Issuu on Google+

PPP center

საჯარო-კერძო პარტნიორობის პირველი ცენტრი საქართველოში ნიუსლეთერი, გამოშვება N2 ივლისი, 2016


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP ცენტრი წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს, რომლის საჯარო

და

კერძო

სექტორს

შორის

მთავარი მისია

თანამშრომლობის

მოდელის

საქართველოში ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ცენტრი წარმოადგენს ერთგვარ საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც ამავდროულად ასრულებს მედიატორის როლს მთავრობასა და საჯარო სექტორს

შორის

და

მიმართულია

საგამომცემლო საქმიანობაზე.

კვლევით,

საგანმანათლებლო

და


ნიუსლეთერი #2 07.16

ახალი ამბები-საქართველო საქართველოში PPP მოდელის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

ახალი ამბები-მსოფლიო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური PPP პროექტები და PPP სიახლეები

PPP UNI PPP უნივერსიტეტი საქართველოში

PPP ფაქტები 2016 წელს დაგეგმილი PPP პროექტები

გვ.4

გვ.6 გვ.9 გვ.11

PPP განმარტებები განხილულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ PPP მოდელის ცნება და მნიშვნელობა

გვ.14

PPP შეფასებები PPP – ეს არის ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკის მართვას

PPP სარგებელი გაეცანით საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის სარგებელს

გვ.17 გვ.19

PPP ლექსიკონი PPP მოდელთან ბევრი ტერმინია დაკავშირებული. გაეცანით ვრცლად

გვ.21

PPP center

სარჩევი


ნიუსლეთერი #2 07.16

ახალი ამბები საქართველო

პრემიერი სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. სამეთვალყურეო საბჭოში იქნებიან წამყვანი ტურისტული სექტორის და სხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალი წლის პროგრამის დაგეგმვაში მიიღებენ მონაწილეობას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“ ჩატარდა. სემინარზე საჯარო დაკერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო და კანონმდებლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

4

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

ახალი ამბები საქართველო ახალი საინიციატივო ჯგუფი – „PPP ცენტრი“ საჯარო – კერძო პარტნიორობის პროექტების მონიტორინგს იწყებს, რაც 2 მიმართულებას მოიცავს: მიმდინარე და

საჯარო-კერძო პარტნიორობის

ახალი პროექტების განხორციელების ეფექტიანობის

პირველი ცენტრი საქართველოში

შეფასება და PPP ბარომეტრი ეკონომიკაში. ინიციატივის

მთავარი

მიზანია,

PPP

მოდელის

განვითარების დინამიკის შესწავლა ეკონომიკაში და განხორციელებული

პროექტების

ეფექტიანობის

შეფასება. საქართველოში

უპრეცედენტო

მასშტაბის

სპორტული

ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, – ამ მიმართულებით 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. მთავრობის მეთაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, მოიძებნოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთის მხრივ, სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის

და,

მეორეს

მხრივ,

იმართებოდეს ჯანსაღი ბიზნესმოდელით.

ინფრასტრუქტურა

PPP ცენტრი პროექტების მონიტორინგს იწყებს PPP ცენტრი წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს, რომლის მთავარი მიზანია საინფორმაციო, საგანმანათლებლო და PPP პროექტების მონიტორინგის მეშვეობით საქართველოში საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის განვითარების და პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. ცენტრი 2 მიმართულებას მოიცავს: მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება და PPP ბარომეტრი ეკონომიკაში. გაეცანით ინტერვიუს

მთავარი გვერდი

5


ნიუსლეთერი #2 07.16

ახალი ამბები მსოფლიო PPP კვირეული სტამბოლში PPP კვირეული, 2016 წლის 2-5 ნოემბერს სტამბოლშია დაგეგმილი. კვირეულს ექნება ინტერაქტიული ხასიათი, სადაც კერძო სექტორის და მთვარობის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ეკონომისტები და სხვა მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან PPP პრინციპებზე და პირობებზე ისაუბრებენ, როგორიცაა - პროექტის დაფინანსება, ხარისხის ფასთან თანაფარდობა (VFM), რისკების მართვა და გადანაწილება და სხვა.

