__MAIN_TEXT__

Page 1

პირველადი ანგარიში დაბა სურამის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესების საველე შეფასება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნუცუბიძის ქ. 77, 0177 თბილისი, საქართველო ტელ: (995 32) 221 02 56 ფაქსი: (995 32) 239 00 91 ელფოსტა: Earthsciences@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან ლაკირბაია

თბილისი, 2019


სარჩევი შესავალი .....................................................................................................................................................3 საკვლევი უბნის ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................4 საკვლევ ტერიტორიაზე სხვადასხვა უწყებების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვა .....................................................................................................................................................5 საველე მონაცემები (ლითოლოგია) .......................................................................................................8 დასკვნები და რეკომენდაციები ............................................................................................................13 გამოყენებული ლიტერატურა ...............................................................................................................15

2


შესავალი 2018 წლის 26 ოქტომბერს დაბა სურამის ბაიანთხევის და ზინდისის უბნის მოსახლეობამ მოგვმართა წერილით, სადაც წერია, რომ მათ სამოსახლო ტერიტორიაზე და მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესები საცხოვრებელ და სხვა შენობა-ნაგებობებს უქმნის საფრთხეს. მოსახლეობამ გვთხოვა დახმარება გაგვეწია და ჩაგვეტარებინა

შესაბამისი

კვლევითი სამუშაო, ადგილზე შეგვესწავლა და შეგვეფასებინა საფრთხის რეალობა და სიძლიერე. 2018 წლის ივლისში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგიის და

გეოდეზიის

დეპარტამენტების

სპეციალისტები

იმყოფებოდნენ

დაბა

სურამში,

ვიზუალური შეფასებისა და სამომავლო კვლევის დაგეგმვის მიზნით მოინახულეს წერილში აღნიშნული მეწყრული პროცესები,. პირველადი ვიზუალური შეფასების საფუძველზე ცალსახად ვლინდება აქტიური მეწყრული პროცესები აღნიშნულ უბანზე, რის შედეგადაც აშკარად შესამჩნევია შენობა-ნაგებობებზე მეწყრული პროცესებით გამოწვეული ბზარები და დეფორმაციები. პირველადი შეფასებითაც ცხადია, რომ გადაადგილების სიჩქარე ძალიან დიდია, სავარაუდოდ გრუნტის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილება წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრს აღწევდეს. 2019 წლის ივლისში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის და გეოლოგიის დეპარტამენტების მიერ მოეწყო საველე გასვლა გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დათვალიერების მიზნით.

3


საკვლევი უბნის ზოგადი მიმოხილვა დაბა სურამის

ბაიანთხევისა და ზინდისის უბნები ადმინისტრაციულად ხაშურის

მუნიციპალიტეტში მდ. სურამულას მარჯვენა სანაპიროზე და მისი შენაკადის მდ. ბაიანთხევის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქედის ფერდობებზე მდებარეობს (ნახ.1). ქედის ფერდობები პოტენციურად მეწყერსაშიშია, და სამომავლოდ კვლევის უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენს.

ნახ. 1 საკვლევი არეალი მოცემულია წითელი კონტურით

4


საკვლევ ტერიტორიაზე სხვადასხვა უწყებების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვა დაბა სურამის მოსახლეობის წარმომადგენელმა მოგვაწოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური კვლევის შედეგები და ასევე შ.პ.ს. „კირკიტაძე და კომპანია“-ს მიერ 2017 წელს ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები. ჩვენ გავეცანით და შევისწავლეთ საკვლევი ტერიტორიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წ (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2008), 2013 წ. (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2013) და 2018 წელს (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2018) ჩატარებული გეოლოგიური დასკვნები და შეფასებები. აღნიშნულ დასკვნებში ვკითხულობთ რომ, დაბა სურამში ზინდისის უბანში წარმოქმნილი მეწყრული პროცესები უკიდურესად რთულია, როგორც წარმოშობის, ასევე მოძრაობის მექანიზმის თვალსაზრისით. 2008 წლის ანგარიშში (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2008) ასევე ვკითხულობთ რომ - „…მეწყერის მოძრაობის სიჩქარის აღმნიშვნელი მექანიკური ჩანაწერით,

ამ უბანზე, მეწყრის ჰორიზონტალური გადაადგილება დაფიქსირდა 35 სმ-ის ფარგლებში, ხოლო ვერტიკალური -15 სმ-ის (გვ.2)„. სამწუხაროდ არ არის მითითებული დაკვირვების პერიოდი და რომელი ინსტრუმენტული მეთოდით მოხდა გადაადგილების დაფიქსირება და რამდენად რეალურია ეს სიდიდეები. აღნიშნული მეწყრული პროცესები ზინდისში დაიწყო 2007 წლის აპრილის დასაწყისში, (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2008) უკრაინკას

ქუჩები,

დაახლოებით

მოიცვა გურამიშვილის, მშვიდობისა და ლესია

15ჰა,

150

საცხოვრებელი

სახლით.

