Page 1

1

ნათია მირიანაშვილი მარინა იტრიაშვილი

აჭარის არქივის შექმნის ისტორიიდან არქივები,

როგორც

წარსულის

კულტურული

მემკვიდრეობის

დიდმნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი, ინახავენ ერის მეხსიერებას და მათზე დიდად

არის

კაცობრიობის

დამოკიდებული სულიერი

კაცობრიობის

კულტურის

ისტორიის

მნიშვნელოვანი

გადარჩენა.

ნაწილია,

იგი

რომელშიც

კონცენტრირებულია მსოფლიოს ხალხთა მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციული სიმდიდრე. საარქივო საქმეს კულტურული ქვეყნები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან მის წესიერად მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო მეცნიერულ განვლილ დროთა მასალების დაგროვებისა და შესწავლის

მხრივ,

არამედ

პრაქტიკულიც,

რადგან

არქივების

საშუალებით

სახელმწიფო ერკვევა არსებულ სამოქალაქო-უფლებრივ ურთიერთობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში. საქართველოში საარქივო საქმის განვითარების ისტორიის საწყის თარიღად მიჩნეულია

1920

წლის

23

აპრილი,

როცა

საქართველოს

დემოკრატიული

რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დირექტორად დაინიშნა დამფუძნებელი კრების წევრი პეტრე გელეიშვილი (სუიცა ფ.335 ან. საქ. 7, გვ.1). რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების კანონის მიღება უაღრესად დროული იყო, რადგან უპატრონობისა და დაუცველობის გამო

საარქივო მასალის უდიდეს ნაწილს მოსპობა ემუქრებოდა.

რუსეთის წითელი არმიის შემოსვლას მოჰყვა ზოგიერთი არქივის განადგურება, მაგ. კავკასიის ყოფილი საოლქო შტაბის არქივი, თვით ცენტრალური არქივის შენობაშიც ჯარისკაცების დგომისას ბევრი საარქივო დოკუმენტი

საბოლოოდ გაქრა და

განიავდა. საქართველოს სსრ რევოლუციურმა კომიტეტმა 1921 წლის 1 ივლისს გამოსცა დეკრეტი ,,საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“ (ფ.335, ან.1 საქ 1, გვ.1). წლების განმავლობაში, როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე მის სხვადასხვა კუთხეში გროვდებოდა სხვადასხვა დაწესებულბათა არქივები აურაცხელი ძვირფასი საისტორიო და სამეცნიერო მასალით. საარქივო სამმართველოს მიზანი იყო ამ


2

არქივების ერთად მოგროვება, მათი მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება და სამეცნიერო მიზნით გამოყენება. საარქივო საქმის სახელმწიფო ორგანიზაციის სათავეებთან იდგენენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ვუკოლ ბერიძე, მამისა

ბერძნიშვილი, პავლე

ინგოროყვა,

სარგის კაკაბაძე, შალვა ჩხეტია და სხვ. ამათგან, განსაკუთრებით გამოვყოფდით სარგის კაკაბაძეს და შალვა ჩხეტიას. მათ სიცოცხლის ბოლომდე იღვაწეს საარქივო სარბიელზე და თავიანთი მეცნიერული გამოკვლევებითა და საპუბლიკაციო საქმიანობით აამაღლეს არქივების როლი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ისტორიული წარსულის შესწავლაში. ცენტრალური საარქივო სამმართველოს უფროსი ვუკოლ ბერიძე ასე მიმართავდა განათლების სახალხო კომისარს დავით კანდელაკს: ,,როგორც წინეთ მოგახსენეთ, რესპუბლიკის ფარგლებში მრავალი სხვა და სხვა ხასიათის არქივი მოიპოვება, რომელთა მეცნიერული ღირებულება საქართველოსა და მთელი წინა აზიის ისტორიისათვის ფასდაუდებელია, მაგრამ სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არამც თუ

შესწავლილია სათანადოდ, მათი

უბრალო, მშრალი ნუსხაც არ მოგვეპოვება და ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ მოუვლელობითა და უკრძალველობით ბევრი საგულისხმო არქივი ზიანდება და სავსებით ისპობა“ (ფ.335, ან.1 საქ.7, გვ. 102).

