Page 1

socialuri mewarmeoba da dasaqmeba Social Entrepreneurship and Employment

2013 - 2016

1


2


სოციალური მეწარმეობა და დასაქმება Social Entrepreneurship and Employment (2013-2016)

3


სოციალური მეწარმეობა - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პრიორიტეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი გახლავთ პირველი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელმაც სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა იდეების კონკურსი და უკვე მეოთხე წელია მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრამული პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობა. სოციალური მეწარმეობა გულისხმობს, მეწარმეობის პრინციპებით მოქმედებას, რომელიც არ ემსახურება ბიზნეს-ინტერესებს და გააჩნია სოციალური მისია. სოციალური მეწარმეობის ფარგლებში განხორციელებული პროექტი არ უნდა იყოს ერთჯერადი, მიღებული დაფინანსებით საწარმომ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება, მოიტანოს ფინანსური მოგება, მაგრამ არა რომელიმე ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სასარგებლოდ, არამედ, კონკრეტული მიზნით. ცხადია, უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფონდის დაფინანსებით არაერთი სოციალური საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს, კონკრეტულად: 2013-2015 წლების ფარგლებში სოციალური მეწარმეობის და დასაქმების პროგრამული პრიორიტეტის ფარგლებში ფონდმა დააფინანსა ორმოცდაათამდე პროექტი, აღნიშნულ პროექტებში ჩართული იყო 500-ზე მეტი ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი პროექტების ფარგლებში დასაქმდა. სოციალური მეწარმეობის პროგრამული პრიორიტეტის ფარგლებში ფონდის პარტნიორია სოციალური მეწარმეობის ცენტრი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში’’ და ევროპის ფონდი. სოციალური მეწარმეობის ფარგლებში პროექტები დაფინანსდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მაგალითად, 2013-2016 წლებში ფონდის დაფინანსებით ამოქმედდა პანკისის სოციალური სამკერვალო, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სობისში ვაშლის წვენის დამამზადებელი საწარმო, უკანა ფშავის მაღალმთიან სოფლებში სამთო მექანიზაციის ცენტრი, ყაზბეგში, სოფელ სნოში ხეზე კვეთის სახელოსნო, დედაქალაქში სოციალური და კრეატიული კაფეები და ა.შ.

4


Social Entrepreneurship as one of the priorities of the Children and Youth Development Fund LEPL Children and Youth Development Fund under the Ministry of Sport and Youth Affairs of Georgia is the first state institution, which has set social entrepreneurship as one of the key priorities for four consecutive years on governmental level. The respective LEPL actively announces contest of ideas for youth organizations and also covers social entrepreneurship. Social entrepreneurship aims at operating based on principles of entrepreneurship, however, it has not to serve business interests, but has to focus on social mission. Any project implemented through social entrepreneurship has not to be a short-term activity. Funds allocated for the respective activity has to be turned into the process in which enterprise can function and gain financial profit, however, not for a person or an organization but it shall serve a specific goal. Also, such enterprise shall pay people employed in it. Currently, there are more than 20 social enterprises successfully operating in various regions of Georgia with Fund’s support. More specifically, in the period of 2013-2015, the Fund has funded around 30 project proposals through social entrepreneurship and employment priority of the latter state institution. There were around 500 young people involved in these projects, while many of them became employed at the respective enterprises. The Fund’s social entrepreneurship priority is carried out in partnership with the Center for Social Entrepreneurship, the Czech Development Agency and the Europe Foundation. The Fund has funded projects on social entrepreneurship in nearly every region of Georgia. Some of the examples from the period of 2013-2016 are the following: Pankisi social sewing workshop, apple juice production workshop located close to the occupation line in village Sobisi, mine mechanization workshop in mountainous village of upper Pshavi, wood curving workshop in village Sno of Kazbegi municipality, as well as many other social and creative cafes in Tbilisiand so forth.

5


2013-2016 წლებში დაფუძნებული სოციალური საწარმოები 2013-2016 წლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ათეულობით სოციალური საწარმო. ეს საწარმოები გაიხსნა თბილისში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. დაფინანსებული საწარმოები ბენეფიციართა ფართო სპექტრს მოიცავს, პროექტების ფარგლებში დასაქმდა არაერთი შეზღუდული შესაძლებლობის ახალგაზრდა, ასევე, საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები. სოციალური საწარმოები მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებსაც. ეს საწარმოებია:

Social enterprises established in 2013-2016 During 2013-2016, the Fund has funded 24 social enterprises in frames of the respective institution’s contest of ideas. These dozens ofenterprises were set up in Tbilisi, as well as in Samegrelo-Zemo Svaneti, Kakheti, Kvemo Kartli, Shida Kartli, Guria, Adjara, Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, Samtskhe-Javakheti, Imereti and Mtskheta-Mtianeti regions. These projects have covered wide spectrum of beneficiaries. There were many persons with disabilities, as well as youth residing in mountainous regions and close to the occupation line employed in various projects. Social enterprises also cover areas, such as culture, education and agriculture. These enterprises are the following: 6


7


2013 წელს განხორციელებული პროექტები კალიგრაფიის სოციალური სახელოსნოები

ორგანიზატორები: თბილისი - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაბონი’’; სვანეთი, ჭუბერი - არასამთავრობო ორგანიზაცია - „შდავლერ“ საქართველოში დღეისათვის ხელოვნების თითქმის ყველა ტრადიციული დარგი აღორძინდა, ესენია: თექა, ბატიკა, ხეზე კვეთა, ხატწერა, ჭედურობა, მინანქარი... ვითარდება და, ამავდროულად, ინახება ქართული ცეკვა, სიმღერა, საკრავები, შესამოსელი, საბრძოლო ხელოვნება… ქართველ ერს ხალხური რეწვის მდიდარი და საუკუნოვანი ტრადიციები გააჩნია. ხელნაკეთი შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მისი ყოველი დარგი - ქსოვა, კერამიკა, ხეზე კვეთა, საიუველირო ნაკეთობანი - გამოირჩევა განსხვავებული და მრავალფეროვანი ტექნიკით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რომლითაც ისტორიულად ქართული ხელოვნება განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევდა ქართული კალიგრაფიაა. უნიკალური და სამფეროვანი (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) ქართული ანბანი და ქართული კალიგრაფია მსოფლიო კულტურის მონაპოვარია. სამწუხაროდ, თანამედროვეობამ, ტექნიკის განვითარებამ, ხელით წერის კულტურა დაგვავიწყა. არადა კალიგრაფია ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წელს კალიგრაფიის ორი სოციალური სახელოსნო შეიქმნა, ერთი დედაქალაქში, ხოლო მეორე - ზემო სვანეთში, ჭუბერის რაიონში. სახელოსნოებში, ახალგაზრდა კალიგრაფები აქტიურად მუშაობენ, ასომთავრულ და ნუსხურ ანბანს ასწავლიან დაინტერესებულ ადამიანებს; ამავდროულად, კალიგრაფიული ხელით, თიხის, მუყაოსა თუ კერამიკის ფაქტურაზე ამზადებენ ულამაზეს სუვენირებს, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ გავრცელდება ქართულ სასუვენირო ბაზარზე.

