Page 1

ვანო ჩხაიძე _ საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტი, მათემატიკოსი და ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის კონსულტანტი, ამ კონკურსის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე

რ ა

გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა

I. საფონდო ბაზარი საფონდო ბაზარი, ეს ის სფეროა, რომელშიც ფორმირდება ეკონომიკური ზრდის ფინანსური წყაროები, კონცენტრირდება და გადანაწილდება საინვესტიციო რესურსები. ხორციელდება პროცესი, როცა ინვესტიციები ავტომატურად მოედინება და მიიმართება სახალხო მეურნეობის ყველაზე ეფექტიან სფეროებში. ხელისუფლება კარგია თუ ცუდი, ეკონომიკისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ამავე დროს, საბაზრო ეკონომიკა, თუნდაც საუკეთესო ხელისუფლების ხელშიც კი, საფონდო ბაზრის გარეშე უნაყოფოა. დღევანდელობის უმთავრესი პრობლემაც ისაა, რომ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში და მ.შ. საქართველოშიც, საფონდო ბაზარი ვერ მოქმედებს, საფონდო რესურსის გაუფასურების გამო. პირობითი საფონდო ინდექსის უმოწყალო, თითოეული ამ ქვეყნისათვის ესოდენ გამაჩანაგებელი ნულამდე ვარდნა გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: ა) მასობრივი პრივატიზაციის ფულზე წარმართვა _ როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ზღვა საფონდო რესურსი იყიდება, მსყიდველობითი უნარი კი წვეთიც არაა, ამ ქვეყნებში ძირითადი ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწები, არსებული კომუნიკაციები და სხვა) უფასურდება _ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორი; ბ) მასობრივი პრივატიზაციის შეზღუდულ ვადებში დამთავრების საჭიროება _ პირობითად, ეიფელის კოშკიც კი კაპიკებად გაიყიდება, თუ მესაკუთრე იძულებულია მალე გაყიდოს და თან მესაკუთრის ვალდებულებები აკოტრებს _ დროის ფაქტორი; გ) უნდობლობა ინვესტირებისადმი, ზოგადად, ფასიან ქაღალდებში საკუთარი სახსრების დაბანდებისადმი _ თითქმის საუკუნე, მძლავრი იდეოლოგიური წნეხით ყალიბდებოდა ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი და რიგითი მოქალაქეინვესტორი უამრავჯერ მოტყუვდა _ მენტალიტეტის და უნდობლობის ფაქტორი. არის სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებიც, მაგალითად საფონდო ბაზრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არასრულყოფილება, ფონდების დაბალი უკუგება და ა.შ., მაგრამ ეს მეორე რიგის მიზეზებია. საფონდო რესურსის გაუფასურების საწყისი მიზეზების დაძლევით ავტომატურად შეიქმნება სტიქიური ბაზარი, უკვე შემდეგ კი, მეორე რიგის მიზეზების აღმოფხვრა და ლიკვიდურობის ამაღლება იოლი გახდება. სათქმელად და დასაჯერებლად რა ძნელიც არ უნდა იყოს, ერთადერთი, საყოველთაოდ ცნობილი, სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც სამივე მიზეზს ანეიტრალებს, პოსტსოციალისტურ სივრცეში გაუცნობიერებელი და უსამართლოდ სახელგატეხილი, _ ე.წ. საპრივატიზაციო ბარათი ანუ ვაუჩერია. თუ შევძლებთ, გავიაზროთ შეცდომისა და შედეგის მთელი სიმძიმე, თუ გვეყოფა გამბედაობა გაუაზრებელი კრიტიკის მოსალოდნელი “ცუნამის” მიუხედავად აღვადგინოთ ლამის საზიზღრობად აღქმული, სინამდვილეში კი ერთადერთი მხსნელი და კეთილშობილი ამ “კვაზიმოდო” ინსტრუმენტის მოქმედება, _ თან ამჯერად უფრო გააზრებული, ქვემოთ წარმოდგენილი სახით, _ ამოქმედდება ბაზარი, ეკონომიკური კოლაფსიდან სწრაფად დავაღწევთ თავს.

