Page 1

1


2


3


სარჩევი

#10

12 25 26 68 70 80 96 108 110 140 162 182 200 226

4

პორტრეტი

ლეილა სიყმაშვილი და გიორგი ალადაშვილი

გვერდი 25

“13 ივნისი” - ფოტოგრაფი გოჩა ჟღენტი

დოკუმენტური

“პანსიონატის თაობა“ - ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი

თვის ფოტო

ფოტოგრაფი მონიკა ლოვეიკო

2,0

ფოტოგრაფი მატია ლეონარდი

სტუმარი

“ჯედაის დაბრუნება“ - ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი

სტუმარი

“მამა სრული განაკვეთით“ - ფოტოგრაფი კატალინა ბაქრაძე

ბლოგი

ბექა მაისურაძე

კონცეპტუალური

“COMPROMISING“ - ფოტოგრაფი ქეთა ღვინეფაძე

დამწყები

“ქაოსი, რომელიც ტვინს გავს“ - მხატვარი გიორგი ზიბზიბაძე

MYANGLE

“წარმოიდგინე“ - ფოტოგრაფი მანო სვანიძე

მოდა

დიზაინერი ნინო მგალობლიშვილი

მოგზაურობა

“არლი“ - ფოტოგრაფი ხატია-ჯუდა ფსუტური

ფოტო რეპორტაჟი

ივნისი-ივლისი-აგვისტო 2015


12

26

70

80

140

96

182

110

200 5


გარეკანზე გიორგი ალადაშვილი ( მუსიკოსი, მსახიობი) ფოტოგრაფი გურამ მურადოვი

6


მთავარი რედაქტორი გურამ მურადოვი რედაქტორი ლაშა ქავთარაძე კრეატირული დირექტორი ქეთა ღვინეფაძე ნატა ავალიანი ფოტო რედაქტორი იანა ყორბეზაშვილი ავტორები ნატა ავალიანი თაკო ფოლადაშვილი ბექა მაისურაძე ფოტორეპორტაჟი ლუკა პერტაია ლევან [ლეკო] ჭყონია იანა ყორბეზაშვილი გურამ მურადოვი სტუმრები ლეილა სიყმაშვილი გიორგი ალადაშვილი მონიკა ლოვეიკო მატია ლეონარდი ბრაიან გრიფინი კატალინა ბაქრაძე ჯუდა-ხატია ფსუტური გიორგი ზიბზიბაძე მანო სვანიძე ნინო მგალობლიშვილი ალექსანდრე ხარანაული ალექსანდრე ბაქრაძე დავით აბჟანდაძე გიორგი ზაუტაშვილი გიორგი ნონიაშვილი ირაკლი ნაკუდაიძე 7


რედაქტორისგან

თაობა “მე-მე-მე” არ მომწონს ეს ნეგატიური დამოკიდებულება თაობების განსხვავებების მიმართ. თაობას ჯერ არაფერი გაუკეთებია - არც კარგი, არც ცუდი - მას კი უკვე სახელებს უძებნიან და რაღაცაში ადანაშაულებენ. სულ ასეა. ჩემს, 80-იანების თაობასაც, უკეთეს შემთხვევაში, “თაობა Next”-ს, უარეს შემთხვევაში - “პეპსის თაობას” ეძახდნენ. „მათ არაფერი შეუძლიათ“, „მათ თვალებში მხოლოდ დოლარის ნიშნები ჩანს“, „მათ არ აინტერესებთ ისტორია“... თუმცა, მერე ჩვენ ყველაზე ცუდ მოლოდინებსაც კი გადავაჭარბეთ - ვმუშაობთ რამდენიმე სამსახურში ერთდროულად, ქვეყნის სიყვარულიც შეგვიძლია და როცა საჭიროა სიცოცხლის გაწირვაც. თაობებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. როგორც ძეგლებთან. ათი წელი მაინც არის იმისათვის საჭირო, რომ გაიგო ადამიანი ბრინჯაოს უკვდავების ღირსია თუ ჰააგის ტრიბუნალის. “MeMeMe”-ს თაობაზე სულ ცოტ ახნის წინ გავიგე, როდესაც „ფოტოესეს“ ახალ ნომერზე დავიწყეთ მუშაობა. ძალიან გამიკვირდა - ნუთუ რა მე გამომრჩა?! ჩვენს ჟურნალში რამდენიმე ადამიანი მუშაობას, რომელთა ასაკიც 20 წელს აღემატება, მაგრამ არაფერი აქვთ სააერთო “MeMeMe”-სთან. შრომობენ, არიან კრეატიულები და არაფერი ეზარებათ. კიდევ ბევრი ახალგაზრდა ნაცნობი მყავს, რომლებსაც ქვეყანასაც კი ანდობდა ადამიანი. არაერთ სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა და ეგოიზმის განსაკუთრებული ნიშნები მათშიც არ შემიმჩნევია. შესაძლოა თამამები არიან, მაგრამ ჯანმრთელი დოზებით - ეს უფრო ამ თაობის სიცოცხლისუნარიანობის ნიშანია. მორიგი პანიკური შეტევა, თემაზე “ღმერთო, ეს ვინ გავზარდეთ!”, ჟურნალ “თაიმ”-ში გამოქყვეყნებული, ამერიკელი ჟურნალისტის, ჯოელ შტაინის სტატიის შემდეგ აგოდრა: “მე ვაპირებ გავაკეთო ის, რასაც აკეთებდნენ მოხუცები მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში: მათ, ვინც ჩემზე ახალგაზრდაა, მე ვუწოდებ ზარმაცს, საკუთარ ტყუილებში დაკარგულებს, ეგოისტებსა და ზედაპირულებს... პიროვნების ნარცისული აშილილობა ამჟამინდელ ‘ოც-წლიანებში’ უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე ადამიანებში რომლებიც 65 და მეტი წლისანი არიან; 2009 წელს სტუდენტები 58%-ით მეტად არიან ნარცისები, ვიდრე 1982 წლის,” - და ამას მოყვა მთელი კასკადი შეურაცხყოფებისა. დედებო, გააჩინეთ ეს მონსტრები თავიდან! ჟურნალისტი კარგია, სტატიაც არაა ცუდი, 8


მაგრამ ეს მხოლოდ პუბლიცისტიკაა. კეთილთვისებიანი პროვოკაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დიდი დისკუსიის გაჩენაა. ვინმეს მართლა სჯერა, რომ ისინი, ვინც 2009 წელს სტუდენტები იყვნენ 58%-ით უფრო ეგოისტები არიან, ვიდრე ისინი, ვინც 1982 წელს იყვნენ სტუდენტები? ვინ დათვალა? როგორ? სად? Google-შიც კი არ იძებნება არაფერი, მსგავსი კვლევის შესახებ. მაგრამ თუ ეს კვლევა მართლაც არსებობს, მისი საიმედოობა ისეთივეა, როგორც ის, რომ თვალის ტუში წამწამის მოცულობას 20%-ით ზრდის. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია, 2050 წლის, შობის ამინდის პროგნოზის გამოქვეყნებაც. ბევრი წაიკითხავს და ბევრიც გააზიარებს, მაგრამ მის სანდოობაზე ეს არაფერს იტყვის. თუმცა ეს არ ცვლის ჭეშმარიტებას, რომ კაცობრიობა გულის ქრონიკულ, ერთობლივ უკმარისობას განიცდის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს დაავადება პროგრესირებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ეგოიზმი მაიძულებს, რომ ამის მჯეროდეს. ვინაიდან, თუკი კაცობრიობა მუდმივად დეგრადირებს, გამოდის რომ მე 10, 15 ან 20 წლით უფრო ჭკვიანი, კეთილი და ადეკვატური ვარ. სამყაროს ასეთი სურათი კი სულაც არაა ცუდი. მაგრამ ვშიშობ, რომ რეალობა უფრო პროზაულია. ჩემს News Feed-ში უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენლის პოსტი ჩანს, და “ნახეთ, დღეს რა ვჭამე” და “ნახეთ, დღეს სად ჩამოვფრინდი” თემებზე პოსტვაში არც ისინი ჩამოუვარდებიან ვინმეს. ეგოიზმის და ნარცისიზმის „დოზა“ ყველა დროში დაახლოებით იგივეა. მხოლოდ გამოხატვის საშუალებები იცვლება. “Facebook”, “Instagram” და “Twitter” მე-19 საუკუნის დასაწყისში რომ გამოეგონებინათ, ალბათ იმ დროის ყველა დიდგვაროვანი მოიყრიდა თავს ამ სივრცეებში. “ომი და მშვიდობის” დაწერაც არ იქნებოდა საჭირო: ძალიან ადვილად დაშლიდნენ პოსტებად და სტატუსებად, ავტორის აღწერებს კი ფოტოებითა და ვიდეო რგოლებით შეცვლიდნენ. XIX საუკუნის კლასიკოსებს, რომ დღევანდელი ‘გაჯეტები’ ჰქონოდათ (მე, როგორც რუსული განათლების მქონე ადამიანი, რუსულ კლასიკოსებს მოვიყვან მაგალითად) - პუშკინი ალბათ თავს შეიკავებდა, მაგრამ აი ლერმონტოვს ვერ გადავურჩებოდით, საკუთარ ნიჭს, სავარაუდოდ ღვანძლიან და მიზანთროპულ Facebook პოსტებად აქცევდა. ასე რომ, ვიდრე თაობებს შევაფასებთ, სჯობს დავფიქრდეთ: მათზე ჰიპერ-ზრუნვისას, ჩვენ თვითონ ხომ არ ვიქცევით ნარცისებად? ისინი გაიზრდებიან, მომწიფდებიან და საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოადგენენ. ჩვენ კი უფროს თაობაში შებიჯებისას, მტკიცედ მივადგებით საკუთარი დეგრადაციის გზას, რომლიდან გადახვევაც ძალიან რთული იქნება. ხანდახან მგონია, რომ ახლობელი ადამიანის მიმართ სიყვარული გულგრილობის შეტევით იწყება. ჩვენი ახალგაზრდობა დეგრადირებს? ჰოდა მიუშვით, დეგრადირდეს... გურამ მურადოვი 9


