Page 1

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ


თიანეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა 6 283 200 ლარი

 გადასახადების გეგმა შეადგენდა 200 000 ლარს; ფაქტიური შესრულება 125 500 ლარს, რაც გეგმიური მაჩვენებლის 62,7 %-ია.  სახელმწიფი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების გეგმა შეადგენდა 5 918 600 ლარს, ხოლო ფაქტიური შესრულება 5 754 500 ლარს, რაც გეგმის 97,2 %-ია. მათ შორის:  ბიუჯეტით გათვალისწინებული გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერი შეადგენდა 3 037 500 ლარს, გეგმა შესრულებულია 100%-ით.  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერების წლიური გეგმა შეადგენდა 2 398 600 ლარს, ხოლო ფაქტიური შესრულება 2 234 600 ლარს.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი ტრანსფერების წლიური გეგმა შეადგენდა 482 500 ლარს, გეგმა შესრულდა 100%-ით.  სხვა შემოსავლები გეგმით გათვალისწინებული იყო 214 000 ლარი, ფაქტიურად შესრულების მაჩვენებელია 383 500 ლარი, რაც გეგმის 179,2 %-ია.

 არაფინანსური აქტივების კლებიდან, კერძოდ, მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 19 600 ლარი.


თიანეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფასა და მატერიალური ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, კულტურისა და სპორტის განვითარებას.

თიანეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის წლიური ხარჯები განისაზღვრა 7 066 500 ლარის ოდენობით. საანგარიშო პერიოდის ბოლოს გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 6 391 100 ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 90.4 %-ია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 371 600 ლარი, რაც გეგმით გათვალისწინებული ხარჯის 96,4 %-ია. მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასო ხარჯმა შეადგინა 1 087 800 ლარი, რაც გეგმით გათვალისწინებული ხარჯის 98,3 %-ია.


2015 წლის განმავლობაში გაიხარჯა:

 საგანგებო სიტუაციების მართვა - 144 100 ლარი; გეგმა შესრულდა 100 %-ით.  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 75 400 ლარი; გეგმა შესრულდა 99,8 %-ით.  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია 3 331 100 ლარი; გეგმა შესრულდა 85%-ით.

 განათლება - 489 700 ლარი; გეგმა შესრულდა 98,8 %-ით.  კულტურის,რელიგიის,ახალგაზრდობისა და სპორტის

ხელშეწყობა - 659 900 ლარი; გეგმა შესრულდა 93,1%-ით  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -

231 400 ლარი; გეგმა შესრულდა 99%-ით.


 ა.(ა).ი.პ. ,,თიანეთის წყლის“ დაფინანსებაზე გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 49 000 ლარი; გეგმა შესრულდა 99,3 %-ით.  ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფას მოხმარდა 74 800 ლარი; გეგმა შესრულდა 97,6 %-ით.

 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის სუბსიდიის მუხლში გაიხარჯა 486 000 ლარი; გეგმა შესრულდა 100 %-ით.  ა.(ა).ი.პ. სპორტული კლუბი ,,თიანეთის“ ხელშეწყობის საკასო ხარჯმა შეადგინა 44 000 ლარი;  სპორტული სკოლების დაფინანსების საკასო ხარჯმა შეადგინა 50 900 ლარი;  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის საკასო ხარჯმა შეადგინა 11 800 ლარი;  კულტურული ღონისძიებების საკასო ხარჯმა შეადგინა 43 300 ლარი;

 სამუსიკო სკოლის ხელშეწყობის საკასო ხარჯმა შეადგინა 45 300 ლარი;  ბიბლიოთეკების ხელშეწყობას მოხმარდა 124 900 ლარი;


 კულტურის ცენტრის ხელშეწყობის საკასო ხარჯმა შეადგინა 171 800 ლარი;  მუზეუმების ხელშეწყობის საკასო ხარჯმა შეადგინა 71 900 ლარი;  გაზეთ ,,თიანეთის მომავლის“ საკასო ხარჯმა შეადგინა 40 700 ლარი;

 კულტურისა და დასვენების პარკი ,,კუჟ-ბაღი“ დაფინანსდა 11 100 ლარით;  რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას მოხმარდა 44 300 ლარი;  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების საკასო ხარჯმა შეადგინა 61 900 ლარი;  ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 17 000 ლარი;  სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები - 100 800 ლარი;  სარიტუალო ღონისძიებები - 500 ლარი;  მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო „მადლი“ - 51 200 ლარი;


2015 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე 509 700 ლარი გაიხარჯა განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:

 წყალსადენის სათავე ნაგებობისა და ქსელის მოწყობა - 28 სოფელი;  სოფელთან მისასვლელი და შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა -17 სოფელი;  სარიტუალო შენობა-ნაგებობების მშენებლობა-კეთილმოწყობა და რემონტი - 9 სოფელი;  სასაფლაოს შემოღობვა-3 სოფელი;  საცალფეხო ხიდების მშენებლობა-3 სოფელი;  ნაპირსამაგრის მოწყობა-2 სოფელი;  გზის შეკეთება-1 სოფელი;  სარიტუალო ინვენტარის შეძენა-1 სოფელი;  სასოფლო სამეურნეო სავარგულების შემოღობვა-1 სოფელი;  დასასვენებელი პარკის მოწყობა-1 სოფელი;  სადრენაჟე არხის გაწმენდა-1 სოფელი;  სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენა-6 სოფელი;