PPP მოდელი ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს PPP ცენტრის კონსულტანტი ელენე ნიჟარაძე მიმოიხილავს PPP მოდელის მნიშვნელობას და როლს ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში და გაგაცნობთ რა სტადიებისგან უნდა შედგებოდეს ქვეყნის PPP პოლიტიკა და სტრატეგია. გაეცანით ბლოგს

6

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

ახალი ამბები მსოფლიო

Changi Newater Plant 2 სინგაპურის წყლის მარაგს ყოველდღიურად 228,000 კუბური მეტრი წყლით შეავსებს

Poznan Waste to Energy PPP პროექტი ყოველწლიურად 210,000 ტონა ნარჩენს გადაამუშავებს

სინგაპურის მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ქვეყანა დამოკიდებული იყო წყლის ექსპორტზე მალაიზიიდან. 2003 წლიდან სინგაპურში PPP მოდელით 4 ახალი წყალმომარაგების და წყლის დასამუშავებელი სისტემა აშენდა. ყველაზე ახალი წყალმომარაგების პროექტი 2014 წელს დაიწყო. Changi Newater Plant 2 სინგაპურის წყლის მარაგს ყოველდღიურად 228,000 კუბური მეტრი წყლით შეავსებს. პროექტის ღირებულების 80%-ს ჩინური კომპანია Beijing Enterprises Water Group დაფარავს. პროექტი 25 წელიწადში დასრულდება. PPP პროექტების დამსახურებით დღეს სინგაპური ნარჩენი წყლის 95%-ს გადაამუშავებს და ის რესურსის დაზოგვის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

ევროკავშირი მისი წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და სხვა სექტორების განვითარებაში აქტიურად არის ჩართული. ასეთ შემთხვევებში ხშირად გამოიყენება PPP მოდელი. 2016 წელს პოლონეთში ნარჩენების გადამამუშავებელი მასშტაბური ობიექტის მშენებლობა დაიწყო. 180 მლნ€ ღირებულების პროექტი Poznan Waste to Energy Project ევროკავშირის, კერძო კომპანია Sita Zielona Energia-ს და სამი ბანკისგან შემდგარი კონსორციუმის Pekao SA UniCredit Group, PKO BP and Bank Gospodarstwa Krajowego დაფინანსებით განხორციელდება. კერძო სექტორს მშენებლობის შემდეგ ობიექტის მართვის უფლება 25 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. Poznan Waste to Energy Project ყოველწლიურად 210,000 ტონა ნარჩენს გადაამუშავებს.

მთავარი გვერდი

7


ნიუსლეთერი #2 07.16

ახალი ამბები მსოფლიო

მუმბაის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება $ 1 3 5 მლნ შეადგენს ინდოეთში PPP პროექტების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მუმბაის მეტროს გაფართოებას მოიცავდა. 2006 წელს ინდოეთის მთავრობამ კერძო კომპანიებთან Reliance Energy Limited, Veolia Transport, Hong Kong MRT და Connex France-თან ხელშეკრულება გააფორმა. 2008 წლიდან მუმბაიში 11 კილომეტრიანი ახალი მეტროს ლიანდაგის და 12 ახალი გაჩერების პუნქტის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება დაახლოებით 135მლნ$შეადგენს. ინდოეთის მთავრობა თანხის 20%-ს აფინანსებს. განახლებული მეტროს ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, თუმცა პროექტის მთლიანად დასრულება 2021 წ���ლს იგეგმება.

8

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP UNI

საქართველოში

PPP UNI-ს მიზანია თანამედროვე მიდგომების დანერგვით საქართველოში ეკონომიკური განვითარების და საჯარო-კერძო სექტორს შორის პარტნიორობის სფეროში კვალიფიციური კადრების და ახალგაზრდა თაობისათვის ამ მიმართულებით განათლების მიღების ხელშეწყობა.

