Page 1

ლიკა ჩაჩუა ჩარლი ჩაპლინი სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists. ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს. ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა. 1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში. 1921წელს აწყობს ევროტურს.


მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”) ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times” 1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა … 1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო 1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A King in New York” 1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს) უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი. ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში Vevey ჩარლზ ჩაპლინის წერილი ჯერალდინას მისამართით ჩემო გოგონა: «ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დდიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე


ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რავ მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე პროკრედიტ ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც


ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, დომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე…მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც. გკოცნი, ჯერალდინა შენი ჩარლი.»

ჩარლი ჩაპლინი