Page 1

ივნისი 2015

INTERIOR DESIGN NEWS www.newlight.ge


2

2

რედაქტორის გვერდი

3

INTERIOR DESIGN NEWS

Euroluce 2015

8

Salone Internazionale del Mobile Milano

10

VONDOM ALLA VIGNA DI LEONARDO

12

IMM Cologne 2015

13

მარსალა - 2015 წლის ფერი

14

ინტერვიუ | მერაბ გუჯეჯიანი

16

OUTDOOR სიახლეები

18

კომპანიის სიახლეები

“Fashion fades, only style remains the same.” მოდის ტენდენციები, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სამოსი, ინტერიერის დიზაინი, ავეჯი თუ განათება, ყოველწლიურად იცვლება, რაღაც პერიოდში მცირედი თუ მაშტაბური სახეცვლილებით გვიბრუნდება, იხვეწება, ვითარდება და მოდის მიმდევრებს მეტი გამბედაობისკენ, სითამამისა და ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს. ქვა, შუშა, ხე, მეტალი–ბუნების ელემენტები იჭრება ინტერიერში... მაქსიმალურად მინიმალისტური და ამავდროულად ბევრისთვის ზედმეტად გაბედული ფერები იპყრობს თანამედროვეობას. დიდი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით ახალი “ნიუსლეთერით”, ახალი სტილით და მეტი ინფორმაციით. ამ ნომერში მიმოვიხილავთ დიზაინის სფეროში წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს– არქიტექტურისა და დიზაინის ყველაზე ცნობილ საერთაშორისო გამოფენებს. ცნობილი ქართველი არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი თავის სტილსა და თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრება. ვისაუბრებთ წლის ფერზე, გაგაცნობთ კომპანიის სიახლეებსა და უახლეს კოლექციებს. მოემზადეთ ინოვაციებისა და ექსპერიმენტებისთვის…


3

ავეჯის, განათებისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენები ვთვლით, რომ არქიტექტორების და დიზაინერების გარდა, ყველას, ვინც სახლის მშენებლობას, რემონტს ან უბრალოდ სახლის ინტერიერში ცვლილებების შეტანას გეგმავს დააინტერესებს საერთაშორისო ინტერიერისა და დიზაინის გამოფენები, სადაც უამრავი სიახლე და დიზაინისადმი ინოვაციური მიდგომაა წარმოდგენილი. რომელია დიზაინისა და არქიტექტურის ყველაზე ცნობილი გამოფენები? რომელ გამოფენებს სტუმრობს ახალი ნათებისა და ფორუმის გუნდი ყოველთვის და როგორ გამოიყურებოდა პარტნიორი ბრენდების სტენდები 2015 წელს?

Salone Internazionale del Mobile April Salone Internazionale del Mobile ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური, პრესტიჟული და პოპულარული საერთაშორისო გამოფენაა. მას ავეჯის ინდუსტრიის მაღალი მოდის კვირეულსაც კი უწოდებენ, რადგან სწორედ აქ იბადება და წარმოჩინდება ფართო აუდიტორიის წინაშე ცნობილი დიზაინერების შედევრები პროტოტიპების სახით. ახალი ნათება მიჰყვება არქიტექტურის ამ სფეროს ტენდენციებს და ცდილობს ქართველ არქიტექტორებს, დიზაინერებსა თუ რიგით მომხმარებლებს მისცეს შანსი საქართველოშიც დროულად შეიტყონ განათების თუ დიზაინის ტენდენციები და შეიძინონ უახლესი მოდელები.

Euroluce 2015 წელს გამორჩეულად დიდი შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი ახალი ნათების სამუშაო ჯგუფი მილანის გამოფენაზე. 8 თანამშრომლიდან ოთხი ავეჯის სფეროს ინოვაციებს, პარტნიორების სიახლეებს ეცნობოდა, მეორე ჯგუფი კი Euroluce-ს, წლის ყველაზე მასშტაბურ განათების გამოფენას სტუმრობდა.

ინდივიდუალური და გაბედული კონცეფტები, ხელოვნების ნიმუშად ქცეული მოდელები და ცნობილი დიზაინერული შედევრები იპყრობდნენ მნახველთა ყურადღებას...