რედაქტორისგან

არარსებული თაობები რთულია განზოგადებებზე უარის თქმა. კიდევ უფრო რთულია შეაკავო გულის რევა, როდესაც განზოგადებები ისტერიკაში გადადის. მიზეზები არც ისე მნიშვნელოვანია. 13 ივნისს ასეთ მიზეზად ტრაგედიები იქცა. ზოგმა ბაზალეთის ტბის ფსკერზე ოქროს აკვანს მიაგნო, ზოგმა კი ტრაგედიები არტად გადაახურდავა. საბოლოოდ, ყველაფერი განზოგადებებად დაილექა გონებაში - თაობა შედგა. შედგებოდა აბა რას იზამდა? იმიტომ, რომ იაპონიაშიც შედგა თაობა, როცა „ფუკუსიმა 1“ აფეთქდა, ჰაიტიზეც, როდესაც მიწისძვრა მოხდა და ახალ ორლეანშიც, როდესაც „კატრინამ“ ქალაქის 80% წყალქვეშ მოაქცია. ოღონდ არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული თაობა დაიბადა სადმე, ოდესმე. იმიტომ რომ ადამიანები ინსტინქტურ არსებებად რჩებიან. სინამდვილეში თაობები არ იცვლებიან, იმიტომ რომ თაობები არ არსებობენ, არსებობენ ადამიანები და არსებობს გარემო, რომელიც არასდროს არის ისეთი, როგორიც იყო გუშინ. „ფოტოესეს“ ახალ ნომერში, სწორედ ცნება „თაობის“ პირობითობის ჩვენებას შევეცადეთ. ანდა რა ჩემი თქმა უნდა, თავადაც ნახავთ, რომ ნიჭმა არ იცის ასაკი. არც შრომამ. ყველაფრის დათვლა, გაზომვა, შეფასება და მათემატიკად ქცევა კი ყოვლად გაუმართლებელი მცდელობაა გაამარტივო მოვლენები და ფაქტები. არსებობს რაღაცები, რისთვისაც „მასტერქარდიც“ კი არ გამოდგება. ხანდახან მეშინია, ასაკის მატებასთან ერთად, მეც თაობებით ჟონგლიორობა არ დავიწყო. მეც მამების და შვილების გადარჩევის ვნებამ არ შემიპყროს და არ დავიწყო ბოდვა, რომ ჩემ დროს ასე იყო, ახლა კი ისეა. თუმცა, ვიცი ჯერ ეს არ მემუქრება, იმიტომ რომ პირველი გრძნობა რაც 14 წლის გიორგი ზამბახიძის ნახატების ნახვის შემდეგ გამიჩნდა გულწრფელი აღფრთოვანება და შური იყო. ზუსტად ასეთივე წრფელი გულით შემშურდა ლეილა სიყმაშვილის ბუნებრივი იუმორის, მის მუსიკალურ ნიჭზე რომ აღარაფერი ვთქვა. დავიჯერო არსებითი მნიშვნელობა აქვს მათ ასაკს და იმას თუ რომელ თაობას ეკუთვნიან დროის ხაზზე? კატალინა ბაქრაძე სრული განაკვეთით რომ მამობენ ისეთ მამებს გაგაცნობთ, შვილებთან ერთად. იანა ყორბეზაშვილი კი მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 10


ადამიანების შესახებ მოგიყვებათ ფოტო-პროექტით „პანსიონატის თაობა.“ იტალიელი მატტია ლეონარდი, კი სხვადასხვა ქვეყნის ყოველდღიურობას Instagram-ის ფილტრით განახებთ. ახალ ნომერში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის ბრაიან გრიფინის ფოტო-სერიასაც შეხვდებით, ჩემი თუ არა, ჩემს წინა თაობებისთვის საკულტო, კოსმოსური საგის „Star Wars”-ის შესახებ. ქეთა ღვინეფაძე კი სწორედ იმ დეტალებზე პედალირებით ცდილობს საკუთარ თავთან კომპრომისებზე წასვლას, რომლებიც ყველაზე მეტად გიშლიან ხელს, რომ მარტოდ დარჩენილმა თავი კომფორტულად იგრძნო. ჟურნალში ნახავთ გასული, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით ცხელი ზაფხულის ფოტო-რეპორტაჟებს, აქციებიდან, სადაც თაობები ხშირად ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან; მუსიკალური ფესტივალებიდან, სადაც ახალგაზრდები ცდილობენ იგრძნონ, რომ ამ მიმკვდარებულ ქვეყანაში ნამდვილად ახალგაზრდები არიან და რა თქმა უნდა 13 მაისის მოვლენებიდან, რომელმაც ლამის დაგვაჯერა, რომ თაობა რომელიც ყოველთვის არსებობდა, სწორედ ამ დღეს იშვა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელსაც „ფოტოესეს“ ახალ ნომერში იხილავთ. ჩვენ შევეცადეთ „თაობების“ პირობითობის ჩვენებას, დანარჩენს უკვე თავად პირობითი თაობები აჩვენებენ.

ლაშა ქავთარაძე

www.photoessay.ge to@photoessay.ge 557 28 19 47 www.facebook.com/photoessaymag www.instagram.com/photoessaymagazine www.twitter.com/PhotoessayMag © PHOTOESSAY Georgian Online Magazine, 2014 11