Projects implemented in 2013 Social enterprise of calligraphy

Organizers: Tbilisi – non-governmental organization “Taboni” ; Svaneti, Chuberi – non-governmental organization – “Shdavler” Nowadays, almost every field of traditional art has been restored in Georgia. These are: thick felt, batik, working on the wood, drawing the icons, mounting, enamel. While the above mentioned areas of art are in the process of development, Georgian dances, songs, music instruments, traditional clothes, martial arts are very well kept by the society. Georgian nation has a long and rich history of national craft. Handmade creation is integral part of the Georgian cultural heritage. Every aspect of it – knitting, ceramics, working in the wood, jeweler’s work – are outstanding with its diverse technics. One of the most important areas, which achieved historically the highest level of development in Georgia, is calligraphy. Unique three Georgian alphabets Asomtavruli, Nuskhuri, Mkhedruli and calligraphy is the treasure of the world. Unfortunately, as a result to the development of the modern technologies, we forgot about the culture of handwriting. However calligraphy is one of the oldest areas of art. With the support of the Fund, two social enterprises of calligraphy were created, one in the capital and another one in Zemo Svaneti, Chuberi region. In the workshops, young calligraphists are working actively and teaching Asomtavruli and Nuskhuri alphabet to the ones willing. They are also creating beautiful souvenirs with the calligraphic hand on clay, cardboard or ceramics. Later on, produced souvenirs will be distributed on the Georgian souvenir market. Social enterprises of calligraphy will be on one hand develop this field and on the other hand will facilitate the process of employing the young artists. 8


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 9


ახალგაზრდები მდგრადი აგრარული და გარემოსდაცვითი განვითარებისათვის ორგანიზატორი: არასამთავრობო ორგანიზაცია ”სტუდენტური საერთაშორისო ინიციატივა” ხუთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მარაბდაში ახალი - პალმეტური მეთოდით - გაშენდა ხეხილის ინტენსიური ბაღი. პალმეტური მეთოდით ხეხილის ბაღების გაშენება ინოვაციურია საქართველოსთვის. აღნიშნული მეთოდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული და ხელს უწყობს მწირი მიწიანი ბაღების ოპტიმალურად დატვირთვას. მცირე ტერიტორიაზე მჭიდროდ გაშენებული ბაღები, ვიზუალურადაც საინტერესო სანახავია. ხეხილის ბაღები მოხალისე ახალგაზრდების მიერ გაშენდა და შემოსული მოსავალი სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხმარდება. პროექტის ფარგლებში აშენდა მცირე საგანმანათლებლო ცენტრიც, გამოიცა ბეჭდური მასალა. პროექტის ორგანიზატორებმა დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა რეგიონში აღნიშნული მეთოდის პოპულარიზაციის მიზნით.

Youth for sustainable agricultural and environmental development Organizer: Non-governmental organization “Students’ International Initiative” Based on the initiative of five youth non-governmental organizations, in the village of Marabda of the Tetritskaro district – palmetic method was used for creating the intensive fruit garden. Palmetic method is innovative approach for Georgia and is already used in various countries of Georgia. The method supports the process of using the most of the poor land gardens. Gardens organized in a small size lands represent an interesting sight. Harvest received from the gardens will be given to the socially vulnerable youth, who took active part in the process of planting. Educational center was built in frames of the project. Printed materials were also published. Organizers of the project conducted trainings for the youth interested in order to promote the above mentioned method in various regions.

10


11


2014 წელს განხორციელებული პროექტები სნოს ხეობის გამოყენებითი ხელოვნების ახალგაზრდული ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,გლობალური თანადგომა’’ სნოში სოციალური სახელოსნო მოაწყო. ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით საჭირო ინვენტარით აღიჭურვა საწარმოს დარბაზი, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ ხეზე ჭრისა და ქვის მხატვრული დამუშავების ტექნიკას. მეცადინეობები და პრაქტიკული სამუშაოები 6 თვის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა.

Projects implemented in 2014 Youth Center for Applied Arts of Sno valley

The non-governmental organization “Global Solidarity” arranged the social workshop in Sno, which was supported by the Children and Youth Development Fund. The Fund provided a room and necessary equipment where highly qualified teachers taught interested young people skills in wood cutting and stone processing techniques. The courses and practical work was carried out intensively for 4 months...

12


სობისური - სოციალური საწარმო სოფელ სობისში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ააიპ ,,ეთიკფინანსის’’ ორგანიზებით და ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ვაშლის ნატურალური წვენის დამამზადებელი სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი შენობის რემონტი. ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები. შემოდგომაზე საწარმომ ახალი ძალით დაიწყო პროდუქციის წარმოება. საწარმოს ფარგლებში 10-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული. პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე მიღებული პროდუქტის - ვაშლის რეალიზაციას, ახალგაზრდების განვითარებას, ახალი უნარების შეძენას და მათ დასაქმებას. განახლებული ეტიკეტითა და პროდუქტით წვენი ,,სობისური’’ უკვე ვრცელდება ქართულ ბაზარზე.

Sobisuri – A Social Enterprise in the Village Sobisi The village Sobisi in Gori municipality has a social enterprise for the production of natural apple juice. This was created by the non-governmental organization “Ethic-Capital” with high involvement of local youth. Within the project, the building intended for the production of the product was repaired. Trainings were carried out for young people. In autumn, the enterprise started production of the new product with renewed strength. Up to 10 young people are currently employed within the enterprise. At the local level, the project will encourage apple production, employment, and new skills for local youth. The “Sobisuri” apple juice now has an updated look and the product is sold in Georgian markets.

13


სოციალური სახელოსნო ,,დავათური’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,დავათურის’’ ინიციატივით სოციალური საწარმო ამოქმედდა, სადაც ტრადიციული ქართული მეთოდით ხდება დანების დამზადება და მოვარაყება. სოციალური სახელოსნოში ადგილობრივი ახალგაზრდები გამოცდილი ოსტატებისგან ეუფლებიან ხელობას და უნიკალურ სუვენირებს ამზადებენ, რომლებიც ქართულ სასუვენირო ბაზარზე საკუთარ ნიშას დაიკავებს. პროექტში ჩართული იყო 5 ახალგაზრდა. პროექტი ხელს უწყობს ტრადიციული ქართული სამჭედლო კულტურის შენარჩუნებას და ახალგაზრდების დასაქმებას.

Social Enterprise “Davaturi” A new social enterprise was created in the village Davati in the Dusheti municipality, with the initiative of a local non-governmental organization “Davaturi” which employs the Georgian method of handcrafting and gilding knives. This social enterprise has been operating for several months. Local youth are learning the handicraft from experienced masters and are making unique souvenirs, which will very soon occupy its own niche on the Georgian souvenir market. 5 local young are employed in the project. This project contributes to maintaining cultural heritage and youth employment.

14


სოციალური სახელოსნო რუსთავში პროექტი რუსთავის სკაუტურ ცენტრთან ერთად ,,ახალგაზრდობის ჩართულობის, განვითარებისა და განათლების ასოციაციამ’’ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მასშტაბით არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაზრდილი ასაკის (18 წლის შემდგომ) ახალგაზრდებმა მიიღეს პროფესიული განათლება, შეისწავლეს ოქრომჭედლობატიხრული მინანქარი და სხვა ხელსაქმე, რამაც ხელი შეუწყო მათ ადაპტაციას არსებულ რეალობასთან. მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზებიდან შემოსული თანხები მოხმარდება პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სასწავლო კურსი და მასში 20-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

Social Workshop in Rustavi The project was implemented by the Association of Youth Participation, Development and Education together with International Scout Centre in Rustavi. In the frame of this project, 20 local disadvantaged youth received an intensive 3 month professional education in jewelry making and other associated skills that contributed to their integration into society. The profits from the jewelry created by these young people will sustain the project.

15


2015 წელს განხორციელებული პროექტები მარწყვის საწარმო სოფელ შავშვებში გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯ & ჯ“პროექტის – ,,არ დავკარგოთ სოფელი“ ფარგლებში, აიგო სათბური და დაითესა 1500 მუდმივად მსხმოიარე მარწყვის ნერგი. პროექტის ორგანიზატორებმა სათბურისთვის შეიძინეს მაღალი ხარისხის სანერგე მასალა და შექმნეს ყველა პირობა ნაყოფიერი მოსავლის მისაღებად. სათბური მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. დასაქმებული პერსონალი - ამ სფეროში გამოცდილი ექსპერტისა და პროექტის ხელმძღვანელის მონაწილეობით, აქტიურადაა ჩართული საწარმოო პროცესში. პროექტის ფარგლებში დასაქმდა ოთხი დევნილი ოჯახი და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ რეგიონალურ სოციალურ საწარმოს.

Projects implemented in 2015 Strawberry enterprise in the village Shavshveni In Gori Municipality village Shavshvebi within the framework of the project - ,,Not to lose the village", presented by non-governmental organization ,, J & J " the greenhouse was built and 1500 constantly bearing strawberry seedlings were seeded in the compact settlement of IDPs. Project organizers purchased for greenhouse high quality planting materials and created all conditions for fruitful harvest. The greenhouse is under constant surveillance - the employed staff, with the participation of experienced experts in this field and the head of the project, is actively involved in the production process. The project employed four IDP families and established another regional social enterprise.

