Issuu on Google+

ფონოდოკუმენტები



აუდიო კასეტა - 3028 შესანახი ერთეული



ცვილის ლილვაკი - 56 შესანახი ერთეული



გრამფირფიტა - 5515 შესანახი ერთეული



მაგნიტური ფირი - 11200 შესანახი ერთეული



კომპაქტდისკი - 258 შესანახი ერთეული ________________________________________

სულ - 20 057 შესანახი ერთეული ფონოდოკუმენტი

არქივში დაცულია ზაქარია ფალიაშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის, დიმიტრი არაყიშვილის,

ვიქტორ

დოლიძის

ნაწარმოებები

ვანო

სარაჯიშვილის,

ნიკო

ქუმსიაშვილის, სანდრო ინაშვილის, დავით ანდღულაძის და სხვათა შესრულებით. არქივში ინახება აგრეთვე,როგორც გრამფირფიტებისა და მაგნიტური ფირის, ასევე კომპაქტდისკის სახით მარო თარხნიშვილის, სანდრო კავსაძის, კირილე პაჭკორიას, გიგო და არტემ ერქომაიშვილების და სხვათა ეთნოგრაფიული ანსამბლებისა თუ გუნდების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები. ლიტერატურულ-დრამატული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია უშანგი ჩხეიძის, შალვა ღამბაშიძის, თამარ ჭავჭავაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, აკ. ხორავას და სხვათა ხმის ჩანაწერები. არქივში ინახება საზეიმო სხდომების, საიუბილეო საღამოების, თეატრალური დადგმების ფონოჩანაწერები. პარტიული, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლების ხმები. კომპაქტდისკების სახით შემოსულია ფოლკლორული ანსამბლების „ანჩისხატის“, „დიდგორის“, „შავნაბადას“, „ბასიანის“, „კოლხიკას“, „საგალობელის“ და სხვა ანსამბლების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები. შემოსულია აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის სხდომების /1992 – 2010 წ.წ./ ჩანაწერები აუდიოკასეტების სახით.


ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში მიმდინარეობს ცნობილი პიროვნებების ჩაწერა. ჩაწერილია ზურაბ რატიანისა და დავით-დეფი გოგიბედაშვილის ლექსები, თამაზ კვაჭანტირაძის (ავტობიოგრაფია, საუბრები ქართველი მწერლების შესახებ, პუბლიცისტური წერილები და სხვა) .


Fono