Page 1

ზომიერება სერგო ნადარეიშვილი რამდენადაც ზომიერი ცხოვრება აქვს ვინმეს, იმდენად უფრო ბედნიერია იგი. (წმ. ანტონი დიდი)

შესავალი ამ ესე-ში მინდა ვისაუბრო ისეთ სასარგებლო სათნოებაზე როგორიც არის ზომიერება.

თუ როგორ გვეხმარება ზომიერება ზნეობრივი და სულიერი

განვითარების გზაზე და რისი გაკეთება გვმართებს მის მოსაპოვებლად. განვიხილავ თუ რა შეხედულებები აქვთ ზომიერების შესახებ სხვადასხვა რელიგიებს და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ ზომიერებაზე ძალიან ცოტას წერენ წიგნებში და ინტერნეტში. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ალბათ ყოველ ადამიანს უფიქრია იმის შესახებ თუ რა არის ზომიერება, თუმცა ზუსტი განმარტება ვერ მოუძებნია ამ ცნებისათვის, რადგან ის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ქვემოთ შევეცდები უფრო დეტალურად ვისაუბრო ზომიერების დადებითი მხარეების შესახებ.

ფილოსოფიური შეხედულება ზომიერებას ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის მოაზროვნეებმა მიაქციეს ყურადღება

და

ის

ოთხ

უმთავრეს

სათნოებათა

რიცხვში

შეიყვანეს

კეთილგონიერებასთან, სამართლიანობასთან და მხნეობასთან ერთად. მათ ამგვარ სულისკვეთებას ნათლად ასახავს წარწერა აპოლონის ტაძარზე დელფოში: Meden Agen (არაფერი გადაჭარბებით). შემდგომში, ზემოთ ხსენებული სათნოებები ქრისტიანობაში

ამბროსი

მედიოლანელმა

შემოიტანა

"კარდინალური

სათნოებების" სახელწოდებით. პლატონი თავის რესპუბლიკა-ში ახასიათებს ზომიერებას როგორც სათნოებას, რომელიც გვეხმარება ვაკონტროლოთ და მოვთოკოთ ჩვენი ვნებები, სურვილები და ემოციები. ის თვლიდა რომ ზომიერება უნარჩუნებს საზოგადოებას წესრიგსა და თავისუფლებას. ძვ.წ. აღ. IV საუკუნეში მოღვაწე არისტოტელემ შემოიღო ეთიკის საგანი, რომლის მიხედვითაც ძირითად სიკეთედ ითვლება ორ უკიდურესობას შორის ზომიერების მიღწევა. მაგალითად, გულუხვობა არის შუალედური უკიდურეს სიძუნწესა და უაზროდ მფლანგველობას შორის. რაც მოგვიანებით ჩვენი წელთაღრიცხვით 62 წელს მოღვაწე რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა თავის ოდებში შემოიტანა 1


ლათინური ტერმინით - Aurea Mediocritas ანუ ოქროს შუალედი. რაც გულისხმობს იმას რომ ყველა სათნოება არის შუალედი ორ უკიდურესობას შორის. სიდჰატა გაუტამას მიერ 2500 წლის წინ დაარსებული ბუდიზმი ასევე ეფუძნება ზომიერებას.

მისი

უკიდურესობას

სწავლებით

შორის.

უნდა

პირველი

დავიცვათ

ეს

არის

შუალედური ხორციელი

გზა

ორ

სურვილების

დაკმაყოფილება. მეორე ეს არის ხორცის მოკვდინება. ამ ორ უკიდურესობას შორის მან ჩამოაყალიბა "შუალედური გზა" რომელსაც მიჰყავს ადამიანი თავისუფლებისკენ. ზომიერი

ცხოვრების

წესს

ქადაგებდნენ

ასევე

ძველი

აღმოსავლეთის

ფილოსოფოსები კონფუცი და ლაო ძი, ეს უკანასკნელი "დაო დე ძინ"-ში წერს:

"ცერებზე აწეულს: არ ძალუძს დიდხანს დგომა. სწრაფად მავალს: არ ძალუძს დიდხანს სვლა. ვინც ბევრს ღაღადებს: მარცხდება. ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე."

