Page 1

ქართული ანბანის წყობა

დავათის სტელა ყველაზე ძველი წყაროა, რომელზეც ქართული ანბანის წყობაა ასახული. მასზე ოცდაჩვიდმეტი ასოა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონაში ორმოცი. დავათის სტელაზე ასოების რაოდენობა ზუსტად პასუხობს იმ რაიდენობას, რომელიც ანბანს სრულყოფს, რაზეც დაწვრილებით ქვევით იქნება საუბარი. დანარჩენი ასოები, რომლებიც სულხან-საბას სიტყვის კონაშია და რომლებიც ანბანის ბოლოში აქვს გადატანილი, სავარაუდოდ მოგვიანო დანამატია. განხილვის საგანი ასევე იქნება „ნულა“ , ანუ ნული, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანის თქმით ქართულები არ იყენებდნენ. შევეხებით ასევე იოანე ზოსიმეს ჯვრის კიდეებზე წაწერილ ასომთავრულ ასოებს- „ლცყთ“-ს.

ქართულ ანბანს გააჩნია, როგორც რიგითი სათვალავი, ასევე რიცხვმნიშვნელობები, გარდა ბოლო სამი გრაფემისა (იხილეთ ცხრილი #1): რიგითი სათვალავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

გრაფემა ა ბ გ დ ე ვ ზ ჱ თ ი

რიცხვმნიშვნელობა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

შენიშვნა დავათის სტელაზე არსებული ასოები (სტელაზე ასოები ასომთავრულშია შესრულებული რაც „ჳ“-ს და „უ“-ს შორის პირველობის საკითხს სადაოს ხდის)


11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

კ ლ მ ნ ჲ ო პ ჟ რ ს ტ

20 30 40 50 60 70 80 90 100 200 300

22

400

იხილეთ ცხრილში „ჳ“

23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37

ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჴ ჯ ჰ ჵ

500 600 700 800 900 1000 2000 3000 4000 5000 6000 7000 8000 9000 10000

დავათის სტელაზე არსებული ასოები

__

„ჳე ძველად უნის მაგივრად მჯდარა და რიცხვადაც ოთხასად ყოფილა, შემდგომად ოთხასად უნი დაუსვამთ და ანბანში ჳე უნს უკან მოუსვამთ და რიცხვთაგან ამოუღიათ, ვინათგან რიცხვთაგან ამოღებული იყო, რიცხვთა საშუალ რაღათ მჯდარიყო,

__


ამისათვის მე ბოლოს დავსვი“ (სულხანსაბა ორბელიანი)

__

__

„ესე ფარსა და ჳეს საშუალად ითქმის. ძველს წიგნში ახლა ვპოეთ. სხვათა ენისა თარგმანში ფრიად საჴმარ არს, ამისათვის ბოლოს დამიწერია.“ (სულხან-საბა ორბელიანი)

__

__

„ესე სიტყვათა შემაერთებელი არს და ცალკე ასოა. ყოველთა ენათა ანბანთა ბოლოს უზის და მეცა ბოლოს დავსვი, თუცა დონს ასო ზედეთ აბია, შემკვრელი ასო არს. და თუცა დონსა ანი გვერდით უზის სიტყვისა შემწე არს.“ (სულხან-საბა ორბელიანი)

ცხრილი #1 ქართული ანბანის რიცხვმნიშვნელობების საერთო ჯამია ორმოცდაცხრამეტიათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი (59995). თუ ამ საერთო ჯამს შევხედავთ, როგორც ცალკეულ რიცხვებს და დავალაგებთ სიმაღლეზე, მივიღებთ ანბანის წყობას, რომელიც ზუსტად გასცემს პასუხს სულხან-საბას გაკვირვებას, თუ რატომ არ იყენებდნენ ქართველები „ნულას“ (“ესე ნულა

ყოველთა რიცხვთა და ანგარიშთა უმჯობესია. ყოველნი ქრიტიანენი ანუ ჰურიანი, გინა წარმართნი ამის მიერ რიცხვენ. ქართველთა, მიკვირან რათ არა დასჭვრიტეს, ანუ წმიდათა მამათა დაუტევეს” (სულხან-საბა ორბელიანი)) და რატომ წერია ქართულ ბიბლიაში „მე ვარ ანი და ჵ“. 5 9 9