16


სოციალური კაფე სოციალური კაფე არასამთავრობო ორგანიზაციის - „მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით დაფუძნდა. სოციალური ბარი – „გენერატორი 9.8“დაფუძნებულია მოხალისეობის პრინციპებზე. სოციალური კაფე იდეალური გარემოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ახალგაზრდების ყოველდღიური განვითარებისა და თვითგამოხატვისთვის, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელებას. „გენერატორი 9.8“ დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 10:00-დან 19:00 საათამდე სთავაზობს სამუშაო სივრცეს, ხოლო საღამოს, 19:00 საათის შემდეგ კაფე ეთმობა სოციალურ ბარს, სადაც იგეგმება ღონისძიებები: საჯარო ლექციები, გამოფენები, მუსიკალური საღამოები, კინოჩვენებები და ა.შ.

Social cafe The social cafe and co-working space ”Generator 9.8. was founded by the initiative of non-governmental organization - "International Center for Peace and Integration ICPI". Social bar - "Generator 9.8" is based on the principles of voluntarism.Social Cafe is an ideal environment for both local and foreign young people for development and self-expression, which can contribute to implementation of variious interesting projects and ideas. "Generator 9.8" offers working space to interested persons / organizations from 10: 00 to 19:00, and in the evenings, after 19:00 the cafe is given to the social bar, where the following events will be planned: public lectures, exhibitions, music concerts, film shows, etc.

17


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 18


ხის სახელოსნო წეროვანში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით და ტრადიციული რეწვის ასოციაციის მხარდაჭერით, წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მონაწილეობით ხის სახელოსნო გაიხსნა. სახელოსნოს ოსტატი – ზაზა გათენაშვილი ხელმძღვანელობს. აღნიშნული პროექტი ასევე წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს ტრადიციული რეწვის განვითარებისა და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობის“ ნაწილს, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.ტრადიციული ხეზე კვეთის ოსტატს პროექტის ფარგლებში საშუალება მიეცა აეშენებინა სახელოსნო და შეეძინა მუშაობისთვის საჭირო დანადგარები. ის უკვე წლებია ტრადიციულ ხელნაკეთ ავეჯს, ხის ყუთებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვა სახის ხის ნამუშევრებს აკეთებს. პროექტის ფარგლებში მან მოწაფეებთან და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, უნდა შექმნას პროდუქციის ახალი ხაზი. ზაზა გათენაშვილი 40-მდე ადგილობრივ ახალგაზრდას ტრადიციულ ხელობას შეასწავლის.

Joinery workshop in Tserovani The joinery workshop was opened by financing of the Children and Youth Development Fund and the Association of Traditional Crafts, with participation of IDPs, residing in Tserovani. The workshop is headed by a craftsman- Zaza Gatenashvili. This project is also a part of European Union-funded program "Promotion of Georgian traditional handicrafts development and sector economic sustainability" which is implemented by the International Centre for the Arts. Traditional wood carving master within the project was given an opportunity to build a workshop and purchase necessary working machines. He has been making traditional handmade furniture, wooden boxes, household items and other wooden ware for many years. Within the project, he and his disciples, in collaboration with Association of Traditional Crafts will create a new product line. Zaza Gatenashvili will teach the traditional craft to 40 local young people. 19


სამთო მექანიზაციის ცენტრი უკანა ფშავში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების დასაქმება და მათი განვითარების ხელშეწყობა მაღალმთიან რეგიონებში. 2015 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რამდენიმე პროექტი დაფინანსდა და წარმატებითაც განხორციელდა. მათ შორის ერთ-ერთია ორგანიზაციის „კავშირი განვითარებისთვის“ პროექტი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამთო მექანიზაციის ცენტრის დაფუძნებას ისახავს მიზნად. პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის თემის სოფლებისთვის (შუაფხო, გოგოლაურთა, ცაბაურთა, თხილიანა, უძილაურთა, ბინდაურთა, უკანა ფშავი, მათურა, ჭიშო, მუქო, საშევარდნო) მექანიზაციის ცენტრის (სპეც. ტექნიკა, რომელიც მთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენება) შექმნას და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ამ ტექნიკის მოხმარების სწავლებას გულისხმობს. მაღალ მთაში რელიეფის გამო მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება, ფშავის თემში მიწის სამუშაოების წარმოება ძირითადად ცოცხალი ძალით (ცხენი, ხარი) და დიდწილად ხელით უწევთ, რაც მათ შრომას ახანგრძლივებს და ართულებს. შესაბამისად, გაცილებით ნაკლები მიწის ათვისება ხდება, ვიდრე დამხმარე, სპეციალური ტექნიკის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. უკანა ფშავის სოფლები ძირითადად დაცლილია, თუმცა, რამდენიმე ახალგაზრდის აქტივობა წარმატებული და სანიმუშოა, რაც იმედს იძლევა, რომ მათ კვალს სხვა მოზარდებიც გაჰყვებიან და მიგრაციის პროცესიც შეფერხდება. თემის მოსახლეობის ძირითად შემოსავალს, სოფლის მეურნეობით მოყვანილი პროდუქტის გაყიდვით მიღებული თანხა წარმოადგენს. პროექტის მიზანია, ინოვაციური მიდგომით, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების თვითდასაქმების სტიმულირება და ხელშეწყობა.

20


Mining Mechanization Center in Ukana Pshavi Promotion of youth employment and development in mountainous regions is one of the top priorities of the Children and Youth Development Fund. This year within the framework of the grant competition several projects were funded and successfully implemented in the mountainous regions. The project Union for Development is one of them, which is running in Dusheti Municipality and aims to establishment of one of the first mining mechanization centers in Georgia. Project implies to set up a Mechanization Center (Special technique, used for agricultural activities in the mountainous regions)in Dusheti Municipality, for Ukana Pshavi community villages (Shuapkho, Gogolaurta, Tsabaurta, Tkhiliana, Udzilaurta, Bindaurta, Ukana Pshavi, Matura, Chisho, Muko, Sashevardno) and provide training to local young people in using this technique. In the high mountain region agricultural heavy machinery cannot or only partially can be operated due to a relief, in the Pshavi community people have to conduct agricultural works mainly by horses and oxen and largely by hand, which makes their work longer and more difficult. Consequently, much less land is cultivated, than it would be available in case of ancillary special equipment. Ukana Pshavi villages are mostly deserted, however, activities of a number of young people is successful and exemplary, it gives hope that other teenagers will follow in their footsteps and the migration process will be halted. The main source of income for the community population is money received from the sale of the agricultural products. The aim of the project is through an innovative approach, to stimulate and support self-employment of young people in agriculture.

21


გაიხსენე ძველი ხელობა - სოციალური საწარმო ლენტეხში არასამთავრობო ორგანიზაციის „ლაჰილის“ ორგანიზებით ლენტეხში კიდევ ერთი სოციალური საწარმო დაფუძნდა. „გაიხსენე ძველი ხელობა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს ჭუნირის, ჩანგისა და სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია. პროექტის ამსახველი მასალების საფუძველზე კი მომზადდა დოკუმენტური ფილმიც. ჭუნირისა და სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგიებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ჩანგი სვანური საკრავია, ჭუნირთან და სვანურ ქუდთან ერთად მისი დამზადების ტექნოლოგია ჯერ კიდევ შემორჩენილია სვანეთში. პროექტის მთავარი მიზანია ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. მოსახლეობის მუდმივი მიგრაციის ფონზე სვანეთში მცირდება იმ ოსტატთა რაოდენობა, რომლებიც ფლობდნენ აღნიშნულ ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში ადგილობრივ ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შეესწავლათ სვანური საკრავებისა და ქუდების შექმნა, ცოდნის გამოყენებას კი ისინი სამომავლოდ პრაქტიკაშიც შეძლებენ.