პირველი კვირა

მეორე კვირა

მესამე კვირა

მეოთხე კვირა

სილაბუსი

„რა არის PPP“ - თეორიული საფუძვლები PPP მოდელის მნიშვნელობა (როლი) ინფრასტრუქტურის განვითრებაში სასწავლო კურსის პირველი მოდული მოიცავს რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მთავრობამ კერძო სექტორის რესურსების და გამოცდილების გამოყენებით ინფრასტრუქტურის სექტორის განვითარებაში. კურსი მოიცავს PPP მოდელის თეორიულ საფუძვლებს (ფორმები და მექანიზმები) და ინფრასტრუქტურის განვითარებაში PPP მოდელის როლის გააზრებას. მოდული უზრუნველყოფს იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომელიც დაგეხმარებათ PPP პროექტების და სხვა ბიზნეს შეთანხმებების გამიჯნვაში, რადგან არ შეიძლება საჯარო და კერძო სექტორს შორის ყველა შეთანხმება აღქმული იყოს, როგორც PPP. ასევე პირველი მოდული უნზუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო და წარუმატებელი PPP გამოცდილების განხილვას და შესწავლას. PPP ფორმები და მექანიზმები თეორიული საფუძვლები და როლი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მსოფლიო საუკეთესო და წარუმატებელი PPP გამოცდილების განხილვა და შესწავლა სწავლების პროცესი არის ინტერაქტიული, რაც მოიცავს როგორც ლექციებს და სემინარებს, ისე ვიდეო გაკვეთილებს, საკითხავ მასალას, ქვიზებს და რაც მთავარია პროექტის შექმნას. სტანდარტული და მოდულებით განსაზღვრული ლექციების გარდა, PPP UNI სწავლების პროცესში ითვალისწინებს მოწვეული ექსპერტების/ლექტორების ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მთავარი გვერდი

9


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP UNI

საქართველოში

სასწავლო კურსი გაყოფილია რამდენიმე მოდულად , რომელთაგან თითოეული ეფუძნება იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის საფუძვლიანად შესწავლის და იმ უნარების ჩამოყალიბების და დახვეწისათვის, რომელიც აუცილებელია PPP პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

10

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP ფა ქტ ები განა - PPP პროექტები სოციალურ და ტრანსპორტის სექტორებში კენია - PPP პროექტები სხვადასხვა სექტორში ნიგერია - PPP პროექტები ენერგეტიკის და ტრასპორტის სექტორებში

ჩინეთი - + 1000 PPP პროექტი იაპონია - PPP პროექტი საგზაო სექტორში (პრივატიზაცია) ინდოეთი - PPP პროექტები საგზაო და რკინიგზის სექტორებში ფილიპინები - 15 PPP პროექტი სხვდასხვა სექტორში ტაილანდი - 5 PPP პროექტი საგზაო სექტორში ავსტრალია - PPP პროექტები ტრანსპორტის და სოციალურ სექტორებში

მთავარი გვერდი

11


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP ფა ქტ ები ირლანდია - 8 PPP პროექტი საგზაო სექტორში ლიტვა- PPP პროექტები სოციალურ, საგზაო და აეროპორტების სექტორებში ნიდერლანდები - PPP პროექტები სოციალურ და ტრასპორტის სექტორებში გერმანია - 10 PPP პროექტი საგზაო სექტორში თურქეთი - PPP პროექტები საგზაო და აეროპორტების სექტორებში

კანადა - PPP პროექტები სხვადასხვა სექტორში მექსიკა - PPP პროექეტბი საგზაო და ჯანდაცვის სექტორებში (კონცესია) აშშ - PPP პროექტები საგზაო, ტელეკომუნიკაციების, წყალმომარაგების და სოციალურ სექტორებში

12

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP ფა ქტ ები კოლუმბია - საგზაო კონცესიები პერუ - 20 PPP პროექტი ჩილე - 17 საკონცესიო პროექტი ბრაზილია - PPP პროექტები საგზაო, აეროპორტების და პორტების სექტორებში პარაგვაი - 5 PPP პროექტი ურუგვაი - 7 PPP პროექტი ტრანსპორტის სექტორში

მსოფლიო ბანკის საკონსულტაციო ჯგუფმა InfraPPP-მ 2016 წელს PPP პროექტების შესახებ ახალი კვლევა აწარმოა. კვლევაში 23 ქვეყანაა განხილული, რომელიც მიმდინარე წელს პოტენციურად ყველაზე მეტ PPP ხელშეკრულებას გააფორმებს. ჯერჯერობით ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სამხრეთ ამერიკაა, სადაც მიმდინარე წელს PPP პროექტების რაოდეობა საგრძნობლად გაიზარდა.

