Issuu on Google+

Telavuri seriebi

#7


Cveni radio

Cveni radio Tqveni ganwyobisTvis

FM 103.8

uaxlesi informacia sayvareli hitebi axali kompoziciebi

CarTe da usmine Telavuri seriebi 1

FM 103.8


Telavi internetSi

www. Telaveli. ge

Telavis socialuri qseli

Telavuri seriebi 2


redaqtorisagan გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო! გილოცავთ . . . გილოცავთ . . . და გისურვებთ . . . მოკლედ, როგორც იქნა დადგა ეს 2011 წელიც. დამთავრდა ეს წინა საახალწლო - საშობაო და ათასი წინა, თუ შემდგომი ნაბახუსევი ფაზები. დიახაც ფაზები, რომელებიც ყოველი წლის დეკემბერ - იანვარს ახასიათებს. არ ვიცი, ვინ როგორ, სად და რა განწყობით შეხვდა ახალ წელს. „თელავური სერიების“ განწყობის ამპლიტუდა კი თამაშობდა. . . ეს თვე აქილევსის ქუსლად გამომიცხადებია ჩვენი ჟურნალისათვის. „მკვდარი ხაზი“(როგორც მას ჩვენ შიდა სამზარეულოში ვეძახით) ანუ „DEAD LINE“ ათასგზის დაირღვა, გაწითლდა. მაგრამ რად გინდა?! ვერ მოხერხდა მასალების დროულად თავისმოყრა და სწორედ ამიტომ ეს საახალწლო ნომერიც ცოტა გვიან გამოცხვა, იმედია მოგვიტევებთ ! . . მეექვსე ნომრის გამოხმაურებებზე დიდ ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, ვეფხვთან ერთად ის უკვე წარსულის კუთვნილებაა. ტრადიციულად მოგახსენებთ რედაქციაში მომხდარი ცვლილებების შესახებ: გასული წლის საინტერესო მოვლენებს ერთად მოუყარა თავი და ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა სოსო მიქელაძე. თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა ნინო ოსიაშვილმა ძალები ახალ რუბრიკაში - „მოდა“ მოსინჯა. მის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი „ეს უფრო ამ თემის გაკეთების მცდელობაა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული რუბრიკა“. იმედია იაქტიურებთ და თქვენი კომენტარების მეშვეობით, რომელთაც ფაცებოოკზე ველით, გაიგებს ავტორი რაზე მოახდინოს ფოკუსირება და რა მიმართულებით განავითაროს ახალი რუბრიკა. აქვე უნდა მოგახსენოთ სასიამოვნო სიახლეც. გაზეთი „კახეთის ხმა“ და ჩვენი ჟურნალი პარტნიორები გახდნენ. ამიერიდან ჟურნალში გამოქვეყნებული ყველაზე საინტერესო სტატიები უკვე ბეჭდურად „კახეთის ხმა“-ს ფურცლებზე გამოჩნდება. ხოლო მისი რედაქტორი, მაია მამულაშვილი საავტორო გვერდს მოამზადებს მედიაში მიმდინარე საინტერესო პროცესების შესახებ. მას უკვე ამ ნომერში შეხვდებით. იმედია თქვენც მიგიზიდავთ მისი „მედია გრავიტაცია“. მიზიდულობაზე თუ ჩამოვაგდებთ სიტყვას, რუბრიკა „პერსონამ“ ამჯერად წლის მთავარი სიმბოლო - კურდღელი მიიზიდა. ვირტუალური ინტერვიუ მასთან ზაზა კევლიშვილმა ჩაწერა, ასევე ვირტუალურად კი ლევან ლაშხმა გააფორმა. ზოგადად კურდღელს ნამდვილსა თუ გამოგონილს, დახატულსა თუ გიფსოკარდონისაგან აწყობილს ქვემოთ უხვად შეხვდებით. დანარჩენს თქვენც ნახავთ . . . ამჯერად სულ ეს იყო . . . „თელავური სერიები“ კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას და ახალ წელს! გისურვებთ წარმატებულ მომავალს! იმედი გვაქვს 2011 წელს კვლავ ჩვენთან ერთად იქნებით! P.S. რადენიმე გვერდი (ისევ და ისევ ამ საახალწლო ორომტრიალის გამო) ჟურნალში ვერ მოხვდა, მაგრამ გპირდებით მომავალი თვიდან აუცილებლად აღვადგენთ.

giorgi beJaniSvili konsultanti neli cqitiSvili Jurnalistebi naTia daneliSvili nino koraSvili nino osiaSvili qeTi SaverdoSvili

Semqmnelebi redaqtori giorgi beJaniSvili P.R. menejeri

stilist -koreqcia

irakli javaxiSvili

nona winwalaSvili qeTi SaverdoSvili

kontaqti

TelaviSeries@gmail.com Telavuri seriebi 3

giorgi javaxiSvili vaxo mosiaSvili zaza kevliSvili Tiniko xanjaliaSvili maia mamulaSvili soso miqelaZe fiqria yuSitaSvili

Tiniko xanjaliaSvili

foto

mariam abaSiZe naTia nayeuri

avtorebi

ilustracia levan laSxi dizaini giorgi beJaniSvili irine jandieri


Sinaarsi 5

persona kurdReli

13

fiqria yuSitaSvili jeo axali weli da neo komunizmi soso miqelaZe 2010

15

zaza kevliSvili geSinodeT

17

vaxo mosiaSvili 2011

18

maia mamulaSvili media gravitacia

19

Cemi quCa erekle meores quCa

25

kultura Miss Telavi 2010 den tepferis trio TelavSi

29

sporti Power Lifting

31

Tornike xaCiZEe Happy New Year!

9

37 F gverdi

39 UCNAURI.COM 43 paatas kinolenta 45

moda ''aramoduri'' statia modaze

47

cxra mTasa da cxra zRvas iqiT

51

istoria iaponelebi arian

44 Telavuri seriebiCevT gir

Telavuri seriebi 4


persona

Telavuri seriebi 5


Telavuri seriebi 6


თელავური სერიები: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ, 2011 წელიწადში. კურდღელი: გმადლობთ, როგორ ხართ? თ.ს: კარგად, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა . . . კურდღელი: რას გულისხმობთ? თ.ს: უკეთეს ქვეყანას, უკეთეს სოციალურ მდგომარეობას, ასევე მატერიალურს და კიდევ უფრო მეტ მკითხველს. კურდღელი: ეგ კარგი იქნებოდა, ვეცდები ყველაფერი კარგი დაგაბედოთ, მაგრამ შეგახსენებთ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც თქვენზეა დამოკიდებული. თ.ს: ანუ ასტროლოგია არაფერ შუაშია? კურდღელი: ასტროლოგია შუაშია იმდენად, რამდენადაც მისი გჯერათ და თუ მაინცდამაინც ამ კუთხით გავაგრძელებთ, კარგს რას უნდა ელოდეთ ჩემგან? მოგეხსენებათ, აღმოსავლური ჰოროსკოპების მიხედვით ყოველი წელი იმ კონკრეტული ცხოველისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს.. ხომ გესმით.. მითხარით, რა გსმენიათ კურდღელზე?

თ.ს: საცოდავი, დაუცველი არსებაა, ამასთანავე მშიშარაც,.. კურდღელი: აი,ხედავთ? თავად ამბობთ. ისე, არ იყო “კომპლიმენტების” პირში მოფრქვევა საჭირო, ისედაც მშვენივრად ვიცნობ საკუთარ თავს.. თ.ს: ცუდად არ მითქვამს.. დადებითი თვისებებიც ხომ ბევრი გაქვთ, გგონიათ ეს არ ვიცით? კურდღელი - (ყურებს აცქვეტავს) დადებითი? აბა რას გულისხმობთ? თ.ს: სექსუალური! კურდღელი: კიდევ... თ.ს: მეგობრული! კურდღელი: სექსუალურობა საიდან მოიტანეთ? თ.ს: ყველამ იცის ბოცვერის, კურდღელის ტემპერამენტის ამბავი, თქვენ ხომ “პლეიბოის “სიმბოლო

Telavuri seriebi 7


ხართ, ამბობენ რომ ეს წელი ძალიან სექსუალური იქნება და დემოგრაფიული პროპლემებიც მოგვარდება. კურდღელი: მე თქვენს ადგილზე ყველაფერს ორი,ან მეტი მხრიდან შევხედავდი - დემოგრაფიული პრობლემა ფარდობითი ცნებაა, თქვენ იცით ჩინეთში რა ხდება? რაღად უნდათ იმათ გამრავლება, ქართველებს კი სექსუალურობა ამობრუნებულად გვესმის -“ღამე შორენასთან ერთად”, ან კიდევ.. თ.ს: ეგ გადავცემა აღარ არსებობს, თანაც სხვის უგემოვნობაზე ჩვენ ხომ ვერ ვაგებთ პასუხს? კურდღელი: ისე არ გამიგოთ თითქოს აქ საჩხუბრად მოვედი.. მაგრამ არც თქვენი მოტყუება მინდა.. ქართველები უცნაური ხალხი ვართ და ამას მნიშვნელოვანწილად ჩვენი მაღალი ტემპერამენტი განაპირობებს. მაგალითად, არავის დედამიწის ზურგზე არ შეუძლია ამხელა ფანატიზმი, როგორც ჩვენ, ქართველებს. თ.ს: რას გულისხმობთ? კურდღელი: რას და - ეს ჩვენი მგზნებარე და დაუოკებელი ტემპერამენტი ხანდახან რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ ფანატიზმში გადაიზრდება ხოლმე. ჯერ მარტო ზვიადისტი ქალების გახსენება რად ღირს.. თ.ს: უკაცრავად, რუსული კურდღელი ხომ არ ბრძანდებით? კურდღელი: აი,ხედავთ? განსხვავებულ აზრს გაიგებთ თუ არა ეგევე მტრის ძებნას იწყებთ და თუ ვერ იპოვით - თავად გამოიგონებთ მას.. ახლავე გაჩვენებთ პირადობის მოწმობას, სუფთა ჯიშის ქართული კურდღელი გახლავართ! თ.ს: არაა საჭირო, ნუ წუხდებით...ჰმმმ... ცუდია რომ ჩვენმა გასაუბრებამ უსიამოვნო ფორმა მიიღო.. კურდღელი: მერე ვინ გითხრათ რომ სასიამოვნო უნდა ყოფილიყო? წლევანდელ წელს ბევრი დაძაბულობა იქნება, ასევე რისკი, მე ხომ სულ გავრბივარ და ვფორიაქობ, ეგ იმიტომ რომ სულ მომდევენ, სუსტი ადვილი დასაჩაგრია, ჩვენ, ქართველებს ამის მეტი რა გვიკეთებია?! (მოულოდნელად ყავის ჭიქა გამივარდა და ძირს დაენარცხა, კურდღელს მიმიკა დაეძაბა, ყურები ცქვიტა და დაძაბულმა შემომხედა) - იცით,კარზე ვიღაც აკაკუნებს! თ.ს: დაწყნარდით, ეს ჩემი ჭიქა იყო კურდღელი: ჭიქა?... მე.. დღეს კიდევ რამდენიმე რედაქციაში დამიბარეს.. ხო გესმით?… თ.ს: დაწყნარდით, აქ მშვიდად იქნებით, კითხვები დამრჩა დასამელი.. კურდღელი: კი არ მეშინია... ეს როგორ იფიქრეთ.. უბრალოდ(აქეთ-იქით იხედება) უბრალოდ მითხარით საიდან გადავხტე? თ.ს: რატომ უნდა გადახტეთ, კარიდან მიბრძანდით! კურდღელი: კარიდან? რატომაც არა,მ��� არავისი მეშინია! თქვენ? თ.ს: არა, ვისი უნდა გვეშინოდეს.? კურდღელი: ცენზურა არ გყავთ? ანუ, არავინ გაკონტროლებთ? თ.ს: არავინ საკუთარი სინდისის გარდა კურდღელი: მე ტყიდან მოვდივარ, აქ წამოსვლის წინ გამაფრთხილეს, ტურებს და მელაკუდებს ერიდე საქართველოში, თორემ ლომები სადღა არიანო! თ.ს: დიახ, ლომები მართლაც არსად არიან! კურდღელი: მომეწონა თქვენი ოთახი, ყავაც კარგია, შეიძლება დავრჩე აქ ცოტა ხანს? ასე...ერთი წლით თ.ს: რათქმაუნდა, სიამოვნებით, ოღონდ ერთი პირობით, წასვლის წინ კიდევ ერთ ინტერვიუს მოგვცემთ! კურდღელი: (იღიმის) რატომაც არა, შევთანხმდით, იმედია ერთ წელში საუკეთესო განწყობით დავემშვიდობებით ერთმანეთს.

avtori: zaza kevliSvili Telavuri seriebi 8


“

fiqria yuSitaSvilis gverdi

jeo

axali weli &

neo

komunizmi

Telavuri seriebi 9


ერთ მშვენიერ დღეს „გორში ვარ, პლიაჟზე“ სავსებით ნორმალური ცნება იქნება!

სანამ მთავარ თემაზე საუბარს დავიწყებდე, რა თქმა უნდა , ახალი წელი უნდა მივულოცო ჩვენი ელექტრონული ჟურნალის ერთგულ მკითხველს და ვუსურვო, ყველაფერი საუკეთესო და სასურველი, როგორც ჩვენთან, კახეთში იტყვის ხოლმე თამადა, „რაც დაწყნარებულ, დამშვიდებულ გუნებაზე გეფიქროს და გენატროს, ყველაფერი აგსრულებოდესო“. დანარჩენი, სამწუხაროდ და საბედნიეროდ, უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან რუსთველისეული „გარდასულის გარდავლენა“ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. რჩეულები კი, მოგეხსენებათ, ჩვენში ისეთივე დეფიციტია, როგორც საღი აზრი, რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო იშვიათი და ექსკლუზიური ხდება , აი, ზუსტად ისე, როგორც თოვლი, რომელიც არადა არ მოვიდა მიუხედავად ხელისუფლების დიდი „ძალისხმევისა“, სამგიეროდ, 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს ისეთი მადლჟაჟუნა წვიმა წამოვიდა, არათუ „დიდი მინდორი“, არამედ სრულიად საქართველო - „ნიკოფსიიდან დარუბანდამდის“ , (ოჰ, მაპატიეთ , ბათუმიდან ერის იმედამდის!) დანამა და რადგანაც, „ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა“, ეხლა არ მითხრათ, ბევრი ვიცინეთ შუაგულ ბათუმში გამართულ კონცერტზე გაწუწულ მოცეკვავეებს რომ ვუყურებითო და ერთდროულად სიხარულის, სიამაყის, სიბრალულისა და განწირულების განცდა გვეუფლებოდაო: სიხარულისა, რადგან ... ეხლა ძალიან ვირტუალურ- მოდელირებული რომ არ გამომივიდეს ჩემი აზრი, აგერ ახლობლის ოჯახიდან გამოსულ „ნიუსს“ შემოგთავაზებთ: საახალწლო მზადებაში ჩემი მეგობრის ოჯახში, რა თქმა უნდა, ტელევიზორი იყო ჩართული და, რა თქმა უნდა, „რუსთავ 2 “-ზე , რადგან პირდაპირი ტრანსლიაცია მიდიოდა მთავარი კონცერტისა. ჰოდა, შუა გოზინაყის დაჭრაში გართულმა ახლობლის ბებიამ, თურმე თვალი გააპარა ეკრანისაკენ და აქტიურად გააპროტესტა : „ეს რა არხზე ჩამირთეთ ტელვიზორი, მე ბათუმის კონცერტი მინდა ვნახოო“, ანუ შუახანს გადაცილებულმა და მრავალჭირდათმენილი თაობის უხუცესმა წარმომადგენელმა ვერ დაიჯერა, რომ ეს გაჩახჩახებულ, გაბრდღვიალებულგაცისკროვნებულ- გაშადრევნებული ქალაქი ბათუმი იყო, თანაც „ლაივში“. სასიხარულოა, აბა, რა არის?! - ჩვენი პატარა და კოხტა ბათუმი აგერ კანსა და ლას-ვეგასს უწევს კონკურენციას, ოღონდ ეგაა, რომ კანიდან ვხტებით ჩვენ და

სრულიად საქართველოს მთავრობა, რომ ევროპა და ამერიკა, (დანარჩენი მსოფლიო, აბა, რა მოსატანია?!), რომ ჩართავენ ცისფერ ეკრანებს და ისე, სხვათაშორის, დაინტერესდებიან, რა ხდება კავკასიაში , სულ გულზე გასკდნენ, რომ მათთან თუ არქტიკულმა ციკლონმა ბოლო მოუღო მათ საქვეყნოდ სახელგანთქმულ მოთმინებას ( ინფრასტრუქტურაზე რომ არაფერი ვთქვათ!) , აქ, ჩვენმა სამხრეთულმა მზემ თავად ავად მოსახსენიებელ ციკლონს მოუღო ბოლო! არა რა, მაგრები ვართ, აბა, რა ვართ?! ხომ ნახეთ, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფი მშვენიერი ვოკალისტი ქალბატონები და სრულიად შიშველი ლათინო-მოცეკვავეები, რა ყინვაგამძლეობით გამოირჩნენ. არა, ახლა მთლად ყინვა არ იყო... არა, ნამდვილად, ყინვა არ ყოფილა, უბრლოდ, ქარმა წამოუბერა და წვიმამ დაასხა და ისე გალიცლიც-გალიპლიპდა სცენა და ყინულის საფარი, ისეთი თავგნწირვით ცეკვავდნენ ჩვენი „სუხიშვილები“, მივხვდი, რომ ჩვენ, მართლაც, ძალიან მაგარი ერი ვართ: გეფიცებით, ასეთი თავგანწირული და სასოწარკვეთილი ცეკვა მახსოვს ბავშვობაში ნანახ კინოფილმიდან „ელისო“, მერე სტუდენტობას - 9 აპრილის ტრაგიკულ ღამესა და, უკვე მოგვიანებით , 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 5 წლისთავზე. მაშინ კონცერტის ორგანიზატორებმა შადრევნების შხეფების სველი ეფექტისა და ყინვის ტანდემი ვერ გათვალეს და ასე ნანადირევი მწყრებივით , „პაჩკა-პაჩკა“ ცვიოდნენ ტანწერწეტი მოცეკვავე გოგო-ბიჭები მაყურებლის ფერხთით. ვუყურებდი ამ ბუნებრივ შოუს და სიბრალულისა და განწირულების განცდა ერეოდა ერთმანეთს : სიბრალულის, რადგან ვის, რას და რატომ ვუმტკიცებთ, კაცმა არ იცის, ალბად, უფრო საკუთარ თავებს, რომ ჩვენშიც შესაძლებელია მოვიდეს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი ახალი წელი ანდრია ბოჩელის ღვთაებრივი ჰანგების თანხლებით , მითუმეტეს რომ, თურმე ნუ იტყვით და, ეს ცნობილი მომღერალი თავის ცხოვრებაში პირველად შეხვდა ახალ წელს უცხო ქვეყანაში...და ეს „უცხო ქვეყანა“ სწორედ საქრთველო აღმოჩნდა!... დარწმუნებული ვარ, ჯერ არასდროს უცეკვიათ ასე „ცეცხლოვანად“ სტუმრად ჩამოსულ კუბელ და ბრაზილიელ მოცეკვავეებს, მიუხედავად გვარიანი სუსხისა და წვიმისა, რადგან აქამდე „რატომღაც“ მხოლოდ სიცხე -პაპანაქებაში ცეკვავდნენ ხოლმე და აბა თუ შეიმჩნიეს?! და საერთოდაც, მიმოვიხედოთ

Telavuri seriebi 10


ირგვლივ- რობერტ სტურუასი არ იყოს, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დავინახოთ, რომ მსოფლიო მატარებელში მაინცადამაინც იმ ბოლო ვაგონში ვართ, სადაც წვიმს, და ეს 31 დეკემბერს ბუნების ძალებმაც დაადასტურეს, მაგრამ, მოდით, ნუ ვიქნებით ძალიან ცინიკურნი : კარგიც დავინახოთ და შევაფასოთ : მაგალითად, როგორც პრეზიდენტი დაგვპირდა აგერ, ზემო ქედას, აჭარაში სულ მალე თავისი სიღნაღი ექნება, სიღნაღს, ალბად, - თავისი ზესტაფონი, ზესტაფონს - თავისი გუდაური, და საერთოდ, ერთ მშვენიერ დღეს „გორში ვარ, პლიაჟზე“ სავსებით ნორმალური ცნება იქნება! ანუ , თელავის თეატრში გამართული პრემიერის ( ვაჟა -ფშაველას „სათაგური“) ერთ-ერთი პერსონაჟისა ( თაგვი ცუცნა) არ იყოს, „ყველას თავისი ლებანი უნდა!“ ვისთვის რა არის „სანუკვარი ლებანი“, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მიუხედავად ჩემი ღრმა სიმპატიისა ანდრია ბოჩელისა და სოფო ნიჟარაძისადმი, თუ კიდევ დიდხანს ამღერებენ ასეთი ინტენსივობით ყველა ტელეარხზე, ალბად ისეთივე ჩვეულებრივი და მოსაბეზრებელი გახდება, როგორც ყველა ტელერეკლამა, მაგალითად, „ხონდრო-რიცი“ ან „კეტანოლი“ , ან სულაც „დიროლი“ და „მითანა“, მაგრამ არც ესაა მთავარი: მთავარია, ყველას ერთად და ერთნაირად გულწრფელად ( და არა მოსაჩვენებლად ან დავალებით, უარეს შემთხვევაში, იძულებით!) გვიხაროდეს ის, რაც გასახარია და, რაც უკავშირდება შენებას და არა ნგრევას, რადგან ნგრევას განაპირობებს მტრობა, ხოლო შენებას - სიყვარული და არა აქვს მნიშვნელობა სიყვარულის კატეგორიას : ხალხის, ქვეყნის, საკუთარი წეს-ტრადიციების, ისტორიის, წინაპრების, მომავალი თაობის, საზოგადოების სიყვარული და სიყვარული საზოგადოდ! სიყვარული კი ერთობ სათუთია და გაფრთხილება უნდა, თორემ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ იგი მხოლოდ ინტერნეტ-საიტებს შემორჩათ, ისიც ლოგოს ან ბანერზე გამოსახული სლოგანის სახით: „მე w ... “ და ა.შ. და ა.შ. და საერთოდაც, არ შეიძლება სიყვარული და ბედნიერება იყოს ვირტუალური და მოდელირებული, არ შეიძლება ქვეყანამ იცხოვროს რაღაც პარალელურ განზომილებაში, აკი, ერთხელ უკვე აცხოვრეს ხალხი კომუნიზმის მოლოდინში და რითაც დასრულდა ყოველივე, ყველამ კარგად ვნახეთ! ხუმრობა იქით იყოს და მოვიდა ახალი წელი და მოიტანა ბევრი რეალური და ვირტუალური

იმედი და გაურკვეველი ხვალის განცდა: ჩვენი პატარა და საყვარელი თელავიც საახალწლოდ მოგვირთეს და მოგვიკაზმეს, რა ვქნათ, თუ ისე ვერ გამოიყურება, როგორც ბათუმი და თბილისი და სკვერშიც მოკრძალებული საახალწლო კომპოზიცია დგას ნაძვის ხით, ყურცქვიტითა და თოვლის პაპით, თითქოს რომელიმე საბავშვო ბაღიდან ზეიმის დეკორაცია მოხსნეს და დაამონტაჟესო, მაგრამ იქნებ „ასე სჯობს“: ყოველგვარი პომპეზურობისა და ზედმეტი სუპერეფექტების გარეშე: სადად, შინაურულად, რისი შანსიც გვაქვს, ისე შევხვდეთ, ცოტა გულუბრყვილო ბავშვობაც გავიხსენოთ ძია ბრეჟნევის დროიდან ( არადა ასე როგორ დაამსგავსეს ეს კომპოზიცია ძველ რუსულ საახალწლო ღია ბარათებს, გაგიჟდება ადამიანი?!) და რაც მთავარია, ნაკლებად გავაღიზიანოთ მოსახლეობის ის გამწარებული ფენა, რომელსაც არათუ ერთი ინდაურის საყიდელი, არამედ სულ პატარა ყელტიტველა ყვინჩილას შეძენის საშუალებაც არ ჰქონდა ამ ახალ წელს. არა, ნამდვილად არ ვარ ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქრო, ხელისუფლებამ სწორედ ამაზე გათვლით გამოიჩინა თავშეკავება: უბრალოდ, ბიუჯეტში ეტყობა სახსრები ამოიწურა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ მეტად ვერ გაქაჩეს!“ მაგრამ გემოვნება ხომ ფულზე არ იყიდება ეს დალოცვილი?! ამდენი ბუნებრივი ნაძვი და ფიჭვი დგას იმ სკვერში და აიღე და მორთე რაღა წვიმებითა და ნათურებით, მაგრამ ეტყობა მოგვეძალა ეს ოხერი ნოსტალგია ბავშვობაზე!... ბუნებრივია, მთავარი ყურადღება თბილისსა და ბათუმზე იყო გადართული და თელავიც საახალწლო სცენის ცუდად განათებული კუთხისაკენ გაწეული აღმოჩნდა, ეჰ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ობლის კვერი კი გვიან ცხვება, მაგრამ კარგად ცხვება, თუ სიღნაღი სიყვარულის ქალაქია და ყვარელი ოცნებისა, ტყუილად ხომ არ უწოდებენ თელავს მოთმინების ქალაქს: ვინც მოითმენს , ის მოიგებსო, ჯეკპოტს თუ არა, მოყვასის გულს მაინც უთუოდ, რა- რა და თელავისათვის ვირტუალური და მოდელირებული არც ახალი წელი ამართლებს და არც საყოველთაო ცრუ-აღტკინება: ჯეო ახალ წელს ნეო კომუნიზმით ! - ღმერთმა გვაშოროს ცუდი სიზმრები და თელავი კიდევ ბევრს მოითმენს, მაგრამ როდემდე?! და ბოლოს, ნეტავ როდის დაგვიდგება ის დღე, როცა ჩვენს სინამდვილეში გაჩნდება სლოგანი წარწერით : „ მე w სიმართლე !“ „ მეw გემოვნება !“

avtori: fiqria yuSitaSvili foto: mariam abaSiZe Telavuri seriebi 11


Telavuri seriebi 12


2010

სულ ახალი, ახალთახალი წელი შემოვიდა ოჯახებში... ჯერ არც დაძველებულა - არც საახალწლო მილოცვები, არც პურმარილი, არც მოლხენის განწყობილება, თუმც ჩვენ ისე ვართ მიჩვეული რაიმე ფასეულის ხელაღებით უარყოფას, რომ რამის დაგვავიწყდა, საიდან მოვედით ამ წლამდე მარადისობიდან?ამიტომ, კიდევ ერთხელ მოდით გავიხსენოთ წინამორბედი 2010 წელი - ხიდი უსასრულობიდან 2011-მდე. გავიხსენოთ წელი წინააღმედოგობრივი, რთული, ჭიდილიანი, რომლითაც დასრულდა ათასწლეულისა და საუკუნის პირველი ათწლეული. მაშ ასე, ძირითადი მოვლენები, რითაც დაამახსოვრა თავი მსოფლიოსა და ქართველებს გასულმა წელ: 12 იანვარი - ვეფხვის, მტაცებლის წელიწადი დაიწყო თავზარდამცემი და სისხლიანი ტრაგედიით. ჰაიტიში საშინელ მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 220 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 17 იანვარი და 7 თებერვალი - უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შესაბამისად პირველი და მეორე ტურები ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგებმა პრაქტიკულად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური კურსი. 27 იანვარი - დაიღუპა ჯერომ სელინჯერი, ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ავტორი რომანის „თამაში ჭვავის ყანაში“. 12-28 თებერვალი - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სადაც წინასაშეჯიბრო ვარჯიშის დროს შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ქართველი ბობსლეისტი ნოდარ ქუმარიტაშვილი. 13 მარტი - ტელეკომპანია „იმედმა“ გაუშვა ეთერში ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, რამაც მოსახლეობაში პანიკა და ძლიერი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. 21 მარტი - ამოიფრქვა ვულკანი ეიფიადლაიოკიუდლი, რომლის აქტივობამ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დიდი პრობლემები შეუქმნა მსოფლიო ავიაკომპანიებს. 29 მარტი - მოსკოვის მეტროებში განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი. 6-7 აპრილი - ყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაიწყო მასობრივი არეულობები, რასაც მოჰყვა პრეზიდენტის გაძევება ქვეყნიდან, დროებითი მთავრობის არჩევა; ამავე წლის ივნისში კი -ხოცვა-ჟლეტა ოშის პროვინციაში. მილიონზე მეტმა ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლი. 10 აპრილი - რუსეთის ფედერაციის ქ. სმოლენსკის სამხედრო აეროდრომთან ავიაკატასტროფაში ერთდროულად დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, პოლონეთის პოლიტიკური ხელისუფლებისა და ელიტის

Telavuri seriebi 13


მნიშვნელოვანი ნაწილი; 14 აპრილი - მიწისძვრა ჩინეთში, რომელმაც 3 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. 20 აპრილი - მექსიკის ყურეში აფეთქდა სანავთობე პლატფორმა „Deepwater Horizon“ და მილიარდობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა ოკეანეში, რაც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ეკოკატასტროფად ითვლება. 16 მაისი - გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო, ჰევი-მეტალის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი.

soso miqelaZis gverdi 17 მაისი - გარდაიცვალა მუხრან მაჭავარიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 29 მაისი - ოსლოში (ნორვეგია) ჩატარდა ევროვიზიის ფინალი, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა, ლენა მაიერ-ლანდრუტმა გაიმარჯვა. 30 მაისი - საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს არჩევნები. 1 ივნისი - მოსკოვში გარდაიცვალა ანდრია ვოზნესენსკი, „სამოციანელების“ ეპოქის სახელგანთქმული პოეტი. 11 ივნისი-11 ივლისი - სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. 21-23 ივნისი - ჩინეთში ჩატარდა რობოტი-ანდროიდების პირველი ოლიმპიური თამაშები. ივნისი-სექტემბრის დასაწყისი - ანომალიური სიცხე რუსეთში, რამაც გამოიწვია მასიური ხანძრები რუსეთის ცენტრალურ ნაწილში და ქვეყნის მთავრობამ შემოიღო დროებითი აკრძალვა ხორბლის ექსპორტზე. 5 ივლისი - ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში. 12 ივლისი - გამოვიდა “თელავური სერიების” პირველი ნომერი 22 ივლისი - ჰააგაში მყოფმა გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აღიარა კოსოვოს რესპუბლიკის სერბეთისაგან ცალმხრივი გამოყოფის კანონიერება. 31 აგვისტო - ბარაკ ობამამ ოფიციალურად გამოაცხადა ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ. 1 სექტემბერი - ევროკავშირმა აკრძალა 75 ვტ-ზე მეტი ნათურების გაყიდვა. 28 სექტემბერი - მოსკოვის „უკვდავი“ მერი, იური ლუჟკოვი გადადგა. 2 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა გომბორის გზის 55 კმ-იანი მონაკვეთი. 4 ოქტომბერი - გარდაიცვალა ნორმან უინსდომი, იგივე „მისტერ პიტკინი“. 19-20 ნოემბერი - ლისაბონში ჩატარდა ნატოს სამიტი, სადაც წარმატებით გამოვიდა სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი. 23 ნოემბერი - სამხედრო კონფლიქტი მოხდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. 11 დეკემბერი - მოსკოვში გაიმართა საფეხბურთო ფანატების მიტინგი, რომელიც მასობრივი არეულობებით დასრულდა. გახსოვდათ, ძვირფასო მკითხველო, რომ ამდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ერთ გასულ 2010 წელიწადში?

avtori: soso miqelaZe

Telavuri seriebi 14


როგორ შევაყვაროთ პრეზიდენტს ჩვენი ქალაქი? ფაქტია რომ მას ის არ უყვარს. ალბათ მართლა ვერ გვპატიობს ორჯერ წაგებულ არჩევნებს

geSinodeT axali weli modis! zaza kevliSvilis gverdi Telavuri seriebi 15


ვახუშტი კოტეტიშვილი ერთგან ამბობდა-კიდევ ერთი ახალი წელი მომილოცეს,იმის მაგივრად რომ მოესამძიმრებინათო.შეიძლება ეს დაბადების დღეზეც თქვა და მე მეშლება.მოკლედ გუგლეში დასერჩვას გირჩევთ ცოცხალ ემოციას მიენდოთ .ეს დიდებული ადამიანი განვლილ ,კიდევ ერთ დაკლებულ წელს მისტიროდა.ბედმა გამიღიმა- მისაუბრია მასთან და ვიცი რომ ბოლო წლებში ძალიან ფორიაქობდა ამის გამო.ჩემთვის ეს თანაგანცდის მომენტი იყო-მეც დიდი ხანია მივხვდი რომ ახალი წელი აღარ მაფორიაქებს და მახარებს.დაკარგული წლების,გახუნებული ემოციების,არსებული კონიუქტურის გამო. უკვე რამდენი წელია თვალებში ნაცარს გვაყრიან.გვაყრიან სრულიად პროზაული მიზეზების გამო-კარდონის ნაძვის ხე და “ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავთა გრანდიოზული” საახალწლო “კონცერტი” რომ არ დავინახოთ.ალბათ მალე არმოსმენისთვისაც ამუშავდება რაღაც მეთოდი-ყურში მარილის კოლექტიური ჩაყრა ან რაღაც ამდაგვარი.ამ ყველაფერს დაემატა დღევანდელი ხელისუფლების საბედისწერო,ერთობ უცნაური თამაში-“ქალაქების აკვიატებობანა.” გეცნოთ ოხერი?პირობები მარტივიააკვიატება არ ნიშნავს არაფერს ცალსახად ცუდს ან კარგს.ამისათვის მხოლოდ ქალაქები და მიბაძვაა საჭირო.აიღებ ქალაქ ბათუმს და ასლან აბაშიძის თუ კიდევ სხვა ვიღაცას გულისგასახეთქად ააშენებ ბათუმის “პიაცას”-დასვამ სანდრო ბოჩელის(მანამდე უნდა გააპიარო დიდ საოპერო მომღერლად და პარალერულად გააქარწყლო პროფესიონალთა აზრი რომ ის საესტრადო მომღერალი უფროა) გვერდზე მიუყენო სოფია ნიჟარაძე და ახალი ქათქათა,ბათუმური ზღაპარიც გამომცხვარია.დედაქალაქი,უკვე იმის გამო რომ დედაქალაქია ხელუხლებელი დატოვო(ანუ ადგილობრიც”სტარებს”მიუგდო საჯიჯგნად) და მიაშურო ქუთაისს-მეორე,ან თუნდაც ახალ დედაქალაქს-კერძოდ კი ახლადგარემონტებულ ვენის ოპერის ანალოგს.სვა ქალაქების დავიწყებაზე დრო და ენერგია არ იხარჯება.პრინციპი მარტივია-თუ შენ არ გახსოვს ქალაქი,აღარც ქალაქს ახსოვხარ შენ.არადა თელავში ფართოდაა გავრცელებული აზრი”მიშას ნათქვამი აქვს სანამ პრეზიდენტი ვარ თელავს არაფერი ეშველება,იმიტომ რომ მაგ ქალაქში მაგინესო”.დიდ პოლიტიკას ინსინუაციებზე ვერ ააშენებ,არადა რაღაც ახსნა ხომ უნდა მოვუძებნოთ,რატომ დაგვცინის ხელისუფალი ასე დაუფარავად? ვინც ახალი,2011 წლის აღსანიშნავი,ალუმინის კარკასზე გადაკრული ცელოფნის ნაძვისხე და გიფსო კარდონის კურდღელი ნახა და თავი ელიავას ბაზრობაზე არ ეგონა,იმას ვურჩევთ სანამ არ აუღიათ მიდით!მიდით და ნახეთ როგორ დასცინიან ხალხს,რომელსაც ღირსების გრნობა დააკარგვინეს.კახელები დინჯი ხალხია მარა თუ გაბრაზდაო..და რა?რამდენი ხანი ველოდოთ როდის გავბრაზდებით,ამასობაში კი წლები გადის,ცელოფანი იხევა,გიფსოკარდონი ლპება... არსებობს ორი ვარიანტი 1) სამსახურს ,ვისაც საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ევალება მწირი დაფინანსება აქვს(არადა ცოტა ხნის წინ ადგილობრივი ბიზნესმენების არანებაყოფლობითი ჩარევის ტექნოლოგიაც მუშაობდა) 2)დაფინანსების დიდი ნაწილი ბიუროკრატიის ვირთხა მამების ჯიბეების გასქელებას ხმარდება. საბოლოვო ჯამში კი რათქმაუნდა ისევ დინჯი და უთქმელი თელაველები ზარალდებიან.როგორ მეშინია ეს სიდინჯე ბოლოს სიდებილეში არ გადაიზარდოს.როგორც ჩანს პროცესი დაწყებულია! როგორ შევაყვაროთ პრეზიდენტს ჩვენი ქალაქი?ფაქტია რომ მას ის არ უყვარს.ალბათ მართლა ვერ გვპატიობს ორჯერ წაგებულ არჩევნებს,მაგრამ დამიჯერეთ-კონკრეტული ქალაქების განვითარებააღორძინება პრეზიდენტის სიზმრებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.ჩვენ ხომ დიდი ბავშვები ვართ-ბათუმს რომ მამიკომ ლამაზი ზიზიები უყიდა ჩვენც იმაზე უკეთესი თუ არა,ისეთი ხომ მაინც გვინდა?არადა პრეზიდენტმა გზა დაგვიგო-გომბორის გზა.სალაპარაკო თემაც გაჩნდა თითქოს,მაგრამ მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა ერთი გარემოება-ეს გზა არ გაკეთდა მხოლოდ თელაველებისთვის. კახეთიდან ყოველთვის დიდი რაოდენობით სასურსათო პროდუქტი მიედინებოდა ცენტრისკენ,ეხლა კი ორჯერ მალე ჩავა.როგორც ჩანს ორივე კურდღელი დაჭერილია! უცებ გავა ეს ახალი,კურდღლის წელი.დაძველდება და შეეგებება ახალი 2012.თელავის კეთილდღეობაზე დამაშვრალნო,შემდეგი წელი გველის ყოფილა.ნაძვისხეს რათქმაუნსდა არ გამოცვლით.გველის მაგიერ რეზინის შლანგიც წავა, რკინეულებში იყიდება მეტრობით,ძალიანაც ნუ გაიწეწებით, ხეზე შემოხვევაში კი “ვარსკვლავები”მოგეხმარებიან.ასე რომ, გიხაროდენ.. თქვენ კი რიგითო თელაველებო ძრძწოდეთ - ის ახალი წელიც მალე მოვა!!!