მალე ცხადი გახდა, რომ რუსეთის

ბიუროკრატიული აპარატის დაწესებულებებში დაგროვილი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო

დოკუმენტების

ერთიანად

ჩაბარება

ცენტრალური

სამეცნიერო

არქივისთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ იქმნებოდა სპეციალური კომისიები ადგილებზე არასჭირო დოკუმენტების გამოსაყოფად. 1921 წლის 15 ივლისს აჭარის სამხედრო კომისარიატმა შექმნა დროებითი საარქივო კომისია, რომელსაც დაევალა ბათუმსა და ბათუმის ოლქში სამხედროისტორიული ხასიათის საარქივო დოკუმენტების შეგროვება და დაცვა-შენახვა. ხსენებული კომისია საარქივო მასალებს აგროვებდა სამოქალაქო დაწესებულებებშიც. მან დიდი როლი შეასრულა საარქივო საქმის დოკუმენტების შეგროვებასა და კლასიფიკაციაში. 1922 წლის აპრილში დროებითი კომისიის გარდა ბათუმში მუშაობდა საქართველოს ცენტრალური არქივის რწმუნებული, რომლის მოვალეობას შეადგენდა საარქივო საქმის ორგანიზაცია. 1922 წლის 10 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა არქივმა ბათუმში მიავლინა სარგის კაკაბაძე, რომელსაც, როგორც მისი წერილიდან ირკვევა სკამოდ უცნაური ვითარება დახვდა. აღმოჩნდა, ბათუმში 1921 წელს მოსკოვიდან ჩასულან მოქალაეები სიროტენკო და შაფირი, რომელნიც თავის თავს

კომინტერნის

ადგილობრივი

წარმომადგენლებს

სამხედრო

საისტორიო

უწოდებდნენ. კომისია,

რომლის

მათ

შეუდგენიათ

თავმჯდომარედაც

დაუნიშნავთ გიორგი ფურცელაძე. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ნაცვლიშვილი


3

(ციხის შტაბის სამხედრო მოხელე), ქადეიშვილი (საბინაო განყოფილების აგენტი) და ცინცაძე

(დამსჯელ

როტის

კომენდანტი),

უკანასკნელი

კომისიის

მდივნის

მოვალეობასაც ასრულებდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთავარი საარქივო სამმართველოს არც ერთი ხელმძღვანელი პირი ბათუმში არ ჩასულა და მხოლოდ დეპეშებითა და წერილობითი მიმართვებით ცდილობდა საარქივო აპარატის ორგანიზებას. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი საარქივო კომისიის ასეთი უცნაური წესით დაარსებისა. მიუხედავად ამისა, ამ კომისიის მუშაობას საკმაოდ კარგი შედეგი მოჰყვა, რადგან არა ერთი განადგურებას.

უფრო

მმართველობის,

საარქივო დოკუმენტი გადაურჩა გაბნევასა და

მეტიც,

თითქმის

მთლიანად

შენარჩუნდა

ქალაქის

საბაჟოსა და სასამართლოს არქივები. სამწუხაროდ, ყოფილ

ჟანდარმთა სამმართველოს არქივი ორი სატვირთო მანქანით ბათუმის ადგილობრივი ჩეკის მითითებით 1921 წლის ზაფხულში გადაუტანიათ თბილისში, საქართველოს ჩეკაში. სარგის კაკაბაძემ, ბათუმის არქივის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, გიორგი ფურცელაძე

დატოვა სამმართველოს რწმუნებულად, რადგან როგორც

აღმოჩნდა ,,მას ამ საქმისთვის აქვს ინტერესი და სათანადო კულტიეროსნობაც. ამხ. ფურცელაძის ჩვენი რწმუნებულად დანიშვნის შესახებ აჭარისტანის სათანადო

მე ვაცნობე ბათუმშივე

განათლების კომისიას, რომელსაც ვსთხოვე მისი დაკმაყოფილება

ულუფით

საარქივო

სამმართველოსათვის

დადგენილ

ულუფათა

რიცხვიდან.“ (სუიცა ფ.335, ან.1, საქ.7 გვ.130) ქალაქის

სამმართველოს

საარქივო

მასალა

განთავსდა

კომუნალური

მეურნეობის შენობის (ყოფილი გამგეობის შენობა) ერთ ოთახში. ამავე შენობაში იყო საბუნებისმეტყველო მუზეუმი, რომელიც მამაშვილ გომენების თაოსნობით შექმნილა (სუიცა ფ.335, ან.1, საქ.7 გვ129). თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე ბათუმის

არქივში

გარკვეული

სირთულეები

შეიქმნა,

რაც

კარგად

ჩანს

გ.

