Page 1

ტარაკანა არასოდეს დამავიწყდება ის დღე , 2 ოქტომბერი . მაშინ შეიცვალა ჩემი ცხოვრება და სწორედ მაშინ ვიქეცი იმად ,რაც ახლა ვარ არარაობად. რადგანაც გადავწყვიტე ეს ამბავი თქვენთვის მომეთხრო მაშინ თავიდან დავიწყებ . გამორჩეული პიროვნება არასდროს არ ვყოფილვარ. უბრალო, ჩვეულებრივი , კეთილსინდისიერი კაცი ვიყავი . მყავდა ლამაზი მეუღლე, მას ჯეინი ერქვა... დიახ,ჯეინი,რომელიც 2 ოქტომბერს იმ საზიზღრებმა წამართვეს … ჯეინი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით . მალე საყვარელი ქალი შვილს მაჩუქებდა , რამდენი გეგმა გვქონდა , მაგრამ ეს ყველაფერი იმ საზიზღრებმა სულ რაღაც ერთ საათში წამართვეს - ცოლი , შვილი , ცხოვრება , ოცნებაც კი. 2 ოქტომბერი იყო . დღის ის მონაკვეთი , რომელიც ასე მიყვარდა. დილა,როდესაც მზე ამოვა და თავის მცხუნვარე , სიცოცხლით სავსე სხივებს ფანჯრებში შემოანათებს და სიცოცხლით აავსებს ყოველივეს . როგორ მიყვარდა ეს ყოველივე ... სამსახურში მივდიოდი , ვსაუზმობდი . ამ დროს კიბეზე ჯეინი ჩამოვიდა . ჩემი პერანგი ეცვა . ეჰ , როგორ უყვარდა დილით ჩემი პერანგის ჩაცმა . ამბობდა მიყვარს , როცა შენი სურნელი თან დამყვებაო. მუცელი ოდნავ დატყობოდა .ჯეინი ჩემთან მოვიდა . ჭამა შევწყვიტე და მას შევხედე , როგორი სიცოცხლით სავსე იყო , როგორი ლამაზი, იღიმებოდა. ჩემი ხელი თავისასში მოაქცია , შემდეგ მუცელზე მიიდო. - იცი დღეს რაღაც ვიგრძენი -მითხრა მან. - მართლა ? ეს ხომ კარგია. - ჰო , ძალიან კარგია - წამით ჩემი გონება მისმა მომაჯადოებელმა სიცილმა დაატყვევა. მუცელზე ვაკოცე.


- იცი , მამიკოს ძალიან უყვარხარ. - ჰო , იცის , ამას ვგრძნობ . ჯეინს მუცელზე მოვეხვიე , თავი მივადე . ეს ისეთი კარგია , როცა შენს საყვარელ ორ ადამიანს ერთდროულად ეხვევი , გიყვარს და ამას მათგანაც გრძნობ . - კარგი , ისაუზმე , არ დააგვიანო - მითხრა მან . ჯეინი ონკანთან მივიდა , წყალი მოუშვა და შეჰკივლა . მაშინვე წამოვხტი. - რა მოხდა? - აქ ტარაკანაა , ხომ იცი მათი როგორ მეშინია ?! - ჰო მას მართლაც ეშინოდა ტარაკნების , ახლა უკვე მეც... - არაფერია , უბრალოდ მწერია - წყალი უფრო მოვუშვი , ტარაკანა წყალმა წაიღო - აი , ხომ ხედავ უკვე ჩაირეცხა. - მიყვარხარ - საოცრად ნაზად მითხრა მან . ახლაც მახსოვს მისი ხმა , სიტყვები . ეს ხომ მისი ბოლო - მიყვარხარ იყო , რომელიც ამ სამყაროში მითხრა - ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი. - მე უფრო - გაეცინა . საათს დავხედე ,მაგვიანდებოდა - კარგი ძვირფასო , უნდა წავიდე .