avtori: zaza kevliSvili Telavuri seriebi 16


ახალ წელს, გავატანოთ წყენა ძველს

შევურიგდეთ მტრებს და ძმებს ი. ჩარკვიანი

გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ სარკის წინ გაშიშვლებას რათა უკეთ შეძლოთ საკუთარი თავის დანახვა. ახალი წლის დადგომას მე ვფიქრობ მაშინ აქვს აზრი თუ შეგიძლია შეაჯამო წინა, გაუსწორო თვალი საკუთარ თავს და თქვა რა შეგეშელა და რა გააკეთე სწორად, იმიტომ რომ ახალ წელს ახალი გამოწვევები მოაქვს, ეს კარგია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ სამყარო სულაც არაა სტატიკური და ფართოვდება, ჩვენ კი დღემდე ვერ გავეცით პასუხი კითხვას თუ რა შეიძლება მოყვეს ამ განუხრელ გაფართოვებას. ფიზიკაში ცუდად ვერკვევი, ამიტომ ამ თემაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი რომ ახალ 2011 წელს მე გადმომყვა ყველა ჩემი ცუდი ჩვევა, მათ შორის არაპუნქტუალობა, რომელსაც ვცდილობ რამენაირად გავექცე. გარდა იმისა რომ ჩემი სტუდენტებისთვის ვერაფრით მოვაბი თავი საგამოცდო საკითხების შედგენას, 12-ში განსაკუთრებული მცდელობის მიუხედავად ვერ ჩავაბარე ესსე სტატისტიკაზე კავკასიის უნივერსიტეტს და ბოლოს ჩვენი ჟურნალის გამოსვლაც ჩემ გამო რამდენიმე დღით დაგვიანდა. ამიტომ გუშინ შევიძინე ორგანაიზერი, დიდი ბლოკნოტი კალენდრით და მოკლედ საათიც კი თბილისის დროზე დაკვირვებით გავასწორე. ასევე ვცადე რამენაირად გამეკონტროლებინა ფინანსების ხარჯვა, რადგან ბუნებით მფლანგველი ვარ და ეს ჩემს მსყიდველობითუნარიანობაზე ძალზედ ცუდად აისახება. მოკლედ ვცადე საკუთარი თავი შემეფასებინა, სუსტი მხარეები გამომევლინა და ახალ წელს განახლებული შევხვედროდი. არ ვიცი ეს რას მომიტანს თუმცა ადამიანად ქცევის გზაზე დასასრული ჯერ კიდევ შორს რომ არის ამაში ეჭვი არ მეპარება. მოკლედ მე გავექცევი ამ შემთხვევაში პრობლემებზე საუბარს და გეტყვით რომ მთელი ჩვენი პრობლემურობის მიუხედავად, ყველაფერი წინ არის და ყველაფერი კარგად იქნება. ამ საახალწლო განწყობას არ გავაფუჭებ პრობლემებზე საუბრით თუმცა ახალ წელს ვისურვებდი მეტი გახსნილობა მოეტანა ჩვენთვის, რათა უკეთ დავინახოთ საკუთარი თავი და შევძლოთ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარება. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ ერთი კარგი ფრაზა ამოვიკითხე, თუ არ ვცდები მერაბ მამარდაშვილი ახდენდა პერიფრაზირებას ერთ-ერთი ინგლისელი ფილოსოფოსის და ძალიან მომეწონა. ეს ფრაზა ასეთი შინაარსის იყო: ზრდასრული მაშინ ხდება ადამიანი, როდესაც ხვდება რომ სამყაროს მის მიმართ არანაირი წინასწარი განწყობები არ გააჩნია. უკვე ბევრი წელია ყველა ვწუწუნებთ და საკუთარ უიღბლობას ხან ჩრდილოელ მეზობელს, ხან ჩვენი ცოდვებისგან განრისხებულ ღმერთს, ხანაც უბრალოდ ცუდ გეოგრაფიულ მდებარეობას ვაბრალებთ, თუმცა მე ვთვლი, რომ ყველა პრობლემის სათავე საკუთარ თავშია საძიებელი და იქვეა პასუხიც ყველა კითხვაზე. კიდევ ბევრ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

გისურვებთ სარკის წინ გაშიშვლებას, რათა უკეთ შეძლოთ საკუთარი თავის დანახვა.

vaxo mosiaSvilis gverdi

2011

avtori: vaxo mosiaSvili Telavuri seriebi 17


media gravitacia

maia mamulaSvilis gverdi

ეს უკიდეგანო თავისუფლება და ბორიალი აიძულებს მთელ დედამიწას მის ჭკუაზე იბრუნოს.

არ გეგონოთ ფიზიკის შესახებ ვწერ, მაგრამ ყველამ იცის, რომ გრავიტაციის ძალა, იგივე მიზიდულობა აიძულებს კაცობრიობას დედამიწასთან ერთად იბრუნოს, იფიქროს, იაზროვნოს და იკითხოს... რაზეც ეხლა ვწერ და მინდა ჩემი ემოცია გადმოგდოთ, ის ყველაგანაა, დედამიწის მარადიული თანამგზავრი, რომ არა გრავიტაცია, ის მოკვდებოდა, როგორც თავად სამყარო... ის ყველგანაა: სახლში, გარეთ, ყველა კუთხეში, გაზეთში, ტელევიზორში, კომპიუტერში, მობილურში... გვინდა თუ არა მას კითხულობენ, როგორც კი დროს იხელთებენ ეძებენ, ეძებენ, წერენ, კითხულობენ. შიში, რომ ბავშვებს კითხვა არ უნდათ, ბავშვებს კითხვა ეზარებათ, ბავშვებს წერა არ უნდათ, რომ მათ საერთოდ არაფერი იციან, მცდარია. მას ეძებენ, ეძებენ ყველა წყაროებში, ყველგან სურთ მისით საზრდოობა, ის ხან მძიმეა, ხან ფრთიანი, ხან მახინჯი, გონჯი, უცხვირპირო, მაგრამ ამის მიუხედავად, მას მაინც ენდობიან. ეს მედიაა. მედია ფართო დიაპაზონში: გაზეთებში, ჟურნალებში, ბლოგში, კომპიუტერში, მობილურში, ხეზე, ქვაზე, ცაში, ყველგანაა და მიგვითითებს! რაღაცას გვაჩვენებს, ხან შუქურაა უკიდურეს სიბნელეში, ხან კისერსაც კი მოგატეხინებს, ისეთი შეჩვენებულია! ეს მედიაა. მისი მიზიდულობა ხან ძლერდება, ხან სუსტია მისი შუქი, მკრთალზე უმკრთალესი, ხანაც უსახური, მაგრამ ის მაინც ანთია. ეს ნათება აიძულებს სხვებსაც გადასდოს ალი, ხოლო ეს უკიდეგანო თავისუფლება და ბორიალი აიძულებს მთელ დედამიწას მის ჭკუაზე იბრუნოს. მხოლოდ ეგაა: გზასაცდენილი და მატყუარა გონებისა და გულის დამღუპველი, მას სამყაროს შეცვლა შეუძლია! მხოლოდ ესაა - დიდი ძალაუფლება რყვნის, ნამუსის ძაფი თუ გაიწყვიტა, ყველაფერს წაბილწავს, გონებებს არევს, შლეგიან ქარს, ტორნადოს ემსგავსება ქვიანად რომ დაბრდღვნის ქვეყნიერებას. ის მაინც ჩვენია, ადამიანური აზრის ნაყოფი. ის ერთადერთია, რომელსაც აზრის შექმნა და მიტანა შეუძლია, ეს მარადიული ძალა არის მედია. ეს ნაწვეტი აზრები მედიასთან 17 წლიანმა თანაცხოვრებამ მოიტანა. ეს ფრაზები ერთგვარად ნატურიდან ხატვას ჰგავს: უყურებ, ვნებით ივსები, წარმოსახვას იმდიდრებ, შემდეგ იმას ხატავ, რასაც ხედავ და თან იმასაც, რასაც გსურს რომ ხედავდე! უნდა ვაღიარო, რომ სუბიექტურობას ვერსად წაუხვალ. როცა მას აფასებ, მისი გავლენიდან უნდა გამოხვიდე, გარეთ უნდა გადგე, გაღმა ნაპირზე და თან ისე მაღლა, რომ მედიის ფრთების ტყლაშუნს ვერ შესწვდე. თუ ამას შეძლებ, მაშინ მედიის მიზიდულობის ძალასაც გაუძლებ. ჩვენ მას უნდა გავუძლოთ... ისეთი მკითხველი და შემფასებელი გვინდა, რომელიც მის გავლენას, გრავიტაციას დაძლევს. ეს ცოტა ბუნდოვანი და ცოტაც ხატოვანი შეფასებები მედიის შესახებ საშობაოდ დავწერე. ვინ იცის რამ მაიძულა: ყოველდღიურ რეჟიმში ბუხრის წიკწიკზე აყოლილმა კლავიატურის წრიპინმა, თუ უთავბოლო ბორიალმა ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზებში. ვინ იცის. მთავარი ისაა, სათქმელს თავი მოვუყარე და მედია სამყარო განსხვავებულად დავინახე. თუკი ეს თქვენთვისაც შევძელი, მაშინ მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, რომლებიც თავიანთ სულსა და გულს, გონებასა და ცოდნას `მედია გრავიტაციას~ ახმარენ. ეს ტერნიმიც დაიბადა... მომავალში შევხვდებით, თუმცა უფრო კონკრეტული თემებით, გრავიტაცია იქეთ იყოს და, რა უჭირს და ულხინს ჩვენს მედიას, იმის შესახებ მომავალ ნომერში მოგიყვებით. დროებით.

avtori: maia mamulaSvili Telavuri seriebi 18


Telavuri seriebi 19


Cemi quCa

erekle meoris quCa Telavuri seriebi 20


Cemi quCa

erekle meoris quCa ამჯერად, ჩვენი რუბრიკის ინტერესი გამოიწვია ერეკლეს ქუჩამ,ხოლო თუ რატომ და რისგან არის ეს ძალუმი ინტერესი პროვოცირებული, ამას თანდათანობით მოგახსენებთ. ეს არის თელავის ცენტრალური ქუჩა, კულტურული და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი, ადგილი, სადაც ყოველდღიურად, ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს; ზოგი (მაგალითად, პენსიონსიონერთა ნაწილი) აქ ქვეყნის პოლიტიკურ კონიუნქტურას განიხილავს და მწვავე დებატებს მართავს, ზოგი, უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით გადის, ზოგიც კი, როგორც ჩვენი მეგობარი სოსო მიქელაძე ამბობს: ,,ლილო 2010“–ის საჩვენებლად( მოკლედ, წელს გააჩნია, ამ შემთხვევაში ,,2011“–ის ), გაგეცინათ?– მართლაც რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. . . და მგონი ამ ქუჩის მთავარი ,,ფუნქცია“ გამომრჩა–შეყვარებულთა ,,თავშესაფარი“ და უცვლელი ადგილი პაემანისა. მოკლედ, როგორც თავადვე მიხვდით, ერეკლეს ქუჩა, მრავლის მნახველი და მომსწრეა, შეიძლება ითქვას, მე–20 საუკუნის უნჯი მატიანე. მე–20 საუკუნე შემთხვევით როდი ვახსენე?–აქ, თურმე, მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული ყოფილა ვენახები და ბაღჩა– ბაღები და მხოლოდ 1952 წლიდან დაწყებულა ამ მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა. დღეს, ამ ქუჩაზე, ძირითადად, განლაგებულია ოფისები,მაღაზიები, კაფე–ბარები და სხვადასხვა კულტურული დანიშნულების მქონე შენობა–ნაგებობები. საცხოვრებელი ბინებიდან თქვენს ყურადღებას მიიპყრობს გუმბათოვანი, ოთხსართულიანი ე.წ ძაფსახვევი ქარხნის მუშაკთა სახლი, რომელსაც, სხვათაგან არქიტექტურული სტილი გამოარჩევს.

Telavuri seriebi 21


აღსანიშნავია და პრინციპში, გასაკვირი არც არის, რომ სოციალისტურ ეპოქაში, ეს ქუჩა, ლენინის სახელობის გახლდათ, 90–იანი წლების შემდეგ კოსტავას სახელი უწოდეს, ხოლო ,,ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ერეკლეს სახელობის გახდა, რაც ლოგიკური და ამავდროულად, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს მისი სახლ–მუზეუმი.ალბად, არც ის გაგიკვირდებათ,თუ გეტყვით, რომ აქ ცხოვრება, თითოეული სნობი თელაველისთვის–,,პრესტიჟის საქმეა“, რადგან ქალაქის გულს წარმოადგენს და ყველაზე უკეთ სწორედ აქ ისმის თელავის ,,მაჯის ცემა“. თითქმის ყოველთვის აქ იმართება გრანდიოზული საახალწლო და კულტურული ღონისძიებები. ამ ქუჩას, მრავალი დაუვიწყარი კონცერტი ახსოვს, გასახსენებლად კმარა 2009 წლის შესახვედრად გამართული საახალწლო შოუ, რომელიც დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყ��� თავისი მასშტაბით, ხარისხითა და დამსწრეთა რაოდენობით. ეს ის შემთხვეეევა იყო, როცა ახალი წლის შესახვედრად, კოლოსალური რაოდენობის ხალხი შეიკრიბა ღია ცის ქვეშ და გამართული კონცერტით ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა. წესით, ჩვენ, ახლა ძველს კი არ უნდა ვიგონებდეთ, ახალზე უნდა ვსაუბრობდეთ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ დადგა ახალი წელი, მაგრამ რა ვთქვათ, როცა არაფერი არ ყოფილა ფაქტობრივად? ამიტომაა, ტკბილი მოგონებების მორევში რომ გადავეშვით და სულ დაგვავიწყდა წლევანდელზეც გვეთქვა რაღაც. რა იყო წელს?–ცენტრში დადგმული საახალწლო კომპოზიცია–ნაძვის ხის, კურდღლისა და თოვლის ბაბუის მონაწილეობით, რომელიც დამზადებულია,გაურკვეველი მასალისგან (უფრო ლითონისგან). ნუ გაგიკვირდებათ, რადგან თელავი, პარადოქსების ქალაქია, აქ შეიძლება ერეკლეს ძეგლთან მოსეირნე ვირს და ძროხებსაც კი წააწყდეთ. არაფერია ჰიპერბოლიზებული და გამოგონილი, ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები არსებობს.ხოდა, იმის მაგივრად, რომ ამ საახალწლო კომპოზიციას ხალხისთვის განწყობა აემაღლებინა, ადამიანებში მან მხოლოდ სარკაზმი და ცინიკური ღიმილი გამოიწვია ზედ დართული რეპლიკით ,,ამის ღირსია თელავი?“ ერთადერთი ბავშვებს უხაროდათ გულწრფელად მათ გვერდით ფოტოების გადაღება და თამაში. რას ვერჩით ისე? –მან თავისი მოვალეობა, პრინციპში, შეასრულა კიდეც, ხალხი გაამხიარულა და მაჟორული განწყობა შეუქმნა თავისი აგებულებითა და დამზადების ხარისხით. რაც შეეხება ახალი წლის ,,ჯადოსნურ ღამეს“ ერეკლეს ქუჩაზე. გაიმართა მცირე მასშტაბიანი კონცერტი, რომელსაც ესწრებოდა, ჩამოჟამებულ სახიანი, დეპრესიული, ნიჰილიზმით აღსავსე და თითქმის ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანთა ნაწილი, რომელთა უმრავლესობაც მხოლოდ იმიტომ იყო გამოსული ქუჩაში, რომ ან დაელია, ან სხვა გაექილიკებინა, ან, სულაც შემდეგი რეპლიკები ,,ესროლა“: ,,ვისღა ახსოვს თელავი“? ,, რა ბანძობააა“.ნათქვამია: ,,ენას ძვალი არ აქვს, სიტყვას ბაჟი”–ო, მაგრამ ასეთი ადამიანების პრეტენზია ერთი მხრივ გამართლებულიცაა იმ ფონზე, როცა გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ასე პომპეზურად და მაღალ დონეზე აღინიშნებოდა ახალი წელი, ასე ლამაზად იყო მორთული და განათებული ქუჩები. მაშ თელავმა რა დააშავა?ლამაზ დეკორაციებსა და განათებას ვინ ჩივის ერთი ნორმალური კონცერტის გამართვაც კი არიადნეს ძაფად იქცა. ჩნდება კითხვა (ვფიქრობ სავსებით

Telavuri seriebi 22


Telavuri seriebi 23


ლოგიკური): ვისი ბრალია ყოველივე ეს? მხოლოდ ხელისუფლების ,,გულის გაგრილებით“ სახელდობრ თელავისადმი თუ თითოეული ჩვენგანის?–რა თქმა უნდა, მრავალწილად ეს თელავის საზოგადოების ინერტულობისა და პასიურობის შედეგია. ქართველი ნაჩვევია ყველაფრის ,, ლანგრით მირთმევას“ და ,, ბედის სხვაზე მიგდებას“. განა არ შეეძლო თელავის კულტურულ, მოწინავე საზოგადოებას თავისი ძალებით თელავისთვის შესაფერისი კონცერტი შეეთავაზებინა? და გული გაეხარებინა ხალხისთვის? მაგრამ რა ვქნათ, რომ აუტისტები ვართ და საკუთარი თავის იქით ვერავის და ვერაფერს ვხედავთ? რა ვქნათ, რომ საზოგადო საქმეში ქართველი ფირალია და მხოლოდ ლაპარაკშია თანდილი? როგორც როზე მარია შუდერი იტყოდა: ,, არ არსებობს უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე უძრაობა და აზრის გაყინულობა“–ო– დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია. . . P.S ვინც ამ ქუჩით დაინტერესდა, ვეტყვით, რომ მხოლოდ ამით არ ამოიწურა და მის შესახებ დამატებით ცნობებს ჟურნალის მომდევნო ნომრებშიც შემოგთავაზებთ.