ფურცელაძის საარქივო სამმართველოს გამგისადმი მიწერილ მოხსენებით ბარათში (სუიცა, ფ.335, ან.1, საქ.11, გვ.23). საქმე იმაში გახლდათ, რომ ბათუმში 1921 წელს საცხოვრებლად ჩამოვიდა რუსი სკულპტორი სტეფან ერზია (ნეფიოდოვი). იმავე წლის სექტემბერში აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით არქივისთვის განკუთვნილი შენობა უნდა გადაეცათ ერზიასთვის, ხოლო საარქივო დოკუმენტაცია უნდა განეთავსებინათ იმავე შენობის სხვენში, რასაც გიორგი ფურცელაძის პროტესტი მოჰყა. ამის შემდეგ ბათუმის კომუნალური მეურნეობის გამგე პევცოვის ბრძანებით არქივი ჩაიტანეს ქვედა სარდაფში, რომელიც ნესტიანი იყო და საარქივო დოკუმენტების შესანახად არ გამოდგებოდა. ,,ასე რომ მთელი საარქივო საქმეები უწესრიგოდ აწყვია ნესტიან სარდაფში, სადაც მუშაობა ყოვლად


4

შეუძლებელია. ამრიგად, ჩვენი წელიწადნახევრის მუშაობა ერთბაშად დაიღუპა შეუფერებელი ბრძანებით“, - წერდა გ. ფურცელაძე (სუიცა, ფ.335, ან.1, საქ.11, გვ.23). 1922 წლის აგვისტოში განათლების კომისარიატმა გამოსცა დეკრეტი აკადემიური ცენტრის შექმნის შესახებ, რომელშიც უნდა შესულიყო საარქივო განყოფილება. მალე აკადემიური ცენტრი გააუქმეს და საარქივო განყოფილების საქმე კვლავ გაურკვეველი დარჩა. განათლების კოლეგიამ მიიღო დადგენილება აჭარის საარქივო განყოფილების შექმნის შესახებ, მაგრამ განათლების კომისარიატმა იგი არ დაამტკიცა, რადგანაც აჭარისტანის სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით, საარქივო

განყოფილების

შექმნა

საჭირო

არ

იყო.

ყოვლად

აუხსნელი

და

გაუაზრებელი იყო უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მაშინ, როცა Р.С.Ф.С.Р ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მიღებული ჰქონდა დეკრეტი (,,правда“ 25.11.1921), რომლის მიხედვითაც ყოველ საგუბერნიო და და საოლქო აღმასკომთან უნდა

დაარსებულიყო

საარქივო

ბიურო,

რომელასაც

დიდი

უფლებები

და

მოვალეობები ექნებოდა. სწორედ ამის შესახებ წერდა გიორგი ფურცელაძე სარგის კაკაბაძეს: ,,რატომ ჩვენ საქართველოში ან და მით უმეტეს ბათუმში არ უნდა გვქონდეს საარქივო განყოფილება, სადაც მრავალი საისტორიო მასალაა დაგროვილი. მხოლოდ საჭიროა ამის შესახებ თქვენ მიერ ახსნა-განმარტება, რათა ცენტრმა მიაქციოს ყურადღება, რომ არ ქონდეს ალაგი ისეთ გაუგებრობას, რომ ერთი კალმის გასმით, რომელიმე პიროვნებას შეეძლოს ასეთი დაუფასებელი კულტურული მასალა გარეთ გაყაროს და ხაზი გადაუსვას მის არსებობას“ (სუიცა, ფ.335, ან.1, საქ.11, გვ.23). ამის საპასუხოდ, საარქივო მმართველობის მთავარი გამგე ს. კაკაბაძე კვლავ უგზავნის გ. ფურცელაძეს საარქივო სამმართველოს რწმუნებულის მანდატს და მიმართავს აჭარისტანის სს ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს საარქივო საქმის განვითარებას. 1923 წლის 20 მარტს აჭარისტანის სახალხო კომისართა საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: ,,ყველა მასალა გადაეცეს განათლების სახალხო კომისარიატს წინადადება

მიეცეს

მას,

რათა

ათი

დღის

განმავლობაში

და

წარმოადგინო

დაწვრილებითი გეგმა ამ საკითხის მოსაგვარებლად და მისი საჭიროებისათვის საჭირო აპარატის შექმნის პროექტით“ ( ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.32). 28 მარტს განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიამ განიხილა არქივის საკითხი და მიიღო დადგენილება განკომთან საარქივო განყოფილების შექმნის შესახებ. კოლეგიის დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინა სახალხო კომისართა სბჭოს. პლენუმმა განიხილა და დაამტკიცა: ,,განათლების კომისარიატის კოლეგიის წარმოდგენილი საკითხი დამტკიცდეს და დაჩქარებით გატარდეს ცხოვრებაში“


