Page 1

designtbilisi 2013 2016

2016.12 2016.03 2015.11 2014.12 2014.12 2014.11 2014.11 2014.07 2014.05 2014.05 2014.05 2014.05 2014.05 2014.04 2014.04 2014.04 2013.07 2012.12 2012.10 2012.07 2012.06 2012.06 2012.04 2012.03 2012.03

ISSN 2298-0385


იბეჭდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით


designtbilisi 2013 2016


რესურსი “დიზაინთბილისი” აწარმოებს მედიატორული მონაცემების კონტრიბუციას დიზაინის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. 2012 - 2013 წლებში დაიბეჭდა გაზეთ “დიზაინთბილისი” ათი ნომერი. 2013 წლიდან designtbilisi მუშაობს ონლაინ რეჟიმში კალენდარული განთავსების პრინციპით რაც გულისხმობს: ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რომლებიც განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს; ასევე შემოქმედებითი პროცესების ობიექტურ გაშუქებას; მედიატორული კომუნიკაციის დანერგვას მათთან ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და სხვა საკითხებს. გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, ინდუსტრიული დიზაინის, არქიტექტურული პროექტების და ხელოვნების სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესების გაცნობას. წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს “დიზაინთბილისის” რესურსებზე 20122016 წლებში გამოქვეყნებული მასალების კონსპექტურ ვერსიას. აღნიშნული პუბლიკაციისთვის შეირჩა 25 ინტერვიუ.


designtbilisi

//

2013 - 2016

Interviews taken since 2012

2016.06 Fabrika – a Multifunctional Space in Tbilisi 2016.03 Damiano Antonazzo – “In design, Everything Depends on Intuition” 2015.11 Rooms – Invisible Sculpture Armchair 2014.12 Sopho Eliashvili – The Book Art Center 2014.12 Levan Lominashvili – XYZ Integrated Architecture 2014.11 Nikoloz Shavishvili about International Design School Model 2014.11 Zviad Tsikolia -- Industrial Design during Technological Advancement 2014.07 Irina Popiashvili – Visual Arts & Design School VADS 2014.05 Giga Khatiashvili – Laboratory 919 2014.05 Sandro Asatiani about “Screen Readers” 2014.05 Jurgen Meier – The Presidential Library 2014.05 Luis Tavares Pereira – RE: Museum Exhibition Designer, Architect 2014.05 Vato Tsereteli about New Directions of the Centre (CCA) 2014.04 Manana Arabuli – zangodesign 2014.04 Bacha Khoperia Dr. Love 2014.04 Giorgi Gabunia – Tourist Guide and Street Number Indicating Signs 2013.07 Giorgi Lomsadze – Pil-pil Grocery Store 2012.12 Frances Belser – An Interdisciplinary Seminar of Art Academy 2012.10 Guga Kotetishvili about Café Design 2012.07 Dimitri Shapakidze – Laboratory of Architecture #3 2012.06 Sergei Serov – Art expert, founder of “Golden Bee” 2012.06 Nika Machaidze – artarea. Ulayah Saba - action scripts . NLQ.... 2012.04 Giorgi Kerechashvili – fonts.ge “All Georgian Fonts in One Site” 2013.03 Irakli Kiziria – 100 Graphical Works 2012.03 Liza Asatiani – Kantora

designtbilisi resource contributes mediating data in different fields of design, architecture and art. In 2012 – 2013 ten issues of designtbilisi newspaper were printed. desingtbilisi.ge has been operating online on the principle of calendar placement, that means the following: interviewing specialists in different fields who discuss creative processes occurring in the country; covering creative processes objectively; introducing mediating communication with people who live and work abroad and other topics; introducing ongoing processes in graphical design, interior design, industrial design, architectural projects and other fields of art. The present edition represents a summary of materials published in 2012 – 2016 in designtbilisi resources. For this publication 25 interviews were chosen.

Editorial staff may not agree with respondents’ view *Visual materials accompanying the interviews are not given chronologically.


1

2 6 10 14 18 22 26 28 32 36 40 42 46 50 54 56 58 60 62 64 66 70 72 74 76

― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ― ―

ფაბრიკა -- ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში დამიანო ანტონაცო -- “დიზაინში ყველაფერი ინტუიციაზეა დამოკიდებული” Rooms -- Invisible Sculpture Armchair სოფო ელიაშვილი -- წიგნის ხელოვნების ცენტრი ლევან ლომინაშვილი -- XYZ Integrated Architecture ნიკოლოზ შავიშვილი -- დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოდელი ზვიად ციკოლია -- სამრეწველო დიზაინი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ირინა პოპიაშვილი -- ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა გიგა ხატიაშვილი -- ლაბორატორია 919 სანდრო ასათიანი -- “სქრინ რიდერების” თაობა იურგენ მაიერი -- საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ლუის ტავარეს პერეირა -- RE:Museum გამოფენის დიზაინერი, არქიტექტორი ვატო წერეთელი -- ცენტრის (CCA) ახალი მიმართულებები მანანა არაბული -- zangodesign ბაჩა ხოფერია -- Dr. Love გიორგი გაბუნია -- ტურისტული მაჩვენებელი და ქუჩის ნუმერაციის აღმნიშვნელი გიორგი ლომსაძეს -- pil-pil ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ფრენსის ბელსერი -- სამხატვრო აკადემიის ინტერდისტიპლინარული სემინარი გუგა კოტეტიშვილი -- კაფეების დიზაინი დიმიტრი შაფაქიძე -- Laboratory of Architecture #3 სერგეი სეროვი -- ხელოვნების ექსპერტი, ‘Golden Bee’ -ს დამფუძნებელი … ნიკა მაჩაიძე -- artarea. Ulayah Saba -ის ექშენ სკრიპტი. NLQ.... გიორგი ქერეჭაშვილი -- fonts.ge ირაკლი კიზირია -- 100 გრაფიკული ნამუშევარი ლიზა ასათიანი -- Kantora

რედაქცია ზოგ შემთხვევაში შეიძლება არ იზიარებდეს რესპოდენტის მოსაზრებას. *ინტერვიუსთან თანდართული ვიზუალური მასალის გამოყენებისას არ არის დაცული ქრონოლოგია


2

2016.06

MULTIVERSE ARCHITECTURE ―

ფაბრიკა - ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში //////// ნინა ახლოური ფოტო /BoBo Lab, Nick Paniashvili

თბილისში, საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი სამკერვალოს ადგილზე, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი „ფაბრიკა“ იხსნება, რომელიც მაღაზია-სახელოსნოებს, კაფეებს და ჰოსტელს გააერთიანებს. ახლახან ჯერ კიდევ დაუმთავრებელ კომპლექსში გრაფიტის ფესტივალიც გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ფაბრიკის“ მარკეტინგის მენეჯერმა, მარიკა კვირკველიძემ გვითხრა, „ფაბრიკაფიტი“, რომელიც CES Graduation-თან ერთად ჩატარდა, ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც მომავალში, სავარაუდოდ, უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.

არტსივრცის შექმნის იდეა არქიტექტურულ კომპანია MUA-ს ეკუთვნის. ჩვენ მის დამაარსებლებს, დევი ქიტუაშვილსა და გოგი საყვარელიძეს გავესაუბრეთ.

dt_ როგორია პროექტის კონცეფცია? საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა და როგორ ვითარდება ის? დევი ქიტუაშვილი: ყოველთვის არსებობდა იდეა, რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი. ეს იდეა არ გაჩენილა შენობასთან ერთად. ეს უკანასკნელი გოგიკომ ნახა, შემდეგ ყველას მოგვეწონა და ასე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა აღნიშნული პროექტი. გვინდოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ბევრ არტისტს ექნებოდა სახელოსნოები, შეძლებდნენ შეხვედრას, იდეების გაცვლას და ა.შ. პარალელურად იყო ჰოსტელის იდეაც, სადაც თავს მოიყრიდნენ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები და ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას, იდეებს. თავიდან ორივე პროექტი ერთად არ გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ამ შენობაში ისე მოხდა, რომ ყველაფერი წრესავით შეიკრა კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად. კაფეტერიებიც ძალიან უხდება სტუდიოების გარემოს. ამასთან, კაფეები და ჰოსტელიც, სადაც ოთხასი ადგილია, ამ გარემოს ეკონომიკურადაც აძლიერებს. ამიტომ, ინვესტორებისთვისაც რისკის საშიშროება აღარ რჩება. კაფეების სიმრავლემ ვიზიტორების მოზიდვის თვალსაზრისით ლოკაცია გაამყარა. გოგი საყვარელიძე: თან გარემოც მნიშვნელოვანია, რადგან ძველია და არა ახალი აშენებული. ევროპაშიც მიღებული პრაქტიკაა ძველ, მიტოვებულ შენობებში ასეთი სივრცეების შექმნა, კაფეებით, საინტერესო მაღაზიებით (არა ბრენდული, არამედ რიგითი ადამიანების შექმნილი), სადაც ხელნაკეთი პროდუქტი იყიდება და არა „რითეილი“. აქ იქნება სტენსილის სტუდიოები. ისეთებიც, სადაც მასტერკლასები და ვორქშოპები გაიმართება. იქნება მუსიკალური მაღაზია, სკოლა, სადაც ხმის ინჟინერიას, დიზაინს და მსგავს რაღაცებს ასწავლიან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვარჩევთ სივრცის დამქირავებლებს, რომლებიც ამ კონცეფციას მოერგებიან და შეავსებენ ერთმანეთს.


* ფაბრიკა. ინტერიერი 2016

dt_ როგორ ფიქრობთ, ლოკაცია არქიტექტურული თვალსაზრისით თუ არის განსაკუთრებული და პროფესიული თვალსაზრისით თქვენთვის რაიმე გამოწვევები თუ შექმნა? დევი: ეს ერთადერთი ადგილია ქალაქში, რომელიც შენარჩუნებულია, ამასთან განაშენიანებაც დაბალია, რადგან ალბათ ფიქრობდნენ, რომ აქ დეველოპმენტი მომგებიანი არ იქნებოდა. ჯერ კორპუსებიც არ არის აშენებული. მოკლედ, ძირითადად ხელუხლებელია. გოგი: ვფიქრობ, იმან, რომ ეს უბანი არ იყო პოპულარული, გამოიწვია მისი კონსერვაცია. გვინდა, ასეთი ახალი ადგილებიც ვიპოვოთ. dt_ როგორ აპირებთ ამ ადგილის ავთენტურობის შენარჩუნებას? დევი: ავთენტურობის შენარჩუნება ბუნებრივად მოხდება, რადგან არაფერს არ ვცვლით. ფასადიც კი არ შეიღებება. მხოლოდ ფანჯრები შეიცვალა (რადგან უბრალოდ აღარ არსებობდა) და ჩანაცვლდა იდენტური, ძალიან მსგავსი ნიმუშებით. ცუდად შეღებილი ყვითელი ფასადი იყო ერთ მხარეს, რომელსაც სკოლა ქირაობდა და იმასაც ვტოვებთ, ანუ ზუსტად ისე რჩება ყველაფერი, როგორიც იყო.

* ფაბრიკა ჰოსტელი 2016

dt_ ამჟამად განვითარების რა ეტაპზეა პროექტი? დევი: ჰოსტელი სექტემბერში გაიხსნება, ხოლო მანამდე კაფე დაიწყებს ფუნქციონირებას. dt_ როგორ შეიქმნა თქვენი სახელოსნო? გოგი: საკმაოდ დიდი ხანი სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდით. 2010 წელს გადავწყვიტეთ ჩვენი კომპანია შეგვექმნა. პირველი პროექტი იყო პროკურატურა, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე იუსტიციის სახლი. დევი: გვიყვარს საინტერესო პროექტებზე მუშაობა და ფაბრიკაში საკუთარი თავი ვიპოვეთ. საკუთარ თავს ვხედავთ, როგორც მსგავსი სივრცის მაძიებლებს და გვინდა ასეთი მიმართულება ავიღოთ.

3


dt_ ფაბრიკის გარდა, კიდევ რა პროექტებით ხართ დაკავებული? დევი: ამჟამად წყნეთში ვამთავრებთ საკუთარი სახლის პროექტს. ასევე, ბანკი რესპუბლიკისთვის ვაკეთებთ ბრანჩ ბუქს და დიზაინ გაიდლაინებს. dt_ იმ მრავალრიცხოვანი პროექტებიდან, რომლებიც უკვე განახორციელეთ, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო? ყველაზე წარმატებულად რომელი მიგაჩნიათ?

4

გოგი: პირველი დიდი და მასშტაბური პროკურატურის პროექტი იყო, რომელშიც ყველაზე დიდი გამოწვევა დავინახეთ. სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობდით, მაგრამ იმხელა გამოცდილება არ გვქონდა, რომ ჩვენ თვითონ ასეთი პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე და ვთვლით, რომ ძალიან გაგვიმართლა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენნაირ ახალბედა არქიტექტორებს ასეთი დიდი ზომის პროექტი დაგვიკვეთეს. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დამწყებ არქიტექტორებს ასეთ შანსს იშვიათად აძლევენ. დევი: მე მგონია, რომ ყველა ძალიან საინტერესო იყო. ჰილტონის პროექტიც, სადაც გავაკეთეთ მუშა დოკუმენტაცია არსებულ კონცეფციაზე, ძალიან კარგი გამოვიდა. ჩვენი თავიც გამოვცადეთ, რადგან უზარმაზარი შენობა იყო, მაღალი სტანდარტები... ასევე, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მოვიგეთ უფლება, რომ გავაკეთებთ ინსტალაციას, თუმცა კონცეფციაზე და დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა. dt_ კონცეპტუალური თვალსაზრისით როგორ ხედავთ არქიტექტურის მომავალს? დევი: ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია ამ თემაზე. იდეა დაახლოებით ასეთია: ფოტოს იღებ ადგილზე, რასაც ხედავ, დატაფეისში არის ყველაფერი, ტოპოგრაფია, ყველა ადგილი... როგორც კი რაღაც იცვლება, სატელიტი აწვდის ინფორმაციას და მომენტალურად, კატეგორიებიდან არჩევ, როგორი მოდელი მოგწონს, შემდეგ აჭერ “Order Now” ღილაკს, იწყება პრეფაბრიკაცია, რომელსაც რობოტები აკეთებენ იდეალური მასალით და ღირებულებას და ვადებს მაშინვე გიწერს. მე ასე ვხედავ. __


5

* ფაბრიკა. ჰოსტელის ინტერიერი 2016


6

Domus Academy-ის დამფუძნებლები

2016.04

დამიანო ანტონაცო “დიზაინში ყველაფერი ინტუიციაზეა დამოკიდებული” ესაუბრა ნინა ახლოური

ცოტა ხნის წინ, თბილისს დიზაინისა და მოდის სკოლის Naba&Domus Academy-ის წარმომადგენელი, დამიანო ანტონაცო ეწვია. მან დაინტერესებული ქართველი სტუდენტებისთვის სემინარიც ჩაატარა თემაზე „იტალიური დიზაინის ისტორია და Made in Italy-ის წარმატება“.

Domus Academy 1982 წელს მილანში დაარსდა. დღეს ის ევროპაში ერთ-ერთ პრესტიჟულ დიზაინის სკოლად ითვლება და ცხადია, არცთუ უსაფუძვლოდ. გარდა იმისა, რომ სკოლაში დიზაინერები და საუკეთესო პროფესიონალები ასწავლიან, მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან თანამშრომლობა სტაჟირების პროცესში ფასდაუდებელ გამოცდილებას იძლევა. Domus Academy სტუდენტებს დიზაინისა და მენეჯმენტის კუთხით ათ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელთა შორისაა მოდის მენეჯმენტი, არქიტექტურული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი და ა.შ.

დამიანო ანტონაცოს იტალიური დიზაინის თავისებურებებსა და სკოლის პროგრამებზე გვესაუბრა:

dt_ როგორ ახსნით Made in Italy-ის წარმატების საიდუმლოს? დამიანო ანტონაცო: ამის მოკლედ ახსნა ადვილი არ იქნება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებული ელემენტები არსებობს. იტალია პატარა რეგიონებად იყოფა, სადაც პროფესიონალები და შემოქმედები ქმნიან მხოლოდ ერთ რაღაცას და ის სრულყოფილებამდე მიჰყავთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთ პატარა რეგიონს გააჩნია ერთი კონკრეტული სპეციალიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, ქსოვილები, ტყავი, ავეჯი, სამკაულების დიზაინი... ამიტომ ადვილია იპოვო საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ამზადებენ საუკეთესო ხარისხის პროდუქტს. მეორე ფაქტორი უკავშირდება ახალი თაობის არქიტექტორებს, რომლებიც დიზაინერების შემდეგ მოვიდნენ. ეს ყველაფერი საერთო ჯამში იტალიურ დიზაინს წარმატებულად აქცევს.

dt_ თქვენი აზრით, რით გამოირჩევა იტალიური დიზაინი? დამიანო ანტონაცო: ხარისხით და კარგი გემოვნებით. ეს უკანასკნელი ან ბუნებრივად გაქვს, ან უბრალოდ, არ გაქვს. შეუძლებელია ასწავლო ვინმეს, თუ როგორ ჰქონდეს კარგი გემოვნება. ნებისმიერი რამ, რაც იტალიურია, ვგულისხმობ როგორც მოდას, ასევე დიზაინს, ინსტინქტურად იქმნება ასეთი ელეგანტური. არის ქვეყნები, რომლებიც ავითარებენ დიზაინის სფეროს, მაგალითად ინდოეთი, ჩინეთი, მაგრამ იტალიური დიზაინი პირველია მსოფლიოში.


7

Lastation NABA MA Interior Design, 2015/16 with: Luca MacrĂŹ, Luca Poncellini; for: Ramdom

Take me there Domus Academy Master in Interior and Living Design a.y. 2014/15 project leader: Francesca Vargiu project assistant: Elena Pefani


8

eaTable is a NABA Design research project. Exhibition at EXPO2015 Andrea Pelino, Luca Toscano, Gabriele Passarella, Elisa Castelletta.

dt_ შეგიძლიათ განმარტოთ, რას ნიშნავს თქვენთვის „კარგი გემოვნება“? თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, ასე ვთქვათ, განავითარონ ის მათ, ვინც თქვენს სკოლაში სწავლობს? დამიანო ანტონაცო: ერთ-ერთ მოკლე ფილმში ტომ ფორდმა თქვა, რომ როდესაც დიზაინზე ვსაუბრობთ, არ არსებობს მცდარი ან სწორი პასუხები. აქ ყველაფერი ინტუიციაზეა დამოკიდებული. ამიტომ მე არ ვიცი სწორი პასუხი იმაზე, თუ რა არის კარგი გემოვნება. ეს ისაა, რაც ხალხს მოსწონს. სკოლაში ვასწავლით დიზაინის განვითარების პროცესს. დიზაინერები მარტო არაფერს ქმნიან, არის გუნდი, რომელიც პროექტის განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა განავითარო ინსპირაცია კვლევის მეშვეობით და საბოლოოდ, კარგი პროექტი შექმნა.

dt_ თუ შეიძლება, მეტი მოგვიყევით Naba&Domus Academy-ის სკოლაზე. რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამა? ასევე, იქნებ გვითხრათ, რატომ არიან თქვენი სკოლადამთავრებულები ასეთი წარმატებულები? დამიანო ანტონაცო: ჩვენ გვაქვს ათი სამაგისტორო პროგრამა და ვასწავლით დიზაინს, მოდას, მოდის ბიზნესს. თითოეული პროგრამა ათთვიანია. ის მოიცავს სავალდებულო სტაჟირებას მოქმედ სახელოსნოსა ან კომპანიაში. ყველაზე დატვირთული პროგრამები ინტერიერის დიზაინი და ბრენდ მენეჯმენტია. რაც შეეხება სკოლადამთავრებულებს, მინდა აღვნიშნო, რომ ვერავის ასწავლი, როგორ იყოს ნიჭიერი და გემოვნებიანი. სამაგიეროდ, შეიძლება იყო ნიჭიერი, მაგრამ თუ არ იცი, როგორ გააკეთო პროექტი, წარმატებულს ვერაფერს შექმნი. ამ მხრივ, ჩვენთვის დიზაინის სამყაროში კოლაბორაცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ნამდვილ, მოქმედ დიზაინერებთან ვმუშაობთ. შესაძლოა, ბევრი ისწავლო, მაგრამ პრაქტიკის გარეშე ყოველთვის ნაკლებად მოტივირებული ხარ. მოტივაცია ნამდვილ პროფესიონალებთან მუშაობის პროცესში ჩნდება. ამის გამო, ჩვენ არ გვაქვს ონლაინ პროგრამები. ონლაინ შესაძლებელია ეკონომიკის სწავლა, მაგრამ დიზაინის - არა. აქ კვლავ მინდა ხაზი გავუსვა პროექტის შექმნის და სტრუქტურის ცოდნის მნიშვნელობას. მოდის მენეჯმენტის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების შეძენა ისეთ ბრენდებთან მუშაობით, როგორებიცაა, მაგალითად, ვერსაჩე, ან ვალენტინო. აქ მთავარი დისტანციის არარსებობაა. __


9


10

2015.11

Rooms -

Invisible Sculpture Armchair ტექსტის ავტორი: გიორგი მაისურაძე ფოტო / გიორგი დადიანი, rooms

ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა ინტერნეტჟურნალ “ფაბრიკაში” fabrikamagazine.ge/ ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის კომპანია “Rooms” 2007 წელს დაარსდა. ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას იდეებით არაერთი მაღაზიის, კაფეს, რესტორნისა თუ სასტუმროს დიზაინი შეიქმნა. მათ შორისაა _ თბილისში: “Factory”, “Atrio”, “Café Paprika”, “The Dining Room”, “Vong”, “Loft”, “Restaurant 11/11”, “Umami Restaurant - Raddisson Blu”, “Strada”, “Holiday Inn Tbilisi”, “Rooms Hotel Tbilisi” (ინტერიერის დიზაინკონსულტაცია); ყაზბეგში: “Rooms Hotel Kazbegi”; ბრიუსელში: “Yawn Space” და ვილა კაპ-ფერატში. ამ ნამუშევრებზე ცნობილ უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში არაერთი სტატია გამოქყვეყნდა. მსოფლიოს წამყვანი გამოცემების: “The Wall Street Journal”, “Frame”, “The Telegraph”, “Elle Decoration” და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა დიზაინერების შექმნილი პროდუქტებიც. წლევანდელ მილანის ავეჯის გამოფენაზე _ „Salone del mobile 2015“-ზე _ როსანა ორლანდის გალერეაში წარმოდგენილი იყო “Rooms”-ის ახალი კოლექცია - „Invisible To The Eye”. ჟურნალმა “The New York Times Style Magazine”-მა „Invisible To The Eye”-ს კოლექციიდან მაგიდა - “Sculpture Side Table“, სარკე “Eclipse Mirror” და სავარძელი - “Invisible Sculpture Armchair” “Salone del mobile”-ის 10 მნიშვნელოვან ნამუშევარს შორის დაასახელა.

