Issuu on Google+

საგანმანათლებლო რესურსები

მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი ავტორი: მაია ინასარიძე

მასწავლებლების პროფესიული განვითარება განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანად გაცხადდა. უკვე მკაფიოდ ისმის, რომ პედაგოგის ანაზღაურება უშუალოდ დაუკავშირდება მის პროფესიონალიზმს. ანაზღაურების ინდივიდუალიზაცია მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და, აქედან გამომდინარე, სწავლებისა და სწავლის ხარისხს. პროფესიული განვითარება - ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და საჭიროებების დადგენის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ როგორ დავადგინოთ ჩვენი საჭიროებები? ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, თუნდაც მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი, ხარისხის მართვის ჯგუფისა თუ კოლეგების მიერ მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი და სხვა. მაგრამ მასწავლებელს ყველა გარედან შემოთავაზებული რეკომენდაციის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლია, თუ თავად არ დარწმუნდება იმაში, რა სჭირდება მას სწავლების უკეთ წარმართვისათვის. სწორედ ამისათვის, როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში გპირდებოდით (იხ. Maswavlebeli.ge - 01 ოქტომბერი 2013), გაგაცნობთ მასწავლებლის საჭიროებების დადგენის ცხრილს.


1. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები / განვითარებისა და სწავლის თეორიები. 2. მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები და მეთოდები. 3. გაკვეთილის ტიპები. მათი დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდიკა. 4. მოსწავლეთა კლასგარეშე სასწავლოშემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება. 5. სწავლების მეთოდები და მათი ეფექტიანი გამოყენება. 6. ინკლუზიური განათლება. 7. სწავლების ინდივიდუალიზაცია. 8. მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი აქტივაციის ხერხები. 9. მოსწავლეთა შეფასება. 10. მასწავლებლის პროფესიული ეთიკა. 11. სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება. 12. სხვა (ჩაწერეთ).

ამ ცხრილზე პედაგოგი ინდივიდუალურად მუშაობს, უღრმავდება საკუთარ საქმიანობას, აჯერებს სხვადასხვა მონაცემს (მაგალითად, მოსწავლეთა მიღწევებს, კოლეგების რეკომენდაციებს ურთიერთდასწრების შემდეგ და ა.შ.). საბოლოოდ, შევსებული ცხრილის გადახედვა მას აძლევს სურათს, სად, რომელ სფეროში სჭირდება მას გაძლიერება. სწორედ ამის შემდეგ შეუძლია მასწავლებელს დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარების პროცესი.


Saganmanatleblo resursi