5

(ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.32). 1923 წლის 11 აპრილს აჭარისტანის სს ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება: ,,დაუყოვნებლივ

დაწესდეს

საარქივო

სამმართველო

განათლების

სახალხო

კომისარიატთან“(ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.142). ბათუმის

ახლადშექმნილ

საარქივო

განყოფილებაში,

თავდაპირველად

მხოლოდ 4 შტატი ირიცხებოდა: არქივის გამგის, თანაშემწის, არქივარიუსისა და დარაჯის. თუმცა არქივი ვერ ფუნქციონირებდა სხვადასხვა პრობლემის გამო. პირველ

რიგში

საჭირო

იყო

არქივისთვის

შენობის

გამონახვა.

საარქივო

განყოფილებისათვის შენობის შეღავათიან პირობებში მიცემის საკითხი განიხილა კომუნალური მეურნეობის კოლეგიამ და გადაწყდა მისთვის გადაეცათ ყოფილი ,,სამხედრო საბორის“ შენობა. მაგრამ იქ განთავსებული იყო კომკავშირელთა კლუბი, რომელმაც შენობის დაცლის სანაცვლოდ მოითხოვა ყოფილი სინაგოგის შენობის გადაცემა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო,

შენობის საკითხი კვალავ ღიად

რჩებოდა. ამას დაემატა განათლების სახალხო კომისარის სედაი რეშადის სიტყვიერი ბრძანება საარქივო განყოფილების დაშლის შესახებ. გიორგი ფურცელაძემ საქმის გასარკვევად მიმართა აჭარის სს ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს, კერძოდ ს. ჟორჟოლიანს, რომელმაც ყოველივე უარყო და განაცხადა: ,,ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ სედაი რეშადმა გააუქმოს სახალხო კომისართა საბჭოს პლენუმის

დადგენილება;

რომ

საარქივო

განყოფილება

აუცილებლად

უნდა

დაარსდეს ‘’ (ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.39). სედაი რეშადი დაიბარეს აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარესთან თ. ხიმშიაშვილთან, სადაც განმარტა, რომ მისი ხარჯთაღრიცხვიდან საარქივო განყოფილების ხარჯთაღრიცხვა ამოღებული იქნა იმ მოტივით, რომ განათლების სახალხო კომისარიატთან არავითარი საარქივო განყოფილება არ უნდა იყოსო. საბოლოოდ, გაგებრობა გაირკვა და სახალხო კომისართა საბჭომ მისცა განკომს წინადადება, აღძრულიყო შუამდგომლობა,

1

ივლისიდან საარქივო განყოფილების ხელახლი შექმნის შესახებ. 1924 დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ცენტრალური არქივიდან ბათუმში სიტუაციის ადგილზე გასარკვევად გააგზავნეს შალვა ჩხეტია, რომელსაც არქივში სავალალო

მდგომარეობა

დახვდა.

აღმოჩნდა,

რომ

თითქმის

გაკეთებული, არ არსებობდა სიძველეთა დაცვის არანაირი აპარატი.

არაფერი

იყო

მიუხედავად

იმისა, რომ ,,აჭარის მიწაწყალზე ისტორიული ძეგლები და ნაშთები საკმაოდ მოიპოვებიან. ეს საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებას სრულად არ დაუსვამს და თავის თავად ცხადია, ამ მიმართულებით ნაბიჯებიც არ გადაუდგამს. ამ საქმის გულშემატკივარი კერძო პირებიც, რამდენად შევატყვე აქ იშვიათია ...“, წერდა შალვა ჩხეტია (ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.137).

სწორედ მან დააყენა საკითხი განათლების


6

კომისარიატის წინაშე მოეგვარებინა სიძველეთა დაცვის საქმე და შეექმნა სიძველეთა დაცვის ორგანო, ასევე სათანადო შუამდგომლობით შესულიყო აჭარის ცეკაში, რომელიც სიძველეთა დაცვას დააკანონებდა და შემდეგ ამ ორგანოს მუშაობას უზრუნველყოფდა. მას კარგად ესმოდა, რომ წერილობითო წყაროებისა და საარქივო დოკუმენტების გარეშე ქვეყნის წარსულის სრულყოფილი გაშუქება შეუძლებელია, არქივის ნორმალური ფუნქციონირება კი აუცილებელი. იგი