_ “Invisible To The Eye”-ს კოლექციიდან სავარძელს - „Invisible Sculpture Armchair“ და მაგიდას - “Invisible Sculpture Side Table“ სარკის ზედაპირი აქვს, რომელიც ნივთებს ქამელეონის თვისებას ანიჭებს. ისინი გარემოს მიხედვით იცვლიან იერსახეს და უჩინარდებიან. რა უდევს ამ ეფექტს საფუძვლად? დიახ, სარკის ზედაპირი მაგიდასა და სავარძელს ქამელეონის თვისებას ანიჭებს. ნამუშევრები ირეკლავენ გარემოს და თითქოს ერწყმიან მას. ამგვარი ეფექტი საინტერესოა, ის ქმნის ოპტიკურ ილუზიას და ნივთებს ამოუცნობს ხდის, რაც სხვადასხვა ინტერიერში საკმაოდ კარგად მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ, სკულპტურების მსგავსად, “Invisible Sculpture Armchair“-ს და „Invisible Sculpture Side Table“-ს მკაცრი და მტკიცე ფორმა აქვს, სარკის გამოყენებით კი ნამუშევრებს სიმსუბუქე და გამჭვირვალობა შევმატეთ. _ რას გვეტყვით სარკეზე “Eclipse Mirror” ? ჩვენთვის განსაკუთრებული სილამაზისა და მისტიკურობის მატარებელია ორი მნათობი, მზე და მთვარე. ამიტომ შევქმენით სარკე “Eclipse Mirror”, რომელიც ამ ორი ციური სხეულის გადაკვეთისას წარმოქნილ ეფექტს - დაბნელებას გამოხატავს. ფუნქციურად “Eclipse Mirror” წარმოადგენს სარკესა და კედლის განათებას. ნამუშევრის შესაქმენლად გამოვიყენეთ სამი სახის მასალა: სარკე, თითბერი და უჟანგავი ფოლადი. ვფიქრობთ, ეს ნივთი სასიამოვნო განწყობას ქმნის ინტერიერში.


_ სერიის ნაწილია კონსოლები - „The in- line console”, “Magic Stone console” და მაგიდა - „Sculpture side table”… “The In-line Console” დეკორატიული მაგიდაა, რომელსაც იყენებენ კედელთან დასადებად ან შუა ოთახში, სივრცეების გასამიჯნად. ამ პროდუქტით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება მარტივი და სწორხაზოვანი ფორმებისადმი. თითბერის მილკვადრატებისგან შექმნილ ხაზოვან კონსტრუქციას მივუსადაგეთ მარმარილოსგან დამზადებული ზედაპირი, ტრადიციული მასალების გამოყენებით მივიღეთ მარტივი, მინიმალისტური დიზაინის მაგიდა. ზედაპირზე ფოსფორის საღებავით გავლებული შტრიხი კი მაგიდას თანამედროვე ელფერს სძენს. “Magic Stone Console” ექსპერიმენტული ნამუშევარია, რადგან მაგიდის ზედაპირის შესაქმნელად გამოვიყენეთ უჩვეულო მასალა _ დასხმული მოზაიკა “Terrazzo”, რომელსაც, ჩვეულებრივ, იატაკის მოსაპირკეთებლად იყენებენ. მოზაიკაში უწესრიგო წყობით ჩაყოლებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის მარმარილოს ქვები. რაც შეეხება მაგიდის კარკასს, მას ლითონის მდგრადი იერსახე აქვს. მოგვწონს კონტრასტი კარკასსა (მტკიცე ფორმას) და ზედაპირს (უწესრიგოდ მიმოფანტულ ქვებს) შორის. “Sculpture Side Table” წარმოადგენს საძინებელი ოთახის ტუმბოს ან სავარძლის გვერდით დასადებ პატარა მაგიდას. ფორმით და მასალის სახეობებით მაგიდა მოგვაგონებს 80-იანების დიზაინჯგუფის “The Memphis Group”-ის სტილს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროდუქტის გამოყენებით ინტერიერში ჩნდება საინტერესო აქცენტი გარკვეული სტილისტური თავისებურებით.

11

Invisible Sculpture Armchair 2015

_ რა სირთულეებს ხვდებით ნამუშევრებზე მუშაობისას? ჩვენი ნამუშევრები არ წარმოადგენს მასობრივი წარმოების პროდუქციას. თითოეული ნივთი მზადდება ინდივიდუალური მიდგომით, სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებით, შესაბამისად, განსაკუთრებულ ზედამხედველობას მოითხოვს ჩვენი მხრიდან. ეს რთულია, თუმცა როდესაც ხარისხსა და უნიკალურობაზე გვაქვს აქცენტი, ეს სირთულე სამუშაოს ნაწილი ხდება. _ ბევრი დაკვეთა გაქვთ შესრულებული? როგორია ურთიერთობა გაქვთ დამკვეთებთან? _ ახალი პროექტის მიღებამდე დამკვეთს ვაცნობთ ჩვენს თავს და ვდილობთ გავიცნოთ მისი ხასიათი, გემოვნება და სურვილები. მნიშნველოვანია, გვესმოდეს ერთმანეთის და პროექტზე მუშაობის პროცესი ორივე მხარისთვის სასიამოვნო იყოს. _ რას გვეტყვით თამარ და ნატაშა სურგულაძეების ტანსაცმლის ბრენდ “TaTa Naka”-სა და დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილთან კოლაბორაციის შესახებ და აპირებთ თუ არა სამომავლოდ სხვა დიზაინერებთან თანამშრომლობას? ყოველთვის საინტერესოა სხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, იდეების გაცვლა, ერთმანეთის ხედვის გაცნობა და ერთობლივი პროდუქტის შექმნა. “TaTa Naka”-სთან ერთად 2008 წელს გავაკეთეთ ჩვენი პირველი პროდუქტის


“Dressed Chair“-ის დეკორატიული ვერსია, რომელსაც უცხოური პრესის მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “TaTa Naka“-სთან ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ოღონდ სხვა ფორმით, ამჯერად “Invisible To The Eye”-ს რამდენიმე ნივთი შეგვიკვეთეს ლონდონში თავიანთი სახლისთვის, რომლის ინტერიერის დიზაინსაც თავად ქმნიან. ასევე ერთად ვიმუშავეთ “Invisible Sculpture Armchair”-ის ახალ ვერსიაზე, სავარძლისთვის “Tata Naka”-ს დიზაინით შექმნილი ფერადი ქსოვილი გამოვიყენეთ. ნინო ჩუბინიშვილთან 2012 წელს ვითანამშრომლეთ და ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო და ექსპერიმენტული კოლაბორაცია გამოვიდა. ერთად შევქმენით ორი პროდუქტი: სავარძელი “Time Angel“ და ლარნაკი “Leather Vase“. ნინოსთან თანამშრომლობით განსხვავებული შტრიხი შევიტანეთ ჩვენს მაშინდელ კოლექციაში. _ ახლახან მიიღეთ მონაწილეობა ლონდონის დიზაინის კვირეულში _ “The London Design Fesitval 2015”-ში…

12

დიახ, ლონდონიდან ახლახან ჩამოვედით, კვირეულის ფარგლებში გალერეა “Mint Gallery”-ში ჩვენი ნამუშევრები იყო წარდგენილი. სასიამოვნო გახლდათ ის ფაქტი, რომ ჩვენი მაგიდა “Magic Stone Coffe Table” თვალსაჩინო ადგილას, გალერეის ვიტრინის მახლობლად წარადგინეს, ხოლო მეორე მაგიდაზე, “The In-line Console”-ზე, კურატორის ლინა კანაფანის გემოვნებით განლაგებული იყო ცნობილი დიზაინერების ნივთები. _ სამომავლო გეგმები… _ ამჟამად ინტერიერის დიზაინის მრავალი დაკვეთა გვაქვს და ამ დაკვეთებს ვასრულებთ. პარალელურად ვქმნით გამოყენებით არტობიექტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ვვითარდებით თბილისშიც, შევიცვალეთ სტუდიის მდებარეობა და სულ მალე ჩვენი პროდუქტების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელი იქნება ახალ, განსაკუთრებულ სივრცეში - “Rooms Gallery”-ში. __

< Eclipse Mirror < Round Staircase Table Invisible Brass Tables

>


14

2014.12

სოფო ელიაშვილი -წიგნის ხელოვნების ცენტრი //////////// ესაუბრა თათია კაკიაშვილი ფოტო / წიგნის ხელოვნების ცენტრი

2014 წლის ნოემბერში “ექსპო ჯორჯიაში” თბილისის წიგნის ფესტივალი გაიმართა. თბილისის წიგნის დღეები არის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა და “ექსპო ჯორჯიას” ერთობლივი პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, წიგნის ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან, ირანის საელჩოსა და გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით. წიგნის ხელოვნების ცენტრი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი დაარსების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ცენტრის წარმომადგენელი და ილუსტრატორი სონია ელიაშვილი გვესაუბრა.

dt_ მოგვიყევით წიგნის ხელოვნების ცენტრის დაარსების შესახებ. ყველაფერი დაიწყო ვირტუალური გამომცემლობა “ვირგამით”, რომელიც ოთარ ყარალაშვილის თაოსნობით დაარსდა. ბატონმა ოთარმა 4-5 სტუდენტთან ერთად გადაწყვიტა შეექმნა ვირტუალური გამომცემლობა. სწორედ სტუდენტები იყვნენ წიგნის ილუსტრატორები და ვინაიდან აკადემიაში სწავლების საკმაოდ მოძველებული სისტემაა, როდესაც სტუდენტი ამთავრებს სწავლას და რეალურად უკვე რაღაც უნდა გააკეთოს, თუნდაც ილუსტრაცია, ბევრ რამეში პროფესიონალური ცოდნა აკლია - როგორ ხდება გამომცემელთან ურთიერთობა, ელემენტარულად, როგორ უნდა გააფორმოს წიგნი. ოთარს აქვს საგამომცემლო გამოცდილება და ამ მხრივ ბევრი რამ იცის, გადაწყვიტა, რომ სტუდენტებთან ერთად ცოტა “წაეთამაშა” - ვითომ კეთდება ნამდვილი წიგნი გამომცემლობისთვის და ვითომ რეალური შეკვეთაა და ეს კეთდება თავიდან ბოლომდე. პირველ წელს გაკეთდა ხუთი წიგნი და სტუდენტებმა ამ წიგნების უმეტესობა თავად შექმნეს, როგორც წიგნის დიზაინი, ისე შიგთავსი და შინაარსი. ყველაფერს თავად გაუკეთეს ორგანიზება, თითო მაკეტი დაბეჭდეს და ამასობაში წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გამართვის დროც მოვიდა. სტუდენტებმაც გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი რამდენიმე წიგნით. ამ წიგნების დიზაინით რამდენიმე გამომცემლობა დაინტერესდა, მათ შორის ბაკურ სულაკაურიც. მომდევნო წელს წიგნის ხელოვნების ცენტრს რამდენიმე წევრი დაემატა. იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, იგონებდნენ სიუჟეტებს, ქონდათ სხვადასხვა ბრეინსტორმინგი, გაიარეს ე.წ. საზაფხულო და საზამთრო სკოლები: პირველი ორი წელი ხერთვისში თან ისვენებდნენ, თან მუშაობდნენ. ზამთარში 5 დღის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. მაისში უფრო დიდი კოლექცია მოვამზადეთ. თანდათან წევრებიც შეიცვალნენ, ვიღაც მოვიდა, ვიღაც წავიდა. საქართველოში ეს არის ილუსტრატორების პირველი ჯგუფი და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ გამომცემლობებთანაც უფრო მჭიდროდ ვიურთიერთოთ, რაშიც დიდი წვლილი ბატონ ოთარს მიუძღვის. პირველი ორი გამოფენის შემდეგ ათამდე წიგნი გამოიცა. ეს ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა ახლა, ეს წიგნები არ იყიდება თავისი სპეციფიკის გამო. ეს არის დასურათებული წიგნები და ჩვენთან საზოგადოება არაა ამისთვის მზად. ახლა ვმუშაობთ, რომ საზოგადოებას ეს სფერო ნელ-ნელა შევაპაროთ. მერე მივხვდით, რომ თუ გვინდა წინ წავიდეთ, გვჭირდება

ოთარ ყარალაშვილი. უკრაინა


დაფინანსების მოპოვება, მხარდაჭერა და შესაბამისად, ოფიციალური სტატუსი. 2012 წლის 31 იანვარს მე და ოთარ ყარალაშვილი რეესტრში წავედით, დავრეგისტრირდით როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “წიგნის ხელოვნების ცენტრი”. 2 წლით დაგვაბინავეს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც კვირაში ერთი-ორჯერ ვიკრიბებოდით ხოლმე. თავიდან დიდად არაფერი შეცვლილა, ისევ ამ წიგნებზე ვმუშაობდით, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენს სივრცეში ბევრი წარმატებული აქტივობა შემოიჭრა. არის ასეთი პროფესორი - მიხაილ შტამი, რომელიც გერმანიაში, ერთ-ერთ სამხატვრო აკადემიაში წიგნის ხელოვნებას ასწავლის. მიხაილ შტამი საქართველოში თავისი სტუდენტების მიერ დამზადებული წიგნებით ჩამოვიდა, მან მწერალთა სახლში გამოფენა მოაწყო, მისი წიგნები სრულიად ფანტასტიური იყო - ესენი იყო თან წიგნები და თან ხელოვნების ნიმუშად შექმნილი საოცრებები. ბატონმა ოთარმა სტუდენტები წაგვიყვანა ამ წიგნების სანახავად, ჩვენ ძალიან ფრთხილად დავათვალიერეთ ვიტრინაში განთავსებული წიგნები. 1 წლის შემდეგ გოეთეს ინსტიტუტმა დაგვაფინანსა და მიხაილ შტამი ჩვენთან მოვიწვიეთ. მან სამხატვრო აკადემიაში ძალიან მაგარი ხუთდღიანი ვორქშოპი ჩაგვიტარა. ამ ვორქშოპებმა შთაგვაგონა პროექტი დაგვეწერა და კულტურის სამინისტროში შეგვეტანა. ეს ბრძოლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. შედეგად კულტურის სამინისტრომ 1 წლით დაგვაფინანსა და ფართი გამოგვიყო. პირველი, რაც ახალ ფართში გავაკეთეთ ის იყო, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ბატონმა ოთარმა მოიწვია რამდენიმე მხატვარი. მოვიტანეთ ბანერები, დავჭერით და ვრცლად გავაკარით კედელზე, დავყავით რაღაც სექციებად. შემდეგ ხალხი მოვიდა და თითოეული სექცია შეავსო ნახატებით. შემდეგ ბატონმა ოთარმა შეფუთა ეს ყველაფერი და თავისი ხარჯებით წაიღო უკრაინაში. ყველა აქამდე განხორციებული პროექტი, მივლინება და ვორკშოპი ჩვენი ხარჯებითა და ენთუზიაზმით განხორციელდა. რა თქმა უნდა, ბევრი იმედგაცრუება გამოვიარეთ, ბევრი დრო მოვანდომეთ ამ ყველაფერს და თითქმის მივივიწყეთ პირადი ცხოვრება, სამსახურები...

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია

dt_ დაახლოებით რა დროს ატარებთ სტუდიაში? ხან როგორ, ხან როგორ... როდესაც წიგნების ფესტივალისთვის ვემზადებოდით. მთელი დღე სამუშაო სტუდიაში ვიყავით. ბევრმა აქ ღამეებიც გაათენა. ჩვეულებრივ რეჟიმში, დღის მეორე ნახევარში, როგორც კი სამსახურებიდან გავთავისუფლდებით აქ მოვდივართ, ვხატავთ და თავისუფალი გრაფიკით სრულიად მშვიდად ვმუშაობთ. dt_ ხშირად ატარებთ ვორკშოპებს და სხვადასხვა პროექტში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რომელ პროექტს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელს? შტამის ვორკშოპმა ბევრი რაღაც გააკეთა ჩვენთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი საკმაოდ ცნობილი ილუსტრატორი ვლადიმერ რადუნსკი, წარმოშობით რუსი, მაგრამ ამერიკაში მცხოვრები. მას ბევრი წიგნი აქვს გაკეთებული და ეს წიგნები სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად გამოუციათ კიდეც. ვლადიმერ რადუვსკიც რამდენიმედღიან ვორკშოპზე მოვიწვიეთ. მან პროფესიული განვითარებისთვის ძალიან ბევრი რჩევა მოგვცა: როგორ გამომცემლებთან უნდა ვიურთიერთოთ, როგორ უნდა ვიურთიერთოთ და სხვა პრაქტიკული რჩევები. გარდა ამისა, როგორ უნდა ვიმუშავოთ წიგნებზე, მაგალითად “კლაუზურა”, ანუ როდესაც სასწრაფოდ გასაკეთებელია რაღაც პროექტი და სულ ორი დღე გვაქვს ვადა. როგორ უნდა მოასწრო? გვიზიარებდა თავის გამოცდილებას ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მუშაობისას. კლაუზურა ნიშნავს, რომ ჩაკეტილ სივრცეში მაქსიმალურად მცირე დროში უნდა შექმნა პროდუქტი. მან ასეთი დავალება მოგვცა: ჩვენი მონახაზებით უნდა შეგვექმნა 2 დღეში პროდუქტი. ჩვენც მეორე დღეს არ მივსულვართ სტუდიაში და საკუთარ სახლებში ვმუშაობდით, დავალებაც თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. dt_ საინტერესოა, რა არის თქვენი შთაგონების წყარო? პირადად მე, ვინაიდან უფრო საბავშვო წიგნებს ვაკეთებ, ბავშვები შთამაგონებენ, მათი და ჩემი საკუთარი ბავშვობის გამოცდილებებიც. 2 თუ 3 წიგნი მაქვს გაკეთებული იმაზე, რაც მე განვიცადე ოდესღაც. რა თქმა უნდა ვცდილობ დავაკვირდე დანარჩენ ბავშვებსაც და მათგან რაღაც ვისწავლო. ისე, ჩვენ რომ ვისხდეთ და შთაგონებას

15


16

მიხაილ შტამის ვორკშოპი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ველოდოთ, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ისიცაა შთამაგონებელი, როდესაც ხედავ ყველა მუშაობს და ყველა შემართებითაა, არ შეგიძლია შენ დარჩე ისე უსაქმოდ. კიდევ, შთაგონების წყაროა წიგნები, რომლებსაც ხშირად ვათვალიერებთ და ა.შ. dt_ რა წარმატებები და მიღწევები აქვს “ვირგამს”? წარმატება არის ის, რომ “ვირგამის” ფარგლებში შეიქმნა პირველი სურათებიანი წიგნები საქართველოში, რომელიც გამოიცა. საქართველოში გამოცემულა სხვა სურათებიანი წიგნები. მაგალითად “ტოპო ტიპი” ახლა ძალიან პოპულარულია, მაგრამ ეს არ არის ქართული. ეს არის პირველი ქართული წიგნები, სადაც ავტორებიც და ილუსტრატორებიც ერთი და იგივე ადამიანები არიან. მთელ ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარულია წიგნები, რომლებსაც ილუსტრატორი თავისივე ისტორიების მიხედვით ქმნის, ჩვენთან ეს პირველად მოხდა. გარდა ამისა ჩვენს ჯგუფში შეიქმნა პირველი სურათებიანი წიგნები, რომლებიც საზღვარგარეთ, კერძოდ ბრაზილიაში გამოიცა. ეს წიგნებია სოფო კირთაძის “ზოლემია” და ეკა ტაბლიაშვილის “პატარა ობობას საათი”. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს წიგნები პორტუგალიურადაა ნათარგმნი. მაგალითად თაკო ბაქრაძის წიგნმა “მიუნჰაუზენი” 2011 წელს გალას პრიზი აიღო ტიტულით - საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი. თქვენ მონაწილეობდით წიგნების ფესტივალში. უფრო მეტიც, ორგანიზატორები იყავით. საიდან მოვიდა ეს იდეა? იდეა მოდის “ექსპო ჯორჯიას” მფლობელ კახა გველესიანისგან. მას დიდი ხანია უნდოდა წიგნის ფესტივალის ჩატარება. ეს ფესტივალი ჩვენთან უკვე 16-ჯერ ჩატარდა. მას წიგნის ასოციაცია ატარებს, მაგრამ კახას უნდოდა ცოტა უფრო სხვა კუთხით გაეკეთებინა, უფრო მეტი კულტურული ღონისძიებები ჩაერთო. ფესტივალი, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული არის წიგნის ბაზრობა, რომლის ფარგლებშიც გამომცემლებს შორის გარკვეული შეთანხმებები მიდის, ტირაჟები იყიდება, ცუდი ამაში არაფერი არ არის. ცოტა უხერხულად კი ჟღერს ბაზრობა! ჩვენთანაც ეს ბაზრობა ძალიან წარმატებით ჩატარდა. ხალხი მოვიდა და გარკვეული ფასდაკლებით იყიდა წიგნები. ეს ძალიან კარგია და რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩატარდეს. ბატონმა ოთარმა ამ საკითხის თაობაზე რამდენიმე ახალგაზრდა შეგვკრიბა. სულ 3 დღე იყო დარჩენილი, თუმცა დიდი ძალისხმევით 5 პროექტი მომზადდა ერთიანობაში. “ექსპო ჯორჯიამ” თავის თავზე აიღო წიგნის ბაზრობა, გამომცემლებთან მოლაპარაკება, ჩვენ კი ჩვენს თავზე ავიღეთ გამოფენები, დისკუსიები, ლექციები, საბავშვო ღონისძიებები... dt_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? პირველ ყოვლისა, ჩვენ არ გვინდა შევჩერდეთ ამ ერთ ფესტივალზე. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა ასეთი ფესტივალები ჩავატაროთ. რა თქმა უნდა უკვე უკეთესი გამოცდილებით, უფრო მეტი ხალხი ჩამოვიყვანოთ. ასევე გვინდა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ილუსტრატორი, მათთვის სკოლები შევქმნათ. ბატონ ოთარს აქვს იდეა, რომ სამაგისტრო პროგრამა გააკეთოს. აუცილებლად ჩავატარებთ მასტერკლასებს, სემინარებს, მოვაწყობთ საზაფხულო სკოლებს. აგრეთვე ჩამოვიყვანთ უცხოელ ილუსტრატორებს, რომლებიც 1 კვირიან ვორკშოპებს ჩაატარებენ. ვაპირებთ გავხსნათ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსდება წიგნები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამომცემლობებმა გამოგვიგზავნეს საჩუქრად. საბავშვო სურათებიანი წიგნები სპეციალურად ამ ფესტივალისთვის და ბიბლიოთეკისთვის; ამ ბიბლიოთეკაში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები ბავშვებისთვის. რაც მთავარია, ამ ყველაფერში მონაწილეობას არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელი ილუსტრატორებიც მიიღებენ, ანუ ეს იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები. მოკლედ, ასეთი ინტენსიური მუშაობა გველის წინ. dt_ წარმატებებს გისურვებთ!