ახალი ნათების გუნდისგან


4

Euroluce 2015

ბუნება და ბუნების ელემენტები, როგორც კავშირი საწყისთან დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, Euroluce 2015-ზე ხშირად შეხვდებოდით ხის ფაქტურის, ქვისა თუ ხის ფორმის სანათ საშუალებებს. არანაკლბ აქტუალური იყო მეტალის ელემენტები, ნაცრისფერი და უხეში შტრიხები, ასევე აბსტრაქტული თუ გეომეტრიული ფიგურები...


5

არანაკლებ ეფექტური სტენდი ჰქონდა ჩვენს პარტნიორ, ბელგიურ ბრენდ დელტალაითს. სანათებით მიღებული ანარეკლები დაგარწმუნებთ განათების ჯადოსნურ ძალაში...


6

Artemide & Flos ამ ორმა განათების გიგანტმა მილანის გამოფენა განათების მუზეუმად აქცია. სადა ინტერიერში მოქცეული დიზაინერების შედევრები, როგორებიცაა Ross Lovegrove, Ora Ito, Michele De Lucchi, Karim Rashid, R.&E. Bouroullec, Gino Safatti, Marcel Wanders, Philippe Starck და სხვა მრავალი, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს ბრენდები არ თმობენ “დიზაინერული განათების” ლიდერის პოზიციებს და ხორცს ასხავენ დიზაინერთა თამამ იდეებსა და ყველაზე ორიგინალურ ჩანაფიქრებს.


7

Bocci არ შეიძლება არ გამოვყოთ კანადური ბრენდი Bocci–ს საკმაოდ ორიგინალური სტენდი, რომელმაც ნამდვილად მოგვხიბლა თავისი შთამბეჭდავი სანათებით.

Ingo Maurer ტრადიციულად ექსტრემალურად გაბედულ, გასაოცარ და შეიძლება ითქვას გიჟურ მოდელებს ვერც წელს ჩაუვლიდით გვერდს გულგრილი.


8

Salone Internazionale del Mobile Hulsta

ავეჯის სფეროს მიმოხილვა შეუძლებელია ჩვენი პარტნიორი გერმანული ბრენდი, Hulsta–ს მიმოხილვით არ დავიწყოთ. ყურადღების ეპიცენტრში ჰულსტას უახლესი მოდელი, ჯერ კიდევ პროტოტიპი–GENTIS აღმოჩნდა. მაღლტექნოლოგიურად დამუშავებული ეს ახალი მოდელი ნატურალური ტყავისა და მასიური ხის ჰარმონიული სინთეზია. ამონათებული კონტურები კი კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მას.


9

წელსაც, სადა, დახვეწილი მოდელებით გამოირჩეოდა გოტიეს სტენდი მილანის გამოფენაზე. გოტიე–ფრანგული შარმითა და სისადავით გაჯერებული თანამედროვე ავეჯი

გერმანული ბრენდი კოინორის მოდელები, როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი ფერებით და ფორმებით გამოირჩევა. სტენდის სტილი კიოლნის გამოფენის ანალოგიური იყო, თუმცა მეტი სიახლით დატვირთული.. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უახლესი მოდელი Lou, რომელიც გამოირჩევა სირბილითა და კომფორტით


Made in Spain

10

ვონდომის სტენდი დიზაინერული ნამუშევრების მოყვარულთათვის ნამდვილი მისწრებაა! მსოფლიო დიზაინერების მიერ შემუშავებული Outdoor ავეჯის უნიკალური მოდელები გულგრილს ვერავის დატოვებდა. Karim Rashid, Ross Lovegrove, Ramon Esteve, ვონდომისთვის მომუშავე დიზაინერების არასრული ჩამონათვალია.

VONDOM ALLA VIGNA DI LEONARDO

გამოფენის შემდეგ ვონდომმა არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე მიგვიპატიჟა. VONDOM ALLA VIGNA DI LEONARDO–სთვის ისტორიული ლოკაცია შეარჩია –Vigna li Leonardo Da Vinci, სადაც ლეონარდომ „საიდუმლო სერობა“ დახატა. ეს ლოკაცია უნიკალურია როგორც შთამბეჭდავი ვიზუალით, ისე თავისი ისტორიული ღირებულებით. მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავმოყრილ საზოგადოების განწყობაზე ცნობილი სოპრანო ზრუნავდა. ვონდომის განათებული მოდელები კიდევ უფრო ზღაპრულ ელფერს სძენდა გარემოს. სანამ სტუმრებს ტუროპერატორები ლეონარდოს სამყოფელს ათვალიერებინებდნენ ,შენობის ბიბლიოთეკაში ვონდომის პარტნიორ, მსოფლიო დონის არქიტექტორ–დიზაინერებთან ინტერვიუ მიმდინარეობდა...