დაზარებულ

მოსახლეობას შორის არიან ეკომიგრანტებიც. იგივე

ანგარიშებში

ვკითხულობთ,

რომ

მეწყრული

პროცესების

მაპროვოცირებელ

ფაქტორებად მიჩნეულია ფერდობის ამგები ქანების გრუნტის წყლებით გაჯერება, არათანაბარი გადატვირთვა.

გაწყლოვანება, თუმცა,

მჭიდრო

ერთ-ერთ

დასახლება

მთავარ

და

მიზეზად

გრუნტის

სახელდება

მძიმე

შენობებით

„ბოლო პერიოდში

გახშირებული მიწისძვრები“, გაუგებარია რომელ სეისმურ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა მიწისძვრების მოხდენის გახშირება.

5


რაც შეეხება შ.პ.ს. „კირკიტაძე და კომპანია“ს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებს და მის საექსპერტო შეფასებას, მისი განხილვისას ფიქსირდება რამდენიმე პრობლემური უზუსტობა. განხილულია შ.პ.ს. „კირკიტაძე და კომპანიის“ - ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 26 მაისის ქუჩა #49 ნაკვეთის მიმდებარედ (ს.კ. 69.04.60.301) სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობისათვის

ჩატარებული

საინჟინრო-გეოლოგიური

კვლევების

შედეგები,

შესრულებული ინჟინერ-გეოლოგ გ. სარაჯიშვილის მიერ და იგივე კვლევის შედეგების საექსპერტო შეფასება -შესრულებული პროფ. გუგა ჭოხონელიძის მიერ.

პრობლემა 1 მიწერილობაში მოთხოვნილია ბურღვისას გრუნტის წყლის გამოვლინების შემთხევაში

„აღებულ იქნეს სინჯები ქიმიური ანალიზისთვის და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მიმართ აგრესიული თვისებების დასადგენად“ (გვ. 3). კვლევის შესავალში აღნიშნულია, რომ „უშუალოდ სამშენებლო მოედნის ფარგლებში წინა წლებში საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, ხოლო მის მიმდებარედ ჩატარებული კვლევის მასალები ჩვენს მიერ ვერ იქნა მოძიებული“ (გვ. 6). კვლევის გაცნობისას ცხადი ხდება, რომ გამოვლენილი გრუნტის წყლის ქიმიური ანალიზი არ ჩატარებულა, თუმცა გამოყენებული აქვთ „ფონდური მასალები“ და დასკვნებიც ამ მასალებზე დაყრდნობით აქვთ გაკეთებული. გაურკვეველია, რომელ ე.წ. „ფონდურ მასალებზეა“ საუბარი, რადგან აღნიშნული იყო, რომ ასეთი მასალები არ არსებობს. ამასთან, ბუნდოვანია, რომელი ტერიტორიის მონაცემებია წარმოდგენილი „ფონდურ მასალებში“ და რამდენად რელევანტურია საკვლევი არეალისთვის.

პრობლემა 2 კვლევის ტექსტური მასალის მიხედვით ზედაპირიდან 0.5მ-1 მ-დან 9 მეტრამდე სიღრმემდე გავრცელებულია

კენჭნარი (გვ. 9), ხოლო ცხრილ #1-ში (გვ. 10) მოცემული მონაცემების

მიხედვით დომინანტი გავრცელებით ხასიათდება 2მმ-ზე ნაკლები ზომის მასალა, რაც არის ქვიშა, ქვიშნარი და სავარაუდოდ სილა (39.2%). კენჭნარი (10მმ-ზე დიდი ზომის) 22.5%-თაა წარმოდგენილი (გვ. 10). შესაბამისად გაუგებარია, რას ეყრდნობა გვ. 9-ზე წარმოდგენილი ვარაუდი გრუნტის წყლის დონის რყევის ამპლიტუდის ±0.6 მეტრიანი ლიმიტის შესახებ. ასევე

6


ახსნილი არაა გრუნტის წყლის ფორმირების მექანიზმი, რაც მეტ-ნაკლებ სიცხადეს შემოიტანდა მისი დონის მაკონტროლებელ ფაქტორებზე.