9 5 ქართული ანბანის წყობა დაფუძნებულია წრის და წრებრუნვის პრინციპებზე (სურ #1,#2 #3), სადაც არ არსებობს დასაწყისი და დასასრული, „ანი და ჵ“ თავად არის საწყისიც და სასრულიც. („ანი და ჵ“ სვეტი ქმნის სიტყვას- აირჩჵ, ანუ აირჩა. ქვევით იქნება განხილვა თუ რა შეიძლება რქმეოდა ჵ-ს)

სურ #1 რაც შეეხება „ნულა“-ს, აქ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, თუ რატომ არ იყენებდნენ ქართველები მას. რამაზ პატარიძის მტკიცებით ქართული ანბანი ქურუმების მიერ არის შექმნილი, რაც გასაგებს ხდის თუ რა იყო მიზეზი „ნულა“-ს არ გამოყენების: 1. ბუნებაში (სულიერ სამყაროში) არაფერი არ არსებობს, ყველაფერს აქვს საწყისი. თუნდაც, ავიღოთ საწყისი და საბოლოო წერტილი, მათ შორის დავსვათ კიდევ რამდენიმე. ამ შემთხვევაში საწყისი იქნება პირველი, ანუ საწყისი წერტილიდასაწყისი, ანუ ერთი, ხოლო შემდეგი წერტილები-მეორე, ანუ ორი და ა.შ.. 2. ქართული სიტყვები „არაფერი და ყველაფერი“. თუ დავაკვირდებით ამ ორ სიტყვას სიღრმისეულად მისახვედრია, რომ არაფერი თავად არის ყველაფერი, რომელიც სპექტრში გატარების შემდეგ ავლენს თავის თვისებას და შვიდ ფერად გარდაიქმნება. ე.ი არაფერი არის უფერული ფერი-სინათლე-ნათელი.


სურ #2


მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.

სურ #3


სურ #4:

შიომღვიმის მონასტრის ყველგანმხედველი თვალი.

ფრესკა-ყოვლადწმინდა

სამების

„ა“ არის ქართული ანბანის პირველი ასო, ხოლო „ჵ“ ბოლო. „ა“-ს რიგითი სათვალავი და რიცხვმნიშვნელობაც არის ერთი, ხოლო „ჵ“-ს 37 და 10000, რომელიც საბოლოო ჯამში დაიყვანება ერთამდე: 1. 37=3+7=10=1+0=1 2. 10000=1+0+0+0+0=1 აქედან გამომდინარე 1=37 და 1=10000, დასაბამი უდრის დასასრულს, ხოლო პირველი უკუანაჲსკნელს. თუ “ანი და ჵ” უდრის ერთმანეთს, არ არის გამორიცხული „ჵ“-ს სახელი ამ გრაფემის შექმნისას ყოფილიყო „ანი“, ხოლო “ჵოე” მას მოგვიანებით დარქმეოდა. თუ ანბანის პირველი და ბოლო ასოს სახელები ერთი იქნებოდა, მათი რიცხული ჯამიც ერთმანეთის ტოლი გამოვა:


1. „ან“: ა=1, ნ=14, 1+14=15=1+5=6 2. „ჵნ“ (ამ შემთხვევაში „ჵნ“ წაიკითხება როგორც „ან“ ): 37+15=51=5+1=6 (სულიერ მათემატიკაში 51=15; 5+1=6; 1+5=6) რიცხვების გადაყვანას ასოებში (სიტყვებში) და პირიქით ქვია „ჰემატრია“, რომელიც ქართულ ანბანში პროფესორმა ალიკო ცინცაძემ აღმოაჩინა. (იხილეთ „ქართული ჰემატრია“ და „მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა“ სურათ #3-ში ანბანი წრეზეა გაშლილი და წრეში ჩახატულია წესიერი სამკუთხედი. აქ არის მოყვანილი მხოლოდ ის ასოები, რომლებიც „დავათის სტელაზეა“ მოცემული. გაჩნდება კითხვა „ჳ“-სა და „უ“-სთან დაკავშირებით („ჳე ძველად უნის მაგივრად მჯდარა და რიცხვადაც