მთავარი გვერდი

13


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP განმა რტ ებები

მსოფლიო ბანკის განმარტებით PPP მოდელი გრძელვადიანი თანამშრომლობაა (მაქსიმუმ 30 წელი) კერძო სექტორსა და მთავრობას შორის, რომლის მიზანია საზოგადოების გაუმჯობესებული სერვისებით უზრუნველყოფა. რისკების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში ინაცვლებს, რომელიც პროექტების მართვის პასუხისმგებლობასაც ითავსებს და ინვესტორის ანაზღაურება პირდაპირ დაკავშირებულია შესრულებულ სამუშაოებთან.

ტერმინი „საჯარო-კერძო პარტნიორობა“ ევკოკავშირის კანონმდებლობით არ მოიცავს საჯარო სექტორის მიერ გაფორმებულ შეთანხმებებს. ჩვეულებრივ, ეს ეხება საჯარო მმართველობის და კერძო სექტორის თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, კონსტრუქციას, მართვას და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის და შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფას.

14

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP განმა რტ ებები

USAID-ის განმარტებით, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა პროექტების სტრუქტურირებაში, დაფინანსებასა და განხორციელებაში. PPP მოდელი მოიცავს, როგორც კერძო და საჯარო სექტორების, ისე საზოგადოების იდეების, ძალების, რესურსების მობილიზებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ბიზნესისათვის

ხელსაყრელი

გარემოს

შექმნის,

ჯანდაცვის

და

განათლების

სერვისების

ხელმისაწვდომობის და განვითარებისთვის. ამ განმარტების მიხედვით PPP მოდელი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანმშრომლობას გულისხმობს და პარტნიორობის ფილანტროპულ ხასიათზე კეთდება აქცენტი, რაც

ცხოვრების ხარისხის

გაუმჯობესების პროცესებში საზოგადოების ჩართვას გულისხმობს და პასუხისმგებლობები თანაბრად ნაწილდება მხარეებს შორის.

მთავაჽი გვეჽდი

15


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP განმა რტ ებები

PPP ტელეკომუნიკაციებში PPP ცენტრის კონსულტანტი თეკლა დოლიძე მიმოიხილავს, თუ როგორ გამოიყენება PPP მოდელი ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი 5G სისტემის დასანერგად

გაეცანით ბლოგს

16

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP შეფასებები საქართველო

დავით საგანელიძე PPP – ეს არის ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკის მართვას. PPP მოდელი, ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურად და საზოგადობრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და სრულყოფას. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ეფექტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა, სწორედ სახელმწიფო ორგანოებსა და ბიზნეს შორის აქტიური თანამშროლობაა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

მთავაჽი გვეჽდი

სოსო ცისკარიშვილი PPP მოდელი პროგრესულია იმით, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს უნდა შეეძლოს ერთმანეთის საქმიანობის მონიტორინგი და მხოლოდ შეთანხმების და კონსესუსის რეჟიმშია შესაძლებელი ისეთ��� მსხვილი ჰოსპიტალების მართვა, როგორებიცაა თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო და უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).

17


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP შეფასებები საქართველო

გიგა ბუკია როდესაც თანადაფინანსებით ხდება მართვა, სახელმწიფოს აქვს უფრო მეტი კონტროლის საშუალება. ეს საჭიროა, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები და ხარჯები არარეალურად მაღალი არ იყოს. დახარჯული თანხა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. PPP მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ჩვენი ფული და ეფექტიანად გამოიყენოს. ეს არის ნდობასა და კონტროლზე დამყარებული პროგრამა.

18

მანანა კობახიძე PPP პროექტის განხორციელება ხელს შეუშლის საბიუჯეტო სახსრების უცხოეთში გადინებას. კერძო სუბიექტების მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული ეს პროექტები. ინვესტიციას სახელმწიფო იმიტომ აკეთებს, რომ ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, მომსახურება – ეფექტიანი და დროული. სახელმწიფო ეხმარება ამ კერძო კომპანიებს და ისინიც ორიენტირებულნი უნდა იყვნენ პაციენტის მომსახურებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ – მოგებაზე.