თავს გაუფრთხილდი , არ გადაიღალო. - ჰო მაგრამ საუზმე ? არ დაგიმთავრებია. - არაფერია , კარგად დავნაყრდი . კარგი გავიქეცი , თავს მიხედე . ჯეინი მომეხვია . ჩვენი ბაგეები ერთმანეთისას შეერწყა . ეს ჩვენი ბოლო კოცნა იყო . - მიყვარხარ ! - მივაძახე კარებში გასულმა . - მეც - მითხრა მან. იმ დღეს ადრე წამოვედი სამსახურიდან . ჯეინისთვის ყელსაბამი ვიყიდე, მასავით ლამაზი თვლებით . მინდოდა გამეხარებინა და მესიამოვნებინა . 6 საათი იქნებოდა როცა სახლში მივედი . ჯეინს კაბა ეცვა ლამაზი , მოხდენილი , გამოყვანილი წითელი სარაფანა . ძალიან ლამაზი იყო . - შენთვის სიურპრიზი მაქვს. - რა არის? - თვალები დახუჭე. - კარგი . ყელსაბამი გავუკეთე , არც შევმცდარვარ ძალიან მოუხდა. - მიდი სარკეში ჩაიხედე - სარკე მივაწოდე. - ღმერთო , რა ლამაზია . ძვირი ეღირებოდა , რატომ შეწუხდი? - მე მაშინ შევწუხდებოდი თუ ამას არ გიყიდდი. - ფილ , რა საყვარელი ხარ . არ ვივახშმოთ ? - კი , ძალიან მშია . - კარგი , ყელსაბამს შევინახავ ხომ შეიძლება ? სახლისთვის მენანება. - როგორც გინდა . ჯეინი ზემოთ ავიდა - საძინებელში . მე აბაზანისკენ გავემართე ხელების დასაბანად . კარი გამოვაღე და ... ნეტავ არასოდეს გამომეღო ის კარი . მთელი აბაზანა ტარაკნებით იყო სავსე. იატაკზე , კედლებზე , ჭერზეც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელის საბანზე და ჯაკუზზე , კარებზეც ადგილი აღარ იყო . ალბათ 10000 იქნებოდნენ ,შეიძლება მეტიც. უკვე გარეთ გამოდიოდნენ. კარს ვაჯახუნებდი , არ იკეტებოდა . ყოველი დაკეტვის მცდელობაზე მრავალი ტარაკანა იხლიჩებოდა , მაგრამ უფრო მეტნი გამოდიოდნენ . უკვე შარვალზეც მაცოცდებოდნენ . კარების დაკეტვას ისევ ვცდილობდი . ამ დროს ჯეინის ყვირილის ხმა გავიგე . კარებს თავი დავანებე და საძინებლისკენ გავიქეცი. კიბეებზე უკან მოვიხედე. გარეთ ნახევარი მაინც


გამოსულიყო , უკვე სამზარეულოშიც შეეღწიათ . ასეთი სისწრაფით თუ შეეძლოთ გადაადგილება არ ვიცოდი , მაგრამ მაშინ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა . მთავარი იყო ჯეინისთვის მეშველა და გამეყვანა იქედან . კიბეები რაც შემეძლო სწრაფად ავირბინე . საძინებლის კარებს მივაწექი , არ იღებოდა . ტარაკნები ღრიჭოში შემძვრალიყვნენ და კარები ჩაეკეტათ . იმდენი იყვნენ საკეტი ვერ ძლევდა და არ იძვროდა . ქვემოთ ჩავედი და საჩქაროდ გარეთ გავვარდი . საძინებელი მეორე სართულზე იყო , იმედი მქონდა შიგნით ფანჯრიდან მაინც შევაღწევდი .ხეზე ავძვერი , თუმცა მანძილი იმაზე შორი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი , რომ გადავმხტარიყავი ფანჯარას ვერ მივწვდებოდი , აუცილებლად ჩამოვვარდებოდი . ასე ჯეინს ვერ დავეხმარებოდი , ამიტომ აზრი არ ჰქონდა , ვერაფერს გავხდებოდი.