პრობლემა 3 ანგარიშების

მიხედვით

ირკვევა,

რომ

საკვლევ

უბანზე

გაკეთდა

4

ჭაბურღილი

(ჭაბურღილების კოორდინატები და ბურღვის პროცესის ფოტოები წარმოდგენილი არაა). აღნიშნული კვლევის საინჟინრო გეოლოგიურ კვლევაში (შპს. კირკიტაძე და კომპანია, 2017) წარმოდგენილია 4 ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტი, თითოეულის სიღრმე 9 მეტრამდეა. ხოლო, საექსპერტო შეფასების მიხედვით (საექსპერტო შეფასება) (შესრულებულია პროფ. გუგა ჭოხონელიძის მიერ) გაკეთებულია „4 ჭაბურღილი თითოეული 3 მეტრი სიგრძის“. როგორც კვლევა ისე საექსპერტო დასკვნა შესრულებულია ერთიდაიმავე დამკვეთისთვის, გაუგებარია რა სიღრმემდე მოხდა ჭაბურღილების გაყვანა (3 მეტრამდე თუ 9 მეტრამდე) და შესაბამისად რამდენად რელევანტურია ან კვლევის ან/და საექსპერტო შეფასების შედეგები.

პრობლემა 4 საინჟინრო

გეოლოგიურ

ლაბორატორიული

კვლევაში

კვლევის

და

შედეგად

გეოლოგიურ მიღებული

დასკვნაში

კენჭნარის

წამორდგენილია:

გრანულომეტრიული

შემადგენლობის შედეგების ცხრილი სადაც ფრაქციის ზომა (მმ) და პროცენტული რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, გაუგებარი რჩება რომელი ცხრილის მონაცემებია სარწმუნო.

7


საველე მონაცემები (ლითოლოგია) სსიპ

ილიას

სახელმწიფო

უნივერსიტეტის

დედამიწის

შემსწავლელ

მეცნიერებათა

ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის და გეოლოგიის დეპარტამენტების მიერ მოეწყო საველე გასვლა გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დათვალიერების მიზნით. კვლევის პირველ ეტაპს წარმოადგენდა საკვლევი ტერიტორიის საველე ვიზუალური შესწავლა, დრონით გადაღება და არსებული გეოლოგიური გაშიშვლებების აღწერა. მეორე ნახაზზე (ნახ.2), რიცხვითი ნომრებით ნაჩვენებია ზინდისის დასახლებასა და 26 მაისის ქუჩას შორის არსებული სურამის სერის გარშემო არსებული გეოლოგიური გაშიშვლებები.

ნახ.2 ველზე დაკვირვებული მნიშვნელოვანი ლოკაციები ( #1-7)

სერის მიდამოებში გამოვლენილი და აღწერილი ქანების უმრავლესობა შუა მიოცენური ასაკის (ჩოკრაკული სართული) კვარციანი ქვიშებია (М.И.Гамкрелидзе, 1988). მთლიანად სურამის სერი და მისი ფერდობები ბუნებრივ პირობებში გადაფარულია სხვადასხვა სიმძლავრის ნიადაგის ფენით და ფერდობის კოლუვიური ნალექებით. ძირითადი ქანები ზოგიერთ

8


ადგილას ჩამოჭრილია და გამოიყენება როგორც კარიერი, სადაც კვარციანი ქვიშის მოპოვება მიმდინარეობს (ნახ.2 - 3; 6) ველზე ნანახი შვიდი გაშიშვლებიდან მხოლოდ ერთ ადგილას გვხვდება სუსტად შეცემენტებული თიხები (ნახ.2 #4). ქვემოთ წარმოგიდგენთ მეორე ნახაზზე მითითებული ნომრების დასურათებულ აღწერას:

მდებარეობა: სურამის სერის ჩრდილოეთი ფერდი. ზინდისის უბანი. ასაკი: შუა მიოცენი (ჩოკრაკული სართული). ლითოლოგია: მოყვითალო და მონაცრისფრო ფერის. კვარციანი ქვიშები.

9


მდებარეობა: ზინდისის უბანი. სურამის სერის ჩრდილოეთი ფერდი. ასაკი: შუა მიოცენი (ჩოკრაკული სართული). ლითოლოგია: მოყვითალო-მონაცრისფრო და მოწითალო ფერის კვარციანი ქვიშები.

