Page 2

სტალინი 60 წლის წინ გარდაიცვალა. წლიდან წლამდე მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტალინის დროს ცხოვრობდნენ. ჩვენ გვსურს, სანამ გვიანი არ არის, შევაგროვოთ ადამიანების მოგონებები სტალინზე. იდეა: ახალგაზრდა ადამიანები ჩაწერენ თავიანთი ბებია/ბაბუის მოგონებებს სტალინზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს. ჩვენ კი გავავრცელებთ აღნიშნულ ჩანაწერებს მთელ მსოფლიოში. ვის შეუძლია დაგვეხმაროს: თუ შენი ბებია/ბაბუა ან დიდი ბებია/ბაბუა ცხოვრობდა სტალინის დროს, ჩვენ გვჭირდება შენი დახმარება! ინსტრუქცია ჩაწერამდე: 1. მოძებნე მიკროფონიანი კომპიუტერი. სასურველია ასევე გქონდეს ციფრული ფოტოაპარატი. შენიშვნა: **თუ არ გაქვს მიკროფონიანი კომპიუტერი, მაგრამ გსურს პროექტში მონაწილეობის მიღება მოგვწერე TheStalinProject@gmail.com** 2. ა) შეარჩიე ნაკლებად ხმაურიანი ადგილი. ბ) ჩამწერი მოწყობილობა მოათავსე შენსა და ბების/ბაბუას შორის. შენიშვნა: ხმის უკეთესი ხარისხისთვის სასურველია შეარჩიო პატარა ოთახი, რბილი ავეჯით და ხალიჩით. ხმის ცუდი ხარისხის გამო ჯობს მოერიდო სამზარეულოს, სააბაზანოს ან სხვა ოთახებს, სადაც მეტალი, კაფელი ან ხე ჭარბობს. 3. თუ გაქვს ფოტოაპარატი, გადაიღე ფოტო შენს ბებიასთან/ბაბუასთან ჩაწერის დაწყებამდე. თუ არ გაქვს ფოტოაპარატი, გამოტოვე აღნიშნული პუნქტი და გადადი ჩაწერაზე. ჩაწერა: **გახსოვდეს: ჩაწერის და ატვირთვის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად გჭირდება ინტერნეტი.

ინსტრუქცია სტალინის პროექტის  

ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ, რომ ჩაწეროთ ბებია/ბაბუა და მოგვაწოდოთ ჩანაწერი ჩვენ

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you