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 094 704 ლარი გაიხარჯა განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

დაბა თიანეთში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 094 704 ლარი გაიხარჯა განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: სოფელ ტუშურების წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 094 704 ლარი გაიხარჯა განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

სოფელ ალოტის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და შიდა ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 094 704 ლარი გაიხარჯა დასრულების ეტაპზეა: სოფ. ცალუღელაანთკარის,სოფ. ღულელების, სოფ. თოლენჯისა და სოფ. ქვემო კვერნაულას არტეზიული ჭებისა და შესაბამისი წყალსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოები


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 094 704 ლარი გაიხარჯა განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

სოფ. ევჟენტში აშენდა საავტომობილო ხიდი

მოიხრეშა სოფ. ევჟენტთან მისასვლელი გზა


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 094 704 ლარი გაიხარჯა განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: აშენდა საავტომობილო ხიდი სოფ. მაგრანეთში


მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა

თიანეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია პროექტის ფარგლებში მოხდა საავტომობილო გზის 23 კილომეტრიანი მონაკვეთის, 4 ხიდის რეაბილიტაცია და ერთი ხიდის მშენებლობა


რეაბილიტირდა ალოტი-ხევსურთსოფლის გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი

პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ


არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა მდ. ივრის ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები

ნაპირსამაგრის საერთო სიგრძე შეადგენს 645 მეტრს


დ. თიანეთის კულტურის სახლში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოეწყო სველი წერტილები


გაიხსნა საბავშვო ბაგა-ბაღი სოფ. დულუზაურებში


სოფ. ხევსურთსოფლის საბავშვო ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა


სოფ. ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ამავე შენობაში გაიხსნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის სერვისცენტრი


გაიხსნა იუსტიციის სახლი დაბა თიანეთში 400-მდე სახელმწიფო სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით, უმოკლეს დროში, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიეწოდება თიანეთის მოსახლეობას


ერწოში პირველი საბანკო დაწესებულება გაიხსნა პეი ექსპრესს (PAY Express) მომსახურების ცენტრი ერწო-თიანეთის 43 სოფლის, დაახლოებით, ხუთიათასამდე მოსახლეს გაუწევს სრულ საბანკო მომსახურებას.


გაიხსნა მინი საავადმყოფო სოფ. ქვემო ნაქალაქარში

ახლადგახსნილ შენობაში 24 საათის განმავლობაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ერწოს 43 სოფელს ემსახურება.


დასრულდა მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი


დასრულდა სოფ. ჟებოტის ამაღლების კომპლექსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი


ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

მოეწყო პარკინგი და გარე განათება

დამონტაჟდა ღია სპორტული მოწყობილობები


განხორციელდა სამების საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოასფალტდა ფიროსმანისა და ბეწუკელის ქუჩები

მოეწყო გარე განათება


მიმდინარეობს ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია სამუშაოები მდ. აძეძის კალაპოტის ნატანი და ნალექი გრუნტისგან გაწმენდას ითვალისწინებს. ობიექტის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება დაახლოებით 3000 ჰა ტერიტორიაზე აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.


გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალური ნაგავსაყრელი მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლოატაციისთვის. განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტედნი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშნები. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით. მოეწყო მანქანა მექანიზმების ფარდული.


ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე!


2015 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2015 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახისთვის შეძენილ იქნა საცხოვრებელი სახლის სახურავის მასალა საერთო თანხა 26 391 ლარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფლების შიდა გზების აღდგენას მოხმარდა 28 056 ლარი, ხოლო დაზიანებული არხებისა და მდინარეების კალაპოტების აღდგენას - 33 616 ლარი

სოფ. არტანთან მდ. ივრის ნაპირსამაგრის სამუშაოებზე გაიხარჯა - 115 411 ლარი 2015 წელს გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 ლარი, საიდანაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გაიხარჯა - 16 433 ლარი

სოფ. ზარიძეებში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენის სათავე ნაგებობის მშენებლობისა და მეწყერსაწინააღმდეგო საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები - 211 999 ლარი


„კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის” ფარგლებში

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გამგებლის წარმომადგენლებმა საოჯახო, ჰიგიენური და სასურსათო ნივთების ნაკრები გადასცეს.