“Remember the old craft” - Social Enterprise in Lentekhi NGO "Lahili" organized foundation of another social enterprise in Lentekhi. ,,Remember the old craft'' is the name of the project, under which local young people studied chuniri, changi and Svanetian hat manufacturing technology. The documentary footage was prepared on the basis of the project reflecting materials. Chuniri and Svanetian hat manufacturing technologies have the status of intangible cultural heritage monument. Changi is a Svanetian musical instrument. Changi, chuniri and Svanetian hat manufacturing technologies still exist in Svaneti. The main goal of the project is to protect and maintain traditional cultural heritage. On the background of the population’s permanent migration, the number of masters who master these technologies decreases in Svaneti. That is why local young people were given the opportunity to study manufacturing Svanetian musical instruments and hats within the project, and they will be able to apply the knowledge in practice. 22


23


სამკერვალო სახლი პანკისში 2015 წელს, ფონდის მხარდაჭერით სოციალური საწარმო პანკისშიც გაიხსნა. პროექტს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის სამოქალაქო ლიგა“ ახორციელებს. პანკისის ხეობა მაღალმთიან ზონას განეკუთვნება,სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულნი ქისტები - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები. ხეობა გეოგრაფიულად იზოლირებულია, მწირია სახნავ-სათესი თუ საძოვარი მიწები. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის მესაქონლეობა და მიწათმოქმედება, თუმცა მიწების სიმწირის გამო შეუძლებელია მისი ფართოდ განვითარება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პანკისში არის ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა. დასაქმების მხრივ განსაკუთრებით მძიმეა გოგონების მდგომარეობა. ხეობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პანკისელი ქალების მხოლოდ 10 პროცენტს აქვს მუდმივი სამუშაო, ესენი გახლავთ ძირითადად, მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები, დანარჩენი ნაწილი კი - ოჯახური საქმიანობით არის დაკავებული. ხშირია სკოლის ასაკის გოგონების გათხოვების ფაქტები, მათ ნაადრევად აწვებათ ოჯახის, შვილების აღზრდის ტვირთი და მოკლებულნი არიან ყოველგვარი დამატებითი განათლების საშუალებებს და არ გააჩნიათ დასაქმების არანაირი შესაძლებლობა. სწორედ, ამ პრობლემასთანაა კავშირში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქალებისთვის ახალი ხელობის შესწავლას და დასაქმების შესაძლებლობების გაჩენას. პროექტის ფარგლებში შეიძინეს სამკერვალოსთვის საჭირო ინვენტარი და ხეობის სამ სოფელში - 16 გოგონას ჩაუტარდა ტრენინგები, სადაც შეისწავლეს: ჭრა-კერვა და ქსოვა. მათგან საუკეთესო ოთხეული შეირჩა და ისინი ადგილზე დასაქმდნენ. პროექტი ხელს უწყობს ქალების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ გამოყვანას კარჩაკეტილი ცხოვრებიდან და ჩართვას საზოგადოებრივ აქტივობებში. დაიწყო სამკერვალოში დამზადებული სამოსის რეალიზაცია. ადგილობრივებს შესაძლებლობას მიეცათ, რომ შექმნან მათთვის სასურველი სამოსი, ტრადიციული, ქისტური ორნამენტებით ხელით ნაქსოვი ნივთები, რაც მნიშვნელოვანია ქისტური კულტურის პოპულარიზაციის კუთხითაც.

24


Tailoring house in Pankisi With the support of the Fund the social enterprise was opened in Pankisi in 2015. The project is being implemented by local NGO ,,Kakheti Civic League’’. Pankisi Valley in a mountainous region, densely populated by Kists - ethnic and religious minorities. The Valley is geographically isolated, with scarce arable and grazing lands. Cattle breeding and agriculture is the main source of income for the population, however, because of the scarcity of land it cannot be widely developed. Consequently, there is a problem of the youth employment in Pankisi. The employment situation is especially difficult for girls. The survey in the Valley showed that only 10 percent of Pankisi women have a permanent job, they are mostly teachers and nurses of kindergartens, while the rest are engaged in the family activities. The facts of school-age girls’ marriage are common, they are prematurely burdened with family, child-rearing, and deprived of any additional education means and do not have any employment opportunity. The project, financed by the Fund is related to this problem, and it aims to teach a new craft to local women and give employment opportunities for them. Within the project necessary equipment was purchased for the tailoring house and in three villages of the Valley 16 girls were provided training, where they studied: sewing and knitting. The best four girls will be selected and employed at the site. The project will help to improve the social situation of women, their taking out of a reclusive life and involvement in social activities. The sale of clothes, made in the tailoring house will start. However, in addition, the locals will be given an opportunity to create their desired clothes, traditional, Kistinian ornament crocheted items, which is important in terms of Kistinian culture popularization.

25


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 26


„სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაციები“ – საზაფხულო სკოლა მესტიაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაციები“ ფონდის დაფინანსებით საერთაშორისო ორგანიზაციამ’’Oikos Tbilisi“ განახორციელა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა 30-მდე ქართველმა და უცხოელმა წარმატებულმა სტუდენტმა მიიღო. პროექტი ითვალისწინებდა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის გაზრდას სოციალური მეწარმეობის სფეროში, ასევე სვანეთის ეკონომიკური მოდელის შემუშავებასა და მცირე სამეწარმეო ბიზნეს იდეების დამუშავებას. სტუდენტებს ლექცია–სემინარები ჩაუტარეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, პროექტის უმთავრესი მიზანი იყო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა და განვითარება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში გამოვლინდა ახალგაზრდების 4 ბიზნეს იდეა, რომელიც დამუშავდება ამავე პროექტში შექმნილ ვირტუალურ ბიზნეს ინკუბატორში და ბიზნეს ექსპერტებისა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დახმარებით გაივლის ყველა იმ ეტაპს, რაც აღნიშნული იდეების განვითარებას შეუწყობს ხელს. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

"Social Entrepreneurship and Social Innovations" - a summer school in Mestia International Summer School ,,Social entrepreneurship and social innovations" was carried out through the Fund’s financing by an international organization" Oikos Tbilisi ". The summer school was attended by 30 Georgian and foreign successful students. The project included providing the local and foreign youth with information, increase their awareness and involvement in the field of social entrepreneurship, as well as development of Svaneti economic model and processing small entrepreneurial business ideas. International and local experts gave lectures and seminars for the students, the main purpose of the project was to study and develop the entrepreneurial potential of the region of Svaneti. Within the summer school were revealed 4 business ideas of young people, which is to be processed in a virtual business incubator, created within the same project, and with the help of business experts and innovative business models will pass all the stages, which will support the development of these ideas. Along with the Children and Youth Development Fund, the project is supported by the Ivane Javakhishvili Tbilisi State University and the Mestia Municipality Council. 27


სოციალური საწარმო „სნოველი“ არასამთავრობო ორგანიზაციამ „გლობალური თანადგომა“ ყაზბეგში, სოფელ სნოში, სამხატვრო სახელოსნოს ბაზაზე, ფონდის მხარდაჭერით დააფუძნა სოციალური საწარმო, სადაც სტაბილურად დაასაქმა ადგილობრივი ახალგაზრდები. სოციალური საწარმოს დაფუძნებამდე, აღნიშნულ ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს უკვე გააჩნდა. 2014 წელს შეიქმნა სნოს ხეობის ხელოვნების ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა ნიჭიერი ახალგაზრდები და მათთვის ესწავლებინა ხეზე კვეთა და ქვის მხატვრული დამუშავება. დღეს უკვე მათი დიდი ნაწილი სოციალურ საწარმოში აგრძელებს საქმიანობას. 2015 წელს დაფინანსებული პროექტის მეშვეობით სნოს სახელოსნო აღიჭურვა სადურგლო დანადგარებით და ქვის სპეციალური სახერხით, რაც ოსტატებს საშუალებას აძლევს ადგილზევე შექმნან პროდუქცია - ავეჯი, დეკორაცია, სუვენირები. სახელოსნოშივე მოეწყო სუვენირებისა და დეკორაციების სარეალიზაციო კუთხე, სადაც მნახველს შეუძლია დაათვალიეროს და შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი. რეალიზაციიდან მიღებული სახსრები მოხმარდება დასაქმებულთა ანაზღაურებასა და საწარმოს განვითარებას, ახალი ადამიანური რესურსის მოზიდვასა და დასაქმებას.

Social Enterprise ,,Snoveli '' NGO ’’Global support '' in Kazbegi, village Sno, based on the art studio, with support of the Fund, founded the social enterprise, which steadily employed local youth. Before founding the social enterprise, the Children and Youth Development Fund had already had the experience of successful cooperation with this organization. Youth Center for the Arts was created in 2014 in the Sno Valley, the goal of which was to discover talented young people and teach them woodcarving and stone processing. Today the large part of them continues working in the social enterprise. In 2015, through the funded project, Sno joinery workshop was equipped with joinery equipment and special stone sawmills, which allows masters to create the product on site - furniture, decorations, and souvenirs. In the workshop the corner for selling souvenirs and decorations was arranged, where visitors can see and buy the desired item. The funds, received from the sale, will be used for employees' salaries and enterprise development, new human resource discovery and employment.