მოგზაური არტ წიგნები თბილისის მედიათეკა. 2016

17


* ZigZag console, 2016 დიზაინი: XYZ Integrated Architecture მასალა: მეტალი მეტალის სამუშაო: ს&რ საროიანი

18

2014.12

ლევან ლომინაშვილი -XYZ Integrated Architecture ///// ესაუბრა ნინა ახლოური ფოტო /NakaniMamasaxlisi PhotoLab, დარო სულაკაური, ანა ბოკო

როდესაც სტუდია XYZ Integrated Architecture -ს მთავარ დიზაინერს, ლევან ლომინაშვილს დავუკავშირით, მან გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ პროდუქტის დიზაინს საქართველოში, როგორც ხელოვნების დარგს, არავინ აღიქვამს. რთულია, არ დაეთანხმო - თბილისი ის ქალაქი ნამდვილად არ არის, სადაც პროდუქტის დიზაინერებს განსაკუთრებით აფასებენ და მათი შემოქმედებით ინტერესდებიან. კომპანიას, რომლის ნამუშევრებიც Elle Décor -ის, Vogue-ის, Icon-ის, Tatler -ის, Instyle -ისა და მსოფლიოს სხვა გავლენიანი გამოცემების გვერდებზე ხშირად ხვდება, ჩვენთან თითქმის არ იცნობენ. ამის მიუხედავად, XYZ-ის გუნდი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა გამოფენებში და ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. ლევან ლომინაშვილი: „მე არქიტექტორი გახლავართ და თავდაპირველად ეს კომპანიაც არქიტექტურული იყო. დღესაც ჩვენი ძირითადი შემოსავალი ამ სფეროდან მოდის. პროდუქტის დიზაინის სფეროში 2000-იანების დასაწყისიდან ვმუშაობდი, თუმცა ეს ნამუშევრები საზოგადოებრივ სივრცეში არ იყო გამოტანილი და არც ის მიფიქრია, რომ მომავალში კომპანიის საქმიანობის სფერო გახდებოდა. მხოლოდ გასული წლის დეკემბერში მოვამზადეთ ის მინიმალური საინფორმაციო მასალა, რაც საჭირო იყო ვებ-გვერდის გასაკეთებლად. პროდუქტის დიზაინის განყოფილებაც მაშინ დაფუძნდა. ის, რომ უცხოური გამოცემების ბმულების რაოდენობამ ინტერნეტში ოთხასს გადააჭარბა, მხოლოდ ერთი წლის მუშაობის შედეგია. მათგან ნაწილი პროფესიული ჟურნალებია, არის გლამურული გამოცემებიც, როგორებიცაა Vogue, GQ, Tatler… ძირითადი ნაწილი ბრიტანულია, თუმცა არის ჰონკონგის, ჩინეთის, ტაივანის, ბულგარეთის ჟურნალებიც.“ dt_ როგორ მიაღწიეთ ასეთ ცნობადობას ამდენად მცირე პერიოდში? ინტერნეტის წყალობით. ინფორმაციას თავიდან სხვადასხვა საიტზე ვაგზავნიდით და ასე გაჩნდა ინტერესი. დაახლოებით ოცამდე პროდუქტი გაშუქდა, თუმცა მათ შორის არის ფავორიტებიც, რომლებზეც ხშირად წერენ, მაგალითად, სამოცი სერია, რომელიც ახლა მაიამიშია გამოფენაზე. ასევე აღსანიშნავია ფერადი ჭადრაკი, დანაჩანგალი…

dt_ რატომ გადაწყვიტეთ საქმიანობის სფეროს შეცვლა? იმდენად შეუძლებელია საქართველოში არქიტექტურის სფეროში შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, იმდენად შეზღუდულია პროფესიონალი, რომ როგორც ჩანს, ამან განაპირობა პროდუქტის დიზაინის სფეროში გადასვლა. არქიტექტურაში ჩვენთან სხვა ადამიანები აკეთებენ შენს საქმეს, ანუ იმას, რაც თავად უნდათ. ამიტომაც არ ითვლება არქიტექტურა საქართველოში ხელოვნების დარგად, რადგან არქიტექტორი არ არის თავისი ქმნილების ავტორი. ამის მიზეზი დაბალი კულტურაა. მხოლოდ ცივილიზებულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში არის არქიტექტურა ხელოვნება. საქართველოში ამ სფეროს განვითარებისთვის კომპლექსური ცვლილებები იქნებოდა საჭირო, დაწყებული განათლების სფეროდან, დამთავრებული კანონმდებლობით. dt_ რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა, როდესაც პროდუქტის დიზაინის სფეროში გადაწყვიტეთ მუშაობა? მთავარი გამოწვევა ყოველთვის ისაა, რომ გაიგო, რეალურად რას წარმოადგენ. უნდა დააფასონ შენი შემოქმედება არა აქ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე, მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, გაიგო შენი შემოქმედების რეალური ღირებულება. დღეს ამ სფეროში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ამ საქმის გაგრძელებას ვაპირებ.

ბეტონის საკინძე 2009 ოქრო & ბეტონი 23.5x10x7მმ ოქრომჭედელი: ბ.შანიძე


60 Console & Chair. 2011 ხელნაკეთი დიზაინი: XYZ Integrated Architecture მასალა: ხე, ტყავი ხეზე სამუშაო: ე.მარტიროსიანი

dt_ რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად? უკვე მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე გამოფენაში, ნომინირებულები ვიყავით German Design Award-ზე, საინტერესოა, რომ მათ თვითონ გვიპოვეს და პრიზიც ავიღეთ - მესამე ადგილი Special Mention Award, თუმცა ამასაც არ ველოდი, რადგან პროდუქტებიც კი არ გაგვიგზავნია, მხოლოდ ფოტოები გვქონდა გაგზავნილი. ამჟამად მონაწილეობას ვიღებთ Miami Design Bridge-ის გამოფენაში. ასევე, მილანში დეკემბრის მეორე ნახევარში Artistar Jewels Exhibition-ზე იქნება საიუველირო ნაწარმის გამოფენა. სამოცი სერია ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. აქ მთავარი ამოცანა იყო, შექმნილიყო შეუძლებელი გეომეტრიის სხეულები, რომლებიც იქნებოდა ფუნქციონალობის ზღვარზე, ანუ ერთის მხრივ იქნებოდა ექსტრა-უტილიტარული, არაფუნქციონალური, მაგრამ ამავე დროს მაინც ფუნქციონალური, რადგან დიზაინზეა საუბარი და არა სუფთა ხელოვნებაზე.

60 Blue Table . 2012 ხელნაკეთი დიზაინი: XYZ Integrated Architecture მასალა: მეტალი მეტალის სამუშაო: გ.მაჭურაშვილი სამღებრო სამუშაო: ს.საროიანი, რ.საროიანი

19


dt_ რა შეგიძლიათ გვითხრათ მიმდინარე და მომავალ პროექტებზე?

20

გვინდა შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წელს გვქონდა, ვგულისხმობ 450-მდე პუბლიკაციას და გამოფენებში მონაწილეობის მიღებას. რაც მთავარია, გეგმაში გვაქვს მინიმუმ რვა ან ათი ახალი პროდუქტის დამზადება. პროექტები უკვე დამუშავებულია, ახლა უბრალოდ მათ განხორციელებაზე ვფიქრობთ. ამჟამად სკამების პროექტზე ვმუშაობთ… ასევე გვყავს ახალი დამკვეთი - ღვინის ბუტიკის პროექტს ვაკეთებთ, რაც საქართველოში კონცეპტუალურად ახალი მოვლენაა. ესაა ღვინის მაღაზია, სადაც ადამიანი იგრძნობს, რომ თვითონ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის სულ მალე გაიხსნება. ბოლო წელმა შემოქმედებითი სიხარულის გარდა, სევდა და პრობლემებიც მოიტანა. ჩვენი მთავარი პრობლემა დაფინანსებაა - ისევ არქიტექტურული პროექტებით ვარსებობთ. თბილისში გარკვეული პროდუქტების დამზადება ჯდება ათჯერ ძვირი, ვიდრე ჩინეთში. ხარისხის თვალსაზრისით, შეიძლება რაღაც აქაც კარგად გააკეთონ, მაგრამ ღირებულება მაინც გადამწყვეტია. ხელოსნებიც დიდი პრობლემაა - მათგან ცოტაა ისეთი, ვინც დასავლურ დონეზე მუშაობს. ეს გასაგებია, რადგან მათზე მოთხოვნა არ არსებობს. ჩვენთან დიზაინერი ერთი პროფესია ჰგონიათ, ინტერიერის დეკორატორებსაც დიზაინერებს ეძახიან. ახლახან რაღაც სახელმწიფო უწყებასთან მქონდა ურთიერთობა და ერთმა ქალბატონმა მხატვარ-დიზაინერი შემარქვა. რადგანაც პროდუქტის დიზაინი, როგორც ხელოვნების დარგი, აქ არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს წარმოებაც. ამ უკანასკნელის განვითარების გარეშე კი, თავად დარგის განვითარება წარმოუდგენლად მიმაჩნია. __

Plate Screen 2014 დიზაინი: XYZ Integrated Architecture მასალა: ქაღალდი, მოოქროვილი ქაღალდი ორიგამის სამუშაო და მოოქროვება: გ.ჟუჟუნაშვილი მოდელი: მ.ზანდარაშვილი

Plate Screen 2014

>


Rebar S1:1 2013 დიზაინი: XYZ Integrated Architecture მასალა: ოქრო, სინგური, არმატურის პროფილი ოქრომჭედელი: ბ.შანიძე

21


22

THONET-ის ავეჯის ნაწილებით დამზადებული ნავი

2014.11

ნიკოლოზ შავიშვილი დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოდელზე //// ნინა ახლოური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე თითქმის ერთი წელია, დიზაინის საერთაშორისო სკოლა ფუნქციონირებს. მისი დაარსების იდეა ავტომობილების ცნობილი დიზაინერის, ჯორჯეტო ჯუჯაროს (Giorgetto Giugiaro) სახელს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის კონცეფცია ჯერ კიდევ 2012 წელს შემუშავდა, სკოლამ პირველი სტუდენტები გასულ წელს მიიღო. ჩვენ ვესაუბრეთ სკოლის დეკანს, ბატონ ნიკოლოზ შავიშვილს:

“სკოლის გახსნის იდეა დაკავშირებული იყო დიზაინერ ჯორჯეტო ჯუჯაროსთან და მის კავშირთან გამოჩენილ ქართველ დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აზრი, რომ ყოფილიყო არა მხოლოდ ტრანსპორტის დიზაინის, არამედ მექანიკა-მანქანათმშენებლობის ანუ საინჟინრო დიზაინის სწავლება საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ სწავლებას უფრო ტექნოლოგიური განხრა ექნებოდა, გადაწყდა ის დაარსებულიყო ტექნიკურ უნივერსიტეტში და არა სამხატვრო აკადემიაში, რომლის კურსდამთავრებულიც თავად ზვიად ციკოლიაა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს იდეა აიტაცა და ბატონი ჯუჯაროც თავის შვილთან ერთად არაერთხელ გახლდათ საქართველოში. მათ შემოგვთავაზეს ამ სკოლის მოდელი. სიჩქარეში რამდენიმე მომენტის გათვლა ვერ მოხერხდა, ამიტომ სკოლამ 2012 წელს სტუდენტების მიღება ვერ მოახერხა.” მოგვიანებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მონდომების შედეგად, განათლების სამინისტრომ სკოლის პროგრამა დაამტკიცა, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელად კი მოწვეული პორტუგალიელი სპეციალისტი, ალექს ველასკო აირჩიეს. სკოლაში, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა გადაწყდა, რომ აქცენტი აღარ გაკეთებულიყო სატრანსპორტო-საინჟინრო დიზაინზე. შავიშვილის თქმით, სკოლაში დიზაინის ოთხი ძირითადი მიმართულება ისწავლება. ეს არის ინდუსტრიალური ანუ პროდუქციის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ავეჯის და გრაფიკული დიზაინი. “როგორც ხედავთ, სატრანსპორტო დიზაინი ამოვარდა, თუმცა პროდუქციის და ინდუსტრიალურ დიზაინში იმდენად ბევრი რამე შედის, რომ შეიძლება მასში ავტომობილი და მატარებელიც მოვიაზროთ”, - ამბობს სკოლის დეკანი. dt_ ბატონო ნიკოლოზ, რას გვეტყვით სკოლაში მიღების პროცედურებზე? 2013 წელს სკოლაში ორმოცდაათამდე სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის რამდენიმე უცხოელიც. მათი მიღება გასულ წელს მოხდა საკმაოდ უბრალოდ, რადგან შემჭიდროვებულ პერიოდში მოგვიწია გახსნა. ამის გამო მივიღეთ ის, რომ კონტინგენტი არ არის მოტივირებული. რამდენიმე სტუდენტი ძალიან შეგნებულადაა აქ მოსული, რამდენიმეს კი შესაძლოა გაუჭირდეს აქ თავის დამკვიდრება. ზოგიერთმა დატოვა კიდეც სკოლა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ეს წელი, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევითობის ფაქტორს მოკლებული იქნება. სტუდენტები სკოლის შესახებ მეტად ინფორმირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, მათი პასუხისმგებლობაც გაზრდილი იქნება.


სტუდენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. დამატებით ხატვის ან ხელოვნების გამოცდა არ არის, ხატვის ცოდნა მხოლოდ მაგისტრებს ევალებათ. ამ წუთში არ მეშინია შემთხვევით მოსული სტუდენტების. მე ვასწავლი ხელოვნებას და დიზაინს და თვითონ მოვესწარი ცვლილებას ახალგაზრდაში, რომელიც დასაწყისში გამოკვეთილად აცხადებდა, რომ აქ შემთხვევით იყო მოხვედრილი. ვინც აქამდე შემორჩა, უკვე აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. არ მგონია, რომ პირობების გამკაცრება სწორი იყოს (მაგალითად, არ მივიღოთ სტუდენტები, რომელთაც ხატვა არ იციან). ამას ჩვენ ვასწავლით. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი სტუდენტისთვის სივრცობრივი აზროვნებაა, რომლის განვითარებასაც ხატვა ეხმარება. dt_ როგორია დიზაინის საერთაშორისო სკოლის პედაგოგიური შემადგენლობა? შემდეგ წელს ვფიქრობთ არა მხოლოდ სტუდენტთა, არამედ მასწავლებელთა წრის გაფართოებასაც. უკვე გადაწყვეტილია უცხოელების მოწვევაც. გრაფიკული დიზაინის დარგი ჯერჯერობით სამხრეთაფრიკული წარმოშობის სლოვაკეთში მომუშავე დიზაინერს მიჰყავს. სექტემბრიდან მდგრად დიზაინს სტუდენტებს პორტუგალიური წარმოშობის პროფესორი წაუკითხავს. რაც შეეხება ქართულ შემადგენლობას,

23

* გუგა კოტეტიშვილის სემინარი გარიყულა 2016

* PRINZpod/ბრიგიტე და ვოლფგანგ პოდგორშეკების სემინარი - „ყველაზე მარტივი ავეჯი“ სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა 2016


ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლექტორებით. ნინო ახობაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ პედაგოგია, ახალი ფაკულტეტის მენეჯერიც გახლავთ და ერთად ვეძებთ ქართველ მასწავლებლებს. ბრწყინვალე პედაგოგები გვყავს: მათემატიკაში - პროფესორი დავით ნატროშვილი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში - პროფესორი დავით თავხელიძე, უსაფრთხოების სისტემებში კი - ლერი ბეჟანიშვილი. ასევე გვყავს რამდენიმე ხატვის და ენის მასწავლებელი, რომლებსაც უცხოელ კოლეგებთან ერთად ინგლისურ ენაზე შეუძლიათ წაიყვანონ ლექციები. პროგრამის ხელმძღვანელი ალექს ველასკო გახლავთ. dt_ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა საერთაშორისოა, ხომ არ აპირებთ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებიც შესთავაზოთ? პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ გავამაგროთ მასწავლებელთა კონტინგენტი. ჯერჯერობით გაცვლით პროგრამებზე საუბარი ძნელია, თუმცა, ვფიქრობ, უკვე ამგვარი პროგრამის ნაწილია პროფესორ კარლოს ალიოს ჩამობრძანება. ის თბილისში ჩამოდის ტემპოს პროგრამით, რომელსაც ევროსაბჭო აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სწორად ვიმუშავებთ და კონტინგენტი გაფართოვდება, მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ სტუდენტებმა პრაქტიკებზე უცხოეთში იარონ. ამის გარდა, გვინდა, რომ ტექნიკური აღჭურვილობა საუკეთესო გვქონდეს და ამაში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უკვე გვეხმარება. მომავალი სემესტრიდან კარგად აღჭურვილები ვიქნებით, თანაც, არც ტერიტორიის დეფიციტს განვიცდით“. __ 24

* სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში შემოდგომა 2015 THONET-ის ავეჯის ნაწილებით დამზადებული ნავი მტკვარზე >


GAZ-21

26 2014.11

ზვიად ციკოლია -სამრეწველო დიზაინი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ///// ესაუბრა ნინა ახლოური

ზვიად ციკოლია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ავტომობილების დიზაინერი. თუმცა, „პეჟო 1007“, “ბუგატი”, “რუსო-ბალტიკი”, ჯავშანმანქანა “დიდგორი”... ეს ციკოლიას პორტფოლიოს მხოლოდ ერთი განყოფილებაა. მისი შემოქმედების სფერო კი ძალიან ფართოა და რას აღარ მოიცავს. საკვები პროდუქტების შეფუთვა, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები, ავეჯი, უნიფორმა, საათი, ველოსიპედი, თვითმფრინავი - ეს სრული სიის მხოლოდ მცირე ნაწილია. აქ მთავარია შთაგონება, რომელსაც ციკოლია ასევე სრულიად განსხვავებულ საგნებში პოულობს. dt_ იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები სულ უფრო დიდ როლს თამაშობს დიზაინერის საქმიანობაში, როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა თქვენი მუშაობის ან აზროვნების სტილი მათი განვითარების შედეგად? მე მაინც მიმაჩნია, რომ კომპიუტერი, უბრალოდ, რჩება ინსტრუმენტად, რომელიც გიადვილებს გარკვეული ეტაპების გავლას. მართალია, მან ასევე საგრძნობლად აწია ხარისხი, თუმცა, მთავარი ფაქტორი კვლავ იდეა და ადამიანია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, როდესაც მთლიანად კომპიუტერს აბრალებენ ამა თუ იმ წარმატებას. კომპიუტერი მარტო ვერაფერს გააკეთებს, თუ მას ადამიანი არ მიუჯდა კარგი იდეებით. თუ ადამიანს სახლში კარგი როიალი აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კარგი პიანისტი ან კომპოზიტორია?! კომპიუტერმა იმის საშუალება მოგვცა, რომ სამუშაო უფრო დინამიური და ხარისხიანი გამოვიდეს. აღარ ხარ მიბმული ერთ კონკრეტულ ადგილს და ეს ძალიან კარგია, თუმცა ადამიანი მაინც რჩება მთავარ ბირთვად. dt_ თქვენი აზრით, როგორი იქნება სამრეწველო დიზაინი ოცი წლის შემდეგ? ზვიად ციკოლია: თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიურ პროგრესს და განსაკუთრებით კი 3D პრინტერების განვითარებას, რაც საშუალებას იძლევა, რომ უკვე რეალურ მასალაში “დავბეჭდოთ” ესა თუ ის პროდუქცია, ვფიქრობ, სამრეწველო დიზაინი ოცი წლის შემდეგ იქნება ძალიან მრავალფეროვანი და ექსკლუზიური, რადგან უამრავი ნიჭიერი ადამიანი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს პროდუქციის შექმნას. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მოხდა ბეჭდვით ინდუსტრიაში, როდესაც უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება თვითონ შეეტანა ცვლილებები დიზაინში და შემდეგ პრინტერზე ამოებეჭდა. dt_ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ პატარაობისას სამხედრო თვითმფრინავების მოდელებს ხმის მიხედვით არჩევდით. ყველაზე კარგი ხმა რომელს ჰქონდა? თვითმფრინავის მართვა ხომ არ გისწავლიათ? ყველაზე სასიამოვნო ხმა ან-22-ს ჰქონდა. დღესაც ჩამესმის მისი ხმა და ისეთივე ემოციებს განვიცდი, როგორც ბავშვობაში. რაც შეეხება თვითმფრინავის მართვას, მქონდა რამდენიმე მცდელობა და ჰაერში მიმართავს, თუმცა თვითმფრინავის დასმის გამოცდილება არ მაქვს. ეგ ყველაზე მთავარი და რთულია. იმედია ამასაც შევძლებ.


27

Ronius punctua

dt_ მაჯის საათი, ფეხსაცმელი, მანქანა, ველოსიპედი, ღვინის ბოთლი... თქვენი შემოქმედების სფერო საკმაოდ ფართოა. დღეს თუ არის რაიმე, რის დიზაინზეც სიამოვნებით იმუშავებდით, მაგრამ არასდროს გქონიათ ამის შესაძლებლობა? გმადლობთ ასეთი კითხვისთვის. დიახ რჩება და ამაზე ხშირად ვსაუბრობ. ძალიან მინდა სპორტული მანქანის პროტოტიპი დავაპროექტო, რომელიც შემდეგ ლე მანის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. ალბათ, ამის საშუალება როდესაც მომეცემა, ეს იქნება ჩემი პროფესიონალური ყურადღების მთავარი ობიექტი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე, სიამოვნებით ჭურჭლის დიზაინსა და სამზარეულოს ატრიბუტიკაზე ვიმუშავებდი. მოკლედ, თუ მივყევი, ბევრი საინტერესო თემაა. მთავარია, თავიდან როგორ მიუდგები პროექტს, შეიძლება საინტერესო იყოს და პირიქით. dt_ ყველაზე ხშირად, რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რაიმე კონკრეტული შთაგონების ობიექტი არ არსებობს. თუმცა საყვარელ სფეროებად ავიაცია, ცხოველები, ფრინველები და მწერები რჩებიან. საერთოდ, თუ გარემოს დააკვირდებით, ნებისმიერი ობიექტი შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ. __

TSIKOLIA Willys


VADS 28 2014.07

ირინა პოპიაშვილი -ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა ესაუბრა ნინა ახლოური ფოტო / გურამ კაპანაძე

წელს თავისუფალ უნივერსიტეტს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა დაემატა. ის ისეთი ცნობილი სახელოვნებო სკოლების გამოცდილების გაზიარების მაგალითზე შეიქმნა, როგორებიცაა Rhode Island School of Design და Carnegie Mellon University. სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სტუდენტისთვის თანამედროვე სახელოვნებო განათლების მიცემაა. ასევე ახალგაზრდა არტისტებს საკუთარი შემოქმედების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ. ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა წელს ოცდაათ სტუდენტს მიიღებს წარმოდგენილი პორტფოლიოების საფუძველზე. ძირითადი კონცეფციის, სპეციალობების, მისაღები კრიტერიუმებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ სკოლის დეკანს, ირინა პოპიაშვილს ვესაუბრეთ:

dt_ როგორ გაჩნდა სკოლის დაარსების იდეა? აშკარა იყო საჭიროება ახალი, თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებული სახელოვნებო სკოლის შექმნის, როგორც ვიზუალური, ისე დიზაინის მიმართულებით. ეს საჭიროება თავისუფალი უნივერსიტეტისთვისაც ცხადი იყო და ამდენად, ჩვენი თანამშრომლობა შედგა. იდეაზე დიდხანს ვიმუშავეთ, მრავალი შეხვედრა და brainstorming-ი მოვაწყვეთ ხელოვნების სამყაროს წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების, დისკუსიების და მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლის შექმნაზე. გავითვალისწინეთ მსოფლიოს საუკეთესო სკოლების გამოცდილება. dt_ რა პროგრამებს სთავაზობს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა სტუდენტებს, რა სპეციალობების არჩევა შეუძლიათ? თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VADS-ში) სტუდენტები მიიღებენ ხელოვნების ბაკალავრის ხარისხს. გვექნება კონცენტრაციები/სპეციალიზაცია ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სფეროებში. ჩვენ გვაქვს ფერწერის და ხატვის სახელოსნოები, ასევე სამგანზომილებიანი ხელოვნებისა და ინსტალაციის სახელოსნო. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინტერდისციპლინარული განათლება, ანუ თუ თქვენ ფერწერის სახელოსნოში ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ზეთი და ტილო უნდა იყოს თქვენი მასალა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ აკადემიური ხატვა და ამასთან, აკეთონ ექსპერიმენტული ნამუშევრებიც. რაც შეეხება დიზაინს, ის ასევე ინტერდისციპლინარული პროგრამა იქნება. ჩვენი ამოცანაა, სტუნდეტები არ შევიყვანოთ პროფესიულ ჩიხში იმით, რომ მივცეთ მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაცია. პირიქით, ეს იქნება პროგრამა, რომელიც ფართო კომპეტენციას მისცემს სტუდენტს, რათა მან, უკვე როგორც პროფესიონალმა, სრულად იპოვოს თავი არსებული მოთხოვნის შესაბამისად. dt_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ დიზაინის სკოლაში მოხვდე? VADS-ში მიღება შემოქმედებითი ტურით და ერთიანი ეროვნული გამოცდებით ხდება.


