Issuu on Google+


სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ქრისტესმიერ საყვარელო შვილებო, ამ უძველეს, ამავე დროს სახელოვან ტაძარში მრავალი წელი, ალბათ საუკუნეც არის წირვა არ დამდგარა. ამ ტაძრის ეკლესიის ეზოში დაკრძალული 9000 წმიდა მხედარი, გმირები მარაბდის ცნობილი ომისა, 9 წმიდა ძმა ხერხეულიძე თავიანთი დედითა და დით. რა მადლი ტრიალებს, რა სულის მდუღარებაა ამ სიწმიდით სავსე ეზოში, ამ პატარა ეკლესიაში. ასეთი მადლით ვერ დაიკვეხნის მრავალი და მრავალი ეკლესია დედამიწაზე. ამდენი წმიდანი ერთ ეზოში და მათი მადლი მართლაც დიდებაა ამ ადგილისა და მთელი საქართველოისა. მათ დიდ ომში იღვაწეს, სისიხლი დათხიეს და სული დადეს ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის. მათ სული დადეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. მარაბდის ომში, ქრისტეს სარწმუნოების ომში, თვით მღვდელმთავრებმა დათხიეს სისხლი და ისინი, ამ ომში დახოცილები აქ, ამ ეზოში განისვენებენ. ამ სულიერი დიდების მიუხედავად, ეკლესია უპატრონოდ იყო მიტოვებული ათეისტების ბატონობის ეპოქაში. ათეისტებს წინ უძღვოდა ამ მახარეში მუსულმანებისა და მონოფიზიტების გამრავლება, რომელთათვისაც ეს ტაძარი თქვენც მოგეხსენებათ რაც იყო. ამიტომაც აქ არ იყო კანკელი. იატაკიც კი, სადაც ზაალ ბარათაშვილის საფლავია, ჩავარდნილი იყო, ხოლო ტრაპეზი მორყეული. ახლა ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად აღვადგინეთ, მრავალი და მრავალი წლის შემდეგ დავაყენეთ დღევანდელი პირველი წირვა. ადრე ვაკურთხეთ და ამჟამად ამ ტაძრის წინამძღვრად დავადგინეთ მოძღვარი მამა ავთანდილ გულაშვილი, რომელიც მოვალეა იზრუნოს თქვენთვის, არ მოგაკლოთ წირვა, აღსარება და ზიარება, ის ეცდება კიდევ და კიდევ უფრო გაამშვენოს ეს ადგილი. ჩვენი სულების ცხონებისთვის აუცილებელია აღსარება და ზიარება, უზიარებლად არ უნდა ადრჩეს არც ერთი ადამიანი. უფალი ბრძანებს: "ჩემი სისხლი 2


თქვენთვის და მრავალთათვის იქნა დათხეული, ცოდვათა მისატევებელად". უფალმა დათხია, დაღვარა თავისი წმიდა სისხლი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის. ჩვენი სულების ცხონებისთვის, ჩვენი ცოდვების მიტევებისთვის, მის მაგალითს მიბაძეს ჩვენმა წინაპრებმა, აქ დაკრძალულმა წმინდანებმა. მათ თავიანთი სისხლი დათხიეს ჩვენი სარწმუნოების გადარჩენისთვის, ანუ ისევ ჩვენი ცხონებისათვის. ჩვენ ღირსნი უნდა ვიყოთ ჩვენი წინაპრებისა, დიდება უფალს ამ სიუხვისათვის, შეგეწიოთ მათი სიწმიდის მადლი, ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ.

3


წირვა მარაბდის ეკლესიაში