11


12

IMM Cologne 2015 January კიოლნის ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა უსწრებს მილანის ინტერიერის დიზაინის კვირეულს და შესაბამისად პირველი გვამცნობს წლის ტენდენციებს დიზაინის, ავეჯისა და დეკორაციების სფეროში. კიოლნის მშვენიერი ქალაქი ივსება დიზაინერებით, არქიტექტორებით, დამთვალიერებლებით... ბევრი სიახლე, მრავალფეროვანი დიზაინი, ფერთა სიაუხვე, კლასიკური და თანამედროვე სტილის პაექრობა–ეს კიოლნის გამოფენაა. ავეჯის სახლები თავიანთ მაქსიმალურ შესაძლებლობებს წარმოადგენენ და მნახველს თავიან ხედვას, გამოცდილებას უზიარებენ. კიოლნის გამოფენა გერმანული ბრენდების სიუხვით გამოირჩევა და რადგან ავეჯის სალონი ფორუმის პარტნიორების უმრავლესობა გერმანული ბრენდია, ჩვენი გუნდი უკვე მესამე წელია სტუმრობს IMM-ს.

MAISON AND OBJECTS 2015 January ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, გამორჩეული დეკორაციების სიმრავლით, ფერთა სიუხვითა და კრეატივის მაქსიმალური გამოვლინენბებით... გამოფენაზე წარმოდგენილია ყველაფერი რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ: დეკორაციები, ავეჯი, აქსესუარები, ტექსტილი, სურნელები, ჭურჭელი, საბავშვო ავეჯი...


13

მარსალა

18-1438

2015 წლის ტრენდული ფერი

Pantone LLC– არის კომპანია, რომლის მიერ შერჩეული ფერთა გამით ხელმძღვანელობს ნებისმიერი სფეროს დიზაინერი. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია პანტონი ფერთა ექსპერტია! წლის ტრენდის გამოვლენა, ფერების შერჩევა, მათი ჰარმონიული შეხამება, დიზაინერებთან ფერთა სწორი გამის მიწოდება, რეკომენდაციების გაწევა, ფერების აკურატული კომუნიკაცია დიზაინერიდან მომხმარებლამდე. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც პანტონის შემოქმედებითი ჯგუფი ახორციელებს. მოდის სამყარო ყოველწლიურად ელის პანტონის მიერ წლის ტრენდული ფერის დასახელებას, რომელსაც კომპანია მრავალ მახასიათებელზე დაყრდნობით გამოავლენს. ეს ფერი მთელი წლის განწყობას განსაზღვრავს! 2015 წლის ფრად პანტონმა მარსალა დაასახელა(Marsala 18-1438 ბორდოსფერ-ღვინისფერი).

2015 წლის ფრად პანტონმა მარსალა დაასახელა (Marsala 181438 ბორდოსფერ-ღვინისფერი). გემოვნებიანი ტონი მარსალა – დესერტისთვის განკუთვნილი სიცილიური ღვინოა. ღვინის ფერი გემოსა და ხარისხის სრულყოფილ ასოციაციას ქმნის. სწორედ ამიტომ ამ ფერ–მარსალას ახასიათებენ როგორც ძლიერ, გავლენიან, ელეგანტურ ფერს. მკვეთრი და მოდური ფერი მკვეთრი და მოდური ფერი მარსალა ერთნაირად ეფექტურია როგორც ცალკე, ასევე სხვა ფერებთან კომბინაციაში მკვეთრი აქცენტის შექმნისას. ამ ფერის გამოყენება ინტერიერის დეკორაციისთვის სხვადასხვა გზით არის რეკომენდებული: კედლის ფeრად , ავეჯისა და აქსესუარების მეშვეობით–ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტი ელეგანტური და დახვეწილი იქნება.

