Page 1

ტურისტული გზამკვლევი


პროექტის მოკლე აღწერა:  ტურისტული მარშრუტის შედგენა და მასში მითითებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღწერა


პროექტის სრული აღწერა  მოსწავლეები მოიძიებენ ტურისტულ ობიექტებს დაგეგმავენ იქ ტგამგზავრებას და მოახდენენ ადგილზე მათ აღწერას . გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას , ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას. ასახავენ ფოტოებზე. შეადგენენ რუკებს, გეგმებს, მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის. ააგებენ დიაგრამებს, ცხრილებს (მაგ :რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობა, მეურნეობის დარგები , ლანდშაფტები), განსაზღვრავენ სასტუმროების , კვების ობიექტების ადგილმდებარეობას, რა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი (საცალფეხო, ველოსიპედი , ავტობუსი და აშ.)ამ ადგილის შესახებ ეთნოგრაფიულ მუზეუმებში მოიკვლევენ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მასალას, ხოლო მოსახლეობასთან გასაუბრებით კი მოიძიებენ ძველ ლეგენდებს , თქმულებებს , რეალურ ფაქტებს.  შესაძლებელია ერთობლივი პროექტების განხორციელება , აზრის გაზიარება, მასალის ურთიერთგაცვლა, რაც შემდგომში გამოიწვევს ორი სკოლის დაახლოვებას და ურთიერთთანამშრომლობას .


მონაწილეთა ასაკი  VII-XII კლასები


ვადები/ხანგრძლივობა  6 თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში  დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას  ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ელ.ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მატ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.


სარგებელი სხვებისთვის  გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეებს მიაწვდიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის გეოგრაფიული და ისტორიული ძეგლების მოკლე აღწერას, მოგზაურობის მარშრუტს, საინტერესო ობიექტების დასახელებას. ყოველივე ეს გამოიწვევს საკუთარი მხარის უკეთ გაცნობას. გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას


სამუშაო ენა  ქართული


საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი  ისტორია - გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ , ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიება, შედგენილი ცხრილების , რუკების ,დიაგრამების სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას .  გეოგრაფია-მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმიტ გათვალისწინებულ სტანდარტებს . გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და სედეგის დადგენას  ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში , მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.  ხელოვნება-გააკეთებენ ალბომს, დახატავენ , გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას, ადათ-წესებს .  მათემატიკა-გამოითვლიან მანძილს , გაზომავენ სიმაღლეს , ისწავლიან მასშტაბით მანძილის დატანას რუკაზე  რელიგია-შეისწავლიან ამ მხარის რიტუალებს , ადათ -წესებს


მონაწილეები სხვა სკოლებიდან  რუსთავის #20 საჯარო სკოლა,  გორის #3 საჯარო სკოლა


პროექტის ფასილიტატორის სახელი  მარიკა ჩიტაძე, მზია გაგნიძე


პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა  mari7533@gmail.com


პროექტის ვებგვერდი/ბლოგი www.proeqtituristuligzamkvlevi.blogspot.com

Profile for Marika Chitadze

ტურისტული გზამკვლევი  

ტურისტული გზამკვლევი