__MAIN_TEXT__

Page 1

მითები და რეალობა

შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში


პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“-ს ფარგლებში. © გაეროს ბავშვთა ფონდი, 2017 წელი წინამდებარე პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ გაეროს ბავშვთა ფონდი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის ან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციად აღქმა დაუშვებელია. სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.


მითი

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობა არის დაავადება, რომელიც შესაძლოა გადაგვედოს.

2

შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული დარღვევით და ის არ არის გადამდები.

3


მითი

რეალობა უმჯობესია, თუ ადამიანები, რომლებსაც მძიმე ფორმის შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, იცხოვრებენ სპეციალიზებულ დაწესებულებებში, რადგან მათ იქ უკეთესად მოუვლიან და ისინიც უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.

4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში ცხოვრება აძლევს საკუთარი აზრის გამოხატვის, განათლების და დასაქმების შესაძლებლობას, რასაც დახურულ დაწესებულებაში ვერასდროს მიიღებს. 5


მითი

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ოჯახის შექმნის არც სურვილი აქვთ და არც საშუალება. სასურველია, მათ არ ჰყავდეთ შვილები.

6

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები შეიძლება იყვნენ კარგი და მოსიყვარულე მშობლები. მათი ისეთივე სურვილი აქვთ ჰყავდეთ საყვარელი ადამიანი და ოჯახი, როგორც ყველას.

7


მითი

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები გამოირჩევიან აგრესიულობით და ამიტომ არსებობს მათ მიერ დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკი. შესაბამისად უმჯობესია, თუ მოხდება მათი საზოგადოებისგან იზოლაცია.

8

ზოგადად, ადამიანების აგრესიული ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მიუხედავად იმისა იქნება ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არა. კვლევებით დადასტურებულია, რომ მოძალადე ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ აღენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, უფრო მეტიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

9


მითი

რეალობა მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ყველაფერში შეღავათი გავუკეთოთ, შევიცოდოთ, უპირატესობა მივანიჭოთ, რადგან ისინი თავიანთი მდგომარეობის გამო სიბრალულს იმსახურებენ.

10

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არ უნდა გვეცოდებოდეს, რადგან მათ აქვთ ისეთივე ცხოვრება და ინდივიდუალური ინტერესები, როგორიც არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. შეცოდებით და გადაჭარბებული შეღავათებით, ხელს ვუშლით მათ პიროვნულ განვითარებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

11


მითი

შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვი, რომელიც ტრანსპორტში თუ სკოლაში „უცნაურად“ ან „საშიშად“ იქცევა, უმჯობესია სპეციალურ სკოლაში დადიოდეს და ცალკე ტრანსპორტით მოძრაობდეს.

12

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ისეთივე უფლება აქვს სკოლაში სწავლისა და ტრანსპორტით მგზავრობის, როგორც ყველა სხვა ბავშვს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განსხვავებული ქცევა, შესაძლოა, გამომდინარეობდეს მისი მდგომარეობიდან, რაც გარემოს სხვაგვარი აღქმითაა განპირობებული. მაგრამ, თუ გარემო იღებს ასეთ ადამიანს და არ ქმნის ბარიერებს (იქნება ეს სიტყვიერი გამოხატულება, მზერა, ემოცია), მაშინ ბავშვის ქცევაც დროთა განმავლობაში უფრო ადაპტირებული ხდება.

13


მითი

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთან თანაარსებობა/ თანაცხოვრება სხვა („ჩვეულებრივ“) ბავშვების განვითარებას აფერხებს.

14

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ხელს უწყობს დანარჩენი ბავშვების სულიერ და პიროვნულ განვითარებას. ეს ხელს უწყობს გუნდურობის, ერთიანობის, საზოგადოების წევრობისა და სოლიდარობის შეგრძნების, თანასწორობის, ტოლერანტობისა და ურთიერთდახმარების უნარების განვითარებას.

15


მითი

რეალობა თუ ქუჩაში ვხედავთ ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, სჯობს შეკითხვის გარეშე დავეხმაროთ მას გადაადგილებაში, რადგან მას ყოველთვის სჭირდება დახმარება.

16

ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად შესაძლებლობისა, სურს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და სხვისი დახმარება არ ითხოვოს. სანამ მის დახმარებას გადაწყვეტთ, აუცილებლათ კითხეთ მას, რამდენად სურს რომ დაეხმაროთ.

17


მითი

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, კომპენსაციის სახით, სხვა უნარები და ნიჭი განსაკუთრებულად უვითარდებათ და ბევრი მათგანი შესაძლოა, გენიოსად ჩამოყალიბდეს.

18

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში განსაკუთრებული ნიჭის განვითარების ალბათობა ისეთივეა, როგორც ყველა ბავშვში.

19


შემოგვიერთდი

გვერდზე

Profile for UNICEF Georgia

მითები და რეალობა  

მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში

მითები და რეალობა  

მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში

Advertisement