პორტრეტი

ლეილა სიყმაშვილი პიანისტი

„შემთხვევითი მოვლენა ხელოვნებაში“ “დავიბადე ომის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, დიდი სამამულო ომის. 4 წლის რომ გავხდი და ოთახებში გავიარე, დავინახე ყუთი დგას, ხის ყუთი. ძიძას ვუთხარი, გახსენი-მეთქი. მე ხო არ ვიცოდი ფორტეპიანო როგორ იხსნებოდა. ძიძა მყავდა ლამარა, კახელი გოგო იყო. ახადა ლამარამ ფორტეპიანოს და თითი დავაჭირე. რაღაც ხმა გამოსცა, მერე „სულიკო“ დავუკარი ურთულეს ტონალობაში. დედაჩემმა მოცარტის არსებობა საერთოდ არ იცოდა, სმენა არ ჰქონდა, ექიმი ქალი იყო და ხელოვნებასთან კავშირი არ ჰქონია. მამაჩემს კი ძალიან კარგი სმენა ჰქონდა. სამსახურიდან რომ მოვიდნენ, ძიძამ პანიკა ატეხა, ბავშვმა რა დაუკრა რო იცოდეთო. მამაჩემმა დამაკვრევინა და თქვა, ხვალვე წაიყვანე ვინმესთანო. მონახეს ვიღაც ქალი, მუსიკის მასწავლებელი, მიმიყვანეს იმასთან. უჟმური ბავშვი ვიყავი, ბავშვობიდან ‘მიგერას’ მეძახდნენ - კაციჭამიას ნიშნავს. დედაჩემმა გააფრთხილა, ნატო ერთქვა იმ ქალს, ძალიან მძიმე ხასიათი აქვს და შეიძლება უხეშად რამე გითხრათო. ნატომ რა დაუკარი გუშინ სახლშიო. ლა-ბემოლ მაჟორში დავუკარი „სულიკო“ და დედაჩემს შეხედა, მერე მე შემომხედა. მაგ ნოტიდან რატო დაუკარი, ძალიან რთულიაო და მაჩვენა საიდან უნდა დამეკრა. როგორც ვიჯექი, ხელუკუღმა ვთხლიშე სიფათში. დედაჩემს უთხრა, მუსიკა ჯერ ადრეა და ჯობია ნევროპათოლოგთან მიიყვანოთო. 5 წლის შემიყვანეს მეორე მუსიკალურ სკოლაში, აღმაშენებელზე. 7 წელი ვისწავლე იქ, 4 წელი იქვე იმავე სასწავლებელში და მერე კონსერვატორიაში. თუმცა, კონსერვატორიაში თავიდან არ მიმიღეს. იონა ტუსკია იყო რექტორი, ცნობილი კომპოზიტორი. ორიანი დამიწერა და ჩემს პირად საქმეს წააწერა „შემთხვევითი მოვლენა ხელოვნებაში“ და დავრჩი გარეთ. მეორე წელს, ჩემებმა ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მონახეს, იმას ფული მისცეს და მეორე წელს მიმიღეს. მერე, 4 წლის განმავლობაში, 2-ჯერ გამრიცხეს. პირველად, არ ვმეცადინეობდი და იმიტომ. მეორედ, დეკანმა „დამასტუკა“ ჯაზს ვუკრავდით მე და ჩემი კურსელი და ანტოსაბჭოთა მუსიკის დაკვრის გამო გამრიცხეს. ბიძინა კვერნაძის დედა და დედაჩემი მამიდაშვილ-ბიძაშვილები იყვნენ და ბიძინამ აღმადგინა. კონსერვატორია 1966 წელს დავამთავრე. მანამდე მამაჩემმა ვახტანგ ჭაბუკიანთან მომაწყო სკოლაში. პირველ წელს რადგან ვერ მოვეწყვე, მეორე წელს 12


13


ჩაბარების უფლება არ მქონდა, სამსახურიდან ცნობას თუ არ მივიტანდი. 12 წელი ვიმუშავე იქ, კონცერტმეისეტერად. ასე რომ, ჩემი პირველი პროფესია ბალეტის პიანისტია. მერე რუსთაველის თეატრის კონცერტმეისტერი ირინა ფირცხალავა დეკრეტში გავიდა, სასწრაფოდ სჭირდებოდათ პიანისტი და წამიყვანეს რუსთაველის თეატრში. მისვლიდან ერთ თვეში, პრემიერა ვითამაშეთ. რეზო მირცხულავა დგამდა ბულგაკოვის “ფარისეველთა შეთქმულებას”. ორკესტრში დამსვეს და დავუკარი გია ყანჩელის მუსიკა. ასე შედგა ჩემი ნათლობა რუსთაველის თეატრის დასში, ორკესტრში. იქ მომისმინა სტურუამ და უფიქრია, ეს რა ვიშოვე, ეს რა ვიპოვეო. პირველი სპეკტაკლი, რაც დადგა მას შემდეგ, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ (1973 წელი) იყო. სცენაზე დამსვა, მაგრამ მე ისტერიკა ავტეხე, სცენაზე არ დავჯდები-მეთქი. გრიმი გამიკეთა, რაღაც კოსტუმი ჩამაცვა, ვითომ ქვრივი ხარო, ვითომ მკვდარი გყავს ქმარიო. ვეჩხუბე, წადი რა, დამანებე-თქო თავი, მკვდარი არა ისა - დამსვი ორკესტრში. ორკესტრი არ იყო მაგ სპეკტაკლში, ამიტომ პარტერსა და სცენას შუა ამოსწია ორკესტრის ორმო და ვიჯექი მაყურებელსა და სცენას შორის. ასე ვითამაშეთ რამდენიმე წელი ეგ სპეკტაკლი, სანამ ბრეხტის შვილებმა არ მოგვახსნევინეს, იმიტომ, რომ რობიკოს ბრეხტის პატარა სცენა ჰქონდა ჩსმული და პატენტი მოითხოვოს. ასეთი სპეკტაკლი სტურუას არ დაუდგამს, თვითონაც ამბობს და მეც ვაცხადებ, რომ ეს იყო მისი შემოქმედების მწვერვალი და მერე დანარჩენი. ჩვენი მთავრობა „ყვარყვარეს“ არ უშვებდა, ანტისაბჭოთა ელემენტები იყო შიგნით. 22 გასინჯვა გავიარეთ. კაგებე, ცეკა, სამინისტრო, საბოლოოდ გაუშვეს და წავედით გასტროლებზე. მერე „კავკასიური ცარცის წრეზე“ დავიწყეთ მუშაობა და მანდ უკვე დავთანხმდი სცენაზე ჯდომას, უკვე შევერწყე დასს და გავითავისე. აღარ მქონდა არც ისტერიკა, არც არაფერი. დადგა 2000 წლის 23 აპრილი. მოხდა მიწისძვრა თბილისში, მე კლარა ცეტკინზე ვცხოვრობდი, ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩაა. მე-19 საუკუნის სახლში, რომელიც 30 წელი იდგა წყალზე. მიწისძვრამ ოთხივე ოთახი დაანგრია. ავტეხე პანიკა, მთელი ამბავი, მაგრამ არავინ დამხმარებია. მითხრეს, დაცალე ბინა და წადიო. მეც დავცალე და წავედი ნაქირავებში. ქირის ფული საიდან უნდა მომეტანა? რუსთველის თეატრში მთელი ცხოვრება 80 ლარზე ვმუშობდი. გავყიდე ის ნანგრევები და წავედი რუსეთში 2003 წელს. 2005-ში დამირეკეს ბათუმში გასტროლებია და უნდა ჩამოხვიდეო, მაგრამ სად მქონდა მაგისი საშუალება წინ და უკან მევლო. მოსკოვში სტალინის ცოლის ძმისშვილთან ვცხოვრობდი და სკოლაში ვასწავლიდი მუსიკას 9 წელი. 2011 წელს დავბრუნდი საქართველოში. ელდარ შენგელაიამ, რომელიც მაშინ კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი იყო, კინოს სახლთან რესტორანში მომაწყო და დღემდე იქ ვუკრავ. „ლინვილშიც“ ვუკრავ, უკვე 2 წელია. ხალხი მეკითხება, თეატრში რატომ არ დაბრუნდიო. ჯერ ერთი, რა მინდა თეატრში და მეორეც, ვიღას ვუნდივარ იქ? სტურუამ, თქვენ გგონიათ არ იცის რო აქა ვარ? იცის, მაგრამ თვალით არ მინახავს არსად. ერთხელ საერთო მეგობრის დაკრძალვაზე უკნიდან ვიღაც მომვარდა მაკოცა და გაიქცა ეგრევე. მერე მითხრეს, სტურუა იყოო. 14


15


16


მოსკოვში ყოფნისას, მე ხო არ ვიცოდი საქართველოში რა ხდებოდა. თურმე ივანიშვილი ხელოვან ხალხზე დახმარებას აირგებდა და კახი კავსაძემ მეც გამიკეთა. ივანიშვილმა არ იცის ვინ ვარ, მაგრამ ისე 1997 წელს, მოსკოვში, მაგის სახლში, თეთრ როიალზე დაკრული მაქვს. ახლაც ვიღებ დახმარებას და ამით ვიხდი ქირას. თეატრში დაბრუნება არ გამოვა, ახლა აღარავის უნდა ფორტეპიანო, ახლა სხვა სისტემაა. ახლა, კვირაში 4 დღე რესტორანში ვუკრავ და 2 დღე - „ლინვილში“. საღამოს 8-დან 11 საათამდე. მოსწავლეებიც მყავდა რომ ჩამოვედი, მაგრამ ახლა ყველას უჭირს მატერიალურად და მოსწავლეებიც აღარ მყავს. დავრჩი ბედის ანაბარა. მთავარია, ახლა ამ სახლიდანაც არ გამაგდონ.“ 17


