პროფესიული უნარ ჩვევები

Page 52

ადგილსამყოფელის მიხედვით არსებულ სასამართლოს. სასამართლო

ვალდებულია

რეგისტრაცია

განახორციელოს

აუცილებელი

საბუთების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება, კავშირი ჩაითვლება რეგისტრირებულად. თუ თქვენ უარი გეთქვათ რეგისტრაციაზე, ეს უნდა იყოს დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. ცვლილებები,

რომლებიც

საჭიროებენ

რეგისტრაციას,

გამგეობამ

უნდა

წარუდგინოს სასამართლოს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით.

2.2. საწარმოს სამართლებრივი ფორმები დეტალურად

ჩამოვაყალიბოთ

თითოეული

საწარმოს

ცნება,

ზოგადი

დახასიათება .. დადებითი და უარყოფითი მხარეები. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი განამტკიცებს საწარმოთა ექვს ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმას, ესენია: 1. ინდივიდუალური საწარმო; 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება( სპს); 3. კომანდიტური საზოგადოება ( კს); 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ( შპს); 5. სააქციო საზოგადოება( სს); 6. კოოპერატივი. 1.

ინდივიდუალური

საწარმო

წარმოადგენს

ერთი

პირის,

როგორც

დამოუკიდებელი ფიზიკურ პირის, სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმას. ინდივიდუალური

საწარმო

არ

არის

იურიდიული

პირი.

როგორც

წესი

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებიან შემდეგი მიმართულებების მქონე საწარმოები:

საცალო

ვაჭრობა

(მცირე

ზომის

მაღაზია),

მცირე

მოცულობის

სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. ინდივიდუალური მეწარმის ძირითად უპირატესობას მისი რეგისტრაციის სიმარტივე წარმოადგენს. თუმცა ინდივიდუალურ საწარმოს გაჩნია თავისი ნაკლოვანებებიც. პირველ რიგში ის, რომ ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და ის საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მათ შორის ისეთითაც, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული

მის

საქმიანობასთან.

მაგალითად,

აგარაკი

ან

სულაც 52


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.