პირველ რიგში, ჩვენ ნოვაცია დავნერგეთ. ჩვენი შემოქმედებითი ტური გულისხმობს აბიტურიენტის მიერ პორტფოლიოს წარმოდგენას - პირველ ეტაპზე პორტფოლიო, რომელიც შვიდი ნამუშევრისგან შედგება, ციფრულად უნდა აიტვირთოს მითითებულ ლინკზე. ვისი პორტფოლიოც აკმაყოფილებს პორტფოლიოს ტექნიკურ მოთხოვნებს, გამოდის გასაუბრებაზე და ამის შემდეგ იღებს საბოლოო შეფასებას. dt_ როგორ შეარჩიეთ ლექტორები? ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ლექტორებს ჰქონოდათ საერთაშორისო გამოცდილება. გვაინტერესებდა ის პროფესიონალები, რომლებსაც ჰქონდათ/აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და მოქმედი და აქტიური არტისტები და დიზაინერები არიან. dt_ საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე მსგავსი ფაკულტეტი, როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება მათგან ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა? ჩვენი სკოლა ამ თვალსაზრისით უნიკალურია. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ვიწრო პროფესიულ ჩარჩოებში მოვაქციოთ. ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით დიზაინის საფუძვლებს, რომელიც ყველგან შეიძლება გამოიყენონ მომავალში. ჩვენ ასევე ვუპასუხებთ ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნას, რის მიმართაც განსაკუთრებით დიდი ინტერესია აბიტურიენტების მხრიდან. დიზაინის კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, საქართველოში არსად არის. მისი პარალელი არის ამერიკული პარსონის სკოლის კომუნიკაციების დიზაინის პროგრამა. კომუნიკაციის დიზაინი ითვალისწინებს სტრატეგიულ ბიზნეს აზროვნებას, მარკეტინგის ცოდნას და ამის საფუძველზე შემოქმედებითად ვიზუალური და კონცეპტუალური პრობლემების გადაჭრას.

29

* ანო ჯიშკარიანი სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა 2016


* ვადსის მეორე კურსელების სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა 2016

30

dt_ ექნებათ თუ არა სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება? თავისუფალ უნივერსიტეტს ბევრი საერთაშორისო კონტაქტები აქვს და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ინდივიდუალური სტუდენტის მონდომებაზეა დამოკიდებული. ასევე, ჩემი და სხვა პროფესორების პირადი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი ხარისხის სწავლა შევთავაზოთ და ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ მათთვის უცხოეთში სასწავლებლად წასვლა პრიორიტეტი არ იყოს, თუმცა სასურველია სტუდენტებმა ბევრი ნახონ და მხოლოდ ინტერნეტით და რეპროდუქციებით არ მიიღონ ინფორმაცია. dt_ მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს გეგმებზეც… გარდა ცხრილით გათვალისწინებული კლასებისა, ვგეგმავთ მოვიწვიოთ ქართველი და უცხოელი პროფესიონალები ინტენსიური მასტერკლასების და ვორქშოპების პროგრამით. ეს პროგრამები ღია იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ დარეგისტრირდნენ და ისწავლობ ჩვენს სპეციალურ პროგრამებზე. __


31

* ვადსის სტუდენტების ინსტალაცია პარალელის გამოფენაზე. ვენა, 2016


32

2014.05

გიგა ხატიაშვილი -ლაბორატორია 919 ////// ნინა ახლოური

“ჩვენ ვიყავით ფუნქციონალისტები და არა ფორმალისტები”

2014 წლის აპრილში გიგას “919” -ის ოფისში ვესტუმრეთ და რამდენიმე შეკითხვა დაუსვით. ჩვებთან საუბარში იხსენებს, როგორ იდგა არჩევანის წინაშე - გამხდარიყო გულ-სისხლძარღვთა ქირურგი ან მხატვარი. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ყოფნის პერიოდში (ჯერ სწავლობდა ფორტეპიანოს, შემდეგ კი სახვითი ხელოვნების კლასში) გრაფიკამ გაიტაცა. მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის დიზაინისა და ერგონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ აკადემიაში აღმოჩნდა. “სასწავლო კურსი ეყრდნობოდა ბაუჰაუზის სკოლის პროგრამას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით ფუნქციონალისტები და არა ფორმალისტები, (ფუნდამენტალურად ვეცნობოდით ერგონომიკის საფუძვლებს) რადგან მივყვებოდით პარადიგმას, რომლის მიხედვით ფორმა მისდევს ფუნქციას და არა პირიქით. ექვსწლიანი სასწავლო კურსის შემდეგ მცირე პერიოდით აღმოვჩნდი რუსეთში, სადაც დავიწყე მუშაობა, როგორც გრაფიკოსმა დიზაინერმა, თუმცა განათლებით ვარ სამრეწველო დიზაინერი. რამდენიმე თვეში თბილისში მომიწვიეს დიზაინის დარგში ერთ-ერთ პიონერულ ორგანიზაციაში, სახელად ”არტ დიზაინ ტექნოლოგია” სამუშაოდ, რომელმაც პირველად საქართველოში დაიწყო თანამედროვე საშუალებებით გარე-რეკლამაზე მუშაობა.“

dt_ რას გვეტყვით თქვენს მიერ განხორციელებულ ყველაზე საინტერესო პროექტებზე?

გიგა ხატიაშვილი: იმ პერიოდში მქონდა საინტერესო დავალება, “შერატონ მეტეხი პალასის” ტრანსლიტერაცია ქართულ ენაზე, ანუ გრაფიკული საშრიფტო ადაპტაცია, რაც საკმაოდ რთული დავალება იყო, ვინაიდან ქართული და ლათინური დამწერლობა არცთუ ისე კარგად ეწყობიან ერთმანეთს, თუმცა ეს ამოცანა მაინც დავძლიეთ.

ამის შემდეგ მოხდა ჩემი გადაბირება მსხვილ სარეკლამო სააგენტოში “მაგი სტაილი” სადაც გამოვიჩინე ინიციატივა, რომ დამკვეთისთვის შემეთავაზებინა აბრის დიზაინი ინდივიდუალური შრიფტით, ანუ არა უკვე არსებული ფონტების გამოყენებით. მე მეკუთვნის რუსთაველის კინოთეატრის აბრა/ლოგოტიპი, რომელიც დღემდე წითლად ანათებს რუსთაველის გამზირზე. 1997 წელს პირველმა გავაკეთე ქართული შრიფტის იმიტაცია გრაფიტის მანერაზე, ოღონდ უკვე თანამედროვე გარე-სარეკლამო ტექნოლოგიების საშუალებით, ეს იყო კაფე-ბარი “მალიბუ”, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ იყო “ლაილაი”, ჩემი ნამუშევარი გახლავთ როგორც სახელწოდება, ასევე ნიშანი, ლოგოტიპი, ჯეოსელის SIM-ბარათები, სადაც დავიწყე არაქართული ფერების დანერგვა, ანუ ერთად გამოვიყენე წითელი, ლურჯი, ყვითელი. “ლაილაის” მოჰყვა ჯეოსელის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, ჯეოსელის ჩოგბურთის თასი, ტელეკომპანია “მზე”… 2016 წლის კამპანია ფეის-ბუქის გვერდზე


dt_ სარეკლამო ლაბორატორია “919” -ის დამფუძნებელი ხართ. როდის გაჩნდა მისი დაარსების იდეა?

გიგა ხატიაშვილი: “919” -ის შექმნის იდეა გაჩნდა 2006 წელს, ჯერ კიდევ საქართველოში დაბრუნებამდე, საზღვარგარეთ სარეკლამო სააგენტოში ჩვენი ამერიკელი კრეატიული დირექტორი აპროტესტებდა ჩემს სახელს. ამბობდა, რომ „გიგა ძალიან ტექნოგენური სახელია, შენ კი იმპულსური და ძალიან ემოციური პიროვნება ხარ, ამიტომ ჯობია gig -ს დაგიძახებო”. დაახლოებით ასე იწერება 919-იც. აქ ავარიდე თავი ტრანსლიტერაციის პრობლემასაც. ერთ-ერთმა ჰონგკონგელმა დამკვეთმაც “დაამატა”, რომ ეს კომბინაცია ბედნიერების რიცხვია. ჩვენც არ ვიცოდით ჩინური მსოფლმხედველობის თვალსაზრისით ასეთი განმარტება. ესეც არ იყოს, როცა გვეკითხებიან, რატომ ჰქვია 919, ვიწყებთ ამის განმარტებას, ნახევარ საათში უკვე მეგობრები ვხდებით.

dt_ როგორია სააგენტოს მიმართულება. რა საინტერესო პროექტებს გაიხსენებთ?

გიგა ხატიაშვილი: ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა სარეკლამო სააგენტოს განმარტება არ იცის. ვეწევით შემოქმედებით საქმიანობას, წარმოებაში კი არ ვერევით. მხოლოდ საავტორო ზედამხედველობის მქონე პირები ვართ. ლაბორატორია 2008 წლის სექტემბერში დაფუძნდა. ჩვენ გვეკუთვნის საინტერესო პროექტები გრაფიკული აიდენტიკის თვალსაზრისით. ჩვენს მიერაა შექმნილი “სილქნეტის” ქვებრენდი “სილქი”, აიდენტიკა და ვიზუალური სახელმძღვანელო ამ ბრენდისთვის. ვიმუშავეთ “სოფლის ნობათის” სასაქონლო ხაზზე და მის სახელწოდებაზე “მარგო”, ასევე “სანტეს” ყველის ხაზი “სანებოც” 919 -ის ნაყოფია… ჩვენი მუშაობის კიდევ ერთი პროდუქტია “ბიო ბიო” - ბრენდის ვიზუალიზაციაა, რომელსაც სამწუხაროდ არ ჰქონდა მყარი საკომუნიკაციო პლატფორმა, ვთვლი, რომ წარმატებული შეფუთვა გამოგვივიდა.

dt_ რას გვეტყვით შრიფტების ხელოვნებაზე?

გიგა ხატიაშვილი: შრიფტებს ესაჭიროება ცალკე სიცოცხლე. თუ მათზე ვმუშაობ, უნდა ვიყო შრიფტის დიზაინერი და სხვა არაფერი, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო დარგი. დეკორატიული შრიფტი არაერთი შემიქმნია, მაგალითად ტელეკომპანიის “მზე”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ბილაინის” შრიფტები. ჩემი საავტორო შრიფტები ძირითადად სასათაუროა. მადლობა ღმერთს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს არაჩვეულებრივი ადამიანი, ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც ქმნის მართლაც კარგ, ღირსეულ ქართულ შრიფტებს და

33


აქცევს მათ ფონტებად. როდესაც მე ვმუშაობ შრიფტზე, მას ვხატავ თავიდან ბოლომდე ხელით, ესაა ჩემი დამოკიდებულება შრიფტის მიმართ. თუმცა ბევრი რამე მაქვს კიდევ სასწავლი… აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ბეჭდური მედიის თუ წიგნის გაფორმების კულტურა. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. ქართველები ფასადურ დონეზე პერფექციონისტები ვართ, ინტერიერის შიგთავსის დონეზე კი - ნიჰილისტები. აქაურ გარემოში ხშირად ვხვდებით ღერძულ ანაწყობს და ე.წ. justification-ს ანუ გასწორებულ ველებს. რატომღაც ბევრ არაპროფესიონალს ჰგონია, რომ ასოებს შორის მანძილი უნდა იყოს თანაბარი და ყველა ასო უნდა იყოს ერთი და იმავე სიგანის და სიმაღლის, რაც აბსურდია.

34

ხელნაწერთა მუზეუმში თუ მიხვალთ, იქ უამრავი შესანიშნავი მაგალითია წიგნის ხელოვნების და მხატვრობის. ბათუმში რომ ვნახე ქართული დამწერლობის კოშკი, თვალზე ცრემლი მომადგა - რა დავაშავეთ ამისთანა, რომ ამ კონკრეტული მონუმენტისადმი ამისთანა შრიფტი იქნა არჩეული. ესაა არქიტექტურულად აბსოლუტურად შეუსაბამო, რაღაც მულტიპლიკაციური ფილმის შრიფტი, თუმცა იდეა კარგია, შესრულება კი… ჩვენთან ხომ საათი არ სამოცწუთობს, კილოგრამი არ ათასგრამობს, არ გვიყვარს სტანდარტები და უცებ იწყებენ ყველაფრის გათანაბრებას, გვერდების გასწორებას… ვატყობ, რომ ქართულ გრაფიკულ დიზაინში წავიდა ე.წ. გაპრიალების ტენდენცია. ამასთან, გახედეთ ჩვენს ქუჩებს, შეიძლება ითქვას რომ გაპრიალებული და კოპწია ხალხი ვართ? შეხედეთ, როგორ ვეპყრობით გარემოს, ჩვენს სადარბაზოებს, საერთო, კომუნალურ ქონებას… რომ ვცხოვრობდეთ, როგორც გერმანელები, ავსტრიელები, მაშინ გასაგები იქნებოდა. შეხედეთ, რამდენი პრემიუმ-კლასის მანქანა დადის ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. ეს უბრალოდ კონტრასტი კი არა, სერიოზული დისჰარმონიაა. აბსოლუტურად იგივე ხდება ჩვენს დარგშიც. რა დამკვეთიც მოდის, იგივე პროდუქტს ვღებულობთ. ადრე ძალიან კრიტიკული ვიყავი ჩემი კოლეგების ნამუშევრების მიმართ. მერე მივხვდი, რომ ხშირ შემთხვევაში შედეგი დამკვეთიდან გამომდინარეობს. კრიტიკას არაერთი ჩემი ნამუშევარიც იმსახურებს. ვფიქრობ, თანამედროვე გრაფიკული დიზაინის დარგი საქართველოში ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია.

2016 წლის კამპანია ფეის-ბუქის გვერდზე “ყოველ დღე ერთი სიტყვა-ნიშანი” ©

dt_ თქვენი აზრით, ამ დარგის ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?

გიგა ხატიაშვილი: დიზაინის დონე არის ქვეყნის კულტურული დონის პირდაპირპროპორციული. ჩვენ, თანამედროვე ქართველები, არ ვართ გარკვეული ჩვენს თავში. თვითმყოფადობას არავინ გვართმევს, არც ამერიკელები, არც რუსები, ჩვენ თავად ქართულ სიტყვებს ვწერთ ლათინურად სახლების კედლებზე, კომპანიებს ვარქმევთ უცხოურ, არაგამართულ სახელებს… ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ადამიანია საქართველოში, მაგრამ კარგი ხატვა და პროგრამული უზრუნველყოფა ყველაფერი

მთაწმინდის პარკის ლოგოტიპი


არ არის. სწორი მიმართულების და აზროვნების გარეშე არაფერი გამოდის. დიზაინის მეზობელი და წინამორბედი დარგი არის არქიტექტურა. შევხედოთ როგორ სახლებს ვაპროექტებთ (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) - საერთოდ არ ვუყურებთ ეკონომიურ ფაქტორს, არ ვფიქრობთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, ნაწილობრივ მაინც, თუნდაც მზის ენერგიის ხარჯზე – არ ვფიქრობთ ინსოლაციაზე. იმის მაგივრად რომ ბუნებრივად გავანათოთ ჩვენი საცხოვრებელი სივრცე, პირიქით, ვაბნელებთ, ვიღაცას ვემალებით. არქიტექტურა არის ძალიან ბევრის მაჩვენებელი და მჭიდროდაა დაკავშირებული გრაფიკულ დიზაინთან. მსოფლიოს მოწინავე არქიტექტორები გრაფიკოსებთან მუდმივ სამუშაო ტანდემში იმყოფებიან, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით საქართველოზე. საქართველოში გრაფიკოსის ადგილი დამკვეთს ან მის ცოლს უკავია.

გიგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სოციალურად გამიზნული პროექტები უფრო აინტერესებს. უნდა ისეთი რაღაც შექმნას, რაც ჩვენს ცხოვრებას დადებითად შეცვლის/გამოასწორებს. პროექტი “ათი მცნება მძღოლებისა და ქვეითებისათვის”, რომელზეც ახლა მუშაობს, გარკვეულწილად ამ ამბიციის ნაწილია. “ესაა ტკივილით გამოწვეული პროექტი. შეიძლება ამან რამე მოუტანოს საზოგადოებას, ამ პროექტისგან არანაირ ფინანსურ მოგებას არ ველი. გრაფიკოს-დიზაინერი თუ “რეკლამისტი” არ არის “freak” -ი, ეს არის საზოგადოების წევრი, რომელმაც საზოგადოებას უნდა მოუტანოს რაღაც სარგებელი. მეც იმ სტადიაში გადავდივარ, როცა ვხდები ანტირეკლამისტი. ყველას უყვარს ფილმი “99 ფრანკი”, რომელიც ჩემთვის ძალიან ბანალური და პრიმიტიულია, თუმცა რაღაც ჭეშმარიტება მასში ნამდვილად არის. მინდა სიცრუე, რომელიც საზოგადოებაში სუფევს, ისე დავანგრიო, რომ არავის არაფერი ვატკინო“. __

35


2015.05 36

სანდრო ასათიანი “სქრინ რიდერების” თაობაზე ნინა ახლოური

“მომავალი ეკრანისაა და არა ქაღალდის“ “კიბერ გალაკტიონი“ ერთ-ერთი ბოლო პროექტია, რომელზეც სანდრო ასათიანი მუშაობს. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ჯიპაში აკადემიურ საქმიანობას ეწევა და ახალი კურსის პროგრამას ამზადებს, რომელსაც მედია ინჟინერია ჰქვია. ის ასევე ელექტრონული წიგნების სახლში “საბა“ IT ჯგუფის ხელმძღვანელია.

სანდრო ასათიანს თბილისის სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. მოგვიანებით ფლორენციის სამხატვრო აკადემიაშიც სწავლობდა. ხატვის პარალელურად, ძალიან აინტერესებდა კომპიუტერული ტექნოლოგიები და ახლა პროგრამისტადაც მუშაობს. სანდრო ასევე რამდენიმე ე.წ. picture book-ის ავტორიცაა, რომელთა არა მხოლოდ ილუსტრაციები, არამედ ტექსტიც თავად მას ეკუთვნის.

ამ წიგნებს ბუქ სითიში იპოვით. ისინი ნახევრად ხელითაა გაკეთებული. ესაა სერია, რომელიც სამი წიგნისგან შედგება, უფრო სწორად კი, წიგნებისა და ყუთებისგან. ერთ ყუთში დევს კენჭი, მეორეში - ტილოს პატარა ნაჭერი და მესამეში - ჯოხი. კენჭის ისტორია ასეთია: “ერთხელ მე შემხვდა აღელვებული ხოჭო და ვკითხე, რა იყო მისი აღელვების მიზეზი. მან მომიყვა თავისი ისტორია იმის შესახებ, რომ გადაწყვიტა, მარტო ეცხოვრა, ააშენა სახლი და ყველაფერი მზად რომ ჰქონდა, მიხვდა, მთავარი აკლდა - არ ჰქონდა სახურავი. ეს იყო მისი აღელვების მიზეზი. შემდეგ დაიწყო ამ სახურავის ძებნა და შემთხვევით შემხვდა მე. მე ვუთხარი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი სახურავს მისი სახლისთვის. სამწუხაროდ, ხოჭოს დაავიწყდა მისამართის დატოვება. იქ წერია, რომ თუ შეგხვდებათ აღელვებული ხოჭო, გთხოვთ, გადასცეთ ეს კენჭი.“ მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნები ნაბეჭდია, სანდრო აღნიშნავს, რომ პრინტი თანდათან კარგავს თავის ფუნქციას. “ქუჩაში ბანერებიც კი ნელ-ნელა იცვლება ეკრანებით. ეს ყველაფერი გადადის მოძრაობაში, რადგან დინამიკაში გამოხატვის მეტი საშუალებაა. ჩვენ ქაღალდს შეჩვეულები ვართ, მაგრამ ახალი, “სქრინ რიდერების“ თაობა როდესაც დაიბადა, მათ სახლში უკვე იყო კომპიუტერი, ამიტომ მათ შორის ბარიერი არ არსებობს. სავარაუდოდ, მომავალი ეკრანისაა და არა ქაღალდის“, - ამბობს ასათიანი. მისი აზრით, ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც გრაფიკული დიზაინი ნელნელა გადადის ელექტრონულ მოწყობილობაში. „იმის დიდ ნაწილს, რაც ადრე იბეჭდებოდა, დღეს მონიტორზე ვუყურებთ. ამიტომ, ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ფოლდერიდან რაღაცას მეორეში რომ ვიწერთ, კომპიუტერი გვაჩვენებს, თითქოს ერთი საქაღალდედან მეორეში რაღაც ჩავდეთ. რეალურად, შიგნით, კომპიუტერში, ასეთი არაფერი ხდება, სულ სხვა პროცესი ვითარდება. უბრალოდ, ადამიანისთვის ასეთი პროცესები გასაგები რომ ყოფილიყო, 70-იანებში შეიქმნა გრაფიკული ინტერფეისი. პირველად Xerox-მა შექმნა icon-ები, რომ ადამიანს კომპიუტერთან ურთიერთობა მხოლოდ ტექსტის მეშვეობით არ ჰქონოდა. თვითონ Xerox-მა ეს აღარ განავითარა, მაგრამ სტივ ჯობსი მიხვდა, რომ ეს იყო კომპიუტერის მომავალი და თავიდან შექმნა icon-ები. ალბათ


ამან დაუდო სათავე გრაფიკულ დიზაინს ელექტრონული მოწყობილობებისთვის. სავარაუდოდ, როდესაც მამაჩემმა იყიდა თავისი პირველი რადიო, წაიკითხა ინსტრუქცია, რადგან ეს ძალიან რთული მოწყობილობა იყო და ინსტრუქციის გარეშე ვერ გაიგებდა. დღეს, როცა ვყიდულობთ მობილურ ტელეფონს, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მაშინდელი რადიო, ინსტრუქციას აღარ ვკითხულობთ, იმიტომ რომ გრაფიკული ინტერფეისით ყველაფერს ვხვდებით. თითქოს შეიქმნა ახალი, გრაფიკული ენა, რომლითაც ჩვენ ვურთიერთობთ ამ კომპიუტერულ მოწყობილობებთან. ქართულ სინამდვილეში ამ მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა კომპიუტერული შრიფტი არსებობს მონიტორისთვის, ელექტრონული მოწყობილობებისთვის, ტაბლეტისთვის... ამ დროს, ეს ძალიან საჭიროა. ვფიქრობ, დღეს, როდესაც გრაფიკული დიზაინერი იწყებს სწავლას, ძალიან მნიშვნელოვანია, ელექტრონული მოწყობილობებისგან შორს არ წავიდეს, იმიტომ რომ მათთან აუცილებლად მოუწევს მუშაობა.“

