1937-1938 წლებში საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფო რეპრესიების მთელი სისასტიკე განიცადა. ამ წლებში მარტო ერთმა არასასამართლო ორგანომ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან შექმნილმა განსაკუთრებულმა სამეულმა დაახლოებით 21 000 ადამიანი გაასამართლა. ნახევარზე მეტს პირველი კატეგორიით - სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეს. მუშაობდა კიდევ სხვა სასამართლო და არასასამართლო ორგანო, მათ შორის საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია, შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბირო, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს სპეც კოლეგია, მილიციის სამეული და სხვა.
In 1937-1938 Georgia experienced the whole cruelty of state repressions. Only one non-judicial body Special Troika at NKVD condemned about 21 000 persons. Half from this amount were sentenced to the extreme penaltydeath. Besides the Troika, there worked several judicial and non-judicial bodies, such as Military Collegium of the Supreme Court of the Soviet Union, Special Council at NKVD, Special Collegium of the Supreme Court of the Georgian SSR, Militia Troika and etc.
წინამდებარე გამოფენის მიზანი არ არის 1937-1938 წწ საქართველოში განვითარებული სახელმწიფო ტერორის სრული სურათის ჩვენება. გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ იმ რეპრესიერებულ ადამიანთა სია, რომლებიც უშუალოდ იოსებ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების ხელმოწერით იქნენ გასამართლებულნი. გამოფენაზე წარმოდგენილია მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ დოკუმენტური და ფოტო მასალისა, რომლიც ასახავს დაპატიმრებების, გამოძიების მსვლელობის, წამების და სიკვდილით დასჯის მექანიზმებს.
The goal of the exhibition is not to show the complete picture of state terror that took place in 1937-1938 in Georgia. We should like to present the list of persons who were condemned with the direct approval from Stalin and other members of Politburo. The Exhibition shows just a small part of archival document and photo materials that describe how arrests, investigations, and tortures were implemented, how decisions were made to execute people.
ე.წ. „სტალინური სიების“ ისტორია არის ერთგავრი პასუხი მოსაზრებაზე, რომ სტალინი რეპრესიებში არ მონაწილეობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა.
The history of so called “Stalin’s Lists” is an attempt to answer to the hypothesis that Stalin was not involved in repressions and did know about it.
გამოფენა მომზადებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “სტალინური სიები საქართველოზე” ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოში საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება “მემორიალი”. 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს საქართველოში „სტალინური სიებით“ რეპრესირებულ ადამიანთა შესახებ ცნობები თავმოყრილი იქნება კვლევაში, რომელიც გამოიცემა წიგნის სახით „სტალინური სიები საქართველოზე“. ინფორმაცია პროექტის დეტალების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ www.idfi.ge Eexhibition was prepared by the Institute for Development of Freedom of Information with the financial support of Embassy of Switzerland in Georgia. The project is financed by Embassy of Switzerland in Georgia and the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation. Partners of the project are: Archive of Ministry of Internal Affairs of Georgia, Information Center of Information-Analytical Department of Ministry of Internal Affairs and MEMORIALI- Georgian Society for Commemorating Victims of Political Repressions of Soviet Period. Information about repressed persons from “Stalin’s Lists” during 1937-1937 great terror in Georgia will be collected in the research and published as a book titled “Stalin’s Lists on Georgia” You can see the detailed information about the project www.idfi.ge