28


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 29


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 30


„ანიკას“ ადაპტირებული სამკერვალო სალონი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაცია „ანიკას“ ორგანიზებით, 2015 წელს კიდევ ერთი სოციალური პროექტი – „ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს“ - განხორციელდა. ასოციაცია„ანიკა“ არის შშმ ბავშვთა მშობლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და პირების სრული ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში, მათი პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და შემდგომი დასაქმების მიზნით. პროექტში – „ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს“ ჩართულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ახალგაზრდა (30 წლამდე ასაკის). მათ შეისწავლეს სამკერვალო საქმე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა ადაპტირებული სამკერვალო სალონი, რომელიც ფუნქციონირებს თბილისში, ასოციაცია „ანიკას“ ოფისში. აღნიშნული პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, რადგან პროფესიული განათლება, კერძოდ კი, სამკერვალო საქმის შესწავლა, საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს გაუჩნდეთ შემოსავალი, არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებულნი, აიმაღლონ თვითშეფასება და დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.

“Anika” adapted Sewing Salon With support of the Children and Youth Development Fund the association "Anika" organized and carried out in 2015 another social project - "Together we will change the world". The association "Anika" is an organization, established by the parents of the disabled children, whose activities are focused on full integration of children and persons with disabilities into the society, for the purpose of their professional education and further employment. In the project - "Together we will change the world," there are involved 16 young physically disabled persons (30 years old). They studied sewing with prospective of further employment. The adapted tailoring salon was opened within the project, which is operating in Tbilisi, the Association Annika's office. This project implementation is extremely important for the disabled young people as well as for growth of public awareness, as professional education, particularly the tailoring craft study will allow these people to have an income, not to be dependent on others, to improve their self-esteem and establish their position in society. 31


2016 წელს განხორციელებული პროექტები ეთნოდიზაინი ,,ეთნოდიზაინი’’ ტრადიციული რეწვის ახალი კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით გაიხსნა. სოციალურ საწარმოში წარმოდგენილია რეწვის გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მათი ხელმძღვანელი ოსტატების მიერ. იქ 14 სხვადასხვა სახელოსნოს 71 ხელოსნის ნამუშევრები იყიდება. ეთნოდიზაინში პროდუქციის შეძენით მომხმარებელი ეხმარება ქართული ტრადიციების შენარჩუნებას და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას.

Projects implemented in 2016 EthnoDesign “EthnoDesign” is a new concept store of traditional craft in Tbilisi, Akhvlediani Street, which was launched by the Georgian Craft Association. This respective store offers some of the outstanding samples of craft, which were designed by young people and their guiding professionals in various regions of Georgia. Any costumer, who purchases any product at this store – contributes to preserving Georgian traditions and employment of local youth.

32


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 33


ახალი მზიური სოციალური კაფე და ამფითეატრი საბავშვო ქალაქ ,,მზიურში’’ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მზიანის’’ ინიციატივით გაიხსნა. კაფეში დასაქმებულია 5 ახალგაზრდა, მათ შორის ერთი შშმ პირია. კაფესა და ამფითეატრში დაგეგმილ საგანმანათლებლო და შემეცნებითგასართობ ღონისძებებში წლის მანძილზე მონაწილეობას იღებს 4000-მდე ბავშვი და ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში მოხდა კაფესა და ამფითეატრის ტექნიკურად აღჭურვა, საჭირო ინვენტარის შეძენა და დამონტაჟება, ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციით მომარაგება. საწარმო ოფიციალურად გაიხსნა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ „მზის ფესტივალზე“.

New “Mziuri” “Mziuri” is a name of children’s town, which now has a social café and amphitheater launched by youth organization “Mziani”; this café employs five youth, including one person with disabilities. Nearly 4000 children and youth have already participated in educational and entertaining activities carried out by this café and amphitheater. The project funded by the Fund has equipped both, café and amphitheater with technical equipment, inventory, as well as provided with all the necessary products needed for their operation. This respective social enterprise was launched on June 1, during the annual “Sun Fest”, which commemorates the International Youth Day.

34


აუდიო-მულტი სტუდია „ჰერა“ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირის "ჰერას" ინიციატივით 2012 წლიდან ფუნქციონირებს სოციალური საწარმო „აუდიო-მულტი სტუდია ჰერა“, სადაც დასაქმებული არიან ახალგაზრდა დევნილი შშმ პირები. სოციალური საწარმოს ძირითადი საქმიანობაა აუდიო წიგნების გამოშვება. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საწარმო ტექნიკურად აღიჭურვა, შეიძინეს ციფრული ტექნიკა, რამაც ხელი შეუწყო სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას.

“Audio-multi studio Hera” Abkhazian Blinds and Deaf-Dumbs Union “Hera” has initiated establishment of a social enterprise “Audio-multi studio Hera”, which has been operating since 2012 and unites young IDPs. The main goal of this enterprise is to publish audio books. The Fund’s funding has enabled the respective studio to be technically equipped, purchase digital equipment, which has contributed to improving the process.

35


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 36


„პრე-აქსელერატორი 9.8“ 2015 წელს ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში, ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრმა’’ დააფუძნა სოციალური ბარი: გენერატორი 9.8. პროექტი წარმატებული გამოდგა და დღეს აღნიშნული სივრცე ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში. 2016 წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მორიგი სოციალური ინიციატივა დაფინანსდა - პროექტი „პრე-აქსელერატორი 9.8“. ეს გახლავთ სამთვიანი პროგრამა კრეატიული იდეების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სტარტაპის (ბიზნესის), არასამთავრობო ორგანიზაციის ან სოციალური საწარმოს დაარსება. პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება იმუშაონ სპეციალისტებთან ერთად და განავითარონ საკუთარი იდეები. მსოფლიოს მასშტაბით პრეაქსელერატორი აღიარებულია, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება.

“Pre-Accelerator 9.8” In 2015, the Fund supported the project proposal of youth NGO “International Center for Peace and Integration – ICPI”, which launched social bar: Generator 9.8. The respective project turned out to be successful and serves as a popular space among youth. In 2016, the respective organization received funding for another social initiative “Pre-Accelerator 9.8” after winning the Fund’s contest of ideas. This project will run for three months and target youth with creative ideas, who are willing to establish their own startup (business), NGO or social enterprise. Beneficiaries are enabled to work with professionals and develop their own ideas. Pre-Accelerators are famous worldwide due to serving as an important source for developing ecosystem of start-ups.

37


,,წიგნო-ბარი’’ კიდევ ერთი სოციალური კაფე სახელწოდებით „წიგნო-ბარი“ - ახალგაზრდული ასოციაციის ,,დრონის’’ ინიციატივით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ალტერნატიული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მიიღონ ცოდნა და პრაქტიკაში განავითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ ახალი პროფესიების დაუფლებაში. საწარმოში ხშირად იგეგმება კულტურული ღონისძიებები, რომელშიც დაინტერესებული ახალგაზრდები ხალისით ერთვებიან.

“Tsigno-Bari” Yet another social café “Tsigno-Bari” was launched by youth association “Droni”. In frames of the project, an alternative space was created, which enables youth to acquire knowledge, practice and develop their skills through non-formal education methodology; these skills will assist youth to acquire new professions. This respective social enterprise frequently organizes cultural events, which hosts lots of young people.

38


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 39


„ღია სივრცე“ - სოციალური საწარმო წყალტუბოში „ღია სივრცე“ წყალტუბოში დაფუძნებული პირველი სოციალური კაფეა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს სივრცისა თუ ინვენტარის გამოყენების საშუალებას პროექტების განსახორციელებლად. ეს სივრცე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. კაფე უკვე გახდა სხვადასხვა პროექტის მასპინძელი. კაფეში შექმნილია საინფორმაციო კუთხე, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწვდის სწავლის, მოხალისეობისა და დასაქმების შესახებ ინფორმაციას.