Turning the binoculars and watching from 37

the other side, all the objects become small and far I go to the theatre because I want Her to see the binoculars, but the ticket seller stops me and, after a short argument, I succeed to enter. I watch the ticket seller through the binoculars and it seems to me as an insect-man


38

სანდრო ბევრს მუშაობს ინტერაქტიულ წიგნებზე - საბაში ინტერაქტიული ანბანიც კი შექმნა, რომლის უფასოდ ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ანდროიდი ტელეფონისთვის, ასევე iPhone-ისა და iPod-ისთვის. ამ პროგრამით პატარა ბავშვი იოლად ისწავლის დამოუკიდებლად კითხვას. „არავინ იცის, როგორი იქნება წიგნი მომავალში. სავარაუდოდ, ინტერაქტიული წიგნი, რომელთანაც ბავშვი ინტერაქციაში შედის, მისი განვითარების რაღაც ეტაპია. ახლახან ვიმუშავეთ პროექტზე, რომელსაც ჰქვია „კიბერ გალაკტიონი“ - არის მონაცემთა დიდი ბაზა, სადაც არის გალაკტიონთან დაკავშირებული ტექსტები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გალაკტიონის ენობრივი ასლი. მომხმარებელს შეუძლია მას „ეჩატავოს“, ანუ შევა ვებ-გვერდზე, დაუწერს გალაკტიონს ტექსტს, პროგრამა კი საპასუხოდ მონაცემთა ბაზაში პასუხს იპოვის. მომავალში გვინდა ისეთი გვერდი გავაკეთოთ, რომ თვითონ მომხმარებელს შეეძლოს პერსონაჟის შექმნა.“ სექტემბერში ჯიპაში მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა გაიხსნება. ასათიანს იმედი აქვს, რომ კურსზე ბევრი ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანი მივა, რადგან ფიქრობს, ისინი კიდევ უფრო საინტერესო კუთხით ხედავენ ამ სფეროს. „სტუდენტების განათლებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროგრამირების

I watch through the I binoculars and t a see a teapot th w o e y becomes large and ll


სწავლა იგივეა, რაც უცხო ენის სწავლა. მაგალითად, თუ ფილოლოგი ხარ, ინგლისურის სწავლა, რა თქმა უნდა, გაგიადვილდება, მაგრამ თუ არ ხარ, არ ნიშნავს, რომ ეს შენი საქმე არ არის. ამიტომ ტექნიკური განათლება აუცილებელი წინაპირობა ნამდვილად არ არის. პროგრამირებაში ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით, ისევე, როგორც შუა საუკუნეებში ასწავლიდნენ ხატვას. ამიტომ, მოვიწვიეთ ლექტორი-პრაქტიკოსები, რომლებსაც თავიანთი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. უკვე გვაქვს მედია ინჟინერიის ოთხთვიანი კურსიც, რომლის სტუდენტებმაც უკვე აპლიკაციებიც კი გააკეთეს. ერთმა გოგომ, რომელიც არის ინსომნიაკი, შექმნა აპლიკაცია “Sheepsomnia“, არადა, რომ მოვიდა, არანაირი შეხება არ ჰქონდა კომპიუტერულ კოდთან, მხოლოდ იდეები გააჩნდა. ამ აპლიკაციით შეიძლება ძილის წინ ცხვრები დაითვალო. გვყავდა ერთი ბიბლიოთეკარი სტუდენტიც, რომელმაც ასევე საინტერესო აპლიკაცია გააკეთა. ანუ, ირჩევ განწყობას და ამინდს, ის კი რომელიმე ნაწარმოებიდან ამ განწყობის შესაბამის სტროფს ან ნაწყვეტს გენერირებას უკეთებს. შემდეგ, თუ გინდა, გადახვალ და წაიკითხავ მთლიან ნაწარმოებსაც. იქ არის ყავის ჭიქა, რომლის ქაფშიც მოღიმარი ან მოწყენილი სახეა, გვერდზე წიგნი დევს და ზედ სათაური ეწერება“. __

While I watch these persons through the binoculars, a strange vision appears in front of my eyes

I raise the binoculars a little bit and, through the wall of the theatre, I see Her

39


სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა იურგენ მაიერის ლექცია

2014.05 40

იურგენ მაიერი -საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მოამზადა ნინა ახლოურმა ფოტო / Jesko M. Johnsson-Zahn, Beka Pkhakadze, Marcus Buck, თორნიკე რიკიაშვილი, ლანა ღვინჯილია

თბილისში ცოტა ხნის წინ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ხუთსართულიანი შენობის პროექტის ავტორი გერმანელი არქიტექტორი, იურგენ მაიერია (Jürgen Mayer H). აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ბიბლიოთეკას მაიერმა შემოწირულობის სახით გადასცა. პროექტზე ასევე მუშაობდა არქიტექტორი ლადო აბრამაშვილი. ჩვენ დავუსვით რამდენიმე შეკითხვა იურგენ მაიერს:

dt_ რა შეგიძლიათ გვითხრათ ბიბლიოთეკის მობილობაზე ქალაქთან მიმართებაში? იურგენ მაიერი: ამ ახალი შენობის მთავარი პრიორიტეტი ბიბლიოთეკაა - ადგილი შეხვედრებისთვის, დისკუსიებისა და დებატების მოსაწყობად. ბიბლიოთეკის ყურადღების ცენტრშია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერება, არქიტექტურა და დიზაინი. ეს გამომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის აზროვნებიდან მისი პრეზიდენტობის პერიოდში და ეხმიანება იმ გამოწვევებსა თუ ფანტასტიურ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს აქვს როგორც უახლოეს, ისე შორეულ მომავალში. dt_ რა იყო თქვენთვის მთავარი მოტივაცია ბიბლიოთეკის პროექტზე მუშაობის პროცესში? ჩვენთვის დიდი პატივია ექსპერტიზის გაზიარება დიზაინის სფეროში სწორედ ამ შენობასთან მიმართებაში. ის შეიქმნა ყველა იმ არაჩვეულებრივი პროექტის საპასუხოდ, რაზეც ბოლო წლებში გვიმუშავია. ეს ბიბლიოთეკა იქცევა ადგილად, სადაც შეისწავლიან ბოლო წლებში მომხდარ დინამიურ ცვლილებებს და შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, რომ არქიტექტურასა და ესთეტიკას შეუძლია წვლილი შეიტანოს სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებაში. dt_ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალიზებულია პროექტი ლანდშაფტთან მიმართებაში? ადგილმდებარეობამ საშუალება მოგვცა გამოგვეყო განსაკუთრებული ურბანული სიტუაცია - ერთ-ერთი მთავარი ხიდი, რომელიც ქალაქის ორივე მხარეს აერთიანებს. ამრიგად, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქალაქში საორიენტაციო ნიშანი. dt_ რა რესურსი გააჩნია ბიბლიოთეკას მომავალი განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის? ვფიქრობ, ეს შენობა მაგალითს იძლევა იმ სივრცისთვის, სადაც ის დგას. გარშემო სამი დიდი უნივერსიტეტია, რომელშიც ათეულობით ათასი სტუდენტი სწავლობს ქალაქის ამ ნაწილისთვის ეს საოცარი პოტენციალის მაჩვენებელია. __

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. ინტერიერი


იუსტიციის სახლი მესტია, საქართველო

41

თამარ მეფის აეროპორტი მესტია, საქართველო

ბენზოგასამართი სადგური გორი, საქართველო >


გიო სუმბაძე. ტესერაქტი

2015.05

42

ლუის ტავარეს პერეირა -RE:Museum გამოფენის დიზაინერი, არქიტექტორი ფოტო / ნინო ახობაძე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა “თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი” (RE:Museum) გაიხსნა. გამოფენის დიზაინერი არქიტექტორი ლუის ტავარეს პერეირა აღნიშნული გალერეის არქიტექტორიც არის. ჩვენ დაუსვით რამდენიმე შეკითხვა ლუის პერეირას: dt_ რით განსხვავდება კონცეფცია “თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი” თანამედროვე მუზეუმისგან? მთელი განსხვავება იმაშია, რომ გამოფენის მიზანი თანამედროვე არტისტებისთვის ეროვნული მუზეუმის კოლექციებთან მუშაობა გახლდათ. ამ შემთხვევაში მუზეუმი წარმოადგენს განსაზღვრულ ქართულ ინსტიტუტს და მის მრავალფეროვან კოლექციებს. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ამ გამოფენის კიდევ ერთი საფუძველია, არის გამოფენის ინსტალაციასა და თანამედროვე საგამოფენო სივრცეებსა და სტრატეგიებს, თუნდაც “თანამედროვე მუზეუმს” (რისი მაგალითიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაა) შორის კავშირი. dt_ თქვენი პროექტის მიხედვით მოხდა ეროვნული გალერეის განახლება. რა პრიორიტეტები გაითვალისწინეთ პროექტირებისას? ჩემი პრიორიტეტი დიზაინში შემავალ ელემენტებს შორის სწორი ბალანსის დაცვა იყო. განსაკუთრებით კი, თანამედროვე მუზეუმის სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის მიღწევა. ეს გულისხმობს როგორც კლიმატის კონტროლის ინფრასტრუქტურას, მოქნილ და პროფესიონალურ განათებას, დისკრეტულ უსაფრთხოებას და მის მექანიზმს, ასევე ისეთ უბრალო კომპონენტებს, როგორებიცაა ტუალეტები, ლიფტები, კაფეტერია და მუზეუმის მაღაზია. ასევე, პრიორიტეტი იყო მეცხრამეტე საუკუნის შენობის განახლება და აღდგენა მისი ორიგინალური სილამაზისა და სიდიადის შენარჩუნებით. აქ მთავარი იყო ზედმეტი აურზაურის გარეშე გაგრძელებულიყო ის, რაც იქამდეც არსებობდა. საბედნიეროდ, მუზეუმის ადმინისტრაციას შესანიშნავად ესმოდა ეს კონცეფცია და საბოლოო შედეგს ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწიეთ. dt_ რა შეიძლება იყოს საერთო გამოფენის დიზაინის კეთებაში და ტელეფონის დიზაინის კეთებაში? არაფერი, ეს ორი სრულიად განსხვავებული დავალებაა. ტელეფონის, როგორც მასიურად მოხმარებადი საგნის დიზაინი, მთლიანად ფოკუსირებულია ობიექტზე, მის ფუნქციონირებასა და იმაზე, თუ როგორაა ის წარმოებული. გამოფენის დიზაინი ყოველთვის განსაკუთრებული შემთხვევაა. აქ, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ ხელოვნების წარმოდგენილი ნამუშევრები და მათი მატერიალური ბუნება,

ნინო სეხნიაშვილი. ყველაფერი რაც მოძრაობს


ასევე ზოგადი თემატიკა და ის სივრცე, სადაც ხდება მათი განთავსება. საჭიროა თითოეულ ნამუშევარსა და სივრცეს, მასშტაბს, პროპორციასა და განათებას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარება. აქედან გამომდინარე, პრეზენტაცია შთამბეჭდავი იქნება, იმის მიუხედავად, ვაპირებთ თუ არა ამ კომპონენტების ნათესაობასა თუ კონტრასტებზე ყურადღების გამახვილებას, ან ნებისმიერ კონცეპტუალურ მიდგომაზე, რომლის ჩვენებაც გვინდა. ამიტომ, ეს არის სამუშაო, რომელიც ვითარდება კურატორისა და არტისტების მიერ. ალბათ, არტისტს მეტი უფლებამოსილება გააჩნია თავის ნამუშევართან მიმართებაში, ხოლო კურატორს კი - ნარატივთან. არქიტექტორს კი გააჩნია სპეციფიური ცოდნა, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი სივრცულად. აქ მართლაც ამ ელემენტების ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აღებული ნამუშევრები. dt_ თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია, გალერეის კაფეში გემრიელი საჭმელები თუ კვალიფიციური პერსონალი? არ მგონია, ამ კითხვაზე განსაზღვრული პასუხი არსებობდეს. ეს მომხმარებელზეა დამოკიდებული. ზოგი ადამიანი მიდის კაფეში, რადგან ხალხში ყოფნა, ან კაფეს პატრონი, პერსონალი თუ კლიენტები მოსწონს და ამის გამო შეუძლია აიტანოს ცუდი კერძებიც კი. ზოგიერთი კაფეში კარგი სამზარეულოს გამო მიდის და შეუძლია

43

ვატო წერეთელი ახალი სივრცე მხატვრისთვის - საცავი


44

ნინო ჩუბინიშვილი. ვერცხლისფერი სინათლე

მამუკა ჯაფარიძე


თეა ჯორჯაძე უსათაურო

უხეშ ან უყურადღებო პერსონალზე თვალი დახუჭოს. ზოგიერთისთვის მთავარი არქიტექტურა ან დეკორაციები შეიძლება იყოს. ეს უკანასკნელი არ შეიძლება კაფეს წარმატებისთვის საკმარისი იყოს, თუმცა შეიძლება დაარწმუნოს გამვლელი, რომლის ყურადღებასაც გარეგნობით მიიქცევს. dt_ როგორ წარმოგიდგენიათ მუზეუმი 2050 წელს? თითქმის ისეთი, როგორიც დღეს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეაა. მხოლოდ ის სისტემები, რაზეც მუზეუმი მუშაობს, სრულიად შეიცვლება - ვგულისხმობ ენერგიის წყაროს, ვენტილაციის აღჭურვილობას, განათებასაც კი. ეს ყველაფერი მთლიანად შეიცვლება უფრო პატარა, ეკოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული სისტემებით. ვფიქრობ, 2050 წლისთვის, ეროვნული მუზეუმის გალერეა იქნება წამყვანი თანამედროვე არტ მუზეუმი, ეყოლება მსოფლიოში ცნობილი დირექტორი, რომელიც შეიცვლება ყოველ ოთხ ან ხუთ წელიწადში და რომელიც მოაწყობს მაღალი დონის გამოფენებს საკუთარი არჩევანის მიხედვით, წელიწადში ოთხჯერ ან ხუთჯერ. გამოფენებში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანები მიიღებენ და ითანამშრომლებენ სხვა მაღალი დონის თანამედროვე ინსტიტუტებსა და კურატორებთან. გალერეას ექნება თანამედროვე ქართული ხელოვნების საუკეთესო კოლექცია. ის დაფინანსდება კულტურის სამინისტროს ფონდიდან და როგორც ქართველ, ისე უცხოელ დონორებთან თანამშრომლობის მეშვეობით, მომავალს შეუნახავს იმ კულტურას, რომელიც აწმყოში იარსებებს. მისი მნიშვნელობა გაიზრდება როგორც მისი დიზაინიდან გამომდინარე (მხედველობაში მაქვს დიზაინი განახლების შემდეგ), ასევე სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდანაც. ეს იქნება უფრო ფართო და მდიდარი ინსტიტუტი, არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული კოლექციებით, რომლებიც წარმოადგენენ იმ ექსტრაორდინარულ სიმდიდრეს, რომელიც არსებობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, პერიფერიასა და ცენტრს, აწმყოსა და წარსულს შორის. __

45


* თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA)

2014.05

ვატო წერეთელი ცენტრის (CCA) ახალ მიმართულებებზე 46 ///////// ესაუბრა ნასტასია არაბული თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA), რომელიც დაარსების დღიდან დოდო აბაშიძის 10 ნომერში მდებარეობდა, მაისიდან უზნაძის 51-ში გადადის. შენობა, სადაც გარდა ცენტრისა, მედიცინის მუზეუმი იქნება განთავსებული, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული, როგორც საფერშლო სკოლა, მედიცინის მუზეუმი აქ შედარებით გვიან, 1963 წელს გაიხსნა. ხელოვნებით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესოა როგორც თავად ცენტრის საქმიანობა და პროგრამები, ასევე ყოფილი და მომავალი შენობების ისტორია. ცენტრი, რომელიც 2009 წელს დაარსდა, მიზნად თანამედროვე ხელოვნების განვითარებას ისახავს როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად კავკასიაში. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც ერთიანდება საგანმანათლებლო, კვლევითი და საგამოფენო პროექტები, ერთმანეთს ხვდებიან ქართველი და უცხოელი ხელოვანები, საინიციატივო ჯგუფებს აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ გამართონ შეხვედრები. ცენტრის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ცენტრი მისთვის ერთგვარი სადგურია, სადაც ადამიანები დროებით ჩერდებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ახალ კავშირებს ამყარებენ და რაიმე მიმართულებას ირჩევენ.

“ცენტრს ოთხი ძირითადი მიმართულება აქვს: პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ 10 თვიანი არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურსი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამა არ არის აკრედიტებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სრულიად თავისუფლები მისი შინაარსის და ფორმის განსაზღვრაში. ეს გვაძლევს საშუალებას არ მოვექცეთ ჩარჩოებში, არ ვიყოთ ასოცირებული რაიმე სისტემასთან და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენ გვგონია მნიშვნელოვანი საკუთარი შეხედულებისამებრ. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) გვეხმარება, რომელიც ყოველ მიღებაზე 10 სტუდენტის სწავლას აფინანსებს. მეორე მიმართულება საგამოფენო პრაქტიკაა. ჩვენ სისტემატიურად ვაწყობთ გამოფენებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანმანათლებლო პროცესისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, მივხვდით, რომ მოდელი - საგამოფენო და სასწავლო პროგრამების ერთ სივრცეში არსებობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ეს ნიშნავს მუდამ აღმოჩენისა და სიახლის ძიებაში ყოფნას, რაც საბოლოოდ დიდ სინერგიას, ბევრ “ლინკებს” ქმნის. სტუმრები ეცნობიან ქართველ არტისტებს, ჩვენი სტუდენტები უფრო მეტი პრაქტიკის მქონე ხელოვანებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. საგამოფენო და სასწავლო პროგრამების პარალელურად ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს კვლევითი პროცესები. ვმუშაობთ ჟურნალზე, რომლის 6 ნომერსაც გამოვუშვებთ. ეს არის გასული საუკუნის ქართული ხელოვნების კვლევისა და მისი რეალური ისტორიის დაწერის მცდელობა. ამაზე პროფესიონალები მუშაობენ და ვფიქრობთ, შედეგი საინტერესო და ღირებული იქნება. ჩვენი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მეოცე საუკუნე, ფაქტობრივად არადამოუკიდებლად, კონკრეტული რეჟიმის პირობებში, იმპერიის შემადგენელი ნაწილის სტატუსით ვიცხოვრეთ, მთლიანად შეუსწავლელი და დასალაგებელია ამ პერიოდის ისტორია. საჭიროა, რომ ქართული ხელოვნება არა განცალკევებულად იყოს აღქმული და გაგებული, არამედ როგორც ნაწილი მსოფლიო პროცესებისა. ცენტრის კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ არის რეზიდენცია და გაცვლითი პროგრამები, რომელიც, როგორც წესი ორმხრივია.”


ვატოსთვის საინტერესოა, როგორც ზოგადად სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესები და კომუნიკაციები, ასევე ექსპერიმენტული სივრცეების შექმნა და ტრადიციული ინსტიტუციებისთვის ახალი ფორმების ძიება. სწორედ ამ ძიებისას აღმოაჩინა რამდენიმე წლის წინ, რომ სხვა ქვეყნებში არსებობს ორგანიზაციების მიერ სამუშაოდ ფართის ქირის გარეშე მიღების პრაქტიკა, გამოიყენა მოდელი, რომელიც სხვაგან წარმატებით მუშაობს და რეალურად არაფრისგან, დანგრეული, მიტოვებული შენობისგან 6 თვეში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი შექმნა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ასობით გამოფენა, შეხვედრა, საჯარო ლექცია ჩატარდა. აბაშიძის 10 ნომერში გატარებული 3 წლის შემდეგ, როცა დადგა საჭიროება ცენტრი სხვაგან გადასულიყო, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის “მუზეუმები 21 საუკუნეში, როგორც დროის მანქანა” ფარგლებში მედიცინის მუზეუმისა და ცენტრის ერთ სივრცეში განთავსების კონცეფცია გამოიკვეთა. მედეა მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ცენტრის განთავსება ერთის მხრივ სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის, მეორეს მხრივ ცენტრის სტუდენტებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ მუზეუმის განახლების უშუალო მონაწილეები გახდნენ.

47


“მედეას ყველა უნდა იცნობდეს. ეს იყო ქალი, რომელმაც პირველი კონცენტრირებული ხსნარი შექმნა და ის საწამლავად გამოიყენა. ფარმაციის სათავე, ფაქტობრივად მის სახელს უკავშირდება. ორფეოსის არგონავტიკიდან ცნობილია 41 მცენარე, რომელსაც მედეა იყენებდა. მუზეუმის გვერდზე ჩვენ გავაშენებთ პატარა ბაღს, სადაც ყველა ამ მცენარეს გავახარებთ.” - ამბობს ვატო წერეთელი. გარდა ბაღისა, მუზეუმში იქნება ძილის კაპსულა, მინი კეთილმოწყობილი სასტუმრო, რომელიც თბილისში ჩამოსულ თავგადასავლების მოყვარულებს საშუალებას მიცემს კონკრეტული თანხის საზღაურად ღამე მუზეუმში გაათენონ. კიდევ ერთი სიახლე, რასაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრი სტუდენტებს მომავალი წლიდან შეთავაზებს, სასწავლო პროგრამების გაერთიანებაა. 2015 წლიდან ნაცვლად არსებული რამდენიმე პროგრამისა, ფუნქციონირებას მხოლოდ მედიაციის პროგრამა გააგრძელებს. __

48

* გამოფენა “დინამიური გაცვლა” გალერეა ნექტარი. 2016

* თბილისის მეორე ტრიენალე. ქვემო მაჩხაანის ძველი თეატრი. 2015


49

* მედიცინის მუზეუმი ინტერიერი 2016


2014.04

მანანა არაბული -zangodesign 50

////////// ნინა ახლოური ფოტო /facebook/zangodesign

მანანა არაბულს ბევრი იცნობს, ვისაც გრაფიკული დიზაინი ცოტათი მაინც აინტერესებს. ცხადია, მისი ნამუშევრები უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრი სმენიათ მის ავტორზე. პროფესიით მხატვარმა, დიზაინის სფეროში ძალა რუსეთში მოსინჯა. დაბრუნდა, როგორც თავად ამბობს, იმის გამო, რომ მიხვდა - მატერიალური მხარე ამ საქმეში მისთვის მთავარი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანი ამ დარგში განსხვავებულ პროექტებში მონაწილეობის მიღებაა. თუმცა, თუ რა არის მისთვის უმთავრესი, ნებისმიერი მიხვდება, ვისაც არტ-გამოცემა “გიგო გაბაშვილი” ერთხელ მაინც სჭერია ხელში. ეს არის თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქართული ალბომი, რომელიც, პირველ რიგში, ძალიან მაღალი ხარისხით გვამახსოვრებს თავს. აღსანიშნავია ალბომის შეფუთვა და ქაღალდი Japon Bristol Art -ის გამოყენება. დიზაინერს უნდოდა, ამ უკანასკნელის დახმარებით ძვირფასეულობის ზარდახშის ეფექტისთვის მიეღწია, რაც შესანიშნავად გამოუვიდა - ყდა, ვარდისფერი ფერი, ძველი ქართული ორნამენტი (ლოტოსი) და აბრეშუმნარევი, უმსუბუქესი ფურცლები აქ განსაკუთრებულ აურას ქმნის და თითქოს წინასწარ გამზადებს იმ ინტიმური ხასიათის ფოტოებისთვის, რომელსაც ამ ფოტოალბომში მოუყარეს თავი.