გიორგი ალადაშვილი მუსიკოსი, მსახიობი „ვცდილობ, რაღაცა გავაკეთო ხელოვნების სფეროში. 21 წლის ვარ. მოსკოვში ვცხოვრობდი რამდენიმე წელი და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, კარგა ხანს ვერკვეოდი სად ვარ. რადიკალურად სხვა თბილისი დამხვდა, შიგნიდან, სხვანაირად შეცვლილი თბილისი. ვცდილობდი, გამერკვია რა პლანეტაზე ჩამოვვარდი, არ ვიცოდი აქ რა უნდა გამეკეთებინა და ვიჯექი მუდოსავით. მერე შევეჩვიე, რაღაცები ვნახე, გადავხარშე და მივხვდი, რომ აქედან ვეღარ წავიდოდი. მივხვდი, რომ თეატრალურში უნდა მესწავლა. მსახიობობა მინდოდა, ამ ბოლო დროს რეჟისორობაც გადავწყვიტე, მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა. გავიგე, რუსული სწავლებაც იყო და გამიხარდა. ერთი სული მქონდა როდის აიყვანდნენ რუსულ ჯგუფს - 4 წელიწადში ერთხელ აჰყავთ. 3 წელი მიწევდა ლოდინი. იმდენად ვიყავი რუსულ რელსებზე გადამჯდარი, სულ რუსული თეატრი მინდოდა. მერე თეატრალურში ვერ ჩავაბარე, რუსეთში უნდა წავსულიყავი, იქ მქონდა სტუდენტის სტატუსი, მაგრამ ვერ ჩვედი, ვიზა ვერ გამოაგზავნეს. მე როცა რამეს მოვინდომებ, ის ქვეყანა მომენტალურად ისპობა ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე იყო, კრიზისი, ომი, ყველაფერი დაემართა რუსეთს და ვეღარ წავედი. ახლა მივხვდი, რომ ქართული თეატრის და საქართველოს გარდა არაფერი მინდა. 18


19


20


მქონდა ბედნიერება, თეატრში მეთამაშა. ბებიამ მიმიყვანა თავის დროზე. შეიძლება ითქვას, ტუზი დამეცა, ლეილას შვილიშვილი რომ ვარ. გია კიტიამ დადგა „კავკასიური ცარცის წრე“ თავისი ინტერპრეტაციით და ბებიაჩემი კონცერტმეისტერად მიიწვიეს და ასე მოვხვდი იმ სპექტაკლში. მერე უკვე რუსთაველის თეატრში დასჭირდათ ბავშვი და იქ მიმიყვანეს. ძალიან პატარა ვიყავი, მგონი 4 წლის. თეატრში რომ მივედი, რამაზ ჩხიკვაძის ფოტო იყო გამოკრული კარლო საკანდელიძესთან ერთად, აზდაკის სცენა. მახსოვს, მაგ სურათის შემეშინდა და ბებიას ვთხოვე წავეყვანე. თეატრის ხსენება აღარ მინდოდა მაგის მერე. თუმცა, მერე და მერე, როცა კალაპოტში ჩავდექი, სხვა აღარაფერი მინდოდა. სხვა ბავშვებს თუ ფეხბურთი, თამაში აინტერესებდათ, მე თეატრის გარდა არაფრის გაგონება არ მინდოდა. თეატრში, სიმონ ჩაჩავას თოფით რომ დავრბოდი და ნანა ჭავჭანიძეს პანიკაში რომ ვაგდებდი, ეგ იყო ჩემი ბედნიერება. მაგით განვსხვავდებოდი ალბათ სხვა ბავშვებისგან. ბებოს დამსახურებაა ჩემი თეატრისადმი სიყავრული. მე არც გადამიწყვეტია მსახიობობა. უბრალოდ, იმდენ დროს ვატარებდი თეატრში, რომ თავისით გადაწყდა ყველაფერი. მამაჩემს რომ ვარჯიშებზე ვეტარებინე და ტრიბუნაზე დავესვი, ალბათ ფეხბურთელი გამოვიდოდი. მაგრამ გარემომ გადაწყვიტა, რომ მე უნდა ვიყო თეატრში. რაც შეეხება მუსიკას, ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ, უბრაოდ ვიბრალებ მუსიკოსობას. რაც მოსკოვში წავედი, იმის მერე გიტარა მიჭირავს ხელში. ვუსმენ ბევრ მიმდინარეობას, ელექტრონულის გარდა. ასეთი წიკი მაქვს, დღეს ძალიან პიკშია ეს მუსიკა და მე ვერ გავუგე. მირჩევნია The Tiger Lillies-ის „Lobotomy”-ს ვუსმინო განუწყვეტლივ. ჯგუფი მყავს, “რესისტენცია”, ითარგმნება როგორც წინააღმდეგობა. 2 წელია ვარსებობთ, მაგრამ ხშირად გვეცვლებიან მუსიკოსები. სანამ ახალს აიყვან და მერე იმას გაარკვევ, დიდი დრო უნდა, ამიტომ აქტიურები ჯერ არ ვართ. ერთი ალბომი გვაქვს. ნელ-ნელა დავიქოქებით, ალბათ. 21


მუსიკა კარგია, მაგრამ მსახიობობა ეს არის პირველიც და უკანასკნელიც. დრო თუ იქნება, მერე მუსიკოსობასაც მივხედავ. ერთი წელი ვიარე მუსიკალურ სკოლაში, ვიოლინოზე, მოსკოვში. მერე დაიკეტა ეს სკოლაც, როგორც გითხარით, მე საითაც გავიხედე, ყველაფერი დაინგრა. იმედია, თეატრალურ უნივერსიტეტსაც არ დაკეტავენ. ჯერ ვერაფრით ვიტრაბახებ, საამისოდ არაფერი გამიკეთებია, ახლაც შემიძლია სადმე წავიდე, ვცადო და იქნებ გამოვიდეს. მაგრამ არ მინდა იქ, აქ მინდა. ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ვჭირდები, ჩემ სფეროს. რაღაცა დოზით პატრიოტი ვარ. მინდა, რომ ვემსახურო ქართულ თეატრს და ახლა ვაკეთებ ყველაფერს მაგისთვის. არ მინდა არც ამერიკა, არც ჰოლივუდი, არც რუსეთი, მე მინდა აქ. აქ უნდა ვისწავლო. რატო არის გიზო ჩხეიძე ან თემურ ჩხეიძე უცხოელებზე ნაკლები. ეს ორი რომ რამეს გასწავლის, ვის ნასწავლზე ნაკლები იქნება?! უნდა ჩვაბარო თეატრალურში. ვიდრე არ მეტყვიან რომ დავბერდი, მანამდე ვცდი და ვცდი. 22


23


გვერდი 25

24


#13ივნისი

ფოტო: გოჩა ჟღენტი 25


დოკუმენტური

26


“პანსიონატის თაობა” ავტორი/ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი

უზარმაზარი, ნაცრისფერი კორპუსის წინ, რომელსაც „არაშენდას” ეძახიან, ძველ, სამსართულიან შენობაში მოხუცთა თავშესაფარია. შესასვლელთან, მოედანზე ჩამწკრივებულ, გრძელ სკამებზე მოხუცები საათობით სხედან და საუბრობენ. გარემო აქ ერთფეროვანია - ცუდად განათებული დერეფნები მოხუცების პირად საცხოვრებლებამდე მიდის. ეს პატარა ოთახები ერთადერთია, რაც თავშესაფრის ყოველდღიური რუტინიდან არის ამოვარდნილი. ყველას სხვადასხვაგვარად აქვს ოთახი მოწყობილი. კედლებზე მათი ახალგაზრდობის ფოტოებია ჩამოკიდებული - ერთადერთი, რაც მათ წარსულთან აკავშირებს. წარსულთან, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებითა და სიამაყით იხსენებენ. 27


“ტელეფონი აღარ მუშაობს - დიდი ხანია… მე კიდევ ტექნოლოგიების არაფერი გამეგება” - ამბობს და “სამსუნგის” ძველ მობილურ ტელეფონს მაწვდის, იქნებ რამე მოუხერხოო. მას შემდეგ, ამ პატარა პრობლემის მოგვარების შემდეგ, პირველი, რასაც აკეთებს , რომ შვილს ურეკავს. 28


29


30


“მე და ჩემი ქმარი აქ ერთად ვცხოვრობდით… სანამ გარდაიცვლებოდა. ახლა მარტო ვარ - მარტო ბევრ ადამიანს შორის”. 31


32


“ახალგაზრდობაში, ქარელში რომ ვცხოვრობდი, ქუჩაში გოგონები თვალს მაყოლებდნენ. არ ვტრაბახობ, მართლა ასე იყო.” 33


“პანსიონატის დირექტორმა მითხრა, თვალის ოპერაციის შემდეგ მხედველობა დაგიბრუნდებაო. მოუთმენლად ველოდები ამ დღეს”.