“Open Space” – Social enterprise in Tskaltubo “Open Space” is the very first social café launched in Tskaltubo, which enables CSOs, initiative groups and all the young people, who are interested in using this space or utilizing the available inventory for implementing projects. This space has a special importance for local young people and has already hosted various projects. The respective café is also equipped with a special information corner, which provides young people with information on education, volunteer and employment opportunities.

40


სახელოვნებო რეზიდენცია და საწარმო ობჩაში არასამთავრობო ორგანიზაციის A R C H E I Δ ინიციატივით, ობჩაში სახელოვნებო რეზიდენცია და საწარმო შეიქმნა, სადაც თბილისიდან ჩასული ხელოვანები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ტექსტილზე მუშაობენ, პროექტის ბოლოს გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს. პროექტი იმითაცაა საინტერესო, რომ ღონისძიებები ობჩაში, მიტოვებული ღვინის ქარხანაში გაიმართა, რითაც აღნიშნულ შენობას ახალი სიცოცხლე შეემატა.

Art-residence and enterprise in Obcha NGO A R C H E I Δ has initiated creation of art residence and enterprise in Obcha, which serves as a space where local dwellers have a possibility to work on textile along with artists, who visit them from Tbilisi. The final stage of the project was an exhibition/sale of their respective products. The project is also important due to events conducted in Obcha’s abandoned wine factory, which has now acquired a new life.

41


,,არაბული არტჰაუსი’’ ,,არაბული არტჰაუსი’’ ხევსურეთში, სოფელი კორშაში დაფუძნებული საწარმოა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს კულტურის ცენტრს, ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნოსა და სასწავლო ცენტრს. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდები სწავლობენ ტრადიციულ ხევსურულ ხელსაქმეს - ფარდაგის ქსოვას, ქარგვას, ხევსურული ტალავრის წარმოებას, ტოლის ქსოვის აღდგენას... მიმდინარეობს ძველი ორნამენტით თანამედროვე ტანსაცმლის წარმოება და ახალი ტანსაცმლის ხაზის შექმნა და ა.შ საწარმოს მთავარი ფუნქციაა ხევსურეთში არსებული ეთნო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესწავლა, შენახვა, განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და იქ ჩასული სტუმრების თუ ფართო საზოგადოებისთვის ხევსურეთის, როგორც გამორჩეული კუთხის დამახასიათებელი კულტურის სათანადოდ გაცნობა. პროექტის უშუალო ბენეფიციარები არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც საწარმოშივე დასაქმდნენ. საწარმოს ბაზაზე იგეგმება ფოლკლორული თუ შემოქმედებითი ფესტივალები.

“Arabuli Arthouse” Arabuli Arthouse was established in Khevsureti, village Korsha. This respective social enterprise also unites cultural centre, workshop of traditional handiwork and education centre.In frames of the project, local youth are enabled to study traditional craft of Khevsureti – sewing carpets, embroidering, making of traditional clothes of Khevsureti, revitalize sewing of wool in a local way. Also, this respective enterprise supports production of modern clothes with old ornaments, designing new clothing lines and etc. The main goal of the enterprise is to study, research, preserve and develop ethnic, intangible cultural heritage and also, employ local population. The enterprise also aims at assisting visitors and wider audience to get a full insight into this outstanding region’s culture. Project beneficiaries are local young people, who are also employed at the enterprise. There are number of folklore and creative festivals to be conducted at this enterprise.

42


43


ხის სოციალური საწარმო ,,სხივი’’ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ორგანიზებით დაფუძნდა ხის სოციალური საწარმო „სხივი“. პროექტის ფარგლებში არაფორმალური განათლების მეთოდებითა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების სისტემის პილოტირება დაიწყო, რომელიც მიმართულია მათი ცოდნისა და კომპეტენციების განვითარებაზე, შრომით ეფექტიანობაზე, კონკურენტუნარიანობასა და შრომით ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობაზე.

Social workshop of wood “Skhivi” “Association of Helping Children with Hearing and Speaking Disorders” has established social workshop of wood “Skhivi”. The respective project resulted into piloting employment system for persons with disabilities based on their individual needs and through non-formal education methodology; this system aims at capacity building and providing valuable education, as well as supporting to effective work, increasing beneficiaries’ competitiveness and assisting their employment within labour market.

44


„ბეთქილი“ - ახალგაზრდული ცენტრი მესტიაში ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი’’ თავის დროზე ადგილობრივმა კოლორიტმა - ბორის კახიანმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდები მთისთვის’’ ცენტრი განაახლა და ახალი სიცოცხლეც შესძინა მას. აღნიშნული ცენტრის განახლებამ ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები და სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და კულტურულ აქტივობებში. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილში“ განთავსდა კინოთეატრი, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, რამაც ნაწილობრივ გადაჭრა მუნიციპალიტეტში კინოთეატრის არარსებობის პრობლემა.

“Betqili” – youth centre in Mestia Youth centre “Betqili” was founded by one of the prominent dwellers of Mestia municipality – Mr Boris Kakhiani, along with other supporters of the idea. The Fund’s funding of the project implemented by NGO “Youth for Mountain” has launched a new chapter of the centre. The respective centre has supported both, local youth as well as visiting youth of Mestia to take part in wide range of educational, entertaining and cultural activities. In frames of the project, “Betqili” was equipped with a cinema, which organizes movie screenings and it has partially addressed the problem of absence of a cinema in this municipality.

45


,,ცოდნის კაფე'' სოციალური საწარმო და კიდევ ერთი საინტერესო სივრცე ახალგაზრდებისთვის წნორში, თავისუფლების ქ. N6 გაიხსნა. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინიციატივა'' ,,ცოდნის კაფე'' - ასე ჰქვია ადგილს, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იგეგმება. ეს გახლავთ სიღნაღში პირველი ლიტერატურული კაფე. გახსნის შემდეგ კაფე ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს პოზიტიურ გარემოში.

“Knowledge Café” This social enterprise and yet another interesting space for youth can be visited at Tavisufleba street N6in Tsnori. The project is implemented by NGO “Civic Initiative”. This space is called “Knowledge Café”, which conducts various exciting projects and events for local youth. This is the very first literature café in Sighnaghi municipality. After launching the café, it is open to visitors every day and welcomes them in a positive environment.

46


სვანური რეწვის სოციალური საწარმო სვანური რეწვის სოციალური საწარმო ლენტეხში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის სვანეთის რეგიონალური განვითარების ცენტრის ინიციატივით დაფუძნდა. საწარმოს მიზანია ტრადიციული სვანური რეწვის განვითარება, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვა, ტრადიციული სვანური სუვენირების (ქუდები, ნაბდები, ხის ნაკეთობები, მუსიკალური საკრავები და სხვა). დამზადება და სუვენირების მაღაზიისმოწყობა, სადაც ხდება დამზადებული ნაწარმის ადგილზევე რეალიზება.

Social enterprise of traditional craft of Svaneti Regional NGO “Svaneti Regional Development Centre” has initiated establishment of social enterprise of traditional craft of Svaneti. This enterprise aims at developing traditional craft of Svaneti, as well as engage young dwellers of mountainous regions in the respective works; these young people will be engaged in making of traditional souvenirs of Svaneti, such as hats, felt cloak,wood works, musical instruments and etc. These souvenirs will be sold at a local souvenir shop set up in frames of the project, which will ensure that these works are sold on the spot.

47


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 48


მეფუტკრეობა უკანა ფშავში ფონდის მხარდაჭერით უკანა ფშავში ბოლო 2 წლის მანძილზე მეორე სოციალური საწარმოც აქტიურად ამუშავდა: პროექტის ფარგლებში, ვაკისსოფელში უკვე არსებულ სამთო მექანიზაციის ცენტრთან, მცირე მეფუტკრეობის ცენტრი დაფუძნდა. პროექტის ორგანიზატორებმა მეფუტკრისთვის საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები შეიძინეს. ინვენტარით სარგებლობა უკანა ფშავის მოსახლეობას საჭიროების შესაბამისად შეუძლია.

