Issuu on Google+

ბატონ სოსო გოგოძის კომენტართან დაკავშირებით მადლობელი ვარ ბატონი სოსო გოგოძის, მისი შემოთავაზებისათვის. მის მიერ რეკომენდირებული ტერმინოლოგიური სრულყოფის წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ უნდა გაანალიზდეს ის მომენტი, რაზეც საუბარი მქონდა ბატონი იაკობ მესხიას წინა კითხვაზე პასუხისას. კერძოდ, მიმაჩნია, რომ საპრივატიზაციო ფულმა (ან ნებისმიერმა, ტერმინოლოგიურად სხვა სანაცვლო ინსტრუმენტმა, მაგალითად “სახელმწიფო აქციამ”) სასურველია იმოძრაოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ფასიანი ქაღალდის გაცვლითი კურსი, მიმზიდველობა, საფონდო ბაზარზე და შესაბამისად ბირჟაზე მისი ლიკვიდურობა, მთელი ამ ღონისძიების ეფექტიანობა შესაძლოზე ნაკლები იქნება. პროექტში მითითებული პირობითი საფონდო ინდექსის შესაძლო ზრდის ტემპის მცირე კლებაც დიდი დანაკარგი იქნება მთელი ეკონომიკისათვის. ღირს თუ არა ეს დანაკარგი იმისათვის, რომ ამ ეტაპზე უფრო გასაგები გახდეს წინადადება და ამით ხელი შეეწყოს მის რეალიზაციას, სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს. მაგალითად სახაზინო ვალდებულებები, რომელიც ობიექტურად საკმაოდ საინტერესოა, ბევრი წვრილი და საშუალო პოტენციური ინვესტორისათვის მისი არამატერიალიზებული ფორმისა და ზედმეტი შუალედური პროცედურების გამო თუ სულ უცხო არა, ნაკლებად მიმზიდველია. ეს ფაქტორი ხელს უშლის ინვესტიციების მეტი ოდენობით და უფრო დაბალი პროცენტით მიზიდვას. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მოვიცვათ რაც შეიძლება ფართო ფენები (არა მხოლოდ ბანკები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები), თითოეული ინდივიდი და დავამკვიდროთ ქვეყანაში ჭეშმარიტად კორპორაციული მართვის საწყისები. რაც შეეხება კომენტარის ბოლოში გამოთქმულ მოსაზრებას და შეკითხვას, ბატონმა სოსომ ბოლომდე არ გახსნა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. პროექტის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ამაღლებს მთლიანად საფონდო რესურსის და მათ შორის საპრივატიზაციო ქონების საბაზრო ფასს. შედეგად გადასახადის გადამხდელი სახელმწიფო ქონების საფასურად გაცილებით დიდ თანხას მიიღებს, ვიდრე იმავე ქონების ჩვეული გზით, ფულზე პრივატიზებისას მიიღებდა სახელმწიფო. ამას ადრინდელი, ნაკლებად სრულყოფილი ვაუჩერზაციის პროცესიც კი ნათლად ადასტურებს ციფრებით: იმ პერიოდში თუ 150 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ქონების შესაძენად მყიდველმა დაახლოებით 4 მილიონი ვაუჩერი ანუ 16 მილიონი დოლარი დახარჯა, შემდგომში ფულზე პრივატიზების პროცესში იგივე მოცულობის ქონების შესაძენად 2-3 მილიონ დოლარზე მეტი არ იხარჯება. თავის მხრივ ბიუჯეტშიც, ვაუჩერიზაციის იმ ახალი ვარიანტით, რასაც პროექტი გულისხმობს, უკვე თვისობრივად სწორი ანუ გადასახადების სახით შესული, ბევრად იმაზე მეტი თანხები მოიყრის თავს, ვიდრე იმავე ქონების ფულზე პრივატიზებას შეეძლო მოეცა. ამდენად, რადგან ბიუჯეტში თანხები კი არ იკლებს, მატულობს, ბატონი სოსოს ეჭვი, წესით და რიგით, თითქოს მოკლებულია საფუძველს, მაგრამ,


რადგან ხელისუფლებაში ბიუჯეტის გაშმაგებით მჭამელი ბლომადაა, ხოლო პროექტის ამ სიღრმით გამგები კი ნაკლებად, იძულებული ვარ ვაღიარო ბატონი სოსოს სარკაზმის საფუძვლიანობა.


4opon2sgog