არანაკლებ დასამახსოვრებელი პროექტია “ჩემი თბილისი” - სკეტჩების წიგნირვეული, რომლის როგორც დიზაინზე, ასევე ვიზუალურ კონცეფციაზეც არაბულმა იმუშავა. წიგნი ერთი შეხედვით მოსწავლის რვეულს უფრო მოგვაგონებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების ეპოქაში, ნაბეჭდი წიგნი თავის ღირებულებას არ კარგავს. უფრო მეტიც, ეს ნამუშევარი პრინტისა და ინტერნეტის თანაარსებობის მშვენიერი მაგალითია. “ეს იყო თბილისის მერიისა და მედიათეკის ერთობლივი პროექტი, რომელშიც მეც მიმიწვიეს. სახელმწიფო ჰუმანიტარული სკოლებიდან, ოცდაათამდე ბავშვი აიყვანეს. მე მხატვრები და ხელოვანები ჩამაბარეს, დაახლოებით ათი ბავშვი. ძალიან მონდომებულები იყვნენ, რამდენიმე ბავშვი ჟურნალისტების ჯგუფიდან მოგვიანებით ჩვენთან გადმოვიდა.” ამ ბავშვების მიერ თბილისურ ლეგენდებზე, ჭორებსა თუ სტერეოტიპებზე შექმნილი სკეტჩები და ხელით დაწერილი ისტორიები ძალიან სახასიათო ატმოსფეროს ქმნის, წიგნის ბოლოში კი პროექტის მონაწილეების მიერ ინსტაგრამით გადაღებული თბილისის ფოტოებია დაბეჭდილი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი უშიშროების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად გააკეთა. საუბარია 2004-2010 წლებში საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ მომზადებულ ვრცელ მასალაზე, რომელიც არაბულმა ძალიან სადა და ამავე დროს, ფერებით სავსე დიზაინით გააკეთა. ეს არის თეთრ, სადა ყუთში მოთავსებული რამდენიმე ფერადყდიანი “რვეული-ბუკლეტი”, moleskine რვეულის სტილში მომრგვალებული კუთხეებით შესრულებული. “პროექტის ხელმძღვანელი ეროვნებით ფრანგი იყო და ძალიან ადვილი იყო მისთვის იდეების გაზიარება, შემდეგ კი მათი განხორციელება”, - აღნიშნავს დიზაინერი. მისი დაკვირვებით, საქართველოში ჯერ კიდევ რთულად იღებენ სიახლეებს და იდეების მიმართ უფრო ტოლერანტულები მაშინ ხდებიან, როდესაც მაგალითები ევროპული ანალოგების დახმარებით მოგყავს. რამდენიმე თვის წინ, არაბულის შრიფტების პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და კულტურის სამინისტროს დაფინანსება მოიპოვა. 25 დეკემბერს, ვერაზე, ყოფილი


ფონტი zd Galaktion პროექტი “ხელახალი დაბადება” - 2013

ღვინის ქარხნის სივრცეში ულამაზესი პრეზენტაცია-პერფორმანსი მოაწყო. დიმა დადიანმა სპეციალურად პროექტისთვის, ჰამლეტ გონაშვილის ხმის ჩართვებით, ელექტრონული ჟანრის მუსიკალური კომპოზიცია დაწერა. არაბული სინანულით აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკმაოდ ბევრი ქართველი გრაფიკოსი მუშაობდა შრიფტებზე, ახლა კი ამ სფეროს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. “ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელახალი დაბადების თემა, ამ შემთხვევაში კი ის ქართული შრიფტის ხელოვნებას უკავშირდებოდა”. პრეზენტაციას, რომელზეც შრიფტის შვიდი ახალი ნიმუში იყო წარმოდგენილი, სწორედ ასე უწოდა - “ხელახალი დაბადება/ Rebirth”. სამი თვის განმავლობაში აღადგინეს და ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს შვიდი შრიფტი. ალფაბეტების აღდგენაზე გრაფიკოსმა მალხაზ იაშვილმა იმუშავა (რომელიც თავის დროზე “ესთეტიკის ინსტიტუტში” ასწავლიდა შრიფტოლოგიას), პროექტის კურატორი კი ხელოვნებათმცოდნე თეონა ჯაფარიძე გახლდათ. საინტერესოა, რომ პროექტისთვის შრიფტები თბილისის დიდუბის და მთაწმინდის პანთეონების ცნობილი ადამიანების საფლავებზე იყო მოპოვებული. თითოეულ შრიფტს ჩვენი საუკუნის უდიდესი ქართველი მოღვაწის სახელი ჰქვია: არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ოცხელი, მიხეილ ჯავახიშვილი, დავით სარაჯიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი უზნაძე, გალაკტიონ ტაბიძე. “მინდა პატარა სტამბა მქონდეს, რომ ხელით გავაკეთო ბეჭდური ნიმუშები, პოსტერები, “ფლაი” ბარათები… დიზაინში და ბეჭდვაში ექსპერიმენტები უფრო მაინტერესებს, ვიდრე ტირაჟირება. უშუალოდ ახალგაზრდებთან მინდა ვიმუშაო. სტუდენტებთან სახელოსნოში ერთობლივი პროექტები ვაკეთო. ეს საქმე

51


სამომავლოდ იგეგმება და მაშინვე ბევრ ფულს არ მოიტანს. თუმცა, პირველ რიგში, მე მხატვარი ვარ, ეს არის ჩემს საქმეში დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი“, - აღნიშნავს არაბული. ფონტებზე მუშაობის გამოცდილება მას აღნიშნულ პროექტამდეც ჰქონდა. არაბულმა ჟურნალისთვის “ტაბულა” ორი შრიფტი შექმნა, მას ეკუთვნის “ტაბულას” ლოგოც. ამ მომენტისთვის მისი დიზაინით გამოდის ასევე ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე “film print”. კიდევ ერთი პროექტი, რომელზე მუშაობაც პროფესიულ სიამოვნებას ანიჭებს, თბილისის ფოტოფესტივალია, რომლის ლოგოც არაბულს ეკუთვნის. როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო პერიოდში პროექტის დაფინანსება შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად მუშაობას აგრძელებს, რომ ფესტივალის შენარჩუნება მოხერხდეს. ვთხოვეთ, სამომავლო გეგმების შესახებ მოეყოლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. “რაც უფრო მეტს ვლაპარაკობ, უფრო არ გამოდის, რადგან შეგრძნება მიჩნდება, თითქოს უკვე გაკეთებულია”, - ამბობს დიზაინერი. თუმცა სურვილებზე უფრო თამამად საუბრობს: “მინდა მქონდეს ჩემი სტუდია, სადაც ვიმუშავებ, ასევე concept-store, სადაც გაიყიდება ხელით გაკეთებული smart და fanny ნივთები, პატარა პრინტები და ყველას საინტერესო საჩუქრების ყიდვის შესაძლებლობა ექნება.” ფიქრობს, რომ ეს დაეხმარება ახალგაზრდა, უცნობ არტისტებს თავიანთი შემოქმედება სხვებს გაუზიარონ და მისგან მცირე შემოსავალი მაინც მიიღონ. “საზღვარგარეთ არტისტებს უკეთ ასწავლიან, როგორ მოახდინონ საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია, აქ კი ამის პრობლემა სერიოზულად დგას, ამაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს გრაფიკული დიზაინის სფეროს კუთხით, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს ფართო საზოგადოების ინტერესის სფეროში მოხვედრა.” __

52

Zango Studio -ს ახალი სახელოსნოს და მაღაზია – BlackDogShop “ფაბრიკა”. 2016


53


* შუახევი 2016

2014.04

ბაჩა ხოფერია Dr. Love ////////// ნასტასია არაბული

54

Dr.Love ქართველი “სთრით არტისტია”, ეფექტური სოციალური გზავნილებით და თბილისის საჯარო სივრცეებში დატოვებული ნახატებით, რომელიც ადვილად იქცევს გამვლელის ყურადღებას. ოკუპაცია, გარემოს დაცვა, სექსუალური უმცირესობების უფლებები - ის თემებია, რომლებიც არტისტის ყურადღების ცენტრში მოექცა. თვითონ იმაზე აკეთებს აქცენტს, რაც საზოგადოებამაც იცის, უბრალოდ ყოველდღიურობაში ჩართულებს მათზე საფიქრელად იშვიათად თუ ცალიათ. მისი ნამუშევრები სწორედ არსებულ პრობლემებზე ყურადღების მიქცევის მცდელობაა.

“street art ფართო მასებზეა გათვლილი, ის შექმნიდან იმ დრომდე არსებობს, სანამ ვინმე არ გადაღებავს, შესაბამისად, შეუძლებელია დათვალო, რამდენმა ადამიანმა ნახა ესა თუ ის ნამუშევარი, მაგრამ ფაქტია, რომ იმაზე ბევრად მეტი მნახველი ყავს, ვიდრე ნებისმიერ გამოფენაზე, კონცერტზე ან რაიმე სხვა ტიპის კონკრეტულ დროს ლიმიტირებული ხანგრძლივობის მქონე დაგეგმილ ღონისძიებაზე ეყოლებოდა. ამიტომაც იქცა ქუჩის არტი საპროტესტო სიგნალების და სოციუმისთვის აქტუალური გზავნილების გავრცელების საშუალებად. რაც შეეხება იმ თემებს, რომლის გარშემოც ვტრიალებ, მრავალფეროვანია, გამომდინარე იმ გარემოდან, რაშიც ვცხოვრობთ. აქ ძალიან ბევრი საკითხია, რომელთა მოგვარებისთვის საჭიროა ადამიანებმა საკუთარი თავი დაინახონ ამ პრობლემის მოგვარების გზაზე და არ ელოდონ, რომ ვინმე სხვა მოვა და ვითარებას შეცვლის. სტენსილი ჩემთვის ყველაზე მისაღები ფორმაა მქონდეს რეაქცია იმაზე, რასაც ვხედავ და არ მომწონს, რისი შეცვლაც მსურს, რაზეც მინდა ადამიანების ყურადღება მივიქციო. ალბათ, თუ უკეთესი საზოგადოება და ქვეყანა გვინდა, ყველამ ასე საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, შეარჩიოს მისთვის მისაღები და კომფორტული გამოხატვის ფორმები და არ ელოდონ ვიღაც სხვას, რომელიც ყველაფერს დაალაგებს.“ Dr. Love ადვილად შესაძლებელია შენი კოლეგა, მეგობარი ან ნაცნობი აღმოჩნდეს. ის არ არის ბენქსივით იდუმალი ხელოვანი, კონკრეტული ადამიანია, ბაჩა ხოფერია, რომელიც დღის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში, მუშაობს, ღამ-ღამობით კი ქალაქის ქუჩებში გზავნილებს ტოვებს. ბაჩა თვლის რომ იდუმალების ხიბლში გახვევა საქართველოში ზედმეტია, აქ შენი სათქმელი ყველაფრით უნდა თქვა, შენი არსებობით, კონკრეტული პიროვნებით, არტით… “ბევრისთვის დამატებითი სტიმულია, იმის ცოდნა, რომ მეც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, კვირაში 40 საათს ოფისში ვატარებ, ხშირად კოლეგები ვერ იგებენ, რას ან რატომ ვაკეთებ, სისტემის წევრი ვარ და მაინც არალეგალურ არტს ვიყენებ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

* ბრისტოლი 2015


* ჭიათურა 2015

ნაცნობ და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის ეს ფორმა დრომ აჩვენა, რომ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ვერბალური კომუნიკაცია. ხალხს ბევრად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ნახატისადმი, რომლის უკანაც არ იციან ვინ დგას, ვიდრე კონკრეტული ტიპისადმი, რომელიც ვრცელი ტექსტებით ასწავლის ჭკუას. უმეტესობას არც აინტერესებს ვინ ხატავს, მაგრამ რის გამოხატვას ცდილობს ესა თუ ის ნამუშევარი, ამის გაგება ყველას უნდა.” სოციალურ აქტივიზმამდე ბაჩას ჩვეულებრივი, ტრადიციული გზის გავლა დაჭირდა, ძალების მოსინჯვით, ტექნიკის დასახვეწად გაკეთებული ნამუშევრებით და ერთი-ორი კომერციული პროექტით. “პირველი ნამუშევარი მახსოვს ირაკლი ჩარკვიანი იყო, მისდამი სიმპათიის ნიშნად დაბადების დღეზე დავხატე იმ სახლის სადარბაზოსთან, სადაც ცხოვრობდა. მერე კონვერსის მაღაზიას გავუკეთე ბებო, რომელიც კედებს ფენს. ყველაზე მეტად ჩემი ნამუშევრებიდან “პარტიზანი მებაღეებისთვის” გაკეთებული “სიცოცხლის ხე” მომწონს. სამომავლოდ უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვფიქრობ, მინდა გარეუბნებში მდებარე კორპუსებზე მასშტაბური ნახატები გავაკეთო. თვითონ გარემო მკარნახობს ხოლმე როდის რა უნდა გავაკეთო. რაღაც პერიოდის შემდეგ თვალი ეჩვევა კედლების ტექსტურის აღქმას და ადვილად იგებ, რას რა მოუხდება. მაგალითად ერთ-ერთ დაბზარულ სახლს “სანტავიკები” უნდა დავაკრა. იდეა დიდად ორიგინალური არ არის, მაგრამ კონტექსტით ნაკარნახევია და საინტერესო უნდა გამოვიდეს.” ბაჩას ნამუშევრები გასულ წელს საქართველოს საზღვრებს გაცდა. გერმანიაში გამართულ “Global street art show” -ში მონაწილეობდა ფრანგ, გერმანელ და რუმინელ არტისტებთან ერთად. ამავე გამოფენაზე გაიყიდა მისი ორი ნამუშვარი.

55

“ჩვენთან ჯერ კიდევ ახალი ხილია და ერთგვარი ბუმია ქუჩის არტის. ევროპაში ქუჩის არტისტები რაც დრო გადის უფრო და უფრო იხვეწებიან. ქუჩიდან საგამოფენო დარბაზებში გადაინაცვლეს და ლამის კლასიკური ხელოვნების სახეობების გვერდით დაიკავოს ადგილი აკრძალულმა ხელოვნებამ. ჩემთვის ჯერჯერობით ტექნიკის დახვეწასა და მრავალშრიანი ნამუშევრების შექმნაზე მნიშვნელოვან საქმედ ჩემი გზავნილების გასაგებ ენაზე გადაცემა რჩება.” __

* თბილისი 2014


2014.04

გიორგი გაბუნია -ტურისტული მაჩვენებელი და ქუჩის ნუმერაციის აღმნიშვნელი ფოტო\ ნანკა დოლიძე

56 თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების, გამზირების, მოედნების, ხიდების, ღირსშესანიშნავი და სხვა ადგილების) ნუმერაციის და სახელწოდებების აღმნიშვნელი ფირნიშების და აბრების მონტაჟი მიმდინარეობს. მერიამ ობიექტებზე დანომრილი აბრების გაკეთება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ისტორიული და რეაბილიტირებული უბნების ნუმერაცია.

ქუჩის ნუმერაციის აღმნიშვნელი წარმოადგენს ამობურცულ ალუმინის ფირფიტას (3მმ), რომელიც ფასადზე 4 ჭანჭიკით არის დამაგრებული. 2 ელემენტისგან შედგენილ აღმნიშვნელზე ან ქუჩის დასახელება და შენობის ნომერია დატანილი, ან მასზე მხოოლოდ ნომერია მითითებული. ორივე შემთხვევაში ფირფიტა შეღებილია ლურჯად ხოლო ტექსტი თეთრად. ტექსტისა და რიცხვების შრიფტად გამოყენებულია ფონტი “bondo”. ინგლისური წარწერისთვის ფონტი “Times New Roman”. (ამ ფონტებზე საავტორო უფლება ავტორს არ გააჩნია). ძველი აღმნიშვნელი, რომლის მიხედვითაც ნუმერაციის ახალი აღმნიშვნელები გაკეთდა, ძველ უბნებში დღემდეა შემორჩენილი. პროექტის მიხედვით რიცხვი აღნიშნავს კონკრეტულად იმ ნაგებობის ნომერს, რომელზეც დაფაა მიმაგრებული, ხოლო მის ქვემოთ შესაბამისი მიმართულების ისრის მიხედვით გვამცნობენ, თუ რამდენი შენობა დარჩა მომდევნო ქუჩის გადაკვეთამდე. ასევე გასაგები ხდება, თუ რომელ მხარეს იმატებს ან იკლებს ნუმერაცია. მოცემული სისტემა აპრობირებულია ევროპულ ქალაქებში და საკმაოდ მოხერხებულია მოქალაქისთვის საჭირო ნაგებობის მისაგნებად.

სახელწოდებების აღმნიშვნელი ფირნიშის დგარი დამზადებულია 80მმ. დიამეტრის მილისგან. აღმნიშველი წარმოადგენს ლითონის ფირფიტას, რომელზეც ტრაფარეტულად არის დატანილი საღებავი და მიმაგრებულია ბოძზე წერტილოვანი შედუღების მეთოდით. ქართულ შრიფტად, გამოყენებულია ფონტი “ბონდო”, ინგლისური წარწერისთვის ფონტი “Bookman Old Style”.

ესკიზური პროექტის შესარჩევ ღია კონკურსში გაიმარჯვა არქიტექტორმა გიორგი გაბუნიამ: გ.: ნუმერაციის აღმნიშვნელების კონკურსის გამარჯვებულად რომ გამოვცხადდი, შევიტყე რომ შესაბამის ლოტში მისი ერთადერთი მონაწილეც მე ვყოფილვარ. კონკურსის პირობები სახელმწიფო ვებ გვერდზე იყო ატვირთული, მსურველი კი სხვა არავინ გამოჩნდა. არქიტექტორი ვარ და მიჭირს იმ კონკურსზე საუბარი რომელშიც კონკურენტი არ მყოლია. ახალი თბილისის მანიშნებლების ავტორი და “ძველი თბილისის” თანაავტორი არის ოთარ მურჯიკნელი __


2013.07

გიორგი ლომსაძეს -pil-pil ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ფოტო / ნანკა დოლიძე

58

2013 წლის 30 ივნისს ქართული სოფლის პროდუქტების პირველი ბრენდირებული მაღაზია Pil-Pil გაიხსნა. ჩვენ დაუსვით რამდენიმე შეკითხვა Diefenbach -ის თანადამაარსებელს და მენეჯერს - გიორგი ლომსაძეს

dt_ “pil-pil” -ის მთავარი კონცეპცია - Diefenbach ჯგუფი მომხმარებელს 2010 წლიდან სთავაზობს საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმს. იდეა - გაგვეკეთებინა ქართული სოფლის პროდუქტების პირველი ბრენდირებული მაღაზია დიფენბახის გერმანელ პარტნიორებს ეკუთვნის. გადავწყვიტეთ ქართულ სოფლებში მოგვეძებნა ძველი, დავიწყებული გემოები. შედეგად მივიღეთ ბრენდი Pil-Pil, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბუაჩიძეების თაფლს იმერეთიდან, კვარაცხელიების კამეჩის სულგუნს, ნამდვილ ქართულ ჩაის და ბევრ მონატრებულ პროდუქტს სოფლიდან. ვცდილობთ შევქმნათ დახვეწილი მარკეტინგის და ქართული სოფლის პროდუქტის სინთეზი, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია. dt_ ინტერიერზე ვინ იმუშავა, ლოგოს დიზაინი ვის ეკუთვნის ინტერიერი ჩვენმა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ორივე ბრენდის წარმატებაში: გიორგი ლომსაძე, სანდრო მათიაშვილი, ლევან ქობალია, ქრისტო ტალახაძე, გიორგი ლიპარიშვილი. ლოგო სანდრო მათიაშვილს ეკუთვნის. სტენსილების ავტორი კი მირიან შენგელაიაა. :) dt_ შავი წითელი მწვანე სპონტანურად აარჩიეთ თუ რამეს უკავშირდება ლოგოც და მისი ფერებიც კავშირშია ბიო, ნატურალურ პროდუქტთან. __


59

ამჟამად მაღაზია დახურულია (რედაქციის შენიშვნა)


2012.12

ფრენსის ბელსერი -სამხატვრო აკადემიის ინტერდისტიპლინარული სემინარი

60

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფრენსის ბელსერის და ინტერდისტიპლინარულ სემინარში მონაწილე სტუდენტების პროექტი. პროექტის მონაწილეები შეეცადნენ შეექმნათ კულტურულ - სოციალური ურთიერთობების ცენტრი და ახალი პლატფორმა, რომელიც თავის ჭერქვეშ გაართიანებს რესტორანს, ბიბლიოთეკას, საგამოფენო სივრცესა და ბაღს. დიზაინერების სურვილია შესთავაზონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთთან და სტუდენტებთან ურთიერთობას, ბავშვებთან ერთად მისვლას და ხელოვნების პროცესებში ჩართვას. პროექტის კოორდინატორი ფრენსის ბელსერი: - ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა უნივერსტეტების კვლევას და მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბრენდის „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ უფრო ახლობლად ქცევას. რესტორანი, ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე იქნება სოციალური ურთიერთობების ცენტრი ახალი ესთეტიკითა და პოლიტიკით. ეს იქნება მრავალმხრივი დიალოგების ახალი პლატფორმა, რომელიც ფესვებით ქართულ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული. რესტორანმა და ბაღმა უნდა ერთმანეთთან დააკავშიროს ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი მომენტები. სტუდენტების მიზანია, ააშენონ რესტორანი განმარტოებულ განზე მდგომ საინტერესო ადგილას - შექმნან გარემო, რომელიც წარმოსახვის სტიმულირებას მოახდენს. რესტორანი და საგამოფენო დარბაზი არის გახსნილი ადგილი სადაც სტუდენტებთან ერთად მოსახლეობას შეეძლება ბავშვებთან ერთად მოსვლა და გამოფენებით, პოეზიით, ლიტერატურით, ლექციებითა და მუსიკით ტკბობა. საგამოფენო დარბაზი და ბიბლიოთეკა ასევე შეითავსებს რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დიალოგის რედეფინიციას განუსაზღვრელ ფორმატში. სასადილო-რესტორანი აქტიურად იქნება ჩართული კოსმოპოლიტიზმის თანამედროვე პროცესებში, რომელიც ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს წარსულ და აწმყო გამოცდილებებთან. საქართველო ხომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ბევრი სხვადასხვა იდენტობის დამაკავშირებელი ადგილი. – მერგო სიამოვნება, ვყოფილიყავი სემინარის ფარგლებში განხორციელებული პროექტის კოორდინატორი და მასში ჩემი იდეები და ხედვა ჩამერთო. აკადემიის საბჭოსთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს. ახლა გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯს, რომელშიც ჩვენ ყველანი აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ: უნდა მოვიზიდოთ ფინანსური სახსრები. აკადემიის საბჭოსთან და თბილისის სახელმწიფო აკადემიის არქიტექტურის განყოფილების დეკანთან ერთად სტუდენტებსა და მე გვსურს, რომ ამ პროექტს ხორცი შევასხათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ჭოღოშვილს, არქიტექტურის განყოფილების დეკანს, აკადემიის საბჭოს, ირინა პოპიაშვილს და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებმაც რესტორნის გეგმა და პროექტის პრეზენტაცია დაამუშავეს. პროექტის საბოლოო ამოცანაა მისი განხორციელება. ___