ოთხასად ყოფილა, შემდგომად ოთხასად უნი დაუსვამთ და ანბანში ჳე უნს უკან მოუსვამთ და რიცხვთაგან ამოუღიათ, ვინათგან რიცხვთაგან ამოღებული იყო, რიცხვთა საშუალ რაღათ მჯდარიყო, ამისათვის მე ბოლოს დავსვი“ (სულხან-საბა ორბელიანი)), თუ რომელია „დავათის სტელაზე“, მაგრამ აღნიშნული საკითხი სხვა განხილვის თემაა. რაც შეეხება სამკუთხედს, ის აერთებს „ღ“-ს, „მ“-ს და „ა,ჵ“-ს. ვინაიდან „ა“ რიგითი სათვალავით და რიცხვმნიშვნელობით არის „ერთი“ მივუწეროთ სიტყვას „ერთს“ წინ ასოები „ღ“ და „მ“, გამოვა სიტყვა „ღმერთი“ ! სურათების 3 და 4-ის შემთხვევაში შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ფრესკასა და წრეში ჩახაზულ სამკუთხედს შორის არსებობს კავშირი. სურათ #1-ში („ანი და ჵ“-ეს სვეტი ქმნის სიტყვას-აირჩჵ) დაცულია ათობითი თვლის სისტემა, ერთიდან ცხრამდე. თუ გავითვალისწინებთ ჰემატრიის მეთოდებს, ყელა რიცხვი დადის ერთიდან ცხრამდე. აქედან გამომდინარე ა=ი=რ=ჩ=ჵ:

# 1 2 3 4 5

რიგითი სათვალავი 1 10 19 28 37 1. 2. 3. 4. 5.

1=1 10=1+0=1 19=1+9=10=1+0=1 28=2+8=10=1+0=1 37=3+7=10=1+0=1

გრაფემა ა (ან) ი (ინ) რ (რაე) ჩ (ჩინ) ჵ (ჵნ ანუ ან)

რიცხვმნიშვნელობა 1 10 100 1000 10000


იოანე ზოსიმეს ჯვარი იოანე ზოსიმე ჯვარზე მოცემულ ასოებს „ლცყთ“-ს (სურ #5), თუ შევაერთებთ, წრეზე განლაგებული ასოების პრინციპით, ერთმანეთთან (სურ #6) მივიღევბთ ორ ერთნაერ სამკუთხედს, თან „ლყ“ წრეს ყოფს ოქროს კვეთის პრინციპით: 1. „ლყ“-ს წრის ქვედა მხარეს 14 ასოა, ზედა მხარეს 22 (23 ასო გამოდის, თუ სათვალავში ა-ს და ჵ-ს ავიღებთ ცალცალკე), სულ 36, ან 37 (ორივე შემთხვევაში ოქროს კვეთის პრინციპი არ ირღვევა) 2. 14 გამოდის მთელის მცირე ნაწილი, 22 ან 23 მთელის დიდი ნაწილი და 36 ან 37 გამოდის მთელი. 3. 14/22=0,636, 22/36=0,611 4. 14/23=0,608, 23/37=0,621 ორივე შემთხვევაში ოქროს კვეთის პრინციპი დაცულია. სურ #5: იოანე ზოსიმეს ჯვარი

ზემოთ მოყვანილი ანგარიშიდან გაჩნდება კითხვა, რომ მთელის გაყოფისას ორ არათანაბარ ნაწილად და ამ ორი არათანაბარი ნაწილის ერთმანეთზე გაყოფით, შემდგომ კი დიდი ნაწილის შეფარდებით მთელზე, უნდა მივიღოთ ერთი და იგივე რიცხვი, რაც არ ემთხვევა 0,618-ს, ოქროს კვეთის რიცხვს. მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ფიბონაჩის რიცხვები, რომლებიც 144-მდე, რაღაც გამონაკლისის გარდა, ზუსტად არ დადის ეგრეთ წოდებულ ოქროს კვეთის რიცხვზე. (ფიბონაჩის (ოქროს კვეთის) რიცხვები: 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89, 144 და ა.შ. ყოველ რიცხვს ემატება წინა რიცხვი).


სურ #6

მე ვარ ანი და ჵ  

ვარაუდები ქართული ანბანის შესახებ

მე ვარ ანი და ჵ  

ვარაუდები ქართული ანბანის შესახებ

Advertisement