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP სარგ ებე ლი People First; ხარჯთეფექტურობა; ეკონომიკური ზრდა; ინვესტიციების მოზიდვა; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; მომსახურების ხელმისაწვდომობა; ადამიანური რესურსების გაზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კადრების გადამზადება; სასარგებლო ადამიანური რესურსის გამოყენება PPP მოდელი უკვე არსებული და გამოცდილი კადრების გადამზადებასა და მუდმივი ტრეინინგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს; ტექნოლოგიური რესურსების გაზრდა ახალი ტექნოლოგიების ჩართვა ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას; სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლებისა და ა ქტივების მართვის შენარჩუნება; ხარისხის ფასთან თანაფარდობა (Value for Money) კონკურენტული

სატენდერო

პროცესების

მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა

ეტაპზეა

გათვალის

-წინებული;

მთავაჽი გვეჽდი

19


ნიუსლეთერი #2 07.16

PPP სარგ ებე ლი

წინასწარი კაპიტალი ბევრი კონცესიური მოდელი ითვალისწინებს ავანსური კაპიტალის არსებობას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, რათა გაუთვალიწინებელი გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში არ მოხდეს პროექტის შეფერხება; ეკონომია ბუნებრივი ღირებული რესურსების ეფექტიანი მართვით; ფინანსური ზეგავლენების შემცირება სახელმწიფოს აქვს ბევრი საპენსიო ვალდებულება და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით გასაწევი ხარჯი, რისი

ფინანსური

წარმოადგენს,

უზრუნველყოფაც რადგან

იცვლება,

პრობლემას როგორც

მოსახლეობის რაოდენობა, ისე საგადასახადო ბაზა. PPP მოდელით

ზოგიერთ

შემთხვევაში

აღნიშნული

ხარჯების დაფარვა კერძო სექტორის ვალდებულება შეიძლება გახდეს

20

მთავარი გვერდი


ნიუსლეთერი #2 07.16

ლე ქს იკონი People First PPP

მოდელის

მთავარ

პრინციპს

საზოგადოებრივი

ინტერესების

გათვალისწინება

და

მოსახლეობისათვის საჯარო სიკეთის შეუფერხებელი მიწოდება წარმოადგენს და არა რომელიმე კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინება. საზოგადეობამ უნდა მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ნაკლები დანახარჯებით

DBFO (Design, Build, Finance, Operate) პროექტირება,მშენებლობა,მართვა-გარდა კერძო პარტნიორის პასუხისმგებლობისა პროექტირებაზე, აღსანიშნავია მისი პასუხისმგებლობა ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის დაფინანსებაზე.

SPV (special purpose vehicle) სპეციალური დანიშნულების მექანიზმი-ეს არის ახლადშექმნილი კონსორციუმი, რომელშიც ერთიანდება სხვადასხვა სექტორში მოღვაწე წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და ყალიბდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) პროექტების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისათვის;

VFM (value for money) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული;

BOMT (Build, Operate, Maintain, Transfer) მშენებლობა, მართვა, მომსახურება, გადაცემა - სპეციალური აქცენტი კეთდება კერძო პარტნიორის პასუხისმგებლობაზე მის მიერ აგებული ობიექტების შენახვასა და მიმდინარე რემონტზე.

შებრუნებული “BOOT” ხელისუფლება აფინანსებს და აშენებს ობიექტს, შემდეგ კი სამართავად კერძო პარტნიორს მიანდობს, რომელიც სახელმწიფოსგან თანდათანობით გამოისყიდის აღნიშნულ ობიექტს და თავის საკუთრებად აქცევს.

მეორე გამოცემა სარედაქციო გუნდი ნინო სუბელიანი თეკლა დოლიძე ელენე ნიჟარაძე მთავაჽი გვეჽდი

გრაფიკული დიზაინი: ხატია მალიშავა ირმა შონია

გამომცემელი PPP ცენტრი ელ.ფოსტა: info@ppp.ge

შემდეგი გამოშვება: ოქტომბერი 2016

21


PPP Newsletter July 2016