Issuu on Google+

ინდიელთა თანამედროვე ხელოვნება 21-ე საუკუნეში

სიტყვა "ხელოვნება" აღიქმება, როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ეს ტერმინი ერთდროულად აერთიანებს ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.ვიწრო გაგებით კი, ხელოვნებაში გულისხმობან მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გარფიკას და ხუროთმოძღვრებას. თანამედროვე ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ერთი შეხედვით ადამიანს, შესაძლოა უცნაურ ფორმებსა და უჩვეულო ფერების შემთხვევით თავმოყრად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია 21-ე საუკუნეში ბევრმა ხელოვანმა უარი თქვა ტრადიციულ ფერწერასა თუ ქანდაკებაზე, მაგრამ ხელოვნების მთავარ მიზნად მათთვის მაინც საკუთარი იდეების, გრძნობების გამოხატვა რჩება - თუნდაც აბსტრაქციულად. ინდიელთა ხელოვნება, ძირითადად წინაპართა კრეატიულ წარსულს არ სცდება. არა ერთი მხატვარი, მოქანდაკე თუ მძერწავი, ცდილობს მეცხრამეტე, მეოცე საუკუნის ჩარჩოებს არ გასცდეს. სწორედ ამიტომ, წლებია ინდილეთა ხელოვნების თემა წინ არ წამოწეულა. მიუხედავად ამისა, ნელ ნელა იკვეთებიან ადამიანები, რომელთა ნამუშევრებიც, იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე თანამედროვე ხელოვნება, რადგან იგი, ჩადებული აზრის გარდა, წარსულის მტკივნეულ ისტორიასაც ატარებს. ინდიელთა თანამედროვე ხელოვენება, მათი ტრადიციების და მეინსტრიმ ფიგურების ნაზავია. მაგრამ, არსებობენ ადამანები, რომლებიც, ექსპერიმენტულ მოდელებზე მუშაობენ და ხელოვნების გზით ცდილობენ საზოგადოებს კონკრეტული მესიჯები მიაწოდონ. ზოგიერთი პოლიტიკურ პროტესტს გადმოსცემს, ზოგი სოციალურს მაგრამ ამის და მიუხედავად წარსულის გამოძახილთან სულიერ კონტაქტს არ წყვეტს. ამ ტიპის მხატვრობას, ინდიელთა ნეოექსპრესიონალიზმი ეწოდება. ალასკის რეგიონს, ხელოვნების საკმაოდ მდიდარი კონსერვატიურლი წარსული გააჩნია. მიუხედავად ამისა, ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები, ყველაზე ხშირად, ამ შტატში იქმნება.


თანამედროვე ხელოვანებმა ხის ნამუშევრებში, ახალი ფორმები შეიტანეს. მათ უარყვეს ფორმალური ელემენტები და შექმენეს დინამიური ვიზუალი, რომელიც ფორმათა ძალაზეა დაყრდნობილი. თითქოს და გატეხილი, დაუსრულებელი ნაწილები, კოლონიზაციის პერიოდში განადგურებული კუტურის გამოძახილია. ნამუშევრებით, თანემდროვე ინდიელები მათი კულტურისა და სოციუმის დისკრიმინაციის გადმოცემას ცდილობენ. მსურს ყურადღება თანამედროვე ინდიელ ხელოვანზე გავამახვილო, რომელმაც ყოველგვარი შტამპები უარყო და ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. დონალდ ვერნელი, ტრადიციონალისტებისთვის, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რადგანაც მან უარყო ალასკის ტრადიციული ორნამენტები, რითიც, ნამუშევები საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახადა. იგი ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა, და თვლის რომ მისი საუცხოო ნიჭი, მხოლოდ და მხოლოდ ბედისწერაა. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, შემდეგ ფერბენქსის უნივერსიტეტში ჩააბარა და სწავლა ადგილობრივ ამერიკელთა ხელოვნების განხრით განაგრძო. ვერნელი საზღვრებს გასცდა. მან თავისი, ინდივიდუალური სტილი ჩამოაყალიბა. ვერნელი წარმოშობით ჰაიდას ხალხს მიეკუთვნება. მას შემდეგ, რაც მისმა ნახატებმა ინტერნეტ სივრცეში პოპულარობა მოიპოვა, ჰაიდას ხალხი აღშფოთდა. ისინი ამბობდნენ, რომ ნახატი, სადაც კაცს წითელი თმა აქვს, ნამდვილი ჰაიდელი არაა, მათ არ მოსწონდათ მათი კულტურის ასეთი დამახინჯება და გათანამედროვება. თანამედროვე ამერიკული ჟურნალები კი მას იცავდნენ, და წედნენ რომ: „არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ჰაიდის სისხლი ურევია ვერნელს, ის მაინც საოცრად კარგი ხელოვანია“. ვერნელის ინსპირაციის წყარო ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებაა. იგი არ ივიწყებს წარსულს და არც დროს რჩება უკან. დონალდი მუდამ ძალიან გაბედულ ნაბიჯებს დგამს და ვფიქრობ, სწორედ მისი და მისი მსგავსი თანამედროვეების დამსახურებაა რომ პოპ კულტურას არ ავიწყდება ალასკა და მისი ხელოვნება.


Tanamedrove xelovneba