34


“საღამოს ექვსზე ყველა ვახშამს ელოდება. დღეს მენიუში ბლინები და კაკაოა.”

35


36


პირველი სართულის ფოიეში კი ტელევიზორი დილიდან საღამომდეა ჩართული.

37


რამინ ლომიძე წალკაში საცხოვრებელი სახლიდან მეპატრონემ გამოასახლა. როგორც ამბობს, “ოცნების ქალაქში” გადმოსახლება მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო. 38


39


40


პანსიონატში ხშირად გაიგებთ მუსიკის ხმას. ყველაფერი სასადილოში მდგარი ამ ფორტეპიანოს “ბრალია”.

41


42


43


- შეიძლება გაგესაუბროთ? -…

44


45


46


“აქ კარგია, მშვიდად ვარ, არავინ მაბრაზებს. მაგრამ, სახლში მაინც ჯობია...” 47


“გალიას ყოველთვის ღიას ვტოვებ, მაგრამ თუთიყუში არასდროს გამოდის. როდესაც ოთახს ვტოვებ, მეცოდება, რომ თავი მარტოდ არ იგრძნოს და წინ სარკეს ვუდგამ. თავის თავს ელაპარაკება ხოლმე”.

48


“ფოტოზე მე ვარ რამდენიმე წლის წინ.”

49


50


51


52


53


54


“ამ პანსიონატის გეგმა ჩემმა ქმარმა დახაზა - საავადმყოფოდ იყო ჩაფიქრებული. შემდეგ ის გარდაიცვალა, ცუდი პერიოდი დაგვიდგა, საცხოვრებელი აღარ გვქონდა. მე და ჩემი და აქ მოვედით და მიგვიღეს. მას შემდეგ აქ ვართ”. 55


“ერთმანეთი აქ გავიცანით. შემდეგ დავოჯახდით”. 56


57


საქორწინო კაბა.

58


59


60


61


62


63


“თქვენ პირველები არ ხართ, ვინც მიღებს. ძალიან ბევრი დადის. ცოტა ხნის წინ, ტელევიზიიდანაც იყვნენ. სექტემბერში მაჩვენებენ ტელევიზორში”.

64


“აივანზე უამრავი სამკურნალო ბალახეული მაქვს. შემიძლია, ადამიანებს ხალხური მეთოდებით ვუმკურნალო”.

65


66


67


თვის ფოტო

68


ფოტოგრაფი მონიკა ლოვეიკო (პოლონეთი) 69


2.0

მატტია ლეონარდი მოყვარული ფოტოგრაფი

მატია ლეონარდი იტალიელი, მოყვარული ფოტოგრაფია. დღისით ერთ-ერთ საწარმოში მუშაობს, ღამით კი ბარმენია იტალიის ერთ პატარა ქალაქში, მილანთან ახლოს. ბევრს მოგზაურობს, რაც მის Instagram-ის პროფილზეც შესამჩნევია. უკვე არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი, მათ შორის საქართველოშიც - 4 დღე გაატარა თბილისში. როგორც ამბობს, მოგზაურობა უამრავ რამეს გასწავლის ადამიანებისა და მათი ყოველდღიურობის შესახებ: „ჩემს ფოტოებში ადამიანები საკუთარ კულტურასა და ყოველდღიურობას ხედავენ, რაც განსაკუთრებულად მომწონს. ეს შეიძლება მათ უბრალო ჟესტებსა და თვალებშიც კი დაიჭირო. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აისახება ადგილობრივი ტრადიციები ყოფით ცხოვრებაზე. ეს ტრადიციები ესტაფეტასავით გადადის ერთი თაობიდან მეორეზე, თუმცა ისიც ცხადია თუ როგორ იცვლება ისინი თაობებთან ერთად. ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესოა დასაკვირვებლად.“ მატიას ფოტოები დასრულებულ სახეს მხოლოდ ტექნოლოგიური „ფილტრის“ გავლის შემდეგ იღებს. „ამჟამად Instagram-ს კამერით გადაღებული ფოტოების დასამუშავებლად და ერთგვარი პოსტ-პროდუქციისთვის ვიყენებ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ზუსტი სოციალური ქსელია, რაც ამჟამად მჭირდება. მთავარი, რაც მას დანარჩენი ქსელებისგან, თუნდაც Facebook -ისგან განასხვავებს, ეს არის ფოკუსი ფოტოგრაფიაზე. მაშინ როდესაც სხვა ქსელებში ზედმეტად ბევრი ინფორმაცია ტრიალებს,“- ამბობს მატია „ფოტოესესთან.“ მისი თქმით, ინტერტნეტი და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, გარდა იმისა რომ დიდი ხანია უკვე ჩვენი ყოფის აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ზოგჯერ ყველაზე ეფექტური და საჭირო სივრცეა, ზოგჯერ კი შესაძლოა ადამიანის სოციალური ბუნება გამოწვევების წინაშე დააყენოს. თუმცა მთავარი ზომიერების შეგრძნებაა.

70


www.instagram.com/leonardimattia 71


მატტია ლეონარდი

72


73


მატტია ლეონარდი

74


75


მატტია ლეონარდი

76


77


მატტია ლეონარდი

78


79


ბრაიან გრიფინი ფოტოგრაფი 80

Photo credit: Ashley Franklin

სტუმარი


ბრიტანელი ფოტოგრაფი ბრაიან გრიფიტი ბირმინგემში, 1948 წელს დაიბადა. 1972 წლიდან, მანჩესტერის ფოტოგრაფიის პოლიტექნიკური სკოლის დასრულების შემდეგ, ჯერ ფრილანსერ ფოტოგრაფად მუშაობდა, 80-იანების დასაწყისში კი საკუთარი სტუდიო გახსნა. 90-იანების დასაწყისიდან საკუთარი ძალები ტელე- და კინოსფეროშიც მოსინჯა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი სახელი გვარი, უპირველეს ყოვლისა, ფოტოგრაფიას დაუკავშირდა. „მივხვდი, რომ გაცილებით უკეთესი ფოტოგრაფი ვიყავი, ვიდრე ფილმოგრაფი, ამიტომაც გადავწყვიტე მასზე ვკონცენტრირებულიყავი. რამდენიმე ფილმის სცენარიც კი მქონდა დაწერილი, თუმცა საშველი ვერ დავაყენე მათ გადაღებას. ამიტომაც გადავწყვიტე, მენახა სადამდე წავიდოდა ჩემი კრეატიული შესაძლებლობები ფოტოგრაფიაში,“- აღნიშნავს ბრაიანი „ფოტოესესთან“ ინტერვიუში. ფოტოგრაფთან საუბარი თაობებზე, ნომრის თემაზე საუბრით დავიწყეთ: „როდესაც ფოტოგრაფობას ვიწყებდი, იმდენად განსხვავებული სიტუაცია იყო შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ახლა ხდება. დღესდღეობით ფოტოგრაფებს გაცილებით უფრო დაუძლეველი სურვილი აქვთ გახდნენ ცნობილები, ვიდრე მაშინ. ფოტოგრაფია იყო უფრო სამსახური, ვიდრე ხელოვნების დაფასებული სფერო, როგორც ახლაა.“ დღესდღეობით ბრაიან გრიფინი 20-მდე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია. მისი კლიენტთა სია კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, მუსიკალური სფეროდან მოყოლებული (იგგი პოპი, პოლ მაკარტნი, რინგო სტარი, REM, კეიტ ბუში, სტინგი და ა.შ.), მედიაგამოცემების ჩათვლით - სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალებთან Esquiere, GQ, Observer Magazine, Time Out და ა.შ. თუმცა, „ფოტოესესთვის“ განსაკუთრებით საინტერესო მისი ერთ-ერთი კოლექცია RETURN OF THE JEDI აღმოჩნდა, რომელიც სათაურიდანვე მიხვდებოდით, რომ კლასიკად ქცეულ „ვარსკვლავურ ომებს“ შეეხება. თავად ფოტოგრაფის დამოკიდებულება ამ სერიისადმი კი სულაც არ აღმოჩნდა განსაკუთრებული: „როდესაც RETURN OF THE JEDI-ზე დავიწყე მუშაობა, არც ისე კარგი სტუდიის ფოტოგრაფი ვიყავი. ჯორჯ ლუკასმა ფაქტობრივად ყველა ნამუშევარი დაიწუნა. მე მგონი, დიდი მნიშვნელობაც არ ჰქონდა მათთვის ვინ იქნებოდა ფოტოგრაფი, უბრალოდ მე ხელსაყრელი კანდიდატურა აღმოვჩნდი იმის გამო, რომ ჩემი სტუდია პრეს-ოფისთან ახლოს იყო. საერთოდ არ მეჩვენება “ვარსკვლავური ომები“ საინტერესო ფილმად და დღემდე ვერ გამიგია, რატომ მოსწონს ის ხალხს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რიგითი შეკვეთა, სამუშაო, რომლისგან მიღებული შემოსავალიც ძალიან მჭირდებოდა იმისთვის, რომ კარიერა გამეგრძელებინა“. მიუხედავად ფოტოგრაფის ასეთი დამოკიდებულებისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯ ლუკასის ამ ლეგენდარული კოსმოსური საგის მოყვარულებს დიდი სიამოვნება ელით ბრიტანელი ფოტოგრაფის ნამუშევრების სახით. 81


