Page 1

ლუქისა და ცვილის ბეჭდების რესტავრაცია რესტავრატორი: ვერა ქიქოძე


ბეჭდის შექმნის ისტორია  ბეჭდებს სფრაგისტიკაში ეძახიან შტამპს, ამოჭრილს ან გრავირებულს მყარ მასალაზე (ხეზე, ქვაზე, ძვალზე, ლითონზე) ან შტამპის ტვიფრს, ამოტვიფვიფრულ ცვილზე, ლუქზე  ბეჭდები, როგორც უტყუარი ნიშანი, პირველად გაჩნდა ქრისტეს შობამდე ათასწლეულში ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში შუმერებთან, ეგვიპტეში და სხვა სახელმწიფოებში, სადაც ისინი მზადდებოდა მყარი ფერადი ქვებისაგან ცილინდრული ფორმის.  ბეჭედი წარმოადგენს ამა თუ იმ დოკუმენტის განუყოფილ ნაწილს და მიმაგრებულია მასზე. დამაგრება ორი სახისაა: პირველი წესით - ბეჭედი ორმხრივია და ემაგრება დოკუმენტზე ზონარის მეშვეობით. მეორე - ბეჭედი ყოველთვის ცალმხრივია და მიმაგრებულია დოკუმენტზე.


ბეჭდის სახეობები  ბეჭდის ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: მრგვალი, ოვალური, ოთხკუთხედი და სხ.  შედგენილობით ბეჭდები იყოფა: ლითონის (ოქრო, ვერცხლი), ტყავის, ლუქის, ცვილის, ფისის.  თავისთავად, ზემოთაღნიშნული მასალები განხვავდება თვისებებითა და გამძლეობის ხარისხით. ფისის და ლითონის ბეჭდები არ საჭიროებენ დაწებებას.


ლუქისა და ცვლის თვისებები  ბეჭდების რესტავრაციის დაწყებამდე აუცილებელია მასალების თვისებებისა და მახასიათებლების დეტალური შესწავლა  ლუქი და ცვილი წარმოადგენენ მრავალკომპონენტურ რთულ ნარევს, ძირითადად, შედგენილს დაბალმოლეკულურ ბუნებრივად წარმოშობილ ფისებისაგან, ეთერის ზეთებისა და საღებავი საშუალებების დამატებით  ცვილი არის ბუნებრივი ნარევი, ხოლო ლუქი - ხელოვნური და ბუნებრივი მასალის ნარევის შენადნობი. ლუქის ბეჭდები შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის, დაწყებული ყავისფერით, დამთავრებული თეთრი ფერით. მიუხედავად ამისა,  ლუქის ძირითადი თვისებები  განისაზღვრება ფისოვანი  კომპონენტებით


ლუქისა და ცვლის თვისებები  ცვილი- მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ცხიმ მსგავსი ნივთიერებაა. ის ამორფულია, პლასტიური და მდნობადი 40-900C ტემპერატურაზე. სხვა ცხიმებისაგან განსხვავებით, ცვილი ძნელად ეკვრის, ისიც მხოლოდ ტუტოვან წრეში.  არის შემთხვევები, როცა ფუტკრის ცვილი ინახებოდა ათასი წელი. ცვილი უხსნადია წყალში და ცივ სპირტში, კარგად იხსნება ბენზინში, ქლოროფორმში და ეთერში.  ცვილის წარმოების პროცესში უმეტესად იყენებენ მინერალურ და ორგანულ შემავსებლებს: თიხას, კრახმალს, კანიფოლს. თავისთავად მასალის თვისებები დამოკიდებულია შენარევის კომპონენტებზე.  ზოგიერთმა უძველესმა ცვილის ბეჭედმა ჩვენ დრომდე შეინარჩუნა პირვანდელი სახე, როცა ბევრი სხვა მასალისგან დამზადებული ბეჭედი საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას.


კანიფოლის თვისებები  კანიფოლი - ფიჭვოვან მცენარეთა ცხოველმოქმედების პროდუქტია. დროთა განმავლობაში ხდება მისი დაჟანგვა ჰაერის ჟანგბადით, რის შედეგად ხდება ცვლილება შემადგენლობაში და მატულობს სიმყიფე  კანოფილის დნობის ტემპერატურა მერყეობს მისი ხარისხის მიხედვით და არ აღემატება 800C. კანოფილი იხსნება არომატიზირებულ (ბენზოლი, ტოლუოლი) და ქლორისშემადგენელ ხსნარებში, აცეტონში, ძმარნჟავაში.