მდებარეობა: „სასტუმრო სურამის“ სამხრეთ-აღმოსავლეთით ~ 150 მ. ზინდისის უბანი. სურამის სერის ჩრდილოეთი ფერდი ასაკი: შუა მიოცენი (ჩოკრაკული სართული). ლითოლოგია: მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის სუსტად შეცემენტებული თიხები.

10


მდებარეობა: ბაიანთუბანი, 26 მაისის ქუჩა. სურამის სერის სამხრეთი ფერდი. ასაკი: შუა სართული). ლითოლოგია: მონაცრისფრო ქვიშები.

მიოცენი

(ჩოკრაკული

ფერის

მოყვითალოკვარციანი

მდებარეობა: კვარციანი კარიერი. ბაიანთუბანი. ასაკი: შუა სართული).

მიოცენი

ქვიშების

(ჩოკრაკული

ლითოლოგია: მოყვითალომონაცრისფრო და მოწითალო ფერის კვარციანი ქვიშები.

11


მდებარეობა: 26 მაისის ქუჩა. სურამის სერის ტყისპირა ზოლი. ასაკი: შუა სართული).

მიოცენი

(ჩოკრაკული

ლითოლოგია: მოყვითალომონაცრისფრო და მოწითალო ფერის კვარციანი ქვიშები.

26 მაისის ქ. #49 3 სართულიანი „სასტუმრო პალასის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი მოედანი (ს/კ 69.04.60.301), 1259 მ2 ფართობით, მდებარეობს სურამის სერის სამხრეთაღმოსავლეთ მიმართული თხემურ ნაწილში. რომელიც, ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია ხელოვნურად განაშენიანებული ტყის მასივით (ნახ. 3).

ნახ. 3 „სასტუმრო პალასის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი მოედანი (ს/კ 69.04.60.301)

12


გატყიანებული სერის ტერიტორიაზე ზედაპირული ნაკადები წარმოიქმნება მხოლოდ ძლიერი წვიმებისა და თოვლის დნობის დროს, რომელიც დაბის მთელს ფართობზე გადაედინება. სერს არ გააჩნია სადრენაჟო სისტემები, შედეგად დროებითი ნაკადების განტვირთვა ხდება მდ. სურამულასა და მის მარჯვენა კალაპოტში, ხოლო მანამდე ჩრდილოეთ

და

სამხრეთ

ფერდობზე

განსახლებული

ზინდისისა

და

ბაიანთხევის

საკარმიდამო ნაკვეთები ირეცხება. ნაწილი იჟონება ზედაპირულ გრუნტში ინფილტრაციის გზით და ცალკეულ ადგილებში იწვევს გრუნტის არათანაბარ გაწყლოვანება-გათხიერებას. მშენებლობის ტერიტორიაზე არ შეიმჩნევა საშიში გეოლოგიური პროცესების კვალი.

დასკვნები და რეკომენდაციები დაბა სურამი გეოლოგიურად აგებულია შუა მიოცენური ასაკის ნალექებით, რომლებიც სუსტად

შეცემენტებულია,

ფხვიერია

და არამდგრადი

ზედაპირული

გეოლოგიური

პროცესების მიმართ. ფერდობის ცალკეული ადგილები მკვეთრი დახრილობით გამოირჩევა, ფერდის ვარდნა ჩრდილოეთ უბნებში 50-100 მეტრია. მკვეთრად გამოხატული მეწყრული პროცესები ვლინდება სურამის სერის ჩრდილოეთ ფერდობზე, სადაც ხელოვნური ტყის და მჭიდროდ დასახლებული უბნის გამო რთულდება მეწყრული სხეულის დეტალურად დაფიქსირება. მოსახლეობის ეზოებში და უბნებში გრუნტის

გადაადგილების,

შენობა-ნაგებობებზე

არსებული

ნაპრალების

და

სხვა

გემორფოლოგიური მარკერების ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიგვაჩნია რომ სურამის სერის ჩრდილოეთ ფერდზე განვითარებულია რთული, როტაციული ტიპის მეწყერი. უშუალოდ სასტუმროს მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის მახლობლად, ზედაპირული გეოლოგიური პროცესების კვალი არ შეინიშნება. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ხემცენარეული საფარის შემცირება და ფერდობის ჩამოჭრა, დაირღვევა ფერდობის მდგრადობა და გაიზრდება საშიში გეოლოგიური პროცესების ჩამოყალიბების რისკი. როგორც ცნობილია, ქვიშნარ-თიხნარი გრუნტი სენსიტიურია ზედაპირული წყლების ინფილტრაციის მიმართ, რადგან იწვევს გრუნტის გათხიერებას, განსაკუთრებით საშიშია მიწისძვრების დროს, რაც მეწყრული

და

ეროზიული

პროცესების

განვითარება-ჩამოყალიბებას

13

უწყობს

ხელს.