RETURN OF THE JEDI

ბრაიან გრიფინი

82


CHEWBACCA

83


ბრაიან გრიფინი

84


DARTH VADER

85


ბრაიან გრიფინი

86


DARTH VADER & LUKE SKYWALKER

87


HAN SOLO

ბრაიან გრიფინი

88


89


ბრაიან გრიფინი

90


LUKE SKYWALKER

91


PRINCESS LEIA

ბრაიან გრიფინი

92


93


94


95


ფოტოგრაფი ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

სტუმარი

96


კატალინა ბაქრაძე რეჟისორი/ფოტოგრაფი

“მამა სრული განაკვეთით”

ყოველთვის მინდოდა მხატვრული კინოს კეთება. 2008 წელს GIPA-ს ფოტოჟურნალისტიკისა და ფოტოდოკუმენტალისტიკის კურსი გავიარე, რომლის შემდეგაც ჟანრობრივი ინტერესების არეალი გამეზარდა. მას მერე გავაკეთე რამდენიმე მხატვრული და კონცეპტუალურ-დოკუმენტური ფოტო სერია, მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მუსიკალური ვიდეოები და «Fashion» ფილმები. ჩემთვის იდეალური კადრი არის ჰაერით სავსე, რომელიც ზუსტად გაგრძნობინებს სათქმელს. ასეთი კადრები ყოველთვის არ გამომდის სხვადასხვა მიზეზის გამო და სანამ ეს მიზეზები ჩნდება, მანამდე ჩემი ფოტოგრაფიის ესთეტიკა – შეცდომების ესთეტიკაა. ნამუშევრებით მე ჩემს სუბიექტურ აზრს გადმოვცემ იმ თემაზე, რომელიც ჩემში ამ სათქმელს ან დიალოგის სურვილს იწვევს. ყოველი წინა თაობა მეტი გამოცდილების ქონის გამო თვლის, რომ ყველაფერში მართალია და «უკეთ იცის». ყოველი მომდევნო კი თავის თავს და ცხოვრებას ახლად და განსხვავებულად აღიქვამს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ უსმენენ. ჩემი აზრით კი ერთმანეთისგან სწავლა, აზრის მოსმენა და მიღება საინტერესოა, აქ უკვე ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. 97


ალექსანდრე ხარანაული და კატო

კატალინა ბაქრაძე

98


99


კატალინა ბაქრაძე

100


ალექსანდრე ბაქრაძე, სებასტიანი და დანიელი

101


კატალინა ბაქრაძე

102


დავით აბჟანდაძე და ევა

103


გიორგი ნონიაშვილი და ლილე

კატალინა ბაქრაძე

104


105


გიორგი ზაუტაშვილი და ალექსანდრე

კატალინა ბაქრაძე

106


107


108


109


კონცეპტუალური

110


COM PRO M I S IN G

ყოველთვის, როცა ზურგს უკან სიცილის ხმა მესმის, ინსტინქტურად ვისწორებ ტანსაცმელს. პროექტი ერთგვარი თერაპიაა - პერფექციონიზმისგან თავის დაღწევის მცდელობა. ყველაფერი, რასაც ყოველთვის ვმალავდი უცხო თვალისგან: ძველი, მუდმივად არეული სახლი და ჩემი სხეულის ნაწილები, რომლებსაც ვებრძვი. ქეთა ღვინეფაძე 111


112


113


114


115


116


117


118


119


120


121


122


123


124


125


126


127


128


129


130


131


132


133


134


135


136


განსაკუთრებული მადლობა ვოლფგანგ ზურბორნს 137


138


139


დამწყები

გიორგი ზიბზიბაძე მხატვარი, 14 წლის.

140


“ქაოსი, რომელიც ტვინს გავს” „ორი წლის რომ ვიყავი, მატარებელი დავხატე. ასე დავიწყე. მას შემდეგ, ყველაფერი, რასაც ვხედავ, შთაგონების წყარო ხდება. წარმოსახვით სამყაროს ვქმნი და მერე ნახატში გადმომაქვს. უკვე იმდენი ხანია ერთფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ჩემთვის ხატვა ახალი სამყაროს გასაღებია. ბევრს მოსწონს რასაც ვხატავ, მაგრამ ხშირად არ ესმით. ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ მხოლოდ იმის სჯერათ, რასაც ხედავენ და აბსტრაქტულს აღარ უღრმავდებიან. ხატვის დროს არ ვფიქრობ. როდესაც საკუთარი ფიქრების ვიზუალიზაციას ცდილობ და თან იმაზე ხარ ორიენტირებული, რომ კარგი გამოვიდეს, ფიქრებს აღარ მიყვები და არაფერი გამოდის. ხატვის დროს ტვინს ვთიშავ და რაც გონებაში მაქვს პირდაპირ გადმომაქვს. ვიღაცა სწავლობს როგორ დაალაგოს ქაოტური აზროვნება, მე კი მგონია, რომ ქაოტურობა ნახატებში ჩემს ტვინს გავს.“ „ძალიან მინდა, ყველაფერს, რასაც ხელს ვკიდებ, შუა გზაზე არ მივატოვო. თუ არ დამავალეს, ისე არაფერს ვაკეთებ. ერთადერთი რასაც ბოლომდე მივყვები ხატვაა, ანუ ის, რაც მიყვარს. მეუბნებიან , რომ ცხოვრებაში მთავარი განათლებაა, მე კი მგონია, რომ მთავარი შენი საყვარელი საქმის კეთებაა. განათლება ამაში უბრალოდ გეხმარება. ამიტომაც ვცდილობ, ყველაფერს, რაც მაინტერესებს, ბოლომდე მივყვე. ცოდნას და ინფორმაციას მშრალად ვერ მიიღებ. ცოდნისგან შედევრი უნდა შექმნა, მაგრამ ამისთვის გრძნობები და შინაგანი ტალღებიც საჭიროა. ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, რატომ არსებობს ადამიანი დედამიწაზე და მგონი მივხვდი, ალბათ იმისთვის რომ ბედნიერი იყოს. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, იმდენად ლამაზია, რომ ხანდახან შეუძლებელია, ცუდად გრძნობდე თავს. ზოგი ვერ ხედავს, ან არ უნდა რომ დაინახოს. ბავშვები ამ მხრივ უნიკალურები არიან, ყველაფერს ინდივიდუალურად აღიქვამენ, მაგრამ სხვები გავლენას ახდენენ და ისეთივეს ხდიან, როგორებიც თვითონ არიან. ადამიანების ურთიერთობაც მხოლოდ გავლენების დიდი ქსელია.“ „ადამიანს შეუძლია ის საქმე, რომელიც არ უყვარს, საყვარელ საქმიანობად აქციოს. მაგალითად, ერთხელ ლექსის სწავლა მეზარებოდა, მივხვდი რომ შემეძლო ყველაზე მოსაწყენი საქმე ისე გამეკეთებინა, რომ სიამოვნება მიმეღო, გადავწყვიტე ლექსი დამეხატა. 5 წუთში ვისწავლე. ჩემთვის ყველაფერი იდეიდან იწყება. მგონია, რომ ადამიანებს ძალიან ბევრი რამის შექმნა შეგვიძლია, მთავარია ოცნებებს ბოლომდე მივყვეთ.“ 141


გიორგი ზიბზიბაძე

142


143


გიორგი ზიბზიბაძე

144


145


გიორგი ზიბზიბაძე

146


147


გიორგი ზიბზიბაძე

148


149


გიორგი ზიბზიბაძე

150


151


გიორგი ზიბზიბაძე

152


153


გიორგი ზიბზიბაძე

154


155


გიორგი ზიბზიბაძე

156


157


გიორგი ზიბზიბაძე

158


159


160


161


წარმოიდგინე...