Beekeeping in upper Pshavi The Fund has supported two social enterprises during the last two years. These active enterprises are the following: in village Vakissopeli, beekeeping centre was established under mine mechanization workshop; the latter workshop was also financed by the Fund. The project organizers have procured all the equipment and tools needed for beekeeping, which can be utilized by Pshavi dwellers as needed. 49


სნოს ახალგაზრდული კემპინგცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში კემპინგის ტიპის ტურისტული ცენტრი დაფუძნდა. პროექტს ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,გლობალური თანადგომა’’ ახორციელებს, პროექტის ფარგლებში დასაქმდნენ ახალგაზრდები, ისინი იძენენ მნიშვნელოვან ცოდნას ეკოლოგიის, ენერგოეფექტურობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. აქტივობებში 16-დან 25-წლამდე ადგილობრივი ახალგაზრდები ჩაერთნენ, სამომავლოდ ისინი იმუშავებენ სამთო ტურიზმის გამყოლებად, მონაწილეობას მიიღებენ კემპინგცენტრის ადმინისტრირებაში, აქტიური კომუნიკაცია ექნებათ მოგზაურებთან და დამსვენებლებთან.

Youth camping centre in Sno Children and Youth Development Fund under the Ministry of Sport and Youth Affairs of Georgia has supported establishment of youth camping centre in Sno village of Kazbegi municipality. The respective project is implemented by youth organization “Global Support” and it employs young people, who acquire valuable knowledge in ecology, energy effectiveness, tourism, marketing etc. These activities aim to engage young people aged 16 – 25, who will work as mountain tourism guides; they will also be involved in managing this camping centre, as well as actively liaise with visitors and travelers.

50


სოციალური საწარმო ბებნისში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სახელოვნებო სოციალური საწარმო აქტიურად ფუნქციონირებს. პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს და აქტივობებში ჩართულნი არიან ამავე ცენტრის შშმ აღსაზრდელები და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები. ფონდის მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში წმინდა თეოდორე ტირონის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება. სახელოსნო აღიჭურვა იარაღ-დანადგარებითა და სხვა საჭირო მასალით (მინანქრის ღუმელი, გობელენის საქსოვი დაზგა, ხის გასაშალაშინებელი დაზგა და ხის საჭრელი წვრილი იარაღები). ახალგაზრდები გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით. კურსის ბოლოს შედგა ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა. სამომავლოდ კი, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გაიყიდება სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში.

Social enterprise in Bebnisi Kareli municipality’s village Bebnisi is equipped with an active social enterprise workshop. The respective project is implemented by rehabilitation centre named after Saint Theodore Tyron; the project involves young people with disabilities, who are beneficiaries of this centre as well as socially vulnerable youth, who are Bebnisi dwellers. The Fund’s funding has resulted into establishing workshop of traditional handiwork, which carried out courses of enamel, tapestry, teqa and wood work technologies; these courses lasted for four months. The workshop was equipped with devices, tools and all the necessary materials, such as enamel stove, tapestry weaving loom, plaster for wood and thin tools for cutting wood. Later on, young people were enabled to choose what to study based on their willingness and ability. The final stage of the project will be an exhibition/sale of beneficiaries’ works. In future, works completed at the workshop will be sold in a small shop owned by this respective rehabilitation centre. 51


სოციალური სტამბა ბორჯომში ბორჯომის ცენტრში აქტიურად ფუნქციონირებს სოციალური სტამბა-საწარმო. აღნიშნული სტამბა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა და საწარმოში შშმ ახალგაზრდები არიან დასაქმებულნი. სტამბამ პირველი შეკვეთები უკვე მიიღო და მაღალი ხარისხის ბეჭდურ მომსახურებას უწევს მომხმარებელს, აქტიურად იღებს შეკვეთებს მთელი რეგიონის მასშტაბით.

Social publishing house in Borjomi Borjomi has an active publishing house-enterprise operating in the centre of this municipality. This respective publishing house was established by NGO “Helping Hand” as a result of their project proposal. This enterprise employs young people with disabilities. It has already received orders as it offers high quality service to customers. The publishing house is open to orders from the whole region.

52


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 53


იმოგზაურე სვანეთში ტურისტული სოციალური საწარმო პროექტის ,,იმოგზაურე სვანეთში’’ მიზანი იყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის თემისა და მიმდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის რეალიზება, ფარის თემის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა, ვიზიტორთა მოზიდვა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით. 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიზნის მისაღწევად: სოფელში გაიხსნა ტურისტული ცენტრი-"svantravel', განთავსდა სარეკლამო ბანერები ფარის თემში შემავალ სოფლებში, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები, მომზადდა ფარის თემის სალაშქრო რუკა, დამზადდა ვებგვერდი.

Travel in Svaneti – touristic social enterprise The project “Travel in Svaneti” aimed at developing tourism potential of Mestia municipality’s village Pari, as well as other surrounding villages of it; placing Pari in tourism destinations; and attracting visitors for creating employment opportunities for locals. There were number of significant steps made in the course of three months period for achieving the respective goals, such as: tourism centre “Svantravel” was set up in Pari village; advertisement posters were placed in surrounding villages of Pari; informational flyers were printed and spread; Pari hiking map was also developed; and web-site launched. 54


სოციალური საწარმო რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატიული განათლების აკადემიის“ ინიციატივით ქალაქ რუსთავში თანამედროვე ახალგაზრდული სივრცე - სოციალური საწარმო “Youth Room” გაიხსნა. „Youth Room”პირველი ახალგაზრდული სოციალური საწარმოა ქალაქ რუსთავში, ის წარმოადგენს ღია ახალგაზრდულ სივრცეს, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

Social enterprise in Rustavi Rustavi now has an alternative space for youth – social enterprise “Youth Room”, which was established by NGO “Alternative Education Academy”. “Youth Room” is the very first social enterprise in Rustavi, which serves as an open space for youth and is also adapted for persons with disabilities.

55


სოციალური საწარმოები პანკისში 2015 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში სოციალური საწარმო - სამკერვალო გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ქალები ტრადიციული ქისტური ორნამენტებით ქმნიან სამოსს. 2016 წელს პანკისის ხეობაში ფონდმა 2 სოციალური საწარმო დააფინანსა, რომლებიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ხორციელდება. ეს საწარმოებია: მეფუტკრეობის ცენტრი და სოციალური კაფე, რომლებიც დღეისათვის სრული დატვირთვით მუშაობს.

Social enterprises in Pankisi In 2015, the Children and Youth Development Fund supported establishment of a sewing workshop, which is a social enterprise in Pankisi gorge. This respective workshop enables local women to create clothes using traditional Kist ornaments. In 2016, the Fund supported two more social enterprises in Pankisi gorge, which have been initiated by local youth organizations. These enterprises are: beekeeping centre and social café; both of them operate in full mode up to this date.

56


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 57


foto: giorgi caava PHOTO BY GIORGI TSAAVA 58


სოციალური მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა 2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პროექტი დააფინანსა, რომლებიც, ერთი მხრივ სოციალური საწარმოების დაფუძნებას, ხოლო მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართვის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ეს პროექტებია: • სოციალური საწარმო ცაგერში - პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ხვამლი 2015’’შეიძინა სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა, რისი დახმარებითაც აქტიურად აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მოეწყო მარტივი კონსტრუქციის ნაგებობა, სადაც შესაძლებელია ნედლეულის მიღება, ასევე, უკვე წარმოებული პროდუქციის დახარისხება და ყუთებში ჩალაგება, ტექნიკისა და შხამქიმიკატების შენახვა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდები გადამზადდნენ აგროტექნოლოგიურ საკითხებში; • ძველი ტრადიციული სოფლის მეურნეობის დარგის (მებოსტნეობის) აღდგენა–განითარებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოს შექმნა გახლდათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის მიზანი, რომლის ინიციატორიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რაჭის განვითარების ცენტრი’’ იყო. პროექტში 6 ადგილობრივი ახალგაზრდა გახლდათ ჩართული, ხოლო მიღებული მოსავლის ნაწილი, პერიოდულად, ამბროლაურის სოციალურად დაუცველთა და შეჭირვებულთა უფასო სასადილოს ეგზავნება; • არასამთავრობო ორგანიზაციამ "გრინ ლაიფი"სოციალური საწარმო „კავკასიური სოჭის სანერგე" თბილისში დააფუძნა, პროექტი ხელს შეუწყობს კავკასიური სოჭის მეურნეობის საქართველოში განვითარებას, მის პოპულარიზაციას. სოციალურ საწარმოში ჩაერთულმა ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები გარემოს დაცვისა და, კონკრეტულად, ნერგების მოვლის საკითხებში. ერთ-ერთი ბენეფიციარი კი - სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა - უშუალოდ დასაქმდა პროექტის ფარგლებში; • პროექტის მიზანია, სოჭის ნერგებთან ერთად შობა-ახალი წლის შეხვედრისა და „ცოცხალ ნერგთან“ ურთიერთობის ტრადიციისთვის საფუძვლის ჩაყრა. ამ იდეის მოსახლეობაში პოპულარიზების შემთხვევაში, საშობაოდ აღარ მოიჭრება ხეები, არამედ სანერგე მეურნეობაში გაიყიდება კავკასიური სოჭი და ყველას ექნება შესაძლებლობა ცოცხალ ნერგთან ერთად შეხვდნენ შობა-ახალ წელს; • სანერგე მეურნეობის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა გურიაში დაფუძნებული სოციალური საწარმოს მიზანიც, სადაც ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის’’ ინიციატივით და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, მარწყვის სათბური მოეწყო; 59