გაიხსნა სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა სოფ. ზარიძეებში

დ.თიანეთის N 2 საჯარო სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა,სკოლაში მოეწყო სამედიცინო კაბინეტი


განხორციელდა ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია:  თიანეთის N 1 საჯარო სკოლა (სრული რეაბილიტაცია) ✓ მიმდინარეობს  სოფ. ტუშურების საჯარო სკოლა (ნაწილობრივი რეაბილიტაცია) ✓დასრულდა  სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლა (სპორტ. დარბაზის რეაბილიტაცია) ✓ მიმდინარეობს  სოფ. ნაქალაქრის საჯარო სკოლა (ნაწილობრივი რეაბილიტაცია) ✓ მიმდინარეობს


ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიმღებ კატეგორიებს მიმდინარე წელს დავამატეთ:

 დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვთა ოჯახები

 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახები  ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები


ყოველწლიურად ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ:

 დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავდებული ბავშვთა ოჯახები  ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

 დაუნის სინდრომით  აუტიზმით დაავადებული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახები

მიიღებენ ფინანსურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით


მიმდინარე წელს

ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 415 ოჯახს


ახალშობილი ბავშვის 113 ოჯახს 17 000 ლარი ჩავურიცხეთ

I- II ბავშვი - 100 ლარი III ბავშვი - 200 ლარი IV და მეტი ბავშვი-300 ლარი


ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით:

თიანეთში მცხოვრებ 7 ვეტერანს 200 ლარი ჩავურიცხეთ


თიანეთის მუნიციპალიტეტის 26 მოქალაქეს უფასოდ ჩაუტარდა თვალის (კატარაქტის) ოპერაცია მოქალაქეების მიერ გადასახდელი თანხა სრულად დააფინანსა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ


გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით „კლინიკა ავერსის“ ექიმებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს


გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ექიმებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს


ა.(ა).ი.პ. „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობის შედეგად :

საკვები პროდუქტებით, საოჯახოჰიგიენური მოხმარების საშუალებებით 225 ოჯახს დავეხმარეთ

დაწყებითი კლასების 243 მოსწავლე სასკოლო ნივთების ნაკრებით დავასაჩუქრეთ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 9 მოქალაქეს ინვალიდის ეტლი გადავეცით


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა

„თიანეთობა 2015“ სახალხო ზეიმი „თიანეთობა“ დ. თიანეთში 2009 წლიდან, ტრადიციულად აგვისტოს თვეში იმართება. მისი მიზანია ტურიზმის განვითარება; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, ხალხური რეწვის, ფშავ-ხევსურული ტრადიციებისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია.


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა თიანეთის მუნიციპლიტეტის გამგებელმა ქალბატონმა ლელა ქიტესაშვილმა თიანელ პოეტს ტარიელ ხარხელაურს „თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიანიჭა.


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა

12 მარტს ჩვენი რაიონის მკვიდრის, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა

13 ივნისს თიანეთის მუნიციპალიტეტმა ოლიმპიურ ცეცხლს უმასპინძლა


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თიანეთის მუნიციპალიტეტში საზეიმო კონცერტით აღინიშნა


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა

23 თებერვალს სახალხო დღესასწაული „ყველიერი“ გაიმართა. მოეწყო რაიონის ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში ვზრუნავდით თიანელებისა და ჩამოსული დამსვენებლების განწყობაზე


2015 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში ვზრუნავდით თიანელებისა და ჩამოსული დამსვენებლების განწყობაზე 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში სამჯერ კინო კლუბში თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენება იმართებოდა


საფუძველი ჩავუყარეთ „მწვანე მუნიციპალიტეტის ოქროსფერი შემოდგომის“ დღესასწაულს


საახალწლო გასართობი პროგრამის ფარგლებში: 16 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ, კინო–კლუბში საახალწლო ფილმების ჩვენება იმართებოდა

31 დეკემბერს თოვლის პაპამ და პატარა მხიარულმა სანტებმა თიანელებს ახალი წლის შემობრძანება მიულოცეს


2015 წლის საანგარიშო პერიოდში თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია 1550 საქმიანი წერილი ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მომზადდა 480 ბრძანება

საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მომზადდა 46 განკარგულებისა და დადგენილების პროექტი


2015 წელს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის წესით თანამდებობაზე დაინიშნა 68 თანამშრომელი

შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 8 თანამშრომელს

მოვალობის შემსრულებლად დაინიშნა 4 თანამშრომელი


2015 წელს „ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 5476 სასოფლო-სამეურნეო ბარათი გადაეცა მოიხნა 2828,3 ჰა

დაითესა 2209 ჰა


ხის სამასალე მერქნის მისაღებად გუბერნატორის ადმინისტრაციაში 24 მოქალაქეს გავუწიეთ შუამდგომლობა

საგადასახადო სიის ამონაწერთან დაკავშირებით პასუხგაცემულია 300-ზე მეტი განცხადება


2015 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახებული იქნა 120 წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 22 წვევამდელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ დანაყოფში ჩაირიცხა 10 წვევამდელი

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 12 წვევამდელი

1 წვევამდელი ჩაირიცხა არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადიან საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად ჩაირიცხა 8 წვევამდელი. რეზერვში ჩაირიცხა 50 პიროვნება


თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურმა 2015 წლის წლიური გეგმის შესაბამისად

განახორციელა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებნული არასამეწარმეო არაკომერციული იუირიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის შესწავლა

არსებული ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები


Report 2015  
Report 2015  
Advertisement