“ნებისმიერ ადამიანს აქვს ისტორია. ფოტოების გადაღებისას, ყველას ვთხოვდი თვალების დახუჭვას და საკუთარი ამბის მოსმენას. ყველა კადრი გადაღებულია მაშინ, როდესაც მქონდა შეგრძნება, რომ ამ მომენტში, ამ ადამიანმა ნამდვილად იცოდა, ვინ იყო და რა ისტორია ჰქონდა.” მანო სვანიძე 162


163


MYANGLE - მანო სვანიძე

164


165


MYANGLE - მანო სვანიძე

166


167


MYANGLE - მანო სვანიძე

168


169


MYANGLE - მანო სვანიძე

170


171


MYANGLE - მანო სვანიძე

172


173


MYANGLE - მანო სვანიძე

174


175


MYANGLE - მანო სვანიძე

176


177


MYANGLE - მანო სვანიძე

178


179


180


181


მოდა

ნინო

მგალობლიშვილი დიზაინერი

182


“პოდიუმი სხვისთვის” საიდან ჩანს შუქი ყველაზე უკეთ, თუ არა სიბნელიდან? მისი ცხოვრების ადრეული ეტაპი სწორედ სიბნელეს დაემთხვა. სიბნელეს, საიდანაც ევროპის პოდიუმების ბრწყინვალება თვალისმომჭრელად ჩანდა. Alexander McQueen, Issey Miyake, Jean Paul Gaultier… ეს იმ სახელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გვერდით თავისი სახელის დაწერა ყოველთვის უნდოდა. პერსპექტივაც საკმაოდ იმედისმომცემი ჰქონდა, თუმცა ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ოცნებებიც და მათი ახდენის გზებიც ხანდახან უბრალოდ იცვლება. ხატვა უყვარდა - კარგადაც გამოსდიოდა და თავისი ნამუშევრების მიმართ პროფესორების დაუფარავ აღფრთოვანებასაც სიამაყით იხსენებს. „არ ვიტყვი რაღაც უცნობ ჭეშმარიტებას: ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს - გზა, რომელსაც ირჩევს და, რომელსაც, მთელი ცხოვრება მიჰყვება. ჩემი გზა - ჩემი გათვითცნობიერებული არჩევანია: ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს. მიყვარს მოდის დიზაინი და ყოველივე, ვინც და რაც მის გარშემო ტრიალებს. ბავშვობაში ხატვა მიყვარდა. კარგად ვხატავდი. ნახატები ყველას მოსწონდა. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, ვაკეთებდი თოჯინებს, რატომღაც ძალიან უშნოებს, ვუკერავდი კაბებს, ვურეცხავდი, ვპრანჭავდი... აბიტურიენტობის დრო რომ დადგა, მხოლოდ სამხატვრო აკადემიაში ვხედავდი ჩემს თავს. ძალიან კარგად ჩავაბარე, უმაღლესი ქულები მივიღე სპეციალურ საგნებში, მაგრამ, ქართულ წერაში დაბალი ქულის გამო კინაღამ გარეთ დავრჩი. როგორც იტყვიან, - „კინაღამ არ ითვლება“. გავხდი აკადემიის სტუდენტი. აკადემიის მაშინდელ რექტორს, გამოცდების დროს უთქვამს ჩემზე: ნეტავი ყველა ასეთი ნიჭიერი აბარებდეს აკადემიაშიო. რატომ არ უნდა გავიხსენო ეს სიტყვები, როცა მეამაყება... ძალიან მაფასებდა როგორც სტუდენტს“. აკადემია წარმატებით დაამთავრა, შემდეგ იყო fashion კონკურსი, საიდანაც კარი, რომლის წინაც, მთელი ცხოვრება გაუცნობიერებლად დგახარ და ელოდები - გაიღო. თუმცა გარემოებები, ყოველთვის ისე არ ბრწყინავს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და წარმატებით გამოწვეულმა თავბრუსხვევამაც მალე გაიარა. „აკადემია წითელ დიპლომზე დავამთავრე. 90-იანების საშინელი ბოლო წლები მძვინვარებდა. შიმშილი, ყინვა, სიძულვილი... . სრული ენტროპია ირგვლივ. ამ დროს ვიღაცამ Fashion-კონკურსი გამოაცხადა. შედეგად, მე და გიორგი ნადირაძე აღმოვჩნდით მოსკოვში ვალენტინ იუდაშკინთან! იმ პერიოდის იუდაშკინის ფიგურა დღევანდელ Maison Martin Margiela-ს ფენომენს შეიძლება შევადაროთ. მან ჩვენი ესკიზები (ჩემი და გიორგის) დიდხანს ათვალიერა, ბოლოს ვერ დამალა აღფრთოვანება: ასეთი მხატვრები ჩემს სახელოსნოში არ გვყავსო. მიგვიღო თავის სახელოსნოში. მაგრამ, ჩვენს „მეცენატებს“ რატომღაც გეგმა შეეცვალათ. იუდაშკინს დაჰპირდნენ ბავშვებს სექტემბერში ჩამოგიყვანთო, ჩვენ კი თბილისში დაგვაბრუნეს. 183


მას შემდეგ, ის ადამიანები თვალითაც აღარ გვინახავს.“ მერე დაიწყო ის, რაც კიდევ კარგა ხანს არ აპირებს გაჩერებას... „სრულიად ახალგაზრდა შემიშვეს აუდიტორიაში, პედაგოგად. აი მაშინ მოხდა ჩემი გეგმების კორექტირება. ჩამოვყალიბდი მიზნებში. ოცნებებში პოდიუმს დავემშვიდობე, დავფუძნდი აუდიტორიაში. სუპერსტარი რომ მეგონა ჩემი თავი, მივხვდი, როგორი უზარმაზარი შრომა მელოდებოდა წინ, ახალი ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების მოძიება/ათვისება, სტუდენტებთან ამ ცოდნის დამუშავება, გადაფასება... ეს მუდმივი შრომა და ბრძოლა დღესაც გრძელდება სუბიექტური თუ ობიექტური დაბრკოლებების მიუხედავად.“ განათლების სისტემაში მუშაობისა და თაობებთან ურთიერთობის გამოცდილება, ასაკთან შედარებით დიდი აქვს, თუმცა, როგორც ყველას, მასაც, უჭირს თქვას თუ რას და როგორ უნდა სწავლობდნენ მომავალი დიზაინერები კონკრეტულად. თუმცა ის ადამიანი არ არის ხელებჩამოშვებული მიყვეს დინებას, და ამჯერადაც ძიებას იწყებს: „ისე, უფრო ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად, მსოფლიოშიც კი, ზუსტად არავინ იცის, თუ რას და როგორ უნდა ასწავლიდნენ მომავალ დიზაინერებს. ერთი რამ უდავოა, დიზაინერ-კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს ტანსაცმლის ბაზრის ანალიზი, კონკურენტების საქმიანობის შეფასება, ტანსაცმლის ბიზნესის წარმართვა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც... ამ ცოდნათა ათვისებაში სტუდენტს უნდა ეხმარებოდეს ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა მენეჯმენტი, მოდის ბიზნესის მარკეტინგი, მერჩენდაიზინგი. ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო. მაგრამ, აუცილებლად უნდა ვახსენო კურსი, რომელიც მე შევიმუშავე და რომელშიც გამოყენებულია და სისტემაშია მოყვანილი უცხოელ მეცნიერთა შრომები, მაღაზიათა ქსელებისა და შემკვეთების გამოცდილება. დაბრკოლებების მიუხდავად, „Fashion-მერჩენდაიზინგს“ როგორც სასწავლო კურსს 2011 წლიდან ვასწავლი მოდის მიმართულების მაგისტრატურაში. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი.“ „ცხადია, რომ დღევანდელი დიზაინერული განათლება არ იძლევა ადეკვატურ პასუხს თანამედროვე გამოწვევებზე 184