foto: mariam abaSiZe

avtori: qeTi SaverdoSvili Telavuri seriebi 24


kultura

Miss Telavi 2010 რა „ჯურის“ თინეიჯერებს აღარ ნახავდით 28-ში თელავის თეატრის ფოიეში. ძააან „სვეცკებს“ და ცოტა გოიმებს, ციმბირის კლიმატის შესაბამისად ჩაცმულებს და ნამეტანი „გატლეკილებს“. ყველანაირი პარამეტრის და ვიზუალის მქონე თელაველი ერთად იყო თავმოყრილი და დიდი „რუდუნებით“ ელოდა „მის თელავი 2010“-ის დაწყებას. ქართველებისთვის ჩვეული პუნქტუალობა, რა თქმა უნდა, აქაც არ დაირღვა და კაი 40 წუთის დაგვიანებით გვაღირსეს კონკურსის დაწყება. კონკურსი, ცეკვა ქართულით გაიხსნა, შუა ცეკვის დროს მუსიკა გაითიშა, მაგრამ წყვილმა აღარ „გაიტეხა“ და სიჩუმეში განაგრძო ცეკვა, ამან დარბაზის მხიარულება გამოიწვია, მაგრამ მალევე სიცილის ხმა ისევ მუსიკის ხმამ დაფარა. წარმოდგენა დასრულდა და სცენაზე შარვალ-კოსტიუმ-ბანწიკში გამოწყობილი წამყვანი გამოვიდა, თინეიჯერებით „გაძენძილ“ დარბაზს მიესალმა და კონკურსის სპონსორების ვრცელი სია სულმოუთქმელად ჩაიკითხა, მერე სცენაზე ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მოიწვია და გაქრა. სიმღერის დასრულების შემდეგ სცენაზე კონკურსის მონაწილეები გამოვიდნენ, ისეთ შორტებში გამოწყობილები,უფროსი თაობა „ტრუსიკებს“ რომ ეძახის. ყველა მონაწილე სათითაოდ გამოვიდა სცენაზე. ნამეტანი შეძლებული ოჯახის შვილებს, ვინც ბევრი ფანის წამოყვანა შეძლო მხარდასაჭერად,(დასწრება ფასიანი იყო)გულშემატკივრები ისეთი ტაშით შეხვდნენ, ხელისგულებზე ტყავი აღარ შეირჩინეს, არც ისე შეძლებულების გამოსვლაზე, ტაშის დაკვრისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მაყურებელმა შეიწუხა თავი(ალბად, ძირითადად იმ ბიჭებმა ვისაც მონაწილე „ევასა“), გამოსვლის შემდეგ გოგონები კულისებს დაუბრუნდნენ. სანამ ლამაზმანები კოქტეილის კაბებში გამოეწყობოდნენ, ანსამბლმა „გრაციამ“ როკენროლი დასცხო და მაყურებელი ძალიან გაამხიარულა. მერე საღამოს კაბებში გამოწყობილი 13 გოგონაც გამოვიდა, სცენაზე გაისეირნ-გამოისეირნა და კულისებს დაუბრუნდა, მერე ისევ სიმღერა, ისევ გოგონები და ბოლოს ფინალი... „კომპეტენტური“(ასე ჰქვია) ჟიური, რომელიც მონაწილეების შეფასებას დარბაზის მეორე ბოლოდან ცდილობდა, „განაჩენის“ გამოსატანად გავიდა და ცოტა არ იყოს შეაგვიანდა, თხელ კაბებში გამოწყობილი, ცალკე სიცივისგან და ცალკე ნერვიულობისგან აკანკალებული გოგოები გაღიმებას ცდილობდნენ. კულისებში ამ დროს კულისებში დიდი ციებ -ცხელება იყო, ჟიური მსჯელობდა და რას მსჯელობდა... წამყვანი კიდევ, ლაპარაკობდა და რას ლაპარაკობდა... სანამ ჟიური კონსესუსს მიაღწევდა, წამყვანმა ერთი 4-ჯერ მაინც შეახსენა მაყურებელს სპონსორების ვინაობა, რამდენჯერმე ახალი წლის მილოცვა და კეთილი სურვილებიც მოასწრო, მერე გოგონების სილამაზეზე თავისი წილი აღფრთოვანება გამოხატა, მოკლედ, ყველაფერზე ილაპარაკა, რაზეც

Telavuri seriebi 25

შეიძლება წამყვანამ ილაპარაკოს, სათქმელი აღარაფერი დარჩა და იქამდე მივიდა, უკვე მალე ამინდზეც დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ მოიფიქრა და კულისებში შემოიხედა. გაცხარებულ სჯა-ბაასში გართულ ჟიურის ხელი აღარ შეუშალა და ანსამბლის ბიჭებს შეევედრა, იქნებ ერთიც იმღეროთო, ბიჭებმა გაუთვალისწინებელი შეთავაზება არ მიიღეს, „მოიცა რაა“–ო. მაყურებლის გართობა ისევ წამყვანმა აიღო თავის თავზე, ერთხელ კიდევ წაიკითხა სპონსორების სია და ის იყო ახალი წლის მილოცვა დაიწყო, რომ ჟიურიც გამოჩნდა. უი, ჟიურის შემადგენლობაზე არ მითქვამს, თავმჯდომარე, თელავის მუნიციპალიტეტის კულურის სამსახურის უფროსი იყო, დანარჩენი წევრები კი ტელეკომპანია „გორდას“, „ბილაინის“, მაღაზია „რეალის“, კაზინო „სამეფოს“, კოსმეტიკური ფირმა „ეივონის“ და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები... საღამოს კულმინაციაც დადგა - „მის თელავი 2010“ გახდაააააა... ელისოოოო წიგნაძეეეე!!!“-იყვირა წამყვანმა და წავიდა მქუხარე ტაში. გასული წლის „მის თელავ“–მა თავიდან გვირგვინი მოიხსნა და ახალ „მის თელავს“ დაადგა. „დაჯილდოების ცერემონიალი“, კულისებში, ფარდის მიღმა გაიმართა(?!)მის თელავთან ერთად „მეორე ვიცე მისი“, ლელუკა ქათიბაშვილი და „პირველი ვიცე მისი“ ნანუკა ხეცაურიძეც დაასაჩუქრეს. ეს უკანასკნელი „მის მეგობრობის“ ტიტულის მფლობელიც გახდა, „დიზაინერის სიმპათიის“ ტიტული სალომე ტურაშვილს ერგო, „მის ფოტოგენურობის“ - მარიამ ჭარბაძეს. წლის კურიოზი გამარჯვებულების ბილაინის ტელეფონებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების შემდეგ, ჟიური ორი წევრის ვიშვიშს მოვკარი ყური და ახლაც ვერ ვხვდები, სიცილის შეკავება როგორ შევძელი. (ოხ, ეს ზრდილობა, თორე რამდენი წლის სიცოცხლეს მივიმატებდი...) - „ნახე ბიჭო ის რა მაგარი გოგოა, ვერ დავინახე“ - „ ხო, მართლა ძალიან ლამაზია, რატომ ვერ შევამჩნიეთ?“ ნეტა რატომ? ჟიური რომ დარბაზის მეორე ბოლოში არ უნდა იჯდეს ახალი ამბავია? რომელ კონკურსში უნახავთ გადაკარგულში მჯდარი ჟიური არ იცით? რა პროექტი აღარ გავიხსენე და ვერ მივხვდი. სიმღერის კონკურსი რომ სიმღერის კონკურსია, იქაც კი წინ ჯდება ჟიური და ამათ რატომ გადაწყვიტეს გოგონების სილამაზის შეფასება ამხელა დისტანციიდან, არ ვიცი. სუბიექტურობაში რომ არ ჩამომართვათ, წლევანდელი „მის თელავის“ ჩემეულ შეფასებას თავზე არ მოგახვევთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წავიკითხე, ხალხი ჟიურის გემოვნებას უჩივის. ხალხო გემოვნების არა, მხედველობის ბრალია!

avtori: nino koraSvili


eliso wignaZe

nanuka xecauriZe

leluka qaTibaSvili foto: naTia nayeuri Telavuri seriebi 26


kultura

დენ ტეპფერის ტრიო თელავში არასდროს მყვარებია ჯაზი. ვთვლიდი, რომ მას მართლაც განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნების ადამიანები უსმენენ და ეთაყვანებიან და რომ მე ეს განსაკუთრებული გემოვნება არ დამაყოლა განგებამ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ 2010 წლის 14 დეკემბერს დენ ტეპფერის ტრიოს სტუმრობამ თელავში მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ჯაზის სირთულეზე და მისი თაყვანისმცემელის ღვთიურ შესაძლებლობებზე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და თელავის მუნიციპალიტეტმა შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს თელაველებს და აღიარებული ახალგაზრდა ამერიკელი პიანისტი დენ ტეპფერი, ტომას მორგანი (კონტრაბასი)

Telavuri seriebi 27


გეგა არდაზიშვილი, დენ ტეპფერი და ნათია ნაყეური

და ტედ პური (პერკუსია) თელაველებს წარუდგინეს, თანაც სრულიად უფასოდ . დენ ტეპფერი ამერიკაში „ჯაზის ამომავალ ვარსკვლავად“ არის აღიარებული. მის საშემსრულებლო ტექნიკას ამ საქმის პროფესიონალები „საუკეთესოს, თავდაჯერებულსა და „განსხვავებულს“ უწოდებენ ევროპასა და ამერიკაში, ხოლო სამი ამერიკელის ტრიოს მიერ შესრულებულ კომპოზიციებს ყველაზე მდიდრულ და კეთილხმოვანთა შორის მოიხსენიებენ. როგორც ირკვევა, ეს არ იყო დენის პირველი ვიზიტი საქართველოში, იგი იცნობს ჩვენს სამშობლოს, უყვარს თავის ქართველი მსმენელი და განსაკუთრებით აფასებს ქართველი აუდიტორიის ემოციურ გამომხატველობას მუსიკით მიღებულ სიამოვნებაზე. დენმა უდავოდ მშვენიერი საღამო გამართა თელავში, დასწრება შეზღუდული იყო, თუმცა საბოლოოდ დარბაზში მაინც მოიყარა თავი ჯაზის არა, მაგრამ ერთმანეთის მოტრფიალე ბევრმა წყვილმა, მაგრამ ჩვენ მათიც გვესმის . საღამო 2 საათს გაგრძელდა და შესრულდა ცნობილი ჯაზ კომპოზიტორებისა და თვითონ დენ ტეპფერის რამდენიმე კომპოზიცია. ჩემთვის, როგორც არაპროფესიონალისთვის, ეს მართლაც არაჩვეულებრივი საღამო, ძალიან მელოდიური, ცოცხალი და პოზიტიური ენერგიით სავსე. ტედ პურის საოცრად ძლიერმა პერკუსიამ და ძალიან სიმპატიურმა დენმა მალე დაიპყრეს დარბაზის გული და შეიძლება ითქვას თავშეკავებული თელაველი მაყურებელი ერთი-ორჯერ მაინც ისე ააღელვეს, რომ სტვენა და შეძახილები დაიმსახურეს (სტვენა ჩვენთან მოწონებას ნიშნავს). მშვენიერი საღამო კალიფორნიული ღვინის დეგუსტაციით დაგვირგვინდა. ჯაზის მოყვარულმა თელაველებმა და გურჯაანელებმა, დენთან და ტედთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, მუხლზე დაჩოქილმა ჟურნალისტებმა ინტერვიუც გამოსთხოვეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელსა და შემსრულებლებს და ყველამ ბედნიერად დატოვა ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო საღამო. დასკვნის მაგიერ: თუ საქმეს პროფესიონალი აკეთებს, ის მორყეული სკამსაც თავის სასარგებლდ გამოიყენებს და ეს უკანასკნელი ვერ შეუშლის ხელს მას არაერთი წარმატებული აკორდის აღებაში.

avtori: Tiniko xanjaliaSvili

Telavuri seriebi 28


sporti

Power Lifting შ ი 2010 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს “პაუერლიფთინგის’’ ფედერაციამ თელავის კრივისა და მძლეოსნობის სპორტულ დარბაზში, ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჟიმში, გიორგი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქართველოს თასის გათამაშება ჩაატარა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: მარნეულიდან, სიღნაღიდან და თელავიდან 40-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. სანამ თელავში ჩატარებული ტურნირის შესახებ მოგითხრობდეთ, ცოტა რამ საქართველოს “პაუერლიფთინგის” ფედერაციის შესახებ მინდა მოგახსენოთ. საქართველოს “პაუერლიფთინგის” ფედერაცია 2010 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და სულ მალე “პაუერლიფთინგის” მსოფლიო კონგრესში გაწევრიანდა, სადაც 40-მდე ქვეყანაა გაერთიანებული. იგი ერთერთი პრესტიჟული ფდერაციაა ძალისმიერ სამჭიდში. საქართველოს “პაუერლიფთინგის” ფედერაციის ნაკრებმა გუნდმა 2010 წლის მაისში ბაქოში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი ოქრის და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახლა კი მთავარ თემაზე, თელავში ჩატარებულ საქართველოს თასის გათამაშებაზე ვისაუბროთ. 18 დეკემბერს, დილით, ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის რედაქტორმა, გიორგი ბეჟანიშვილმა - “უცხომ” დამირეკა. 1 საათზე მძლეოსნობაში შეჯიბრია და არ მოდიხარო? პირობა მივეცი, რომ აუცილებლად წავიდოდი და სასწრაფოდ დავიწყე გამზადება, რადგან 1 საათამდე არც თუ ისე დიდი დრო იყო დარჩენილი. ტურნირი ცოტა მოგვიანებით დაიწყო. დარბაზი მაყურებლებით იყო სავსე. მონაწილეები საკმაოდ მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულები და ყველანაირად ცდილობდნენ პირველობის მოპოვებას. შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და დაძაბული ელოდა თითოეული სპორტსმენის გამოსვლას, რის შემდეგაც შეძახილები და აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მე მეგობრებთან ერთად მეორე სართულზე ვიყავი და ტურნირის მიმდინარეობას იქიდან ვადევნებდი თვალყურს. ტურნირის ორატორი საქართველოს “პაუერლიფთინგის” ფედერაციის გენერალური მდივანი, სოსო

Telavuri seriebi 29

არჩილ შაშურაშვილი რეკორდის გაუმჯობესებისას მიქელაძე გახლდათ. იგი მონაწილეების სახელს, გვარს და სხვადასხვა მონაცემებს აცხადებდა. ტურნირის დაწყებიდან დაახლოებით 3 საათიც არ იყო გასული, რომ მან გამოაცხადა, ერთი მონაწილის გამოსვლის შემდეგ თელავის გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, აჩიკო შაშურაშვილი, 1990 ���ელს დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება და 330 კილოგრამს ასწევს. ეს მაყურებლისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. დარბაზში მყოფები საკმაოდ დაძაბულები ელოდნენ აჩიკოს გამოსვლას... უცბად, დარბაზში ყოველგვარი ოვაციები შეწყდა და ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, შეიძლება ითქვას, ხალხმა 2 წუთით სუნთქვაც კი შეაჩერა და “სულმოუთქმელად” ელოდა ამ დიდ “წარმოდგენა”. სულ რამოდენიმე წამი და დარბაზში მხურვალე ტაში და შეძახილები აღარ წყდებოდა.. აჩიკო შაშურაშვილმა, ძალისმიერ სამჭიდში, 1990 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. თუმცა, მისი გამოსვლა მხოლოდ ამით როდი დასრულდა. მან…სხვა რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო და მოძრაობა ჩაჯდომში 380,5 კილოგრამი ასწია. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას ვეღარ

მალავდა... მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩემს უკან ბიჭები ისხდნენ. ნანახით აღფრთოვანებული ერთ-ერთი მათგანი კაი ხანს ვერ მოდიოდა აზრზე და მეგობრებს უაზროდ ელაპარაკებოდა: “380 კგ.. 380,5 კგ.. რეკორდი მოხსნა... ბიჭო, უყურე?!... მსოფლიო რეკორდი... 380 კგ აწია... აზრზე ხარ?! რა ძალა ექნება მაგაას... ერთი თითით ამწევს... ნეკნებში გადამამტვრევს...” მის გვერდით მჯდომი ბიჭი იმისგან განსხვავებით განცვიფრებას არ იმჩნევდა და პასუხს არ სცემდა. თუმცა, ბოლოს ხმა ამოიღო, მიუბრუნდა და ეუბნება: “იცი, “ამწეკრანს” რამდენის აწევა შეუძლია?! ვინმეს უკვირს?!” მეგობრის პასუხი არც კი მოუსმენია და აქვე დაამატა: “ხოდა დაწყნერდი!..” მის ასეთ შედარებაზე ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა, მიტრიალება და გამოლაპარაკება გადავწყვიტე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა.. ადამიანი, რომელიც ადამიანებისა და “ამწეკრანის” შესაძლებლობებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, მასთან საუბარი კარგად არ დასრულდებოდა და ჩემი საქმე გავაგრძელე. როდესაც ხალხი დამშვიდდა და


ოვაციები შეწყდა, ამ ტურნირის “მთავარ გმირს” (იმედია არ მიწყენს) არჩილ შაშურაშვილს გავესაუბრე: “380 კგ მსოფლიო იპეების რეკორდია, რომელიც დღეს 500 გრამით გავაუმჯობესე და შედეგს მივაღწიე. ამ შედეგისთვის 4 წელი ვიბრძოდი. მომავალში მინდა, ეს შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესო და პროფესიონალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღო მონაწილეობა, რომელიც ნოემბერში ტარდება.” სანამ წერას გავარძელებდე, მინდა ორიოდე სიტყვით არჩილ შაშურაშვილზე მოგახსენოთ. მან 2010 წელს წარმატებით დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი 20 წლის საკმაოდ წარმატებული და მონდომებული სპორტსმენია. თამამად ვიტყვი, რომ ასაკის მიუხედავად უკვე მსოფლიო დონის შედეგებს აჩვენებს. აჩიკოსთან საუბრის შემდეგ საქართველოს “პაუერლიფთინგის” ფედერაციის პრეზიდენტს, ბექა მაზანიშვილს გავესაუბრე. “ქართველმა ათლეტებმა დღევანდელ შეხვედრაზე წარმატებით იასპარეზეს. აღსანიშნავია არჩილ შაშურაშვილის ასპარეზობა, რომელმაც მოძრაობა ჩაჯდომებში რეკორდი მოხსნა და ახალი რეკორდი – 380,5 კგ დაფიქსირდა. შემიძლია ვთქვა, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს. ეს გახლავთ ტურნირი, რომელიც 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი თელაველი სამჭიდელი სპორტსმენის, გიორგი რეხვიაშვილის ხსოვნას ეძღვნება. შესანიშნავი ადამიანი, მოქალაქე, სპორტსმენი და მეგობარი... შეიძლება ასე მოვიხსენიოთ იგი. ჩვენ გადავწყვიტეთ, მისი სახელობის ტურნირი ტრადიციული გავხადოთ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად ჩავატაროთ.” ამის შემდეგ მაყურებლების აზრის გაგება გადავწყვიტე და ერთ-ერთ

ყველაზე აქტიურ მაყურებელს, ალექსანდრე ლაზარიაშვილს გავესაუბრე: “საკმაოდ მაღალ დონეზე ტარდება ტურნირი. სპორტსმენები შესანიშნავად არიან მომზადებულები. ძალიან ამაღელვებელი შეხვედრაა. ნახეთ ალბათ, რომ ერთ-ერთმა სპორტსმენმა რეკოდიც კი მოხსნა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს.” შეჯიბრი დაახლოებით 8-9 სააათს გაგრძელდა. სიცივის მიუხედავად, მაყურებელი დარბაზში ბოლომდე დარჩა და გულშემატკივრობდა სპორტსმენებს. რაც შეეხება შედეგებს: წოლჟიმში პირველ ადგილზე სიღნაღელი გიორგი ბეჟანიშვილი გავიდა. გუნდებს შორის პირველი ადგილი თელავის ნაკრებმა, მეორე – სიღნაღმა და მესამე ადგილი მარნეულის ნაკრებმა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებული გუნდები სიგელებით, მედლებიდა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, აბსოლიტურ ჩემპიონს – არჩილ შაშურაშვილს კი ფულადი ჯილდო, 350 ლარი გადაეცა. ტურნირის დასასრულს, საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის გენერალურ მდივანსა და ტურნირის ორატორს, სოსო მიქელაძესაც გავესაუბრე. “ტურნირი იყო ღია, ანუ ასაკობრივი სხვაობები არ ყოფილა. იუნიორები დიდებთან ერთად გამოდიოდნენ. საკმაოდ კონკურენტული ბრძოლის მომსწრეები გავხდით. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზამთარში ასეთი მაღალი შედეგების ჩვენება შეიძლებოდა. ჩვენ მოწვევები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვქონდა დაგზავნილი. მათი ჩამოსვლა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად იყვნენ მომზადებულები და რამდენად უწყობდათ ხელს ფინანსური მდგომარეობა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მარნეულის გუნდის სტუმრობა, რომლებიც

საკმაოდ ძლიერი შემადგენობით წარსდგნენ ჩვენს წინაშე. ჩვენი სურვილია, ასეთ ტურნირებში ყველა კუთხის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა, რაც დაგვეხმარება უფრო მეტად საინტერესო, სანახაობრივი და კონკურენტული შეხვედრების ჩატარებაში.” გიორგი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის მიერ ჩატარებული მეოთხე ღონისძიებაა. გარდა ამისა, აღნიშნული ფედერაციის მიერ ჩატარდა კახეთის ღია პირველობა, საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასის გათამაშება. მომავალში,საქართველოს ფაუერლიფთინგის ფედერაცია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

avtori: nino koraSvili

Telavuri seriebi 30


Tornike xaCiZis gverdi

Happy New Year!


