Page 1

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი „მწვანე წიგნომანი“


დავუბრუნოთ ახალგაზრდობას ქართული მწერლობა- ეს

პროექტ "მწვანე წიგნომანის"

სლოგანია. მართლაც, 8 ივნისს 2 საათზე ეროვნულ სამეცნიერ ბიბლოთეკაში უამრვი მოსწავლე შეიკრიბა. მოსწავლე, რომლებმაც ჟიურის თვალწინ გააცოცხლეს სხვადასხვა ავტორი და მათი პერსონაჟები. ისინი ერთმანეთს წიგნის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ. მათ პრეზენტაციის სახით უნდა წარმოედგინათ თავიანთი დამოკიდებულება, ხედვა შერჩეული ავტორისა და ნაწარმოების

მიმართ. ასეც მოხდა, ზოგიერთი სკოლის ნამუშევარი

განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩეოდა, თუმცა ყველას ეტყობოდა, რომ ბავშვებმა არაერთი დღე შეალიეს მასალის მომზადებას. ზოგმა მოკლე მეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და პრეზენტაციას დაურთო, ზოგმა თავისი ხელით დაგგვიხატა ეპიზოდები წიგნიდან, ზოგმა მათთვის მნიშვნელოვანი გამონათქვმები მაისურზე დაიწერა და ისე წარსდგა საზოგადოების წინაშე.


პროექტში სულ შვიდი სკოლა იღებდა მონაწილეობას. როგორც ყველა კონკურსს აქაც გვყავდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი. მესამე ადგილზე გავიდა კერძო სკოლა "ფესვები", რომელმაც წარმოგვიდგინა "ვეფხისყაოსანი". მეორე ადგილით კი

მეათე საჯარო სკოლა

დაჯილდოვდა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედება წარმოადგინა. გამარჯვებული გახდადნენ პირველი კლასიკური გიმნაზიის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც აკა მორჩილაძის "წიგნის"

პრეზენტაცია

წარმოგვიდგინეს

და

პატარა

პერფომანსიც

შემოგვთავაზეს

დასასრულის ჟამს. სამივე საპრიზო ადგილს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, ალექსანდრე დიუმას კულტურის ცენტრმა

და ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა სხვადასხვა

საინტერესო წიგნი გადასცა, რისთვისაც პროექტის ორგანიზატორები ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებთ ბიოლის ფონდს, ფრანგულ ინსტიტუტს და ალ. დიუმას კულტურის ცენტრს, აგრეთვე ჟიურის წევრებს, რომლებმაც სამართლიანად შეაფასეს ყველა კონკურსანტი.


ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ეს პროექტი 10 აპრილს დაიწყო წიგნიერების წელთან დაკავშირებით, 8 ივნისს კი მაყურებელმა დასკვნითი ღონისძიება იხილა. მომავლი წლიდან პროექტიი რეგიონთაშორისი გახდება. ეროვული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დიდ მადლობას უცხადებს იმ რეგიონების სკოლებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი კონკურსში მონაწილეობაზე და ესტუმრნენ ჩვენს ღონისძიებას.


ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი "მწვანე წიგნომანი"  

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი "მწვანე წიგნომანი"