გულისტკივილით

აღნიშნავდა თავის წერილში: ,,არქივის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ არქივის საქმე ამ ჟამად მეტად სამწუხარო მდგომარეობაშია. დღეს დავათვალიერე ეს არქივი და შეიძლება ითქვას, რომ ის არქივი კი არა ქაღალდების საწყობს უფრო ჰგავს. მთელი არქივი მხოლოდ ერთი უწყების საქმეებისაგან შედგება, სხვა საქმეები იქ სრულიად არ არის. რამდენადაც გაგონილი მქონდა იქ უნდა ყოფილიყო უფრო საინტერსო საქმეები, მაგრამ როგორც სჩანს დაკარგულია; თუ სად და როგორ ჯერჯერობით ვერ გამოვარკვიე“ (ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.137-139). მეორე

წერილიდან

უკვე

ირკვევა,

რომ

აჭარისტანის

განათლების

კომისარიატმა კოლეგიის სხდომაზე მიიღო დადგენილება: ,,1) დაარსოს განათლების კომისარიატთან

სიძველეთა

სექცია,

რომელიც

სათანადო

კავშირს

დაიჭერს

თბილისთან და 2) წარადგინოს საარქივო განყოფილება, რომელიც, როგორც იცით, უკანასკნელ დროს გაუქმებული იყო... ასე რომ, მე მგონია ამ სექციის მეოხებით ჩვენ აჭარის სიძელეთა დაცვას მოვაგვარებთ (ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.137-139). აჭარისტანის განათლების კომისარიატთან დაარსდა სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია

შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე

-

ნ.

ბოჭორიშვილი

(პროფგანათლების განყოფილების გამგე), წევრები: სპილიოტი ( სამეცნიერო საბჭოს წევრი) და გომინი (აჭარისტანის მუზეუმის დირექტორი). ყოველივე

ზემოქმულიდან

გამომდინარე,

აჭარის

არქივის

დაბადების

თარიღად, შეიძლება მივიჩნიოთ 1921 წელი, როდესაც პირველად დაიწყო სამხედროისტორიული ხასიათის დოკუმენტების შეგროვება და კლასიფიკაცია მათი ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში თავმოყრის მიზნით, რომლის საფუძველზეც, უკვე 1923 წელს შექმნილი აჭარისტანის განათლების კომისარიატთან არსებული საარქივო განყოფილება აერთიანებდა 72 ფონდს 11481 შესანახ ერთეულს (,,საქართველოს არქივები“ ცნობარი, გვ.70). 1929 წლის 15 მარტიდან აჭარის ცენტრალური არქივი დაექვემდებარა აჭარის ასსრ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს. ამის შემდეგ საარქივო საქმე რესპუბლიკაში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.


7

გამოყენებული წყაროები:

1. სუიცა, ფ.335 ან. საქ. 7, გვ.1 2. სუიცა, ფ.335, ან.1 საქ 1, გვ.1 3. სუიცა, ფ.335, ან.1 საქ.7, გვ. 102 4. სუიცა, ფ.335, ან.1, საქ.7 გვ129-130 5. სუიცა, ფ.335, ან.1, საქ.11, გვ.22-230 6. სუიცა, ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.32 7. სუიცა, ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.142 8. სუიცა, ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.39 9. სუიცა, ფ.335, ან.1 საქ.11, გვ.137- 139 10.,,საქართველოს არქივები“ (ცნობარი-მიმოხილვა) 11. ,,правда“ 25.11.1921 12. http://en.wikipedia.org/wiki/Stepan_Erzia


8

Summary From the history of the Ajara's Archive Archives as an important and integral part of the cultural heritage of the past, keeping the memory of the nation depends on the survival of mankind's history. Starting date of the development of archives in Georgian history is April 23, 1920, when the founder of the Democratic Republic of the Assembly adopted the Law on the Establishment of the Central Scientific Archive. On July 15, 1921 Commissioner of the Commission created a temporary archive, which was assigned to Batumi and Batumi districts in the military - to collect and protect the historic nature of archival documents - storage. On April 11, 1923 People's Commissars of the Autonomous Republic of Ajara Company had made a resolution, to establish the People's Commissariat of Education, Division of Archives. "The newly created section of the archives originally enrolled in 4 positions: Head of Archives, Assistant, Archivist, and a guard. The archive was not functioning, due to various problems. Since March 15, 1929 Ajara Central Archive was subordinated under the Central Executive Committee of the ASSR.


9

.

ნათელა მირიანაშვილი, მარინე იტრიაშვილი  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you