნალისტმა - როცა ეუბნებიან, რომ ხუთ ქართველ მხატვართან და ერთ ფოტოგრაფთან მიდის ინტერვიუზე? ერთი საღამოსთვის მეტისმეტია?! პასუხების ნაწილი მაქვს: მაგალითად, კარგად უნდა მოემზადოს, იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვები ასეთ შემთხვევებში არ არის საკმარისი, მათი უმრავლესობა გაბათილდება. თუ ჟურნალისტი მხატვრების გარემოცვაში გაიზარდა, ეცოდინება, რომ ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად - მხატვრები და უბრალო მოკვდავები. არ ვხუმრობ, ეს არ არის შაბლონი, ეს არ არის სხვადასხვა მხატვრული ფილმების ნალექი, სადაც პიკასო, მოდილიანი, უტრილო და რივერა საოცარი მოულოდნელობებით სავსე ბოჰემური წრის ნაწილები არიან - ფილმები შეიძლება კარგად, ან ცუდად გადავიღოთ, ყელამდე საღებავში ამოსვრილი, გააფთრებული შემოქმედის ხატიც გაზვიადებული იყოს, სასაცილოც, არარეალურიც, მაგრამ ძირითადად - როგორც წესი - უფრო ხშირად ყველაზე მეტად - სტატისტიკის მიხედვით - უბრალოდ - დაკვირვების შედეგად - რატომღაც - ყოველთვის - ფაქტია, რომ მხატვრები ბევრად უფრო საკრალური მიკროსივრცეებიდან იძლევიან ინტერვიუებს, იქიდან გამოუსვლელად, ვიდრე ჩვენებური კლასიფიკაციის მეორე ნაწილი, მეორე ქვეტიპი - უბრალო მოკვდავები. ადრე ვთვლიდი, პრინციპში ახლაც ვთვლი, რომ „შემოქმედება“ უდრის ცხვირიდან სისხლდენას, რწყევას, ყვირილს - ყველაფერს, რაც დაცლას გულისხმობს, რაც ამოხეთქვის მტკივნეულ, მაგრამ შედეგად, სასიამოვნოდ დაცლის ექვივალენტად შეგვიძლია მოვიაზროთ. საუკუნეების მანძილზე დაგროვილი კვლევების და დეფინიციების კორიანტელში ქექვის შედეგად, დიდი შანსია, ჩვენთვის მისაღები განმარტება ვერც ვიპოვნოთ. მე არ ვიცი, რამ გამოიწვია შემოქმედის და არაშემოქმედის სხვადასხვა ტაფებზე გადანაწილება დიდი ხნის დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებულმა სტერეოტიპულმა თქმებმა, შეიძლება მართლაც ასეა, შეიძლება ჩვენთვის საკმარისია, შედეგებით დავტკბეთ. წინათგრძნობა გამართლდა, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო, რომ 21 კითხვა ექვსი ადამიანისთვის უნდა დამესვა, ზუსტად ვიცოდი ისიც, რომ პასუხები არ დაემთხვეოდა ერთმანეთს - საერთოდ არ დაემთხვეოდა. თუ ნებას დამრთავთ, მანამდე ერთ საინტერესო ფრაზას, რომელიც რატომღაც დამამახსოვრდა და პერსევერაციის პროდუქტადაც მექცა, გავასათაურებ. მიშა შენგელიამ მითხრა... არა, მიშა შენგელიამ ბევრი საინტერესო რამ მითხრა, მაგრამ ეს არის ირონიის და ჭეშმარიტების არაჩვეულებრივი ნაზავი და მერე ამისი ნიმუში:

ღმერთები არა ვართ, „ხუდოჟნიკები“ ვართ

142 201 2 / 1 3

DECEMBER-JANUARY


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.