ახალ 2011 წელს გილოცავთ, მეგობრებო! კარგი იქნება, რომელიმე ჩვენგანი 3011 წელსაც თუ მოესწრება და ნახავს, სად იქნება კაცობრიობა და საქართველო მაგ დროისთვის და კიდევ იმასაც, თუ რამდენი მეგობარი ეყოლება „თელავურ სერიებს“ Facebook გვერდზე. 2011 წელში კი ჩვენ 1,302 მეგობართან ერთად შევაბიჯეთ და მთელი დეკემბრის თვეც საახალწლო თემატიკას დავუთმეთ. ჩვენმა ლოგომაც კი მოირგო საახალწლოდ სანტას „ყბადაღებული“ წითელი ქუდი. პირველ რიგში, არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნოდ გააქტიურდა ჩვენი სამეგობრო. საინტერესო აზრები, საინტერესო ამბები და საინტერესო იდეები ხშირად ჩნდება ჩვენი გვერდის „ვოლზე“. აი, მაგალითად, კითხვაზე „როდის იწყებთ საახალწლო სამზადისს?? ნაძვის ხის მორთვას? ყიდულობთ თუ არა საახალწლო საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის? და საერთოდ გიყვართ ახალი წლის დღესასწაული (წელიწადში 2-ჯერ)?“, პაატა ჩახვაშვილმა, ჩვენმა პაატამ, პირდაპირ განაცხადა: „ტყუილი ფულის ფლანგვა, მატრაკვეცობა, საყოველთაო სიმდაბლე, გავაგრძელო???“. რასაკვირველია, გააგრძელა და დაასაბუთა თავისი მოსაზრება, თუმცა მას წარმატებით შეედავა მაია ოსაძე „ძალიან ცუდია რომ ახალ წელს ასე ცუდად აღიქვამთ. ახალ���აზრდებისგან მიკვირს ეს .. ბებიაჩემმა რო თქვას არც გამიკვირდება მიუხედავად იმისა რომ ინდაური არ მექნება სუფრაზე ეს მაინც ბედნიერი დღეა რომელიც ახალისებს ყველას და ის სამზადისიც, იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო გროშს ხარჯავენ ამ დღისთვის სულაც არაა სიმდაბლე, ამდენ ჭირში მათთვის ეს ის ნათელი დღეა რომლითაც იხალისებენ ისედაც ნატანჯ ცხოვრებას.“ პირადად მეც მინდა გითხრათ, რომ ახლი წელი ძალიან კარგია და სახალისოა, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა ჩვენს რელობაშიც გაჩნდეს „საახალწლო ფასდაკლების“ ცნება და ხალხის ჯიბეზეც იზრუნონ „ბიზნესმენებმა“. შემდეგი საჭირბოროტო საახალწლო თემა გახლდათ: „მინდა თქვენი ყურადრება მივაპყრო “საბათქუნებლების” თემას!!! აი, რა დანიშნულება აქვს მათ? რისთვის გამოიგონეს ისინი? და თქვენ არ გიშლით ნერვებს მათი ბათქაბუთქი??? (რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ნამდვილ საშიშროებაზე ფეხმძიმე ქალებისთვის თუნდაც)“. პირადად მე სიამოვნებით მივუსჯიდი საახალწლო პატიმრობას ცივ საკანში ყველა იმ ბავშვს და მათ მშობელს, ყველა გამყიდველს და გამომგონებლს, რომელიც ამ „საბათქუნებლებით“ ფულს შოულობს, მასში ფულს ხარჯავს და ირთობს თავს 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე. ნაგვის დაყრაზე ჯარიმები შემოიღეს და ეს საბათქუნებელი ბუნების შვილია, ნეტავ?! ყოველ შემთხვევაში, აღმოვაჩინე, რომ facebook მეგობრებიდან ბევრი იზიარებს ჩემს რეალურ შიშს ამ „სულელური გასართობისადმი“. • ზაზა კევლიშვილი: „ერთი კაცი დადიოდა თელავში,გამურული იყო სულ.მგონი სტეფანე ერქვა. ბაზართან ფულს თხოულობდა ხოლმე არყისთვის.სახლიდან გამოაგდეს.ამ უბედურს ტაქსის მძღოლები(ჩემდა სამწუხაროდ ყველა ერთმანეთზე იდიოტები იყვნენ)საცოდავს შარვლის ჯიბეში უგდებდნენ დიდ საბათქუნებლებს.ეს გრძელდებოდა ყოველდღე თურმე,ჩემი თვალით მაქვს ნანახი საცოდავს ბარძაყები როგორ ჰქონდა ამომწვარი.ეს სირი მძღოლები კი გულიანად ხარხარებდნენ ხოლმე.დღემდე ეს ბათქუნები იმ კაცის უბედურ სახეს მაგონებს.“ • მარი არჯევანიძე: „საშიინელებაა და თითქმის ყოველ წელს ცუდი შედეგებით მთავრდება მათი აქტიური გამოყენება... 31ში საღამოს ხომ გარეთ გასვლა არ შეიძლება საერთოდ, საიდან რა მოგხვდება კაცმა არ იცის .“ • ნუცა გურაბანიძე: „საშინლად მაღიზიანებს მასეთი სულელური რაღაცები,ბევრ ბავშვს შენიშვნაც მივეცი მაგრამ აღზრდა აკლიათ და ჩვენ რა შეგვიძლია,უბრალოდ ვერ აცნობიერებენ რომ უაზრო “საბათქუნებლებს” შეუძლია ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს!მაგის ნათელი მაგალითი ჩემი მეგობარია.ჩემი აზრით სასტიკად უნდა აიკრძალოს მათი გაყიდვა!“

Telavuri seriebi 37


Tiniko Khanjaliashvili ახალი წელი თოვლის პაპის გარეშე აბა ვის გაუგია. პირადად მე, ბავშობაში არასდროს მჯეროდა მისი არსებობის. ჩემები ბევრს ეცადნენ დავერწმუნებინე, რომ თეთრწვერა მოხუცი ყოველ ახალ წელს საჩუქარს მოარბენინებდა ჩემთან, მაგრამ ერთხელ, 29 დეკემბერს, ჩემი საოცნებო საჩუქარი დედაჩემის გარდერობში რომ ვიპოვე, მას მერე ყველაფერს თავისი სახელი დავარქვი. და მინდა გითხრათ, რომ ამით ახალ წელს და საახალწლო საჩუქრებს ჩემს თვალში მომხიბვლელობა არ დაუკარგავს, პირიქით უფრო რეალისტური გახდა სასურველი საახალწლო საჩუქრების ჩამონათვალი. თავისთავად, დავინტერესდით, რას ფიქრობენ ჩვენი მეგობრები ამ თემაზე, „თქვენი აზრით საჭიროა და სასარგებლო ბავშვისთვის სჯეროდეს თოვლის ბაბუას თუ პაპას არსებობის შესახებ? თქვენ გჯეროდათ ბავშობაში თოვლის პაპის საჩუქრების?“. •

დარ სტარდოლ: „კი- მჯერა ( ნუ ვიცი რომ არაა მაგრამ მაინც)“

• ესმა დოლბაძე: „მე მჯეროდა ბავშობაში და ვთვლი, რომ ბავშვებს უნდა სჯეროდეს. რატომაც არა, თუკი ეს მათ ცხოვრებას ახალისებს და ახალი წლის მოლოდინს, უფრო ალამაზებს. ჩემი უფროსი შვილი 9 წლისაა და ახლახანს გაიგო, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ასე მითხრა, ახალი წელი მაგიტომ მიხაროდაო, თუმცა იცის, რომ საჩუქრებს მაინც მიიღებს :)“. • სალომე ლაზარიაშვილი: „კარგი თემაა:)არ მჯეროდა თოვლის პაპის. ჩემებმა მითხრეს, რომ არ არსებობდა:) ეხ,რა იმედგაცრუება იყო. ცუდად მახსოვს. ნორმალურად მაინც ეთქვათ,”დამცინოდნენ”:D ახლა უნდა მეთქვა, რა საჭიროა ბავშვის მოტყუება-მეთქი, მარა ჩემი ამბები რომ გამახსენდა გადავიფიქრე ამისი თქმა:))” • მანანა სომხიშვილი: „არ მჯეროდა მაგრამ მახსოვს ზეიმზე შემოსული თოვლის პაპის საოცრად მეშინოდა. ისე თუ სჯერათ ბავშვებს თოვლის პაპის სანამ სჯერათ სჯეროდეთ რას დააშავებს?“ მართალია, მანანა, ვისაც სჯერათ სჯეროდეთ. უკვე მსოფლიომ იცის, რომ ქართველებს ორი შობა და ორი ახალი წელი გვაქვს. ზოგნი 1ში არიან საახალწლო განწყობაზე და ზოგნიც_14-ში, ზოგს არასდროს აქვს საახალწლო განწყობა, ზოგისთვის კი მთელი იანვარი ახალი წელია. „ისე, ჩვენში რომ დარჩეს, 1 იანვარს უფრო გაქვთ ახალი წლის განწყობა თუ 14 იანვარს?“ ვიკითხე მე და ცალსახად დააფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ ახალი წელი 1 იანვარს მოდის მათთვის. და ბოლოს, დავინტერესდით იმითაც, თუ რომელ საახალწლო ტრადიცია სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით ჩვენში. „ყველაზე მეტად რომელი საახალწლო ტრადიცია ან ჩვეულება მოგწონთ (საქართველოში ან საზღვარგარეთ)??“ •

მერაბი მამალაშვილი: „ქართულ ტრადიციებს პატივს რომ სცემენ აი ეგ ტრადიცია:)“

• ნინო ოსიაშვილი: „საჩუქრების ჩუქების. მე დღეს ჩამოვურიგე ყველას ყველაფერი უკვე.რომ ვიყიდი მერე ვეღარ ვითმენ ხოლმე ერთი სული მაქვს როდის გაუხარდებათ და ესევე ვჩუქნი ხოლმე ყველას თავისას.მე რომ მჩუქნიან ამაზე ხომ სულ მთლად ვდნები და ვტკბები,მეკეტება სიურპრიზებზე და მსგავს სისულელეებზე რომლებიც ცხოვრებას ალამაზებს და მრავალფეროვნეას სძზენს.:)“ • ზაზა კევლიშვილი: „ძველ ნივთებს რომ ყრიან(იტალიაში)და ახლებს რომ ყიდულობენ(ისევ იტალიაში)აქ კი ხალხს ფული რომ არ აქვს და ახალ წელს ყველას ინდოური და გოჭი რომ უდევს სუფრაზე:)” •

მარიამ აბაშიძე: „მეკვლე მომწონს :) ყველაზე მაგარი ტრადიციაა ჩემი აზრით :):)“.

აი ასე, მეგობრებო, საახალწლო თემებს რა გამოლევს?! მაგრამ წელს მეტს აღარ შევეჭიდეთ და მომავლისთვის მოვიტოვეთ სასაუბრო და განსასჯელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2011 წლის მშვიდობით შემობრძანებას, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე, კეთილდღეობა და ურთიერთგაგება შემოეტანოს ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში და ასევე მშვიდობით გაგვეცილებინოს იგი მომავალ ამ დროს!!! ;).

Telavuri seriebi 38


T

O

P

postebi FROM UC NA UR I.C O

M

Telavuri seriebi 39


19 რო წლი მელ ს იც ა ქმა ვღანე რმა ლი გაა სამ გოგ ართ ო ლა

მოგ მას იყვებ გამ შემდე ით 19 ო გარ იწვი გ, რაც წლის რო ეკანს ა დიდ 2010 გოგო წლ გორ , რო ი ცო ის ს Биб მელ სკა ლ ცს 9 и გაქ ად გ აწყალ საც ნდალ აგვი Айш ს ც ბიბ ევა გ ააყოლ მა გო ათასო ი (ხალ ტოს, и-ს ი ს ა ც ი ბ გ დ შვი დაუ აწყ ეს კა ომ უ ით ა ხი აპ ნობი ტორი ვ გოგ ლი ის ბრუნ იტა. ცს, რო ამბო დამია როტე ლმა ჟ ას, რო მ უ გაი ონა გ ევ უკ ეს ოჯ აგრამ მელი Times ნი ნახ სტებდ რნალ მელზ ა რო ყვანეს აასამა ნ, ქმა ახს, მ გაქცე ც მას ს, ის ულო ა იმ მა Ti ეც მთ ზე ჯერ ბს, me ცა ფა რ რ ა , ვ გ ი თ თ რ რ მე ი რო სას -მა ელი დი ომ ლე ან ამ კი ეს ს ქტს მ მ მოუ თვა სევ მო მომკ ს – გა დაებრ არა დ ის და დი იყ დევ 1 აშინე , რომ გამოა სოფლ ვ ლ ი ნ ლ ო 2 უ ი დ ვ ყ ჭ ები . ის ედ წლ ნებ დი ირ ი ფ ისეთ ქვეყნ იო ა არი აჩენ ყვე ვა. ��� ა ი ინ ლა ი ხნი ეს დ ინი ის ი ოტ ლ და ყ გ სად აფრ პარ ო “ ცნო მისი თ… ა წ ყო სა სახ ონზე ო. “მე იყო უ ა. , ე ს მ მამ აიყვა შინლ , როდ ამშვე ბილი ფოტო აკდა რო აც მ ის მი ულ იმ ად გავით ძიმე ა ნ ნ ა უხ მელ ისი . ამ ე მ ჟ ე დ ე ს ს უ ბდ გილ იშ მაშ ს ქა ი, მ აც ედ აგვ რ ს ჩ ი ხ ი ა ნ ნ ე მ ც ინვ ლე ა უ ” სხლ ას ალ ან ა ი ას , ბის ბობდ ისმა ) ფო სტო ქაბუ თესა ვად მ ის ეგ ით ძალ როდე ყურ მ ში ვ ნდ ა ლ ც ა შ და ებ სა ს მქო იან პრო ი G ბიბ ში ი ები წყვ იხეში ნენ დ ობლ ღმო ციო აც მა ი და ნ ც ი r ე ყ ა დ ი თ ხ o ბ . ო ნ წ ტა ssm 6 ც გ მ გამ ად ე აიყ დ . მა ოვრ აჩნდ დ თა თვის ოგონ ა, a ოჯ ზი. ვ აფა ა, არ აიწყ ხვირი ვის ანმ 8 თ n Bur ანეს ნ იქ გ ობდნ ა იმი შ ო რუ ი ს შემდ ამ ამ n ე რთ ა ს ლი ემეძლ ამის მოაჭრ ა ე ელ ვიანი Foun ერიკ ატარ ნ. მა ძალ ბ გ ”– რალ ოგ კეთ ეს. და უმ datio აში, ა 3 თ თ გ ა, რ ეს შ ა ო . ო ძიმ ო ო n ბიბ მეგო ება. უ ემდე ესი ასპო ჯახშ ვე, შე გონა მ მის სად იმ კვე გ გა მ ი უ ნ C დ რ წაი მკუ სორ რო ლი ღამ NN ვიყ ე ე თ გ ყ მე ავ -ის ყ რნა ვ ე ი ე ლო ბს ბი ლიც ს იმყ ანეს ო უახ რეპ ი იმი იყო ო ახ ამ ლ ბის ბის ორ ტომ ა დ , გო ლა მ ფებო ერიკ ოეს ტი , დ ო ა უ სზ ა პ გონ რს ა ლ დასა ლა ას გ ე ზრ ხალ ხლ საა ხ სტ იკუ აუკეთ უნავს ისგან ვადმ ებამდ . რი ეს შორ ყოფო ე, ოპე ყურ ს, ხ ში, რაც ების ოლ ა იებ ო ის და ც ხ შემ ვირ დე გ ი ის გი

Ma lli

llii

Telavuri seriebi 40


saidumlo organizaciebi rozenkreicerebi ითვლება, რომ როზენკრეიზერების ორდენის შექმნის იდეა თავში მოუვიდათ გემანელ პროტესტანტებს, რომლებმაც 1600–იან წლებში გამოუშვეს სამი დოკუმენტი: Fama Fraternitatis Rosae Crucis (ვარდისა და ჯვრის საძმოს გზავნილი), Confessio Fraternitatis (საძმოს აღსარება) და The Chymical Wedding of Christian Rosenkreutz anno 1459 (ქრისტიან როზენკრეიცის ქიმიური ქორწინება, წელი 1459). ეს დოკუმენტები ისე ფართოდ გავრცელდა და იმდენად გავლენიანი იყო, რომ ისტორიკოსმა ფრანსის იეტსმა მე–17 საუკუნეს უწოდა როზენკრეიცული განათლების პერიოდი. პირველი დოკუმენტი გვიამობს მისტიურ ალქიმიკოსზე, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ადგილას იმოგზაურა ცოდნის გაფართოების მიზნით. მეორე დოკუმენტში ასახულია ალქიმიკოსთა საიდუმლო საძმო, რომელიც აპირებდა, ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური სახე შეეცვალა. მესამე დოკუმენტი მოგვითხრობს ქრისტიან როზენკრეიცზე, რომელიც მიიწვიეს მეფისა და დედოფლის “ქიმიურ” ქორწილზე საოცრებათა სასახლეში. როზენკრეიზერების ორდენის დღევანდელი წევრები ამტკიცებენ, რომ მათი საძმო გაცილებით ძველია, ვიდრე ის სამი დოკუმენტი. დოკუმენტებში იგრძნობა სიმპათია პროტესტანტების მიმართ და უარყოფითი დამოკიდებულება კათოლიკეებთან მიმართებაში. სავარაუდოდ, საძმომ გავლენა მოახდინა მასონებზეც, რადგან შოტლანდიური წესით, მე–18 ხარისხის მასონს “წითელი ჯვრის რაინდი” ეწოდება. დღეს როზენკრეიზერების ბევრი განშტოება არსებობს, ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ ორიგინალთან ახლოსაა. ორი ძირითადი შტოდან ერთს შეთვისებული აქვს ქრისტიანული იდეოლოგიის პრინციპები, მეორე კი უფრო მეტად მასონურს ჩამოჰგავს.