მუქი, მოწითალო–მოყავისფრო შეფერილობის მარსალა თბილ და ეფექტურს გახდის სახლის ინტერიერს. მარსალა არის მკვეთრი და მდიდარი ფერი, რომელიც კიდევ უკეთ წარმოჩნდება, როდესაც ფაქტურულ ზედაპირზე გამოიყენება. მარსალა იდეალური ფერია ხალიჩებისა და რბილი ავეჯისათვის, თუნდაც დეკორატიული ბალიშებისთვის. ეს მკვეთრი ფერი უნივერსალურად პასუხობს როგორც მოდის, ისე ინდუსტრიულ თუ ინტერიერის დიზაინის მოთხოვნებს.


14

კომპანია „ახალ ნათებას“ მრავალწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ცნობილ ქართველ აქიტექტორებთან და დიზაინერებთან. ჩვენი სურვილია გაგაცნოთ ისინი. პირველი, ვისი წარდგენაც გვსურს, გახლავთ არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი. მისი განსაკუთრებული ხედვა და შემოქმედებითი ნიჭი წარმოჩინდა „ახალი ნათების“ ცენტრალური პავილიონისა და ავეჯის სალონ „ფორუმის“ არქიტექტურაში. ეს ორი უნიკალური შენობა სხვადასხვა პერიოდშია შექნილი, თუმცა ერთ მთლიანობაში ასახავს მოდერნისტული არქიტექტურის ნოვაციურ იდეებს.

Interview Review

პროფესია–მოცულობის არქიტექტორი. შვეიცარიამ მისი მუშაობის სტილზე სერიოზული გავლენა იქონია. საკონტაქტო ინფორმაცია: შპს „არქიტექტორები და კომპანია“ ბელიაშვილის ქ.8, თბილისი 0159 T: 2518058 w: www.a-co.ge

–როგორია „თანამედროვე არიტექტურული დიზაინი“ და რა არის დღეს “ტრენდული“? –ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, არქიტექტურაშიც შეიცვალა ფორმები. წარსულ ეპოქაში დარჩა ე.წ. კლასიკური სტილი. მას თავისი ისტორია, ეპოქა აქვს; თანამედროვე სტილშიც ეკონომიკურმა თუ სოციალურმა ცვლილებებმა და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა განაპირობა „მხატვრული“ ცვლილებები. არქიტექტურა უნდა აღიქმებოდეს, როგორც შემოქმედება, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ ისე შემოქმედებით ნაწილს. არქიტექტორი უნდა ახერხებდეს იდეური და სულიერი ნაწილის შერწყმას ტექნოლოგიურ სიახლეებთან და ფუნქციურ დატვირთვასთან. დღეს დღეობით არქიტექტურაში ბოლო სიტყვად ე.წ . „მწვანე არქიტექტურა“ ითვლება, „სმარტ ჰაუსი“ კი ხვალინდელი დღეა. აქტუალურია ენერგოეფექტურობის

თემაც. მსოფლიოში უკვე ფართოდაა გავრცელებული მზის ენერგიის გამოყენების პრაქტიკა არქიტექტურაში. ბუნების ეს საჩუქარია არ უნდა იკარგებოდეს. იმედია საქართველოც მალე გადავა ამ სტანდარტებზე. –რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, რომელიც სახლის მშენებლობას უნდა შეეჭიდოს? –შეარჩიონ კარგი არქიტექტორი, რადგან სახლის მომავალი პრაქტიკულობა, კომფორტი თუ სიმყუდროვე მასზეა დამოკიდებული. არქიტექტორი რეჟისორის ფუნქციას ითავსებს, დამკვეთის ცხოვრების წესის გააზრებით წერს სცენარს... – „ფორუმის“ დიზაინი თქვენ გეკუთვნით. 2014 წელს „ფორუმი“ გახდა გამარჯვებული არქიტექტურული პრემია 2014–ის - ნომინაციაში „საზოგადოებრივი ინტერიერი“. ამ პროექტმა გაიმარჯვა ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ

ორგანიზებულ დაჯილდოებაზე „წლის მწვანე ბიზნესი“ -ნომინაციაში „წლის მწვანე შენობა“ . რა არის ფორუმი თქვენთვის? –„ფორუმი“ პროექტია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას „მწვანე არქიტექტურის“ იდეასთან, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ დეტალებია დასახვეწი მომავალში. „ფორუმში“ რეალიზდა თამადროვე დიზაინი და უახლესი ტექნოლოგიები, ბუნების ელემენტებმა კი მასში სულიერება შეიტანა. ამ პროექტში წამყვან როლს დახრილი თეთრი კოლონები თამაშობს, რომელიც შოურუმის არსიდან გამომდინარე სინათლის სხივის ვიზუალურ ფორმას ასახიერებს. ეს სხივები სხვადასხვა მიმართულებით იატაკიდანაა ამოფრქვეული, რომლებიც თითქოს სახურავმა ვერ დაიჭირა და ბარიერი გაარღვია. სახურავის ეს ნაწილები ამოჭრილია და ცა მოჩანს. ინტერიერში ნატურალური ქვებია გამოყენებული. ვიზუალური ეფექტის


15

OUTDOOR 1. Artemide Tolomeo XXL By: Michele De Lucchi 2. Vondom Faz Sofa By: Ramon Esteve 3. Vondom Outdoor Rug F3 By: Fabio Novembr

გარდა ამ ქვებს დადებითი აურა აქვს. ბუნებრივ ქვას თავისი სითბო აქვს ხელოვნურისგან განსხვავებით. იატაკზე მიწა ყრია და ნამდვილი ბალახია დაგებული, რაც სასიამოვნო გარემოს ქმნის წლის ნებისმიერ მონაკვეთში. მეტალი და ცივი თანამედროვე ინტერიერი ჰარმონიულ ბალანსს ქმნის მოდერნისტულ ტენდენციებსა და ბუნებასთან. პრაქტიკულობის თვალსაზრისით საკმაოდ ფართი იკაგრება აუთვისებელი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამკვეთის მხრიდანაც ვიზუალურ ესთეთიკაზე უფრო მეტი მოთხოვნა იყო, ვიდრე პრაგმატული გათვლა. „ფორუმი“ ჩემს შემოქმედებაში ერთ–ერთი სერიოზული მიღწევაა, წარმატებაა.. თუმცა გამარჯვებაზე გაჩერება არ შეიძლება.

–ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციიდან აირჩიეთ ავეჯი, განათება, აქსესუარი–რომლებსაც ერთ კონცეპტად წარმოადგენდით.

1

3 2


16

GET PREPARED FOR SUMMER Outdoor Furniture for your summertime

OUTDOOR COLLECTION | by VONDOM


17 1. 2. 3. 4. 5. 6.

VONDOM | VERTEX By Karim Rashid AC5317N01TEX 102734/550215 AT5317N27GLA AS5834B19RAT Life | Arctic

7. 210237/550215 8. AC5795A12RAT 9. Life | Pandora Lounge 10. 210499/550144

2 1

3

5

4

6

7

8

10 9


18

News ბოლო Newsletter-ის გამოცემიდან ბევრი საინტერესო აქცია დაიგეგმა, დაგვემატა ახალი ბრენდები, გავხსენით ახალი ფილიალი ვაკეში და გორის მაღაზიამ შეიცვალა ლოკაცია, თუმცა გვსურს გაგაცნოთ უახლესი აქციებისა თუ გეგმების შესახებ...

გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 2015 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით ახალ ნათებაში გაიმართა აქცია „გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად!“ აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებელი ავტომატურად გახდა საქველმოქმედო აქციის მონაწილე, რადგან მათ მიერ გადახდილი თანხის 5% გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“. სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ გადარიცხულმა თანხამ 17 667 ლარი შეადგინა. ყველას მადლობას გიხდით აქციაში მონაწილეობისთვის.

OZZIO - MOVE YOUR SPACE Ozzio იტალიური ბრენდი, პრემიუმ კლასის ავეჯი ფორუმის ახალი პარტნიორია.თანამედროვე დიზაინი, უმაღლესი ხარისხი და გამორჩეული პრაქტიკულობა არის Ozzioს მახასიათებლები. პროდუქტის ვიზუალური მხარე და ამასთან შერწყმული პრაქტიკულობა Ozzioს დიზაინის უმთავრესი იდეაა. საცხოვრებელი სივრცის მაქსიმალურად ათვისებისათვის მათ ძალიან პრაგმატული, კრიატიული და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები აქვთ . მულტიფუნქციური პროდუქტის წყალობით, მაგიდა კონსოლის სახეს იღებს,სკამი ქრება მხედველობის არედან, ჟურნალის მაგიდა სასადილო მაგიდად გარდაიქმნება. ვის არ უოცნებია ასეთ სასწაულებზე. Ozzio - ეს ახალი განზომილებაა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია!