სამეუფეო გზა მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა

, ხოლო ეს გზა თავად მაცხოვარმა გაიარა თავისი მიწიერი ცხოვრების

[1]

დროს. ქრისტიანი ადამიანისთვის ზომიერების დარღვევა უმეტეს შემთხვევაში ითვლება ცოდვად, მაგალითად: ზედმეტი ძილი (ძილისმოყვარეობა), ზედმეტი ლაპარაკი (მრავალმეტყველება), ზედმეტი ჭამა (ნაყროვანება), დიდი დოზით ალკოჰოლური სასმელის მიღება (მემთვრალეობა), გამძაფრებული სურვილი გამდიდრებისა (ვერცხლისმოყვარეობა) და ა.შ. ზომიერება არ არის თავშეკავება (აბსტინენცია), ეს სწორი ცხოვრების წესია, რაც გამოიხატება უფლისგან ბოძებული თავისუფალი ნების სწორად გამოყენებაში. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა

.

[2]

ყოველივე

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვხედავთ რომ უკიდურესობები ბოროტისგანაა, ზომიერება - ღმერთისგან [3]. ზომიერება ვლინდება ჩვენს ქმედებებში და ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში ერთერთი მთავარი ადგილი უკავია. ზომიერება არის უნარი, აიძულო საკუთარი თავი უარი თქვა უკიდურესობებზე და აირჩიო შუალედური, მაგრამ სტაბილური გზა სრულყოფილებისკენ. ამავე დროს ის სხვა სათნოებებთანაც უშუალო კავშირშია, რადგან ყოველგვარ წამოწყებას ზომიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც 2


სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე ანდა ზომიერების დაუცველად კეთდება [4]. ზომიერი ცხოვრების უპირატესობა არის ის რომ ადამიანი არაფერს არ არის დამონებული.

"ყველაფერი

ნებადართულია

ჩემთვის,

მაგრამ

მე

არაფერს

დავემონები" (1 კორ. 6, 12) ამბობს პავლე მოციქული. ზომიერი ადამიანი იცავს რა უფლის მცნებას: "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი" ინარჩუნებს თავისუფლებას და რჩება უფლის ერთგული. ის არ ემონება ქმნილებებს, არამედ ის ყველგან შემოქმედს განადიდებს. ამის შესახებ სასარგებლო რჩევებს გვაძლევს წმინდა ნიკოლოზ

სერბი

(ველმიროვიჩი)

თავის

წიგნში

"ფიქრები

სიკეთესა

და

ბოროტებაზე": "ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე. თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც. თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ."

ზომიერი ცხოვრების წესი გამორიცხავს რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, ფანატიზმს, ჰედონიზმს, კატეგორიულ აზროვნებას. მათ ნაცვლად ზომიერი ადამიანი ეყრდნობა თავშეკავებას, ტოლერანტობას და მოყვასის სიყვარულს. ზომიერება არ უნდა გავაიგივოთ პასიურობასთან და გულგრილობასთან, ეს უკანასკნელი სრულიად მიუღებელია მართლმადიდებელი ადამიანისთვის. უნდა ვიყოთ მიზანმიმართულები და დასახული მიზნის მისაღწევად ძალებს არ უნდა ვიშურებდეთ.

ბიოქიმია და ადამიანის შინაგანი განწყობა ადამიანის არაცნობიერი მოქმედების საფუძველს წარმოადგენს სიამოვნების მიღება. ამიტომ ის ესწრაფვის ისეთ გარემოში იყოს ან ის აკეთოს რაც მას სიამოვნებას მიანიჭებს. თუ განვიხილავთ ამ საკითხს ბიოქიმიურ დონეზე აღმოვაჩენთ,

რომ

ყველაფერი

რისი

გაკეთებაც

მოგვწონს

იწვევს

ჩვენში

ნეიროტრანსმიტერ დოპამინის დონის ზრდას, ამიტომ მას "სიამოვნების ჰორმონს" უწოდებენ.

მეცნიერულად

პირდაპირ

კავშირშია

დადგენილია

ჩვენს

რომ

დოპამინის

განწყობილებასთან.

დონე

სხვადასხვა

სისხლში

საგნები

და

მოვლენები განსხვავებული რაოდენობით დოპამინის გამოყოფას ახდენენ ტვინში. როდესაც ვიწყებთ ჩვენი საყვარელი საქმიანობის კეთებას დოპამინის დონე იწყებს 3


მატებას, მაგრამ როდესაც ის გადააჭარბებს ნორმალურ დონეს ახდენს შეკავების ცენტრების დაქვეითებას და ადამიანი ვეღარ ჩერდება. აქედან გამომდინარე ყველა ის ნივთიერება ან ქმედება, რომელიც იწვევს დოპამინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას იწვევს დამოკიდებულებას (ადიქციას). მეორეს მხრივ დოპამინის დეფიციტს ორგანიზმში ასევე მივყავართ უარყოფით შედეგებამდე, რაც იწვევს მოწყენილობას, ყურადღების გაფანტვას, ადამიანი თითქოს იკეტება საკუთარ თავში და ჩნდება დეპრესია. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ასახულია ის მავნე ზემოქმედება,

რომელსაც

იწვევს

დოპამინის

როგორც

დეფიციტური

ისე

გადაჭარბებული რაოდენობა ორგანიზმში.