Tavis qala da Zvlebi

თავის ქალისა და ძვლების ორდენი, იელის უნივერსიტეტის საიდუმლო საზოგადოება, თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც სიკვდილის საძმო. ეს არის აშშ–ის სტუდენტთა ერთ–ერთი უძველესი საიდუმლო ორგანიზაცია. დაარსდა 1832 წელს და მასში გაწევრიანების საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. მისი წევრები დღემდე ატარებენ მასონურ რიტუალებს. ხუთშაბათსა და კვირას იკრიბებიან სპეციალურ შენობაში, რომელსაც ეძახიან “აკლდამას”. იელის უნივერსიტეტის არქივის გამგისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ჯუდი შიფის თქმით, ორგანიზაციის წევრთა ვინაობა 70–იან წლებამდე გასაიდუმლოებული არ იყო, რიტუალები კი მაშინაც ტარდებოდა. იელში სწავლის პერიოდში მისი წევრები იყვნენ მამა– შვილი ბუშები. სხვა წევრებმაც ასევე წარმატებას მიაღწიეს და სახელი გაითქვეს. თავის ქალისა და ძვლების შესახებ ბევრი თეორიაა გავრცელებული. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დაფუძნებულია ამ ორგანიზაციის წევრებზე. სააგენტომ 2007 წელს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეს მოსაზრება უარყოფილია.

sionis priorati დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ გაიზარდა საზოგადოების ინტერესი სიონის პრიორატის მიმართ. საერთოდ, სიონის პრიორატი ეწოდება რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლიდანაც ზოგი ფიქციურია, ზოგი ასე თუ ისე რეალური. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან არის 1956 წელს საფრანგეთში პიერ პლანტარდის მიერ აღმოჩენილი ორგანიზაცია, რომელიც გადმოცემის მიხედვით, შექმნა ბოლონის გრაფმა გოტფრუამ. პრიორატის არქივების მიხედვით, მათ წვლილი მიუძღვით ტამპლიერების ორდენის შექმნაში და მათი მართვაც ძირითადად აქედან ხორციელდებოდა.

O T

ორგანიზაციამ რამდენჯერმე გამოაქვეყნა განცხადებები, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთან ინახება წმინდა გრაალი, ტამპლიერების განძი და მრავალი საკრალური ნივთი. მაგრამ მათი წარდგენა საზოგადოების წინაშე მოხდება მაშინ, როცა ამას თავად გადაწყვეტენ, რადგან განძთან ერთად იქ ინახება უძველესი ცოდნაც. პრიორატის ჩანაწერების მიხედვით, ისტორიის მანძილზე მისი ცნობილი წევრები იყვნენ: ნიკოლა ფლამელი, სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რობერტ ბოილი, ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო.

P

opus dei anu RmerTis naSromi

ოპუს დეი არის კათოლიკური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი წმინდაა და ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გზა სიწმინდისკენ. ორდენი დაარსდა ესპანეთში 1928 წელს კათოლიკე მღვდლის ჯოზემარია ესკრივას (სურათზე) მიერ, რომის პაპ პიუს XII-ის კურთხევით. “და ვინჩის კოდში” დენ ბრაუნი ირწმუნებოდა, რომ ოპუს დეი არის საიდუმლო ორგანიზაცია კათოლიკე ეკლესიის შიგნით, რომლის მიზანია დაშალოს სიონის პრიორატის საზოგადოება და საზოგადოებას ამცნოს ჭეშმარიტება ქრისტიანობის რეალური არსის შესახებ. დენ ბრაუნამდე და მის შემდეგ ბევრჯერ ყოფილა კამათი ამ ორგანიზაციის შესახებ, მათი განსაკუთრებულად მკაცრი რელიგიური სტრუქტურის გამო. ორგანიზაციის წევრთა უმეტესობა საერო პირებია. ისინი ადამიანებს მიიჩნევენ ნაშრომად, ღმერთის შემოქმედებად, ამიტომაც ეწოდა ეს სახელი. 2009 წელს წევრების რაოდენობამ მიაღწია 90 000–ს, მათგან 2000 მღვდელია. 70%–ს ოჯახი ჰყავს, დანარჩენი 30% კი ცელიბატია.

Telavuri seriebi 41

bilderbergis jgufi ეს ჯგუფი იმით განსხვავდება ზემოთხსენებულ ორგანიზაციებისგან, რომ მას არ აქვს წევრთა ოფიციალური სია. სახელი უწოდეს მისმა ყველაზე გავლენიანმა წევრებმა, რომლებიც წელიწადში ერთხელ აწყობენ შეხვედრას. ჯგუფი შეიქმნა 1954 წელს, ამ წელს შედგა პირველი შეხვედრაც ჰოლანდიის სასტუმრო ბილდერბერგში. საკითხები, რაც შეხვედრებზე განიხილება, საიდუმლოდ ინახება. შეხვედრის ადგილები, როგორც წესი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. ჯგუფი აერთიანებს ძალაუფლების მქონე ხალხს პოლიტიკიდან, ბიზნესიდან, საბანკო, სამხედრო და მედიის სფეროდან. შესაბამისად, ორგანიზაცია მათი მფარველობით სარგებლობს. ვისაც აქვს ბედნიერება და სხდომას დაესწრება, წინასწარ დებს ფიცს, რომ არ გათქვამს უმნიშვნელო დეტალსაც კი, რასაც იქ მოისმენს. ალბათ, იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ ბილდერბერგის ჯგუფის შ���სახებ უამრავი შეთქმულების თეორია და მოსაზრება არსებობს.

Charlie


bavSvebis werilebi ეს ბავშვები ძალიან პატარები არიან…ისინი ჯერ სკოლაში სწავლობენ.ერთ-ერთმა გაზეთმა მოაგროვა მათი წერილები ღმერთისადმი…აი ისინიც მესამე კლასელი: “მე ჯერ პატარა ვარ,მესამე კლასში ვსწავლობ.ცოდვები ჯერ არ მაქვს,მაგრამ აუცილებლად მექნება” მეოთხე კლასელი: “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?” მეოთხე კლასელი: “საიდუმლოდ გეტყვი,როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს,მე შენს მაგივრად მრრცხვენია.” მესამე კლასელი: “სად მიდის დროს?ჭაღარაში?” მეოთხე კლასელი: “ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე,ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?” მესამე კლასელი: “მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ,მაგრამ დედა და მამა უფრო,ხომ არაუშავს?” პირველ კლასელი: “შეიძლება რომ მე არ მოკვდე?” მეორე კლასელი: “აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან,შენი ბიზნესია?” მესამე კლასელი: ” შენ გაქვს გონება,თუ მთლიანად სულისგან შედგები?” პირვეკლასელი: “შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა.რომელი?” მესამე კლასელი: “პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ,როდესაც აღსდგა?” მეორე კლასელი: “რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან- შენ რომ აღნიშნო,ვინ მისცა ფული?” მესამე კლასელი: ” ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია,შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან ხო?” მეორე კლასელი: “ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია?” მეორე კლასელი: “რატომ ზრდიდნე ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც- და ის მკვდარია?” მეორე კლასელი: “მიშვილე და შენ როცა დაბერდები,ჭიქა წყალს მოგაწვდი” პირველკლასელი: “აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული?მარჯვენა და მარცხენა მხარეები?” პირვეკლასელი: “როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო?მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?” მესამე კლასელი: “რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო?შენ ასე მცდი?” მესამე კლასელი: ” რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა,რომ მას სულ არ უმართლებს?” მეორე კლასელი: “რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ,და უბრალოდ ეშინია შენი?” მეოთხე კლასელი: “რა იქნებოდა დედამიწაზე,ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?” მეოთხე კლასელი: “მინდა ვიცოდი რას აპირებ,დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?” მეოთხე კლასელი: “მე დავიბადე,მიმოვიხედე…სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია” მესამე კლასელი: “რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები,ეხლა კი არ შეუძლიათ?ნუ გაიხსენე,გველიც კი ელაპარაკებოდა ევას” მესამე კლასელი: “რისთვის ვბერდებით?” მესამე კლასელი: “მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს,მაგრამ თუ ძნელია,ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”

მესამე კლასელი: “რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას,ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?” მესამე კლასელი: “რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს,რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?” მეოთხე კლასელი: “შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი,და უცხოპლანეტელი?” მესამე კლასელი: “ისე არ მოგსვლია?ვიღაც გესიმპათიურება,ის კი შენსკენ არც კი იყურება” მეორე კლასელი: “როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი,ერბოკვერცხიც კი?” მეორე კლასელი: “რამდენჯერ შევცდები სიყვარულში?სამჯერ უკვე არის” მეოთხე კლასელი: “მე ძალიან გარცხვენ?” მესამე კლასელი: “შეიძლება ხანდახან დაგესიზმრო?” მეორე კლასელი: “მიეცი ჯანმრთელობა,ბედნიერება დედას,ბებია,ბიძია ტომს,ბარის,ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს” მეოთხე კლასელი: “ღმერთო,მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ,რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის.მაგრამ ახლა დამეხმარე,მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის.მე მას ყოველთვის ველოდები,რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი.ძალიან გთხოვ,დამეხმარე.ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.მერე არ შეგაწუხებ,სიკვდილიც კი რო მომიწიოს.” მესამე კლასელი: “მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო,მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება” მეოთხე კლასელი: “გააკეთე ისე,რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში ბიჭად დავიბადო” მეოთხე კლასელი: “ამბობენ,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ,ვიღაცის სახით ბრუნდება უკან.გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი,ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.” მესამე კლასელი: “გააქრე ჩემი ცოდვები” მეორე კლასელი: “მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე” მესამე კლასელი: “გააკეთე ისე,რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ.ღმერთო დამეხმარე,მე მოწევას დავანებებ თავს” მეორე კლასელი: “ჩემთვის არა,კაცობრიობისთვის გთხოვ.გააკეთე ისე,რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს,ვიდრე უწერია” მეორე კლასელი: “მინდა რომ ჩემი დაბადების დღე,ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს.საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს” მეოთხე კლასელი: “ღმერთო,პირველად რომ გნახავ,არაფერს არ გთხოვ.შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ” მესამე კლასელი: “გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ” მეოთხე კლასელი: “ძალიან მინდა,რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები” მესამე კლასელი: “გთხოვ გააკეთე ისე,რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ” მეორე კლასელი: “გთხოვ,მომიტევე ჩემი ცოდვები.ვიცი ბევრი ჩავიდინე,მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი” მეოთხე კლასელი: “შეგიძლია თუ არა ცოდვები ცოდვილობას,დაწყნარებული სულით”

მაპატიო?თუ

არა,მაშინ

მე

გავაგრძელებ

MiSS BlaCK Telavuri seriebi 42


ჯერ არ ვიცი რამდენად მოიწონა ჩვენი ჟურნალის მკითხველმა ჩემი სტატია, თუმცა მე გავაგრძელებ კინოს შესახებ ყოველთვიურ წერას (ოღონდაც ერთი რესპექტაბელური ადამიანი მომღიმარი ვნახო) და კვლავ მივიქცევ თქვენს ყურადღებას იმ ფილმთა შესახებ, რომელთაც წლის მიწურულს დააინტერესეს კინომანები. დასაწყისისთვის უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ტრაგიკომედიის ეკრანიზაციაზე შევჩერდები, საუბარია ფილმზე - The Tempest, ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. სურათის რეჟისორია ჯული ტეიმორი, რომლისთვისაც შექსპირით გატაცება არახალია, ალბად, გახსოვთ შექსპირის „ტიტუსის“ მისეული ეკრანიზაცია, სადაც რომაული პერიოდი მთლიანად ფუტურისტული დროით შეცვალა. ცვლილებები არ ასცდა „ქარიშხალსაც“, სადაც გათამამებულმა რეჟისორმა მთავარ მოქმედ გმირს, პროსპეროს სქესი შეუცვალა და პროსპერად აქცია! ასეთი გადაწყვეტილება რეჟისორმა იმ მიზეზით ახსნა, რომ ვერ იპოვა საკუთარი ხედვით ის მამაკაცი მსახიობი, რომელსაც ღირსად ჩათვლიდა აღნიშნულ როლზე, ამიტომაც, როლზე დაამტკიცეს ოსკაროსანი ქალი მსახიობი ჰელენ მირენი, მან აგრეთვე, ნეგროიდად დაგვანახა ნაწარმოების ანტაგონისტი მახინჯი კალიბანი. სხვა მხრივ ფილმი ნორმალური გამოვიდა, გადაღებით, ქასთითა (ჰელენ მირენი, ჯიმონ ჰუნსუ, ალფრედ მოლინა, ქრის კუპერი, დეივიდ სტრეტჰეირნი, ბენ უიშოუ და MTV-ის სახე კომიკოსი რასელ ბრენდი) და ვიზუალური კუთხით, თუმცა კრიტიკამ მაინც უაღრესად დაბალი შეფასება მისცა ფილმს. ასე რომ, შექსპირის ერთგულ მკითხველს თავად მოუწევს ფილმის კრიტიკა და მის ნაწარმოებთან შედარება. ამავე პერიოდში ერთი მეტად გახმაურებული მ���ოფლიო პრემიერაც შედგა, ვირტუალურ რეალობისა და კომპიუტერულ თამაშთა მოყვარულთათვის – ეკრანებზე გამოვიდა სამეცნიერო ფანტასტიკა TRON: Legacy - გაგრძელება 1982 წლის ფილმისა TRON. სურათის შინაარსის თხრობით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ ეს ფილმი, რომელმაც მთელს მსოფლიოს კინო–თეატრებს უდიდესი წარმატება მოუტანა, უკვე იქცა საკულტო ნამუშევრად თავის ორიგინალობითა და ბრწყინვალე სპეცეფექტებით. მომდევნო კინონიუსი ველური დასავლეთის მოყვარულთათვისაა, 22 დეკემბერს გამოვიდა ძმები კოენების ვესტერნი - True Grit, ჩარლზ პორტისის მიერ 1968 წელს დაწერილი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი სურათი და 1969 წელს გადაღებული ამავე სახელის მქონე ფილმის რიმეიკი, თუმცა რიმეიკი ნაკლებად, რადგან ძმები კოენების მიერ ადაპტირებულსცენარიანი ფილმი მეტნაკლებად განსხვავდება პირველი ეკრანიზაციისაგან. ფილმში ბრწყინვალე სამსახიობო ჯგუფია თავმოყრილი: ჯეფ ბრიჯესი, მეთ დეიმონი, ჯოშ ბროლინი და ჰეილი სტეინფილდი (მისი დებიუტი კინოში), ისევე როგორც ეს პირველ ეკრანიზაციაში იყო: ჯონ ვეინი (ამ როლისთვის მან ოსკარი აიღო), გლენ კემპბელი, რობერტ დიუვალი და დენის ჰოპერი. ფილმის სიუჟეტში ნაჩვენებია პოლიციის მარშალ კოგბერნის დახმარება 14 წლის პატარა გოგონასადმი, რომელიც მამის მკვლელის დასასჯელად ქირაობს მას, როგორც ყველაზე დაუნდობელ მართლმსაჯულს, მათ ამ გზაზე უერთდება ტეხასელი რეინჯერიც (მეთ დეიმონი), რომლის მიზანიც იგივეა, შეიპყროს მკვლელობისათვის დევნილი ყაჩაღი ტომ ჩეინი (ჯოშ ბროლინი).

Telavuri seriebi 43

საუკეთესო ანიმაციის ნომინაციაზე.

სურათი გამოსვლისთანავე მონათლეს წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, ალბათ ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან კინოაკადემიასა თუ უბრალო მაყურებელს ძალიან უყვარს ოსკაროსანი რეჟისორი ძმები და მათი „შავი იუმორით“ გაჯერებული წმინდა ამერიკული დრამები. შემდეგი ფილმი, რომელზეც მინდა გიამბოთ არის მექსიკელი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი Biutiful (სათაური ინგლისური სიტყვის Beautiful - ის სპელინგია ესპანურში), სურათის პირველი ჩვენება შედგა მაისში, კანის 63-ე კინოფესტივალზე, მსოფლიო პრემიერა კი 29 დეკემბერს ჰქონდა. ფილმში მთავარი როლით ოსკაროსანმა მსახიობმა, ხავიერ ბარდემმა განასახიერა ბინძურ საქმეებში ჩაბმული მარტოხელა კაცი და საკუთარ შვილებზე მზრუნველი მამა, რომელსაც მონანიების გზაზე მიმავალს, ბნელი სამყარო უშლის ხელს. ბარდემს გარჯა დაუფასდა და 2010 წლის კანის კინოფესტივალის საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა. რაც შეეხება თვითონ ფილმს, მაყურებელმა და კრიტიკამ

აღნიშნული სურათი ინიარიტუს კიდევ ერთ წარმატებად მიიჩნია და ფილმი უკვე მოხვდა ოქროს გლობუსსა და ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციით (მექსიკის სახელით), სადაც პრიზის მთავარი პრეტენდენტია. ბოლო პრემიერად კი ერთი გამორჩეული ანიმაციური ფილმი შემოვინახე, ფრანგი რეჟისორის, სილვენ შომეს „ილუზიონისტი“ (L’Illusionniste), რომელიც ცნობილი ფრანგი მიმისა და მსახიობის ჟაკ ტატის 1956 წელს დაწერილი გამოუქვეყნებელი სცენარის მიხედვითაა გადაღებული. მულტფილმი გამოირჩევა ღრმა სიუჟეტითა და მკაფიო მულტიპლიკაციით, ეს არ არის კომპიუტერული 3D. ნახატი ფილმი უკვე მოხვდა წლის საუკეთესო 5 ანიმაციათა შორის, რომლებიც ოქროს გლობუსისა და ოსკარისათვის შეეცილებიან ერთმანეთს. კინომოყვარულებს შევახსენებ, რომ ამავე რეჟისორისაა 2003 წელს გამოსული ბრწყინვალე ფრანგული მულტფილმი „ტრიო ბელვილიდან“ (Les Triplettes de Belleville), რომელიც ასევე ოსკარზე იყო წარდგენილი