აღსანიშნავია, რომ უბანი სეისმურად აქტიურია. ის წარმოადგენს ქართლის აუზისა და ძირულის მასივის კონტაქტს. გეოლოგიური რუკების მიხედვით ლითოლოგიური ერთეული (ჩოკრაკული ქვიშები) რომელშიც განვითარებულია აქტიური მეწყრული სხეულები რეგიონის მასშტაბით სცდება სურამის სერის ფარგლებს და მოიცავს როგორც დაბა სურამს ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებს. ამ ეტაპზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს სურამის სერის თხემზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობა. ამ ტერიტორიაზე შესრულებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევების მიხედვით გამოიყოფა შემდეგი გეოლოგიური ფენები: 1. ნიადაგის ფენა და 2.კენჭნარი (სავარაუდოდ შეუცემენტებელი ალუვიური ნალექები). აქედან გამომდინარე სამშენებლო არეალში 9 მეტრის სიღრმეზე არ ფიქსირდება ძირითადი ამგები ლითოლოგიური ერთეულები - ჩოკრაკული ასაკის ქვიშნარი. თუმცა, სასტუმროს სამშენებლო მოედნიდან ჩრდილოეთით, 300-400 მეტრის დაშორებით ფიქსირდება მეწყრული სხეულის მოწყვეტის ხაზი. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა

და

რეკომენდაციით

სეისმური

სასურველია

მონიტორინგის მოხდეს

ეროვნულ

მთელი

სურამის

ცენტრის სერის

სპეციალისტების კომპლექსური

და

მულტიდისციპლინური კვლევა: •

დეტალური გეოდეზიური კვლევა- მოხდეს სურამის სერის და მიმდებარე ტერიტორიების რელიეფის მოძრაობის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით (GPS მონიტორინგი);

გეოლოგიური აგეგმვა - მოხდეს ამგები ქანების ლითოლოგიის და სტრუქტურების განსაზღვრა;

საინჟინრო

გეოლოგიური

აგეგმვა

-

მსხვილ

მასშტაბიანი

რუკის

შედგენა

გრავიტაციული პროცესების დაფიქსირებით; •

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა - ბურღვის და შურფების გამოყენებით მეწყრული სხეულის სიმძლავრის, შედგენილობის და ფიზიკური მდგომარეობის დასადგენად.

საძიებო გეოფიზიკური კვლევა - მეწყრული სხეულის სიმძლავრის, შედგენილობის და ფიზიკური მდგომარეობის დასადგენად;

14


აღნიშნული კვლევები დაგვეხმარება, მეწყრული სხეულის ფართობისა და კონტურების დადგენაში,

გეოლოგიური

პროცესებით

დაზიანებული

ტერიტორიების

გრუნტის

კომპლექსური გეოლოგიურ და გეოფიზიკური შეფასებებში.

გამოყენებული ლიტერატურა М.И.Гамкрелидзе. (1988). Картлийской геолого-съемочной по геологическому доизучению листов К-38-64-В,Г и геологической съемке листов К-38-65-В,Г и К-38-66-В (южная половина) проведеных 1982-1988 г. Тбилиси: Министерство геологии СССР. გარემოს ეროვნული სააგენტო. (2008). დაბა სურამის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრების დინამიკური მდგოარეობა. თბილისი. გარემოს ეროვნული სააგენტო. (2013). ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მეწყრული

პროცესების მორიგი გააქტიურების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების განმეორებითი დათვალიერების შედეგები. გარემოს ეროვნული სააგენტო. (2018). ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად წარმოდგენილი მდგომარეობის შესახებ. გეოლოგიური დასკვნა. საექსპერტო შეფასება. შპს. კირკიტაძე და კომპანია. (2017). საინჟინრო გეოლოგია. თბილისი.

15

Profile for Institute of Earth Sciences and NSMC

დაბა სურამის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესების საველე შეფასება (პირველადი ანგარიში)  

დაბა სურამის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესების საველე შეფასება (პირველადი ანგარიში)  

Profile for ies.nsmc
Advertisement