185


- კატასტროფული სისწრაფით ძველდება სწავლების პერიოდში მიღებული ცოდნა. ისიც ნათელია, რომ ვიზუალური კულტურის სფეროში აუცილებელია ექსპერიმენტული ძიება და სწავლების ინოვაციური ხერხების აპრობირება. ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს აუდიტორიაში თვითგანვითარების და თვითრეალიზაციის პირობები შევუქმნა. არ ვიცი, რამდენად გამომდის. მაგრამ, არ მენანება არც დრო და არც ენერგია, ვხედავ გარკვეულ შედეგს და მიხარია. სტუდენტების მადლიერი და აღფრთოვანებული თვალები კი გაწეული შრომის ყველაზე ძვირფასი შეფასებაა.“ „რისთვის არის საჭირო პედაგოგი უმაღლეს სასწავლებელში? მხოლოდ როგორც ინფორმაციის მატარებელი და „გადამცემი“ ? რა თქმა უნდა, არა. ამ ხარისხში იგი ვერ აჯობებს ინფორმაციის ბევრ სხვა წყაროს. ვერ აჯობებს, მაგალითად, წიგნებს, კომპიუტერს... მაგრამ, ცოდნის და უნარების გარდა, სპეციალისტი ხომ გარკვეული კულტურის წარმომადგენელია. მას აქვს გარკვეული მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეული კრედო და ფასეულობები, პროფესიონალური ქცევები და ა.შ. აი ამ სპეციფიკური კულტურის გაზიარების შესაძლებლობაა აუდიტორიაში პედაგოგისა და სტუდენტის ცოცხალი ურთიერთობა. უნდა ხდებოდეს პედაგოგის მიერ გაზიარებული კულტურის აღწარმოება და განვითარება... ჩემი რწმენით, ამისათვის პედაგოგიც მზად უდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმოიშვა მოთხოვნა ექსპერიმენტატორ პიროვნებაზე, რომელიც ამუშავებს და ნერგავს სასწავლო პროცესში საპროექტო მეთოდებს და ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, ეძებს სწავლების ახალ ფორმებს... ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრე ჯერ კიდევ 2013 წელს ჩემს შემუშავებულ დიზაინ-განათლების სწავლების კონცეფციაში.“ მისი ცხოვრება და შემოქმედება - როგორც თავად ამბობს - ძიებაა, სვლა რაღაც აბსტრაქტულისკენ, გზებით, რომლებიც არ იცი, სამყაროს შეცნობა შეხებისა და აღქმის საშუალებით, გზებით რომლებზეც აკრძალული იშვიათადაა რამე და გეგმებიც ხშირად იცვლება, თუმცა საკუთარის პოვნა არასდროსაა შეუძლებელი.

ტატო ორაგველიძე 186


187


188


189


...აქა, მხატვარო, დახატე ძმად...

ნინო მგალობლიშვილი

190


...ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,მკერდი მკერდსა შეეწება გადაეჭდო ყელი ყელსა...

191


...მან გრძნეულმან მოდი რამე წამოისხა ზედა ტანსა...

ნინო მგალობლიშვილი

192


...წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ-ფიცხელისა...

193


...თქვეს ვითათბიროთ,ვითა ვქმნათ...

ნინო მგალობლიშვილი

194


...ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა გქვია მეფესა აქა...

195


...ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა...

ნინო მგალობლიშვილი

196


...აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი...

197


198


199


მოგზაურობა

200


ჯუდა-ხატია ფსუტური 201


202


ჯუდა

ხატია ფსუტური ფოტოგრაფი

არლი (საფრანგეთი) ხუთი წლის წინ, მომეცა საშუალება, მემოგზაურა ადგილას, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. არლი - ეს არის ქალაქი ცენტრალურ ევროპაში. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში. ვიყავით მე და ქალაქი. იქ პირველად დავრჩი მარტო. იქ დავივიწყე დრო და მთლიანად გადავეშვი შთაბეჭდილებებში. ძველი ევროპული სტილის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას, ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თითქმის ყველა სიტუაციის თანამონაწილე გავხდი. სუნი, ჰაერი, ხალხი და ისტორიული მონუმენტები - საბოლოოდ ერთ დიდ სურათად იქცა ჩემს წარმოდგენაში. ყველაფრის ერთ დიდ კადრში მოთავსება მინდოდა. ეს იყო ადგილი, სადაც ახლის და ორიგინალურის წარმოდგენის საშუალება გამიჩნდა. მქონდა საშუალება მენახა ვან გოგის უნიკალური ნახატები. ისინი ქალაქის ყველა კუთხეშია. რთულია აღწერო შეგრძნებაა, როდესაც გეძლევა შეგიძლია რეალურად ნახო ადგილი აწმყოში და იმავდროულად, იმოგზაურო წარსულში ნახატების მეშვეობით. 203


204


205


206


207


208


209


210


211


212


213


214


215


216


217


218


219


220


221


222


223


224


225


ფოტო რეპორტაჟი

ხანძარი გუდაუთის ქუჩაზე. თბილისი, 4 აგვისტო, 2015. ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი 226


227


228

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, თბილისი, საქართველოს მთავრობის კანცელარია. 2 ი


ივნისი, 2015. ფოტოგრაფი: ლუკა პერტაია, გურამ მურადოვი

229


230

“SOS თბილისი“ - ხმაურიანი მსვლელობა თბილისის საკრებულოდან ლეღვთახევამდე (აბანოთუბანი). 6 ივნ


ნისი, 2015. ფოტოგრაფი: ლუკა პერტაია

231


232

წყალდიდობა თბილისში. 13 ივნისი, 2015 თბილისი. ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი


233


234

წყალდიდობა თბილისში. 13 ივნისი, 2015 თბილისი. ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი


235


236

მოხალისეები წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობენ. 15 ივნისი, 2015. ფოტოგრაფი: იანა


ა ყორბეზაშვილი

237


238

აქცია ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად. 17 ივნისი, 2015. ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი


239


240

„ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“ – აქციების ციკლის დასაწყისი საქართველოს მთავრობის კანცელა


არიასთან მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. 19 ივნისი, 2015. ფოტოგრაფი: ლუკა პერტაია

241


242

ამერიკის დღეები თბილისში. 4 ივლისი, 2015. ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი


243


244

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air. 3-7 ივლისი, 2015. ფოტოგრაფი: იანა ყორბეზაშვილი, გურამ მურად


დოვი

245


246

მუსიკალური ფესტივალი “TBILISI SUMMER SET 2015“ 10-12 ივლისი, 2015. ფოტოგრაფი: ლევან [ლეკო] ჭყო


ონია

247


248

„ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“ – საპროტესტო მსველობა თსუ–დან საქართველოს მთავრობის კან


ნცელარიამდე. 13 ივლისი, 2015. ფოტოგრაფი: ლუკა პერტაია

249


250

უეფას სუპერთასის ბილეთებისთვის მოზღვავებული ხალხი. 13 ივლისი, 2015. ფოტოგრაფი: იანა ყორბეზაშვ


ვილი, გურამ მურადოვი

251


252

აქცია „პაNOრამა“ თბილისის საკრებულოსთან. დაკავებული აქტივისტები და ფოტოგრაფი. 19 ივლისი, 2015


5. ფოტოგრაფი: ლუკა პერტაია

253


254

ხანძარი გუდაუთის ქუჩაზე. ხანძარი სამშენებლო მასალების საწყობებში გაჩნდა. თბილისი, 4 აგვისტო, 2015


5. ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი

255


256

ჟურნალი ფოტოესე  

'ფოტოესე' ქართული ონლაინ ჟურნალი. www.photoessay.ge

ჟურნალი ფოტოესე  

'ფოტოესე' ქართული ონლაინ ჟურნალი. www.photoessay.ge