Issuu on Google+

პროექტი სტალინი


სტალინი 60 წლის წინ გარდაიცვალა. წლიდან წლამდე მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტალინის დროს ცხოვრობდნენ. ჩვენ გვსურს, სანამ გვიანი არ არის, შევაგროვოთ ადამიანების მოგონებები სტალინზე. იდეა: ახალგაზრდა ადამიანები ჩაწერენ თავიანთი ბებია/ბაბუის მოგონებებს სტალინზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს. ჩვენ კი გავავრცელებთ აღნიშნულ ჩანაწერებს მთელ მსოფლიოში. ვის შეუძლია დაგვეხმაროს: თუ შენი ბებია/ბაბუა ან დიდი ბებია/ბაბუა ცხოვრობდა სტალინის დროს, ჩვენ გვჭირდება შენი დახმარება! ინსტრუქცია ჩაწერამდე: 1. მოძებნე მიკროფონიანი კომპიუტერი. სასურველია ასევე გქონდეს ციფრული ფოტოაპარატი. შენიშვნა: **თუ არ გაქვს მიკროფონიანი კომპიუტერი, მაგრამ გსურს პროექტში მონაწილეობის მიღება მოგვწერე TheStalinProject@gmail.com** 2. ა) შეარჩიე ნაკლებად ხმაურიანი ადგილი. ბ) ჩამწერი მოწყობილობა მოათავსე შენსა და ბების/ბაბუას შორის. შენიშვნა: ხმის უკეთესი ხარისხისთვის სასურველია შეარჩიო პატარა ოთახი, რბილი ავეჯით და ხალიჩით. ხმის ცუდი ხარისხის გამო ჯობს მოერიდო სამზარეულოს, სააბაზანოს ან სხვა ოთახებს, სადაც მეტალი, კაფელი ან ხე ჭარბობს. 3. თუ გაქვს ფოტოაპარატი, გადაიღე ფოტო შენს ბებიასთან/ბაბუასთან ჩაწერის დაწყებამდე. თუ არ გაქვს ფოტოაპარატი, გამოტოვე აღნიშნული პუნქტი და გადადი ჩაწერაზე. ჩაწერა: **გახსოვდეს: ჩაწერის და ატვირთვის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად გჭირდება ინტერნეტი.


**გახსოვდეს: თუ ჩანაწერის ხანგრძლივობა არ აღმატება 7 წუთს, შესაძლებელი იქნება ჩანაწერი სხვა ენებზეც ითარგმნოს!**

3. შედი საიტზე SoundCloud.com ა. მარჯვენა ზედა კუთხეში მოძებნე ღილაკი “Log in” და დააჭირე მას ბ. username-ში ჩაწერე TheStalinProject@gmail.com და password-ში ჩაწერეთ gasagebia

გ. მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირე ღილაკს დ. დააჭირე ღილაკს “start new recording” ე. ორჯერ დააჭირე ჩაწერის დაწყების ნარინჯისფერ ღილაკს (თუ მონაცემთა დაცულობის გამაფრთხილებელი ღილაკი გამოჩნდება დააჭირე თანხმობას)

4. ჩაწერის დასაწყებად დააჭირე ნარინჯისფერ ღილაკს შემდეგ წარადგინე: - შენი სახელი და გვარი; - შენი ბებიის/ბაბუის სახელი და გვარი; - თარიღი; - ქალაქი, სადაც იმყოფები; - ინტევიუს ჩაწერის ადგილი, ქუჩა და უბანი. მაგალითი: „ჩემი სახელია ია ხაჭაპურიძე, ჩემთან ერთადაა ბაბუაჩემი - მევლუდი ბაჩაძე, ახლა არის 15:20 საათი, 15 აპრილი 2013 წელი. ჩვენ ვიმყოფებით საფიჩხიაში, ჭავჭავაძის #3-ში, ჩვენს მისაღებ ოთახში.” შენიშვნა: თუ რაიმე შეგეშალა და ჩაწერის ღილაკს ძალიან ადრე დააჭირე შეგიძლია ჩაწერა თავიდან დაიწყო ჯერ ნარინჯისფერ ღილაკზე და შემდეგ ღილაკზე “start over” დაჭერით.

5. შემდეგი მიმდევრობით, რიგრიგობით დასვი მოცემული შეკითხვები (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დასვათ დამატებითი შეკითხვები): ა) „აღწერე როდის გაიგე სტალინის გარდაცვალების შესახებ. სად იყავი ? რა მოხდა ?“


ბ) „რა იგრძენი მაშინ ?“ გ) „მაშინ რას ფიქრობდი სტალინზე ?“ დ) „ახლა რას ფიქრობ, სად არის სტალინის ადგილი ისტორიაში ?“ 6. თქვი: „დიდი მადლობა ______________ (ბებიის/ბაბუის სახელი), რომ მომეცი ინტერვიუს აღების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი განაცხადი პროექტისათვის სტალინი. 7. გამორთე ჩამწერი ნარინჯისფერ ღილაკზე დაჭერით. დააჭირე ღილაკს “play” რათა დარწმუნდე, რომ ნამდვილად ჩაიწერა. **ყურადღებით იყავი: თუ ჩანაწერი კარგი გამოვიდა, არ დააჭირო ღილაკს “START OVER” (თავიდან დაწყება)** 8. დააჭირე ღილაკს “Upload your recording” და სათაურში ჩაწერე შენი გვარი და ადგილი, საიდანაც ხარ. მაგალითად: Ia Khatchapuridze - Kutaisi ა. აღწერაში მიუთითე შენი ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და ბებიის/ბაბუის ასაკი. **თუ გსურს ინტერვიუ გადაითარგმნოს, ამისათვის აუცილებელია ატვირთო შენი და ბებიის/ბაბუის ერთად გადაღებული ფოტო.** 9. დააჭირეთ შენახვის ღილაკს (“save”) და დაელოდე ფაილის ბოლომდე ატვირთვას (ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ასე რომ სასუსნავი მოიმარაგე). დარწმუნდი, რომ არავინ დააჭერს გაუქმების ღილაკს (“cancel”) ან დახურავს ფანჯარას.

ატვირთვის შემდეგ დააჭირე პროფილის ღილაკს

(ატვირთვის ღილაკის მარცხნივ)

შემდეგ დააჭირე გამოსვლის ღილაკს გამოსვლა აუცილებელია, იმისათვის რომ სხვა ადამიანებმაც შეძლონ თავიანთი ინტერვიუების ატვირთვა. 10. უთხარი მეგობრებს პროექტის შესახებ!!! ჩართე ისინი და ჩააწერინე თავიანთი ბებიები/ბაბუები. გახსოვდეს: შენს ჩანაწერს ჩვენ ავტვირთავთ ჩვენს youtube ექაუნთზე და გამოგიგზავნით ელ. ფოსტაზე, რათა შეძლო მისი გავრცელება facebook-ზე და twitter-ზე! ნებისმიერი კითხვის/პრობლემის შემთხვევაში გამოგვიგზავნე შეკითხვა Facebook-ზე: facebook.com/TheStalinProject E-mail: TheStalinProject@gmail.com


ინსტრუქცია სტალინის პროექტის