Issuu on Google+

ფოტოდოკუმენტები

1946 წლის იანვრიდან

ფუნქციონირებას იწყებს ფოტოარქივი და

ფართოდ იშლება საქმიანობა

დაარსების დღიდან

ფოტოდოკუმენტების მოძიებისა და მათი სამეცნიერო

დამუშავებისთვის. არქივში თავმოყრილია თითქმის ყველა დღემდე მოღწეული ისტორიული, კულტურული, სამეცნიერო თუ საზოგადებრივი ღირებულების მქონე დოკუმენტი, თუმცა ბევრმა მათგანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია სხვადასხვა ვითარების გამო. უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს ისეთ ფოტოხელოვანთა მოღვაწეობას, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე ივანიცკი, ალექსანდრე როინაშვილი, ნიკოლოზ საღარაძე, დიმიტრი ერმაკოვი, მიხეილ ზანისი, ევტიხი ჟვანია, ვასილ ცხომელიძე და სხვები... მათ აქვთ არამარტო მხატვრული ღირებულება, არამედ წარმოადგენენ ძვირფას განძს საქართველოს ისტორიისთვის. უძველესი მათ შორის 1858 წლით თარიღდება. დღემდე

ფოტოარქივში

დაცულია 100 000-ზე მეტი ნაბეჭდი ფოტო, რომლებიც ალბომებშია გაერთიანებული. უმნიშვნელოვანესია ფოტოგრაფ-მოგზაურის დიმიტრი ერმაკოვის

კოლექცია, რომლის

ნაწილი /15 000 პოზიტივი/ არქივშია დაცული. კოლექცია თემატურად მრავალფეროვანია. შეგვიძლია თვალი მივადევნოთ

ძველი თბილისის

ქუჩებსა და მოედნებს,

სავაჭრო

ფარდულებს თუ რიყეზე ჩამწკრივებულ წისქვილებს. ამავე ავტორს მიეკუთვნება 10 ფოტოალბომი, რომელიც ასახავს კავკასიის რკნიგზის 1872-1914 წწ. ბათუმისა და ფოთის პორტების მშენებლობას. სოფლის მეურნეობის ისტორია შემოგვინახა ფოტოგრაფ კ. ზანისის კოლექციამ.

განათლების

და

კულტურის

ისტორია

ასახულია

თემატურად

დაკომპლექტებულ ალბომებში. არქივი ინახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ხედებს: პარიზის, ლონდონის ,პრაღის, ჟენევის, ბერლინის და სხვა... 1921-41 წწ უმნიშვნელოვანეს მომენტებს: ჰესების, მაღაროების, ფერომარგანეცის ქარხნის მშენებლობა და სხვა... არქივში დაცულია ფოტოდოკუმენტები ნეგატივების სახით, როგორც ფირზე ასევე მინის მატარებლებზე და დიაპოზიტივები. ფოტოსაცავში მარტო მინის 29 000-ზე მეტი ნეგატივია დაცული. უძველესს მათ შორის მიეკუთვნება ალექსანდრე როინაშვილის, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტები. სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ ისტორია,

შემონახულია ისტორია ქართული

დრამატული თეატრის საქმიანობის შესახებ, თბილისის ოპერის თეატრის მშენებლობა 18841892 წწ. არქივი ინახავს გმოჩენილ ქართველ მეცნიერთა და ხელოვანთა, მწერლების და პოეტების. სპორტსმენთა პორტრეტებს და სხვა...


ალბომები: ალბომები: 1 304 სააღრიცხვო ერთეული, რომელიც მოიცავს 101 898 შესანახ ერთეულს.

ნეგატივები: ნეგატივები: ზომა ფ1- 50 960 ერთ. ზომა ფ-ფერადი - 4 454 ერთ. ზომა ფ2 ფერადი -171 ერთ. ზომა მინა1- 3 663 ერთ. ზომა ფ2 – 4 367ერთ. ზომა ფ3 -1 219 ერთ. ზომა მინა2 -16 322 ერთ. ზომა მინა3 – 7 978 ერთ. ზომა მინა4 -1302 ერთ. ზომა ფ4 – 9 899 ერთ. ზომა ფ5 – 5 ერთ ზომა 0 – 65 113 ერთ. ზომა 0-სლაიდი - 617ერთ.

საქინფორმის განყოფილება: განყოფილება: 162 994 ერთეული , აქედან სლაიდი 15 374 ერთ. მინა - 29 265 ფირი - 136 188 ფერადი ფირი - 4 625 სულ - 434 970 ერთეული ფოტოდოკუმენტი


Foto