II. სახელმწიფო ბიუჯეტის გაძლიერება ბაზრის ამოქმედებასთან ერთად, აუცილებელია უფრო მარტივი და უფრო ლიბერალური საგადასახადო გარემო, დასაბეგრი ბაზის ლეგალიზაციით. ეს რომ ასეა, ჩვენში ცნობილია და ხელახალ მტკიცებებს არ მოვყვებით. ამ თემებთან დაკავშირებით ცნობილ მსჯელობებს მხოლოდ დავამატებდი, რომ დასაბეგრი ბაზის ლეგალიზაციის მცდელობა სასურველია მოიცავდეს არა მხოლოდ ბიზნესის ცალკეულ, ყბადაღებულ სახეებს (ბენზინი, სიგარეტი და ა.შ.,), არამედ თანაბრად, უკლებლივ ყველა მეურნე სუბიექტს. თან ამ ეტაპზე არასაიმედოა ადმინისტრირებაზე დაყრდნობა, უფრო სასურველია თვითლეგალიზების გამოწვევა, ოღონდ აქცენტის გადატანით შედეგის შესაბამისად გადამხდელების მყისიერ წახალისება-სტიმულირებაზე, ასე ვთქვათ “ხელიდან-ხელში”, რადგან შეპირებების უკვე აღარავის, არც მეწარმეს და არც სახელმწიფოს სჯერა. გადასახადის შემსუბუქება სასურველია ხაზინაში შემოსავლების თუნდაც დროებითი შემცირების საშიშროების წარმოქმნის გარეშე. პირიქით, ამავდროულად საჭიროა ბიუჯეტში შემოსავლების სწრაფი ზრდა, სახელმწიფო შეკვეთების და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გადაუდებელი განხორციელება. რაც შეეხება გადასახადების გამარტივებას, ეს სასურველია მისი ეკონომიკური არსის შენარჩუნებით. მეტიც, ეს ყველაფერი სასურველი კი არა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მერე უფრო ღრმა ჭაობში აღმოვჩნდებით. კი, მაგრამ როგორ?! _ ასეთი “თავხედური” და თან “აუცილებელი” სურვილები დღეს ოცნებების სფეროსაც სცილდება, ჩვენ ხომ უსუსურები ვართ, ნუ დავცინით ხეიბარსო, _ იტყვის ბევრი. სისტემურად პრიორიტეტული ეს ორივე პრობლემა _ ბაზარი და ბიუჯეტი _ უმნიშვნელოვანესია. მათი, საკმარისად მოკლე ვადაში მართლა ღირსეულად დაძლევისთვის, უნდა ვაჯობოთ უსუსურობის კაპიტულანტურ შეგრძნებას.


არაორდინალურად, ღრმა გააზრებით, უშურველად და გაბედულად უნდა მოვიხმაროთ ჩვენს ხელთ გამოუყენებლად არსებული ყველა საშუალება.

რ ა

უ ნ დ ა

ვ ი ღ ო ნ ო თ

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მკვეთრი და სისტემური წარმატებისათვის, აუცილებელია და ამ ეტაპზე საკმარისიც დაკანონდეს მექანიზმი შემდეგი პრეამბულითა და შინაარსით: ეკონომიკური გარემოს მოწესრიგების დამატებითი ღონისძიების შესახებ საქართველოში საფონდო ბაზრის გააქტიურების, სამეწარმეო საქმიანობის პირდაპირი ინვესტირების მასშტაბების და ეფექტიანობის გაზრდის, პრივატიზაციის პროცესის სრულყოფის, გადასახადების გადამხდელთა წახალისებისა და ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის, ეკონომიკურ-ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალეობისა და კორუფციის ძირითადი საყრდენების მოშლის მიზნით : 1. პრივატიზაციის პროცესში გადახდის საშუალებად შემოღებული იქნას საპრივატიზაციო ფული, რომელიც გაიცემა გადასახადის გადამხდელებზე საშემოსავლო და მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში შეტანილი თანხის ხუთმაგი* ოდენობით; 1.1. X თარიღიდან, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დროს, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ყველა შემთხვევაში, საპრივატიზაციო ფული მიიღება კანონიერი საგადამხდელო საშუალების - ლარის თანაბრად ნომინალში; 1.2. (X-15 დღე) თარიღამდე ფინანსთა სამინისტრო ახდენს საპრივატიზაციო ფულის ემისიას და ეროვნული ბანკი საწყის ეტაპზე ერთი მილიარდი საპრივატიზაციო ფულის ნაღდი** კუპიურების დასამზადებლად იყენებს დიაგონალზე თვალსაჩინოდ და სტანდარტულად ნიშანდებული*** ეროვნული ვალუტა _ ლარის ბრუნვიდან ამოღებულ კუპიურებს; 2. ეკონომიკის სამინისტრომ (გაფართოებულმა****), ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, (X-25 დღე) თარიღამდე უზრუნველყოს პროცესის ტექნიკური ორგანიზაციის მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება.