დასარულს კი ქართულ კინოჩვენებებს შევეხები ორიოდ სიტყვით, მსოფლიო პრემიერების კვალდაკვალ თბილისურმა კინო – თეატრებმაც შესთავაზეს ბევრი ახალი ფილმი ქართველ კინომაყურებელს, თუმცა მე ორ მათგანზე მინდა ყურადღება გავამახვილო, პირველ რიგში მინდა ლეგენდად ქცეულ და ბოლოსადაბოლოს დამთავრებულ ჰორორ-ფრანშიზა „ხერხზე“ გიამბოთ (სადაც ამ სტატიის ავტორიც გახლდათ 3D სათვალით აღჭურვილი ფილმის საცქერლად), თუმცა ვინც ეს ფილმი სამგანზომილებაში ნახა ალბათ მბრუნავი ხერხებისა და აკუწულ-გამოსხლეტილი სხეულის ნაწილების ხილვით მიღებული ეფექტი და შეგრძნება აღარასოდეს დაავიწყდება, ხოლო ვისაც სურვილი არც ჰქონია მსგავს გულისხეთქვა ფილმის ნახვისა, ის არად ჩააგდებდა ამ ფილმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და არც უნახავს ფილმი იმედია. კიდევ ერთი მართლაც ქართული კინოჩვენება კი უფრო პატარა მაყურებლისთვის გამზადდა და გაიმართა, თბილისურმა კინო–თეატრებმა საახალწლოდ პატარებს უჩვენეს „საახალწლო ზღაპარი“. მისასალმებელია მსგავსი ფილმის შექმნა და თანაც სამგანზომილებაში, რამეთუ ბოლო დროს ლამაზ ქართულ მულტფილმს მონატრებულ მაყურებლის გულის მოგება აღარაა ადვილი, თუმცა ჩემს პირად შეხედულებას მაინც გაგიზიარებთ აღნიშნულ ანიმაციაზე, მე მაინც მომეჩვენა, რომ ფილმი უცბად შეიქმნა, თითქოს დროის სიმცირემ არ მისცათ შემქმნელებს საშუალება შეექმნათ უფრო ლამაზი და ქართულად ლაზათიანი ზღაპარი-ანიმაცია, თუმცა შესაძლოა ეს ჩემი პირადი მოსაზრება და გაცვეთილი ქართული ფრაზაა - „უკეთესიც შეიძლებოდა“, ასეა თუ ისე მადლობა „საახალწლო ზღაპრის“ შემქმნელებს ამ ლამაზი საახალწლო კინოჩვენებისათვის და მეც ბოლო სიტყვად მოგილოცავთ ახალ წელსა და შობას და ახალ 2011 წელში საინტერესო ფილმების ნახვას გისურვებთ!

avtori: paata CaxvaSvili


paatas

kinolenta Telavuri seriebi 44


moda

მოგესალმებით რუბრიკა მოდის სამყაროდან, მაგრამ ეს უფრო ამ თემის გაკეთების მცდელობაა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული რუბრიკა,დამეთანხმებით, ალბად.სასაცილოა, ჩემნაირი ადამიანი, როცა იწყებს მოდაზე საუბარს,ჩემთვის ხომ მოდა ისაა, რაც მე მომწონს და ზოგჯერ საკმაოდ არასტანდარტულადაც მაცვია,მაგრამ, როგორც ყოველთვის ჩვენი მთავარი რედაქტორის თხოვნის შედეგი სახეზეა,მე ვცდილობ ვწერო,მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს არანაირი გამოცდილება მსგავს თემატურ საკითხებზე მუშაობის,ვცადოთ ერთად.ამ შემთხვევეაში აუცილებელია ვიცოდე როგორი მიმართულებით უნდა კეთდებოდეს რუბრიკა,განხილული უნდა იყოს ქართველი დიზაინერები და ბრენდები,თუ საზღვარგარეთული „მაღალი მოდა“,იქნებ ერთიც და მეორეც? მიუხედავად იმისა, რომ მე მომიწევს ჩემი „ბარგი–ბარხანა“ მოვიკიდო და საშვილიშვილოდ გადავსახლდე ინტერნეტ– სივრცეში,მაინც ვეცდები თქვენი „დაკვეთა“ შეძლებისდაგვარად ხარისხიანად შევასრულო. ვინ თქვა,როდის,ან რატომ ჩათვალა, რომ მართალს ამბობდა არ მახსოვს,შეიძლება იმდენად ცნობილი ფრაზაა რომ მისი ავტორის ასე უგზო–უკვლოდ დავიწყებისათვის ვინმემ დამცინოს კიდეც,მაგრამ ესეც ჩემს „არამოდურობაზე“მეტყველებს, ალბად.

"aramoduri" statia modaze

„მოდა –ეს ისეთი კერპია დედები შვილებსაც შესწირავდნენო“... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს,ნამდვილად ვერ გავიმეტებ მე ჩემს შვილს ვერც მოდისთვის და ვერც სხვა რამისთვის სამსხვერპლოდ, ათიც ,რომ მყავდეს,მით უმეტეს ,რომ ერთი მყავს.ალბად ამიტომ არ ვარ შესაფერისი კანდიდატი ამ თემისთვის, მაგრამ გავიმეორებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი–ერთად ვცადოთ!!!ვფიქრობდი,რომ ამ სტატიაში უკვე დამეწყო განხილვა რომელიმე დიზაინერის ან თუნდაც ფრენჩაიზის,მაგრამ გადავიფიქრე,ჯერ თქვენს კომენტარებს დაველოდები და არჩევანს ამის შემდეგ შევაჩერებ რამდენიმე ბრენდზე ან დიზაინერზე, ან ორივეზე ერთად. გილოცავთ დამდეგ, ჩვენთვის ‘ნამდვილ“ ახლით ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.ქართველების უკუღმართობა ხომ აქაც უნდა ჩანდეს და ორ–ორჯერ აღვნიშნავთ საზეიმოდ ერთის ნაცვლად,ვეთანხმები მოსაზრებას,რომ ფროიდს ქართველების უთავბოლობა რომ ენახა,ირლანდიელებზე აღარ იტყოდა თავის ცნობილ მოსაზრებას.გემშვიდობებით, უუუკეთილესი სურვილებით თქვენი გამოხმაურებების და აქტიურობის იმედით.

avtori: nino osiaSvili Telavuri seriebi 45


ბოლო დროს აკა მორჩილაძის „მადათოვი“ შემომეკითხა. ვინც ჩემი facebook-ის გვერდს ათვალიერებს ხოლმე თვალში მოხვდებოდა ინფორმაცია რომ თელავის თეატრის ფოიეში, წიგნის მაღაზია „ბიბლუსმა“ მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა და ერთი თვით გამოფინა ის წიგნები, რომლებიც მისი მაღაზიების ქსელში გვხვდება. ექსპერიმენტის ამოცანა იყო დაგვედგინა რამდენად მოთხოვნადი პროდუქტია თელავში წიგნი, ხოლო დიად მიზანს წარმოადგენდა სამომავლოდ თეატრის ფოიეში წიგნის მაღაზიის გახსნა, თუმცა როგორც ვშიშობდი ექსპერიმენტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოკლედ იმედგაცრუების მიუხედავად რამდენიმე კარგი სახსოვარი დამრჩა აქედან, ერთ-ერთი კი აკა მორჩილაძის „მადათოვია“. ტრილოგია „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „სიკვდილი მადათოვზე“ და „ვეშაპი მადათოვზე“ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია აკა მორჩილაძის შემოქმედებაში. წაიკითხავთ ამ წიგნს და აღმოჩნდებით მე19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისში. წიგნი რომელიც იწყება ჰომოსექსუალი „ხაფოს“ მკვლელობითა და ამ მკვლელობის გამოძიებით და ბოლოს კი აღმოჩნდება ყველაფერი 21-ე საუკუნის თამაში „მეჯიქ პოლისი“. მოკლედ როგორც ჩვევია აკას მშვენიერი სამყარო შექმნა და ბოლოს ყველაზე გულწრფელი აღიარებით კიდევ ერთხელ მიგვანიშნა რომ წერაც თამაშია. აქ შეხვდებით ბევრ პარალელს, ბევრ ნაცნობ პერსონაჟს, დათა თუთაშხიასაც გადააწყდები, გრაფ სეგედისაც და მუშნი ზარანდიასაც. ის კი არა ბოლოსდაბოლოს კრიმინალური პოლიციის უხეშ წარმომადგენლებსაც შეხვდებით და თქვენ აღმოჩნდებით განცდებითა და ურთიერთდაკავშირებული ისტორიებით მდიდარ საინტერესო სამყაროში, რომელიც დროებით მაინც დაგავიწყებთ ყოველდღიურ საზრუნავს და იქნებ საკუთარ ცხოვრებაზეც დაგაფიქროთ და იმაზეც რისი შეცვლაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ. მოკლედ საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ „მადათოვზე“.

Telavuri seriebi

აკა მორჩილაძე - „მადათოვი“

T v e C r gi

avtori: vaxo mosiaSvili Telavuri seriebi 46


cxra mTasa da cxra zRvas iqiT . . .

ახალი წლის იდეა

ახალი წელი ყველაზე გავრცელებული სახალხო დღესასწაულია დედამიწაზე და მას ყველა ერი, თემი თუ ადამიანი სხვადასხვა მოლოდინით, ტრადიციებითა და განცდებით ეგებება. ჩვენ ბევრი გვსმენია, იმაზე თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართველები სხვადასხვა კუთხეში, ვიცით ევროპელების და ამერიკელების ტრადიციების შესახებაც, მაგრამ მოდით ერთხელ კიდევ გადავხედოთ მსოფლიოში ყველაზე უცნაურ ან, თუნდაც ჩვეულებრივ ადათ-წესებს და ერთად ვიხალისოთ. ზოგიერთი მათგანის მხედველობაში მიღება შეიძლება თქვენთვისაც წარმატბის გარანტი გახდეს.

ლა პაზსა და საო პაოლოში საახალწლოდ სხვადასხვა ფერის ქვედა საცვლებს იცვამენ და სჯერათ, რომ წითელი საცვლით სიყვარულს მოიზიდავენ, ყვითლით კი-ფულს.

ფილიპინებზე საახალწლოდ კოპლებიანი სამოსით იმოსებიან და მრგავლ ფუნთუშებს მიირთმევენ, მრგვალი ხილის გორებს სდებენ სუფრაზე, რადგან სჯერათ, რომ ეს სიმდიდრეს მოუტანთ მომავალ წელს.

დანიაში, შუა ღამისას სკამებზე ადიან და მერე ჯგუფურად ხტებიან, რომ ავი სულები განდევნონ და კეთილ სულებს მოუხმონ საახალწლოდ.

ესპანეთში, ძირითადად მადრიდსა და ბარსელონაში, სანამ საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ესპანელები ყურძნის 12 მარცვალს ყლაპავენ თითოეული ჩამოკვრისას და ამას მომდევნო 12 თვის განმავლობაში წარმატების გარანტად მიიჩნევენ.

ფინელებმა მთლად გაირთულეს ცხოვრება და საახალწლოდ გამდნარ ტყვიას უშვებენ ცივი წყლით სავსე ქვაბში და იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიირებს ტყვია, ახალი წლის მოვლენების წინასწარმეტყველებას იწყებენ. გული ან ბეჭედი ქორწინებას ნიშნავს, გემი მოგზაურობას, ხოლო ღორი ბევრ საჭმელს მოასწავებს.

ბელორუსიაში საახალწლოდ ყველაზე კარგად გასათხოვარი ქალები ხალისობენ. იმისათვის, რომ გამოიცნონ ვის გაუღიმებს ბედი ახალ წელს, ხურდა ფულის გროვას სდებენ გოგონების წინ და შემოჰყავთ მამალი, რომელ გროვასაც პირველად მიეახლება მამლაყინწა, მას ქორწინება არ ასცდება იმ წელს. ზოგიერთები კი სახლის გარშემო სხვადასხვა ნივთს მალავენ, რომელიც გასათხოვარმა უნდა იპოვოს, თუ გოგონა პურს იპოვის, მას მდიდარი ქორწინება ელოდება, თუ-ბეჭედს, მას ლამაზი მამაკაცი დააფასებს. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი ორი მეგობრის საშუალებით, უფრო მეტი მოგიყვეთ თანამედროვე ჰოლანდიური და გერმანული საშობაო და საახალწლო ჩვეულებების შესახებ.

Telavuri seriebi 47


მაინც შეუდარებელია მარიამ ნაყეური: “ევროპაში და განსაკუთრებით გერმანიაში ახალ წელზე მეტად შობას აღნიშნავენ, რადგან ხალხის უმეტესი ნაწილი კათოლიკეა, ისინი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. შობამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება ქუჩების მორთვა და ნაძვის ხეების დადგმა. შობას ოჯახის წევრები ერთად ხვდებიან და ერთმანეთს საჩუქრებს სჩუქნიან. ბავშვებს ეუბნებიან, რომ ეს საჩუქრები სანტამ მოიტანა. ზოგიერთი ოჯახი კი სანტას ქირაობს კიდეც. საჩუქრების არჩევა რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ყველა მაღაზიაში საშობაო მუსიკაა ჩართული. დიდ სუპერმარკეტებთან დგანან ასევე სანტა-კლაუსები და გამვლელებს კანფეტებს ურიგებენ. ასევე ხალხი ოთხი კვირით ადრე რთავს სახლებს. ყიდულობენ სპეციალურ შანდლებს, სადაც იდება ოთხი სანთელი და შობამდე ოთხი კვირით ადრე ინთება პირველი სანთელი, ყოველ კვირას ერთი და ბოლო, მეოთხე სანთელს ანთებენ შობის ღამეს. ასევე იყიდება საშობაო ნაჭრის კალენდარი, რომელსაც 24 უჯრა აქვს და შიგ დევს შოკოლადები, ბავშვები ყოველ დღე ჭამენ თითო უჯრიდან ამ შოკოლდებს და ბოლო უჯრიდან 24-ში ღამე იჭმება. შობას სუფრა ძირითადად თევზეულით არის გაწყობილი. შობა სამ დღეს აღინიშნება. 24-ში საღამოს, რომელსაც წმინდა საღამოს ეძახიან, 25-ში რომელიც პირველ შობის დღედ იწოდება და 26-ში _ მეორე შობის დღე. ყველა დიდი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეწყობა საშობაო სოფელი და იმართება საშობაო ბაზრობა, სადაც არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც კარგად ერთობიან. აქ იყიდება როგორც სათამაშოები, ასევე ისეთი საჭმელები, როგორიცაა სოკო, შენმწვარი წაბლი და ა.შ. ყველაზე მთავარი რაც არის, აქ სვამენ ცხელ წითელ ღვინოს, რომელიც სპეციალურადაა შეკმაზული მიხაკდარიჩინით და სხვა სანელებლებით, ამ ღვინოს ჰქვია „გლუჰწაინი“. ეს სასმელი მარტო შობას იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ შობას ახალ წელზე მეტად აღნიშნავენ, ამ დღეს მაშხალებს არ ისვრიან. ასევე მორწმუნეები შობას ეკლესიაში

მიდიან და წირვას ესწრებიან.”

მაია ზოდელავა: “ჰოლანდიელები შობას დიდი სამზადისით ხვდებიან,. წინა დღეებში დადიან ,,შოპინგებზე,, ყიდულობენ ყველა იმ საჭირო ნივთს, რაც სჭირდებათ დღესასწაულისთვის.. 24-ში საღამოს ეკლესიაში დადიან და სპეციალურ წირვას ესწრებიან, ისინიც კი, რომლებიც ეკლესიაში იშვიათად დადიან. შობის დღესასწაული მათთვის ოჯახთან ერთად გატარებული ტკბილი დღეებია. 25 დეკებერს ოჯახში ატარებენ, მეორე დღეს კი, გადიან მეგობრებთან ერთად გარეთ და ერთობიან. საჩუქრებს ამ დღეს ოჯახის წევრებს უმეტესობა არ უკეთებს, რადგან ამას ისინი, ცოტა ხნით ადრე, 5 დეკემბერს აღნიშნავენ. 5 დეკემებერი მათი წმ. ნიკოლოზის დღესასწაულია (ნიკოლოზი ყოფილი ეპისკოპოსის სახელია). წინა ღამეს კიდებენ წინდებს და ტკბილეულს, იმისათვის რომ წმინდა ნიკოლოზი ჩამოივლს და მათ საჩუქრებს “ჩამოურიგებს”. სწორედ ამ დროს უკეთებენ ისინი ოჯახის წევრებს საჩუქრებს. სახლებს საგულდაგულოდ რთავენ. ბევრი ადამიანი სახლის გარე მორთვაცასაც აკეთებს, კიდებენ ციმციმა ნათურებს, თოვლის ბაბუას, ან გარეთ სახლის კედელთან დებენ მორთულ ნაძვის ხეს. მოსართავად ისინი მარადმწანე მცენარეებს და ტოტებს იყენებენ. საშობაო ბაზრობები ქალაქის მოედნებზე იმართება და მყიდეველებს ნაირ-ნაირ საშობაო და საახალწლო საჩუქრებს სთავაზობენ. დამქირავებლები ხშირად თავიანთ თანამშრომლებს საშობაო წვეულებას სთავაზობენ. 25 დეკემბერს, საზოგადოებრივი ცხოვრება ქუჩებში არ იგრძნობა. თითქმის ყველა დაწესბულება დახურულია. ზოგიერთი სასურსათო მაღაზია მხოლოდ შეზღუდული დროით ემსახურება მყიდველს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან საერთოდ არ მუშაობს, ან სპეცილაურ “სადღესასწაულო” რეჟიმშია.

26 დეკემბრიდან 6 იანვრამდე გადმოცემით, თურმე გერმანული ღვთაება პერცჰა გადმოიფრენდა მათთან ავ სულებთან ერთად და ვინც კი გზად შემოხვდებოდა ხმლით მუცელს უფატრავდა. ამის თავიდან ასაცილებლად მიირთმევდნენ “ოლიებოლლენ”-ს, რადგან ის ძალიან ცხიმიანი ცომეული იყო, ხმალი აისხლიტავდა მას და გადარჩებოდა. 1 დეკემბრიდან ჰოლანდეილები ფეიერვერკებს და ტკაცუნებს ყიდულობენ. 31 დეკემბრის დილის 10 საათიდან უკვე მათი ხმები გაისმის. არის ასევე ძლეირი ფეიერვერკები, რომლებიც ჰოლადიაში აკრძალულია, მაგრამ ზოგიერთი ჰოლანდიელი მათ შესაძენად მეზობელ ბელგიაში გადადის. მეორე დღეს, პირველ იანვარს კი მათ ქუჩების და ეზოების დასუფთავება უხდეაბთ ნარჩენების თავიდან მოსაშორებლად. ჰოლანდილები დიდი მოლოდინით არიან განწყობილები ახალი წლის მიმართ, რადგან მათი ტრადიციის მიხედვით იმართება ცნობილი შეჯიბრი ცურვაში, რომელშიც ათასობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. ისინი შედიან ყინულივით ცივ ჩრდილოეთის ზღვაში და ცდილობენ ერთმანეთს სწორი არ დაუდონ ამ შეჯიბრში. მააშტრიხტ-ში ახალ წელს ღამის 12 საათზე ბევრი ადამიანი იყრის თავს უძველეს და მთავარ ხიდზე, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და ერთმანეთს ულოცავს ამ დღეს. როგორც წესი, ჰოლანდიელები დიდი მოლოდინითა და ოცნებების ასრულების იმედებით ხვდებიან ახალ წელს, რადგან მათთვის ეს დღე უკეთესი წლის და დიდი წარმატებების საწინდარია.”

ახალი წლის წინა დღეს ჰოლანდიელები მიირთემევენ მომცრო ზომის ფუნთუშებს, სახელად “ოლიებოლლენ” –ს. როგორც ამბობენ, მათ ძველად ჰოლანდიაში მცხოვრები გერმანული წარმოშობის მოსახლეობა მიირთემვდა.

