Issuu on Google+


1 არგუმენტაცია: საანალიზოდ შევარჩიე მაია მეცხვარიშვილის ჟურნალისტური გამოძიება „ტრაგედიის მემორიალი“. ბეჭდური ვერსია www.liberali.ge გამოქვეყნდა 20.01.2010 წელს. თემა ეხება ქუთაისში მო- მხდარ ტრაგტედიას აბაშიძის ქუჩაზე სადაც „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა გახდა, სწორედ დიდების მემორიალის ადგილზე უნდა აშენებულიყო პარლამენტი, სამწუხაროდ აფეთქების შესახებ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული მხოლოდ 2 საათის წინ იქნა გაფრთხილებული ისინი, ძლიერი ნგრევა მოჰყვა აფეთქებას და იმსხვერპლა ეკა ცუცხაშვილი და მისი ერთ - ერთ შვილი. მედიასაშუალებები სდუმდნენ ამის შესახებ, დაინტერესებულ ჟურნალისტებს კი პასუხს არავინ სცემდა, ძალიან ბევრი ვერსია არსებობდა მომხდარის შესახებ, სიმართლე კი უცნობი იყო, სწორედ ამიტომ დავინტერესდი მაია მეცხვარიშვილის გამოძიებით რომელიც მიზნად ისახავდა სიმართლის გაგებას თუ რა მოხდა 2009 წლის 19 დეკემბერს ზუსტად 16:00 საათზე.

სინოფსისი: 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავვა ახალი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევას რაც ხელს შეუწყობდა ქუთაისის განვითარებას. პარლამენტი უნდა აშენებულიყო „დიდების მემორიალის“ ადგილზე. მერაბ ბერძენიშვილის მიერ აგებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბერს დაიწყო. ძეგლი 21 დეკემბემბერს პრეზიდენტის დაბადების დრეზე უნდა აეფეთქებინათ ადგილობრივი ჟურნალისტები ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს 12 დეკემბერსვე დაუკავშირდნენ. მერიის კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ მარგველაშვილი და საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი კახა ნემსიწვერიძე მაშინ აცხადებდნენ, რომ ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ. მათ არც ის იცოდნენ, თუ ვინ მიიღო მემორიალის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება. პირველი ოფიციალური განმარტება 18 დეკემბერს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ნუცუბიძემ გააკეთა: "ძეგლის დემონტაჟს მოითხოვს პარლამენტის მშენებლობა. მთავრობის განკარგულებით, ქუთაისისთვის გამოყოფილია თანხა, რომელიც უშუალოდ ამ პარლამენტის შენობის აშენების, დაპროექტების, დემონტაჟის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვისაა საჭირო". არც ადგილობრივ და არც ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს ჟურნალისტებისთვის სხვა ინფორმაცია არ მიუწოდებიათ მთავრობამ აფეთქების რიცხვის გადმოწევა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც "დიდების მემორიალის" დემონტაჟს ქუთაისში ოპონენტები გამოუჩნდა. მოგეხსენებათ აფეთქებამ მსხვერპლი გამოიგო, მომხდართან დაკავშირებით

6 საათში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმერეთის გუბერნატორს მიხეილ ჩოგოვაძეს დააკისრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პირდაპირ ეთერში აუწყა მოსახლეობას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მიხეილ ჩოგოვაძე. (თუმცა, გუბერნატორის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეინაბ ხაჩიძის ინფორმაციით, მიხეილ ჩოგოვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა).


3. სულიერი წყაროები მსხვერპლები: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცოვრები დაღუპული ეკა ცუცხაშვილი და მისი ერთერთი შვილი, რომლის მხარე საერთოდ არ არის წარმოჩენილი. დაზარალებულ ირაკლი ჯინჭარაძის


book12