* ხუთმაგი, სამმაგი თუ ათმაგი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ** იგულისხმება, რომ ამ “ფულის” ძირითადი მასა იმოძრავებს უნაღდო ანგარიშსწორებით *** შესაძლოა გარკვეული სტანდარტით პერფორირებული **** იგულისხმება სახელმწიფო ქონების მართვის ფუნქციებით

რ ა

შ ე დ ე გ ს

მ ი ვ ი ღ ე ბ თ

ამ ღონისძიებით საფონდო ბაზარი იმ დონეზე გაცოცხლდება, რომ ბოლოსდაბოლოს პრაქტიკულად და ნაყოფიერად გადავალთ უკვე დემონტირებული ცენტრალიზებული გეგმური ეკონომიკიდან საბაზროზე. სასიკეთოდ შეიცვლება საკუთრებრივი ურთიერთობები, მეურნე სუბიექტების ფუნქციონირების და ფინანსური კავშირების ფორმები, შედეგებისადმი საზოგადოების ყველა ფენის დაინტერესების ხარისხი. ფუჭ ადმინისტრირებას ჩაენაცვლება საკრედიტო ხასიათის თვითმართვადი და გამჭვირვალე ეკონომიკური მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს საბაზრო სუბიექტების ეკონომიკური თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელობას, სამეწარმეო აქტივობის და საბიუჯეტო შემოსავლების ერთობლივ მკვეთრ ზრდას, ჩრდილოვანი ეკონომიკის შევიწროებას, სოციალური და სხვა სახელმწიფო პროგრამების ღირსეულ გაფართოებას, საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, ეკონომიკური სისტემის მდგრადობას. რამდენიმე თვეში (!) გადავიქცევით სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე კაპიტალისტურ ქვეყნად. ეს მიდგომა, ერთის მხრივ, ყველაზე თამამ, ნაირნაირ პოპულისტურ ან უბრალოდ, ბოლომდე გაუთვლელ შეპირებებთან შედარებითაც კი მრავალჯერ მეტ სიკეთეს უქადის როგორც მეწარმეებს, ისე მოსახლეობას და მთლიანად სახელმწიფოს, ხოლო მეორეს მხრივ, დღეს უკვე სერიოზულად მიჩნეულ, მძლავრად აჟიტირებულ და უკვე ძნელად გასაკრიტიკებელ ასეთ მიდგომებისა და შეპირებებისაგან განსხვავებით, უკიდურესად პრაგმატულადაა გათვლილი და სრულიად რეალისტურია. ღონისძიება დადებით მომენტებთან ერთად არ შეიცავს თანმდევ საშიშროებებს, ტექნიკურად მარტივია, არ ითხოვს დაფინანსებას, დაკანონების შემდეგ თვითრეგულირებადია და აღსრულების პროცესს არ დასჭირდება მუდმივი სახელმწიფო მონიტორინგ_პატრონაჟი.


გასულმა წლებმა გამოავლინა “ნაკლიც”. მთავარი პრობლემა, წინადადების პარადოქსული ნაკლი ისაა, რომ სწორედ ამ პრობლემების გამო (სასურველი ინვესტიციების, ოპტიმალური მენეჯმენტის ძიება და ა.შ.) ბევრი ვერ იცლის ამავე პრობლემების სისტემურად და ერთიანად დაძლევის მიზნით შეთავაზებული ამ უმარტივესი გზის გასააზრებლადაც კი. თან, ამ შემთხვევაში, უკიდურესად მარტივი თურმე ამავდროულად რთულიცაა, რადგან უხეშად ეჯახება მყარად ჩამოყალიბებულ ყალბ სტერეოტიპებს, უნებურად იწვევს უნდობლობას, შიშს, შორიდანვე უარყოფის და განხილვისაგან თავის არიდების სურვილს. პირადი ან საზოგადოებრივი ეკონომიკური ინტერესი ასეთ ოპონირებაში ობიექტურად არ არსებობს ხოლმე, მეტიც, ეკონომიკა არაფერ შუაშია, მოტივები გაუგებარია, ალბათ, სოციალისტური ფსიქომენტალიტეტის ნარჩენებთან გვაქვს საქმე და წლებს ვკარგავთ. ვინც არსს ჩაწვდება, სიამოვნებით გაოგნდება დიდი შოთას მიერ საუკუნეების მიღმა ნაკარნახევი სიბრძნით: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”.

konk-0500p  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you