ბეჭდების გაწმენდა, ანტისეპტირება  დაზიანებული ლუქისა და ბეჭდის გაწმენდა ხდება ნეიტრალური საპნის ხსნარით. ბეჭდის ზედაპირიდან მტვრის და ჭუჭყის შრეების ბოლომდე მოცილების გზით. ფუნჯი ბეჭდის დამუშავების დროს გამოიყენება ზედაპირული შეხებით, რელიეფის დაზიანების ასაცილებლად. დამუშავების დამთავრებიდან ბეჭედს აშრობენს ექსიკატორში ერთი დღე-ღამის განმავლობაში.  ანტისეპტირება ხდება ცვილზე თეთრი ფხვნილის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც ნიშნავს ბეჭდის ბიოლოგიურ დაზიანებას. ანტისეპტირება ხორციელდება ბამბის ტამპონით, დასველებული ანისეპტიკური ხსნარით, უშუალოდ მტვრის მოხსნის შემდეგ. დამუშავება ხდება ორჯერ. ბეჭდებზე ანტისეპტიკის დარჩენის შემთხვევაში ხდება მისი მოცილება 2-3- საათის შემდეგ, სპირტიანი ბამბის ტამპონით.


ლუქის და ცვილის ბეჭდების შეწებება

ბეჭდები, რომლებიც საჭიროებენ რესტავრაციას, იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ექვემდებარება გამაგრებას  სოკოვანი დაზიანებებით მწერებით დაზიანებული გამომშრალი (ეთერის ზეთების გარეშე) ბოლო ორი ჯგუფის მასალები შეადგენენ მიკრო და მაკრო სიცარიელებს დიდი რაოდენობით.


ბეჭდების დამუშავება  ბეჭდების დამუშავება ითვალისწინებს სტანდარტულ ოპერაციებს: ანტისეპტირებას, სიცარიელების ამოვსებას, ცალკეული ნაწილების გამაგრებას.  დაშლილი ნაწილების გამაგრება-დაწებება ხდება სხვადასხვა მეთოდებით: ერთ-ერთი არის - გამაგრება 10 % კონცენტრირებული პოლივილინის სპირტის საშუალებით.  ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების დროს რესტავრატორმა უნდა გაითვალისწინოს დაზიანების ხარისხი, მკვრივი შეწებება ცალკეულ დაზიანებულ ნაწილებს შორის, სისქე, ზომები და ფიზიკური თვისებები.


ბეჭდების დამუშავება  ლუქის ზედაპირზე წებოს დატანება ხდება რბილი ფუნჯით ორი შრით. პირველი შრე ჩერდება წებოს არასრულ გამაგრებამდე, რის შემდეგ მასზე ვათავსებთ მეორე შრეს. წებოს დატანება ხდება ისე, რომ გატეხილი ნაწილების შეწებების დროს წებო არ გამოვიდეს და არ შეცვალოს ბეჭდის რელიეფი.  წებოთი დამუშავებულ ზედაპირებს აერთიანებენ და იჭერენ ხელით 5-10 წუთის განმავლობაში. დამსხვრეული ბეჭდის შეწებება ხდება ყველაზე დიდი ნატეხიდან. შეწებებული ბეჭდის გაშრობის დრო არ აღემატება 5-6 დღეს.  გაშრობის შემდეგ ბეჭედზე არ უნდა ხდებოდეს მექანიკური ზემოქმედება!


ბეჭდების უქონელი ნაწილების შევსება  მსხვილი უქონელი ნაწილების ჩამატება არ ხდება, მხოლოდ წვრილი ნაწილების და ნაპრალების უქონლობის შემთხვევაში ხდება ჩამატება ძირითადი წებოვანი ხსნარებით.  შევსება ხდება რამდენიმე ფაზით, წვრილი, რბილი ფუნჯის საშუალებით.  ზოგიერთ შემთხვევაში ნაპრალების ამოსავსებათ გამოიყენება შემავსებლები: ცარცი, თაბაშირი და სხვა.


ბეჭდის კონსერვირება  კონსერვაცია, ანუ ბეჭდის ზედაპირის დაფარვა ლაქით, უზრუნველყოფს რესტავრირებული ბეჭდის სიმტკიცის გაზრდას. მცირე სისქის დაფარვის დროს, ლაქის შრე არ უზრუნველყოფს კონსერვაციას.  ლუქის ბეჭდის კონსერვაციის დროს შეიძლება გამოყენებული იქნას 12,5% წებოს ხსნარი БФ-2, ხოლო ცვილის ბეჭდების კონსერვაციის დროს - 10% პერქლორვინილიანი ფისის ხსნარი და დიქლორეტინი. ზედაპირზე დატანება ხდება ორ ფენად, რბილი ფუნჯით.


გმადლობთ ყურადღებისათვის!

ვერა ქიქოძე პრეზენტაცია  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you