19

Batumi Showroom Opening 4 ივლისიდან უკვე ბათუმში, ხიმშიაშვილის #1 , შეეძლება მომხმარებელს ესტუმროს ფორუმის ფილიალს. ბათუმის ფილიალშიც წარმოდგენილი იქნება როგორც ინტერიერისთვის, ისე სახლის ექსტერიერისთვის განკუთვნილი მსოფლიო ბრენდების ავეჯი, განათება, აქსესუარები. როგორც თბილისში, ბათუმშიც წარმოდგენილი იქნება ავეჯისმწარმოებელი ბრენდები, რომელიც გასაოცარ მოდელებს გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ამზადებენ: Hülsta, Now! By Hülsta, KOINOR, Freistil by ROLF BENZ, Gautier, VONDOM, Life, Désirée, Ozzio, Hacker. გემოვნებით მოწყობილი კონცეპტები განათებული იქნება ახალი ნათების პარტნიორი ბრენდების უახლესი და საუკეთესო მოდელებით, როგორებიცაა: Artemide, Kolarz, Linealight, Deltalight, Philips, Prolicht, Fumagali...

HACKER პირველად ბათუმის ფილიალში წარმოვადგენთ გერმანულ ბრენდ ჰაკერს, მოგვიანებით კი თბილისში გაიმართება ჰაკერის პრეზენტაცია. Häcker არის გერმანული ბრენდი, რომელიც ჰერმან ჰაკერის მიერ 1898 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს თანამედროვე ჩაშენებულ სამზარეულოებს და აკმაყოფილებს მომხმარებლის ყოველგვარ მოთხოვნას. ჰაკერი აერთიანებს მაღალ ხარისხს, ფუნქციონალურობას, გამძლეობას და დახვეწილ დიზაინს. ჰაკერის ლოგოტიპი მსოფლიოშია ცნობილი და გამორჩეული დიზაინის, სანდოობის, მაღალი ხარისხის მანიშნებელია. ჰაკერის ფილოსოფია მომხმარებლის ინტერესებს ემყარება– კმაყოფილი მომხმარებელი დღეს და მომავალში, აი რას გვთავაზობს ჰაკერი. • კომპანიის ტერიტორია 212.600 კვ. მეტრზეა გადაჭიმული, სადაც 1100 ადამიანია დასაქმებული. • 60–ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი ჰაკერის პროდუქცია და ყავს 2500 სავაჭრო პარტნიორი. • 2014 წელს კომპანიის ბრუნვამ 406 მლნ. ევრო შეადგინა. • ექსპორტის წილი 38%–ია

გმადლობთ რომ კითხულობთ ჩვენს ნიუსლეთერს. სულ მალე კიდევ უფრო მეტი სიახლით, საინტერესო ინფორმაციითა და სასიამოვნო ღონისძიებებით დაგიბრუნდებით.


ახალი ნათების ცენტრალური პავილიონი: • აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ფორუმი ახალი ნათებისგან (+ოფისები) • თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. • ბათუმი: ხიმშიაშვილის ქ. #1 მაღაზია-სალონები თბილისში • • • • • • • •

ალ. ყაზბეგის გამზირი #25ა დიდუბის ქ. #6 აგლაძის ქ. #7 სავაჭრო ცენტრი GA ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ა. წერეთლის გამზირი #116 წულუკიძის ქ. #11 ვარკეთილი შეშელიძის ქ. #45 გლდანი კავსაძის ქ. #3 ვაკე

მაღაზია-სალონები რეგიონებში • ქ. გორი სტალინის ქუჩა #8 • ქ. ქუთაისი აღმაშენებლის ქ. #7 • ქ. ბათუმი ი. ჭავჭავაძის ქ. #21 ტელ: +(995 8422) 27 99 86 • ქ. ფოთი ფარნავაზ მეფის ქ. #1

ტელ.: 220 24 24 www.newlight.ge ელ. ფოსტა: info@newlight.ge facebook.com/AkhaliNateba facebook.com/ForumNL

რედაქტორი: სოფო კოტრიკაძე დიზაინერი: ზაურ გალუსტოვი

2015

Newsletter 2015  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you