მონოგრაფიაში, მარკეტინგული კვლევის საფუძველზე, ნაჩვენებია საქართველოს ელექტრონული მთავრობის გარემოს დადებითი და უარყოფითი მხარეების, პოტენციალისა და პრიო-რიტეტების, საშიშროებებისა და საფრთხეების ანალიზი. მო-ნოგრაფიაში ასახულია საქართველოს ელექტრონული მთავრობის სტრატეგიული საჭიროებები და მოსალოდნელი შედეგები. მონოგრაფიული კვლევა წარმოადგენს ციფრული ეკონომიკის პროცესებთან, საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებთან და გლობალურ გამოწვევებთან ადაპტაციის პასუხს. კომპლექსური მარკეტინგული კვლევის ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია.