Issuu on Google+

PINK

ზაფხული 2013

10 პოპულარული საზაფხულო ტენდენცია მოდაში

9

რჩევა მათთვის, ვინც სირბილს იწყებს


2

PINK | ზაფხული 2013


3

PINK | ზაფხული 2013


4

PINK | ზაფხული 2013


5

PINK | ზაფხული 2013


6

PINK | ზაფხული 2013


7

PINK | ზაფხული 2013


სარჩევი სტილი

სილამაზე

18 20 22 30

ჯანმრთელობა

56 58 60 62 64

68 72 74 76 78

ყოველ ნომერში

33 39 8

PINK სეზონი, გვ. 14

ისტორიები, გვ. კლ

პაემანი, პაემანი, გ

PINK | ზაფხული 2013


სარჩევი ურთიერთობები

108 113 114 რეკლამის განთავსება

ყდის ისტორია

დასვენება და სხვა

93

105

80 84 87 102

შემოგვიერთდით

გვ. გვ. 106 ლი

რატატუი, გვ. 90

PINK | ზაფხული 2013

ასტროლაბი, გვ. 88 9


ნომერზე მუშაობდნენ მთავარი რედაქტორი: ყდის ისტორია: ურთიერთობები: სტილი: სილამაზე და ჯანმრთელობა:

დასვენება: კარიერა: ფოტო:

ვიზაჟი: დაკაბადონება: მადლობა:

ყველა უფლება დაცულია © PINK MEDIA LTD ტელ.: 598152317 ელ.ფოსტა: editor@pink.ge www.pink.ge

10

PINK | ზაფხული 2013


რედაქტორის სვეტი

ჩემი ღრმა რწმენით ზაფხული ექსპერიმენტების დროა. ყველაზე გიჟური და დასამახსოვრებელი თავგადასავლები სწორედ ზაფხულში ხდება. ზაფხულს ყველასთვის რაღაც ახალი მოაქვს. ამიტომაც ნომრის თემად ექსპერიმენტები ავირჩიეთ. ეს ჟურნალიც 6 წლის წინანდელი ექსპერიმენტის ნაყოფია, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს ექსპერიმენტი გაამართლებდა და დღეს იგივე პროექტის, უკვე გაზრდილისა და დახვეწილისთვის, რედაქტორის სვეტის დაწერა მომიწევდა. 2013 წლის ზაფხული შენ, მკითხველს გეძღვნება! იმედია ჩვენს ჟურნალში აღმოაჩენ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას მის უკეთ გასატარებლად. აუცილებლად გამოიყენე თავისუფალი დრო ექსპერიმენტებისთვის, მაგრამ ზოგჯერ ასეთ დროს ჭკუის და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:

ჩაიცვი გაბედულად, მაგრამ არ დაივიწყო რა არის წელს მოდაში (გვ. 18)  დაიწყე სირბილი, მაგრამ ნუ დაუშვებ შეცდომებს (გვ. 76)  წადი ლაშქრობაში, თუმცა იქ თავის მოვლაზეც იზრუნე (გვ. 64)  მოაწყვე აუზ-ფართი და გაირუჯე, მაგრამ მზესთან დაკავშირებული საფრთხეს ნუ დაივიწყებ (გვ. 68)  დატესტე 114-ე გვერდზე ჩამოთვლილი გენიალური ადგილები, მაგრამ აუცილებლად დაიცავი თავი სგგდ-სგან (გვ. 78);  გააბი “უცოდველი” ფლირტი, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის გაბმამდე გაითვალისწინე, როგორი არ უნდა იყოს შენი მამაკაცი (გვ. 108). დარწმუნებული ვარ უამრავ სხვა ექსპერიმენტს თავადაც ჩაატარებ და შემდეგ აუცილებლად მოგვიყვები მათ შესახებ. მე კი ისღა დამრჩენია მზიანი, მხიარული და ბედნიერი ზაფხული გისურვო. შეხვედრამდე, სექტემბერში! მარიამ ტალახაძე მთავარი რედაქტორი

მომწერეთ - editor@pink.ge PINK | ზაფხული 2013

მარცხნიდან: ირინკა ანდრეევა, მარიამ მექვაბიშვილი, ნინუცა მაყაშვილი, თქვენი მონა-მორჩილი.

11


ისტორიები

ჩვენი ავტორები თავიანთ საზაფხულო ისტორიებსა და ექსპერიმენტებზე ყვებიან ავტორი: ბაია ძაგნიძე

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ზაფხული ჩემი საყვარელი წელიწადის დროა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი სადმე, ტროპიკულ ქვეყანაში. განსაკუთრებით მიმზიდველი მეჩვენება ისრაელი, სადაც გასულ ზაფხულს მთელი ორი თვე გავატარე და ფეხით შემოვიარე ბევრი ქალაქი. წელს სტამბოლის მონახულებას ვაპირებ, იმედია გამომივა ჩანაფიქრი. ორჰან ფამუქის "სტამბოლმა" და "უმანკოების მუზეუმმა" უნახავად მომხიბლა და შემაყვარა ამ ქალაქის პატარა თუ ხალხმრავალი და ხმაურიანი ქუჩები. ყველაზე გიჟური ზაფხული მაშინ იყო, ღამის 5 საათზე ბათუმის გზაზე რომ აღმოვჩნდი, და თანაც, მეგობრის შეყვარებულის სანახავად რომ გამიყოლეს ხურდაში. ზაფხულის თავგადასავლები მე მგონი მხოლოდ რომანით არ უნდა სრულდებოდეს - ყველაზე მაგარი - ახალი ნაცნობები და ახალი სიტუაციებია.

12

ჩემთვის ზაფხული წარმოუდგენელია ავტოსტოპით მგზავრობის გარეშე. ყველაფერი უკვე გზიდან იწყება: ნაცვლად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტისა არ იცი, რა გელის წინ. ბევრ ახალ ადამიანს იცნობ, უმეტესად საინტერესო ტიპებს, რომლებიც გზაში უამრავ საინტერესო ამბავს გიყვებიან. მოკლედ თავგადასავლები უკვე მგზავრობის პირველივე დღიდან გელის.

რატომღაც, ყოველთვის ზაფხულში ხდება ჩემს ცხოვრებაში ყველა საინტერესო მოვლენა. პარიზიაო სიყვარულის ქალაქი, ამბობენ, მაგრამ ჩემთვის ყველა ადგილი, რომელსაც ზაფხულში ვსტუმრობ, სიყვარულის ჩემი იდეალური საზაფხულო ქალაქია. ექსპერიმენტებს რაც შეეხება, არდადეგები ალბათ თავგადასავლები საკმაოდ ზურგჩანთით რომელიმე მაქვს: აი, წარმოიდგინეთ, ქვეყანაში მოგზაურობა შუა გზაზე გაფუჭებული იქნებოდა. ამ ზაფხულს კი მანქანა და ორი გოგო გრანდიოზულს არაფერს ვაპირებ, მაქსიმუმ ერთი-ორი რომელიღაც სოფლის გზაზე, ხანგრძლივი ლოდინის მთიანი მხარე დავლაშქრო. შემდეგ გამვლელს რომ ყველაზე კარგად კი გადააწყდები და მთელი გზა ავტოსტოპით მოვლილი ერთი იქნება სალაპარაკო დასავლეთ საქართველო თემა: "რა უნდა ქალს მახსენდება, რაჭით რომ საჭესთან". ყველაზე დავიწყეთ და სპონტანურად საინტერესო ექსპერიმენტი ზღვაზე ამოვყავით თავი, მაინც DJ-ის "შებმაა" ღამის შემხვედრმა ტრანსპორტმა კლუბში, თუ მოახერხებ, და გულმა საითაც გაგვიწია მთლიანად იცვლება ღამის იქით რომ წავედით. პროგრამა. PINK | ზაფხული 2013


ისტორიები ყველა ზაფხულის დასაწყისში გულში იმედი მიჩნდება, რომ ახლა მაინც, აუცილებლად ვიპოვი მთის ფერდს შეფარებულ ულამაზეს სოფელს, სადაც არ იქნებიან სხვა დამსვენებლები. იცხოვრებენ ერთმანეთის უზომოდ მოყვარული ადამიანები და მექნება, მთლად მწვანეში ჩაფლული, ქვის კოპწია სახლი, რომელიც დიდი ხანია ელოდება, იქ გადავსახლდე. წელს სად წავალ? წარმოდგენა არა მაქვს, ზაფხული თვითონ მიკარნახებს მიმართულებას. შეიძლება, არსადაც არ წავიდე - ვიჯდე ყოველ დილა-საღამოს აივანზე, ვუყურო მზის მიბრძანებამობრძანებას, ჩიტების საზაფხულო ორომტრიალს, დავტკბე ბავშვების ჟივილხივილით, ჩრდილს შეფარებული შეყვარებულების სიცილით, ფოთლებისა და ქარის დუეტით, მივირთვა ჩემი ხელით მომზადებული, ხილის წვენი, შევიგრძნო ახლადდაბანილი თმის სასიამოვნო სინოტივე და უსაზღვროდ და უმისამართოდ მადლობელი ვიყო იმისათვის, რომ ზაფხულია. რადიკალური ექსპერიმენტებით არ გამოვირჩევი, და ხშირად ჩემი დასვენება პენსიონერების შეკრებაზე მოსაწყენი გამოდის ხოლმე, მაგრამ წელს გადავწყვიტე, კორექტირება შევიტანო ამ PINK | ზაფხული 2013

სტილში. გეგმაში მაქვს რამდენიმე ადგილის ნახვა, სადაც არ ვყოფილვარ, შეიძლება პატარა ლაშქრობაც მოვახერხო. თქვენც იგივეს გირჩევდით. თუ ბიუჯეტი არ სწვდება ჰავაისა და ეგვიპტის საგზურს, კარვებიც გამოდგება, თანაც ჩვენთან არცთუ ცუდი ადგილებია კემპინგისთვის...

არანაირი თავგადასავალი, ყოველ ზაფხულს ვმუშაობ, პლუს დამატებით სამუშაოსაც ვითავსებ. გიჟური ექსპერიმენტები შორსაა ჩემგან, ასჯერ ვზომავ ხოლმე ყველაფერს მაგრამ ზაფხული მაინც მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ თბილა, ცოტა მაცვია და ქუჩებში ხალხი ცოტავდება. ზოგადად იშვიათად ვგეგმავ რამეს, რადგან არასდროს

მიდის ჩემი გეგემები ისე როგორც საჭიროა. ასე რომ არც ეს ზაფხულია ამით გამორჩეული. სურვილი და იდეები ბევრია და როგორც ყოველთვის, ბოლო წამს გადავწყვეტ, სად წავალ, ამიტომაც ექსტრემალური სიტუაციები სულ თან მდევს ხოლმე. სხვათა შორის, არც სამსახური მაჩერებს ერთ ადგილას, სულ სადღაც მიწევს რეპორტაჟზე გასვლა. ერთი სიტყვით, მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ვცდილობ ყოველი ზაფხული მაქსიმალურად გამოვიყენო განსხვავებული თავგადასავლების დასაგროვებლად. ზაფხული - ცხელი, ცხელი! გათენებული ღამეებით, ალკოჰოლის სუნით, ზღვით და მზისგან დაკოცნილი კანით დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებით სიახლეებით და მათი ჰერბარიუმში ჩაწებებით: პირსინგი, ტატუ, თმის შეღებვა/შეჭრა, მდებარეობის ცვლილება და დაგუბებული ყურები წნევის ცვალებადობაზე. ჩემი ნება რომ იყოს სულ ზაფხული იქნებოდა.

გამოგვიგზავნეთ თქვენი ისტორიები და საზაფხულო თავგადასავლები მთელი ზაფხულის განმავლობაში. საუკეთესოები გამოქვეყნდება შემდეგ ნომერში. editor@pink.ge 13


PINK ზაფხული სად გავერთოთ?

ავტორი: ბაია ძაგნიძე

ფესტივალი არტ გენი ეთნოგრაფიული მუზეუმი 14-21 ივლისი

Black Sea Jazz Festival ბათუმი 18-21 ივლისი

Asureti Open Air – Misterika თბილისის ზღვა 18-22 ივლისი

Batumi Summer Set Fest 2013 ბათუმი 22-24 აგვისტო

რას ვუყუროთ? თბილი სხეულები რომანტიული კომედია ზომბისა და ადამიანის სიყვარულზე

სიყვარულის თავშესაფარი საიდუმლოებით მოცული ახალგაზრდა ქალი ჩრდილო კაროლინაში ბინავდება, სადაც სიმპათიური ქვრივი შეუყვარდება.

დიდი ქორწილი დიდი ხნის განქორწინებული წყვილი იძულებულია თავი დაქორწინებულად წარმოიაჩინოს შვილის ქორწილის გამო.

იდეალური ხმა გოგონათა აკაპელას გუნდი ჩემპიონატში სასტიკად დამარცხების შემდეგ იძულებულია შეცვალოს წევრები და სტილი, რათა ისევ წარსდგეს ჟიურის წინაშე.

14

ზემფირას კონცერტი მთაწმინდის პარკი, 22 ივლისი ბათუმის პიაცა, 24 ივლისი

რა წავიკითხოთ? გოგონა დრაკონის ტატუთი სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი ტომი, რომელშიც იგი ასახავს 40 წლის წინანდელი მკვლელობის ისტორიის გამოძიებას.

შენთვის იდეალური ლორელ ჰეიტსის სერიის პირველი ტომი მოგვითხრობს დიზაინერ გოგონაზე, რომელიც მუზისა და სექსუალურობის დაბრუნების მიზნით ინტერნეტში ონლაინ რეკლამას აქვეყნებს... ღონისძიების განსათავსებლად მოგვწერეთ: MARKETING@PINK.GE PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

15


ნეონი და “შიშველი” ფერი

“ჭუჭრუტანა” ქსოვილი

ბრჭყვიალა ფრჩხილები

PINK | ზაფხული 2013

17


სტილი ქუდი: Top Shop

ყელსაბამი: Stradivarius

ზურგჩანთა: TopShop

ჩანთა: Accesorize

ზაფხული ღია ცის ქვეშა ღონისძიებების პერიოდია, ამ დროს ყველა ნივთი პრაქტიკული უნდა იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრაქტიკულობა მოსაწყენია. ავტორი: ირინკა ანდრეევა ფეხსაცმელი: BATA

სამაჯური, ბეჭედი, საყურე: Zarapxana “Rooms”

ჩანთა: BATA

სათვალე: River Island

ჩანთა: ZARA

ტელეფონის დამცავი: ZARA 18

PINK | ზაფხული 2013


ფეხსაცმელი: Accessorize

სტილი

ჩანთა: Nikky

სათვალე: Bershka ყელსაბამი: ZARA

ჩანთა: River Island

თავის აქსესუარი: amazon.com

ესპადრელი: Stradivarius

თავის აქსესუარი: River Island

ღია ფეხსაცმელი: Pull and Bear

ბოტი: amazon.com პროდუქციის განსათავსებლად მოგვწერეთ: MARKETING@PINK.GE PINK | ზაფხული 2013

19


სტილი

სპილენძისფერი. ულამაზესია გარუჯულ კანზე. Amazon.com $40

River Island. ზედა - £10.00. ქვედა - £8.00

გრაფიკა 60-იანების პოპ-არტი კვლავ ძალას იკრებს 2013 წლის სეზონზე და თითქმის ყველგან გვხვდება. River Island. ზედა - £10.00. ქვედა £8.00

ნაქსოვი

ავტორი: ირინკა ანდრეევა ცხოველი NEWLOOK

Newlook.com ზედები - £15.99

კლასიკა, რომელიც ყოველთვის იქნება ეტალონი, ლეოპარდის, ვეფხვის, რეპტილიის პრინტი თამამად შეგიძლია მოირგო. Missselfridge.com, £28.00

მთლიანი £24.99

თუ ქვედა ბოლოს ან შარვალს ამოიცვამ, იგი სულ მარტივად გადაიქცევა მაისურად და პირდაპირ შეგიძლია აუზის წვეულებებზე წასვლა, სადაც შეუმჩნეველი არ დარჩები. Beautyswim.com $128.00

ყვავილები ყვავილები სეზონის ჰიტია ტანსაცმლის ნებისმიერ სახეობაში და საცურაო კოსტუმი გამონაკლისი არაა. Missselfridge.com ზედა და ქვედა - £26.00

Newlook.com, ქვედები - £11.99

20

PINK | ზაფხული 2013


სტილი აცტეკი ცხელ სეზონზე იმდენი მოდური ფერი იყრის ერთად თავს, რომ შეუძლებელია ყველა მათგანი იქონიო, ძველი ტომების შეფერილობა ამ ყველაფერს ანაზღაურებს.

ციფრული, ფოტოპრინტი Newlook.com ზედა - £19.99 ქვედა - £9.99

TOPSHOP მთლიანი - £36.00

შეუსაბამო ბიკინი და ტოპი

NEWLOOK £22.99

მაღალ წელიანი ბიკინი 60-იანი წლები და არა მარტო. პოპ-არტი ბატონობს, მაღალი წელი - ფეხებს უფრო გრძელს აჩენს და ზედმეტ ცხიმებს მუცლის არეში ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

ორ საბანაო კოსტუმს შორის ვერ გადაწყვიტე? ერთის ზედა ხოლო მეორეს ქვედა შეარჩიე, ეს ხომ მოდური ტენდენციაა. Zara. ზედა - 40 GEL, ქვედა - 40 GEL

NEWLOOK ზედა - £14.5 ქვედა - £9

H&M. ზედა - $15

ბაფთა, რუში, ფოჩი ყველაზე ნაზი, მიმზიდველი და ქალური, ამ დანამატით შენს სასარგებლოდ შეგიძლია იმოქმედო და მოცულობა შემატო იმ ადგილებს, სადაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება. TOPSHOP. ზედა და ქვედა - £32

H&M. ქვედა $9,93 PINK | ზაფხული 2013

H&M. ზედა $14,95

Amazon.com $80

21


სტილი

10 პოპულარული საზ 10 საზ 10 პოპულარული პოპულარული საზა საზ ავტორი: თამარ ჩაჩაშვილი

გასული წლის ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენციაა, რომელიც წელსაც საკმაოდ აქტუალურია. კარგად რომ დაფიქრდე, ლოგიკურიც არის: გარუჯულ სხეულზე ნეონის ფერები - უბრალოდ

22

აღმაფრთოვანებელია. ასე რომ, წელსაც შეგიძლია გამოიყენო სამოსში და აქსესუარებში ნეონის თამამი და გაბედული ფერები. დარწმუნებული იყავი, ნამდვილად სეზონის აქტუალური ჰიტი გეცმევა.

PINK | ზაფხული 2013


სტილი

ზაფხულო ტენდენცია ზაფხულო აფხულო ტენდენცია ზაფხულო ტენდენცია მშვენიერი PEPLUM ეს ტენდენცია კარგად გემახსოვრება გასული წლის საერთაშორისო პოდიუმების ფავორიტი იყო. წელს რა თქმა უნდა, ცოტათი სახეცვლილი, ავანგარდული და არცთუ მთლად კლასიკური, მაგრამ მაინც ძალიან დახვეწილი, კვლავ წამყვანი დიზაინერების სეზონის საყვარელ ტენდენციად დარჩა.

კაბები, ქვედაბოლოები და მაისურები მოდურ კატეგორიას არ მიეკუთვნება თუ ეს უკანასკნელნი ასიმეტრიულად აჭრილი და არეული არ იქნება. წელსაც ძალიან პოპულარულია წინ მოკლე და უკან გრძელი ე.წ. “თევზის კუდი” სილუეტი. მოკლედ სრული არეულობა და ქაოსი - ასიმეტრია დიზაინერთა ფავორიტი ტენდენციაა. ►

PINK | ზაფხული 2013

23


სტილი

ქათქათა თოვლივით თეთრი სამოსი ზაფხულის ფავორიტი ფერი და ტენდენცია ყოველთვის იყო. არც წელს უღალატო ტრადიციას და გარდერობი აუცილებლად განაახლე თეთრი ტილოს შარვლით, მაისურით ან პერანგით. შორტები, სარაფანა და ფეხსაცმელიც არ დაივიწყო.

24

PINK | ზაფხული 2013


სტილი

ავ

ა რ

და

ე რ ი ულ

გასული წლის ერთ-ერთი აქტუალური ჰიტი 2013 წელსაც პოპულარულ და ფავორიტ ტენდენციათა სიაშია. წელს მოდაშია ცხოველების, გეომეტრიული ფიგურების და უბრალოდ ასიმეტრიული პრინტები. ისინი უფრო მეტად ავანგარდული, მკვეთრი და ხასხასა ფერებით გამორჩეული, გაბედული და თვალშისაცემია. გინდა, ბრწყინავდე და ყველასგან გამოირჩეოდე ამ ზაფხულს? მაშინ თამამად მოირგე ყველაზე გაბედული პრინტებით მოხატული სამოსი.

პ რ

ი ნ

ე ი PINK | ზაფხული 2013

25


სტილი

მეტალის მბრწყინავი ტენდენცია ხელახლა ჩნდება ახალ კოლექციებში ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსივით. მართალია ყოველ ჯერზე ოდნავ განსხვავებული ფორმით, თუმცა ტენდენცია უკვე კარგა ხანია არსებობს. წლევანდელ სეზონზე აარჩიე რაც შეიძლება ფერადი და ბევრი მბრწყინავი ბისერებით გაფორმებული სამოსი, ან თუნდაც აქსესუარი, ქლაჩის ან საყელოს სახით.

თუ სარაფნის ყიდვა გადაწყვიტე ზაფხულის სეზონისთვის, მაშინ ეცადე, რომ იგი აუცილებლად ყვავილოვანი პრინტით იყოს (floral print). არ აქვს მნიშვნელობა სარაფნის ფერს და ფორმას. ასევე შეგიძლია ყვა���ილოვანი პრინტი გამოიყენო სხვადასხვა სახეობის სამოსში. ეს უკანასკნელი კი მე პირადად ძალიან მომწონს შარვლებზე, რომელიც უთუოდ სუპერმოდურ და მოხდენილ ელფერს მოგანიჭებს. ►

26

PINK | ზაფხული 2013


სტილი

შეკრული საყელო გასული წლიდან მოყოლებული მის უდიდებულესობა მაღალ მოდას განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ცვლილებები არ განუცდია. ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი და უკვე მორგებული სტილია შეკრული საყელო. ასე რომ, შეგიძლია ამ სეზონზეც თამამად გამოიყენო. არ აქვს მნიშვნელობა, საყელო პერანგის იქნება თუ კაბის.

PINK | ზაფხული 2013

პასტელის მშვიდი და ნაზი ფერები კიდევ ერთი მშვენიერი ტენდენცია 2013 წლის ზაფხულისთვის. გაამდიდრე შენი გარდერობი პასტელის გარდამავალი მშვიდი ტონალობის სამოსით, უპირატესობა კი გამჭვირვალე ქსოვილებს მიანიჭე.

27


სტილი

მიუხედავად იმისა, რომ პრინტები უკვე განვიხილეთ, ტროპიკული პრინტები მაინც ცალკე ტენდენციად ჩამოყალიბდა. ტროპიკული ხეები, ცხოვლები, ეგზოტიკური ყვავილების პრინტებით გაფორმებული საზღვაო სამოსი სეზონის აქტუალური ჰიტია.

28

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

29


შოპინგი

მიიღე ფორმა მას შემდეგ რაც სასურველ ნივთს შეარჩევ მაღაზიაში, რომელსაც კარებზე აწერია TAX FREE, გამყიდველს სთხოვე სპეციალური შესავსები ფორმა. შეავსე საჭირო ველები მთავრული ლათინური ასოებით. გახსოვდეს: შეუვსებელი ფორმის შემთხვევაში ანაზღაურება არ ხდება.

მიიღე ბეჭედი ავტორი: მარიამ ტალახაძე

გაინტერესებს, რამდენს მიიღებ ანაზღაურებას?

30

დაიტოვე ცოტაოდენი დრო ფრენამდე აეროპორტში ანაზღაურების მისაღებად. მიაკითხე საბაჟო განყოფილებას და წარადგინე შევსებული TAX FREE ფორმა, პასპორტი, ჩეკები და შეძენილი ნივთები. თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, საბაჟოს მოხელე შენს ფორმას ბეჭედს დაარტყამს. შეძენილი პროდუქტები უხმარი უნდა იყოს, ზედ უნდა ჰქონდეს იარლიყები და ორიგინალი შეფუთვა. არ ჩადო შეძენილი ნივთები Check-in ბარგში, რადგან შესაძლებელია მოგიწიოს საბაჟოს მოხელესთვის მათი ჩვენება. ან თუ სხვა გზა არ გაქვს, საბაჟო განყოფილებას ბარგის ჩაბარებამდე მიაკითხე. გახსოვდეს: ბეჭდის გარეშე ანაზღაურება არ ხდება.

მიიღე ანაზღაურება აეროპორტში მიაკითხე ოფისს, რომელსაც Global Blue-ს ლოგო ამშვენებს. წარადგინე ბეჭდიანი TAX FREE ფორმა და მიიღე ნაღდი ფული ან თანხა პლასტიკურ ბარათზე. გახსოვდეს: ნაღდი ფულს მიიღებ იმ ქვეყნის ვალუტაში, რომელსაც ტოვებ.

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

31


PINK | ზაფხული 2013

32


სტილი

ფოტო პროექტი

პროექტის ავტორები: ბაია ძაგნიძე & ირინკა ანდრეევა

GIORGI KEBURIA MARUSINKA SHOES RIVER ISLAND

სილამაზის სალონი “ARTE” ქრისტინე კეთილაძე ინა ნერსესიანი ნუკი ყარალაშვილი განსაკუთრებული მადლობა: კაფე Linville კაფე “ნახვამდის” არტ სტუდია “ლესელიძის 49”

PINK | ზაფხული 2013

33


სტილი

34

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

35


სტილი

36

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

37


PINK | ზაფხული 2013

38


ავტორი: მარიამ ტალახაძე

ამ სეზონზე უპირატესობა მიანიჭე ფერად პრინტებს, თხელ, დახეულ ჯინსებს და ნეონის ფერებს. შეგიძლია შეარჩიო მყვირალა პასტელის ფერის, სხვადასხვა აქსესუარებით გაწყობილი და ჭრელი ფეხსაცმელები.

გამოგვიგზავნე instagram-ზე შენი საუკეთესო ჩაცმულობა მთელი ზაფხულის განმავლობაში. დათაგე @Pink_ge და #PinkCatwalk საუკეთესოები გამოქვეყნდება შემდეგ ნომერში. 39


დახეული ჯინსის შარვალი 2013 წლის ტენდენციაა. შეუხამე ფერადი ქამარი და მაისური.

ჯინსის შორტი გარდერობის განუყოფელი ნაწილია ზაფხულში. შეუხამე ფერადი, კონტრასტული ტოპი.

40

PINK | ზაფხული 2013


გრძელსახელოიანი სპორტული ზედა გრილი საღამოების აუცილებელი ატრიბუტია. შეარჩიე მოკლე ვერსია, შიგნით კი ფერადი ტოპი ჩაიცვი.

PINK | ზაფხული 2013

41


გიპიური სეზონის აღმოჩენა. ის ერთდროულად სექსუალური და “როკერულია”.

42

PINK | ზაფხული 2013


ტანსაცმელი ეროვნული სიმბოლიკით ამ სეზონზეც აქტუალურია.

PINK | ზაფხული 2013

43


არ დაგავიწყდეს ნათელი ფერის პიჯაკი - გრილი საღამოებისთვის ან კონდიცირებულ საოფისე გარემოში ჩასაცმელად. შიგნით კი ჩაიცვი მაისური კამუფლიაჟის ან ყვავილების პრინტით.

44

PINK | ზაფხული 2013


Skinny ჯინსი და ფერადი პასტელის ფეხსაცმელები უცვლელი ჰიტია.

PINK | ზაფხული 2013

45


სალათისფერი მწვანე შეგიძლია გამოიყენო როგორც აქსესუარებში, ისე ძირითად ტანსაცმელში.

46

PINK | ზაფხული 2013


ის შეიძლება იყოს გამოხატული ზოლებით, პრინტით ან წარწერებით.

PINK | ზაფხული 2013

47


ჩაატარე ნამდვილი ვარსკვლავური ექსპერიმენტი! ეს მთლიანად შენს გემოვნებასა და გამბედაობაზეა დამოკიდებული.

48

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

49


ნახევრად სპორტული მაისური და ნეონის ვარდისფერი შარვალი შეგიძლია შეუხამო როგორც სპორტულ, ისე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

50

PINK | ზაფხული 2013


ვარდისფერი წლევანდელი ჰიტია. შეიძინე ამ ფერის მოკლე ქვედაბოლო, ჯინსი თუ აქსესუარები. ვარდისფერი წელს მაკიაჟშიც კი ლიდერობს.

PINK | ზაფხული 2013

51


ფერადი და კონტრასტული ტანსაცმელი შეგიძლია ოფისშიც ჩაიცვა. მაგრამ თუ დრეს კოდით ხარ შეზღუდული, მოდა მაინც არ უნდა დაივიწყო.

52

PINK | ზაფხული 2013


რაც მთავარია, ამ სეზონზე არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების და შენი სათქმელი თამამად დააფიქსირე შენი გარდერობის დახმარებით!

PINK | ზაფხული 2013

53


54


თუ დაუმორჩილებელი წარბები გაქვს, დაასხი კბილის ჯაგრისზე ცოტა თმის ლაქი და გადაივარცხნე წარბები სასურველი მიმართულებით. ეფექტი დიდხანს შენარჩუნდება

თმის მზისგან დასაცავად, პლაჟზე ყოველთვის ატარე ქუდი, ან შარფი

დაბანის შემდეგ გადაივლე თმაზე ცივი წყალი. ეს ხელს უწყობს თმის ფორების შეკუმშვას და დამატებით მბზინვარებას ანიჭებს მას

თუ თმას ხშირად იღებავ, გამოიყენე შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც არ შეიცავს სულფატებს

PINK | ზაფხული 2013

55


სილამაზე

დამატენიანებელი

მკვებავი კრემი

ავტორი: მარია რეხვიაშვილი

 ძირითადი ფუნქცია: კანის დაცვა; დატენიანება

 ძირითადი ფუნქცია: კანის კვება მინერალებით; დატენიანება

 მთავარი კომპონენტი: წყალი (70%)

 მთავარი კომპონენტი: ცხიმები (70%); წყალი

 ნახევრად თხევადი კონსისტენციის

 სქელი კონსისტენციის წყლის დაბალი შემცველობით

 უფრო ადვილად შეიწოვება კანში

 უფრო ძნელად შეიწოვება კანში

 უნარჩუნებს კანს ტენიანობას (შეიცავს გლიცერინს და ჰიალურონის მჟავას)

 კანს უნარჩუნებს ელასტიურობას და ტენიანობას; აწვდის ვიტამინებს

 შესაძლოა შეიცავდეს E და A ვიტამინებს, გაღიზიანების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს

 შეიცავს კოლაგენს, ელასტინს, წყალმცენარეებს და სხვა ინგრედიენტებს; ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას

 არ არის რეკომენდებული დაბალი ტემპერატურის დროს

 რეკომენდებულია ცივ ამინდში კანის დასაცავად, ყინვისას.

 უხდება ყველა ასაკის კანს

 მომწიფებული / მშრალი კანისთვის

 მოიხმარენ დღისით

 მოიხმარენ ღამით, ძილის წინ

56

PINK | ზაფხული 2013


57


სილამაზე

ავტორი: მაიკო ლუხუმაიძე

პუდრა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს. თანამედროვე პუდრებში უზარმაზარი არჩევანია, მე Qlinique-ს Stay-Matte Sheer Pressed Powder-ს გირჩევდი. მდგრადია და კანი დიდხანს რჩება ხავერდოვანი.

ტანის სპრეი გამაგრილებელი ეფექტით რუჯის შემდგომი ტანის მოვლის საშუალებები როგორც წესი, გამაგრილებელი ეფექტითაცაა ხოლმე. აარჩიე შენთვის სასურველი არომატი და ყოველი შხაპის შემდეგ გაიხანგრძლივე სიგრილის შეგრძნება, მაგალითად Nivea After Sun Spray-ს დახმარებით.

ფრჩხილის ფერადი ლაქი წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი... ზაფხული და შვებულება ის დროა, როცა თავს იმის უფლებას აძლევ რასაც ზამთარში ვერ მისცემდი. იყიდე შენი საყვარელი ფერის ლაქი და კიდევ უფრო გაიფერადე ცხოვრება.

ტუჩის ბალზამი პომადა შედარებით მძიმეა, თხევადი ტუჩსაცხი კიდევ „იწებება“, გამოსავალი ტუჩის უბრალო ბალზამია, რომელიც ბუნებრივი პროდუქტებისგანაა დამზადებული და თითქმის შეუმჩნეველია ტუჩზე. EOS Lip Balm სწორედ ასეთი პროდუქტია.

58

PINK | ზაფხული 2013


სილამაზე

მზისგან დამცავი არ აქვს მნიშვნელობა, ზღვაზე მიდიხარ თუ არა. ქალაქგარეთპიკნიკზე, მთებში ბოდიალისას, აუზზე გარუჯვისას, ქალაქის ქუჩებში დიდხანს ბოდიალისას - პირველი, რაც ჩანთაში წყლის ბოთლის შემდეგ უნდა ჩააგდო, მზისგან დამცავი საშუალებებია. მე Garnier-ის კრემებს ვანიჭებ უპირატესობას. სასიამოვნო სუნი აქვს და ნაკლებცხიმიანია.

თმის სპრეი ზაფხულში სასურველია იხმარო ნებიმიერი საშუალება, რომელიც თმას მზის ზემოქმედებისგან და გამოშრობისგან დაიცავს. ეს შეიძლება იყოს შეღებილი თმისთვის განკუთვნილი სპრეი, ან ზეთის სპრეი, რომელიც გამოშრობისგან დაგიცავს. ზეთი განსაკუთრებით ზღვაზეა სასარგებლო. საღამოს, შხაპის მერე ცოტას წაისვამ, შეიშრობ და არც კი დაგეტყობა. მაგალითად Agadir Argan Oil Spray.

ბრონზატორი Lancome Star Bronzer. მოსახერხებელი, ფუნჯიანი ბრონზატორი როგორც სახისთვის, ასევე ტანისთვის. განსაკუთრებით გარუჯულს კანს უხდება, ღია ფერის კანს კი სასიამოვნო ოქროსფერ ბზინვარებას აძლევს. წაისვი და თამამად წადი ნებისმიერ წვეულებაზე.

სველი ხელსახოცები ძალიან საჭირო რამეა პიკნიკებზე, თუ დაქალის სახლში დარჩი წვეულების შემდეგ და მაკიაჟის დაბანას ვერ ახერხებ... მოკლედ, ერთი შეკვრა აუცილებლად უნდა ეგდოს ჩანთაში.

სუნამო რამე გრილი, ჰაეროვანი და მსუბუქი. ტკბილი სუნამოები უფრო ცივი პერიოდისთვის გადაინახე. არჩევანი მხოლოდ შენზეა, მთავარია სუნამო ზაფხულის განწყობას ქმნიდეს. ყვავილოვანი, ციტრუსების, აქვა არომატები - სწორედ ის ნოტებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება საზაფხულო სუნამოებში. PINK | ზაფხული 2013

59


სილამაზე ავტორი: მაიკო ლუხუმაიძე რუჯი კანის ზედა ფენაა, რომელიც ფერს მზის ზეგავლენით იცვლის. დროთა განმავლობაში კანის მკვდარი უჯრედები იქერცლება და ახალი წარმოიქმნება. იმისთვის, რომ ეს პროცესი მეტნაკლებად თანაბარი იყოს, ეცადე გარუჯვის დაწყებამდე ტანის სკრაბი იხმარო. ამასთან, ეცადე მზეზე ჯერ 15 წუთით გახვიდე, შემდეგ კი დრო ნელ-ნელა გაზარდო. რაც მთავარია, არასოდეს დაივიწყო მზისგან დამცავი, წყალგამძლე საშუალებების ხმარება, რომელსაც წყლიდან ამოსვლის მერე ხელახლა წაისვამ. 11-დან 3-მდე კი მზეზე წოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შეიძლება ეს ცოტა შრომატევად და დროში გაწელილ პროცესად მოგეჩვენოს, მაგრამ დამიჯერე, შენი რუჯი უფრო დიდხანს გაგყვება, თანაბარი და ბევრად უფრო ლამაზი იქნება.

კანის მოვლა ზაფხულში

რჩევა: მსუბუქი ტექსტურის დამატენიანებელი კრემის სანაცვლოდ, რომელიც ზაფხულობით შემაწუხებელი ხდება, ყინულის კუბიკების გამოყენებაც შეგიძლია. გაყინული კიტრის წვენი - კანის დასატენიანებლად. გვირილა ან ალოე - აკნეს წინააღმდეგ. თუმცა ეს კრემებს ვერ შეგიცვლის.

ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საშუალებების უამრავი ასორტიმენტი არსებობს - ლოსიონებით დაწყებული და სპრეით დამთავრებული. მთავარია, დამცავი ფაქტორი - SPF 15 ან მეტი იყოს. დამცავის წასმა მზეზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრეა რეკომენდებული. ამასთან, თუ მზეზე დიდხანს გიწევს ყოფნა, სასურველია პერიოდულად განაახლო. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო ძლიერი დამცავია საჭირო. გარდა ამისა, კოსმეტიკური საშუალებების უდიდესი ნაწილის შემადგენლობაში ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავებიც შედის, შეძენისას ამასაც შეგიძლია მიაქციო ყურადღება.

60

თუ წელიწადის სხვა დროს წყლის სმა რეკომენდებულია, ზაფხულში ეს აუცილებელი ხდება. დღეში 1.5 ლიტრი მაინც უნდა დალიო, რომ შენი კანი ისეთივე რბილი იყოს, როგორც ყოველთვის. როდესაც ორგანიზმში სითხე არასაკმარისი რაოდენობითაა, კანი ელასტიურობას კარგავს, მშრალი ხდება, შეიძლება ტუჩებიც კი დაგისკდეს. ტუჩის ბალზამის განუწყვეტელ ხმარებას მგონი დღეში რამდენიმე ჭიქა წყლის დალევა ნამდვილად სჯობს... PINK | ზაფხული 2013


სილამაზე

შენი ტიპის კანისთვის ავტორი: მაიკო ლუხუმაიძე

ეცადე სკრაბები არ იხმარო. ამით ცხიმის წარმოქმნა უფრო გაძლიერდება. სახის დასაბანად ისეთი საშუალებები შეარჩიე, რომლებშიც სალიცილის სპირტი შედის. ეცადე დღის განმავლობაში ხელით სახის კანს ხშირად არ შეეხო. ცხელი წყალი მშრალს კანს კიდევ უფრო გამოაშრობს, ამიტომ ეცადე შხაპი შედარებით გრილი წყლით მიიღო. ცხელი წყლით სახის დაბანას მაქსიმალურად მოერიდე. დასაბანი საშუალებებიც მაქსიმალურად რბილი შეარჩიე, არომატიზატორების გარეშე.

იხმარე ცხიმის გარეშე დამზადებული დასაბანი საშუალებები. დღის მანძილზე გამოიყენე მსუბუქი პუდრი. დამატენიანებელი კრემის ნაცვლად იხმარე მინერალებზე დამზადებული UV დამცავი.

ცხიმის წარმოქმნას ხელს უწყობს ალკოჰოლური სასმელები და ცხარე, სანელებლიანი კერძებიც. ვიტამინ A-თი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად სტაფილო, ცხიმის წარმოქმნას პირიქით ამცირებს.

შეამცირე კანის „კვების დოზები“. თუ კრემს ხმარობ, ლოსიონზე გადადი, თუ მოერიდე თხევადი ტონალური კრემის ლოსიონს, მაშინ დამატენიანებელი ხმარებას, რომელიც ფორებს ახშობს და შრატი იხმარე. ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს. PINK | ზაფხული 2013

61


სილამაზე

საზღვაო მაკიაჟი ავტორი: მაიკო ლუხუმაიძე

საზღვაო მაკიაჟი ყოველდღიური მაკიაჟისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მსუბუქია. მისთვის პროდუქტები ბევრად უფრო დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიო, ისინი მაქსიმალურად წყალგამძლე და "სიცხის ამტანი" უნდა იყოს. მათთვის, ვისაც ზღვის ნაპირასაც კი ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი მაკიაჟის გარეშე, შევეცადე რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი მომეძებნა.

1. ტუჩსაცხის ალტერნატივა

Dior Jelly Lip Pen - ტუჩსაცხისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქი ტექსტურა აქვს, მბზინავია, მაგრამ არა ზედმეტად. გარდა ამისა, ბალზამის ფუნქციასაც ითავსებს და ტუჩებს ატენიანებს.

2. რუჟი - სტიკი ჩვეულებრივი "რუჟისგან" განსხვავებით, სტიკი უფრო მდგრადია. ბობი ბრაუნის სპეციალური Nude Beach Сollection სერიის რუმიანებს სასიამოვნო ოქროსფერი დაკრავს, რომელიც რუჯს კიდევ უფრო კარგად და თან ბუნებრივად გამოკვეთს. Bobbi Brown Sheer Color Cheek Tint in Sunlit Nude ამაზონზეცაა ხელმისაწვდომი.

62

PINK | ზაფხული 2013


სილამაზე 2. მრავალფუნქციური BB კრემი ერთდროულად დამატენიანებელი, ტონალური და მზისგან დამცავი კრემის ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, Garnier BB Cream spf15. ასეთი კრემების არჩევანი ძალიან დიდია, სხვადასხვა ბრენდის და ფასის მიხედვით.

3. წყალგამძლე ტუში Maybelline VolumExpress The Rocket Waterproof Mascara. მოცულობითი ეფექტის გარდა, ეს ტუში წყალგამძლეცაა, ამიტომ შეგიძლია ზღვაში მშვიდად შეცურო და მაკიაჟის გაფუჭების არ შეგეშინდეს.

5. მაკიაჟის ფიქსატორი NYX Make-Up Setting Spray, რომელიც ამაზონზე $10 ღირს. კანი ხავერდოვანი ხდება, არ ბზინავს და აღარაა საჭირო მაკიაჟის დღეში რამდენჯერმე შესწორება. შეგიძლია ჰაერში გაასხა და წარმოქმნილ "ნისლში" გაიარო", ან პუდრის წასასმელ დიდ ფუნჯზე მიასხა და ასე დაიტანო სახეზე.

და ბოლოს - საზღვაო მაკიაჟის უნივერსალური წესი - ყველა პროდუქტის ფერთა გამა ბუნებრივ ტონალობებში უნდა იყოს გადაწყვეტილი, მაგალითად, შავი ტუში ყავისფრით უნდა ჩაანაცვლო. ასე ბევრად უფრო ლამაზი და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი იქნება.

PINK | ზაფხული 2013

63


ავტორი: მაიკო ლუხუმაიძე ლაშქრობის გაგონებისას ჩემი ნაცნობი გოგოების უმეტესობა იჯღანება, ცხვირს იბზუებს და აცხადებს, რომ კარავში ძილი შეუძლებელია - იქ ხომ ელემენტარული პირობებიც კი არ არის. კი, კარავში ჯაკუზი ნამდვილად არ დაგხვდება და დილით მაკიაჟსაც ვერ გაიკეთებ, თუმცა ის აზრი, რომ ტყეში მხოლოდ თმაგაწეწილი და პირდაუბანელი ველურები დადიან, არასწორია. 64

PINK | ზაფხული 2013


სილამაზე აი, ის მოკლე სია, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დილით თავი ცივილიზებულ ადამიანად იგრძნო:

• სველი ხელსახოცები. (შედარებით მცირე ზომის და მსუბუქი შეკვრა) • უნივერსალური კრემი, ტუბში. • დეოდორანტი. • სამგზავრო, დასაკეცი კბილის ჯაგრისი. • დასაკეცი სავარცხელი, რომელსაც მეორე მხარეს სარკე აქვს. • მზისგან დამცავი კრემი • ქლიბი • ჰიგიენური პომადა • მათთვის, ვისაც მაკიაჟის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია: BB კრემი. • ყოველდღიური ჰიგიენური საფენები

პირადი ჰიგიენა

სველი ხელსახოცები • სახის გასაწმენდად • ინტიმური ჰიგიენისთვის • ხელის “დასაბანად” ბავშვის კანისთვის განკუთვნილი, მაკიაჟის მოსაშორებელი, ინტიმური ჰიგიენის, სპირტის შემცველი ან მის გარეშე, ვარდის, ჟასმინის, ზღვის ბრიზის და კიდევ ათასი არომატით. არჩევანი ძალიან დიდია. კარავიც საკმაოდ ფართოა იმისთვის, რომ იმპროვიზირებული "აბაზანა“ მოიწყო. მე ინტიმური ჰიგიენისთვის ან ბავშვებისთვის განკუთვნილებს გირჩევდი.

უნივერსალური კრემი • ხელის კრემად • ფეხის კრემად • სახის კრემად კრემები, რომლებსაც “საოჯახო“ აწერია. სახით დაწყებული და ფეხით დამთავრებული, ყველა ტიპის კანს უხდება.

დეოდორანტი სველი ხელსახოცი, შემდეგ მშრალი და შემდეგ სპრეი და სუფთა ხარ. სპრეი ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე სტიკი. იგი შეიძლება გაჭირვებულ თანამოლაშქრესაც გაუნაწილო, ამით ჰიგიენის ნორმები არ დაირღვევა. ► PINK | ზაფხული 2013

65


სილამაზე რა მოვუხერხოთ თმას? ყველაზე მარტივი და აუცილებელი გამოსავალი პატარა სავარცხელი და ნაწნავია.

რა არ უნდა წაიღო ლაშქრობაში? ტონალური კრემი/მაკიაჟი წარმოიდგინე, როგორ გისვია დამატენიანებელი კრემი, მერე ტონალური/მაკიაჟი, მიდიხარ მზის ქვეშ და ოფლი გასხამს... ხო, ამიტომ ჯობია ტონალური სახლში დატოვო.

დაწნულ თმაში ვერაფერი გაიბლანდება, ნაკლებად გაჭუჭყიანდება და ხელსაც არ შეგიშლის. შეღებილი თმის შემთხვევაში, გახუნებისგან თავის დასაცავად მზისგან დამცავი სპრეი გამოიყენე, რომელიც დაბანის მერე სველ თმაზე უნდა მიისხურო. აუცილებელი ატრიბუტიკა: • თხელი სავარცხელი. • თმის უბრალო რეზინი (სასურველია რამდენიმე, მე მაჯაზე ვიკეთებ, რომ არ დაიკარგოს). • ე.წ. “მახრუშკა”.

როგორ მივხედოთ სახეს? მათთვის, ვისაც დეკორატიული მაკიაჟის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, დაჟინებულ რეკომენდაციას BB კრემებს ვუწევ. (მაგალითად Garnier-ს) იგი ატენიანებს, კვებავს და ტონალურის ფუნქციასაც ითავსებს. ერთდროულად სამი ტუბის ზიდვაც არ მოგიწევს. თუმცა ტუშის, თვალის ჩრდილების და სხვა ატრიბუტების ადგილი ლაშქრობაში ნამდვილად არაა... წარმოიდგინე, რა მოხდება 3 საათი ინტენსიური ფიზიკური აქტივობის შემდეგ, თან სიცხეში.

66

ხელის/ფეხის კრემი/ლოსიონი კოღოების მოსაზიდი უებარი საშუალებაა. თუ ამათ გარეშე ვერ გაძლებ, სურნელის გარეშე რომელიცაა, ის უნდა წაიღო. (თუმცა გახსოვდეს, რომ მისი ტარება შენ თვითონვე ზურგით მოგიწევს).

შხაპის გელი/თხევადი საპონი/თმის ბალზამი უბრალო საპნის ჩამობანა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე შხაპის გელის ან თხევადი საპნის. ნამდვილად გინდა, რომ გაყინულ ჩანჩქერში ბანაობისას შხაპის გელი გამოიყენო?

გახსოვდეს, წასაღები ნივთები უნდა იყოს კომპაქტური, მაქსიმალურად მრავალფუნქციური და მსუბუქი. PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

67


ავტორი: ალექსანდრა მაჭავარიანი გარუჯვა ზაფხულში დასვენების თანამდევი რიტუალია, სასურველი ფერის მისაღებად სად და როგორ აღარ ნახავ მწოლიარე რუჯის მოყვარულებს: პლაჟზე, აივანზე, სახლის სახურავზე, ჩაცმულს, ნახევრად ჩაცმულს, შიშველს, თეთრს, უკვე გამუქებულს, ძალიან გაწითლებულს... ეს პროცესი ძალისხმევას ნამდვილად მოითხოვს და შედეგიც ამად უნდა ღირდეს, მინიმუმ თავის მოწონება მაინც რომ შევძლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად შედეგი სულ სხვაა და არა ის, რასაც ველოდით: დამწვარი კანი ბუშტუკები კანზე, აფცქვნილი, გამომშრალი კანი, რაც ძალიან მტკივნეულია და ასევე შედეგები, რომლის არსებობას მოგვიანებით ვიგებთ და ვხვდებით, რომ ამგვარი გალამაზება ძვირად დაგვიჯდა. ამიტომ სასურველია, ყველამ იცოდეს სწორად გარუჯვა. 68

PINK | ზაფხული 2013


ჯანმრთელობა გარუჯვა ორგანიზმისთვის ბუნებრივი პროცესია. კანის უჯრედები ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების საპასუხოდ გამოიმუშავებენ მოყავისფრო პიგმენტს, რომელსაც მელანინი ჰქვია. ამით კანი თავს იცავს უ.ი. სხივების ზემოქმედებისგან. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რუჯი კანის დაზიანების მანიშნებელია. კანის ძლიერ დაზიანებას კი შეიძლება მოგვიანებით მძიმე შედეგიც მოჰყვეს კანის კიბოს სახით.

კანის დაცვა შეგიძლია რამდენიმე მარტივი წესის ცოდნით. დასაწყისისთვის აირჩიე შენი კანის ტიპი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან და წარმოიდგინე, რომ პირველად ეფიცხები მზეს გაზაფხულზე, დამცავი კრემის გარეშე:

რჩევა: თუ აღმოაჩინე, რომ I ტიპის კანის მქონეთა რიცხვს მიეკუთვნები, თავი შეიკავე მზის აბაზანებისაგან. ეცადე, მზეზე დიდხანს არ გაჩერდე და მაქსიმალურად დაფარო სხეული. შენ ვერასდროს გაირუჯები, მხოლოდ დაიწვები და კანის კიბოს განვითარების რისკს გაზრდი, სამაგიეროდ ამ ტიპის კანი გვიან ბერდება და ნაოჭებს შენი გარუჯული მეგობრები უფრო მალე აღმოაჩენენ, ვიდრე შენ.

რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არასდროს იწვები და ადვილად ირუჯები, მზეს ნუ გაუთამამდები და აუცილებლად იხმარე მზისგან დამცავი, რომლის SPF 15-ზე ნაკლები არ იქნება, სასურველია 20 მაინც იყოს.

რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ კანის დამწვრობისა და კიბოს განვითარების ნაკლები შანსი გაქვს, ვიდრე დანარჩენ 3 ტიპს, მზისგან დამცავი მაინც აუცილებელია, გამოიყენე SPF-15. რომელი ტიპის კანიც არ უნდა გქონდეს, გახსოვდეს, გარუჯვისგან თავი უნდა შეიკავო 11:00-15:00 საათებში, როცა მზის აქტივობა პიკს აღწევს. ►

რჩევა: თუ მეორე ტიპის კანი გაქვს, გარუჯვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, შენი მზისგან დამცავი კრემის SPF (Sun Protect Factor - მზისგან დამცავი ფაქტორი) მინუმუმ 30-ს უნდა უდრიდეს.

PINK | ზაფხული 2013

69


ჯანმრთელობა

სინამდვილეში: კანის გამუქება სხეულზე უ.ი. სხივების ზემოქმედების შედეგია, დამწვრობა კი ი.წ. (ინფრაწითელი) სხივებისა, ასე რომ, ერთ დღეში გაშავ���ბის მოლოდინით ნუ დაიწვავ კანს, გაირუჯე ნელ-ნელა.

სინამდვილეში: ეს მითი D ვიტამინის საჭიროებას უკავშირდება. იგი მართლაც აუცილებელია ორგანიზმისთვის და ნამდვილად გამომუშავდება მზის სხივების კანზე ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ზომიერება აქაც უნდა იყოს დაცული. D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღებისათვის დიდი ხნით მზეზე გაჩერება სულაც არაა აუცილებელი. დღეში ერთხელ გასეირნება, თუნდაც გრძელმკლავიანი მაისურით, სრულიად საკმარისია აღნიშნული ვიტამინის საჭირო დოზის მისაღებად. თუ მაინც გაწუხებს შენს ორგანიზმში D ვიტამინის შეღწევის საკითხი, სჯობს, მიმართო ექიმს.

არსებობს SPF-ს ამერიკული და ევროპული სისტემა. ამერიკული მაჩვენებლები ევროპულის გაორმაგებულია, ანუ ამერიკული 20 ნიშნავს ევროპულ 10-ს და ა.შ.

ევროპული SPF სისტემა დაფუძნებულია დროზე, რომლის გატარებაც შეუძლია ფერმკრთალ ადამიანს მზის გულზე ისე, რომ არ გაწითლდეს და არც გამუქდეს. ეს საშუალოდ 20 წუთია; SPF 8 ნიშნავს, რომ ასეთი მაჩვენებლის კრემის გამოყენების შემთხვევაში თეორიულად შეგიძლია 8x20 წუთი (160 წთ) გაჩერდე მზეზე და არ დაიწვა; სინამდვილეში ჩვენ არასდროს ვიცით, რამდენ ხანში დავიწვებით, რადგან ოფლი, გარემოს ტენიანობა და სხვა ფაქტორები ამცირებენ დამცავი კრემების ეფექტს. ასე რომ, მხოლოდ ამ ინფორმაციით თავს ვერ დაიცავ.

სინამდვილეში: კანი თუ წითლდება, ე.ი. იწვება. კანის გაწითლება კანქვეშ მდებარე სისხლძარღვების გაფართოების გამო ხდება, რაც მზის სხივების ზემოქმედების პასუხია. ასე რომ, თუ გაწითლდი, მოერიდე მზეს და ეცადე კანი გაიგრილო, დაიდო ცივი საფენი, გრილი წყალი გადაივლო და ა.შ.

სინამდვილეში: დამცავი კრემი მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს, რაც ძალიან ინდივიდუალურია და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება მისი SPF. მზის გულზე გამოძინებაზე არც იფიქრო.

70

PINK | ზაფხული 2013


ჯანმრთელობა

- პირველი ნიშანია სიწითლე და სიმხურვალე, შემდეგ ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც მოგვიანებით სკდება და იფცქვნება. როგორც კი იგრძნობ გადახურებას და ტკივილს/წვას, მაშინვე ეცადე, გაიგრილო დამწვარი ადგილი: დაიფინე გრილი საფენი, შეისხი გრილი წყალი, რაც მთავარია შეწყვიტე მზეზე ნებივრობა. სიწითლის და ბუშტუკების შემთხვევაში კი უკვე მკურნალობის ჩართვაა საჭირო. გამოიყენე დამწვრობის საწინააღმდეგო კრემები და თუ შესაძლებელია, მიმართე ექიმს. უფრო მძიმე შემთხვევაში სასწრაფოდ გამოიძახე სამედიცინო დახმარება. - მზის გავლენით კანზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს, არსებობს კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებები, რომლის პროვოცირებასაც მზის ზემოქმედება ახდენს და რომელსაც დამოუკიდებლად ვერ მოერევი. თუ მზის აბაზანების დროს, ან მოგვიანებით, გამონაყარი შენიშნე, პირველ რიგში უნდა მოერიდო მზეს და მიმართო ექიმს. - ყველაზე სერიოზული და ცუდი შედეგია, რაც შეიძლება გარუჯვას მოჰყვეს ბონუსად, თუმცა, ზემოთ მოყვანილი ორი პრობლემისგან განსხვავებით, ის მაშინვე არ გამომჟღავნდება. კანის კიბოს ახასიათებს არსებული ხალების ზომაში მატება, ფერის და ფორმის ცვლილება, შეიძლება სისხლდენაც ხალიდან, ან ახალი ხალის გაჩენა, რომელიც სწრაფად იზრდება და იცვლის იერსახეს. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართო ექიმს!

PINK | ზაფხული 2013

71


ჯანმრთელობა

ავტორი: მარია რეხვიაშვილი უფრო მეტ სითხეს კარგავ, ვიდრე იღებ, როცა არ ხდება დაკარგული წყლის ანაზღაურება. ასეთ დროს სხეულს არ აქვს წყლის საკმარისი რაოდენობა ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ეს მდგომარეობა საშიშია და მას მალევე უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან გაუწყლოების გართულებულმა ფორმამ თირკმელების მწვავე უკმარისობა, ტვინის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

დეჰიდრატაციის თავიდან აცილება ბევრი სითხის მიღებითაა შესაძლებელი. თუმცა, მძიმე დეჰიდრატაცია აუცილებლად საჭიროებს ექიმის ჩარევას. ადამიანმა უნდა დალიოს წყალი რეგულარულად, ასევე მიიღოს წყლის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ხილ-ბოსტნეული. ამასთან უნდა გახსოვდეს, რომ წყურვილი ყოველთვის არაა სანდო ინდიკატორი სხეულში სითხის საკმარისობის განსასაზღვრად. როცა არასაკმარის სითხეს ვიღებთ, დიდი შანსია დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) განვითარდეს. განსაკუთრებით სარისკო პერიოდია ზაფხული - როცა სიცხის გამო ადამიანი ოფლიანდება და ბევრ სითხეს კარგავს. დეჰიდრატაცია წარმოიქმნება მაშინ, როცა

72

რიგ შემთხვევებში საჭიროა უფრო მეტი სითხის მიღება, ვიდრე ჩვეულ დროს: ვარჯიშისას, ავადმყოფობისას, ცხელ ამინდში, გახშირებული ოფლიანობისას... უმჯობესია წყალი მცირე ულუფებით და ხშირად მივიღოთ, ვიდრე დიდი რაოდენობით და ერთბაშად. PINK | ზაფხული 2013


გაუწყლოების სიმპტომებია: მშრალი პირი მშრალი, ელასტიურობა დაკარგული კანი წყურვილის გრძნობა დაღლილობა და ძილიანობა თავის ტკივილი თავბრუსხვევა გაიშვიათებული შარდვა (შარდი არის მუქი ფერის) ყაბზობა შემცირებული ოფლიანობა მშრალი თვალი (ტირილისას არ წარმოიქმნება ცრემლი) გართულებულ ფორმაში ამას ემატება: დაბალი წნევა, გახშირებული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა, ცხელება, ბოდვა. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სიმპტომს შენიშნავ, უნდა მიმართო ექიმს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური ნიშნებისა, გაუწყლოების დიაგნოზის გაადვილებისთვის და სტადიის დადგენისთვის მიმართავენ სისხლისა და შარდის ანალიზებს. გაუწყლოება უფრო მეტად ემუქრებათ: ბავშვებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებებს. დეჰიდრატაციის ხშირი მიზეზებია: დიარეა, ღებინება (რადგან ასეთ დროს სხეული წყლისა და მინერალების დიდ რაოდენობას კარგავს), ცხელება, გადაჭარბებული ოფლიანობა, გახშირებული შარდვა (რის გამოც სხეულში არ ხდება სითხის შენახვა), ცხელი ამინდის დროს საკმარისი წყლის არმიღება ან ინტენსიური ვარჯიში. გახშირებული შარდვა შესაძლოა გამოიწვიოს შაქრიანმა დიაბეტმა, რომელიმე მედიკამენტმა ან ალკოჰოლმა. ამიტომ ეს ფაქტორები დამატებით რისკს ქმნიან.

PINK | ზაფხული 2013

73


ჯანმრთელობა

ავტორი: ალექსანდრა მაჭავარიანი

მზის დაკვრა

სითბური დაკვრა

მდგომარეობა, რომელიც თავის არეზე მზის სხივების უშუალო ზემოქმედებისას ვითარდება

მდგომარეობა, რომელიც სხეულის გადახურების გამო ვითარდება

მიზეზი: მზეზე, ცხელ ამინდში დიდხანს გაჩერება შიშველი თავით/სხეულით. მაგ. გარუჯვისას ჩაძინება, ალკოჰოლური სასმელით, საკვებით დატვირთვა პლაჟზე

მიზეზი: ყველაფერი, რაც ხელს უშლის ოფლის გამოყოფას და მის აორთქლებას: მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ფიზიკური აქტივობა სინთეტიკურ სამოსში, გადაღლა

სიმპტომები:

სიმპტომები:

თავის ძლიერი ტკივილი სახის გაწითლება თავბრუსხვევა მოჰყვება: გულისრევა/ღებინება მხედველობის დაბინდვა ცხვირიდან სისხლდენა სუნთქვის გაძნელება გახშირებული პულსი

საერთო სისუსტე და ძილიანობა თავის ტკივილი თავბრუსხვევა სხეულის ტემპერატურის მომატება ღებინება და ფაღარათი კანის გადახურება ან გაცივება პულსის გახშირება და შესუსტება

პირველი დახმარება დაზარალებულის სწრაფად გაყვანა ჩრდილში წელს ზემოთ გაშიშვლებ��� და ზურგზე დაწვენა აწეული თავით; თავზე ცივი კომპრესის დადება, სხეულის დაფარვა სველი გადასაფარებლით, ან უბრალოდ ცივი წყლის დაპკურება, დანიავება; ცივი წყლის დალევინება; გონების დაკარგვის და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ნიშადურის სპირტით დასველებული ბამბის მიტანა ცხვირთან; თუ სუნთქვა შეწყდა და პულსი აღარ ისინჯება - ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი;

პრევენცია მზის ქვეშ და ცხელ ადგილას დიდი ხნით გაჩერებისგან თავის შეკავება; მზეზე გასვლისას თავის დაფარვა ქუდით, ქოლგით; გარუჯვისა და ზღვაში ბანაობის ხშირი მონაცვლეობა; სითხის უხვად მიღება; საცხოვრებელი და სამუშაო შენობების კარგად განიავება, ვენტილაცია, ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება; სწორად შერჩეული სამოსი: ღია ფერის საზაფხულო ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს.

74

PINK | ზაფხული 2013


სირბილის დაწყება ყველას უნდა და თან ყველას ეზარება. ვერავის გაამტყუნებ, ნახევარსაათიანი ქოშინისთვის თავის გაწირვა არცთუ სასიამოვნოა. თუმცა, ხშირად გვექმნება ისეთი სიტუაცია, როცა სირბილი უკვე უბრალოდ კი არ გვინდა, არამედ გვჭირდება: ან ზედმეტი წონა გვაქვს დასაკლები, და დაკლებული - შესანარჩუნებელი, სხეული გასავარჯიშებელი და ა.შ… დამწყები მორბენალები ხშირად უშვებენ ერთნაირ შეცდომებს და სირბილზე გულიც უცრუვდებათ. ასე რომ არ მოხდეს, 9 ძალიან საჭირო რჩევას შემოგთავაზებ, რათა შენი სირბილი დამღლელი კი არა, სასაგებლო და სასიამოვნოც გახდეს.

76

76


დასვენება

1. არ დაიწყო სირბილი - სირბილით. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს გამოცდილი ჭეშმარიტებაა. იმისთვის, რომ სირბილამდე მიხვიდე, კარგად მომზადება მოგიწევს. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება კი 1 წუთიანი ძუნძულის/სირბილისა და წუთნახევრიანი სიარულის ეპიზოდების მონაცვლეობაა. შეგიძლია, სპეციალურად გაწერილი სარბენი პროგრამებიც მოიძიო ინტერნეტში.

5. სასურველია, სირბილამდე - 2 და სირბილის შემდეგ კიდევ 1 საათის განმავლობაში არაფერი ჭამო. ასე სირბილიც გაგიადვილდება და არც მეტაბოლიზმს შეუშლი ხელს.

6. სირბილისას პირველი პრობლემა სუნთქვის კონტროლია. ეცადე, პირით არ ისუნთქო და საერთო რითმი შეინარჩუნო. რამდენიმე დღის შემდეგ ამის რეგულირებასაც ისწავლი, 2. სწორად შეარჩიე ეკიპირება თავიდან კი ნუ შეგეშინდება. მკერდი სირბილისას ფიქსირებული უნდა იყოს, რომ ხელი არ შეგეშალოს და მიკროტრავმებიც აირიდო. სირბილისას ფეხი დაცული უნდა იყოს დაძაბვისგან. ამას კი ყველაზე უკეთესად არც კედი, არც სანდლები, არამედ სპორტული ბოტასი და მიწაზე სირბილი ახერხებს. შეიძინე წამზომიანი ან სპეციალური მაჯის საათი სირბილისა და ვარჯიშისთვის, რომელიც გარბენილ მანძილსაც დაითვლის და იმასაც გეტყვის, რამდენი კალორია დაწვი.

4. სირბილის დაწყებამდე გაიარე კონსულტაცია მკურნალ ექიმთან მომავალში ყველანაირი გართულების გამოსარიცხად. PINK | ზაფხული 2013

7. კიდევ ერთი პრობლემა სირბილის რიტმია. დასაწყისში ეცადე, საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბო და მსუბუქად დატვირთული სირბილის ტემპი შეარჩიე, რომელსაც მომავალში გაართულებ.

8. ფლეიერის წაღება ნუ დაგავიწყდება. ენერგიული მუსიკა სირბილის პროცესსაც გაგიხალისებს და რითმის რეგულირებაშიც დაგეხმარება. 9. სპორტდარბაზში სარბენი ბილიკი თუ გარეთ სირბილი? ორივეს თავისი უპირატესობა აქვს, საბოლოო არჩევანი შენი ნებაა.

დაიმახსოვრე: მთავარია მოტივაცია და არა ის, თუ რამდენი დრო გაქვს გამოყოფილი. ყოველდღე საკუთარი ჯანმრთელობისათვის დათმობილი მი წუთი - არც ისე ბევრია. 77


ჯანმრთელობა

ავტორი: ალექსანდრა მაჭავარიანი

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსების ჯგუფია, რომლებიც კანს აინფიცირებენ. არსებობს HPV-ს 100 სხვადასხვა ტიპი, მათგან ზოგიერთს შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური კონდილომები (მეჭეჭისმაგვარი წანაზარდები), ასევე საშვილოსნოს ყელის უჯრედების გადაგვარება, რასაც საბოლოოდ საშვილოსნოს ყელის კიბომდე მივყავართ. ზოგი ტიპი არ არის სქესობრივად გადამდები და მხოლოდ და მხოლოდ კანის ბანალური მეჭეჭების გამოწვევა შეუძლიათ.

HPV თუ აღმოგაჩნდა, სანერვიულო ჯერ არაფერია, აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზრდილ ადამიანთა 75%-ს, რომლების სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აღმოაჩნდებათ HPV, რომელსაც, მართალია სერიოზული 78

ზიანის მოტანა შეუძლია (საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, ანუსის, თავის, კისრის, პირის ღრუს კიბო), მაგრამ 90%-ში სრულიად უვნებელია. მთავარია რეგულარული სკრინინგი _ პაპ ტესტის კეთება ატიპური (სიმსივნურად გადაგვარებული) უჯრედების არსებობის დროულად გამოსავლენად. რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ყველა სგგდ, HPV-ც უფრო ქალებს ერჩის.

პაპილომავირუსი ვრცელდება კანითკანთან კონტაქტით სექსუალური კონტაქტისას: ვაგინალური, ანალური PINK | ზაფხული 2013


ჯანმრთელობა ან ორალური სექსის დროს, ასევე ინფიცირებული პარტნიორის გენიტალიებთან შეხებით. კონდომის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს, არჩევანი არასპერმიციდურ კონდომზე გააკეთე, რადგან სპერმიციდების ქიმიურმა შემადგენლობამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს და სგგდ რისკიც იზრდება. აცრა საოცრად ეფექტურია, ვაქცინა სახელად გარდასილი, იცავს HPV-ს ორი ყველაზე საშიში ტიპისგან, რომლებიც ყელის კიბოს იწვევენ 70%-ში, ასევე ორი ყველაზე დაბალი რისკის ტიპისგან, რომლებიც კეთილთვისებიანი გენიტალური წარმონაქმნების გამომწვევნი არიან 90%-ში. მეორე ვაქცინა ცერვარიქსი მხოლოდ ორი ყველაზე საზიანო ტიპისგან იცავს.

ვინაიდან დაავადება ძირითადად უსიმპტომოა, პაპილომა ვირუსის არსებობა შეიძლება აღმოაჩინო გენიტალურ ან ანალურ მიდამოში წანაზარდების გაჩენისას. წანაზარდი შესაძლოა იყოს ერთეული ან მრავლობითი, ზედაპირიდან წამოწეული ან ბრტყელი, პატარა ან დიდი და როგორც წესი თან არ ახლავს ქავილი, წვა ან ტკივილი. გინეკოლოგი კი ჩაგიტარებს პაპ ტესტს და აღმოაჩენს ატიპურ უჯრედებს. PINK | ზაფხული 2013

მიდი ვიზიტზე გინეკოლოგთან, ეს შეიძლება იყოს ჩაზრდილი თმა, ან სხვა სახის კანის გაღიზიანება, ანდაც მეჭეჭი, რომელსაც ექიმი მოკვეთს ან მოყინავს, სულაც არაა აუცილებელი ნებისმიერი წარმონაქმნი HPV-თი იყოს გამოწვეული.

მკურნალობა არ არსებობს, თუმცა 90%-ში ის თვითგანკურნებადია, იმუნური სისტემა მას დაახლოებით 2 წელიწადში ერევა. განკურნების შემდეგ ის შეიძლება კვლავ დაბრუნდეს, იმუნიტეტის დასუსტებისას, ამას ხელი რომ არ შეუწყო, არ მოწიო სიგარეტი და ზოგადად გაიძლიერე იმუნური სისტემა: იკვებე ჯანსაღად, გამოიძინე, ივარჯიშე.

სამწუხაროდ ამის მიხვედრა შეუძლებელია, სანამ მის გენიტალურ ან ანალურ მიდამოებში წანაზარდებს არ შენიშნავ, რადგან მამაკაცებისთვის HPV-ს ტესტი არ არსებობს. ეცადე თავი დაიცვა კონდომის დახმარებით.

79


დასვენება

ავტორი: მაიკო ლუხუმაიძე

კი აუცილებელი ნივთი მოგზაურობისას მოგზაურობა, განსაკუთრებით ახალ ადგილებში, სიახლის, თავგადასავლების და მხიარულების გარდა, კომფორტულიც უნდა იყოს. კომფორტი ყველასათვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ არის ნივთები, რომლებიც ჩემოდანში აუცილებლად უნდა ეგდოს. 1. დიდი, ლამაზი, ფერადი შარფი შარფი, რომელშიც მყუდროდ გაეხვევი, მოიხვევ და ნებისმიერ ჩაცმულობას გაალამაზებ. თუ დაგჭირდება, ძირსაც დაიფენ და ჩამოჯდები.

2. საკითხავი იქნება ეს ქინდლი, რბილყდიანი წიგნი თუ პრიალაფურცლებიანი ჟურნალი, სულერთია. მთავარია, საინტერესო და გასართობი იყოს. ოღონდ ქინდლის შემთვევაში ფრთხილად უნდა იყო, რომ შემთხვევით არ დაზიანდეს.

3. საზაფხულო სუნამო მე ორი ფავორიტი მაქვს: Moschino cheap and chick I love love და Incanto Shine. როგორი მოღრუბლული ამინდი და ცუდი ატმოსფეროც არ უნდა იყოს გარშემო, ციტრუსების და ხილის მსუბუქი და მხიარული სურნელი ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს. ახალი სუნამოების ტესტირება ჯობია შემდეგისთვის გადადო.

4. ფოტოაპარატი/ჩანახატების ბლოკნოტი მე ფოტოაპარატის გარეშე ქალაქიდან კი არა, ლამის სახლიდან გასვლა ვერ წარმომიდგენია. ზოგი იძახის, რომ უფოტოაპარატოდ უკეთ ამახსოვრდებათ იქაურობა და ურჩევნიათ ასე, "თვალებით დაიმახსოვრონ". ისეთი ტურისტებიც მინახავს, მხოლოდ სუფთაფურცლებიანი ბლოკნოტები და ფანქარი რომ დააქვთ და ხატავენ. არჩევანი შენზეა.

80

PINK | ზაფხული 2013


დასვენება 5. კოსმეტიკის სამოგზაურო, მცირე ზომის ნაკრები მწარმოებლები უკვე გვთავაზობენ მცირე ზომის, ე.წ. travel-size ნაკრებებს, სადაც თავის მოვლის ყველა საშუალება შედის, ოღონდ მინი-შეფუთვებში. ადგილსაც მცირეს იკავებს და არც შენს საყვარელ პროდუქტებზე იტყვი უარს.

6. დიდი ზომის სათვალე ვარსკვლავებს უყვართ ასეთი სათვალეებიუზარმაზარი ზომის, ნახევარ სახეს რომ ფარავს და მის უკან ხარ "დამალული".

7. თბილი ჟაკეტი ისეთი ზომის, იოლად რომ იკეცება და ხელჩანთაში უმნიშვნელო ადგილს იკავებს. სიცივეში უცებ რომ მოიცვა და მაქსიმალურად კომფორტულად იყო.

8. სასუსნავები და წყალი ყოველი შემთხვევისთვის. მითუმეტეს ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისას, სადაც ონკანის წყლის დალევა ზოგჯერ საკმაოდ სახიფათოა. PINK | ზაფხული 2013

9. სველი ხელსახოცები და ხელის დეზინფექტანტი სითხე არასოდეს იცი, რაში დაგჭირდება. ონკანი ან წყარო ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გვხვდება ხოლმე. ►

81


დასვენება 9. საყვარელი მუსიკა

რას ფიქრობენ ჩვენი ავტორები? “ტელეფონი, წიგნი, ფრჩხილის ლაქ(ებ)ი.“ ─

გვანცა

Yeah Yeah Yeahs “Heads Will Roll” Rihanna “Pour It Up” Justin Timberlake “Suit and Tie” Baauer “Harlem Shake” Beyonce “Bow Down” Kanye West, Jay-Z, and Big Sean “Clique” Alicia Keys “Diary” Swedish House Mafia “Don’t You Worry Child” Sevyn Streeter “I Like It” Journey “Don’t Stop Believin’” Drake “Started From the Bottom” Calvin Harris “Sweet Nothing” Lil Wayne, ft. Future and Drake “Love Me” John Legend “Tonight” Kelly Rowland “Kisses Down Low” Janet Jackson “That’s the Way Love Goes” 82

“განსაკუთრებულს არაფერს, ქინდლი, ფოტოაპარატი და მობილური.” ─ თამუნა “აუცილებელი ნივთია: ტელეფონი და ფოტოაპარატი. წიგნები უკვე სმარტფონში მაქვს, ასე რომ ადგილს დავზოგავ. ამათ გარდა: iPod, თავის მოვლის ძალიან ბევრი რაღაც... :))” ─ ბაია “ალკოჰოლით სავსე მათარა, საწვიმარი და მუსიკა - იქნება iPod-ი თუ სხვა რამე საშუალება მუსიკისთვის. მეორე ვარიანტია, როცა კომფორტში მივდივარ (ანუ ზუსტად ვიცი, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციები მინიმუმზეა) სამი ნივთია - თვალის ფანქარი, სუპერ მაგარი სათვალე და რამე ძალიან გამორჩეული ჯინჯილაკი.” ─ მარიამი “ჩემთვის ლეპტოპი, მობილური და ფოტოაპარატი შეუცვლელია ნებისმიერ სიტუაციაში. პირადი ჰიგიენის ნივთების გარდა ამ ჩამონათვალს ბევრს არაფერს დავამატებდი - ვერ ვიტან გატენილი ჩანთებით სიარულს.” ─ ქეთი “iPod, Mobile & Kindle.” ─ დიანა “არ დარჩეთ რამე საყვარელი ნივთი, თუნდაც სულელური ბეჭედი, თორემ მთელი გზა ინანებთ. კიდევ მე ძალიან დამეხმარა ვიღაცის რჩევით წაღებული საყვარელი ხალათი, როცა ახალ საწოლ გარემოს ძნელად ვეგუები.” ─ მარიე “ჯაგრისი, საცვლები და ფოტოაპარატი.” ─

თამრი “სველი ხელსახოცი, ან ცხვირსახოცი. ფოტოაპარატი და ჯაგრისი სულ მიგდია ჩანთაში. :)” ─ ირინკა PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

83


შეგიცლია თუ არა დასვენება? ავტორი: ქეთევან გოგიაშვილი როცა თერმომეტრი 40 გრადუს სიცხეს აჩვენებს, ასფალტი ნაყინივით ადნება ქუჩას და სიტყვა „შვებულება“ აღთქმული ქვეყნის დაპირებაზე მაცდუნებლად ჟღერს, ხვდები, რომ, როგორც იქნა… როგორც იქნა, დასვენების დრო მოვიდა! მე არ ვფიქრობ, რომ დასვენება სეზონზე ან შვებულების გრაფიკზე უნდა იყოს დამოკიდებული და ამ საზაფხულო ალიაქოთშიც ნაკლებად ვიღებ მონაწილეობას, თუმცაღა, ვიცი, რამდენი ადამიანის საფიქრალს წარმოადგენს ამჟამად: სად დაისვენოს, რით დაისვენოს ან როგორ დაისვენოს ისე, რომ მერე მთელი წელი „ბატარეა არ დაუჯდეს“. ასე რომ, თუ ძალიან არ დაგამძიმებს, გასარუჯ კრემსა და მზის სათვალესთან ერთად, ბარგს ჩემი მეგობრული რჩევებიც დაუმატე – იქნებ რამეში გამოგადგეს. 84

PINK | ზაფხული 2013


დასვენება

ნუ მიბაცავ სხვებს

დასვენება ქალაქიდან გაუსვლელადაც შეიცლება

ზოგს მოსწონს, როცა დროს აქტიურად ატარებს, კლდეებზე დაძვრება ან ღამეებს ხმაურიან ბარში ათევს, სხვებს კი განმარტოება და სიმყუდროვე უმშვიდებს ნერვებს, შეუძლია ზღვის მიყრუებულ სანაპიროზე თუ მდინარის პირას მთელი დღე გაუნძრევლად გაატაროს და ბუნების იშვიათ ხმებს ან საკუთარ ფიქრებს უსმინოს. თუ ზუსტად არ გაარკვიე, რა ტიპის დასვენება მოგწონს ან, უბრალოდ, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ბრმად აჰყევი, დასვენების მაგივრად, შეიძლება დაღლილი დაუბრუნდე შენს საქმეებს, დახარჯული ფული კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.

თუ სოფელში ცხოვრობ, უკვე მაგრად გაგიმართლა, ხოლო თუ ურბანიზაციის მსხვერპლი ხარ და ქალაქიდან გასასვლელად თანხა არ გყოფნის, სულაც არ ნიშნავს, რომ ხარისხიანად ვერ დაისვენებ. პირიქით, შეიძლება უკეთესადაც გაატარო დრო. ენერგიის აღსადგენად ბუნებასთან კონტაქტი გესაჭიროება? რა აუცილებელია ამისთვის შორს წასვლა? ქალაქის შემოგარენში ან მასთან ძალიან ახლოს (შიგ ქალაქშიც კი), თუ მოინდომებ, უამრავი მშვენიერი ადგილის მოძებნა შეიძლება. არც მძიმე ჩემოდნის ჩალაგება მოგიწევს, არც ოჯახთან დაშორება, არც სასტუმროში ასტრონომიული თანხების გადახდა – ბუტერბროდებით და ფოტოაპარატით შეიარაღდი და… ჰერი, ჰერი! თან შეგიძლია, ყოველდღე ახალახალი ადგილები მოინახულო და ზოგიერთი, ნაცნობ-მეზობლებს რომ არ ჩამორჩეს ეს ყველაფერი მოგზაურობას და “პრესტიჟულად” დაისვენოს, იმხელა ვალებს დაამსგავსო. იმ მეგობრებთან იღებს, მერე მთელი წელი უწევს გადახდა. ერთად კი, რომლებიც შენს ბედს გაუმართლებელი ხარჯებია, რადგან, გვინდა თუ არ იზიარებენ, დაუვიწყარი გვინდა, ამ საქციელით საკუთარ ფსიქიკას სტრესულ საღამოები მოაწყო – ბოლოს და მდგომარეობაში ვაყენებთ. ფარული სტრესის ბოლოს, გამოგიჩნდა დრო პირობებში დასვენება კი განუხორციელებელი ამისათვის. ► ოცნებაა.

ნუ დახარჯავ იმაზე მეტს, ვიდრე გაქვს

დაისვენე სინდისის ქენჯნის გარეშე ხდება: საზრუნავი ისე გვითრევს და გვიმორჩილებს, შვებულების რამდენიმე დღეც კი არ გვემეტება საკუთარი თავისათვის. გვგონია, რომ ჩვენს არყოფნაში რაღაც სერიოზულად და შეუქცევადად გაფუჭდება. სხვათა შორის, თუ ასე იფიქრებ, შეიძლება მართლა გაფუჭდეს, ისე კი – შენი ორკვირიანი არყოფნა საქმეებს შეიძლება წაადგეს კიდეც. პარადოქსია, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ასე. თუ ცოტა ხნით სადავეებს მიუშვებ, უფრო კარგად დაინახავ, რა მუშაობს შენი ჩარევის გარეშე და რა საჭიროებს განსაკუთრებულ ძ���ლისხმევას. PINK | ზაფხული 2013

85


დასვენება გახსოვდეს, თუ დასვენება არ იცი, ადვილი შესაძლებელია: იდეალურმა საქმემაც კი მოგაბეზროს თავი, ცხოვრების ხალისი დაკარგო, ბოლოს და ბოლოს, გამოიფიტო და დაავადდე. ღირს განა ამდენ მსხვერპლად გამომუშავებული გროშები, თუნდაც მათი რაოდენობა ხუთ-ექვს ან შვიდნიშნა ციფრებით იზომებოდეს? ამაზე მხოლოდ ერთი გონივრული პასუხი არსებობს: „არა, არ ღირს“ეგაა, ზოგი ამ პასუხს ვერ ან ძალიან გვიან აგნებს. “აბა, რა ვქნა, თუ სხვა გზა არ მაქვს, ოჯახს ფული სჭირდება, პრობლემებს – გადაჭრა?”, ხშირად სვამენ ხოლმე, ჩემი თანდასწრებით, მსგავს შეკითხვებს და ხელს უიმედოდ იქნევენ. “სწორედ იმიტომ,” – ვპასუხობ ყველას ერთად, - “სწორედ იმიტომ, რომ პრობლემები მოგიმრავლდათ, ფული გჭირდებათ და დრო არა გაქვთ… რაც შეიძლება, კარგად უნდა დაისვენოთ! სხვანაირად საქმეს თავს წარმატებით ვერ გაართმევთ!”

ასე რომ, დაისვენე! დაისვენე მთელი გულით, მთელი ძალ-ღონით, რომ უფრო ენერგიულად გააგრძელო გზა შენი მიზნებისკენ. 86

PINK | ზაფხული 2013


დასვენება

ბაზალეთის ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში – ქ. დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 879 მ. ტბის მაქსიმალური სიღრმე 7 მ-ა. გაზაფხულსა და ზაფხულში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 25 °C-მდეა, რაც შესაძლებელს ხდის მასში ბანაობას. ბაზალეთის ერთი სანაპირო დაფარულია ლელქაშით და ის თევზჭერისათვის საუკეთესო ადგილია. აუცილებლად ღირს საყვარელ ადამიანთან ერთად ასეთი რამის გამოცდა. მზის გულზე გარუჯული ფეხებით წყალში დგომა, ჩუმი, უდრეკი საუბრები და ტივტივაზე დაკვირვება. მერწმუნეთ შეგრძნებები მართლაც გამორჩეული იქნება.

თუმცა თუ თქვენ არ ხართ თევზაობის მოყვარული, მაშინ ბაზალეთის ტბის მეორე ნაპირი ნამდვილ კომფორტს გთავაზობთ მოსწორებული პლაჟითა და საცურაო გარემოთი. თუ მხოლოდ შაბათ-კვირას დაგეგმავთ წასვლას მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ კარავი და თბილი საძილე ტომრები, რადგან მზის ჩასვლის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. საკვები ჯობია ქალაქიდან წაიღოთ, თუმცა ადგილზეც იყიდება სხვადასხვა ნუგბარი, ხოლო შორიახლოს სასტუმროების უზარმაზარი არჩევანია. ტბის სიახლოვეს არის ტურისტული კომპლექსები, კომფორტული და ფეშენებელური სასტუმროები, რომელთა უმეტესობაც საკუთარ სანაპიროებს ფლობს და იქ თქვენ სრული კომფორტი გელოდებათ (სპა სალონებით, სატრენაჟორო დარბაზებითა და ჩოგბურთის კორტითაც კი). ბაზალეთზე დღის განმავლობაში მოწყენა არ გიწერიათ. თუ თქვენ გაურჯვა მოგბეზრდებათ შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად დაიქირავოთ ნავი და ტბის შუაგულში შეცუროთ, იქ კი რომანტიკული საუბრისათვის (ხოლო საღამოს საათებში, არა მხოლოდ…) ზუსტად შესაფერისი ადგილია. ტბაში მრავლადაა თევზი და სხვადასხვა წყალმცენარე, ამიტომაც ნუ შეშინდებით თუ ცურვისას რამე უცხო და სლიპინა მოგედებათ შიშველ სხეულზე. თან წაიღეთ ფოტოაპარატი და სასურველია მისი ჰერმეტული კონტეინერიც, წყალთან სიახლოვეს ტექნიკა ცუდად იტანს. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

PINK | ზაფხული 2013

87


ყოველდღიური პრაქტიკული რჩევები facebook-ზე: ზოგიერთი ადამანისთვის დასვენება სახლში წიგნის კითხვასთან, ზოგისთვის კი თავდაყირა დგომასთან ასოცირდება. თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს დასვენების მიმართ, პლანეტა ვენერას მდებარეობა განსაზღვრავს. მისი გათვალისწინებით შეგიძლია დაგეგმო დასვენების ადგილი, სტილი და გაითვალისწინო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც მეტი სიამოვნების მიღების საშუალებას მოგცემს. საკუთართან ერთად, შეგიძლია, შენი საყვარელი ადამიანის ვენერას მდებარეობასაც გადახედო. მოძებნე შენი დაბადების თარიღი ამ დოკუმენტში.

ვენერა ვერძში ამ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია დასვენება სახლში ან მშვიდ გარემოში. მას უყვარს სიურპრიზებით, ახალი შთაბეჭდილებებით და სხვადასხვა აქტივობებით სავსე დასვენება. იგი დინამიკის მოყვარულია, მზადაა მდებარეობა და მეგზური ყოველდღე შეიცვალოს. კარგია ხმაურიანი და ყველასგან გამორჩეული ადგილი, მეგზურად კი აქტიური, ხალისიანი და თავგასავლების მოყვარული ადამიანი. არ არის რეკომენდებული დღეების სახლში ან სასტუმროს ნომერში გატარება. უმჯობესია მეტი ენერგიის დახარჯვა.

ვენერა კუროში მას იმდენად ხიბლავს სტაბილურობა, წლების განმავლობაში შეუძლია, ერთსა და იმავე ადგილას დაისვენოს. არ უყვარს ცვლილებები. თუმცა საკმაოდ პრეტენზიულია. სასიამოვნო შეგრძნებები მისთვის მხოლოდ კომფორტულ და მდიდრულ გარემოს მოაქვს. მისი მოთხოვნაა, ყველაფერი იყოს ლამაზი და დახვეწილი. რეკომენდებულია მშვიდი და კომფორტული გარემო. გემრიელ საჭმელთან და ძვირფას რესტორნებთან ერთად.

88

ვენერა ტყუპებში ამ ადამიანს მრავალფეროვნება და მუდმივი სიახლეები ხიბლავს. საჭმელ-სასმელი მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. რა არის მთავარი? კომუნიკაცია, ახალი ნაცნობები და გარემოს მუდმივი ცვლილება. ის იმდენად ვერ იტანს ერთფეროვნებას და მოსაწყენ ადამიანებთან საუბარს, რომ ამ ყველაფერს სახლში დარჩენა, კომპიუტერული თამაშები და წიგნის კითხვა ურჩევნია. მან ყველაზე დიდი „სიფრთხილე“ მეგზურის არჩევისას უნდა გამოიჩინოს. საჭიროა აქტიური, კრეატიული და მოქნილი მეგზური.

ვენერა კირჩხიბში მას ყველაზე მეტად ოჯახური სიმყუდროვე უყვარს. მისთვის ძნელია მშობლიური ადგილის დატოვება, ამიტომ ხშირად დასვენების დღეებს სახლში ატარებს; არ უყვარს საყოველთაო ადგილები, სადაც „ყველანაირი ჯურის“ ადამიანი იყრის თავს. ჩვეულ ადგილას, ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად დასვენებას მისთვის გაცილებით დიდი სიამოვნების მინიჭება შეუძლია, ვიდრე უცხო გარემოში ახალ ადამიანებთან.

ვენერა ლომში გიჟდება გაპრანჭვაზე, თავის წარმოჩენაზე. ამიტომ დასასვენებლად ელიტარულ, პოპულარულ ადგილს არჩევს. პირობებიც შესაბამისი - უმაღლესი ხარისხის, გლამურული და ძვირფასი უნდა იყოს. სულ მცირე დეტალსაც კი, რომელიც ვენერალომის „სტანდარტებს“ არ შეესაბამება, იმდენად შეუძლია მისი ისტერიკაში ჩაგდება, შესაძლოა საერთოდ უარი თქვას ყველაფერზე. მისთვის იდეალური დასვენება ფულის ულიმიტოდ ხარჯვასთან ასოცირდება, ამიტომ უმჯობესია მთელი წლის განმავლობაში ემზადოს ამ „მოვლენისთვის“. მაგალითად გახსნას შეგროვებადი ანაბარი. PINK | ზაფხული 2013


ჰოროსკოპი ვენერა ქალწულში ის როგორც წესი, დასვენებისთვის ყველაზე პრაქტიკულ და ნაკლებ ხარჯიან გზებს მიმართავს. რაც მთავარია, სასიამოვნო აუცილებლად უნდა იყოს შეხამებული სასარგებლოსთან. მას იმდენად არ უყვარს ყოველდღიური რიტმის დარღვევა, რომ იშვიათად ირჩევს რამე განსაკუთრებულს და განსხვავებულს. ის სიამოვნებაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს. მართალია, სულაც არ შეაწუხებს თუ დასვენების დროსაც მოუხდა მუშაობა, მაგრამ უმჯობესია, ცოტა ხნით მაინც მოსწყდეს რუტინას და თავს განტვირთვის, სიამოვნებისა და მოდუნების საშუალება მისცეს.

ვენერა სასწორში მას დასვენების დღეების გატარება ახლობელი ადამიანების ვიწრო წრეში ურჩევნია. ვერ იტანს ვერც მარტოობას და ვერც ბევრ ხალხს. ამიტომ ხშირად არჩევანს პარტნიორთან ერთად დახვეწილ, გემოვნებიან გარემოში გატარებაზე აკეთებს.

ვენერა მორიელში ის საკმაოდ დიდხანს არჩევს დასასვენებელ ადგილს. არ უყვარს ხმაური და ბევრი ხალხი. ის ეძებს გარემოს, სადაც თანაბრად იქნება გართობა, სიამოვნება, მძაფრი შეგრძნებები და მისტიკა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა გარემო ძვირფასი და კომფორტული, მთავარია იყოს მისტიკა, რაღაც ამოუცნობი. კარგია ინტიმური გარემოს შენარჩუნება (უცხო პირების გარეშე), ბევრი სექსი და მეგზურად მხოლოდ ისეთი ადამიანების შერჩევა, ვის მიმართაც არსებობს აბსოლუტური ნდობა.

ვენერა მშვილდოსანში მას საოცრად იზიდავს ახალი ადამიანები და უცხო ადგილები. მოგზაურობის სურვილი კი სისხლში აქვს გამჯდარი. კარგი დასვენებისთვის მას სჭირდება თავგადასავლები, თავისუფლება, დიდი სივრცე, გართობა, ხშირი გადაადგილებები და მრავალფეროვანი შეგრძნებები. დასვენების დეტალების წინასწარ შერჩევისგან თავის ატკივებას, ამ შემთხვევაში ნამდვილად სჯობს სპონტანური მიდგომა. ის ნებისმიერ ადამიანთან და გარემოში ფანტასტიურად გრძნობს თავს. სად წავიდეს? საითაც ქარი დაუბერავს! PINK | ზაფხული 2013

ვენერა თხის რქაში ის იშვიათადაა სპონტანური და მრავალფეროვნების მოყვარული. საკმაოდ ხშირად არჩევს სახლში დარჩენას ან ადამიანების ვიწრო წრეში, ტრადიციულ გარემოში დროის გატარებას. თუ დასვენებისთვის გამგზავრება უწევს, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. ვერ იტანს ექსპერიმენტებს და ზედმეტ დანახარჯებს. რეკომენდებულია, ასეთი ადამიანი გათავისუფლდეს ზედმეტი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის გრძნობისგან. კარგია მოდუნება და მიღებული ქცევის ნორმების დავიწყება ცოტა ხნით მაინც.

ვენერა მერწყულში ის განსხვავებული, გამორჩეული და ზედმეტად ექსცენტრულია. იმდენად სპონტანურია, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია რამის წინასწარ დაგეგმვა. ვერ იტანს რუტინას. ახალი და უცხო შეგრძნებების მისაღებად კი ყველა შანსს იყენებს. დასვენება სავსე უნდა იყოს მრავალფეროვანი დღეებით და საინტერესო ადამიანებით.

ვენერა თევზებში ეს ადამიანი ყველაზე მეტადაა ორიენტირებული სხვების საჭიროებებზე; იშვიათად გამოხატავს პოზიციას, რადგან ძალიან უჭირს გადაწყვიტოს როგორ, სად და ვისთან ერთად დაისვენოს. მას შეუძლია იყოს ყველგან და არსად. თავისუფალი დროის გატარება სრულ სიზარმაცეშიც კარგად „გამოსდის“ და ყოველ ღამე კლუბში გაუჩერებლად ცეკვაშიც. მან ნაკლები უნდა იფიქროს იმაზე, რას განიცდიან სხვა ადამიანები. ეცადოს, თავად მიიღოს მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან.

89


კულინარია

შაქარი - 2 ჩ.ჭ. + 2 ს.კ. კვერცხი - 2 ცალი ფქვილი - 3 სუფრის კოვზი მოცხარი - 200 გრ ჟელატინი - 1 ლიტრისთვის საკმარისი ოდენობის (წინასწარ გაეცანი შეფუთვაზე დატანილ ინსტრუქციას) გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ ან 1/2 ჩ.კ. სოდა ძმრით ხაჭო - 600 გრ ვანილი, მწიკვი მარილი ხილის წვენი - 1/2 ჩ.ჭ. წყალი - 1 ჩ.ჭ.

მიქსერი ბლენდერი (სასურველია ხელის) გვერდებმოსახსნელი საცხობი ფორმა 24-26 სმ დიამეტრით ღრმა თასი, საშუალო ზომის ათქვიფე კარგად 2 კვერცხის ცილა, მიქსერით ან ხელის სათქვეფით, ნელნელა დაამატე 2 ს.კ. შაქარი, კვერცხის გულები, ფქვილი, მარილი, ვანილი, გამაფხვიერებელი (ან სოდა ძმრით) და ფქვილი. ბისკვიტის

90

ცომი ჩაასხი ფორმაში და 15 წუთი აცხვე 180 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარი ბისკვიტი დატოვე ფორმაში და გააგრილე. ჟელატინის 3/4-ს დაასხი ცივი წყალი და 10 წუთით დაალბე. შემდეგ დაამატე შაქარი და წამოადუღე, სანამ არ გადნება. ამასობაში ხაჭო მოათავსე თასში და ხელის ბლენდერით კარგად ათქვიფე მანამ, სანამ არაჟნის სტრუქტურის ერთგვაროვან მასას არ მიიღებ. შეურიე გაგრილებული ჟელატინიანი სიროფი, ვანილი, მწიკვი მარილი და კარგად აურიე. კრემი უკვე მზადაა, შეგიძლია გაგრილებულ ბისკვიტიან ფორმაში ჩაასხა და ფრთხილად შედგა მაცივარში, 45 საათით, ან მთელი ღამითაც. როცა კრემი გაცივდება და გამაგრდება, შეგიძლია ზემოდან ხილის წვენით გაკეთებული ჟელატინი მოასხა (აუცილებლად კარგად გაგრილებული) და მოცხარი დააწყო. გააცივე ჟელატინის გამაგრებამდე, ფრთხილად შემოაჭერი გვერდები თხელი დანით. მოხსენი ფორმა, დაჭერი და მიირთვი ცივი.

1. აუცილებლად გამოიყენე მაღალი ხარისხის ჟელატინი. 1 ლ ხაჭოს კრემისათვის თითქმის იმდენივე ჟელატინია საჭირო, რაც ამავე ოდენობის წყლისთვის (გაეცანი ინსტრუქციას შეფუთვაზე) 2. წყლის ნაცვლად კრემში შესარევად შეგიძლია გამოიყენო ხილის წვენი, გემოსა და არომატისათვის. 3. შეგიძლია შეამცირო ხაჭოს რაოდენობა და მზა კრემს ფრთხილად შეურიო ათქვეფილი ნაღები (35%-იანი). ასე კრემი უფრო ფაფუკი გამოვა 4. მოცხარი, ან სხვა ხილი, რომელსაც თავზე დააწყობ, აუცილებლად ამოავლე ჟელატინიან წყალში/წვენში. ასე ხილი შეინარჩუნებს ფორმას, სიპრიალეს და უკეთესად ემაგრება ტორტის ზედაპირს. 5. შეგიძლია მეორე ფენა ბისკვიტიც გამოაცხო, ხაჭოს კრემს დააფინო და ზემოდან ნაღების კრემიც დაამატო (ცოტა შაქრით და ჟელატინით). ამ შემთხვევაში ხილის დაწყობა ნაღების კრემზე პირდაპირ მოგიწევს. ჟელატინის ფენას ნაღების კრემზე გამაგრება ცოტა გაუჭირდება. 6. ნაღების კრემის გასაკეთებლად გამოიყენე მხოლოდ მაღალ პროცენტიანი (35% და მეტი) ნაღები, რომელსაც ფრთხილად ათქვეფ მიქსერით, ღრუბლოვანი მყარი მასის მიღებამდე PINK | ზაფხული 2013


91


92

PINK | ზაფხული 2013


ფოტო: MiHail Photography • სტუდია: PhotoPub • კაბა: Jennyfer • ესაუბრა: მარიამ მექვაბიშვილი

PINK | ზაფხული 2013

93


PINK: მოდი ასე დავიწყოთ ─ ვინ არის ნინუცა მაყაშვილი? ნინუცა: რა უცნაური კითხვაა, ჯერ არასდროს არავის დაუსვამს ჩემთვის მსგავსი. დამაფიქრე... ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვარ ჩამოყალიბებული ბოლომდე ვინ არის და საბოლოოდ რა უნდა ნინუცას. რამდენიმე წლის შემდეგ რომ დამისვა იგივე შეკითხვა, შეგიძლია? (იცინის)

PINK: კარგი. მაშინ ის მითხარი, ახლა რას საქმიანობ და რითი ხარ დაკავებული? ნინუცა: ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ, სამწუხაროდ სპექტაკლები ჯერჯერობით არ გვაქვს. ამიტომ სხვა პროფილით ვმუშაობ. „მაესტროზე“ დილის გადაცემა „მაღვიძარას“ წამყვანი ვარ.

PINK: შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, რა ეტაპზე ხარ?

“თუკი ადამიანს კონკრეტული მიზანი აქვს დასახული და მის მისაღწევად შრომობს, აუცილებლად მიაღწევს. ვიცი, რომ ცხოვრებაში უამრავი სიძნელე და სირთულე გვხვდება, რომლის გადალახვასაც საკმაო ძალა და ენერგია სჭირდება. თუმცა, ჩემი აზრით, თუკი რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად მიაღწევ. მთავარი მონდომება და შრომაა.”

94

ნინუცა: მყავს სამი წლის შვილი, მეუღლეს გაშორებული ვარ. ჩემი ყოფილი ქმარი - ბესო ზანგური ასევე რუსთაველის თატრის მსახიობია. ადრე ყოველთვის მიკვირდა, როცა ამბობდნენ ფრაზას „ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს“, თუმცა სამწუხაროდ მსგავსი საკუთარ თავზეც გამოვცადე. ნოდარიკო 7 თვის იყო ერთმანეთს რომ დავშორდით, თუმცა მანამდე 2 წელი ვიყავით ერთად.

PINK: როგორ უთავსებ ერთმანეთს სამუშაო გრაფიკს და შვილის აღზრდას? ნინუცა: დედის ფუნქცია მთლიანად დედაჩემს აქვს გადაბარებული. ის უფროა ნოდარიკოს დედა, ვიდრე ბებია. ყოველდღე დილის 5 საათზე მიწევს ადგომა, სამსახურში კი საკმაოდ გვიანობამდე ვრჩები ხოლმე. სახლში ���ომ ვბრუნდები, ჩემს შვილს თითქმის ყოველთვის სძინავს. შესაბამისად, ვერც ბაღში მიმყავს და ვერც იქიდან გამომყავს. თუმცა, როცა კი დრო მაქვს, ყოველთვის მასთან ვატარებ. როცა დამინახავს მაშინვე ყვირის „დედა, მოდი დავეჯახოთ ერთმანეთს“. ძალიან PINK | ზაფხული 2013


ყდის ისტორია ძალიან აქტიური და „გიჟი“ ბავშვია. აგრესიული სიყვარული გვაქვს. (იცინის)

PINK: დიასახლისობას თუ ახერხებ და რამდენად მოგწონს ეს პროცესი?

მოსიყვარულეც. გარეგნობას რაც შეეხება, კონკრეტული კრიტერიუმი არ მაქვს, თუმცა იმ გამონათქვამს არ ვეთანხმები, „მთავარი შინაგანი სამყაროაო“. თუკი პირველ შეხედვაზე მამაკაცმა არ მომხიბლა, მეეჭვება მისი შინაგანი სამყაროთი დავინტერესდე.

PINK: მაინტერესებს შენთვის რა არის წარმატება და თავს თვლი თუ არა წარმატებულ ქალად?

იცნობს - პატარა ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული და ყველას უყვარს. ჩემთვის PINK: ანუ შენს წარმატება ესაა - ადამიანებს ცხოვრებაში ახლა ნინუცა: სამზარეულო ჩემი რომ უყვარხარ და შენს მხოლოდ ერთი სუსტი წერტილია! როდესაც საქმიანობას აფასებენ. ჩემი მამაკაცია, ისიც 3 ჩემი სახლი მექნება, პირველ აზრით, მე ჯერ აქამდე წლის? რიგში იქ იქნება ძალიან ძალიან ბევრი მაკლია. ნინუცა: ნამდვილად! (იცინის) დიდი და მაგარი ბევრი მუშაობა მჭირდება დრო არ მაქვს, პირადი სამზარეულო ასევე დიდი იქამდე, სანამ ცხოვრებისთვის საერთოდ მაცივრით. (იცინის) ძალიან პროფესიულად დავიხვეწები, ვერ ვიცლი. კონკრეტული ბევრი და მაგარი კერძის განვვითარდები და თავს ტრფობის ობიექტი ამ ეტაპზე მომზადება ვიცი. როდესაც წარმატებულ ადამიანად არ მყავს. გათხოვილი ვიყავი, სულ მე ჩავთვლი. პატარა PINK: როგორი უნდა ვამზადებდი ყველაფერს და წარმოსახვითი პირამიდა სხვათაშორის, საკმაოდ იყოს მამაკაცი, მაქვს, რომლის წარმატებულადაც. ვგიჟდები საფეხურზეც ნინუცას რომ აჯაფსანდალზე და ძალიან მოეწონოს? ასე ნელკარგადაც ვაკეთებ, ასევე ნინუცა: პირველ რიგში არ ნელა, ბიფსტროგანოვს. უნდა სვამდეს. მეზიზღება რაღაც ალკოჰოლი და მე თვითონაც ყველაფერი კარგად ეტაპების გამომდის მოკლედ (იცინის) გავლით არ ვსვამ, შესაბამისად სმის თვითონ პროდუქტების მოყვარული მამაკაცები არ ავდივარ.► ყიდვისა და მომზადების მიზიდავს. არ უნდა იყოს პროცესი ჩემთვის მატყუარა. თუ შევამჩნიე, რიტუალივითაა - ძალიან რომ ერთხელ მაინც მიყვარს და დიდ მომატყუა, იქ ჩემთვის სიამოვნებას მანიჭებს. დამთავრებულია ბაზარში როცა ყველაფერი. ძალიან დიდ მივდივარ, თითო პატივს უნდა მცემდეს, უნდა ხილსა და ვგრძნობდე, რომ მისთვის ბოსტნეულს პირველ ადგილას მე სათუთად ვარჩევ, ვდგავარ. კეთილი უნდა იყოს. ადამიანში ამ თვისებას უნდა ნახო რა სანახავი ვარ (იცინის) ძალიან ვაფასებ. კიდევ

PINK | ზაფხული 2013

ნინუცა: ჩემთვის წარმატება ხალხის სიყვარულია. ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან ხოლმე - “შენ რუსკას და არ ხარო?” რუსკას ყველა

95


ყდის ისტორია PINK: ზოგი ქალისთვის წარმატება ოჯახი და შვილების ყოლაა, ზოგისთვის - კარიერა. შენთვის რომელი სფეროა ისეთი, სადაც თავს წარმატებულ ქალად ჩათვლი? ნინუცა: ახლა როგორც იცი, ჟურნალისტი ვარ. რომ გითხრა, ჟურნალისტურ სფეროში წარმატების მიღწევა და უფრო უკეთესი სამსახურის პოვნა არ მინდა მეთქი, ალბათ მოგატყუებ. თუმცა ჩემი სფერო მსახიობობაა. ესაა ჩემი მთავარი მისწრაფება და სულის გამოძახილი. ოსკარი მინდა ავიღო, ოცი წლის შემდეგ (იცინის)

PINK: შენთვის იდეალური ქალი როგორია? ნინუცა: ქალის იდეალი არ მყავს. ჩემთვის ასე კონკრეტულად გარეგნობით, ან რომელიმე საქციელით იდეალური ქალი არ არსებობს. ჩემთვის იდეალური ქალის აღქმა ასეთია - მას ჰყავს ბევრი შვილი და მაინც ახერხებს გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის და კარიერისთვის.

PINK: შენ თვითონ როგორ უვლი თავს, სალონებს ხშირად სტუმრობ? ნინუცა: არც ისე ხშირად. ზოგადად თავს ისე ვუვლი, როგორც ყველა ნორმალური ქალი. ერთი ძალიან მავნეჩვევა მაქვს - ფრჩხილებს ვიკვნეტ, თუმცა ახლა ვცდილობ, გადავეჩვიო. ხშირადმიწევს ტელევიზორში გამოჩენა და ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო. რამე განსაკუთრებული ხერხი ან გამოცდილება ამ მხრივ არ მაქვს.

PINK: კოსმეტიკასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, შენს კოსმეტიკის ჩანთაში რა უნდა იდოს აუცილებლად? ნინუცა: ტელევიზიაში მუშაობიდან გამომდინარე, იმდენად ხშირად მიწევს მაკიაჟის გაკეთება, რომ ვცდილობ სახეზე აღარაფერი წავისვა - კანს ვასვენებ.

96

PINK | ზაფხული 2013


ყდის ისტორია თუმცა მაქვს საყვარელი უფერო ტუჩსაცხი, რომელიც სულ მიდევს ჩანთაში. ამ ბოლო დროს მსუბუქ მაკიაჟს მივეჩვიე - ტუჩზე საცხი და თვალებზე ტუში. ესაა ჩემი მაქსიმუმი რეალურ ცხოვრებაში. ზაფხულში ისედაც რუჯი მაქვს და სახის გადატვირთვა ზემდეტი რამეებით არ მახასიათებს.

უპირატესობას, მთაში გირჩევნია, ზღვაზე თუ სად?

ნინუცა: გააჩნია - როდის, როგორ. მთასაც თავისი ხიბლი აქვს და ზღვასაც. საქართველოში სასიხარულოდ ორივე ძალიან კარგი გვაქვს. ჩემთვის მთავარია ვისთან ერთად ვარ და როგორ ვატარებ დროს ადგილს იმდენად დიდ PINK: შენს ერთ-ერთ მნიშვნელობას არ სიუჟეტში ზაფხულის ვანიჭებ. თუკი მოსვლაზე დიდი „პენსიონერული“ დასვენება მინდა, მთაში აღფრთოვანებით მივდივარ ხოლმე. საუბრობდი. გიყვარს ზაფხული? შარშან მაგალითად, მეგობართან ვიყავი ნინუცა: ზაფხული საგურამოში და ერთი ჩემთვის ყველაზე, თვე ისე გავიდა, ვერც ყველაზე, ყვეეელაზე მივხვდით. ზღვა ასევე იდეალური პერიოდია! ჩემი საყვარელი ვგიჟდები ისე მიყვარს ადგილია წელიწადის ეს დრო. არასოდეს მცხელა, ისეთ გამორიცხულია ზაფხული ისე გავიდეს, ზღვაზე არ სიცხეშიც კი გარეთ წავიდე. ხალხი რომ იგუდება PINK: რუჯის (იცინის) ყოველთვის მიღების კომფორტულად სპეციალური ხერხი ვგრძნობ თავს. ზაფხულში მგონია, რომ ხომ არ გაქვს რამე? ყველა ბედნიერია, ზოგი რომ გაზიან ყველა იცინის, ისვენებს, სასმელებს ისხამს ერთობა. ჯერ მარტო ტანზე და ზოგი ბუნებრივი რუჯი რომ სტაფილოს ჭამს გაქვს, მაგას რა ჯობია. უამრავი ხილია, ფერად- მანამდე, რამე მსგავსი ფერადი საცურაო მაგალითად? კოსტუმები, ნინუცა: ლეღვის გამაგრილებელი სასმელი და ასე შემდეგ, ნახარშშიც რომ ბანაობენ ხოლმე? (იცინის) არა, უამრავი დადებითი არაფერი. სპეციალურ მხარე აქვს ზაფხულს. დამცავ ან რუჯის PINK: როგორ გამაძლიერებელ დასვენებას ანიჭებ ლოსიონსაც კი PINK | ზაფხული 2013

პირველი რაც მოგივა თავში, ის თქვი ყველაზე მეტად ზაფხულში რა გიყვარს? ვაშლატამა! ვერ წარმოგიდგენია როგორ ველოდები ხოლმე. შემიძლია რამდენიმე კილო ისე ვჭამო, არც დავფიქრდე. არასოდეს ვისვამ, არ მიყვარს, უხერხულად ვარ ხოლმე. სპეციალურ ზეთებს რომ ისვამენ და მერე მთელი დღე შეზლონგზე წვანან, ასე არ შემიძლია. მირჩევნია წყალში გავატარო უმეტესი დრო - იქ უკეთეს რუჯს ვიღებ, ვიდრე პლაჯზე, თან თვითონ ეს წოლისა და „ხმობის“ პროცესი დიდად არ მიზიდავს. ►

97


ყდის ისტორია PINK: საოცნებო ქვეყანა თუ გაქვს, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებდი და გაატარებდი ზაფხულის არდადეგებს?

ნინუცა: ჩვეულებრივი, დური (იცინის) თითქმის ტოლები ვართ და სკოლაში ერთად დავდიოდით, თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთად ჩავაბარეთ და სულ ერთად ვართ მოკლედ. რჩევებსაც ხშირად მეუბნება და ისიც ნინუცა: ყველაზე დიდი სიამოვნებით ახლა ითვალისწინებს ხოლმე ჩემს აზრებს, თუმცა ბორა-ბორაზე დავისვენებდი. ხშირადაც ვჩხუბობთ - ძირითადად PINK: საყვარელი ადგილი თუ გაქვს, ტანსაცმელზე (იცინის)

რომელსაც ზაფხულის განმავლობაში სტუმრობ ხოლმე?

ნინუცა: იცი, ზოგადად მეგობრები იმდენად სხვადასხვა ადგილებში დავდივართ ხოლმე ყოველთვის, რომ ასე გამორჩევა გამიჭირდება. თუმცა არის ერთი საყვარელი მინდორი თბილისთან ახლოს - წოდორეთში, სადაც მაშინ ავდივარ, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ და განმარტოება მინდა. ეს ადგილი ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზია და თანაც ღამით - მშვენიერი ხედი იშლება ღამის განათებულ თბილისზე. იქ ყოფნა რაღაცნაირად მამშვიდებს ხოლმე.

PINK: მაინტერესებს, თუკი მოგინდომებია და ჩაგიტარებია საკუთარ თავზე ზაფხულში რამე განსაკუთრებული ექსპერიმენტი?

PINK: რის გარეშე ვერ

ნინუცა: ზოგადად ექსპერიმენტები ძალიან წარმოგიდგენია შენი გარდერობი? მიყვარს და არც მეშინია გარისკვის. შარშანწინ ზაფხულში თმები გადავიპარსე და ნინუცა: ჯინსისა და კედების! უამრავი, უთვალავი ჯინსი მაქვს. ჯინსები რომ არ თეთრად შევიღებე - თითქოს ძალიან რადიკალური შეცვლა იყო ჩემი იმიჯის, თუმცა მოეგონებინათ, ალბათ მოვკვდებოდი არ მომრიდებია. როდესაც რამე დამარტყამს (იცინის) თავში და ვიფიქრებ - მოდი, ასე ხომ არ გავაკეთო? მაშინვე ვაკეთებ. თმის შეღებვა იქნება ეს, შეჭრა თუ რამე სხვა. მაქვს 4 ტატუ და ვფიქრობ ახლა კიდევ გავაბევრო. დიდი ტატუს გაკეთება მინდა, მაგრამ დედაჩემმა არ გაიგოს! დედა, ეს არ წაიკითხო! (იცინის) რაც შეეხება ექსპერიმენტულ აქტივობებს, ერთხელ პარაპლანით ვიფრინე. ასეთი ექსტრემალური რამეები ძალიან მიყვარს. გადმოვხტებოდი პარაშუტითაც. წელს ვგეგმავ, თუკი მომეცა საშუალება, იქნებ „ბანჯი ჯამფინგითაც“ დავკავდე.

PINK: ოჯახში დები - შენ და რუსკა, ორივე საკმაოდ პოპულარულები ხართ. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან? 98

PINK: საყვარელი აქსესუარი თუ გაქვს?

ნინუცა: კი, საათები. ჩემი სისუსტეა ლამაზი საათი და მინდა ძალიან ბევრი მქონდეს, თუმცა ყოველთვის ყველა მიფუჭდება. ან ვტეხ, ან ჩერდება, სასწაული რაღაცები ემართებათ ხოლმე. ასევე მაქვს ორი საყვარელი ბეჭედი, რომელსაც არასოდეს ვიშორებ და სამაჯური „ღმერთს ებარებოდე“ წარწერით.

ნინუცა: PINK | ზაფხული 2013


PINK: შენს საზაფხულო გარდერობში რა ხდება, როგორ სტილსა და ფერს ანიჭებ ამ სეზონზე უპირატესობას? ნინუცა: ჩემი საყვარელი ფერი შავია. თუმცა ერთხელაც რომ გადავავლე ჩემს გარდერობს თვალი და მივხვდი, რომ შავი ფერი ჭარბობდა, გადავწყვიტე გამემრავალფეროვნებინა და ახლა რომ გამოაღებ ჩემს კარადას, საკმაოდ ბევრი ნათელი ფერი მოგხვდება თვალში. ვცდილობ ჩემი საზაფხულო ტანისამოსი ძირითადად თხელი და გრილი ნაჭრის იყოს, რათა დისკომფორტი არ შემიქმნას. მაქვს ბევრი სარაფანი და შორტი. ახლა რატომღაც ამოვიჩემე „ელექტრიკი“ ფერები - მომწონს ვარდისფერი, სტაფილოსფერი და ყვითელი.

PINK: საოცნებო როლი თუ გაქვს, რომელსაც დიდი სიამოვნებით ითამაშებდი? ნინუცა: ასე კონკრეტული სასურველი როლი არ მაქვს, თუმცა ძალიან მინდა ბოროტი პერსონაჟის განსახიერების საშუალება მომეცეს. ეს იმდენად არ ზის ჩემში და უცხოა, რომ მაინტერესებს როგორ გამომივა. იმედია ოდესმე მომიწევს ბოროტი და გაიძვერა ადამიანის როლის თამაშიც (იცინის).

PINK: შენს თავში რომ რამის შეცვლა შეგეძლოს, რას შეცვლიდი, რა არ მოგწონს? ნინუცა: ყველაზე მეტად, რაც ჩემს თავში არ მომწონს ეს არის წინდაუხედავობა. შეიძლება რაღაცამ „დამკრას“ თავში, ავდგე და უცებ გავაკეთო, ისე, რომ შედეგებზე არც დავფიქრდე. ასევე ძალიან ფეთქებადი და ჯიუტი ვარ, ყოველთვის მინდა ჩემი გავიტანო. ბავშვობაში კუთხეში რომ დამაყენებდნენ და დამსჯიდნენ ხოლმე, ბოლოს მეხვეწებოდნენ, ოღონდ მაგ კუთხიდან გამოდი და რასაც გინდა იმას შეგისრულებთო (იცინის). ► PINK | ზაფხული 2013

99


ყდის ისტორია PINK: შენს მეგობრებს რომ ვკითხოთ, როგორია ნინუცა მაყაშვილი, როგორ ფიქრობ, რა თვისებებით დაგახასიათებდნენ? ნინუცა: პირველ რიგში, რასაც ჩემი მეგობრები იტყვიან ჩემზე, არის ის, რომ ვარ „გიჟი“, „არანორმალური“, მხიარული და ძალიან აქტიური.

PINK: ყველაზე მეტად რისი გეშინია? ნინუცა: ყველაზე მეტად რამაც შეიძლება შემაშინოს - ეს ბოროტი ადამიანი და საყვარელი ადამიანის დაკარგვაა. ასევე ვფიქრობ ხოლმე და მაშინებს ფიქრი იმაზე, რომ კარგი დედა არ ვიყო. მინდა ჩემი შვილი კარგი და საამაყო ადამიანი გაიზარდოს, ეს კი საკმაოდ რთულია.

PINK: ნინუცა, რაზე ოცნებობ? ნინუცა: ოსკარი მინდა! (იცინის) მართლა. შენ გეგულება მსახიობი, რომელსაც ოსკარი შეიძლება არ უნდოდეს? ჰოდა, მეც მინდა.

PINK: სამომავლო გეგმებზე რას იტყვი? ნინუცა: იცი, გეგმები არ მიყვარს და ვცდილობ აღარასდროს არაფერი დავგეგმო, დინებას მირჩევნია მივყვე. მთელი ბავშვობა და თინეიჯერობის პერიოდი რაღაცას

100

ვგეგმავდი და ასე ვცხოვრობდი შემდეგ, თუმცა ამან არ გაამართლა. ახლა ასე ვარ - რაც ხდება და როგორც ხდება, იმ მომენტს ვიჭერ. Carpe Diem-ით ვცხოვრობ მოკლედ (იცინის)

რას

PINK: და ბოლოს, რას ეტყვი ჩვენს მკითხველ ქალბატონებს? ნინუცა: ქალებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგადად იყვნენ ძლიერები. ჰქონდეთ მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. არასოდეს დანებდნენ და ის მითი, რომ ქალი სუსტი სქესია, დაანგრიონ. მინდა, ყველა ქალმა იპოვოს თავისი ბედნიერება და ამისათვის გააკეთოს ყველაფერი. თუ ქალი ბედნიერია - მაშინ გარშემოც ყველა კარგად გრძნობს თავს.

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

101


ავტორი: სალომე თხელია სამსახურის ყოველი მაძიებლის მოქმედება, პირადი რეზიუმეს ანუ Curriculum Vitae-ს შედგენით იწყება. CV ხომ ჩვენი „სახეა“. ის ჩვენს მომავალ დამქირავებელს ჩვენს თავს, როგორც პიროვნებას და როგორც პროფესიონალს წარმოუდგენს. გასაუბრებისაგან განსხვავებით, სადაც ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილად წარმოვაჩინოთ თავი და დეტალურად განვიხილოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, CV ლაკონურია და ჩვენი გამოცდილების მხოლოდ ძირითად მომენტებს აღწერს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი უნდა იყოს CV, და არა 3 გვერდზე განვრცობილი ცხოვრების ისტორია, დაწყებული საბავშვო ბაღიდან დასრულებული ოჯახში არსებული ყველა წევრის ჩამოთვლით.

102

PINK | ზაფხული 2013


კარიერა საკონტაქტო ინფორმაცია CV უნდა იწყებოდეს სახელით და გვარით, სასურველია ოდნავ დიდი შრიფტით, ვიდრე დანარჩენი ნაწილი. საკონტაქტო ინფორმაციაში ჩაწერე პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტა რეკომენდებულია მოიცავდეს შენს სახელსა და გვარს, და არა ekunebi7@anymail.com ან მსგავსი, რადგან ასეთი მისამართები არასერიოზულად გამოიყურება. ასევე არასერიოზულად გამოიყურება mail.ru-ზე რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიც. უპირატესობა მიანიჭე Gmail-ს, Yahoo-ს ან უკიდურეს შემთხვევაში Hotmail-ს. დაბადების თარიღი, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი მისამართი თამამად შეგიძლია არ მიუთითო (თუ სხვაგვარად არ არის მოთხოვნილი ვაკანსიის აღწერილობაში). თუ დასჭირდება, ასაკს ნებისმიერი კადრების მენეჯერი დაახლოებით გამოითვლის CV-ში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით.

განათლება და გამოცდილება

გამოცდილების აღწერა უკუქრონოლოგიურად ხდება. დაიწყე ბოლო სამუშაო ადგილით თუ სასწავლებლით და პირველი სამუშაო ადგილის/და სასწავლებლის მითითებით დაასრულე.

ენები, კომპიუტერი და სხვა დამატებით რეკომენდებულია მიუთითო ენებისა და კომპიუტერის ცოდნის დონე, გაზვიადების გარეშე, ინგლისურ CV-ში ენების ცოდნის დონე შემდეგნაირად მიუთითე: Fluent - სრულყოფილი; Intermediate - საშუალო; Beginner დამწყები. მშობლიური ენა კი მიუთითე როგორც - Native. ასევე ჩაწერე დამატებითი კვალიფიკაცია (თუ გაგაჩნია), რომელიც პასუხობს ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს. კარგად გააანალიზე შენი პიროვნული თვისებები: ხარ თუ არა მზად იმუშაო ზედამხედველობისა და მითითებების გარეშე (time-management skills, working unsupervised), გირჩევნია იმუშაო მარტო თუ გუნდურად (team player), დეტალებს უღრმავდები (detail-oriented) თუ მიზანზე ხარ ორიენტირებული (goalachiever). დაუფიქრდი შენს ძლიერ მხარეებს და ჩამოაყალიბე ისინი CV-ში თითო სიტყვით.►

საკონტაქტო ინფორმაციის შემდეგ უნდა დაიწეროს განათლება და სამუშაო გამოცდილება. სასურველია პირველი ეწეროს ის საკითხი, რაც შენ გამოგარჩევს პოტენციური კონკურენტებისაგან. თუ განათლებაში გაქვს მნიშვნელოვანი მიღწევა, თავდაპირველად ჩაწერე თუ რა დაამთავრე, რა ხარისხი აიღე, რომელ საგანში/ფაკულტეტზე. თუ ვაკანსიის შესაბამისი კარგი სამუშაო გამოცდილება გაქვს, მაშინ აჯობებს ჯერ განვლილი კარიერული გზა ჩამოწერო. როგორც განათლება, ასევე სამუშაო

სკოლის მითითება საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სპეციფიკური მიმართულების სკოლა გაქვს დამთავრებული, მაგ.: კომაროვი PINK | ზაფხული 2013

103


კარიერა მართლწერა და ფორმატირება აუცილებლად კარგად „გააშალაშინე“ CV. ოთხ სხვადასხვანაირ ფონტში აწყობილი ტექსტი, გრამატიკული, პუნქტუაციური თუ წერითი შეცდომები ყოვლად დაუშვებელია და ძალიან ცუდად ხვდება თვალს. სასურველია ფონტი იყოს Arial ან Calibri, ქართული ტექსტისთვის ჯობია აკრიფო უნიკოდით, ფონტი - Sylfaen, ზომა 11 ან12 (14 მაქსიმუმ), რომ ნებისმიერმა კომპიუტერმა (და თვალმაც) მარტივად აღიქვას, ხოლო HR-ს არ მოუწიოს (გარწმუნებთ, არც შეიწუხებს თავს) ეძებოს განსხვავებული ფონტები. Word-ში იქნება CV, თუ PDF-ში, შენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, PDF -ით გაკეთებული CV უფრო და უფრო იმსახურებს HR-ების მოწონებას, რადგან მათი ნახვა შესაძლებელია ნებისმიერი წამკითხველი მოწყობილობით, CV არ კარგავს ფორმას, მარტივად იხსნება Linuxისა და Apple-ის პლატფორმებზე. საუბარი ზედმეტია ყვავილებიან და პეპლებიან გაფორმებაზე, იმ გამონაკლის შემთხვევების გარდა, თუ რომელიმე კრეატიულ სააგენტოში არ აგზავნი CV-ს (თუმცა აქაც საეჭვოა, რომ დიდი აღფრთოვანება გამოიწვიოს კონკრეტულად ყვავილებმა და პეპლებმა).

ფოტოსურათი CV-ში ფოტოსურათი აუცილებელი არ არის, თუკი ვაკანსიის ტექსტში სხვაგვარად არ არის მოთხოვნილი. თუ ვაკანსიაში მოთხოვნა არსებობს, მიამაგრე CV-ს საპასპორტო, თეთრ ან სხვა ნეიტრალურ ფონზე გადაღებული ფოტო, სადაც მზის სათვალის, ქუდის და სხვა თავის აქსესუარების გარეშე ხარ. სხვა ტიპის ფოტო - სუფრაზე, ვინმესთან ხელგადახვეული, ბუნებაში, მთელი სხეულის დემონსტრირებით (თუ სხვანაირად არ არის მოთხოვნილი ვაკანსიაში ან/და სამოდელო სააგენტოში არ აბარებ შენს ბიოგრაფიას) - მარტივად: მიუღებელია.

თუ კომპიუტერში გიყენია Adobe Reader, მაშინ MS Office-ის ნებისმიერი პროგრამიდან შეგიძლია PDF დოკუმენტის ექსპორტი: File → Save As → PDF

104

PINK | ზაფხული 2013


www.pink.ge/magazine PINK | ზაფხული 2013

105


პაემანი

ვსწავლობდი პრაღაში, მასს მედიის ფაკულტეტზე. ამჟამად Georgia Today-ის ჟურნალისტი ვარ.

ყველაზე მეტად ფოტოგრაფია მიტაცებს, ძალიან მიყვარს ქალაქში სიარული და ფოტოების გადაღება, თუმცა საკმაოდ დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვახერხებ. ასევე ძალიან მიყვარს კულინარია, ყოველთვის ვცდილობ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო გავსინჯო. საუკეთესო განტვირთვა/გართობა მეგობრებთან ერთად ყოფნაა, არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ. ზაფხულობით განსაკუთრებულად ვცდილობ, არცერთი open air ივენთი არ გამოვტოვო.

მთავარი გმირი

მხიარული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ოპტიმისტი.

კონკრეტული ტიპაჟი არ გამაჩნია, ყოველთვის სხვადასხვანაირი ტიპები მომწონს. თუმცა ყველას საერთო მაინც ის აქვთ, რომ მხიარულები, კომუნიკაბელურები და ელეგანტურები არიან.

ნდობა და ერთგულება. ვფიქრობ, ამ ორის გარეშე უბრალოდ ურთიერთობას აზრი არ აქვს და არც აეწყობა.

სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი.. ალბათ ახალ ნაცნობებსა და ახალ თავგადასავლებს 

106

PINK | ზაფხული 2013


პაემანი

ნომრის მთავარ გმირთან პაემნის მსურველებისთვის.

15 აგვისტომდე რუბრიკის მთავარი გმირი შევსებულ აპლიკაციებს დაელოდება. ასტროლოგის, ფსიქოლოგის და მთავარი გმირის პირადი შეფასების საფუძველზე იგი TOP 3 კანდიდატთან პაემანზე წავა, რომელსაც რუბრიკის სპონსორი მოაწყობს. მკითხველს შეუძლია დაეხმაროს მთავარ გმირს არჩევანის გაკეთებაში ჩვენს Facebook გვერდზე. PINK | ზაფხული 2013

107


ურთიერთობები

არ უნდა იყოს

ავტორი: გვანცა ხელაძე

108

PINK | ზაფხული 2013


ურთიერთობები ხშირად წამიკითხავს სხვადასხვა ქალური ფანტაზია თემაზე: როგორი უნდა იყოს ნამდვილი/იდეალური მამაკაცი; თუმცა ვერასდროს ვხვდებოდი, რა აზრი აქვს რჩევების მიცემას, რომელსაც არავინ/ვერავინ ითვალისწინებს. ვაღიარებ, მეც მიმიცია რჩევები მეგობრებისთვის. ხშირად მისმენდნენ, უფრო ხშირად - არა. თუმცა ამჯერად, ჩემი მიზანი არ არის რჩევა-დარიგებებით მოგაბეზრო თავი. მოკლედ გეტყვი - არ ვიცი როგორი მამაკაცები მოგწონს შენ, თუმცა ჩემი მეგობრის მაგალითზე მოგიყვები: როგორი არ უნდა იყოს შენი მამაკაცი.

ყველაფერი ჩვეულებრივ იწყება. ის რაღაცით იქცევს შენს ყურადღებას და ხვდები რომ მოგწონს, ან გიყვარს, ან არ გიყვარს, მაგრამ მასთან ყოფნა გსიამოვნებს. ალბათ ფიქრობ, ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის: ვიპოვოთ მამაკაცი, რომელთან ყოფნაც სიამოვნებას გვანიჭებს, რა არის ამაში ცუდი?! არაფერი. თუმცა თუ შენი პარტნიორი ის მამაკაცია, რომელზეც მე ვსაუბრობ, სულ ცოტა ხანში მიხვდები, რომ გამოუვალ ლაბირინთში ხარ სრულიად მარტო. გვერდით არც თეზევსი გყავს და არც არიადნეს ძაფი გაქვს. თუ საკუთარი თავი ამოიცანი, ვერაფრით განუგეშებ, მე არ ვიცი ამ ლაბირინთიდან გასაღწევი გზა. თუმცა თუ მოახერხებ და გზას იპოვი, ჩვენც გაგვანდე. გპირდები, ამჯერად სიამოვნებით მოგისმენთ და გავითვალისწინებთ. ახლა კი, პირდაპირ საქმეზე გადავალ. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ამ აღწერილობაში საკუთარ მამაკაცს ვერ ამოიცნობ. ►

PINK | ზაფხული 2013

109


ურთიერთობები

თუ კარგად დაფიქრდები, გაიხსენებ, რომ სერიოზული დისკუსია სულ რამდენჯერმე გქონიათ მხოლოდ ნეიტრალურ საკითხებზე, არასოდეს საკუთარ ურთიერთობაზე. თუ ეცდები ურთიერთობაზე საუბარი წამოიწყო, ის ძალიან მარტივად ახერხებს არასერიოზული პასუხებით თავი ცუდად გაგრძნობინოს. დაწყებული არ გაქვს წინადადება, რომ უკვე ნანობ, რწმუნდები, რომ უკეთესი იქნებოდა არაფერი გეთქვა. თუ სთხოვ, რომ გაგაცნოს საკუთარი მეგობრები (ეს ხომ ყველაზე მცირეა რაც შეიძლება სთხოვო მამაკაცს, რომელთანაც წელიწადზე მეტია ურთიერთობა გაქვს), პასუხად შეიძლება მოისმინო: • რა საჭიროა მის მეგობრებს იცნობდე, მათ ხომ ისედაც იციან შენ შესახებ; • უბრალოდ არ ���ურს თქვენი ურთიერთობა ყველას განხილვის საგანი გახადოს; • ასეც კარგად ხართ, რა საჭიროა გართულება და ა.შ. მიზეზების სია შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. თუმცა, თუ მოახერხე და მიზეზები გამოსტყუე, შეგიძლია ესეც მიღწევად ჩათვალო.

გაიხსენე ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ძალიან მოგენატრა, თავისუფალი ხარ და ურეკავ რომ შეხვდე. პასუხად იღებ, რომ მეგობრებთან ერთად არის და არ სცალია. როცა სურვილს გამოთქვამ შენც შეუერთდე და ბარემ მეგობრებსაც გაიცნობდი, პასუხად იღებ პირობას, რომ როცა გათავისუფლდება, დაგირეკავს. ორი საათის შემდეგ, როცა ლოდინი მოგბეზრდება, თავად ურეკავ. შენი ზარები უპასუხოდ რჩება. გადაწყვეტ ამ ურთიერთობას ხვალვე ბოლო მოუღო და იძინებ. ღამით გირეკავს და გეკითხება რატომ ურეკავდი, ან ორი-სამი დღის შემდეგ გიკავშირდება და შეხვედრას გთხოვს. მონატრებული მის მკლავებში ისევ დნები. ყველაფერს ეუბნები და ისიც გისმენს, თუმცა ზუსტად იცი რომ არაფერი შეიცვლება.

110

არასდროს გატყუებს, თუმცა ყოველი კამათი თანდათან გარწმუნებს იმაში, რომ შენი გრძნობები სულაც არ აღელვებს. როცა უკვე არც კი გახსოვს მერამდენედ, გადაწყვეტ დაამთავრო ურთიერთობა და სთხოვ აღარ დაგირეკოს, ის კვლავ ინდიფერენტულია. ზუსტად იცი, მაინც დაგირეკავს და ასეც იქცევა. ისევ თავს გახსენებს: უბრალო მიზეზით გირეკავს და შეხვედრას გთხოვს, ან არც გთხოვს. ხვდები, რომ მოგენატრა და ყველაფერი თავიდან იწყება: მისთვის გათენებული ღამეები, მეგობრებთან უსასრულო საუბრები, გამოსავლის ძებნა, გამოსავლის პოვნა, ისევ კამათი, ურთიერთობის გაწყვეტა, ურთიერთობის აღდგენა, ყველაფერი უკეთ არის. შემდეგ ისევ ყველაფერი ირევა, ძველებურად უყურადღებოა, ხვდები, რომ თავს იტყუებ, მეგობრებს რჩევას სთხოვ, გამოსავალს ეძებ და ასე უსასრულოდ.

4

ბევრჯერ გიფიქრია, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პირდაპირ ეუბნები, რომ მასთან ურთიერთობით კმაყოფილებას ვერ აღწევ, პასუხად სარკასტულ კომენტარს იღებ, მერე გრცხვენია საკუთარი თავის და ნანობ, რომ საერთოდ წამოიწყე ამ თემაზე საუბარი. ►

PINK | ზაფხული 2013


PINK | ზაფხული 2013

111


ურთიერთობები ყველაზე ცუდი ამ ურთიერთობაში ის არის, რომ თითქოს მიზანს უახლოვდები, თითქოს ცვლილებებს ამჩნევ, თითქოს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, თუმცა საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ ისევ იქ ხარ, სადაც დაიწყე. როგორ უნდა დააღწიო თავი ამ ლაბირინთს? მინდა გითხრა, რომ უნდა შეიყვარო საკუთარი თავი, რომ საბოლოოდ გადაწყვიტო და მიიღო ის, რაც გინდა, ან გაწყვიტო ურთიერთობა.

ზოგ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლოა უფრო რთულად იყოს...

96%

ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობაა

ქალების ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს 112

PINK | ზაფხული 2013


ურთიერთობები

ავტორი: სალომე ჭიჭინაძე რაზე ნერვიულობენ კაცები ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა პენისის ზომაზე. არადა თურმე სანერვიულო არაფერია. როგორც ამბობენ, “ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვს” და “მთავარია ხმარება იცოდე”. თუმცა ხანდახან არ არის საკმარისი, მხოლოდ მამაკაცმა იცოდეს თავისი ხელსაწყოს გამოყენება. უსამართლობაა კაცებს დავაბრალოთ ყველაფერი, როცა ქალებმა არ ვიცით, რა მოგვწონს, რა გვჭირდება და როგორი პენისია ჩვენთვის იდეალური. წაიკითხე, გაითვალისწინე და აუცილებლად ჩაატარე ექსპერიმენტები.

თუ ის:

კარგია:

უხერხულია:

საუკეთესო პოზა:

გრძელი და წვრილია

ქალებისთვის, რომლებსაც მოსწონთ საშვილოსნოს ყელის და AFE ზონის სტიმულირება

მოკლე ვაგინის მქონე ქალებისთვის და მათთვის ვისაც არ მოსწონს საშვილოსნოს ყელის სტიმულირება

Cowgirl ანუ ქალი ზემოდან აკონტროლებ პენეტრაციის სიღრმეს და კუთხეს. შიდა კუნთების შეკუმშვა კი ხახუნს ერთი-ორად გაზრდის.

მოკლე და წვრილია

ქალებისთვის რომლებსაც მოსწონთ კლიტორული ორგაზმი და არ მოსწონთ ღრმა პენეტრაცია

ქალებისთვის რომლებსაც მხოლოდ G-spot ორგაზმი აქვთ ან გრძელი ვაგინა.

CAT (Coital Alignment Technique) პატარა პენისს კლიტორის სტიმულირება ნაკლებად შეუძლია, ეს ტექნიკა ორგაზმის შანსს 70%-ით ზრდის.

მოკლე და სქელია

ქალების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც დიდი G-Spot აქვს

გამონაკლისია ის ქალები, რომლებსაც ყელის ან AFE ზონის სტიმულირება სიამოვნებს და ძალიან პატარა ვაგინალური შესასვლელი აქვთ

Doggy Style განიერი პენისი სისავსის შეგრძნებას უფრო მეტად იწვევს. თუმცა რადგან მოკლეა, ეს პოზა საუკეთესო იქნება ყველაზე ღრმა შეღწევისთვის, ხელით კი კლიტორის სტიმულირება შეგიძლია.

ყოველ მხრივ დიდია

ქალებისთვის, რომლებსაც უყვართ ღრმა პენეტრაცია, გრძელი ვაგინა აქვთ ან მოშვებული ვაგინალური კუნთები.

მოკლე /წვრილი ვაგინის მქონეთათვის; ასევე ვისაც არ მოსწონს GSpot-ის, ყელის და AFE ზონის სტიმულირება.

შემოტრიალებული Cowgirl აქ ლუბრიკანტი გადამწყვეტია. პენეტრაცია დაიწყე 15-20 წთ-იანი პრელუდიის შემდეგ, აჯობებს თავად გადაწყვიტო რიტმი და სიჩქარე. არ იჩქარო და მოადუნე ვაგინალური კუნთები

PINK | ზაფხული 2013

113


ურთიერთობები

ავტორი: მარიამ ნანობაშვილი

ზღვის, მდინარის, თუ ტბის სანაპირო საკმაოდ მიმზიდველი და ეროტიკულია. რა სჯობს, როცა სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმაური არღვევს, გარშემო გრილა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ხშირად პრობლემებიც იჩენს თავს. ქალაქის მასშტაბით ყველა სანაპირო დაბინძურებულია, ქალაქგარეთ კი მთელი დღით წასვლაა საჭირო. თანაც შეიძლება თქვენ გარდა კიდევ ვიღაცას გაუჩნდეს იმავე იდეა და სანაპიროს “გაყოფა” მოგიწიოთ.

ლიფტი კარგია ადგილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალსართულიან შენობაში ხართ, თუმცა შესაძლოა ვიღაც დაგემგზავროთ კიდეც და ვაითუ “დამიმატეთო” მოითხოვოს. რაც უნდა იყოს, საკმაოდ საინტერესო ადგილია სექსისთვის, თანაც კარგ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს, რადგან პოზების უმეტესობა ფეხზე მდგარ, ჰაერში აწეულ ან ნახევრად ჩაკუზულ მდგომარეობას მოითხოვს. თუმცა ესეც ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ნავი ძალიან საინტერესო, თუმცა ფრიად “მერყევი” ადგილია სექსისთვის. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენე, თუ შენი პარტნიორი კარგად ცურავს, სხვა დანარჩენი მოქნილობისა და მოხერხებულობის ამბავია.

114

PINK | ზაფხული 2013


ურთიერთობები სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნება რამე სასუსნაო რომლითაც შეიძლება სხეულის ”გაკეთილშობილება”, ხოლო ამის შემდეგ კი მოფერება მსუბუქი ალოკვით დაიწყება. ამასთანავე ექსტრემალურობის შეგრძნებას დიდი ფანჯარაც ზრდის, რომლიდანაც მოპირდაპირე კორპუსის მაცხოვრებლები საინტერესო სცენებს დააკვირდებიან.

პარკისა და სკვერის შემთხვევაში შანსი იმისა, რომ დაცვა წამოგადგებათ თავს და სერიოზული შეხლა-შემოხლა იქნება – დიდია, თუმცა გააჩნია, დღე– ღამის რა დროს გადაწყვეტთ თავდავიწყებას მიეცეთ. არჩევანი დიდია – ბალახი, ფეხზე მდგომი პოზა თუ ხის სკამი. მთავარია ისე მოახერხოთ, რომ კარგად მოეფაროთ გამწვანებისათვის დარგულ ბუჩქებსა და ხეებს და დაცვის თანამშრომლების ყურადღება არ მიიქციოთ. PINK | ზაფხული 2013

შეიძლება ცოტა უსიამოვნო ადგილია მაგრამ იქ ყველაფერია იმისათვის, რომ ქალმაც და მამაკაცმაც სიამოვნება მიიღონ. მჯდომარე პოზა საინტერესო და არც ისე დამღლელია, მით უმეტეს ���ქტის შემდგომი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება ადგილზევე სწრაფად მოხდება. თუმცა გირჩევთ ძალიან ნუ იხმაურებთ, თორემ ვიღაც (ვინც რიგში იდგა და თქვენს გამოსვლას ელოდა) აუცილებლად დარჩება უკმაყოფილო და გაბრაზებული.

მატარებელი საკმაოდ კომფორტული ადგილია, თუმცა გააჩნია, როგორ ვაგონში ხართ და რამდენი ადამიანია თქვენთან ერთად კუპეში. ისე, მატარებლის საწოლები ორი ადამიანისთვის ვიწროა, ჭერი - დაბალი და კუპე - პატარა, მაგრამ ლიფტში მიღებული გამოცდილების შემდეგ ყველაფერი უფრო ადვილი მოგეჩვენებათ.

თუ ასეთ დროს შენს პარტნიორთან ერთად სადმე, პატარა ოთახში განცალკევდები, სიმყუდროვის იმედი ნუ გექნება. წინასწარ იფიქრე რას გააკეთებ, როცა სხვა სტუმრებსაც მოუნდებათ მყუდრო ადგილის მოძებნა (დასაძინებლად თუ სექსისთვის). ამ შემთხვევას აქვს ექსტრემალური მხარეც – შემთხვევითი “დამკვირვებლების” წინაშე ჩატარებული აქტი ახალი გამოცდილებაა, რომლის დროსაც სულ არ ფიქრობ როგორ გაცვია, სად ხარ, როგორ გამოიყურები, ან ბნელა თუ არა ოთახში.

საინტერესო ადგილია და ზაფხულში იდეალური. ასევე სახურავზე გამეფებული ანტისანიტარია და ნაგავი არ უნდა გაიკვირვოთ. სიფრთხილე აუცილებლად საჭიროა, რომ რამე არ დაგიზიანდეთ შენ ან პარტნიორს. აქტის შემდეგ კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცით ტკბობაც შეიძლება.

თუ ორივეს გიყვართ ლაშქრობები და არ ხართ მიჯაჭვული კომფორტზე, მაშ ჩაალაგეთ ზურგჩანთა და თვითონ აირჩიეთ ყველაზე უკაცრიელი და მყუდრო ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით, ჩიტების და ხეების შრიალის გარდა. კარავი თქვენი ბუდე იქნება, ველურ ბუნებაში კი დედიშობილა სირბილსაც თავისი “მუღამი” აქვს.

115


116

PINK | ზაფხული 2013


PINK MAGAZINE, #1 (Summer, 2013)