61


2012.10

გუგა კოტეტიშვილი კაფეების დიზაინზე //////// ნასტასია არაბული ფოტო / გუგა კოტეტიშვილის საკუთრება

62

გუგასთან სალხში მივდივარ. სახლი, სადაც გუგა ცხოვრობს, ძალიან გავს იმ კაფეებს, რომლებსაც აკეთებს. ადრე სხვების კაფეებს აკეთებდა, წელს თავისი კაფეების კეთება დაიწყო. უკვე სამი აქვს. ზოგი თავისი, ზოგი სხვებთან ზიარი, მაგრამ მთავარია რომ ისინი მისი კაფეებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ინტერიერზე, ხასიათსა და სტილზე ფიქრში სრულიად თავისუფალი იყო და დამკვეთი არ ზღუდავდა, შესაბამისად, “შავი ლომი” სოლოლაკში, “სოფია მელნიკოვას ჯადოსნური დუქანი” ლიტერატურის მუზეუმში და “ფან-ფანი” ბათუმში, ზუსტად ისეთებია, როგორიც გუგას უყვარს და უნდოდა ყოფილიყო: მყუდრო და შინაურული. თვლის, რომ ბუნებრივი და გაუპრანჭავი გარემო, რომელსაც ნორმალური ფასებიც უნდა ემატებოდეს, უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ორგანიზებული და უკიდურესად მოწესრიგებული სივრცე. ასეთ გარემოში დაძაბული არ ხარ და გიზიდავს. “როცა ინტერიერს ვაკეთებ, ბუნებრივია ყველაფერი გამომდინარეობს შინაარსიდან, გარემოდან და იქიდან, რა სივრცეში ვმუშაობ. მაგალითად, ლიტერატურის მუზეუმში კაფე ერთგვარად ორი ნაწილისგან შედგება: ეზოში ღია სივრცეა და შენობაში დახურული კაფე, შედარებით ცივი დღეებისთვის. გამომდიანარე იქიდან, რომ მუზეუმის შინაარსი თავის თავში კულტურულ ღონისძიებებს, წიგნების პრეზენტაციებს, მწერლების შეხვედრებს, ლიტერატურულ საუბრებს გულისხმობს, შიდა სივრცე მაქსიმალურად მინიმალისტურია. უცვლელად დავტოვეთ ძველი კედლები და იატაკი, კედლებზეც მხოლოდ რამდენიმე პლაკატი და წიგნის თაროა, იგულისხმება, რომ ეს ადგილი ცოცხალია, რომელიც თვითონ უნდა გაიზარდოს დროთა განმავლობაში და დაიგროვოს ის ნივთები, რომლებიც აქ დაიდებენ ბინას. ანუ, კაფემ ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, თვითონ უნდა შეიქმნას ისტორია და ატრიბუტიკა და ამიტომ არ საჭიროებს საიდანმე მოტანილ სხვა გარემოს დეტალებს. რაც შეეხება გარე კაფეს, ისიც მინიმალისტურია. ეზოში დიდი არაფერი შეგვიცვლია. იქ უკვე იყო ხეივანი და იყო ბაღი, სადაც სხვადასხვა პერიოდში ყვავის სხვადასხვა მცენარე და არის საოცრად ლამაზი, შესაბამისად, ინსპირაცია სწორედ აქედან მივიღე. ამას დაემატა სივრცის სპეციფიკა და მიზანი, რომელიც მინიმალურ დანახარჯს გულისხმობდა. შესაბამისად, ეზოში შეგნებულად არ დავაგეთ ასფალტი და დავტოვეთ ძველი ეზო, რომელიც ჰარმონიაშია შენობასთან. სამწუხაროდ, მუზეუმის შენობაც, მიუხედავად იმისა, რომ ფასადები განახლებული აქვს, საკმაოდ ძველია. ბაღშიც და შენობაშიც, ძირითადი მასალა, რაც გამოვიყენეთ, სარკეები, მაგიდები, სკამები, კარადები, ესპანეთში გავაკეთებინეთ თავის დროზე, როცა კალა ჯგუფს იქ კაფე ქონდა, მერე ის კაფე დაიკეტა და ახლა ამისთვის გამოვიყენეთ. საბოლოო ჯამში მივიღეთ სონია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი. საუკუნის დასაწყისში იყო ეგეთი ქალბატონი, რომელსაც ქონდა მსგავსი სალონი, სადაც ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა, მიდიოდა წიგნების კითხვა, ლაპარაკი ლიტერატურაზე, მწერლების შეხვედრები. მალე წიგნიც გამოვა ამ ქალბატონზე.” კიდევ ერთი გუგას კაფე ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ამირეჯიბების სახლში განთავსდა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, იდეის სახით უკვე დიდი ხანია არსებობდა, თუმცა იდეის რეალობად ქცევა რატომღაც ეზარებოდა. ბოლოს ბათუმში ჩასულს, სწორედ სახლმა შეუქმნა სამუშაო განწყობა და სრულიად რეკორდულ


“ფან-ფანი”. ინტერიერი ბათუმი

დროში, 2 კვირაში ყველაფერი მზად იყო. “პრობლემა არა იმდენად ინტერიერის მოწყობა, არამედ მერე ამ კაფეების ამუშავებაა. ფან-ფანი ორ კვირაში გავაკეთე. საერთოდ, ამ ტიპის დიზაინს უკვე ძალიან უპრობლემოდ ვაკეთებ. სივრცე მკარნახობს, რა მინდა გაკეთდეს, მერე მივდივარ მშრალ ხიდზე, წინამძღვრიშვილზე, ანტიკვარებისა და ძველი ნივთების მაღაზიებში, ნავთლუხის ბაზარში და მსგავს ადგილებში, სადაც უკვე დიდი ხანია ყველა მიცნობს და მომაქვს საჭირო ნივთები, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება “ნისიადაც”, მერე უკვე ადგილზე ვმუშაობ და ეგაა.”

გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც გუგას იცნობენ და ყველაფერს ატანენ, რაც დაჭირდება, მისი ნამუშევრებისთვის საჭირო ნივთების საკმაოდ დიდ რაოდენობას მისივე სახლი ინახავს. “თეფშები მაგალითად, რაც იქ არის გამოყენებული, სახლიდან წავიღე. იმდენი მქონდა ეს თეფშები, რომ იმის საშუალებაც კი მქონდა, ტონებში ამერჩია და ფანფანისთვის უფრო შესაფერისი ფერები წავიღე, ღია, მოლურჯოები. საერთოდ, ეს სახლი, სადაც ფან-ფანი გავაკეთეთ, ულამაზესი სალხია, არაჩვეულობრივი მდებარებით და შიდა მხატვრობით. დიდ ოთახში მაგალითად ჭერზე ისეთი არაჩვეულებრივი მხატვრობა იყო, რომ ვნახე, გავოცდი. ბუნებრივია, უცვლელად დავტოვე. ამ მხატვრობამვე გამიჩინა იდეა იმ ჭაღის იდეა, რაც იქ ჩამოვკიდე. ბუტაფორიული, ქაღალდის უზარმაზარი ჭაღი ჩემი ხელით გავაკეთე და ვთვლი, რომ უხდება იქაურობას ეგ პომპეზური განათება. საბოლოო ჯამში, კაფე ერთგვარად პურპურსაც წააგავს, ოღონდ უფრო მსუბუქია, ღია ფერებში, საზაფხულო.” __

63


2012.07

დიმიტრი შაფაქიძე თბილისის მედიათეკები.Laboratory of Architecture #3 /////// ნასტასია არაბული ფოტო / designtbilisi

თანამედროვე სამყარო თანამედროვე სტანდარტებს აწესებს, რომლის ფარგლებშიც გამჯდარ ჩვეულებებს და ტრადიციულ გარემოებს ხშირად უწევთ ხოლმე ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული გარემო, რომელიც ახალი გამოწვევების მისაღებად უნდა ადაპტირდეს, ბიბლიოთეკაა, სადაც ციფრულ ტექნოლოგიებს ნაზიარებ და მუდმივად დროის დეფიციტის მქონე თანამედროვე ადამიანს უჭირს იმავე პროცედურების გავლა, რასაც მისი წინა თაობები უდრტვინველად გადიოდნენ. 64 თბილისის მერიის ინიციატივით ახალი თაობის ბიბლიოთეკების, მედიათეკების მშენებლობა დაიწყო. მედიათეკები თანამედროვე დიზაინის მქონე, კომფორტული შენობები იქნება, ოდნავ განსხვავებული ტრადიციული ბიბლიოთეკებისგან როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე შინაარსობრივი დატვირთვითაც. აქ მისულ ნებისმიერ მკითხველს შეეძლება ინტერნეტ-ბიბლიოთეკით, ელექტრონული წიგნებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით სარგებლობა. მედიათეკები ითვალისწინებს ასევე სპეციალური სივრცის შექმნას ბავშვებისა და არაქართულენოვანი მკითხველებისთვის.

მოცემული მომენტისათვის მედიათეკების გახსნა მხოლოდ თბილისის სამ უბანში, ვაკეში, ვარკეთილსა და გლდანში იგეგმება. ვაკის მედიათეკა, რომელიც ვაკის პარკში, ყოფილი გოლფ კლუბის ტერიტორიაზე აშენდა, უკვე თითქმის დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ვარკეთილის მედიათეკის მშენებლობა, წლის ბოლოს კი თანამედროვე ბიბლიოთეკა გლდანშიც უნდა გაიხსნას. მედიათეკები არა მხოლოდ ფუნქციურად, ვიზუალურადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მათი მშენებლობა საპროექტო ფირმა “Laboratory of Architecture #3-ის პროექტების მიხედვით ხორციელდება.

“ჩვენ მანამდეც ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა ეს პროექტი, სანამ მერია შემოგვთავაზებდა და გვქონდა კიდევ ზუსტად ასეთი ფუნქციის მქონე შენობების პროექტები. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მათი ინტერესი და ჩვენი გეგმები ერთმანეთს დაემთხვა და მერიის ინიცირებული მედიათეკები ჩვენი პროექტების მიხედვით შენდება. ახლა გვინდა რომ რეგიონებშიც გაკეთდეს იმავე ფუნქციის შენობები და მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. თუნდაც გავაჩუქოთ პროექტები, მთავარია ვნახოთ ვინმე, ვინც თანამშრომლობაზე და სპონსორობაზე წამოვა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნათელი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნას.” - ამბობს ჩვენთან საუბრისას მედიათეკების პროექტის ავტორი, არქიტექტორი დიმიტრი შაფაქიძე. თბილისის მედიათეკები ფრანგი კონსულტანტების დახმარებით ხორციელდება. მთავარი მოთხოვნა, რაც მათ მიმართ არსებობს, არის ლანდშაფტთან და გარემოსთან სინთეზურობა და უჩვეულო სივრცის შექმნა ვიზიტორებისთვის. ამაში ბუნებრივია მთავარი როლი მედიათეკების დიზაინმა უნდა შეასრულოს. ვაკის მედიათეკა არის დიდი, გამჭვირვალე სივრცე, სადაც შედიხარ პირდაპირ ბუნებიდან და ხდები მისი ნაწილი. ვარკეთილში პირიქით, მაქსიმალურად ჩაკეტილი სივრცეა, იზოლირებული. ეს ცხადია განაპირობა გარშემო მდებარე ლანდშაფტმა და ურბანულმა გარემომ. ჩვენი მიზანი იყო პროექტები ისე გაგვეკეთებინა, რომ მაქსიმალურად მოხერხებული და განსაკუთრებული სივრცე შეგვექმნა ყველა


მედიათეკა ვარკეთილის

სტუმარისთვის. მაგალითად ვარკეთილში, სადაც შედარებით დეფიციტია მსგავსი დაწესებულებების, უფრო დიდი ფართი ავიღეთ და უფრო მრავალფუნქციურია, ითვალისწინებს საგამოფენო სივრცესაც, კაფეტერიას და ა.შ. ვაკის მედიათეკა უფრო ღია და პატარა სიცრცეა გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. მთავარია ინტერესი გაჩნდეს და ადმაიანებს რაღაცნაირი მიჯაჭვულობის გრძნობა გაუჩნდეთ ამ დაწესებულებების მიმართ.” __

65

ვარკეთილის მედიათეკა ინტერიერი

მედიათეკა < ვაკისპარკი

მედიათეკა ვაკისპარკი


Marcin Markowski Poland

2012.06

სერგეი სეროვი --

ხელოვნების ექსპერტი, ‘Golden Bee’ -ს დამფუძნებელი … /////// ნინა ახლოური

სერგეი სეროვი გრაფიკული დიზაინის საერთაშორისო ბიენალეს ‘Golden Bee’ დამფუძნებელია. ერთ-ერთი რუსული ჟურნალი მასზე წერდა, რომ იმაზე მეტის გაკეთება, რაც რუსული დიზაინისთვის სერგეი სეროვმა შეძლო, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ის ხელოვნების ექსპერტი, გრაფიკული დიზაინის აკადემიის აკადემიკოსი და გრაფიკული დიზაინის უმაღლესი აკადემიური სკოლის დამაარსებელია და შესანიშნავად ესმის განათლების მნიშვნელობა, როდესაც საქმე დიზაინერების ახალი თაობის აღზრდას ეხება.

66

პეტრე ბანკოვი, 350-ზე მეტი არტ-პროექტის ავტორი, დიზაინ სტუდია designdepot -ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, მისი დაარსებულია გრაფიკული დიზაინი ჟურნალი [Как), ასევე გამოსცემს ჟურნალს „კრეატიული დირექტორი“ (КРЕАТИВНЫЙ ДИРЕКТОР)… მასთან ერთადაა სერგეი სეროვი, რუსეთში გრაფიკული დიზაინის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი, რომელმაც ახლახანს ქართველ დიზაინერებს თანამედროვე გრაფიკულ დიზაინზე ძალიან საინტერესო ლექცია წაუკითხა. ის, რომ თბილისში ეს სემინარი ტარდება, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და ლაბორატორია 919-ის დამსახურებაა, სწორედ მათი ინიციატივით მოხდა ორი პროფესიონალის აქ ჩამოყვანა. ‘რამდენიმე ენთუზიასტმა გააერთიანა რესურსები და ძალისხმევა იმისთვის, რომ დაიწყონ ასეთი სასწავლო ღონისძიებების სერია, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი დიზაინერების კვალიფიკაციის ამაღლებას’, - გვითხრა სეროვმა. ვორქშოპის დაწყებით ვისარგებლეთ და სერგეი სეროვს გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე გავესაუბრეთ -

სერგეი სეროვი: „დიზაინერობა შემოქმედებითი პროფესიაა და რთულია იმის თქმა, რამდენად შეიძლება ისწავლოს ის ნებისმიერმა ადამიანმა. „ხელოვანის მომზადება არ ჰგავს კადრების მომზადების პროცესს. ზოგადად, ტექნიკური უნარ-თვისებები, ზოგადი კულტურა საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დიზაინერი გახდე, იჯდე კომპიუტერთან და შენი საქმე აკეთო. ვიზუალური აზროვნება და კარგი გემოვნება მაინც ის კომპონენტებია, რაც დიზაინერს აუცილებლად სჭირდება. აი, როცა საქმე შემოქმედებით და ნაკლებად ტექნიკურ პროფილს ეხება, აქ მასწავლებლის როლი მნიშვნელოვნად იზრდება. დიზაინის სწავლება მხოლოდ დიზაინერს შეუძლია და არა პედაგოგს, რომელიც სხვების აღმოჩენებზე ჰყვება. ეს შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვინც ძერწავს თანამედროვე კულტურას და ჩართულია შემოქმედებით ცხოვრებაში. ასეთი ხალხი კი პედაგოგიურ საქმიანობას ნაკლებად ეწევა, ისინი თავიანთ სახელოსნოებში არიან შეყუჟულები, საკუთარ პროექტებზე მუშაობენ, საერთოდაც, ცოტა არის მაღალი დონის დიზაინერი, მთელ რუსეთში ასეთი მხოლოდ ორი-სამი ათეული ადამიანია, არადა, ყოველ წელს სამასამდე დიზაინერი მაინც იღებს დიპლომს. ისე, მთელ მსოფლიოშიც ასეთი სიტუაციაა’, - ჰყვება სეროვი. მას მიაჩნია, რომ პროფესიონალების მოწვევის ტრადიციის დამკვიდრება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ადგილობრივი დიზაინერების კვალიფიკაცია ამაღლდეს. მითუმეტეს, როცა ეს არც ისე რთულია, რადგან არსებობს ბევრი ე.წ. „მომთაბარე“ პროფესორი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და მასტერკლასებს ატარებს. სერგეი სეროვი icograda -ს საპატიო წევრია, რომლის ინიციატივით 27 აპრილს მსოფლიოში საკომუნიკაციო დიზაინის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ასევე, ყოველწლიურად ტარდება პროფესიონალური კვირეული სხვადასხვა ქვეყანაში. თბილისში ჩატარებული სემინარიც სწორედ ამ დღეს დაუკავშირეს. თუმცა, როგორც სეროვი ამბობს, კომუნიკაცია არა მხოლოდ ამ ვიზიტის, მთელი ცხოვრების მთავარი თემაა.

‘CHERNOBYL, FUKUSHIMA’ კრასნოიარსკის სამუზეუმო ცენტრში. 2016


ს.ს: ჩვენ პოსტ-ინდუსტრიულ, ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაციასთან კი სწორედ გრაფიკის დიზაინერები მუშაობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამედროვე სამყარო არა მხოლოდ ინფორმაციული საზოგადოებაა, ეს არის სამყარო, სადაც ერთ ჩვეულებრივ სურათს შეუძლია ჩაანაცვლოს დიდი ტექსტი. ამიტომ, ის პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ ვიზუალურ ინფორმაციასთან, დღეს კულტურის ავანგარდში არიან. შესაბამისად, დღეს ვიზუალურ კომუნიკაციასთან მუშაობა ნიშნავს გახდე ის, ვინც თანამედროვე კულტურის შემოქმედებითი ლიდერია. dt_ მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის რომელი ჟანრი მიგაჩნიათ ყველაზე აქტუალურად? ს.ს: პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მე ყველაზე აქტუალურად მიმაჩნია ჟანრი, რომელმაც თითქმის უკვე ამოწურა თავისი ფუნქცია. ვგულისხმობ პლაკატის ჟანრს. უკვე ოცი წელია ორგანიზებას ვუკეთებ მოსკოვის საერთაშორისო ბიენალეს, რომელზეც პლაკატის გამოფენები იმართება. პლაკატი, რომელიც უკვე გათავისუფლდა ფუნქციისგან, რომ გადმოსცეს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, კრეატიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და თანდათან უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. თუ სოციალური თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ უნდა აღვნიშნოთ ვებ-დიზაინის სფერო, ელექტრონული გამოცემები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ელექტრონულ ინფორმაციასთან, თუმცა ეს ჟანრი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმ მიღწევებისგან, რაც უკვე გააჩნია პოლიგრაფიულ, ბეჭდვით დიზაინს. ისე კი, მას დიდი მომავალი აქვს, რადგან მისი აქტუალურობა თანდათან სულ უფრო იზრდება.

67

Yang Chao. China CRIME AND PUNISHMENT Marina Baranova. Russia


მე უფრო ვფიქრობ, რომ თანამედროვე ხელოვნება გრაფიკულ დიზაინზე გავლენას აღარ ახდენს, ახლა უკვე პირიქით, გრაფიკული დიზაინი ახდენს მასზე გავლენას. დიზაინი ბევრი რამითაა დავალებული თანამედროვე ხელოვნებისგან. ფუტურისტებმა საუკუნის დასაწყისში წიგნებზე გადაიტანეს ყურადღება და რევოლუციონერული მეთოდით წასწიეს წინ დიზაინი, მეოცე საუკუნის კლასიკური პარადიგმა შეცვალეს. მათ შორის იყვნენ ძმები ზდანევიჩები, უფრო ადრე მონმარტრის მხატვრები პლაკატის წარმოშობას სწორედ მონმარტრის სკოლას უნდა ვუმადლოდეთ. დღეს კი თანამედროვე ხელოვნება თითქმის უარყოფს ვიზუალურ ფორმებს, კონცეფციებზეა გადართული. თანამედროვე ხელოვნებაში სანახავი ელემენტარულად აღარაფერი დარჩა. პლაკატი კი, რომელიც გათავისუფლდა ფუნქციონალური დატვირთვისგან, მნახველს სიამოვნებას ანიჭებს. ის ინტერესი ფორმის მიმართ, რაც ადრე გააჩნდათ ფერმწერებს, ახლა მატერიალიზდება გრაფიკულ დიზაინში. აღარ შეიძლება იმის თქმა, რომ ხელოვნება არის დიზაინის ფორმირებაში ჩართული, დღეს გრაფიკული დიზაინერია მთავარი შემოქმედი. გრაფიკული დიზაინერის პროფესია მთელს მსოფლიოში მოთხოვნადია. თუ ვისაუბრებთ რუსეთზე, ეს არის დიზაინის ერთადერთი სპეციალიზაცია, თუ არ ჩავთვლით ინტერიერის დიზაინს და არქიტექტურას, რომელიც ნამდვილად პოპულარულია.