Telavuri seriebi 48


Pics Belgium Telavuri seriebi 49


New-York

By Tamar Zurabishvili

From იმის მიუხედავდ, თუ ვის რა ეოცნებება და ეტრადიციება საახალწლოდ, ახალი წლის იდეა მაინც შეუდარებელია: ჩვენ ვცდილობთ უკან მოვიტოვოთ ძველი წელი, ძველი შეცდომებით, ცრემლებით, წარუმატებლობებით და სრული შემართებით შევეგებოთ ახალ წელს, ახალი მიზნებით, განახლებული ძალებით და დიდი იმედებით. ახალ 2011 წელს ვულოცავთ სრულიად სამყაროს!!!!

avtori: Tiniko xanjaliaSvili Telavuri seriebi 50


istoria

''iaponelebi arian''

Telavuri seriebi 51


1991 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში”გამოქვეყნდა იაპონიიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც ადრესატი, 29 წლის მამაკაცი პიროსი ფუკანაგა იტყობინებოდა: “მე ძლიერ მიტაცებს საქართველო და მისი ისტორია, ამიტომ გამიჩნდა კითხვები, რომლებზედაც ,ვფიქრობ,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეუძლიათ გამცენ პასუხი. 1.ძლიერ მაინტერესებს საქართველოს სამეფოსა და მეფეთა ისტორია.მე გამსჭვალული ვარ უდიდესი პატივისცემით საქართველოს უკანასკნელი მეფის შთამომავლებისადმი და მსურს, შევიტყო მათი სახელი და მისამართი, რათა საშუალება მქონდეს , პირადად მივმართო მას. 2. აგრეთვე მაინტერესებს პოლიტიკური პარტია ან საზოგადოება, რომელსაც სურს საქართველოში მონარქიის აღდგენა. ამ პარტიის სახელწოდება და მისი მისამართი. ბატონ პიროსი ფუკუნაგას წერილმა მოგვცა სტიმული, საკმაო ხნის წინ , იაპონიაზე შეკრებილ მასალებზე დაყრდნობით, დაგვეწერა წერილი, სადაც აისახებოდა “მომავალი მზის ქვეყანა” - ქართველი მწერალთა თვალსაწიერში. იაპონია ჩვენთვის გეოგრაფიულად შორი ქვეყანაა, მაგრამ სულიერად, იგი მუდამ იყო და დღესაც არის ახლობელი ქართველთათვის. უპირველესად უნდა გავიხსენოთ თვალსაჩინო ქართველი ენციკლოპედისტის , მწერალ იოანე ბატონიშვილის განთქმული “კალმასობა”, სადაც არაერთ მნიშვნელოვან ცნობასთან ერთად აღნიშნულია, რომ იაპონელები “ჰყვარობენ სწავლასა და ხელოვნებასო” (იხ.”კალმასობა”:თბ.,1991,გვ.156). იაპონელთა სწავლისა და ხელოვნებისმოყვარეობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ ჩამოაყალიბეს ანსამბლი “იამასიროგუმი”,რომლის რეპერტუარსაც ამშვენებს ქართული ხალხური სიმღერები: “ხასანბეგურა”,”დიამბეგო”, “იმერული მგზავრული” “ლილე” და ა.შ. საოცარია იაპონელთა მიერ შესრულებული ქართული სიმღერები, რომლებიც არაფრით არ უდებენ ტოლს თვით ქართველ მომღერალთა ნამღერ იგივე ჰანგებს. სწორედ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა გახდა მიზეზი კინორეჟისორ სოსო ჩხაიძის, მხატვარ ვახტანგ რურუას, მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელისა და ანსაბლ “რუსთავის” ხემძღვანელ ანზორ ერქომაიშვილის შეხვედრისა “იაპონია-საქართველოს მეგობრობის” საზოგადოების ხემძღვანელ ქ-ნ ჰიროკო კაკოსთან და ანსაბლ “იამასიროგუმის” წევრებთან. ეს ამაღელვებელი შეხვედრები იაპონიის მიწაზე კინოფირზე აღბეჭდა ბ-ნმა სოსო ჩხაიძემ. იაპონიის საპასუხო ვიზიტის დროს “იამასიროგუმმა” კონცერტები გამართა თბილისსა და თელავში. დასამახსოვრებელი იყო თელავში ჩამოსული ქ-ნი ჰიროკო კაკოს სიტყვები: ქართველ და იაპონელ ხალხებს შორის შინაგანი კავშირი არსებობს. ქართველები, ისევე როგორც იაპონელები, თავიანთ ქვეყანას არ სტოვებენ და მსოფლიოში არ განითესებიან... ჩვენი ხალხებისათვის მათი სამშობლოა სამყაროს ცენტრიო “, სამწუხაროდ ,ქართველების შესახებ ამას ვეღარ ვიტყვით. როდესაც არაერთმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო და უცხო ქვეყანას მიაშურა... დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. ჯერ კიდევ 1889 წელს ილია ჭავჭავაძე გაზეთ “ივერიაში”(#269) წინასწარმეტყველურად შენიშნავდა: “დღეს იაპონიას ბევრი ევროპულად განათლებული, ევროპაშივე სწავლამიღებული ახალგაზრდობა ჰყავს.შინაც დიდად მოწადინენი არიან სწავლასა და განათლებისათვი���. მწერლობა ,ცოტად თუ ბევრად , ფრთაასხმულია და გავრცელებული და ვინ იცის ,-იქნებ იაპონიამ პირველი მესვეურობა გაუწიოს აზიას ევროპის ცივილიზაციის ზემოქმედების ქვეშ წარსამატებლად და განთიადმა განათლებისამ თავისი სხივოსანი შუქი პირველ იქიდამ მოჰფინოს მთელს აზიასაცა”. ამ სიტყვების გამოქვეყნებიდან ცხრა წლის შემდეგ ილიამ გაზეთ “ივერიის”(1898,#224,225,245,246,247) ფურცლებზე მიმოიხილა აზიის ქვეყნების მდგომარეობა, მწერალი იაპონიის შესახებ გვაწვდის საყურადღებო ცნობებს. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომს ქართველი მწერლები გულგრილად არ შეხვედრიან. მათ სცადეს , გამოეხატათ თავიანთი შეხედულებანი ლიტერატურულ ნაწარმოებებში, სადაც შეფარულად და აშკარადაც დაუჭირეს მხარი “ამომავალი მზის ქვეყანას”. 904 წელს აკაკი წერეთელმა დაწერა ლექსი “ჩინეთი და იაპონია”,სადაც ჩინეთის ადგილას ნაგულისხმევი იყო ცარისტული რუსეთი. როდესაც გადაწყდა ლექსის გამოქვეყნება გაზეთ “ივერიაში”, ცენზურამ აკრძალა უკვე აწყობილი გაზეთის დაბეჭვდა. ამ ლექსში პოეტი რუსეთს მიიჩნევდა “ხალხმრავალ ბრიყვ ქვეყანად”. ამასთანავე, აკაკი თვლიდა, რომ “სულ სხვა გზით მიდის იაპონია”, იგი”შევარდენის მართვეა”,რომელსაც”გარშემო ზღუდე აღარ ავლიაო”. ამ ხანებში შეიქმნა აკაკის ერთი ლექს-გამოცანაც, რომელიც მიეძღვნა ერთ მოხუც არისტოკრატს, რომელსაც მანჯურიაში იაპონელებთან საბრძოლველად წასვლა გადაეწყვიტა. პოეტმა იმ მცხოვანი თავადის ადგილას საქართველოს მიმართა: “საქართველო მოგწყენია, გენატრება მანჯურია;

დროა, ძვლები მოასვენო რა დროს შენი ჯმაჯურია.

რუსეთ-იაპონიის ომს მიუძღვნა აკაკი წერეთეკმა ლექსი “გურული ნანინა” , რომელიც 1905 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “ივერიაში”. პოეტი ყოველი სტროფის მეოთხე სტრიქონში იმეორებდა “ოი ამას ვენაცვალეს “, რაც ფაქტიურად ,წარმოადგენდა იაპონელ მხედართ მთავარ ოიამას ხოტბას, რომელმაც სასტიკი მარცხი აგემა რუსეთს. აკაკიმ ლექსს ცარისტული ცენზურის თვალის ასახვევად “გურული ნანინა” უწოდა

“მე მონობის დროს ნაშობი,

მონობაში დავიღალე,

შენ კი სულ სხვა ბედისა ხარ,

ოი,ამასვენაცვალე!

რაც მე მტანჯეს, ნუღარ მკითხავ,

ის როდესმე შენ დასთვალე

Telavuri seriebi 52


და პასუხიც აგებინე ოი ამას ვენაცვალე!” რუსეთ-იაპონიის ომს მიეძღვნა აგრეთვე, ვაჟა-ფშაველას ძმის-თედო რაზიკაშვილის ლექსი, რომელიც გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ “ცნობის ფურცელის “ სურათებიან დამატებაში. ლექსში ნათქვამია:

“ზოგჯერ წვიმს, მზე კი ღრუბლიდან

მაინც ანათებს არესა;

ხან კიდევ შავი ღრუბელი,

როგორც სამარის კარებსა,

თავს დასწოლია ქვეყანას,

არც წვიმს არც გაიდარებსა.

აბა, რომლისა სჯობია:

თავსხმა და ნიაღვარია,

რომლის შემდგომად მოიწმენდს

ცა, უკეთესი დარია;

თუ ცა სულ ნისლით მოცული

და გულის სევდით მკვდარია?”

ამ ლექსში ავტორს რუსეთის იმპერია წარმოდგენილი ჰყავს “შავ ღრუბლად”.პოეტი თვლიდა , რომ რუსეთის დამარცხებით გამოიდარებდა ცა,კერძოდ, ეშველებოდა მის სამშობლოსაც,რომლის ტრაგიკული ბედით და აწმყოთი პოეტს “გული სევდით მკვდარი”ჰქონდა. ვაჟა-ფშაველას მდიდარ და მრავალფეროვან ლიტერატურულ მემკვიდრეობაში არის ერთი ლექსი, რომელსაც სათაურად აქვს “არჩილური”. ლექსი უთარიღოა და იგი პირველად 1961 წელს გამოქვეყნდა პოეტის თხზულებათა ხუთტომეულში (ტ.I,გვ383),ხოლო შემდეგ შევიდა ვაჟას თხზულებათა ათტომეულში(ტ.II,1964.გვ.316).ამ ლექსის ავტოგრაფი დაცულია პოეტის არქივში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვაჟა-ფშაველას ფონდი, #43).ქაღალდის პატარა ნახევის ერთ მხარეს წერია ლექსის შემდეგი სტრიქონები:

“იმდენი ოფლი, იმდენი სისხლი

არცერთსა ერსა არ დაუღვრია,

პატარას, დიდსა სამშობლოსათვის

ომშია თავი არ დაუდვია.

ნათლის გონებით,მგზნებარე გულით

ერთს სხვას მამული არ ჰყვარებია,

ლამაზის ერის ლამაზმა ქცევამ ერებს ჩვენფერებს მადლი მოჰფინა, ბინა –დაკარგულთ,დაწიოკებულთ

იმათგან ლამის იპოვონ ბინა”. ფურცლის მეორე მხარეს კი ვკითხულობთ:

ადინეს სისხლი თვისი და სხვისი,

რუად შეღებეს წითლად მთა-ველი.

იმას ჰყვირიან: “სამშობლო მიწის

არ მივცეთ მტერსა ერთი მტკაველი!”

ნუ მოხვალ გულზე მათი მნახველი?!”

ლექსის ეს ნაწილი რედაქტორებმა მიიჩნიეს “ნაწყვეტად რაღაც ლექსისა” (ვაჟას თხზულებათა ათტომეული, ტ.II, გვ. 493), ხოლო შემდეგ შეიტანეს შენიშვნებსა და ვარიანტებში, მაგრამ ამ პატარა ფურცლის ორივე მხარეს დაწერილი ლექსი ერთი მთლიანი აკროსტიქული ლექსისტექსტია, რომლის წაკითხვა გვაძლევს ფრაზას “იაპონელები არიან”. ე.ი. ამ ლექსის შინაარსი ეხება იაპონელებს, მათ ბრძოლას თვითმპყრობელურ რუსეთთან. ლექსში პოეტი აღფრთოვანებას გამოხატავს იაპონელთა მიმართ, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ცარისტული რუსეთი. იაპონელთა გამარჯვების მიზეზთა თავისებური ახსნა, ზემოთმოყვანილ ლექსთან ერთად , მოცემულია ვაჟაფშაველას პუბლიცისტურ წერილებშიც. 1905 წლის 3 მარტს გაზეთ “ივერიაში” (#15) დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას წერილი სათაურით “ვინ არის მართალი?”, სადაც პოეტი ეკამათება მათ, ვინც თვლის , რომ რუსეთ-იაპონიის ომი მანამდის უნდა გაგრძელდეს, სანამ იაპონიას სრულად არ წავლეკავთ, არ შევმუსრავთო”. აქვეა მოტანილი ხევსურ თოთიას აზრიც, რომელიც მიამიტურად ამბობს: “ძალიან საკვირველია – დიდის ღმერთის მადლმა, სად რას გამაჩნდა, ერთიან ეგ რაღაც იაპონიაია, სად იყავ აქამდინ, რო მაგის არც ავ გაიგონებოდა, არც კაი?! აბაბაი, საკვირველ საქმეს შვრების, ვოჟებო! მე რუსის მამრევ, ნიად, არავინ მეგონ”. საყურადღებოა დიალოგი ვაჟა-ფშაველასა და თოთიას შორის, რომელსიც ვკითხულობთ:

Telavuri seriebi 53


_”პორტარტურიც აიღესავ იქავ? _აიღეს და ჩადგნენ კიდეც შიგ. _აუღეევ!..ცოტან სამ კი არიან ესენი?! ნასწაულობით, მახერხებით თუ კვლავ სჭარბობს? _ღრუბლით ომობს, თოთოიავ, ღრუბლით,-ვუპასუხე მე, რადგანაც ვიცი, რომ ეს ხმაგავრცელებულია ხალხში და არ მინდა შევურაცხვყო მისი წარმოდგენა, მისი რწმენა”. ამის შემდეგ საზღვარი არა აქვს ხევსური თოთიას ფანტასტიკურ აზრებს, რომ თითქოს იაპონიის ხალხი ღრუბელს იყენებს ომის დროს. აი როგორ ხდება ეს: “მოალის შავი ღრუბელი , კუპრივით შავი; გაიძაბების ,გაიძაბების, ხალხ არ ჩინს; ჩამაიწყებს, ჩამაიწყებს ტყვია მადენას ხორხოშასავითავ”. თოთიას ისიც გაუგია, რომ რუსეთ-იაპონიის ომში ერეკლე მეორის შთამომავალიც იღებსო მონაწილეობას . თოთია იმასაც ამბობს, რომ “ნეტარ ის მართალ იქნებისა, გამაგონებენ: იაპონიავ გუდან-ხახმატს, ლაშარ-ღელეს, ხარცხვრით აპირობს მოსვლასა სალოცავადო..!ეს ცნობა ,ყოველგვარ რეალობას არის მოკლებული და მხოლოდ ღიმილს იწვევს. ზემოთ მოტანილ დიალოგში ჩანს ვაჟა-ფშაველას გარკვეული სიმპატია იაპონელთა მიმართ,ხოლო წერილს კითხვა-სათაურის-“ვინ არის მართალი?”პასუხად ნაწილობრივ გამოდგება ლექსი “არჩილური”! ვაჟა-ფშაველას არქივში დიდხანს ხელნაწერის სახით ინახებოდა წერილი სათაურით: “სადღეისო წერილი მეგობართან, რომელიც 1964 წელს შეიტანეს პოეტის თხზულებათა მეათე ტომში. აქაც პოეტს ფიქრი თავს დასტრიალებდა იაპონიასა და რუსეთ-იაპონიის ურთიერთობის მთელ რიგ საკითხებს. მაგალითად, წერილში ვკითხულობთ “ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერ���ბამ”, ყველა ჰგრძნობდა , რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე” (გვ.117). “...შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო ლახტი”. იაპონელებისადმი ვაჟა-ფშაველას სიმპათია ჩანს ერთ მის პირად წერილშიც. როდესაც ვაჟამ ცოლად შეირთო გიორგი დიდებაშვილის ასული თამარი, მან თავის ძმას სანდროს მისწერა წერილი და მეუღლე ასე დაახასიათა: “ახლა უნდა ჰნახო, რა დედაკაცია! ნამდვილი ანტიკაა! რძალი გყავ იმისთანა, ნამდვილი იაპონცკი ვინმეა” (წერილი დაცულია ქ. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის არქივში). როგორც ჩანს, იაპონელებმა, ვაჟას თქმით “ლამაზმა ერმა” “ლამაზი ქცევით”რუსეთთან ომში გამარჯვებით “ ერებს ჩვენფერებს მადლყ მოჰფინეს”. თავის პუბლიცისტურ წერილებში კი ვაჟამ აღნიშნა, რომ იაპონელებმა გაიმარჯვეს “ნასწავლულობითა” და “მოხერხებით”. ასე , რომ ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა იაპონელთა მიერ პორტარტურის აღებასა და 1904 წლის 1 მაისს კი მდინარე იალღუზე რუსეთის ჯარის დამარცხებას. ორივე მოვლენა საეტაპო მნიშვნელობის იყო. “სწორედ ის დრო დადგა,-წერდა პოეტი,-დილიდან საღამომდე “მახლას” რომ ვიძახო, მეტი როდი მოვა. . .…თქვენი არ ვიცი და მეკი წამ და უწუმ ეს სიტყვა მეკერა ენაზე მას შემდეგ, რაც მდ. იაღლუმზე ბრძოლა მოხდა-დღეს აქამომდე”. საინტერესოა, აგრეთვე, 1935 წლის ივნისში პარიზში მყოფი გალაქტიონ ტაბიძის ლექს-გახსენება: “ატმოსფეროა მღელვარე,

იაპონელს კი ჰგონია:

თუ ხმალს მოუქნევს ელვარესისევე იაპონია. აგრესორობა ღონეა, და თუ ვინმეა მპოვნელიისევე იაპონია, ისევე იაპონელი. ისევ ჩვენს საზღვრებს ედება,

სიმშვიდე ვერ უპოვია. . .

მუდამ ქვას წამოედება

იმ ადგილს იაპონია.

გაქრა ის ხანა ლამაზი,

წინათ რომ გაუგონია,

ეპოქა ოიამასი-

იმ ხანის იაპონია”.

(ეს ლექსი პირველად გამოქვეყნდა პოეტის თხზულებათა აკადენიურ გამოცემაში, ტ.4.თბ.,1966.გვ.54-55). გ.ტაბიძის ზემოთმოყვანილი ლექსის დაწერა განაპირობა ჩვენი საუკუნის ოცდაათიანი წლების პოლიტიკურმა მოვლენებმა, როდესაც იაპონია ცდილობდა აზიაში პეგემონობის მოპოვებას. პოეტი გმობს ამ ფაქტს და “ლამაზ ხანად” მიიჩნევს გენერალ ოიამას ეპოქას. ამრიგად, იაპონია და მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები მუდამ ყურადღების ცენტრში ჰქონდა ქართველ საზოგადოებრიობას. ამიტომაც ეს თემა საკმაოდ ნათლად აისახა ჩვენს ლიტერატურაში.

avtori: giorgi javaxiSvili Telavuri seriebi 54


qarTuli, kaxuri samzareulo Zvel maranSi Rvinis daWaSnikeba aryis gamoxda Tqvens Tvalwin TaTaraoba, axladamovlebuli CurCxelebi ToneSi gamomcxvari cxeli purebi aqve gTavazobT sastumro momsaxurebas

Cven vaRiarebT, rom `stum turistuli komp Telavi, dav Telavuri seriebi 55


mari RvTisaa~ leqsi `kaxuri ezo~ iTaSvilis 15 Telavuri seriebi 56


ianvari 2011


Telavi Series-#7