დოპამინის დონე ადამიანის ორგანიზმში [5] დეფიციტი

ნორმალური

გადაჭარბებული

დამოკიდებულება

მოტივაცია

დამოკიდებულება

დეპრესია

კმაყოფილება

მღელვარება

ყურადღების გაფანტვა

რეალისტური განწყობა

აგრესია

გულგრილობა

კეთილგანწყობა

სექსუალური აღგზნებულობა

სუსტი აგზნებადობა

ჯანმრთელი გარისკვის უნარი

აზარტი

ზომიერება ცნობიერი მოქმედებაა ზომიერების განცდა და ცნობიერება უშუალო კავშირშია ერთმანეთთან. რაც უფრო მაღალია ცნობიერების დონე ადამიანში მით უფრო უადვილდება მას ზომიერების დაცვა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ადამიანის მიზანი ზნეობრივი და გონებრივი სრულყოფილებაა, რაც ჩვენს სხეულს, რომელიც სიამოვნების პრინციპით მოქმედებს სრულიად არ სიამოვნებს. ამის შესახებ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი ცოდვის რჯულს (რომ. 7,25). აქედან გამომდინარე, უნდა ვესწრაფვოდეთ

ავიმაღლოთ

ცნობიერების

დონე

და

მეტი

ყურადღება

გამოვიჩინოთ საკუთარი ფიქრებისა და სურვილების მიმართ, რათა უნებლიედ ხორციელი ინსტინქტების მიერ არ აღმოვჩნდეთ მართულნი.

4


დასკვნა ზომიერი ცხოვრების მიღწევა იმდენად არის შესაძლებელი რამდენადაც იცნობს ადამიანი საკუთარ თავს, აცნობიერებს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს. აქედან გამომდინარე

დიდი

მნიშვნებლობა

ენიჭება

საკუთარი

თავის

შეცნობას.

რისთვისაც საჭიროა მუდმივი თვითდაკვირვება. ამასათანავე, საჭიროა ვიყოთ ემოციურად გაწონასწორებულები, ამისთვის კი საჭიროა ავიმაღლოთ ჩვენი ემოციური

ინტელექტი.

ზომიერი

ადამიანი

ყოველთვის

ეცდება

დაიცვას

წონასწორობა გონებასა და გრძნობებს შორის. ემოციების ცენტრი გულია, რომელიც გონებამ უნდა გააკონტროლოს. თუ ამას მივაღწევთ გვექნება გული გონიერი. ზომიერების დაცვაში ძალიან გვეხმარება ასევე დროის სწორი განაწილება, როდესაც თითოეულ აქტივობაზე წინასწარ გვაქვს განსაზღვრული დროის მონაკვეთი. გარდა ამისა ზომიერება მჭიდრო კავშირშია თვითკონტროლთან. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მართვა, რაც უმაღლეს საფეხურზე ადის მაღალი ცნობიერებისა და ნებისყოფის მქონე ადამიანში, ანუ პიროვნებაში [6]. ზომიერება ისევე როგორც ყველა სათნოება მიიღწევა საკუთარ თავზე მუშაობით. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თუ რა უპირატესობა მოაქვს მისთვის ზომიერების განცდას, რომ ის იცავს მას საგნებზე და მოვლენებზე დამოკიდებულებისაგან და უნარჩუნებს მას თავისუფლებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერება არის უფლისგან ბოძებული ფიზიკური, ემოციური და სულიერი ძალების სწორად განკარგვის უნარი.

ციტატები 1 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სააღდგომო ეპისტოლე 2008 წ. 2 - წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ. 3 - მამა სერაპიონი (ჯიშკარიანი). ვიდეო ქადაგება. სტუდია "გუთანი" 2011 წ. 4 - წმ. ბასილი დიდი. სულიერი მდელო. 5 – Sex and addiction. Marnia robinson and Gary Wilson. 6 - პრაქტიკული ფსიქოლოგია. მანანა ნარგიზიშვილი 2011 წ.

5

ზომიერება  

სამეცნიერო ესე რომელიც ეხება ზომიერებას. ესეში განხილულია: ფილოსოფიური, რელიგიური, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტები.შენიშვნებისათვის დ...

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you