Peter Bankov Russia The Poster Diary

68

რუსეთში დიზაინერები არიან, რუსული დიზაინი კი არ არსებობს. პარადოქსია, მაგრამ ეს მართლაც ასეა. რუსეთი თავისი ბუნებით არადიზაინერული ქვეყანაა. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო - ადამიანებს აქ არასოდეს უყვარდათ სიცოცხლე. მათ მოსწონდათ სიკვდილი (სასურველია გმირულად), ამბრაზურაზე გადაფარებით, ხანძრისგან ბავშვის გადარჩენით, რადგან ესაა რუსული პარადიგმა - გმირული საქციელი. დიზაინი კი ყოველდღიური ცხოვრების ხელოვნებაა. რუსეთში არასოდეს აქცევდნენ ყურადღებას იმას, რაც ქრისტემ თქვა - „გიყვარდეს მოყვასი შენი“. დიზაინი კი, მოგეხსენებათ, ადამიანების სიყვარულის გამო იქმნება. მოყვასის სიყვარული რუსეთში ის ცნებაა, რომელიც დღესასწაულებზე ახსენდებათ. თქვენც ხომ მშვენივრად იცით - ეს ქვეყანა არაჰუმანურია. შესაბამისად, ქვეყნის კულტურული „ბექგრაუნდი“ არ უწყობს ხელს დიზაინის სფეროს განვითარებას. ზოგადად, დიზაინერი მთავარ როლს თამაშობს ქვეყნის კულტურულ განვითარებაში, რუსეთში კი საზოგადოება ამას არ ეთანხმება, რადგან ამისთვის არ არსებობს ადეკვატური კულტურულ-სოციალური მზაობა. ასე რომ, დიზაინი, რომლითაც დასავლეთში გაჟღენთილია ყოველდღიური ცხოვრება, აქ უცხო ფენომენია. dt_ ეს ალბათ არა მხოლოდ რუსეთის, ზოგადად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პრობლემაა… ს.ს: საინტერესოა, რომ საბჭოთა დიზაინის მთავარი მიღწევები სწორედ ანტისაბჭოთა ხასიათისაა. ასე რომ, დიზაინის განვითარებისთვის ეს პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. გასული საუკუნის 60-იანებში, როდესაც დიზაინმა აღორძინება დაიწყო, საბჭოთა დიზაინერს უწევდა გადაელახა არა მხოლოდ ღრმა კულტურული „ბექგრაუნდი“, ადამიანების ვიზუალურობის მიმართ დამოკიდებულებაც, რომელიც საბჭოთა ეპოქაში კულტივირდებოდა მხოლოდ პროპაგანდისტული და იდეოლოგიური პლაკატის სფეროში. საბჭოთა კავშირი დიდი ციხე იყო, ციხეში კი რა დიზაინს გააკეთებ - საწოლს გახდი უფრო კომფორტულს? მთელი ქვეყანა საბრძოლო ბანაკი იყო. საბჭოთა ადამიანს არ უნდა ეცხოვრა კომფორტულად, ის უბრალოდ, უნდა ყოფილიყო მზად საყოველთაო მობილიზაციისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დიზაინის სფერო განვითარდეს, ერთი რამაა საჭირო - გავხდეთ თავისუფალი ადამიანები, ვიცხოვროთ თავისუფალ სამყაროში. ეს ორი რამ მჭიდრო ურთიერთკავშირშია თავისუფალ ადამიანს სჭირდება ინდივიდუალიზაცია და არა სამხედრო უნიფიკაცია.

მოსკოვის საერთაშორისო გრაფიკული დიზაინის ბიენალეს - «Золотая пчела 12» კატალოგო


dt_ ქართულ გრაფიკულ დიზაინზე რა აზრის ხართ? ს.ს: ადგილობრივ გრაფიკულ დიზაინს ძალიან ცუდად ვიცნობ, ბიენალეზე, რომელსაც მე ვატარებ, არც ისე ხშირად გამოერევა ხოლმე ქართული გვარები. თუ ქუჩაში გაივლი და ადგილობრივ ბეჭდურ მედიას გადაავლებ თვალს, მიხვდები - მომავალი ქართულ გრაფიკულ დიზაინს ჯერ კიდევ წინ აქვს. თქვენ გაქვთ კოლოსალური პრობლემა, რაც დაკავშირებულია უნიკალურ გრაფიკულ სისტემასთან. ქართველი დიზაინერები ცდილობენ მიბაძონ მსოფლიო ბრენდებს და ეს არც ისე კარგია. ირანშიც არის ეს პრობლემა - აქვთ ეს გაუგებარი სიმბოლოები, არაბული გრაფიკა, მაგრამ ამისგან მათ შეძლეს მსოფლიო დონის მოვლენის შექმნა, ყველა ირანულ პლაკატზე ჩანს ლათინური ასოებიც და „სპარსული“ ასოების მოხაზულობაც. ირანული დამწერლობის დამოკიდებულება მსოფლიო დამწერლობასთან აქაურისგან განსხვავდება. ირანში ასლის გაკეთების მცდელობა არ არის, ეს ყველაფერი ქალისა და კაცის ურთიერთობას გვაგონებს, ერთმანეთის შემავსებელი წყვილია. საქართველოში კი ვხედავ თითქოს ჰომოსექსუალურ კავშირს. თუ მსოფლიო ბრენდს თარგმნი ირანულად, ეს არ უნდა მოხდეს სიტყვასიტყვით, არამედ შემოქმედებითად, უნდა იგრძნობოდეს, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ არც მახინჯი, ბრმა ასლი კეთდებოდეს. ამაშია ადგილობრივი დიზიანის განვითარების წინაპირობა. თქვენ უნიკალური მემკვიდრეობა გაგაჩნიათ, მსოფლიოში ხომ სულ რაღაც თოთხმეტი დამწერლობაა, ეს არის იშვიათი, უნიკალური სიმბოლოები, რომელიც ითხოვს დიზაინერების მხრიდან შემოქმედებით მიდგომას. სერგეი სეროვი ფიქრობს, რომ დიზაინის სფეროს განვითარების თვალსაზრისით საქართველოს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე რუსეთს. „ხომ იწვევთ დასავლელ, ამერიკელ სპეციალისტებს, რომ მოგიგვარონ საგზაო, სოციალური პრობლემები, იყენებთ საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის… ზუსტად ასევე შეიძლება მოიწვიოთ გრაფიკული დიზაინის ვარსკვლავები, რომ დაგეხმარონ პრობლემების გადაჭრაში, ახალი გზების ძიებაში. რუსეთი პოლიტიკურად გაცილებით მკვდარი ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. ჩვენთან ასეთი რაღაცები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე კეთდება, გმირი ენთუზიასტების წყალობით. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამაზე, ნუ დაელოდებით, როდის გამოვა ხალხი ქუჩაში და მოითხოვს, რომ ჩამოიყვანოთ მსოფლიო დონის დიზაინერები, რომლებიც გადაწყვეტენ ეროვნული ვიზუალური გრაფიკის პრობლემებს, ეს არ მოხდება…“ __

69


2012.06

ნიკა მაჩაიძე -artarea. Ulayah Saba -ის ექშენ სკრიპტი. NLQ.... ჩვენ 2012 წლის 7 მაისს შევხვდით და რამდენიმე შეკითხვა დაუსვით მას -

70

dt_ ამჟამად რაზე მუშაობ. ვისთან თანამშრომლობ ამჟამად, artarea.ge. ვიდეო ბლოგია… პრინციპში ონლაინ ტელევიზიას უფრო გავს. ვუკეთებ მთლიანად შეფუთვას (გადაცემების ქუდებს, ტიხრებს)… და ჩემს გადაცემასაც ვაკეთებ მუსიკაზე, ნატალია ბერიძესთან ერთად. ბოლო კოლაბორაცია იყო იაპონელ მომღერალთან რომელსაც ქვია Coppe ახლახანს გამოვიდა ალბომი. მუსიკის გარდა ერთი ვიდეოც გავუკეთე… dt_ რომელ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებ ყველაფერს ცოტცოტას (გამომდინარე იქიდან რომ არცერთი პროგრამა არ ვიცი სრულყოფილად :)). ჩემთვის ტექნოლოგიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის შედეგი მივიღო რაც მინდა ამიტომ უცებ შეიძლება, მაგალითად სტოპ მოუშენ ანიმაცია გამოვიყენო. dt_ Ulayah Saba არის ანიმაციური ფილმი რომელიც როტოსკოპული ტექნიკით კეთდება. რასთან არის დაკავშირებული ამ მეთოდის გამოყებნება. რაღაცას ვიქექებოდი ფოტოშოპში და საინტერესო გამოსახულება მივიღე ფოტოდან. მერე კიდევ ბევრი ვაწვალე პროგრამა და ექშენ სკრიპტი გავაკეთე რომელიც დაახლოებით 40 სხვადასხვა მანიპულაციისგან შედგება… მოკლედ გამოსახულება მომეწონა და მომინდა გამოყენება. dt_ ეს ტექნიკა დანერგილია ვიდეო ინდუსტრიაში თუ ექსპერიმენტული ხასიათი აქვს რა თქმა უნდა დანერგილია (“scanner darkly” “waking life”), მაგრამ ის არა რომელიც მე გავაკეთე, ჩემი უფრო ძველ პოსტერს გავს ვიდრე ვექტორულ გრაფიკას… dt_ რა თანხებთან არის დაკავშირებული ფილმის რეალიზაცია. საქართველოში დათვალეს 1 000 000 $! მეტს არაფერს არ ვიტყვი:)


dt_ NLQ შენი პირველი ანიმაციაა. 2005 წლიდან რა შეიცვალა ტექნოლოგიური თვალსაზრისით? თუნდაც ის რომ ვიდეოს ზომა იზრდება და იზრდება, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო მომწონს VHS-ის გამოსახულება :)… dt_ ვიდეო სიჩქარის ელექტრონულ ფურცლებზე ბეჭდვა ძალიან შორეულ მოვლენად მიგაჩნია? არც ისე. უბრალოდ ჯობია პოლიტიკური სიახლეები ისევ ძველებურად დაიბეჭდოს თორემ კიოსკებთან გავლა შეუძლებელი იქნება:) __

71


“ყველა ქართული ფონტი ერთ საიტზე” 2012.04

გიორგი ქერეჭაშვილი -fonts.ge fonts.ge - არაკომერციული პროექტია. პორტალის ავტორი და მფლობელია გიორგი ქერეჭაშვილი. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დაუსვით მას 2012 წლის 28 მარტს dt_ რამ შთაგაგონათ ყველა ქართული ფონტის მოგროვება ერთ საიტზე?

72

გარემოებებმა. ადრე ხშირად მთხოვდნენ ხოლმე, სხვასხვა ფონტების მოძიებას, გაგზავნას, დაინსტალირებას, მაგრამ რთული იყო საჭირო ფონტების ერთად მოგროვება, სხვა და სხვა პარამეტრების მიხედვით დაჯგუფება ისე, რომ სხვადასხვა ადგილიდან მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. რაღაც ინტერნეტ რესურსები იმ დროსაც იყო, მაგრამ, ძირითადად, ქართული ფონტები სხვადასხვა საიტებზე იყო გაფანტული, უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ ფაილებად, ყოველგვარი ძებნის ფუნქციების გარეშე. ამიტომ გადავწყვიტე, თავიდან ამეცილებინა სასურველი ფონტების ძებნის დამღლელი პროცესი საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. dt_ რამდენი ფონტია საიტზე? ამ დროისთვის, fonts.ge-ზე 700-მდე ქართული ფონტია თავმოყრილი. ამ რაოდენობაში ერთი და იგივე დასახელების ფონტის სხვადასხვა ვერსიებიც შედის, მაგალითად bold, italic და ა.შ. dt_ გიკავშირდებიან უნიკალური შრიფტებით დაინტერესებული კორპორატიული კლიენტები? არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიკავშირდებიან ფონტის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის უფლებების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ან ფონტის შექმნის მიზნით. ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს, შეძლებისდაგვარად, ავტორებთან ან დიზაინერებთან ვამისამართებ. dt_ რა მიმართულებით აპირებთ საიტის განვითარებას მეტი ფონტები, მეტი ინფორმაცია, მეტი ფუნქციები. ამ მიზნებზე გამუდმებით ვმუშაობ და პერიოდულად ეს აისახება კიდეც საიტზე, თუმცა, სამწუხაროდ, დიდ დროს ვერ ვუთმობ მის განვითარებას დროის უკმარისობის გამო. dt_ რას დაუთმობდით თქვენ დროს და ენერგიას fonts.ge -ს ადმინისტრატორი რომ არ იყოთ საიტი საკმარისად ავტომატიზირებულია, თუმცა დროს და ენერგიას მაინც მოითხოვს. გამუდმებით შემოდის წერილები ისეთი ფონტების მოძიების მოთხოვნებით, რომლებიც არ არის საიტზე, შემოდის კითხვები და დახმარების თხოვნის წერილები მომხმარებლებისგან. ზოგჯერ ფილმების ატვირთვასაც კი მთხოვენ ან სამედიცინო კითხვებით მომმართავენ. ყველა მათგანს ყურადღებით ვეცნობი და ვპასუხობ ყოველდღიურად. fonts.ge -ს ადმინისტრატორი რომ არ ვიყო, ვფიქრობ მექნებოდა სხვა პროექტი, რომლითაც მომხმარებლებს სხვა საკითხებში დავეხმარებოდი. __


2012.03

ირაკლი კიზირია -100 გრაფიკული ნამუშევარი 2012 წლის მარტში გაზეთ დიზაინთბილისის პირველი ნომერი დაიბეჭდა. ჩვენ ვთხოვეთ ირაკლი კიზირიას რამდენიმე ნამუშევარი წარმოედგინა გამოცემისთვის.

dt_ რა არის კარგი დიზაინი

74

დღესდღეობით დიზაინი დაუბრუნდა თავის ალბათ ყველაზე პირველ წყაროს “Disegno“ რომელიც ლეონარდო და ვინჩის იდეით სვხადასხვა ხელოვნების ერთად თავის მოყრას გულისხმობდა. ანუ დიზაინი დღესდღეობით გაცილებით მეტია ვიდრე ზედაპირზე ესთეტიური ექსპერიმენტები... ამ დისციპლინამ შეძლო ეკონომიკური, ეკოლოგიური, კულტურული, ტექნიკური, სოციალურ-პულიტიკური პრობლემების ერთად თავის მოყრა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ყველა ნამუშევარი ამ კონკრეტულ პრობლემებზე პასუხს გვცემს, არამედ გვაჩვენებს პოტენციალს, რომელიც ამ დისციპლინას გააჩნია. ჩემთვის პირადად კარგი დიზაინი (რა თქმა უნდა აქ მეცნიერულ დისციპლინაზე ვსაუბრობთ და არა ზედაპირების გალამაზებაზე) არ არის აუცილაბლად შესამჩნევი, ხილვადი (visible). თუ რაიმე პროდუქტი (პროდუქტი შეიძლება როგორც ინდუსტრიული, კულტურული ან პოლიტიკური ობიექტი ან სერვისიც იყოს) კარდაგ ფუნქციონირებს, არავინ უსვამს კითხვას თუ ვინ გააკეთა და რატომ... როგორც კი რაღაც პრობლემა იქმნება, მაშინ იწყება საუბარი და ადამინების მიერ შექმნილი ობიექტები (არა აქვს მნიშვნელობა რამდენი განზომილება გააჩნია მათ) ხდება კრიტიკის საფუძველი, ანუ პრობლემა ხილვადი ხდება. ჩემთვის კარგი დიზანი არის საზოგადოებისთვის გაუცნობიერებელი სურვილების, პრობლემების აღმოჩენა და მათზე პასუხის (solution) მოძებნა. ამისთვის ბევრი გზები არსებობს, ერთ-ერთი სრულიად მარტივი (სიმარტივე ალბათ ყველაზე ადვილი გზაა მიზნის მისაღწევად) ხერხი ავირჩიე. პროექტი რომელიც აქ არის წარმოდგენილი შეიცავს 100 გრაფიკულ ნამუშევარს. რომელიც 10 დღეში შესრულდა. ეს იყო სხვადასხვა კონტექსტში დაგროვილი იდეები რომლებიც ორ (2) განზომილებაში გარკვეული პრინციპით (კვარდატული ფორმატი და ერთი შრიფტის გამოყენებით) ჩავსვი. ჩემთვის საინტერესო იყო თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება ყოფილიყო 100 გრაფიკული ნამუშევარი... სხვადასვა სოციალურ პლატფორმაზე ვაკვირდებოდი თუ როგორ ვრცელდებოდა ეს ნამუშევრები და რა რეაქციას იწვევდა მნახველში. ასეთი სახის გამოკვლევები ძალიან საინტერესოა, რადგან ნათელი ხდება საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა პრობლემაზე... ანუ ეს არის იმპულსი რომელსაც გაუშვებ და ელოდები რა გზით განვითარდება პროცესი, რომელშიც შენთვის ან საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავ... დიზაინი ალბათ ჩემთვის საზოგადოების განვითარების პროცესიც არის... __


2012.03

ლიზა ასათიანი -Kantora ///////// ესაუბრა ნასტასია არაბული ფოტო / ნატა სოფრომაძე

ალბათ არ არსებობს თინეიჯერი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და რომელსაც თავისი საღამოების სოლიდური ნაწილი კაფე “ეისიდ”-ში არ აქვს გატარებული. მკვეთრად ახალგაზრდული, მხიარული და თავისუფალი ინტერიერის მქონე კაფე-ბარი ჯერ მხოლოდ ჭავჭვაძესა და ოპერის გვერდზე იყო, მერე საბურთალო და სოლოლაკიც მიემატა, დროთა განმავლობაში ძველი გახსნილები დაიხურა, ახლები დარჩა. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ეისიდი არამხოლოდ არალგაზრდების გამორჩეულად საყვარელი თავშეყრის ადგილი, არამედ დიზაინერული თვალსაზრისითაც საინტერესო პროექტებია. ამაზე კი დიზაინ სტუდია “კანტორა” ზრუნავს, რომლის არტ-დირექტორი, ლიზა ასათიანი ჩვენთან საუბრისას დეტალურად იხსენებს კაფეების დიზაინზე მუშაობის პროცესს.

76

ჩვენ ვართ დიზაინ სტუდია, ვაკეთებდით ბრენდინგს და გრაფიკულ დიზაინს და ძირითადად პრინტზე ვიყავით ორიენტირებულები, შესაბამისად, არც ვფიქრობდით, რომ როდესმე რომელიმე სივრცის მთლიან დიზაინს ჩვენ თავზე ავიღებდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ აბაშიძის “ეისიდი”-ს გაკეთებისას, სადაც ჩვენ პრინტზე ვმუშაობდით, ისე ჩავერთეთ მთლიან პროცესში და ისე დავემთხვიეთ იდეურად დამკვეთებს რომ გადაწყდა შემდეგი მთლიანად ჩვენ გვეცადა. ჩვენც დავიწყეთ. აბაშიძის ეისიდში პრინციპში ძალების მოსინჯვა გამოგვივიდა, მეორე და მესამე უფრო ჩამოყალიბებულია დიზაინის მხრივ.

dt_ მიუხედავად იმისა, რომ სამივე კაფე ერთი და იმავე ტიპისაა და ერთი და იგივე ჯგუფი მუშაობდა, მაინც პრინციპულად განსხვავებული გარემოა ყველგან. შემთხვევით გამოვიდა ასე თუ კოპირებას შეგნებულად აუარეთ გვერდი? სამივე კაფე სხვადასხვა ხასიათშია გაკეთებული, ის ერთი საერთო კონცეფცია, რაც გასდევს, ისაა, რომ არის ახალგაზრდული, მხიარული, პრინტზე ორიენტირებულია და ამ ნიშნების მიხედვით შეიძლება დაიჭირო ის ერთი ხელწერა, რომლითაც გაკეთებულია, მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალურად და სტილისტურად განსხვავებულია. განსხვავებულობა გამოწვეულია იმით, რომ ის ხალხი, ვინც ერთ “ეისიდ”-ში დადის, დადის ყველგან, ანუ ერთი და იგივე მომხმარებელია და ყველგან ერთი და იგივე რომ დახვდეს, მოსაწყენი იქნება, ამიტომ ვეცადეთ სხვადასხვა სივრცე, სხვადასხვა სამყარო დაგვეხვედრებინა. იგივე სული და ატმოსფერო, მაგრამ ვიზუალურად განსხვავებული. ასე უფრო საინტერესო და სასიამოვნოა. dt_ რამდენად რთულ და ძვირ პროექტებთან გვაქვს საქმე თქვენს მიერ გაკეთებული კაფეების დიზაინის შემთხვევაში? სამივე კაფეს დიზაინი საკმაოდ დაბალბიუჯეტიანია, ძირითადი აქცენტი იდეაზე გადავიტანეთ და არა ტექნოლოგიაზე. ასე მაგალითად, მეორე “ეისიდი” პავლოვზე გავაკეთეთ მთლიანად რეალობის ამრევი დიზაინის ხარჯზე. პრინციპში ვითამაშეთ. გვინდოდა ფრანგული ანტიკვარიატის იმიტაცია გაგვეკეთებინა ოღონდ თანამედროვედ და რაც შეიძლება იაფად. საბოლოოდ გამოგვივიდა ინტერიერი ინტერიერში ოღონდ პრინტად და არა მატერიალურად. მხოლოდ რამდენიმე დეტალია, რაც პრინტი არ არის და ნამდვილად ნივთებს ეხები: ჩამრთველები, სანათურები... კიდევ ერთი თამაში, რაც აქ ვითამაშეთ, პროპორციების დარღვევა იყო. შეიძლება ითქვას, ეფექტური გამოვიდა.


dt_ არის თუ არა შემთხვევები, როდესაც წინა პროექტზე მუშაობისას უკვე იცი, როგორი იქნება შემდეგი პროექტი? კი, სოლოლაკის “ეისიდი” იყო ეგეთი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ის წინასგან კონცეპტუალურად განსხვავებული იქნებოდა, მთავარი აქცენტი გვინდოდა დაგვესვა კულტურულობაზე. დიზაინზე ნაკლები აქცენტით მაქსიმალურად კულტურული და მყუდრო სივრცის შექმნა მოგვინდა და მყუდრო ფერებით, ბევრი წიგნებით, თბილი ფერებით, ნაცნობი და შინაურული გარემოს შექმნა გვინდოდა ყველასთვის, ვინც აქ მოვიდოდა. ანუ, არა კაფის, არამედ ვიღაცასთან სტუმრად ყოფნის შთაბეჭდილება დარჩენოდათ კაფის სტუმრებს.

77


dt_ რა არის ის, რაც გკარნახობთ, როგორი უნდა იყოს თქვენი პროდუქტი? ძირითადად ვცდილობ დიზაინის კეთებისას გავითვალისწინო როგორც აქაური მემკვიდრეობა, კულტურა ასევე საზღვარგარეთ არსებული ტენდენციები, გინდა, არ გინდა გიწევს მსოფლიოში არსებული პროცესების გამოყენება, ყველაფერი, რასაც ნახულობ, გელექება, ან ფაქტურა, ან ვიზუალი, ესთეტიკა, ან რამე ელემენტი და მერე იყენებ უკვე შენ სივრცეში. ყველაზე კარგი მოკარნახე იმისა, რა უნდა გააკეთო, სივრცეა, სადაც უნდა იმუშაო. სოლოლაკის “ეისიდი”-ს შემთხვევაშიც ასე იყო, გარემომ განაპირობა ის, რომ ამ კაფის დიზაინი ეგეთი ყოფილიყო. ძველი თბილისიური სახლი, გარემო... რამე იაპონური რომ გაგვეკეთებინა მანდ, რაც არ უნდა ჰაი ტეკი და საოცრება ყოფილიყო, მაინც შეუფერებელი იქნებოდა, ანუ, სივრცესთან შეუთვსებელი. dt_ ის პრინციპული გადაწყვეტა, რომელიც სრულყოფს ნამუშევარს: ამოსავალი წერტილი, რაზეც ვაგებ ხოლმე დიზაინს, განათებაა. ამით შეგიძლია ყველაფერზე მანიპულირება. მხოლოდ შემდეგ ის ელემენტები, რომლებიც კონკრეტულად ამ სივრცისთვის იქმნება, რომლებიც სივრცის ხასიათის ფორმირებაში გეხმარება. __

78


79

კაფე “ეისიდი”. ინტერიერი


ტირაჟი - 1000 თბილისი 2016 დიზაინი და გრაფიკული განლაგება: d___e__s_i___g___ n_t___b i l i s i

//

designtbilisi.ge

//

more@designtbilisi.ge


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

Š 2016

designtbilisi

designtbilisi 2013 - 2016  

დიზაინთბილისი 2013 - 2016 წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს “დიზაინთბილისის” რესურსებზე 2012 - 2016 წლებში გამოქვეყნებული მასალების კონსპექტუ...

Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you