ეს ყველაფერი იმ ჩარეცხილი ტარაკნის გამო ხდებოდა , არ ვიცოდი რა მექნა . ფანჯრიდან მთელი ოთახი კარგად ჩანდა , შიგნით უფრო მეტი ტარაკანა იყო ვიდრე სააბაზანოში . გამიკვირდა , არ ვიცოდი იქ როგორ აღმოჩნდნენ . ჯეინის ხმა მესმოდა . მისი კივილი , ყვირილი და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. იგი მუხლებზე იდგა .მას ათასობით ტარაკანა აცოცდებოდა . მისი სახე აღარ ჩანდა , ვხედავდი მის ფეხებზე როგორ ცოცდებოდნენ ტარაკნები და ჩემი შვილისკენ მიიწევდნენ , მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო . ჯეინმა ხელით სახედან ზოგიერთი მათგანი მოიშორა , შოკში იყო . კიოდა , ამ დროს როცა პირი ღია ჰქონდა დავინახე ,როგორ შეცოცდა მის პირში რამოდენიმე მათგანი . მერე კიდევ მეტი . მისი თვალები , ცხვირი ტარაკნებით იყო დაფარული . ჯეინი ვერ სუნთქავდა . ჯერ მათ მოშორებას ცდილობდა , მერე ყელზე მოიკიდა ხელები , შემდეგ დანებდა , გაჩერდა და უგონოდ ძირს დაეცა . მის სხეულზე კი მეტი და მეტი ტარაკანა ცოცდებოდა . ის მოკვდა , მოკვდა ჩემი შვილიც .მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ხიდან ძლივს ჩამოვედი , მას მივეყრდენი , ჩავიკეცე , ვტიროდი . ხელები თავზე მეკიდა და ვტიროდი . მეტი რა დამრჩენოდა . რამოდენიმე წუთში სამაშველო დახმარება მოვიდა , ალბათ მეზობლებმა ჯეინის კივილის გამო გამოიძახეს. არ ვიცი რა მოხდა , მათ არ ვუსმენდი, რაღაცას მეუბნებოდნენ , მიხსნიდნენ , მაგრამ მათი თავი არ მქონდა . ვფიქრობდი მასზე , ჩვენს გეგმებზე და ვტიროდი. ვტიროდი დაუცველი , საწყალი ბიჭივით . მალე რაღაც რაზმი მოვიდა , მოწითალო ფორმები ეცვათ და სპეციალური იარაღებით ჩემს სახლს ცეცხლი წაუკიდეს . ყველაფერი დაწვეს . ჩემი ოცნებები , მოგონებები . ჩემი ცოლი და შვილი დაწვეს . ეს არ ვიცოდი . მათ არ ვუსმენდი ,თორემ ამას არ გავაკეთებინებდი . მერჩივნა მათთან მივსულიყავი და იმ ტარაკნებს მეც მოვეკალი . შიგნიდან შემცოცებოდნენ და ისე მოეღოთ ბოლო . ჩემს ჯეინთან და პატარასთან ერთად . მათ დაწვეს , ისინი დაწვეს . უბრალოდ დაწვეს .იმ პატარა ურჩხულებთან ერთად დაწვეს . ამ ამბის შემდეგ რამდენჯერ მდომებია თავის მოკვლა , მაგრამ მეშინია . მეშინია ვაითუ თვითმკვლელობისთვის ჯოჯოხეთში მოვხვდე და ვერასოდეს მეღირსოს მათი კვლავ ნახვა . ახლაც სიკვდილს ვნატრობ , რომ ისევ ვნახო ისინი . ისევ ჩავიკრა გულში და მოვეხვიო ჩემს ცოლ- შვილს . მინდა მათ კვლავ ვუთხრა თუ როგორ მიყვარს ორივე და როგორ მინდა სამუდამოდ მათთან დარჩენა ...

ტარაკანა