Social entrepreneurship and agriculture In 2016, the Children and Youth Development Fund funded several projects, which contribute to both, establishment of social enterprises and development of agriculture; also, these projects aim at encouraging young people to get involved into agriculture. The respective projects are the following: • NGO “Khvamli 2015” has established social enterprise in village Tvishi of Tsageri municipality. In frames of the project, this respective NGO has purchased equipment needed for agricultural works and which can be used for producing agricultural products; • NGO has also arranged an easy type of construction, which can be used for storing raw products, as well as for sorting and packaging these. Equipment, along with chemicals can also be stored there; • Social enterprise established in Ambrolauri municipality aimed at focusing on restoring and developing an old and traditional are of agriculture – gardening. The project was initiated by local NGO “Racha Development Centre” and it involves six local youth; harvest is periodically taken to the free dinning of Ambrolauri’s socially vulnerable and poor; • NGO “Green Life” has established a social enterprise “Caucasian Fir Plant Nursery” in Tbilisi, which aims at revitalizing fir plant nursery through youth participation. The project aims at establishing a tradition of “alive plants” during Christmas and New Year through using fir plants; • Youth employment through developing plant nurseries is what local youth NGO “Youth for Changes” aims at. The respective social enterprise was established in Guria and has involved local youth in strawberry greenhouse.

60


სოციალური საწარმო ,,ორნამენტი’’ სამკერვალო სახლი "ორნამენტი" ააიპ "ფუდბანკ საქართველოს" პროექტია, რომელიც ხელს უწყობს 18-დან 23 წლამდე ასაკის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის გამოცდილების მქონე გოგონების პროფესიულ გადამზადებას, დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტის ბენეფიციარებმა შეისწავლეს კერვა, ქარგვა და ქსოვა. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული მინი-ფაბრიკა გამოუშვებს ისეთ აქსესუარებს, როგორიცაა: ყაბალახი, ყელსახვევი, სუფრა და ხელსახოცები, ჩაის ტილოები, წინსაფრები, ქუდები, სასაჩუქრე ნაკრებები; ასევე მიიღებს კერძო შეკვეთებს.

Social enterprise “Ornament’’ Sewing house “Ornament” is the project of NGO “Food Bank Georgia”, which provides assistance to young women aged 18 – 23, who have previously been part to state care system. These young women receive assistance for their professional training, employment and integration into society; beneficiaries learned how to sew, embroider and knit. In frames of the project, small factory was established, which will produce accessories, such as bashlyk, scarf, tablecloth, handkerchiefs, tea towels, aprons, hats and gift packages. This factory will also accept private orders.

61


სოციალური საწარმო"თუშეთი" არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდები მომავლისა და ცვლილებებისთვის’’კახეთის რეგიონში, სოფელ ქვემო ალვანში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ქალების ჩართულობით სოციალური საწარმო დააფუძნა. საწარმოში ბენეფიციარებმა შეისწავლეს ცხვრის მატყლის დამუშავება,თექის და ფარდაგის ნამუშევრების შექმნა.

Social enterprise “Tusheti” NGO “Youth for Future and Changes” has established social enterprise for women, whose living conditions classify as below poverty line. The respective enterprise is located in village Kvemo Alvani of the Kakheti region. The enterprise has acquired beneficiaries with knowledge of working on wool, as well as creating carpets and teqa.

62


სოციალური საწარმო დიცში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სოციალური საწარმო ,,ჩემი ფუტკარი’’ დაფუძნდა. საწარმოსთან ერთად ამოქმედდა საველე - პრაქტიკული ცენტრი, სადაც მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციას იღებენ სოციალურად დაუცველი პირები და სოფლის მაცხოვრებლები. პროექტის ინიციატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ქართლის სოციალური მეწარმეობის’’ წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში შეიძინეს ფუტკრის სკები, რომლებიც ადგილზევე, ხეხილის ბაღში განთავსდა. პროექტს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შიდა ქართლის სოციალური მეწარმეობა’’ ახორციელებს.

Social enterprise in Ditsi Social enterprise “My Bee” was established in village Ditsi of Gori municipality. Besides this enterprise, field-practical centre was also enacted, which provides consultations on beekeeping to socially vulnerable persons and other dwellers of this village. The respective project’s initiators representing “Shida Kartli Social Entrepreneurship” were enabled by the Fund’s funding to purchase bee hives; these hives were placed on the spot, in fruit garden. The project is implemented by local NGO “Shida Kartli Social Entrepreneurship”.

63


სახელოვნებო საწარმო გორში ააიპ ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა’’ გორში მცხოვრები 16-დან 30 წლამდე ბენეფიციარებისთვის სახელოვნებო საწარმო გააძლიერა. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა პროფესიული უნარების განვითარება ხელობის სხვადასხვა სფეროში შეძლეს (ჭრა-კერვა, თიხის დამუშავება, ტიხრული მინანქარი, უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტის სწავლება). მოგვიანებით მოხდა პროფესიადაუფლებული ბენეფიციარების სერთიფიცირება, რამდენიმე მათგანი დასაქმდა კიდეც ორგანიზაციაში არსებულ სოციალურ საწარმოში.

Art enterprise in Gori NGO “Welfare and Development Centre” has strengthened art enterprise in Gori for beneficiaries aged 16 – 30. Youth involved in the project managed to develop their skills in various areas, such as cutting-out, working on clay, vitreous enamel, as well as educating blind on braille. Later on, those beneficiaries, who had acquired professions were awarded with certificates and also, some of them were employed at the social enterprise of this respective organization.

64


სამომავლო გეგმები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ახალგაზრდული იდეების დასაფინანსებლად, საუკეთესო პროექტებს კი სამინისტროს სათათბირო გამოავლენს. პროექტები კონკრეტული პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად ხორციელდება. მომავალში ფონდი გეგმავს გააგრძელოს სოციალური მეწარმეობის ფარგლებში ახალი იდეების მიღება და დაფინანსება, ხოლო გასულ წლებში დაფინანსებული სოციალური საწარმოებისთვის დაიგეგმება კვალიფიკაციის ასამაღლებელი და მათ მიერ დამზადებული პროდუქციის, თუ მომსახურების რეალიზების ხელშემწყობი აქტივობები.

Future plans LEPL Children and Youth Development Fund under the Ministry of Sport and Youth Affairs of Georgia annually announces contest of youth ideas. The best ideas out of these are then selected by the consultative board of the Ministry. Project proposals shall comply with the respective program priorities. In future, the Fund intends to continue accepting new initiatives regarding social entrepreneurship and funding them as required. The Fund also aims at conducting various activities, which will contribute to capacity building of already funded social enterprises and supporting realization of their works or products.

65


სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ 2013-2016 წლებში დაფინანსებული სოციალური საწარმოების და მათში დასაქმებულთა რაოდენობა (სტატისტიკა)

66


The statistics about social enterprises and employment, financed by the LEPL Children and Youth Development Fund in 2013-2016

67


სოციალური მეწარმეობა და დასაქმება

68


Social Entrepreneurship and Employment

69


Cven gvjera Tqveni ideebis WE BELIEVE IN YOUR IDEAS 70

2013 2016  

სოციალური მეწარმეობა 2013-2016

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you